Jump to content
Planeta.Ge

BRAINIUS

პლანეტელი
  • პოსტები

    47
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი BRAINIUS

  1. მიკვირს, რომ ასეთი თეოლოგისგან სიტყვა გრიგორიანელი მესმის წმ. გრიგორი აღიარებულია როგორც სომხური ეკლესიის, ასევე მართ. ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის და ანგლიკანური ეკლესიის მიერაც. სომხები არიან არა-ქალკედონები, რომლებიც მისდევენ არა გრიგორის სწავლებას, არამედ პაპ დიოსკორეს დოქტრინას - მიაფიზიტიზმს, რომელიც ეკლესიამ ქალკედონიის კრებაზე დაგმო. P.S რიგითი ბერის, შეცოდება, ეკლესიის ჭეშმარიტებას ეჭვქვეშ არ აყენებს. თან იქნებ სომხები იყვნენ დამნაშავეები?
  2. ვისაც თეოლოგიის გაკვეთილები ჭირდება, ეს შენ ხარ. ისე კარგი იქნება გაგვიმხილო სად მიიღე განათლება? აჰ, ვიცი. ვიკიპედიაში ხო? არგუმენტები მოვიყვანო?????? წაიკითხე ზემოთ რა წერია. მე მომყავს არგუმენტები, შენ იძახი რომ ეს არაა ქრისტეს ეკლესია, მაგრამ ვერ ამტკიცებ! ისე ''ბრტყელ-ბრტყელი'' ხშირად მესმის შენგან, მაგრამ ვერ მეუბნები რაში არ ეთანხმები მართ. ეკლესიას. ეპისკოპოსებმა მოციქულებისგან მიიღეს ხელდასხმა და ასე მოდის განუწყვეტლად. ადამიანი არ ხარ? მითხარი რომელ საუკუნეში მოხდა ამ ჯაჭვის გაწყვეტა. უკვე მესამედ გეკითხები. მიკვირს მე რომ მეუბნები ბრტყელ-ბრტყელებს ისვრიო. კონკრეტული პასუხი გამეცი. ააა და შენს პოსტებში რომ ვკითხულობთ რომ მართლმადიდებლობა დაიბადა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ნაწილი იყო ეგ განათლებულობაზე მეტყველებს? ალბათ საეკლესიო სამართალს კარგად ფლობ არა? ის რომ ეპისკოპოსი და ზედამხედველი სხვადასხვა სიტყვა გგონია ეგეც მაგარია. რომ თურმე ნიკოლაელები, ნესტორიანელები, არიანელები და ორთოდოქსები ვერ იყოფდნენო სიმართლეს და რომ ვერ აკონკრეტებ რატომ, ეგ შენს განათლებაზე მეტყველებს? მითხარი თუ ემხრობი ნიკოლაელებიდან, არიანელებიდან და ნესტორიანელებიდან რომელიმეს, თუ არადა ორთოდოქსთა ჯგუფს, რომელიც ამ ცდომილებების წინააღმდეგ იყო, რაში ადანაშაულებ? რომელ დოგმას არ ეთანხმები>? კონკრეტული პასუხი თუ შეიძლება! რათქმაუნდა შეიძლება თქვას, მაგრამ მხოლოდ ერთი იქნება მართალი. ისე, ზოგადად, მართლმადიდებლებსაც, კათოლიკეებსაც და არაქალკედონურ ეკლესიებსაც უწყვეტად აქვთ ხელდასმა, მაგრამ სიმართლეს და ქრისტეს ეკლესიის სტატუსს მხოლოდ ერთი ფლობს. აი კიდე. შენ დაასაბუთე რაში შევცდით და როდის გაწყდა ჯაჭვი. ძნელია ადამიანო? შენ რომ იოანე ოქროპირი დაგეწერა ქრიზოსტომის მაგივრად ეგ ხო გაწყობდა? ესე ადვილად არ ხდება. ეპისკოპოსი, თუნდაც მწვალებელი იყოს, მადლმოსილი ისევ იქნება, სანამ არ მოხდება მისი გასამართლება კრებაზე, მხოლოდ კრებას აქვს უფლება ეპისკოპოსს გარეთ ამოაყოფინოს თავი, ესე ავტომატურად არ ხდება: ეპისკოპოსი რომელსაც რაიმეში ბრალი ედება ისეთი პირების მხრიდან, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას იმსახურებენ, აუცილებლად უნდა გამოიძახონ სხვა ეპისკოპოსებმა და თუ წარსდგება მათ წინაშე და აღიარებს, ანდა მხილებულ იქნება, ეპიტიმია განეწესოს ხოლო თუ გამოიძახებენ და არ გამოცხადდება, მეორედ იქნეს გამოძახებული. მასთან წარგზავნილი ორი ეპისკოპოსის საშუალებით. თუკი მაინც არ შეისმენს, მესამედ მიავლინონ მასთან ორი ეპისკოპოსი, ხოლო თუ კვლავ უპატივცემულობას გამოიჩენს და არ გამოცხადდება, მაშინ კრებამ განაჩინოს, როგორც მას სათნოდ უჩანს. ნურავის ეგონება, რომ სასამართლოსაგან თავის არიდებით რაიმე სარგებელს მიიღებს. მოციქულთა მე-17 კანონი. ცდები, ასე არ ვფიქრობ, ნუ გგონივარ ერთერთი იმათგანი, ვინც ლამისაა აღიაროს მამაოს უცდომელობა. სადაც საჭიროა ვაკრიტიკებ, მღვდელი იქნება თუ ეპისკოპოსი, ოღონდ არა მათ პირად ცოდვებს. მაგრადაც. მანდ ისიც არაა მითითებული, როგორ მოხდა წარმოშობა, უბრალოდ ფაქტებია მოყვანილი, ზედაპირულად და მორჩა. წლებიც არაა მიტითებული. საერთოდ იმაზე მეტი გაყოფა მოხდა, ვიდრე წერია თან აღსანიშნავია, რომ მაგ წიგნის ავორმა, რომელმაც მხოლოდ ოთხი ჯგუფის მოყვანა შეძლო, ისიც არ აღუნიშნავს, რომ მათ ერთმანეთისგან დიდი დრო აშორებთ, საუკუნეები. საერთოდ აარფერი წერია რომ ნიკოლაელთა ერესი დაგმობილია თვით გამოცხადებაში, და ორთოდოქსები ისე არიან წარმოჩენილი, თითქოს მათაც რამე შეცვალეს. დამისახელე ერთი მართ. დოგმა რომელსაც არ ეთანხმები. გაუნათლებელს რომ მიწოდებ მადლობა მოგიხადო?
  3. ამას მართლა წერ თუ მეჩვენება? განცხადებას კი არ ვაკეთებ გეკითხები მითხარი როდის გაწყდა სამოციქულო ჯაჭვი, რომელ წელს, რომელ მართლმადიდებლურ დოგმას არ ეთანხმები და სადაა წეშმარტიტი ქრისტეს ეკლესია? კონკრეტული თარიღი თქვი. ყველა მართლმადიდებელს, ნუ უყურებ როგორც გაუნათლებელს. განათლებულ მართლმადიდებელ თეოლოგებს რომ ცოდნა აქვთ შენ და პროტესტანტულად მოაზროვნეებს არ დაესიზმრებათ, იმას კი არ ვუარუყობ რომ ბევრი გაუნათლებელია. და კიდევ მე მამაოებმა არაფერი შთამაგონეს (რათქმაუნდა აქ არ იგულისხმება ის რომ სულიერად დამეხმარნენ მათი მადლმოსილების წყალობით) ცნობისთვის, ნუ გგონია რომ რომელიმე ქადაგებიდან ნასწავლს ვწერ, ბევრი რამ სწორედ თეოლოგების დახმარებით გავიგე (მაგრამ არ ვდებ თავს რომ განათლებული ვარ) პავლეს სიტყვები ერეტიკოსებზე იყო ნათქვამი, თორემ ჭეშმარიტება ყოველთვის იარსებებს, რადგან ყოველთვის იარსებებს ქრისტეს ეკლესია და შეინახავს ამ ჭეშმარიტებებს. ''მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.'' (მათე 28:20) ოჰ ოჰ, არიქა მომბაძე სიტყვებში. შენ არ თქვი ეპისკოპოსები კი არა, ზედამხედველები დაადგინესო, თითქოს სხვადასხვა სიტყვა იყოს. და იმ ეპისკოპოსებმა რომლებმაც სწავლებიდან გადაუხვიეს, ეკლესიის გარეთაც ამოყვეს თავი. და თუ მათ პირად შეცდომებზე წერ და არა სარწმუნოებრივზე, ამას ღმერთი მიხედავს, მაგრამ ისე არ გვაწყენდა პირად ცოდვებზე ლაპარაკისას ჯერ ჩვენი თავისთვისაც მიგვეხედა ;) ფაქტია რომ ზემოთ დაწერილი პოსტების, რომლებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი, იგნორირება ხდება, ამიტომ ვიკიპედიდან რომ რაღაც გამოჩხრიკე, თავი რომ განათლებულად მოგაქვს, მართლა ჯობია წაიკითხო თანამედროვე მართ თეოლოგიის შესახებ. მერე გამოიტანე დასკვნები რას ეთანხმები და რას არა და ვისაუბროთ ამის შემდეგ. P.S თუ ეგრე ღელავ ქართული ენის დაცვაზე, რატომ გეწერა იოანე ქრიზოსტომი იოანე ოქროპირის მაგივრად? ეგ არაა ბერძნული სიტყვა მისტერ ინტელექტო? მიდი ნუ გერიდება, დაგვანახე შენი ნამდვილი სახე, მოგეშვება
  4. აბა რომელი კრების რომელი დოქტრინა არ მოგწონს კონკრეტულად? ამ კრებებზე დაგმობილ რომელ ერესს ემხრობი: არიანიზმს, მაკედონიანიზმს, აპოლინარიანიზმს, ნესტროიანიზმს, მონოფიზიტიზმს, მიაფიზიტიზმს (მონოფიზიტიზმის განშტოება), მონოთელიტიზმს თუ ხატთმებრძოლეობას? კი ბატონო, მაშინ მითხარი მე - ცდომილებაში მყოფს, როდის გაწყდა ეს ჯაჭვი? შენ აკეთებ განცხადეებებს და შენ დაასაბუთე, როდის გაწყდა სამოციქულო ჯაჭვი? მე არგუმენტები დავწერე, თან უკვე მეორედ და ამას შენ რომ მეუბნები მიკვირს ზემოთ გაეცი პასუხი და მერე მოითხოვე სხვისგან არგუმენტები. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, კრეტინიზმი კრეტინიზმია რა ვქნა. ვიცი რომ ეს ვიღაც ავტორისაა, ამიტომ შენ არ მიგულისხმიხარ ;) მაშინ სადაა მითხარი. ასე ძნელია რომ თქვა მისის სახელი? კაი გაჩერდი ნუ მჭერმეტყველლობ ეპისკოპოსი ბერძნულად ზედამხედველს ნიშნავს ისედაც
  5. და სხვებში და სხვებში რომელს გულისხმობ მითხარი. ნიკოლაელთა, არიანელთა და ნესტორიანელთა ერესზე მემგონი დაიწერა. დაუმორჩილებლობაში რას გულისხმობ გამარკვიე ერთი. შენ საერთოდ საფუძვლიანად იცი დასავლეთ-აღმოსავლეთის კონფლიქტების შესახებ? 1054 წელს ეკუმენური პატრარქის შეჩვენების ერთერთი არგუმენტი, პაპის ლეგატების მხრიდან ის იყო რომ ფილიოქვე ამოიღეს მრწამსიდან.სინამდვლიეში ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრედო უცვლელი დარჩა. მრწამსის შეცვლას კრძალავს III მსოფლიო კრების VII კანონი და ასევე უამრავი კანონი. (ეს ისე მოკლედ, მაგრამ დიდი სქიზმის საკითხი ურთულესია) ეს იყო სასაცილო ''ეურჩებოდნენ კათოლიკეებს''. მანამდე კათოლიკური და მართლმადიდებლუი ეკლესიები გაყოფილი არ იყო, რომ დაგეწერა ეურჩებოდნენ რომსო რამე მაინც იქნებოდა. ისე შეგახსენებ რომ კონსტანტინოპოლის საყდარი პსტივით გაუთანაბრდა რომს. როდის და რა საკითხში გადავუხვიეთ? რომელი სწავლება გავამრუდეთ?
  6. 1 ნიკოლაიზმის ერესი მთელმა ეკლესიამ უარყო, ჯერ კიდევ მოციქულთა დროს: ''მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს.'' (გამოცხადება 2:6) და შენ ნიკოლაოსის უფრო გჯერა, რომლის ერესიც აღარ არსებობს (რაც მის სიცრუეზე მეტყველებს, რადგან ჭეშმარიტი ეკლესია ყოვეთვის იარსებებს) თუ იოანესი? 2 არიანიზმი - გჯერა არიოზის მოძღვრების ძე ღმერთი არაა მამის ტანასწორი და არსებობდა დრო, როდესაც ძე ღვთისა არ არსებობდა? ანუ დროის კონკრეტულ მომენტში შეიქმნა? არიანიზმი დიგმო პირველ წმინდა ეკუმენურ კრებაზე. 3 ნესტორიანიზმი - ეთანხმები ნესტორს და თეოდორეს რომ ღვთისმშობელს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ქრისტესმშობელი, რადგან იესო ქრისტე დაბადებით იყო ადამიანი? და გჯერა იმის რომ ქრისტე თავის თავში აერთიანებდა ორ განსხვავებულლ პირს - ღვთაებრივსა და კაცობრივს? ეთანხმები მათ, რომლებმაც ქრისტე გაყვეს? ეს დოქტრინა მესამე მსოფლიო კრებაზე დაიგმო. თუ არ ეთანხმები, მაშინ რას ერჩი ორთოდოდქსთა ''ჯგუფს''? დიახ ეპისკოპოსები უნდა ყოფილიყვნენ მათი საქმის გამგრძელებლები. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. (აქტები 14:22-23) ეს ორდინაცია განუწყვეტლად მოდის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოციქულების დროიდან. სადაც არაა ეპისკოპისი, იქ არაა ორდინაცია, სადაც ორდინაცია არაა, იქ ვერ აღსრულდება საიდუმლოებები, სადაც საიდუმლოები არ სრულდება, იქ არაა ეკლესია. თანდათანბოით კი არა მოციქულების დროიდან განუწყვეტლად მოდის. სრული იდიოტობა, რაც ამის ავტორის არაკომპეტენტურობაში მეტყველებს. შეგიძლია ახსნა დიდი სქიზმის მიზეზები, შედეგები და საბაბები? აბა გისმენ 1054 წელს კი არ დაბადებულა, არამედ რომმა და აღმოსავლეთმა ერთმანეთთან კავშირი შეწყვიტეს, ამ უკანასკნელთ ჰქონდათ კანონიკური ეკლესიის სტატუსი და არა დაჯგუფების. შეიძლება სექტაზე თქვა ''დაიბადაო'' მაგრამ როგორ შეიძლება სამოციქულო ეკლესიები, რომლებიც სქიზმამდე არსებობდნენ თქვა დაიბდაო. სიტყვა დაიბადა შეიძლება იხმარო პროტესტანტულ კონფესიებზე, რომლებიც მართლაც დაიბადნენ რომის ეკლესიის წიაღში, მაგრამ აღმოსავლეთის ეკლესიები რომის ეკლესიის წიაღში კი არ იყვნენ, არამედ დამოუკიდებლები იყვნენ მისგან, მაგრამ ჰქონდათ ევქარისტიული კავშირი (ანუ რომთან ერთად, ისევე რომი კონსტანტინოპოლთან, ალექსანდრიასთან, ანტიოქიასთან და იერუსალიმთან ერთად ერთ ეკლესიას წარმოადგენდა) მოკლეთ რაც ზემოთ წერია, სრული კრეტინიზმია. დიდ (მეხუთე) სქიზმას ბევრი მიზეზი ჰქონდა (მათ შორის იყო პოლიტიკურიც, რაშიც დამნაშავე ორივე მხარეა) მაგრამ დიდი სქიზმა იყო პროცესი და 1054 წელს, როგორც ასეთი პროცესი არც დაწყებულა და არც დასრულებულა. პოლიტიკურთან ერთად მთავარი იყო ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი: ფილიოქვე და პაპის პრიმატთან დაკავშირებული შეხედულებები. ფილიოქვე არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსში შეტანილი ცვლილება. პატრიარქის ანათემას გადაცემაზე არგუმენტი იყო რომ კონსტნანტინეპოლმა ამოიღო ფილიოქვე მრწამსიდან, სინამდვილეში არაფერი შეუცვლია, ეს რომის ეკლესიამ 1020 წელს ჩაამატა ფილიოქვე. 1054 წელს კი კარდინალმა ჰუმბერტმა ანათემას გადასცა პატრიარქი მიხაილ კერურალიოსი, რასაც პასუხად მოჰყვა საპასუხო ანათემა. თუ არცერთს არ მიიჩნევ ჭეშმარიტ ეკლესიად, მაშინ მითხარი სად არის ქრისტეს ეკლესია დღეს?
  7. შენს მოსაზრებებს დასაბუთება ჭირდება. პოსტები არის რეალობას მოკლებული. როგორც ჩანს, 1054 წლის განხეთქილებაში აღმოსავლეთის საპატრიარქოებს ადანაშაულებ, მაგრამ არც ის გეტყობა რომაულ კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდე. ისე იცოდე დიდი სქიზმა რთული საკითხია. საინტერესოა, რაში მიიჩნევ დამნაშავედ მართ. ეკლესიას? ეს ეკლესია კი არ მოევლინა, როგორც თანამედროვე ნეო-პროტესტანტული სექტები, ამ უძველესი საპატრიარქოების ისტორია მოციქულებისგან იღებს სათავეს, ამ ეკლესიას არაფერი ახლის სწავლება არ დაუწყია, ასე რომ სიტყვა მოვლენილი, რბილად რომ ვთქვათ სისულელეა მართ. ეკლესიას აქვს უწყვეტი სამოციქულო ფესვები. შენი აზრით როდის გაწყდა ეს ჯაჭვი? შენ უარყობ იესო ქრისტეს სიტყვებს რომ ჯოჯოხეთის ბჭეები ვერ ძლევენ მის ეკლესიას. დაჯგუფება შეიძლება ვუწოდოთ სექტას, რომელსაც აანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან, რომელიც დაარსებულია 33 წელს, სულთმოფენობას. ეკლესიას სული წმინდა მიუძღვის და იცავს მას დამახინჯებული სწავლებისგან. კარგი იქნება შენი ეკლესიის შესახებაც თუ იტყვი რამეს.
  8. ყველაფერს ჭირდება კრეატორი, კრეატორის გარდა
  9. აქ ლაპარაკია სქიზმებზე მართლმადიდებლურ წიაღში თუ ერეტიკულ და სექტანტურ ეკლესიებზე? წვალება არის ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლებიდან გადახვევა. სქიზმა არის ეკლესიის კანონიკური წყობა-მმართველობისადმი დაუმორჩილებლობა, მისგან გამოყოფა. სექტა კი - ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი რელიგიური შეხედულობები, მაგრამ სქიზმისგან და წვალებისგან განსხვავებით დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ეკლესიასთან. აქედან, მართლმადიდებელი ეკლესია არცერთ ჯგუფს არ განეკუთვნება: მას აქვს უწყვეტი სამოციქულო ფესვები, არის კანონიკური ეკლესია, არ გადაუხვევია ჭეშმარიტი სწავლებიდან. მოკლეთ, ეს ეკლესია გაყოფაში არასდროს ყოფილა, ანუ არის ორიგინალური, სამოციქულო ეკლესია. ნუ თუ ვინმე თუ არ იზიარებს მართლმადიდებლურ თეოლოგიას ეგ მაგის პრობლემაა.
  10. ცდები, ბრმად არ მივსდევ ეკლესიას. ვთქვი რომ ეკლესიის მიერ შობის 25-ში აღნიშვნა უბრლოდ არ დამთხვევია, სწორედ მითრაიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული.
  11. პირიქით, ეს იყო მიმართული მითრაიზმის საწინააღმდეგოდ. იესოს ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ მე როგორც ეკლესიის წევრი ვემორჩილები მის გადაწყვეტილებას. ქრისტიანულ საფუძველს კალენდარში ვერ ნახავ.
  12. გამართლება მართლაც არაფერ შუაშია უბრალოდ ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა, შენ რას გულსხმობ...
  13. რას გულისხმობ? ვერ ვხვდები რითი ხარ უკმაყოფილო. არავინ არაფერს არ ამართლებს.
  14. მე და შენ არ შეგვიძლია შეცვლა. და რა რეფორმებია საჭირო, ეკლესიის განსახილველია. თუ გინდა დაემორჩილე მას, თუ არადა არავინ გაძალებს ;)
  15. თუ შეიძლება კარგად წაიკითხე, იქ იპოვი პასუხს. ასეთ პოსტებზე პასუხის ხელახლა გაცემა არ ღირს.
  16. თუ შეიძლება კარგად წაიკითხე, იქ იპოვი პასუხს ცირკულაცია შენარჩუნებულია.
  17. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ზუსტი კალენდარი არ არსებობს. ორივე: იულიანურიც და გრეგორიანულიც ცდება, თუნდაც არსებობდეს უზუსტესი კალენდარი ამას არანაირი მნიშველობა არ ექნება, რადგან ღმერთისთვის არ არსებობს დრო. ეკლესია არის ზეცაშიც და დედამიწაზეც. ეკლესიისთვის, რომელიც დედამიწაზეა მნიშვნელოვანია კალენდარი, რადგან დაწესდეს ამათუიმ დღესასწაულის კონკრეტულ დღეს ზეიმი. პირველ მსოფლიო კრებამდე დღესასწაულები, მათ შორის აღდგომაც განსხვავებულად აღინიშნებოდა, ამიტომაც პირველმა ეკუმენურმა კრებამ განსაზღვრა პასქალიონის დრო, რომელიც უკლებლივ ყველა ეკლესიაში ერთ დღეს აღინიშნებოდა. 1923 წელს კონსტანტინეპოლის სინოდში დასმული იქნა ახალი ე.წ შესწორებული იულიანური კალენდრის საკითხი, უძრავი დღესასწაულების აღნიშვნა დაწესდა გრეგორიანული, ხოლო მოძრავები ძველ სტილზე დარჩა (თავდაპირველად აღდგომის გრეგორიანული კალენდრის გამოთვლის წინადადებაც იყო, საქართველოს ეკლესიამაც გადაწყვიტა აღდგომის ახალის სტილით აღნიშვნა, მაგრამ ეს იდეა უარყო ყველა ეკლესიამ, გარდა ფინეთის ავტონომიური ეკლესიისა) ახალ კალენდარს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მათ არგუმენტად მოჰყავდათ პან-მართლმადიდებლური სინოდების მიერ გრეგორიანული კალენდრის დაგმობა და მიიჩნევდნენ რომ ახალ-მესტილეებმა ეკლესია გაყვეს. რაც უსაფუძვლო იყო, რადგან 1. პან-მართლმადიდებლურ სინოდებზე დაიგმო გრეგორიანული კალენდარი - რომლის მიხედვითაც უძრავი დღესასწაულებიც ახვა დროს აღინიშნება, მაგრამ შესწორებული იულიანური კალენდარი ემორჩილება მსფლიო კრების კანონს და უძრავები ძველი სტილით აღინიშნება. 2. შობის ზუსტი თარიღი არაა ცნობილი: შობას იერუსალიმში 6 იანვარს აღნიშნავდნენ, ანტიოქიაში 386 წელს 25 დეკემებერს აღნიშნა, კლემენტი ალექსანდრიელი კი 20 მაისს ასახელებს. 3. კალენდარს, ეკლესიის გაყოფა არ შეუძლია, რადგან პირველ მსოფლიო კრებამდე, როგორც ავღნიშნე აღდგომაც განსხვავებულად აღინიშნებოდა, მაგრამ ამით ლოკალურ ეკლესიებს ერთმანეთთან პრობლემები არ ექმნებოდათ. ამიტომ ახალ სტილზე გადასულ ეკლესიებსა და ძველ სტილზე დარჩენილ ეკლესიებს ერთმანეთთან ევქარისტიული კავშირი არ შეუწყვეტიათ, მაგრამ რათქმაუნდა კარგი იქნებოდა თუ მთელი ეკლესია ერთდროულად იზეიმებდა. 4. მეძველსტილეებმა კავშირი გაწყვიტეს კანონიკურ ეკლესიებთან და სქიზმაში წავიდნენ (თუმცა არავინ უშლიდათ ძველი სტილზე დარჩენას, მაგალითად ათონის მთა ძველ სტილზეა, მაგრამ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშია) 5. მათ დოგმატური მნიშვნელობა მიანიჭეს კალენდარს და მასზე მეტად ზრუნავენ, ვიდრე დოგმებზე, მათთვის კალენდარი დოგმად იქცა - კალენდარი, რომელიც წარმართის მიერაა შექმნილი 5. შესწორებული იულიანური კალენდრით შეიცვალა დროის განსაზღვრება იულიანურთან მიმართებაში, მაგრამ ცირკულაციური წესრიგი არ დარღვეულა, კვლავ შობა აღინიშნება წინადაცვეთის წინ, წინადაცვეთა ნათლისღების წინ და ა.შ) ასე რომ კითხვაზე ''არის თუ არა მართლმადიდებლური შობა სწორი?'' ასეთია: არ არსებობს მართლმადიდებლური და არამართლმადიდებლური შობა. სამოთხეში არ არსებობს დროის ათვლა. დედამიწაზე, კი წესრიგის გამო დღესასწაულები კონკრეტულ დღეს აღინიშნება, მაგრამ ამის შეცვლა ეკლესიას შეუძლია, რადგან არ არსებობს სწორი კალენდარი, კალენდარი შეიქმნა ეკლესიისთვის და არა ეკლესია - კალენდრისთვის.
×
×
  • შექმენი...