Jump to content
Planeta.Ge

lazani

პლანეტელი
  • პოსტები

    82
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი lazani

  1. 2000 ევროს ექვივალენტს კვირაში ანუ თვეში 8000 ევროს და ეს მაშინ როდესაც ბრიტანეთში სკოტლანდ იარდის დეტექტივის თვიური ხელფასი 3500 ევროს არ აღემატება
  2. ცდები რამოდენიმე მიზეზია და ზოგიერთს ჩამოვთვლი 1. მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგია ერთ ერთია საქართველოში არსებული 4 ძირითადი რელიგიიდან 2. საქართველოში უმთავრესად კათოლიკეების მიერ სტოკჰოლმში დაბეჭდილი ბიბლიით სარგებლობენ 3. ვინ ხალხს გულისხმობ გააჩნია თორემ ზოგიერთბს აკაკი და ილიაც ძმები გონიათ ერთად აგებული ძეგლის გამო 4. არსებობს და სწორედ მაგ ბიბლიაზე საუბრობ და აქვე 5. ჯოჯოხეთის ბჭენი ეკლესიას ვერ დაძლევენ
  3. შოთა თქვენ მოჰკალით ძერა? შენ ხო რას ამბობ მოსეს სურათს გულის ჯიბით ატარებ ეე ეგ რა არის ამას წინათ ბანანი გამოსტაცა ერთს ხელიდან და იმის საცოდავ თვალებს რო შევხედე სხვა რამე შევთავაზე
  4. არადა მართლაც მალავენ და თუ როგორ და აი ასე AVE ეზეკიელ ასე ამბობს: ყველა სული ჩემია, როგორც სული მამისა, ისევე სული ძისა, შემცოდავი სული კი მოკვდება და თუ კაცი მართალი იქნება და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მთებზე შეწირულისაგან არ ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიბყრობილი და მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალთან არ წვება, არავის არ ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს, ძარცვით არ ძარცვავს, თავის პურს მშიერს აძლევს შიშველს სამოსით მოსავს, ვახშით არ აძლევს და სარგებელს არ იღებს, უსამართლობისაგან ხელს იკავებს და კაცისა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს, ჩემი წესებით დადის და ჩემს სიმართლეს იცავს, რომ ჰქმნას ჭეშმარიტება ის არის მართალი სული, ცოდვილი სული კი მოკვდება. ეხლა უკვე ლოღიკაააააააააა!!! ტიპშა ამბობს სული მოკვდებაო და არ ამბობს ცოდვილი სულიო, მეორე ლოღიკააააა ამ სიტყვების შემდეგ აღარ აგრძელებს ეზეკიელის ღვთივსულიერ წერილს სადაც გარკვევით წერია რომ მართალი სული იცოცხლებს დასკვნა მარტივი: ტიპშა მალავს ან არ იცის უფლის სიტყვა ის კი გასაგებ ენაზე ამბობს ცოდვილი სული მოკვდება მართალი სული იცოცხლებს ასე რომ ტოროზ დუმპ
  5. ვინ რას სად ჭრის და კერავს პოსტები ყურადღებით იკითხე და მერე მომწერე
  6. მე მითხარი აბა გპირდები სიცილს არ დავიწყებ
  7. დიკინი მანანა დიკლიკიი კოე კოე კოე დიკლიკი კეტონალი და კეტონალიიიიი
  8. ყველაზე მაგრად ამ ციტატაზე ვკაიფობ ეს იცი ქართულად რომ ვთარგმნო როგორ ჟღერს აი ასე: ქაქი კი ვჭამეთ მაგრამ დიდი კი არა პატარა კოვზით და რა იყო თქვე კაი ხალხნო ერთი შეცდომა ვერ უნდა გვაპატიოთო ეს წარმართთა ჟამის დამთავრება ამიხსნას ვინმემ გეეხვეეეწებით რაღაც მე ვერ ვხედავ რომ წარმართთა ჟამი დამთავრებულიყოს საპირისპიროს კი ვხედავ იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია სავსეა საოცარი მოვლენებით. 1870 წელს პენსილვანიაში შექმნილი ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი 2000 წლისათვის მთელ მსოფლიოში დაახლოებით 90 000 კრებად გადაიქცა. თავდაპირველად მთელ ლიტერატურას კომერციული ფირმები ბეჭდავდნენ; შემდეგ, 1920 წელს, მოწმეები ლიტერატურის გარკვეულ ნაწილს დაქირავებულ საწარმოო ნაგებობებში ამზადებდნენ. მაგრამ 1927 წლიდან გაცილებით მეტ ლიტერატურას უშვებდნენ ბრუკლინში (ნიუ-იორკი), საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ კუთვნილი სტამბის რვასართულიან შენობაში. ამჟამად სტამბა გაფართოებულია და სხვა შენობებსა და ადმინისტრაციულ კომპლექსს მოიცავს. იქვე არის დამატებითი შენობები, რომლებშიც სტამბაში მომუშავე მოხალისეები ცხოვრობენ. გარდა ამისა, მოხალისეები უოლკილის (ნიუ-იორკის შტატი) მახლობლად მდებარე საზოგადოების ფერმებსა და სტამბაშიც მუშაობენ. იქ იბეჭდება ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ და საკვები მზადდება ყველა მომსახურეთათვის. ყოველი მათგანი ყოველთვიურად იღებს მცირე თანხას პირადი ხარჯებისათვის. და ეს მცირე თანხა აბა თუ გამოიცნობთ რამდენია?..........
  9. იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ას წელზე მეტი ხნის წინათ იღებს სათავეს. 1870-იან წლებში ალეგანში (პენსილვანიის შტატი, აშშ, ამჟამად პიტსბურგის ნაწილი) პატარა ჯგუფმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამ ჯგუფის ორგანიზატორი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1879 წლის ივლისში პირველად გამოქვეყნდა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნე“. 1880 წლისთვის ბიბლიის შემსწავლელთა ერთი პატარა ჯგუფიდან ათობით კრება ჩამოყალიბდა ახლომდებარე შტატებში. 1881 წელს შეიქმნა სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1884 წელს. საზოგადოებას ჩ. რასელი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ეწოდა. ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ქადაგებდა და ხალხს ბიბლიურ ლიტერატურას სთავაზობდა კარდაკარ. 1888 წელს 50 ადამიანი მსახურობდა სრული დროით, ამჟამად კი დაახლოებით 700 000 სრული დროით მსახურია. 1909 წლისათვის ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და საზოგადოების მთავარი სამმართველო ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გადაიტანეს, სადაც ახლაც მდებარეობს. ქადაგებები გაზეთებში ქვეყნდებოდა და 1913 წლისათვის ოთხ ენაზე იბეჭდებოდა შეერთებული შტატების, კანადისა და ევროპის 3 000 გაზეთში. ასობით მილიონი წიგნი, ბროშურა და ტრაქტატი ვრცელდებოდა. 1912 წელს „შემოქმედების ფოტოდრამაზე“ დაიწყეს მუშაობა. სლაიდებითა და გახმოვანებული, მოძრავი სურათებით წარმოდგენილი იყო პერიოდი დედამიწის შექმნიდან ქრისტეს ათასწლიან მეფობამდე. სეანსები, რომლებსაც ყოველდღიურად 35 000 მაყურებელი ესწრებოდა, 1914 წელს დაიწყო. ეს ფოტოდრამა ხმოვანი კინოს განვითარებაში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო. 1914 წელი გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა. 1876 წელს ბიბლიის მკვლევარმა ჩარლზ ტეიზ რასელმა დაწერა სტატია „როდის დასრულდება წარმართთა ჟამი?“, რომელიც გამოქვეყნდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ჟურნალ „ბიბლიის მკვლევარში“. ამ ჟურნალის ოქტომბრის გამოცემაში 27-ე გვერდზე ნათქვამი იყო: „შვიდი დრო დამთავრდება ახ. წ. 1914 წელს“. წარმართთა ჟამი არის დროის მონაკვეთი, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში მოხსენიებულია როგორც „ხალხებისთვის განსაზღვრული დრო“ (ლუკა 21:24, აქ). ყველაფერი, რაც ნავარაუდები იყო, არ მომხდარა 1914 წელს, მაგრამ ამ წლით აღინიშნა წარმართთა ჟამის დასასრული და განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღად იქცა. მრავალი ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ეთანხმება იმ აზრს, რომ 1914 წელი კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი წელი იყო, რასაც შემდეგი ციტატებიც ცხადყოფს:გარდამტეხი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში. „ისტორიაში 1913 წელი უკანასკნელი სრულიად ნორმალური წელიწადი იყო — წელიწადი, რომელიც წინ უსწრებდა პირველ მსოფლიო ომს“ („ტაიმზ ჰერალდში“ გამოქვეყნებული სტატია, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ, 1949 წლის 13 მარტი). „75-წლიან პერიოდს (1914—1989), რომელიც მოიცავს ორ მსოფლიო და ცივ ომს, სულ უფრო მეტად აშუქებენ ისტორიკოსები, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ ეპოქას, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა ომობდა, იშუშებდა ომის ჭრილობებს ან საომრად ემზადებოდა“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“, 1995 წლის 7 მაისი). „პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მთელი მსოფლიო მართლაც რომ თავზარდაცემულია, რის მიზეზიც ნამდვილად არ ვიცით. მანამდე ხალხს ეგონა, რომ არც ისე შორს იყო ფანტასტიკური ოცნებების ახდენის დრო. მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. შემდეგ ყველაფერი აირ-დაირია და დღემდე არაფერი გაუმჯობესებულა. . . ამ საუკუნეში უფრო მეტი ადამიანი დახოცეს, ვიდრე ოდესღაც, კაცობრიობის არსებობის განმავლობაში“ (დრ. უოკერ პერსი, American Medical News, 1977 წლის 21 ნოემბერი). 1914 წლიდან 50-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე კონრად ადენაუერი წერდა: „ადამიანთა ყოფაში უშიშროებასა და სიმშვიდეს 1914 წელს დაესვა წერტილი“ (The West Parker, კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, 1966 წლის 20 იანვარი). საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი პრეზიდენტი ჩ. რასელი 1916 წელს გარდაიცვალა და მომდევნო წელს იგი ჯოზეფ რუტერფორდმა შეცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. დაიწყეს „საგუშაგო კოშკის“ თანდართული ჟურნალის, სახელწოდებით „ოქროს ხანის“ (ახლა „გამოიღვიძეთ!“ ეწოდება; 80-ზე მეტ ენაზე 20 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი ქვეყნდება) გამოცემა. კარდაკარ ქადაგებას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ქრისტიანული სამყაროსგან გამოსარჩევად 1931 წელს ამ ქრისტიანებმა თავიანთ თავს „იეჰოვას მოწმეები“ უწოდეს. ამ სახელწოდებას საფუძვლად დაედო ესაიას 43:10—12 (აქ). 1920-იან და 1930-იან წლებში ფართოდ გამოიყენებოდა რადიო. 1933 წლისათვის საზოგადოება ბიბლიური ლექციების სატრანსლაციოდ 403 რადიოსადგურს იყენებდა. მოგვიანებით, რადიოგადაცემების ადგილი, უმთავრესად, ხალხის სახლებში მონახულებამ დაიკავა; მოწმეებს თან დაჰქონდათ პორტატიული გრამოფონები და ადამიანებს ბიბლიურ ლექციებს ასმენინებდნენ. მასთან, ვინც ბიბლიური ჭეშმარიტებით ინტერესდებოდა, ბიბლიის საშინაო შესწავლას იწყებდნენ. ხედავ ოქროი ნაგლეჯო თურმე ის თარიღები მეორედ მოსვლისა კი არა 1914 წელი პირველი მსოპლიო ომის 1942 კი მეორე მსოპლიო ომის თარიღები დაუდგენიათ და რას ერჩი?რათა რათა რათა? ნუ ეხლა აქ სხვა თარიღებიც გაქვს მოხსენიებული მაგრამ აცადეთ ხალხნო რომი ერთ დღეში არ აშენებულა მაგ თარიღებსაც მოუფიქრებენ რამეს და მერე რაღას იტყვით ჰააააა?
  10. ეს ამხელა სტატია რომ დაუბრახუნე ბარემ იეჰოვას მოწმეთა თავის მართლებაც მიგეყოლებინა შიშით იეღოველები ვეღარ მითქვამს ეს ისე პ.ს
  11. მაგას ისე დასაწყისშივე მივხვდი შეგეძლო არც გეთქვა კატის თვალები და მოძღვარი ძალიან შორს არის ერთმანეთისაგან
  12. იიიშ მოდიდან გადავარდა კეეე მაინც გეთქვა
  13. მე რომ არ ვიცი იმიტომაც არ ვადარებ სრულყოფილი ადამიანისა და კატის თვალებს ერთმანეთს შენ კი ოქროი ნაგლეჯოო ნამეტანი ანარქისტი ანანიას აზრები რო გაწუხებს კახურად უნდა შეგახსენონ? სერბებს არა მაგრამ კატალონიის ბარსელონას ნაგდად ვგულშემატკივრობ
  14. ისე მამენტ მართალი ხარ ხო იცი მაგრამ არგუმენტი არ გივარგა ვეძებოთ ვეძებოთ და უი ვიპოვე ერთ მშვენიერ ცისმარე დღეს იესოს ფერიცვალებას რომ უწოდებენ აი სწორედ მაგ დღეს ვგულისხმობ უფალს მოსე და ელია გამოეცხადა მთაზე სწორედ ის მოსე და ელია ასე რომ გიყვართ იუდეველებს და მიკვირს ეს რატომ არ გაგახსენდა? აქედან დასკვნა: ვინაიდან და რადგანაც მოსე და ელია 1 საუკუნეში დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ ის ვინც ამტკიცებს რომ სული ფაფუო თურმე უკაცრაული პასუხია ალბათ მაპატიებენ კახელობის გამო მაინც მიაც მააცვამს
  15. ვინმეს შეუძლია ეს ყველაფერი თარგმნოს? განსაკუთრებით ეს: დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან ან კიდევ ზედა პელსა დასდებენ.
  16. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ტვინის წყალობით აღმოაჩინეს , რომლის 4,8% აზროვნებს მხოლოდ
  17. ღმერთმა შექმნაო ადამიანი ჩაგვჩიჩინებდნენ განზრახ გვიმალავდნენ რომ მაიმუნუსაგან გავჩნდით დოქსოპულო შენ დედა გყაავს?
  18. და ძერასი? ან კიდევ ვეფხვის ბრჭყალები რომ გქონდეს და ტახის ეშვები მგონი უკეთესი იქნებოდა სამწუხაროდ ვირის ტვინს უნდა დასჯერდეს ზოგიერთი
  19. საქმე იმასშია მეგობარო რომ კატაც და ძერაც ისეთივე არსებად დარჩა როგორადაც ღმერთმა შექმნა ადამიანი კი არა. ღმერთმა ადამიანი სრულყოფილი შექმნა და სანამ ამ სრულყოფილებას დაკარგავდა ცოდვით დაცემით კატაზეც უკეთესად ხედავდა და ძერაზეც და სხვათაშორის არც კვდებოდა. კატის და ძერის ამბავი არგუმენტია იმ შემთხვევაში თუ ადამის თვალის ფიზიოლოგია გეცოდინებოდა ამ შემთხვევაში კი მსუბუქად რომ ვთქვათ უნიჭო მკრეხელობაა.
×
×
  • შექმენი...