Jump to content
Planeta.Ge

Ajax

პლანეტელი
  • პოსტები

    68
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი Ajax

  1. მერე ეგ რა შუაშია?გადახედე აბა წინა პოსტებს საერთოდ თემასთან არის კავშირში ის რაც იწერება?შენი აზრი გაქვს?თქვი ან ვინმეს უპასუხე მარა ეს დაუსრულებელი ღლაბუცობა მაგრად აბანძებს ფორუმს რა
  2. ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია და დარწმუნებული ვართ მის სისწორეში ასე რომ როდესაც ჩვენი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის ამის გამო შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს,პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს,რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გვინდა ორივეს,უბრალოდ სიტუაციიდან გამოსავალი სხვადასხვანაირად გვაქვს წარმოდგენილი. რუსეთი გეზიზღებათ და გამოსავალს ნატოში ხედავთ მაშინ როცა ნატოს თავისი არსებობის 66 წლის მანძილზე არავინ დაუცვია უცხო ქვეყნის აგრესიისგან,ის მხოლოდ თავს ესხმის და მიწასთან ასწორებს ქვეყნებს და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბოლოს და ბოლოს იმაზე მაინც იფიქრეთ რომ გერმანია კატეგორიული წინააღმდეგია ნატოს გაფართოებისა და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის,რომ ოცნებებს შევეშვათ და რეალობას შევხედოთ თვალებში.ისინი მუდმივად საუბრობენ იმაზე,რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და ეს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯია არადა ამ დროს ალიანსის არაერთი წევრი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თურქეთი კორუფციის ჭაობში იხრჩობა.მიტ რომნიმ რუანდა და მსგავსი სახელმწიფოები დაასახელა პარტნიორთა სიაში მაგრამ რატომღაც იქ საქართველო არ იყო მიუხედავად იმისა,რომ ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტიგენტი გყყავს..........უსასრულოდ შეიძლება ასეთი მაგალითების მოყვანა
  3. კარგით რა,თავისუფლება და თავისუფლება ამოვიდა მართლა ყელში კაცო თუ პოლიტიკის განყოფილებაა იყოს პოლიტიკის თუ გასართობი და სამასხარაოა ერქვას შესაბამისი სახელი.მეც მაგრად არ მევასება ეს ისრაელი მაგრამ საგინებლად სპეციალურად თემის გახსნა რა პონტია და რა მუღამი აქვს მართლა ვერ ვხვდები
  4. თითზე ჩამოსათვლელი ნამდვილად არ ყოფილა,რამოდენიმე ათეულმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი,სრულმა უმრავლესობამ ყველგან და ყველაფერში რუსეთს რატომ ხედავთ?რატომღაც ყოველთვის რუსეთს ვაბრალებთ ჩვენს საქციელს რატომ არის ირანი ტერორისტი სახელმწიფო შეგიძლია დამისახელო?ეხლა ოღონდ ჰამასზე არ დამიწყო ლაპარაკი რა,ამერიკას თუ აქვს უფლება ჰქონდეს და დაჟე გამოიყენოს ბირთვული იარაღი,დააფინანსოს შეიარაღებული კონფლიქტი უცხო ქვეყანაში და სამხედრო ძალით დაამხოს უცხო ქვეყნის კანონიერი ხელისუფლება მაშინ რატომ არ აქვს ირანს არაფრის უფლება? ჰო,არც არაფერი, უკეთესი იქნება საერთოდ თუ არ ჩავერევით,მაგრამ არც ისეა საქმე როგორც ცდილობთ წარმოაჩინოთ რა თითქოს რაღაც საშინელება მომხდარიყოს ამით,მე ოცნებისტი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს-ისტი ვიყო უბრალოდ ძალიან მაღიზიანებს როცა დასავლეთის გასახარად ნებისმიერი ნაბიჯი(იქნება ეს აზრიანი თუ არა)ითვლება პოზიტიურად და სხვა დანარჩენი ხდება რაღაც პანიკისა და აჟიოტაჟის მიზეზი მერე თუ იხეირებს რას ხედავ ცუდს მაგაში?ისრაელმა თუ მედვედევს ასიამოვნა და მაგიტომ გაწყვიტა კონტრაქტები მაშინ სულ ფეხზე არ გვკიდია მაგათი ინტერესები?მთავარია ქართული საქმე გაკეთდეს კარგით რა კაცო ბიძინა არის გლეხი?90-იან წლებში რო მილიარდერი გახდები კაცი და მერე კიდე პრემიერ-მინისტრი აი ეგეთი გლეხი მესმის აჰაა ე.ი ისევ რუსეთს მივადექით ხო?კარგი რა როგორ არ გბეზრდებათ?აი რა გაძლევთ იმის ფიქრის საფუძველს რო ბიძინა პუტინის კაცია?სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიართვა და იმაზე არავის მოსვლია აზრად რუსეთის კაციაო ეთქვა და ეხლა ბიძინამ რა გააკეთა რო მიარტყით უკვე იარლიყი?
  5. პოლიტიკის განყოფილებაა,შემოხვალ და ერთ სერიოზულ პოსტს ვერ წააწყდები,ფორუმიც ასეთი უნდა რა
  6. წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი,მაგაზე რატომ არაფერს ამბობთ?ისრაელმა რომ გაწყვიტა მოქმედი სამხედრო კონტრაქტები და საშიში ქვეყნების სიაში რომ შეგვიყვანა მაშინ სად იყავით?
  7. პატრიარქი ზვიადისაც დაუდგა მხარში,ედიკასაც და ყველას დაუდგება ვინც იქნება
  8. urfinjus რამდენი დრო დახარჯე ეხლა ამ ფოტოების კეთებაში?მიშამ რო გაზაფხული მოიტყვანა მაგაზე რატო არაფერს ამბობ?თუ ამბობ ყველაზე თქვი მაგენი რა უცოდველი კრავები არიან?
  9. ხელიდან კი არ ეცლებათ უბრალოდ ოპტიმალურ რიცხვამდე დაიყვანეს და ეგაა სამაგიეროდ შეიარაღება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა,კავკასიაში და მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ბაზირებულია ტ 90-ები და ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენები. ნუ ვეცდებით საკუთარი თავის მოტყუებას რეალობა სულ სხვაა
  10. http://s006.radikal.ru/i213/1207/4a/dcb0e27b0c39.jpg E 220
  11. მე რასაც ვამბობ ეგ არავის დასაცავად არაა ნათქვამი.მე თუ ივანიშვილს ვუჭერ მხარს ეგ იმას არ ნიშნავს რო მე მას უნაკლოდ ვთვლი უბრალოდ უკეთესს ვერავის ვხედავ,ბევრი რამ მეც არ მომწონს მაგრამ ალტერნატივას ვერ ვხედავ,არ მინდა ისევ სააკაშვილი
  12. პუტინის რეიტინგი დაეცაო და სიხარულით მეცხრე ცაზე ვართ და ამ დროს ამერიკელები გვიმტკიცებენ სააკაშვილს მოსახლეობის 77% უჭერს მხარსო და ამაზე რეაქცია არ გვაქვს
  13. ყველგან იმაზე მიდის ლაპარაკი რო ბიძინა რუსეთის კაციაო და მოდით რა მაშინ ფაქტებით ვიმსჯელოთ.კაზრეთის ოქროს საბადო რუსებისაა,თელასი რუსებისაა,ყაზტრანსგაზი რუსულ გაზპრომს ეკუთვნის და კიდევ უამრავი სტრატეგიული ობიექტია რუსების ხელში და სააკაშვილი ვისი კაცი გამოდის აბა ერთი დაფიქრდით.არავის არ ეგონოს რო მიშას ნაკლები მილიარდები აქვს ვიდრე ივაიშვილის,პირიქით გაცილებით მეტი აქვს ალბათ ეგ იმდენი კომპანიის წილში ზის
  14. სტალინის წმინდანობაზე საუბარი სრული სისულელეა თუმცა რუსეთს იმდენი რამ გაუკეთა რო მაგათ მართლა უნდა უყვარდეთ ოღონდ ხატები უკვე მეტისმეტია
  15. ჩვენები ძაან სულელურად იქცევიან,ასეა თუ ისე მაინც სიფრთხილეა საჭირო და არ შეიძლება ამხელა იმპერიის მმართველი ასე ლანძღო,ერთხელაც იქნება დაგვცხებს და მერე ვერავინ ვეღარ გვიშველის
  16. მართალი ხარ,საზოგადოება რომ მიჩმორებული და მიშნირებულია მაგასაც ბიძინას დააბრალებენ ეხლა
  17. აბა რა გინდათ ვერ გავიგე პოლიტიკაში უცოდველი კრავი ვერ მოვა და მაგის იმედზე ნუ იქნებით,უნაკლო არავინაა ჯერ ერთი მთლად მის სურვილზე არ იქნებოდა დამოკიდებული და მაგას რომ თავი დავანებოთ კაცმა აღიარა თავისი დანაშაული ეგეც რაღაცას ნიშნავს
  18. ჯერ ერთი საინტერესოა სამების აშენებას საქვეყნო საქმედ რატომ არ მიიჩნე,შეიძლება არ გწამს შენ მაგრამ ეს ტაძარი ხო ხალხისთვის აშენდა? ნაციონალების დაფინანსებას რაც შეეხება მე დავაკვირდი და რაც ბიძინამ შეუწყვიტა ფულის გადარიცხვა სწორედ მას შემდეგ დაიწყო ფასებისა და გადასახადების კატასტროფული ზრდა ანუ მას შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი ვაფინანსებთ ჩვენდა უნებლიედ სააკაშვილსა და მის გუნდს და ამაზე პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება როცა ივანიშვილს კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებთ მიშას დაფინანსების გამო
  19. მიშას რომ აფინანსებდა ეგ ნამდვილად არაა სასიამოვნო,მაგრამ შეიარაღებული ძალების დაფინანსება და მრავალი კეთილი საქმე გაკეთებული ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ ნიშნავს?
  20. ბიძინას შეიძლება ბევრი მინუსი აქვს მაგრამ მარტო მინუსებს რომ ხედავთ რამხელა საქმეები აქვს ამ კაცს ქვეყნის წინაშე გაკეთებული მაგის დანახვა რატომ არ გინდათ?მიშას მხარდამჭერებს კი როგორც ჩანს დამოუკიდებლად აზროვნების უნარი საერთოდ არ გააჩნიათ,ეხლა გახდა მათთვის ბიძინა რუსეთის აგენტი და ქვეყნის დამაქცეველი არადა როცა აფინანსებდა მათ გიჟ ლიდერს მაშინ კაი კაცი იყო
  21. Ostap ეგ ცხოველები პარტიას აყალიბებენ და მაგაზე უარესი ცხოველები ქვეყანას მართავენ კიარადა ჭამენ
  22. Mercedes-Benz C180 http://s017.radikal.ru/i424/1112/58/6d3286b9a9f8.jpg http://s016.radikal.ru/i335/1112/f4/35402536cc64.jpg
  23. თქვენმა კაცმა რაც გვიქნა კარგად ვნახეთ, აწი საერთოდ აახვიეთ აქედანა აღარ გვჭირდება ამერიკა!
×
×
  • შექმენი...