ნერვებს ნუ მიშლი ქალაო, ნუ ამიტეხე ყვირილი, კაფიის გემოს ვერა გრძნობ, მიტომ გინდება ტირილი. შენ დამაცადე დიაცო, ლექსადა თუ არ გაკვნესო, ჯერ წამოგაგო დამაცა, შენსკენ გასროლილ ანკესსო. მაინც ჩემიხარა რაცა ხარ, თუნდ ხმალს უღერდე მოყვარეს, შენი კაფიის ფასი კი გადავუხადე მოლარეს. ახლა მიცქირე იკითხე, შენივე წონა დავწერო, ჩუპა ილია აკაკი მკაფველებიდან გავწერო