დღეს არასამთავროების შეხვედრაზე ვიყავი და ჩემი კითხვების დიდ ნაწილს გაეცა უკვე პასუხი მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც სასწრაფოდაა მისახედი პირველ რიგში, ტყეები არის სრულიად დაუცველი, არავითარი კონტროლი თუ ზედამხედველობა ჩემი ინფორმაციით 1 ოქტომბრიდან დღემდე მოჭრილია და დახერხილია 5000 კუბური მეტრი სამასალე მორი (ეს რაც ზუსტად ვიცი) ამიტომ აუცილებლად სასწრაფოდ ასამუშავებელია ყოფილი გდი-ის მსგავსი (დღეს ვნახე ახალი სახელით, გარემოზე ზედამხედველობის სამსახური) აპირებთ თუ არა ე.წ. მორების ფიშკების აღდგენას? (რაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გააუქმა პრემიერმინისტრმა) ჩემი როგორც მეწარმის (ლიცენზიატის) აზრით აუცილებლად აღსადგენია, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ფიშკების დანერგვით და ელექტრონული სახერხების შემოღების შემდეგ უკანონო ხე ტყის ჭრა მინიმუმამდე დავიდა ბოლო 23 წლის განმავლობაში და თითქმის ნულოვან ზღვარს მიუახლოვდა როგორ პოლიტიკას აირჩევთ ტყეების მიმართულებით? გააგრძელებთ ტყეებზე გრძელვადიანი ლიცენზიების გაყიდვას (რამაც აშკარად გაამართლა) თუ სხვა ფორმით იქნება? მინდა აქვე განვმარტო რომ გრძელვადიანი (5 წელი და მეტი) ლიცენზიები უფრო გამართლებულია ვიდრე მოკლე ვადიანი (1 წლიანები) ვინაიდან მეწარმე რომელსაც გრძელვადიან ლიცენზიაში ფული აქვს გადახდილი ეცდება არ დაარღვიოს კანონი, ვიდრე მცირე ლიცენზიატს რომელსაც დასაკარგი ნაკლები აქვს