
soxumski
პლანეტელი-
პოსტები
40 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი soxumski
-
კი ბატონო და არა მარტო. სვანები დაღესტნელებს ენათესავებიან, კახელები და უფრო თუშ-ხევსურები ვაინახებს, მეგრელები უფრო დიდი დოზით და ისევ სვანები აფხაზებს და აქედან გამომდინარე ჩერქეზებს და აბაზებს.. ენობრივი კავშირებიც არის და თარგამოსზე ლეგენდაც არც თუ ისე უსაფუძვლო შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ეს რუსეთს და მაშასადამე მაშინდელ მეცნიერებს აძლევდა ხელს. კავკასიური ერების ერთიან წარმოშობაზე ვინც კი იღებდა ხმას გიჟად ნათლავდნენ.. მარა ეს მართლა ვრცელი თემაა.
-
მართა არ გესმის საკითხი და გაგებაც არ გინდა სხვა რას და როგორ ფიქრობს, წაკითხვა ეტყობა გეზარება და ვიდეოკონფერენციას აქ ვერ ჩაგირთავ ს-კუპეში შევსკუპდეთ და ბაზარი არაა
-
გაუგია მართა, დამწერლობა სულ 14-ა მსოფლიოში ოღონდ არ გეწყინოს დედას გაფიცებ და ვერაფერსაც ვერ ხვდები. უნდობლობა გაქვს რაც არ გესმის კარგად, იმ საკითხის ენის აღიარება პარლამენტში არ ხდება და მეგრულიც და სვანურიც აღიარებულია ენებად ეე კაი რა
-
ამაში გეთანხმები და ომამდე ეგრეც იყო დაახლოებით - განმუხური მაგალითად, მარა ომის მერე დამფრთხალია დედას სიცოცხლე და რა ქნას? მეორეს მხრივ, იგივე განმუხურზე (არამარტო განმუხურზე) ოპოზიცია ყიჟინობდა შოუებს აწყობენ და რუსები ანგელოზები არიანო
-
მე მომხრე ვარ ერთხელ და სამუდამოდ წესრიგს უნდა მივეჩვიოთ ან უნდა მიგვაჩვიონ იმის მომხრეც ვარ დანაგვიანებაზე და უადგილო ალაგას გადასვლაზე ჯარიმები გაიზარდოს და დამჯარიმებლები რომ დაინტერესებული იყვნენ, ჯარიმიდან საკმაოდ დიდი პროცენტი ერგებოდეთ. განსაკუთრებით დანაგვიანებაზე. ახლა მასე მკვლელობაც შეიძლება დაგაბრალონ კანონზეა აქ საუბარი და არა აღსრულბაზე თვითმკვლელობა დანაშაულია საერთოდ და არაფერში გიშლით ღვედი არც ღვედის შეუკვრელობა ითვლება ძველბიჭობაში კაი ხანია
-
T_A_T მოუთმენლად ველი DonCaredo იმიტომ რომ: ეს ჩემი აზრია, კარგი თუ ცუდი, თუ თქვენი გაგაჩნიათ, ჩამოაყალიბეთ, ან დაასაბუთეთ ან რამე კიდო Gendolf მარტო ყური მოკარით თუ რამე რესურსი შეგიძლიათ მიმითითოთ? Babuagiorgi ენის განვითარება იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მე-3 ან თუნდაც მე19–ში საუკუნეში ქართული, რუსული, ფრანციცული, განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ზოგი განვითარდა ზოგი უკან წავიდა დღეს ქართული უკან მიდის ჩემი აზრით, იმიტომ რომ, თავისუფლად შეგვიძლია შემოვიღოთ სტადიონის მაგივრად სარბიელი, გაზეთის მაგივრად მაცნე, პოლიტიკა რაკი გვიყვარს პრეზიდენტის მაგივრად მეთაური, პარლამენტი – დარბაზი, პარლამენტარი – დარბაისელი აქ ახალი არაფერია, შეიძლება არ მოგეწონოთ, არ ვდაობ, პრინციპზეა საუბარი ანუ ენა როცა ფეხს ვეღარ უწყობს თანამედროვეობას, ღარიბდება და კვდება. თუ უწყობს და მშობლიურიდან იღებს ახალი ცნებების შესატყვისებს, ვითარდება lasha1997 ინგლისურს აძალებენ? ქართულს? თუ ასეა უნდა დააძალონ სამივე, კი ხვალ რო გითხრან რაღა საჭიროა ქართული, კმარა მხოლოდ ინგლისური – ინფორმაცია ყველაზე ხელმისწვდომია ამ ენაზე და ? ჩემთვის აქ მშობლიურ ენაზეა საუბარი, თქვენთვისაც, ვერ ხვდებით ჯერ თორე, ასე რომ „ღადავი“ უადგილოა ჩემი აზრით Marta1
-
ვფიქრობ საზოგადოების გარკვეულ ფენაში, რომელიც რეალურად არ იცნობს სიტუაციას სამეგრელოში და სვანეთში, ამ თემისადმი არსებობს და წლების თუ არა საუკუნეების განმავლობაში, არსებობდა გარკვეული ფარული შიშნარევი დამოკიდებულება – თითქოს ამ რეგიონებში არსებობს სეპარატისტული მუხტები და ამ მუხტების გაღვივება და გარე ძალების მიერ გამოყენება შესაძლებელია. ეს რომ ასე არ არის, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ სუსურუკუმ და მისმა სამართალმემკვიდრემაც, ბევრი მცდელობისდა მიუხედავად, აფხაზეთისგან განსხვავებით მანდ ნოყიერი ნიადაგი ვერ ნახეს. თუ კარგად დავაკვირდებით, მცდელობასაც დავინახავთ, ამ თემებით აპელირებასაც ცდილობდნენ ხშირად აშკარად, მუქარებიც ყოფილა, არსებობს დაწერილი თუ დაუწერელი დოქტრინები, ისედაც, რუსეთს თავისი პოლიტიკის ამომავალი პრინციპებიდან გამომდინარე, ასეთი რამ ხელს აძლევდა ყოველთვის და ამფერი რაცხების დიდოსტატებიც ყავს, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო. თავად ეს შიშებიც ზუსტად ამ მცდელობების გამოძახილი მგონია. ზუსტად ამ შიშებით გამოწვეული მგონია რომ ბედის ანაბარად გვაქვს მიგდებული ორი უძველესი ქართული ენა რომლებიც სახელდობრ ქართულთან ერთად ავსებენ და ამდიდრებენ ერთმანეთს, ასახავენ ქართულის განვითარების და სახეცვლილების სხვადასხვა ეტაპებს, შესაძლოა ასახავენ ასევე ჩვენს მონათესავეობას სხვა კავკასიურ ერებთან, ძირძველი და დღეს უკვე სადავოდ ქცეული ქართული ტერიტორიების ტოპონიმიკა ამ ენებთან არის კავშირში და შეიცავენ უმდიდრეს შესასწავლ მასალას, ლაზები საუბრობენ მეგრელებისთვის გასაგებ ლაზურ ენაზე, რაც მათთან კავშირების დამყარება–გამყარებას გაგვიადვილებს და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ. ასევე, მაგალითად, სვანურში ან მეგრულში შესაძლოა შენარჩუნდა ის წმინდა ქართული სიტყვები, რომლებიც ქართულში სპარსულმა, არაბულმა ან თურქულმა ჩაანაცვლა საუკუნეების განმავლობაში. არსებობს ისეთი სიტყვები მეგრულში, რომელიც ქართულად არ ითარგმნება (პირიქითაც რა თქმა უნდა)– ეს უკვე ცნებაა და ცნება კი ამდიდრებს და ავსებს ადამიანს და ერსაც, ისევე როგორც ახალი ფერი პალიტრას. ასევე, არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც თუმცა ითარგმნება, მაინც ცოტა განსხვავებული, დამატებითი შინაარსის მატარებელია. თუმცა, საზოგადოების დამოკიდებულება ისეთია, თითქოს გვაწყობს ამ ენების გადაგვარება, შესამჩნევია ფარული გაღიზიანება როცა მეგრელი ან სვანი საუბრობენ ამ ენებზე ან გამოთქვამენ მათი დაცვის და შენარჩუნების ღონისძიებებზე – ეს ერევა ზოგიერთს სეპარატისტულ განწყობაში. ლილეო რა, ნაკლებად ქართული სიმღერაა რაკი სვანური სიტყვებით სრულდება ან ოდოია? ხომ ავსებენ და ამდიდრებენ ისინი ქართულ ფოლკლორს? ახლა წარმოიდგინეთ ხომ უპატიებელი გულგრილობა იქნებოდა ეს სიმღერები რომ დაგვეკარგა თავის დროზე? ასევეა ენაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც ჩემი აზრით. დამარხული არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა და ენა მამული და სარწმუნოება – ბევრს გვიყვარს ამ სიტყვების გამეორება თუმცა ფაქტია რომ ორ უმდიდრეს ქართულ ენას ჩვენი ბედოვლათობის გამო გადაგვარება ემუქრება – დღეს სამეგრელოში ერთეულებია მხოლოდ ვისაც ვიწროსაყოფაცხოვრებო სიტყვების კრებულის გარდა შეუძლია ამა თუ იმ სიტყვის მეგრულად სწორად თარგმნა. მათაც უკვე იმის მეათედი არ იციან რაც იცოდნენ ძველი თაობის ხალხმა 10–20 წლის წინ, დარწმუნებული ვარ იგივე ხდება სვანეთშიც. სამეგრელოში ავტონომიაზე რომ დაიწყოთ საუბარი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცივად მიიღებენ და შეუარცყოფილად იგრძნობენ თავს და ამას გაგრძნობინმებენ, მაგრამ რაც შეეხება მეგრული ენის შესწავლას და სკოლებში სწავლებასაც – ეს ყველასი სურვილია და ბუნებრივიცაა – მშობლიურ ენაზეა აქ საუბარი და ნებისმიერი მეგრელისთვის ქართული და მეგრული ორივე მშობლიურია. სვანეთში სიტუაციას ნაკლებად ვიცნობ მაგრამ ვფიქრობ დაახლოებით იგივეა და ამ თემების იგნორირება და გვერდის ავლა შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემების მომტანი გახდეს მომავალში მოკლედ ჩემი აზრით: ერთი რომ უნდა დაიწყოს ამ ენების სერიოზულად მეცნიერულ დონეზე შესწავლა, მათ შორის კონსერვაცია და უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი კათედრები, ასევე, შეიქმნას სახელმძღვანელოები – ამისთვის გამოყენებულ იქნას ქართული ანბანი, უკმარი ბგერებისთვის ასოების ძველქართულიდან დამატებით და მეორე, არავითარი ავტონომიურობა არ სჭირდება იმას, რომ ნებისმიერი სკოლის თვითმმართველობას შეეძლოს როგორც ერთი ასევე მეორე ენის საგნად შემოტანა მშობლების უმრავლესობის სურვილისდა მიხედვით, ბუნებრივია სამეგრელოში იქნება მეტი სკოლა რომლებშიც დაიწყებენ მეგრული სწავლებას და ასევე შესაბამისად სვანეთში სვანურის. თუმცა თბილისშიც ან ნებისმიერ სხვა ქალაქშიც იქნებიან ამის მოსურნეები და ეს ჩვენ კარგის მეტი არაფერს მოგვიტანს ჩემი აზრით. დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი სვანურს – ჩემთვის ისიც მშობლიური ქართულია. მთავარი კი აქ ის არის რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს ეს ენები ქართულ ენებად და დაიწყოს მათზე ზრუნვა და ამავდროულად საზოგადოებამ კარგად და სწორად გააცნობიეროს ამის საჭიროება. თქვენი აზრი
-
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
soxumski replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიახ თუმცა ვინაიდან მაშინ (8 წლის წინ) ქართულ საზოგადოებაში ტერმინი კონფედერაცია მტკივნეულად აღიქმებოდა, აქაური წარდგენებისთვის ხმარობდნენ გაფართოებულ ფედერაციას თუ რაღაც მაგვარს, ახლა არ მახსოვს ზუსტად ტერმინი, და აფხაზებთან შეხვედრებზე - კონფედერაციას თუმცა არსით ორივე პროექტი ერთი იყო და ეხებოდა კონფედერაციულ ურთიერთობას - ორი სუვერენული სუბიექტის მიერ დამფუძნებელი აქტის ხელმოწერითურთ თუ გნებავთ და გაინტერესებთ მოგიძებნით -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
soxumski replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მსგავსი რამ რომ წამოგცდეთ სადმე სამეგრელოში, დავუშვათ სუფრასთან, შეიძლება მთელმა ვერ გამოასწროთ, უკაცრავად და კუდით ქვას გასროლინებენ. მთლად დარწმუნებული არ ვარ, მარა მგონი სვანეთშიც. + დამატებით იმ მიზეზით, რომ სვანურს მეგრულზე ნაკლებად აფასებთ ხედვა არა ის წმინდა წყლის ბჟუტურია ეგ კუბლაშვილი-ზაქარეიშვილის პროექტის უნიჭო ინტერპრეტაცია არ გეწყინოთ და ასეა ეს -
lasha1997 გაგიმარჯოს
-
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
soxumski replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რომელი რუსეთი? რუსეთი როგორც ცნობილია ორია ხუმრობის გარეშე კი რუსეთმა უკვე გადაიფიქრა ერთხელ საქართველოს აღიარებული საზღვრები სუვერენულ სუბიქტს აქვს ხელშეკრულებიდან გამოსვლის უფლება და საბაბისთვის არც ახალი პროვოკაციის მოწყობა დაეზარება ვინმეს სურვილი თქვი თორემ და კიდევ.. მე 50 000 ევროს რომ მაძლევთ არ მეკითხებით მინდა თუ არა? ახლაც მთავაზობენ მამისეულ სახლში მაგდენს, შემომითვალეს გაგვიფორმეო მაგრამ მიუხედავად იმისა რომ უბინაოდ ვარ და 50 ათასი ევრო ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა არ ვთანხმდები ბაბუაჩემმა დაიწყო მაგის შენება და მამაჩემმა დაამთავრა მაგათი ჯაფა და ოფლია ყოველ აგურში დაგენაცვლე და ვინ გეკითხებათ თქვენ ჩემს მაგივრად მაგის დათმობას სახელმწიფო გარანტია ჩემი უფლებების, მათ შორის ქონებრივის და შეიძლება სახელმწიფოს არ ძალუძს მისი დაცვა თუმცა ვალდებულია მაგრამ მისი დათმობა უკვე კონსტიტუციის დარღვევაა ასეა ეს პ.ს. უკაცრავად, შეიძლება არასწორად გავიგე. სახლში მაბრუნებთ და "სვერხუ" მაძლევთ 50 000-ს? ოოო კაია მარა ინტერესთა კონფლიქტი არ დაგავიწყდეთ -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
soxumski replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
soxumski replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გეთანხმები დამოუკიდებლობის აღიარება წინ უსწრებს კონფედერაციულ შეთანხმებას სხვანაირად შეუძლებელია - კონფედერაციის სუბიექტი სუვერენული სახელმწიფოა აი სუვერენულმა სახელმწიფომ კი შეიძლება გადაიფიქროს ვთქვათ რაიმე ახალი პროვოკაციის მიზეზით და კარგად მეყოლე -
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება
soxumski replied to asds's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეგ განიხილებოდა უკვე წლების წინ, არახალია და 1. აფხაზები და ოსები ამაზე არ მოდიან თეორიულადაც 2. დღევანდელი და აგვისტოს ომამდელიც სტატუსკვოდან გამომდინარე შეუსრულებადია - ერთადერთი რისი გამოწვევაც შეიძლება ამ თემის აპელირებით - აფხაზეთის და ოსეთის საერთაშორისო აღიარების დაჩქარების -
გნებდებით ბატონო, რასაკვირველია ტყვეები თუ აგყავთ ფისო მაინც რის საღქმელად ღირს აქ დარეგისტრირება მაჩვენეთ თუ შეიძლება და იქნებ მოგბაძოთ
-
კაი რა არ ვარ მე მიხაკისტი მარა ერთი რომ საათიანი გამორთვა ამხელა აჟიოტაჟს იწვევს უკვე.. ფაქტი სახეზეა და მეორე და მთავარი სახეზე გატყობთ კმაყოფილებას და ეს არ მომწონს. ღრმად