მე მიმაჩნია რომ ეს ყოველივე უაზრობაა ვგულისხმობ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ადამიანმა თავისი ცხოვრება განვითარების ეტაპზე არასწორი მიმართულებით წარმართა ადამიანისთვის ის გახდა მთავარი რასაც ხედავდა და რასაც ეხებოდა დაავიწყდა მთავარი სიკვდილი მიმაჩნია რომ ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სწორედ ამისთვის უნდა ემზადებოდეს (მარადიულობისთვის) რადგან მოკვდება და მიხვდება რომ ყოველივე ის რასაც ის "სიცოცხლის" დროს აკეთებდა ზედმეტი და გამოუსადეგარი იყო მას არც ის ნაყიდი ავეჯი გამოადგება არც ის ჩადენილი სიკეთე თუ ბოროტება და საერთოდ არაფერი რასაც ისე აკეთებდა როგორც უბრალო ადამიანი ადამიანს თავისი ცხოვრება სულის საიდუმლოს ამოხსნაში უნდა გაეტარებინა. მას ცხოვრების მიმართულება სულისკენ უნდა მიემართა და არა ხორცისკენ მაგრამ უკვე გვიანია ძალიან გვიანი და ამიტომაც არასოდეს იქნება მშვიდობა დედამიწაზე, რადგან ადამიანის აზროვნების შეცვლა ძალიან გვიანია ის უკვე "ხორცისმორჩილი" არსებაა, არსება რომლისთვისაც მთავარი ამქვეყნიური ცხოვრებაა, არსება რომელსაც გააჩნია ისეთი გრძნობები როგორიცაა: თვალთმაქცობა, ცინიზმი, შური, სიძულვილი, ბოღმა და ა.შ ამიტომაც დარწმუნებული ვარ იმაში რომ უმალვ მთელი დედამიწა განადგურდება ვიდრე ოდესმე მშვიდობა დაისადგურებს მთელს მსოფლიოში.