-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
“რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა... მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში ჩემი წვლილი შევიტანე“ - ირაკლი კობახიძე წელს აჯამებს “გუშინ, 16 იანვარს, ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დავიკავე. ერთი წლის თავზე გვაქვს შემდეგი შედეგები: დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია; ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს; რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს; მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე.“ - წერს ირაკლი კობახიძე. AMBEBI.GE
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილების გააუქმების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად […] Source View the full article
-
“უნდა გვესმოდეს,რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა და 1/12 ხარჯვითი რეჟიმი არის მუშაობის საგანგებო მდგომარეობა და წარმოადგენს ბევრი მიმართულებით საქმის შემაფერხებელ გარემოებას. 1.დღეს დაიწყო სასწავლო პროცესი და მოსწავლეებს მოემსახურა სასკოლო ტრანსპორტი.კარგი პროგრამაა,მაგრამ ამ პერიოდში მისი განხორციელება,მერიის მიერ(!),გახდა შეუძლებელი,რადგან იანვრის ხარჯს დაემატება წინა წლის დეკემბრის, ამ წელს გადმოსული,გასასტუმრებელი ვალდებულება და ეს ჯამი,ბუნებრივია,ბევრად მეტია(თითქმის ორმაგია) იმ აღნიშნულ 1/12 ზე.აი,ჯამში 1/12 […] Source View the full article
-
სემეკთან, სადაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, აქციას მართავს, ორი პირი დააკავეს. ახალგაზრდული ფრთის წევრებს დავით ნარმანიასთან შეხვედრა სურდათ, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური მოჰყვა. პოლიციამ გიორგი წულაია და დიმა ბიძინაშვილი დააკავა. Source View the full article
-
გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 3 ახალი აპარტ ოტელი – Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. ახალი აპარტ ოტელები პროექტის – „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროქეტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა […] Source View the full article
-
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის სარჩელი და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაკისრებული სანქცია გააუქმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორმა პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება კი, პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში გაასაჩივრა. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაუქმებულია. „სასამართლომ დაადგინა, რომ გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იმ […] Source View the full article
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია. შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული […] Source View the full article
-
ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს. მესამე პრეზიდენტის მიმართვა სოციალურ ქსელში, მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება: “ჩემი სრული სოლიდარობა ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან დათხოვნილ გამოცდილ, პატიოსან, პატრიოტ და ძალიან კომპეტენტურ თანამშრომლებს. ჯერ სახელმწიფო აპარატიდან გააძევეს კომპეტენტური და წესიერი თანამშრომლები და ახლა გადავიდნენ სხვა, არა უშუალოდ მმართველობითი ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოებზე. იკარგება ათწლეულობით გამომუშავებული […] Source View the full article
-
სანატორიუმ “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. განცხადება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილი წერს: გუშინ შემძრა დევნილის, ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მთელი ღამე ვერ დავიძინე და ტელევიზორი სამთავრობო არხებზე გადამერთო. კინაღამ გული ამერია. ისინი ერთხმად იყვნენ დაკავებული გარდაცვლილის დისკრედიტაციით – მას ალკოჰოლიკად და ფსიქოპატად, დანარჩენ დევნილებს კი აფერისტებად აცხადებდნენ. […] Source View the full article
-
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მან ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა გასულ წლებში შეისწავლა და დაადგინა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე – შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ლომჯარიას განცხადებითვე, მან 2020 […] Source View the full article
-
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დრომდე არ ჰყავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები. როგორც „თაიმერისთვის ” ცნობილი გახდა, „ქართულ ოცნებას” ფრიდონ ინჯიას პარტია „ევროპელი სოციალისტები” მხარს აღარ უჭერს. რის გამოც „ქართული ოცნება” დამოუკიდებლად ვერ ახერხებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევას. ბოლო სხდომა 11 იანვარს იყო, რომელიც ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა Source View the full article
-
“თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს და მკურნალობას რეზიდენციაში გადიის. როგორც წყარო “თაიმერს” უყვება, ონკოლოგებმა მეუფეს კისრის არეში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს. ამ დროისათვის სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. Source View the full article
-
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქციაზე, გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა, პროტესტის ნიშნად, თავი მოიკლა, თუმცა როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მამაკაცი ამ აქციამდეც გაღიზიანებული იყო და ყველას ეჩხუბებოდა. „არ ვიცი, რის გამო, მაგრამ ბოლო დროს გაღიზიანებული იყო და ყველას გვეჩხუბებოდა,“ – უყვება „თაიმერს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. ამასთან, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თვითმკვლელობამდე მამაკაცს, რომელიც ჯანდაცვის სამინსტროსთან ალტერნატიული საცხოვრებელი […] Source View the full article
-
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს […] Source View the full article
-
ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია […] Source View the full article
-
მუნიციპალიტეტში არსებული მწირი ტექნიკის მიუხედავად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის განკარგულებაში ერთი გრეიდერი და ორი ტრაქტორია. დილიდან დაიწყო გზის გაწმენდის სამუშაოები იქ სადაც გუშინ ვერ მოხერხდა სპეციალური ტექნიკის შეყვანა. ფახულანის თემი(ქალაღალი,ჭველეში) ლია(პალური) მუჟავა,ჩქვალერი,ობუჯი,ჭალე,საჩინი(ნოჟალა) გრეიდერმა გზები გაწმინდა ქალაქ წალენჯიხაში შემდეგ ქუჩებზე: გაგარინის,ვ.შანავას,სოსელიას,ზედა სასარიოს უბანში,სააბულაძოს უბანში,მშვიდობის ქუჩაზე,,ქუჩულორიას ქუჩაზე,წმ.ნინის შესახვევზე,ბ.შანავას ქუჩაზე,მეუნარგიას ქუჩაზე. სამუშაოები გრძელდება ელექტროენერგიის […] Source View the full article
-
პოლიციამ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე […] Source View the full article