Jump to content
Planeta.Ge

bebo

პლანეტელი
  • პოსტები

    106
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bebo

  1. ასე ყველა იტყვის "იგი გახლავთ გერმანული, ჰოლანდიური, შვეიცარიული სადაზღვევო სქემაზე დაფუძნებული". პროგრამის რეალობაში რომ დარწმუნდეს ადამიანი უნდა ნახოს ამ პროგრამის გაფართოვებული ვერსია, რომელიც თქვენ არ გაქვთ. არ გაქვთ იმის გამო რომ ეს პროგრამა არ არსებობს. გაქვთ მხოლოდ თეზისები. ის რომ თქვენ ჯანდაცვაზე რაღაც წარმოდგენა გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს "პროგრამა" იმუშავებს. დაგვიწერეთ რომელ უცხოელ ექსპერტებთან ერთად მუშაობდით ამ ე.წ. პროგრამაზე. ამის გადამოწმება არ იქნება ძნელი. დავიჯერო ინფორმაციამაც ვერ გაჟონა პრესაში ალაინს ექსპერტები ჰაყვს ჩამოყვანილიო? იქეთ გადაუგზავნეთ მონაცემები? მოკლედ ჩამოწერეთ. ძალიან საინტერესო იქნება ამ ექსპერტებთან გასაუბრება. პირველ რიგში უნდა გესმოდეთ რა არის პარტიის საარჩევნო პროგრამა. 1. მოკლე თეზისები. 2 შემოკლებული ვერსია 3. ფართო ვერსია პარტიას რომელსაც საარჩევნო პროგრამა აქვს, აქვს ეს სამივე ვერსია. რაც თქვენ ვებ-გვერდებზე დევს ეს არის პარტიის პროგრამი სამი მიმართულება. შეუძლებელია ცალკე რომელიმე მიმართულების განხორციელება, როდესაც არ არსებობს პარტიის მთლიანი პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თბილისის ბიუჯეტს და იქედან გამომდინარე ყველა მიმართულების დაფინანსების წყაროს. როგორ შეიძლება რომელიმე პარტიამ ამტკიცოს ის, რომ აქვს პროგრამა როდსაც ვებ-გვერდზე უდევს მხოლოდ სამი მიმართულების თეზისები. ასე მახსოვს კონსერვატორებს ჰქონდათ "მეღვინეობის განვითარების პროგრამა". როგროც თქვენ არ გესმით ისე მაგათ არ ესმოდათ ის, რომ პროგამა შეიცავს ყველა მიმართულებას. მოკლედ დილეტანტები ხართ. ფორუმის ადმინისტრრაციამ საშუალება მოგცათა იმით რომ ბაბუ დაბლოკეს, ხო და მიდით მიაწექით. სახვათაშორის წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ფორუმ ჯეზე დაბლოკეს ეს ბაბუ ასე. პ.ს. ისე თქვენს ადგილზე ოდნავ შერცხვებოდა კაცს. ამ თემაში თქვენ და თქვენი კოლეგა ამტკიცებდით პროგრამის გაფართოებული ვერსიის არსებობას, რომელიც შემდგომ ურყვეთ. რამდენად ვიცი ტყული არა შეშვენის ადამიანს და თუ ამ ტყუილში ვინმე გამოგიჭერს, ბოდიში მაიც უნდა მოიხადოს. რას უნდა ელოდოს ადამიანი იმათგან ვინც დასაწყისშივე იტყუბა?
×
×
  • შექმენი...