Jump to content
Planeta.Ge

healthcare

პლანეტელი
  • პოსტები

    146
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი healthcare -ს მიერ

  1. თორთლაძისნაირ სატელიტურ პარტიებს მხარს არ დავუჭერ, რომლებიც არაფერს შეცვლიან. არც პროგრამა აქვთ, მხოლოდ ლოზუნგები
  2. ძალიან კარგი, ამერიკული მეც არ მომწონს, ძალიან კომერციალიზებული,ძვირი და არაეფექტურია, თუმცა ტექნოლოგიურად ყველაზე წინ არიან.

    მარტო "და ვინჩი" რად ღირს.

     

    მაგრამ საქართველომ ძლივს მოახერხა,საწოლების შეზღუდვა, გადახედეთ, პროცენტულად ყოველ 100 000 მოსახლეზე ისევ მეტია ვიდრე მთელს ევროპაში, თქვენ კიდევ გაზრდას ფიქრობთ??

     

    აი ეს ნახეთ: http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0011/108848/E85032.pdf

     

    გეთანხმებით რომ პროცენტულად გაცილებით მეტია. აქცენტი გამახვილებული იქნება არსებული (საჭირო)პერსონალის გადამზადებაზე იმ სპეციალობებზე რომლებიც დეფიციტურია. რაიონული გადაუდებელი დახმარების ცენტრები იქნება ეს თუ სოფლად ზოგადი პრაქტიკის ექიმები. ინფრასტრუქტურა განისაზღვრება მკაცრად საჭიროების მიხედვით...

  3. აი ნახეთ, რა ხდება მდიდარ ამერიკაში

     

    lmost one in three adults living in rural America is in poor to fair health. Nearly half have at least one major chronic illness. Yet, rural residents average fewer physician contacts per year than those in urban communities.

    Traumatic injuries are more common in rural areas, and residents face worse outcomes and higher risks of death than urban patients, partly because of transportation problems and lack of advanced life support training for emergency medical personnel. Identifying these factors may help shape solutions.

    Rural hospitals show a greater shift toward outpatient services, and greater declines in admissions and lengths of stay than urban hospitals. Economic pressures have driven rural hospitals to shift rapidly to outpatient care.

    Alcoholism and drug abuse are growing problems in rural areas. With a scarcity of mental health professionals in rural areas, fewer than one in five rural hospitals has treatment services for these conditions.

    Rural and urban residents are equally likely to lack health insurance. Underinsurance is as much of a problem for rural residents as being uninsured.

    Analytic geographic mapping techniques are valuable for rural health policy and health services research. A guide to using these decisionmaking tools now is available as an innovative resource in examining rural health care delivery.

    Different solutions are required to keep primary care providers in rural areas than are needed to attract them there initially.

     

     

    დედა არ ყავს ჯანდაცვას ამერიკულ პროვინციაში და საქრთველოს პროვინციაში დალაგდება??

     

    ერთადერთ ხსნას ტელემედიცინაში და პაციენტის დროულად ტრანსპორტირებაში ეძებენ, არ მიდის კარგი ექიმი რაიონში,სოფელში და რა ვუყოთ მივუსაჯოთ?

     

    თავიდანვე მოგახსენეთ რომ ჩვენი პროგრამა არ არის აქცენტირებული ამერიკულ ჯანდაცვაზე.

    გადაუდებელი სტაციონარული დახმარება გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ტელემედიცინა სწორედ კავშირს გულისხმობს ცენტრსა და პერიფერიას შორის. პერსონალის დეფიციტი რაოდენობაში არაა და ეს თავადაც ახსენეთ. დეფიციტი მათ უწყვეტ განათლებაშია. პერიფერიაზე არიან საკმაო პერსონალი. განათლების დონეა დაბალი. არ ხდება მათი გადამზადება იმ სპეციალობებზე რომელიც დეფიციტურია. აქ კი სახელმწიფო მხარდაჭერაა საჭირო. მხოლოდ ბაზარი ამ პრობლემას ვერ გამოასწორებს.

  4. ეგ უკვე მითხარით, :banti:

    კოპეტენტურ პირს ვკითხავო და ამ თემის გადაკითხვა ვეღარ მოვასწარი

     

    ელექტრონულად გადავეცი თქვენი კითხვა. პასუხი არ მომსვლია ჯერ

  5. babuagiorgi

     

    კარგი რა ბაბუ, აბონ ციციაშვილი რო რეიგანს ერჩოდა ისე ერჩი ალასანიას. კვანტურ ფიზიკაზე რომ გახნან თემა იქაც ალასანიას გალანძღავ ალბათ :)

     

    ეს კარგი იყო

     

    ამ სიცილაკებს ვერ ვდებ. მირჩიეთ რამე თორე ნამეტანი ბლედნი გამოდის ეს ჩემი პოსტები

  6. healthcare

     

    უპასუხებთ... ყველას უპასუხებთ.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

     

    ღმერთო ჩემო როგორ არ მინდა ეს ყველაფერი მანდამდე მივიდეს, მაგრამ თუ მივიდა და უპასუხებთ კი არა და ცოცხლად შევჭამთ ყველას და ყველაფერს რაც წინ დაგვიდგება.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

     

    მაინც ჩავები ამ პოლიტიკურ დისკურსში..

    და ვერ ხედავ რომ მანდამდე მისული კი არა შიგაა უკვე ღრმად გასული. გადახედე რუკას... სოლივით როა შემოჭრილი მტერი...

  7. healthcare

     

    მაშინ თუ რამე ქმედითი არ შეიცვალა, ყოველგვარი წინსვლა უნდა დავივიწყოთ!

     

    ქმედითი შეცვლაა გააზრებული პროგრამების წარდგენა. ყველაზე მთავარი აქ არის ის რომ ნაცების სატელიტი პარტიები ნაკლებად მოხვდნენ საკრებულოში. სატელიტებს ვისაც ვგულისხმობ მგონი ყველას კარგად ესმის და ხედავს. მაშინაა ცუდი. ამიტომაც ყველანი უნდა გავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა იმას ვინც არაა სატელიტი. ნოღაიდელს და ძმათ მათთა აქ არაფრად მივიჩნევ ცხადია...

     

    არჩევნების შემდეგ არეულობასაც არ ველი მართალი გითხრა. თუ იქნება, არეულობის ცენტრი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ თავად რუსებს არ აწყობთ ამ ხელისუფლების შეცვლა...

  8. healthcare

     

    თუ თბილისის მერის არჩევნები გაყალბდა ან ოპომ არ გაიმარჯვა...ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება არჩევნებით ნაცების ხელში არასდროს შეიცვლება!

     

    არჩევნები ცხადია გაყალბდება. ყველა ჭკუათმყოფელი ამაში დამერწმუნება.

    ცვლილებების კი მჯერა. რაც უფრო მეტი გამოვა პროგრამით, დამუშავებული, გაანგარიშებული და ა.შ. (ისიცცხადია არცერთი პროგრამა არაა უნაკლო), მაგრამ უნდა გქონდეს რომ რამე დაუმტკიცო ან გაანალიზო შენი პროგრამით, ან ხალხს აჩვენო, რომ მე ასე ვხედავ.

    და არა ლოზუნგების.

    მხოლოდ და მხოლოდ ასე კუს ნაბიჯებით და განვითარებით, განათლებით...

  9. ალიანსი და სხვა არ არის დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილებეის მიმღები. ვისი მეთაურობითაც დაკარგა და კარგავს ტერიტორიებს იმას უნდა უპასუხო როცა შემთხვევით გზაში შეგეფეთება (როგორც შენ ამბობ)
  10. სისტემის დემონტაჟი რევოლუციით შესაძლებელია, მაგრამ არა ყველა გარემოში, მითუმეტეს ჩვენთან. მოხდა დემონტაჟი 2003-ში მაგრამ რა მივიღეთ? ფრანგების რევოლუციაც საშინელი ტერორით დასრულდა და მერე მთელი საუკუნე დასჭირდა საფრანგეთს, რომ აქედან ამოსულიყო. თუმცა თავისუფლების, ტანასწორობის იდეა თავისთავად პროგრესული იყო მაშინდელ მსოფლიოში.

    ზოგან ამართლებს რევოლუცია - ჰაველის ჩეხეთი, მაგრამ მაინც პიროვნებამ გადაარჩინა ეს ხავერდოვანი რევოლუცია.

     

    ჩვენთან ყოველგვარი ასეთი დემონტაჟის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჰაველი არ გვყავს და არც გვეყოლება. განვითარების და მხოლოდ განვითარების, თუნდაც 50 წელი დასჭირდეს...

  11. კვდება ეს მდელო და ეს ქარია

    და საქართველო ეხლა მკვდარია

     

    მას ვამბობ როგორც ვამბობდი, კმარა!

    მზეო ამოდი ამოდი ჩქარა

     

    გრანელი, 1921

  12. გარეშე ძალებს უფრო მიშა აწყობთ დღეს ხელისუფლებაში, ყველაფერი მიიღეს რაც უნდოდათ, თანაც სასაცილოდ ნაკლებ ფასად.

    ერთი მოგონება გამახსენდა. ბერიას უთქვამს სტალინთან. შემიძლია ჰიტლერის განადგურებაო. რაზეც სტალინს უპასუხნია - ჩვენთვის უმჯობესია ეგ შეურაცხადი იყოს გერმანიის მთავრობაში, კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებსო. ვიდრე ვინმე ჭკვიანი, რომელიც ასე უხვად ყავსო გერმანიის ნაციას.

     

    ამიტომ სულ სიაფანტია ნოღაიდელი და მათი ამბები. დაფიქრდით უბრალო ლოგიკით - რაში აწყობს რუსეთს ვინმე ჭკვიანი მეთაური ახლა საქართველოში. არც არაფერში. და დარწმუნებული ვარ არც ჩაერევა ამ ამბებში

  13. ბოლო 20 წელია ჩვენ ვერ ჩავაბარეთ დროის გამოცდა. მწარეა ეს სიტყვა, მაგრამ დავმარცხდით, დაგვიპყრეს და დაგვანაწევრეს უკვე. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით და ეს უცოდინარობა გამოიყენეს მტრებმა, თანაც ცინიკურად, პატარა ბავშვს ყურებს რომ აახევენ ისე. ყველამ გამოგვიყენა თავისთვის სავაჭროდ. მუხრანის ლექსი მახსენდება - ობოლი საქართველო, მაგრამ ეს უკვე სენტიმენტია უკვე მომხდარზე...
  14. ასეთი პოლიტიკა თუ არ ვცდები აქვს ისრაელს... მაგრამ მათ ჩვენგან განსხვავებით სხვა რაღაცაც აქვთ, რაც ჩვენ კაი ხანი არ გვექნება..
  15. healthcare

     

    კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა დზმაო. მე ასდს ვარ. თუ რამე და ვინმეს დედის დღვნა დაგჭირდეს ყველგან მივწვდებით : )))) მთავარია თქვენის მხრიდან ქვეყნის და ხალხის სიყვარული დავინახო ხოდა კიდევ ერთი რამეა რომა ძალიან ასე ვთქვათ და ზე კორექტულადაც ნუ წარმოადგენ თავს თორემა ლამის კი არა და ვიფიქრე გოგოა თქვა აი ჰელფქეა იუზერი : )))

     

    მეტი ენერგია და სიცოცხლე ტო და პოლიტიკის გურუები არც ჩვენ ვართ აქ, რასაც ფიქრობ ის თქვი.. ჩვენ ვერ გვხედავ ერთმანეთს რომ ვჭამთ?

     

    სხვა თემებშიც იაქტიურე მოკლედ.. შენი პასუხებიდან გამომდინარე იავნად იცი და გიფიქრია რაზეც ლაპარაკობ და საერთოდ აზროვნებ ხოდა ამიტომ დაველოდები სხვა თემებში აქტიურობას და პირველ შეკურთხებას :) :))

     

    სულ ტქვენობითაც ჩემმა მტერმა ილაპარაკოს.. ნიკი შეიცვალე თქვა მაგიტომ გითხარი.. ეს ნიკი ალიანსის საპიაროდ დაიტვე სხვა ნიკით კიდო ჯიგრულად შეუბერე ..

     

    ეგ არის რა გორის ციხე .. აბა ჰე და აბა შენ იცი ..

     

    კაი შევუბერამ...

     

    ნიკი რომ შევიცვალო ახალი რეგისტრაცია და რაღაც...

    ამ ნიკით შევუბერამ

  16. ხშირად მიყვარს ასეთი შედარება - საზოგადოება ისევე გადის ასაკობრივ განვითარებას როგორც ადამიანი, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავცდით ძუძუმწოვრობის პერიოდს, სკოლამდელ ასაკამდე ჯერ კიდევ შორსაა. და ეს პერიოდები უნდა გაიარო. უნდა იარო მხოლოდ და არ უნდა შეჩერდე... (ჩემი ჩათვლითაც ვიგულისხმე)
  17. იმ დრომდე, სანამ ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული პირობებით არ იქნებიან დაცულნი, მანამ ასეთ მეგაპროექტებზე სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტს არ დავეთანხმები, ამიტომაც უარი ჩემგან ასეთ პროექტებს
  18. healthcare

     

    თუ დავალებული არ ხარ მხოლოდ ალასანიას ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრო სხვა თემების განხილვაშიც მიიღე მონაწილეობა ..

     

    და ნიკი გამოიცვალე თუ არ დაგეზაროს :*

     

    მედ დას შთაბეჭდილებას ტოვებ : )))))

     

    მგონი გოგო უნდა იყო არა? იტოგში როგორც არის... სხვა თემებშიც შემოდი..

     

    პოლიტიკურ თემებზე გავურბივარ დისკურსებს, რადგან მიმაჩნია რომ არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს პოლიტიკური განათლება, რომელიც საკმაოდ რთულია. ეს არ ნიშნავს იმას რომ რაც ხდება ქვეყანაში იმაზე შენი აზრი არ გაგაჩნდეს. ამხელა ფორუმის წინაშე უბრალოდ ვერიდები რამე არაკომპეტენტური არ გამოვხატო.

    ნიკს სამწუხაროდ ვერ შევიცვლი. ჩემი სახელია ნიკა : ).

     

    healthcare

    განახლებად ენერგიაზე და ნაგვის პრობლემაზე, ხომ არ გაგირკვევიატ, შემთხვევით?

     

    სამწუხაროდ არ ვარ ამის სპეციალისტი

  19. healthcare

    ანუ ნიიდზ ესესმენტ რასაც ქვია. უმთავრესია პირველადი ჯანდაცვა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სტაციონარული ცენტრები რაიონულ ერთეულებში (დამეთანხმეთ, რამდენი გადაუდებელი შემთხვევა იქნება ქვეყანაში ყველას ვერტმფრენით ხომ ვერ გადმოაფრენ) სადაც საწოლების რაოდენობა დამოკიდებულიიქნება მოსახლეობის რაოდენოაზე, ხოლო გეგმიური ჰოსპიტალიზაცია რეგიონში. სპეციალიზებული თბილისში

     

     

    ჩემო კარგო, თეორიაში ფურცელზე ყველაფერი ლამაზად ჩანს, სწორედ ეგ "ნიიდზ ასსესმენტ" უნდა იყოს შესაბამისობაში "ქარრენთ ფოსსიბილითის"-თან, უბრალოდ მე არ მინდა,ჩვენმა ღარიბმა ქვეყანამ უფუნქციო შენობები ააშენონ. აპარატურა დაამონტაჟონ,რომელსაც ვერავინ მოემსახურება.

     

    5-6 სპეც.ვერტმფრენის შესყიდვა და ექსპლუატაცია უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ემერჯენსის შექმნა სენაკში, ბაღდათსა და დედოფლისწყაროში.

     

    პირველადი კი ბატონო, დეი სარჯერი, მსუბუქი ჭრილობები, მცირე ტრამვები, პირველადი კონსულტაცია.

     

    ჩვენი მიზანი საბოლოოდ რა არის, საავადმყოფო ავაშენოთ და წითელი ლენტი გავჭრათ, თუ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ?? ალბათ მეორე ხომ, ხოდა ამის ინტელექტუალური შესაძლებლობა, უახლოეს 10-15 წელიწადში, მხოლოდ დიდ ცენტებში გვექნება, ისიც ძალიან დიდი ძალისხმევით. თუ ნორმალური ხელფასეწბის მიცემას შევძლებთ და ბევრ გაქცეულ ექიმს დავაბრუნებთ სამშობლოში.

     

    დღეს რეალობა ესეთია 40 000 "ექიმი" გვყავს, მთელს მსოფლიოში შეფარდება ექიმი/მედდა არი 1:2 თან, ჩვენთა პირიქითაა, 2 ექიმი 1 მედდა, მეტი მარაზმი რა გინდათ.

     

    ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებაზე რაიონებიდან ვერტმფრენით გადმოაფრინონ ავადმყოფები. უბრალოდ თბილისის ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს ამდენ დატვირთვას. მოსახლეობისათვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იყოს გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარება საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერას. მსოფლიო გამოცდილებით ასეთი ცენტრი უნდა იყოს 20-25 წთის დაშორებით. თქვენი გეგმით საერთოდ ჩაკლავთ რაიონებში სამედიცინო პერსონალის განვითარებას. მათი განათლების დონის ამაღლებისათვის ასევე სახელმწიფო მხარდაჭერაა საჭირო - უწყვეტი განათლეის ხაზით და ა.შ.

    ის რომ შეფარდება ექიმი ექთანთან 2/1 ცხადია მეტყველებს სახელმწიფოს მხრიდან არასწორ ჩარევებზე და ინფრასტრუქტურის დაგეგმარების არქონაზე.

  20. აკცენტი ოდნავ არასწორი ტერმინია ამ შემთხვევაში.

     

    რეგულირებადი შეიძლება ამ სისტემაში ბევრი რამ იყოს. მაგალითად წამლების ტარიფი, მაგრამ არ ეხებოდეს ეს მკურნალობის ტარიფებს.

    ამიტომ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული რას ეხება ეს რეგულირება.

     

    მეორე.

    რამდენად იძლევა საშუალებას დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ამ რეგულაციისა?

     

    პ.ს. ჩემი პირველი კითხვა ჯერ კიდევ პრესკონფერენციისას ეხებოდა ამ ამბეს. ე.ი. ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში მოხვედრას.

    ეს მერის არჩევნებია და არა საპრეზიდენტო, ასე რომ გვინდა არ გვინდა ამ კანონმდებლობის ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს.

    რეგულირება შეეხება იმ ბაზისური პაკეტის განხორციელებას, რომლის განხორციელებას თავის თავზე აიღებენ სადაზღვევოები. პირობები ჩაიწერება მათთან დადებულ ხელშეკრულებაში

  21. ხიდის აშენება სრულიად გაუმართლებელია დღევანდელი მწირი თანხების პირობებში. მოსახლეობის 80 % დაუზღვეველია ელემენტარული გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარებით, და ამ დროს შენდება მრავალმილიონიანი მეგაპროექტები. ამას მარტივი ენით ქვია - სახლში ავადმყოფი გიყვდებოდეს ექიმთან მიუსვლელობის გამო და ამდროს სახლს სახურავს უცვლიდე...

    კიდევ გამოვა და იტყვის სააკაშვილი - კანდიდატების დაპირებებს ტრილიონები არ ეყოფაო!

×
×
  • შექმენი...