David_Onoprishvili
პლანეტელი-
პოსტები
27 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
David_Onoprishvili'ის მიღწევები
Newbie (1/14)
-
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
მე შეკითხვები დავსვი იმ საკითხებთან დაკავშირებით რაზეც თქვენ არაპროფესიონალურ, არაკორექტულ თუ უბრალოდ დემაგოგიურ მოსაზრებებს იშველიებთ და ეყრდნობით. მაინტერესებდა გავცნობოდი თუ წყაროს მიმითითებდით. როგორც ჩანს თქვენს "არგუმენტების" უკან არაფერია დემაგოგიის გარდა. ზღაპრები თქვენი პროგრამების გამოცდილების შესახებ მოუყევით ბუხართან შვილიშვილებს. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისთვის. კარგად ბრძაბდებოდეთ. დანარჩენი შეკითხვები სხვა დროისთვის გადავდოთ. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 არაერთხელ გაგვიპროტესტებია. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
babuagiorgi ყველაფერს თავის დრო აქვს. როცა ჩავთვლით საჭიროდ მაშინ გამოვაქვეყნებთ განხილვებისათვის. ისედაც ბევრი საპროგრამო იდეები გადაიღეს კონკურენტებმა. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ჩვენი პროგრამა, რომ უკეთესია ვიდრე სხვების ეს ნათელია ყველა ობიექტური ამომრჩევლისთვის ვინც გაეცნობა ჩვენსას და სხვების ორგვერდიან "პროგრამა - მესეჯებს" პოპულიზმით გაჟღენთილს. ეს შემთხვევით არ არის. ჩვენ ყველა სფეროში: ჯანდაცვაში, სოციალურში, ეკონომიკაში, განათლებაში მოწვეული გვყავდა და ვმუშაობთ საუკეთესო ექსპერტებთან თვეების განმავლობაში. პროგრამა ერთი კაცის დაწერილი არ არის, არამედ შემუშავებულია პროფესიონალთა ჯგუფების მიერ. ამავე დროს ჩვენ არ ვთვლით რომ ის სრულყოფილია და ვაგრძელებთ ჩვენი პროგრამის გაუმჯობესებაზე მუშობას. ამიტომ ყველა სოლიდური და საფუძვლიანი შენიშვნები იქნება მიღებული და გათვალისწინებული ჩვენს მიერ. ამავე დროს საინტერესოა, რომ თქვენ თავს მიიჩნევთ პროგრამების ცნობილ ექსპერტად. იქნებ გვითხრათ რომელ ან ვის პროგრამებში მიგიღიათ მონაწილეობა ან იქნებ სტატიები გაქვთ გამოქვეყნებული რომელიმე სფეროში? ასევე სად არის თქვენს მიერ შეპირებული სხვისი ჯანდაცვის პროგრამა ან რაიმე პროგრამა, რომელიც ორი წინადადებით განსხვავდება ჩვენისაგან? როგორც ჩანს ესეთი ბუნებაში არ არსებობს. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
babuagiorgi პასუხები სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით. კანონი ამ სფეროში არსებობდა და გაუქმებულია 2005 წელს. ამის შედეგად საქართველოში სოციალური დაზღვევა როგორც სისტემა აღარ არსებობს. ჩვენ შემუშავებული გვაქვს სრულყოფილი ვარიანტი სოციალური დაზღვევის კანონმდებლობის და გამოვიყენებთ მერიის უფლებებს საკანონმდებლო თვალსაზრისით. მცდარი აზრია, როცა რომელიმე ერთი ქვეყნის მოდელზე არის ორიენტაცია აღებული. ჩვენს შემთხვევაში ორიენტირად აღებულია ევროკავშირის ქვეყნების უნიფიცირებული სისტემები (ეფუძნება ბისმარკისეულ პრონციპებს) და გათვალისწინებულია საქართველოს რეალობები. არსებობს სააარსებო მინიმუმის კალათი და არა სოციალური მინიმუმის სააარსებო კალათი. ამას ითვლის სტატისტიკის დეპარტამენტი სპეციალური მეთოდიკით. ცალკეული ჯგუფები მხილოდ ექსპერტულად თუ შეაფასებენ სააარსებო მინიმუმის კალათს. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 ალასანია აპირებს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. თავისთავად ყველა დანაშაული უნდ იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდ იყვნენ დასჯილი კანონის შესაბამისად. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
babuagiorgi ნეტავ საიდან უნდა მცოდნოდა "იუზერის"-ის მნიშვნელობა?! და ხან ნელა ვპასუხობ ხან სწრაფად?! No comment. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
LacosTe87 დიახ, ჟვანიას გუნდის წევრი ვიყავი. ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გამიცია. მე დღესაც ზურას ოჯახის ახლობელი ვარ და ამ საკითხზე ვიღაცეებისთვის ანგარიშის ჩაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
machkatela საერთოდ "უფასო" არაფერი არ არსებობს. უფასოს უკან სოლიდური სუბსიდირება ხდება ბიუჯეტიდან. ნორმალურ ქვეყანაში სუბსიდირება უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებიც საზოგადოების სოციალური დაცვისათვის არის განკუთვნილი. ასევე ისეთი პროგრამები სადაც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია და გარდაუვალი. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
babuagiorgi 1.თქვენი სამედიცინო ჯანდაცვის პროგრამა 2010–2014 წწ. რამდენად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას? აქედან გამომდინარე რამდენად არის რეალური? აქ იმის თქმა მინდა რომ ეს პროგრამა უფრო საპრეზიდენტო არჩჩევნების დანაპირებს ჰგავს. თბილისში ყველა ადამიანის სამდედიცინო დაზღვევა, ზოგიერთ შემთხვევბში უფასო სამედიცინო მომსხაურეობა და ა.შ. პასუხი: 1. კონტინგენტი - დაუზღვეველი მოსახლეობა თბილისში შეადგენს დაახლოებით 815 000-ს (თბლისის მთლიან მოსახლეობას 1 081 632 აკლდება (სიღარიბის პროგრამით დაზღვეული -(97215), შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზღვეული პოლიციელი და მათი ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზღვეული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები; თბილისის მერიის და სხვა ადგილობრივ ავტონომიური ბიუჯეტით დაზღვეული; პედაგოგების დაზღვევის პროგრამით დაზღვეული) 2. ღირებულება სამედიცინო დაზღვევა - ყველა ოჯახს - 82 800 000 მლნ ლარი 101 ლარი, 60 თეთრი ერთ სულზე (წლიური პრემია) 8,5 ლარი ერთ სულზე თვეში. 3. შედარება სახელმწიფო პროგრამასთან წლიური პრემიის ფასი: 132 ლარი (11 ლარი თვე) 4. განსხვავება მუნიციპალურ და სახელმწიფო პაკეტებს შორის, რითაც აიხსნება განსხვავება სადაზღვევო პრემიებს შორის სახელმწიფო პროგრამით - 11 ლარი თვეში; მუნიციპალური - 8,5 ლარი თვეში მუნიციპალურ პაკეტში არ შედის 1. ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯები, სადაზღვევო წლიური ლიმიტი 12 000 ლარი; 2. სამკურნალო საშუალებების ხარჯებს სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით. გარდა ამისა: 1.მუნიციპალურ პროგრამაში გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო დახმარებაზე დაწესებულია წლიური ლიმიტი 5000 ლარი, სახელმწიფოში ულიმიტოა. 2. სახელმწიფო პროგრამით გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), სადაზღვევო წლიური ლიმიტი 15 000 ლარი; მუნიციპალური პროგრამით დაწესეულია თანაგადახდა 50 %. წლიური ლიმიტი 5000 ლარი. 3. მშობიარობა სახელმწიფო პროგრამით 400 ლარი. მუნიციპალური პროგრამით - 600 ლარი. რაც შეეხება საკანონმდელო ბაზას - მუნიციპალური პროგრამას განხორციელებს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რასაც ისინი უკვე ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაამისად და აქ რამე შესაცვლელი ან მისაღები ახალი კანონი არ არის საჭირო. მუნიციპალიტეტს სრული უფლება აქვს დააზღვიოს თავისი მოსახლეობა. ისევე როგორც ახლა მუნიციპალიტეტს დაზღვევული ყავს მოსახლეობის გარკვეული კატეგორია, კერძოდ თბილისის მერიის დაზღვეულები. განსხვავება იმაშია, რომ ახლანდელი ბიუჯეტი მცირეა 43 მლნ და საქმეც ამაშია, რომ ჩვენი ერთერთი უმთავრესი მიმართულებაა ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების ზრდა 43 მლნ-დან 117 მილიონამდე. რაც შეეხება თუ საიდან ეს გაზრდილი თანხები. ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრამის ხედვიდან გამომდინარე. ჯანდაცვის ეკონომიკაში და საერთოდ ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია სახსრების ადექვატური განაწილება, რაც გულისხმ,ობს პრიორიტეტულობის დადგენას. თუ დღევანდელი მერიისთვის პრიორიტეტია ხიდების და ა.შ, მშენებლობა, რაზეც უფრო მეტ თანხებს გამოყოფს, ვიდრე ჯანდაცვა, ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის მინიმალური საბაზისო პაკეტის შეთავაზება. შესაამისად არ დაფინანსდება ძვირადღირებული პროექტები და დაფინანსდება ჯანდაცვა, ანუ მოხდება თანხების გადანაწილება პრიორიტეტებად, სადაც ჯანდაცვა იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის რესურსების სწორი და ადექვატური განაწილება. ამას არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ ჭირდება, ამას სჭირდება უბრალოდ მოსახლეობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია. 2. კითხვა რა სახით განხორციელდება კონტროლის მექანიზმი პაციენტი + ექიმი + დაზღვევა? არ გაქვთ დაკონკრეტებული თუ როგორი სახით იქნება ეს კონტროლი. ამ სისტემაში კონტროლის არქქონა სისტემას ვერ აამუშავებს და ის 117 მილიონი არ გეყოფათ 2 თვეც კი. პასუხი. მუნიციპალიტეტი სადაზაღვევო პრემიას ყოველთვიურად გადაურიცხავს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც თავად ახორციელებს სადაზღვევო მომსახურების მენეჯმენტს და კონტროლს, ეს მის ინტერესებშია. ამით მომსახურების ხარჯები მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგნოზირებადია. ამის გარდა მუნიციპალიტეტი თავად განახორციელებს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს, რომელიც შეეხება სამედიცინო ხარისხს. სამედიცინო ხარიხსის მონიტორინგისათვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური მეთოდი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყნეშია დანერგილი, და რომელიც საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს და მოიცავს სადაზღვევი კომპანიების რეიტინგულ კვლევას შესაამისი კრიტერიუმებით, რომელიც შემუშავებულია. მონიტორინგის ჩვენეული სისტემა ასევე დაკავშირეულია პაციენტის ინფორმირებულობასთან, მისი უფლებების დაცვასთან და. ა. შ. ასე რომ ჩვენეული ხედვა ამ მხრივ მოიცავს მკაცრ ზომებს გაწეული სამედიცინო მომსახურების მთელ საკითხებთან დაკავშირებით. კითხვა 3. არ გაქვთ მოცემული მიახლოებითი ხარჯთაღიცხვა რა დაუჯდება ბიუჯეტს ყველა თბილისის მაცხოვრებლის დაზღევვა, ოჯახის ექიმებს ვინ დააფინანსებს? ამ კითხვაზე უკვე გაგეცით პასუხი. კითხვა 4. ოჯახის ექიმებს დასჭირდებათ ფართის დაქირავება, ამ ფართის ჰიგიენურ ნორმებთან შეასფერისად მოწყობა, დასჭირდებათ სამედიცინო აპარატურა და ა.შ. გაქვთ ის მაინც გამოთვლილი თუ რამდენი დაჯდება ასეთი ერთი პუნქტის მოწყობა? პირველადი ჯანდაცვის სისტემას უზრუნველყოფენ ოჯახის ექიმები, აგრეთვე თერაპევტები. თერაპევტები იმიტომ ვახსენე რომ დღეისათვის მთლიანად რესპუბლიკაში 1500-მდე ოახის ექიმია გადამზადებული. სანამ არ იქნება საკმარისი რაოდენობა ოჯახის ექიმებისა, მომსახურებას გასწევენ არსებული თერაპევტებიც. ჩვენი მიზანია ხელი შეეწყოს ოაjხის ექიმის გადამზადების პროცესს და რაც შეიძელეbა დაჩქარდეს. მუნიციპალიტეტი არ ქირაობს პირველადი ჯანდაცვისათვის ფართს. ოჯახის ექიმის საპროგნოზო ბიუჯეტი მოცემულია პროგრამაში. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
babuagiorgi თქვენ რომ ბავშვია არა ხართ და ხართ ბაბუა ეგ უკვე ვიცი. ველოდები თქვენგან სხავა პარტიის ეგრეთწოდებულ არარსებულ პროგრამას ჯანდაცვის სფეროში. რომელ პარტიას აქვს და სად შეიძლება მისი გაცნობა??? ხომ გვითხარით სხვების პროგრამებისგან რამდენიმე წინადადებით განსხვავდება ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა. თანაც გაცნობილი ყოფილხართ. მეც და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს ეს პოგრამები იქნებ ჩვენც გვითხრათ სად ვნახოთ ინტერნეტში ან მოვიპოვოთ, რომ საერთო ან განსხვავებები ვიპოვოთ. ამ კითხვაზე თქვენ ხვალამდე შეგიძლიათ არ მიპასუხოთ. ეხლა უნდა წავიდე და ხვალ 14:00 გავაგრძელოთ თქვენს გათვლებზე და კითხვებძე საუბარი კარგად ბრძანდებოდეთ იუზერებო. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო კითხვებისთვის. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
საერთოდ დასაქმების პოლიტიკა და პროგრამა უნდა განხორციელდეს ქვეყნის მაშტაბით. არსებულ ხელისუფლების პირობებში ამის პერსპექტივა არ არსებობს რადგან ეს თემა მათთვის აქტუალურია მხოლოდ არჩევნების წინ. ამავე დროს სოფელისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე სრულყოფილი დასაქმების პროგრამის გადაწყვეტა შეუძლებელია. ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს რომ ადგილებზე, მაგალითად თბილისში ლოკალური დასაქმების პროექტები განხორციელდეს. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
1000%-ით გამოვრიცხავ. ნამდვილად სახალისო კითხვა იყო. ისე რომელ ერთ ფსევდოს გულისხმობდით საინტერსოა ნამდვილად. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
უცხო_პლანეტელი მე ვერ დაგეთანხმებით. თუ არგუმენტებს მოიტანთ კარგი იქნება. -
ონლაინ კონფერენცია დავით ონოფრიშვილთან
David_Onoprishvili replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
DAVID_AGMASHENEBELI მემარჯვენე. თუმცა საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით - სოციალურ პროექტებზე და ბიუჯეტზე ორიენტაცია უახლოეს წლების განმავლობაში გარდაუვალი იქნება.