ხოდა ჩემო კარგო ხალხო რა მინდა რო გთხოვოთ)) ერნესტ რეზერფორდს დავეჭიდე და მასალების მოძიება კი რთული აღმოჩნდა ხოდა მინდა გთხოვოთ დახმარება)) აი ბიოგრაფიას მეც დაგიდებთ ერნესტ რეზერფორდი 1871-1937 ინგლისელი ფიზიკოსი ერნესტ რეზერფორდი დაიბადა ახალ ზელანდიაში ქალაქ ნელსონის შორიახლოს.ის იყო მშენებლობის მუშის ჯეიმს რეზერფორდის და სკოლის მასწავლებლის მარტა (ტომპსონის) რეზერფორდის 12 შვილიდან ერთ-ერთი. ერნესტი დადიოდ ადგილობრივ დაწყებით და საშუალო სკოლაში , შემდეგ კი რეზერფორდი გახდა კერძო ნელსონის კოლეჯის სტიპენდიანტი. კოლეჯში თავი გამოავლინა, როგორც ნიჭიერმა სტუდენტმა, განსაკუთრებით მათემატიკაში. 1892 წელს რეზერფორდს მიენიჭა ჰუმანიტარულმეცნიერებ ათა ბაკალავრის ხარისხი, ერთი წლის შემდეგ კი გახდა მაგისტრი. რეზერფორდი თავისი განსაკუთრებული შესაძლებობის გამო ინგლისის კემბრიჯის სტიპენდიანტი გახდა,ის იქ ჯ. ტომსონის ხელმძღვანელობით მუშაობდა. 1908 წელს რეზერფორდმა ნობელის პრემია მიიღო "ქიმიაში ჩატარებული გამოკვლევებისთვის რადიაქტიური ნივთიერებების ელემენტებად დაშლის სფეროში". 1937 წელს რეზერფორდი არა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.ის დაკრძალულია ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით ვესტმირის სააბათოში. მაგრამ საქმე იმაშია რო ახლა ამას უნდა დავუმატო მისი აღმოჩენები,ასეთ სათაურს რო შეესაბამებოდეს"მისი სამეცნიერო მოღვაწეობა" ხოდა უმორჩილესად გთხოოვთ რო დამეხმაროთ)) ხვალ უნდა ჩავაბარო ეს თემა (((((