-
პოსტები
3.462 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
24
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი mtidan
-
ნაც იდეოლოგები უკვე სხედან და ფიქრობენ, როგორ მისცენ ამ მოვლენას გმირული მოქმედების სახე,
-
გორში რომ რუსული ავიაცია დაესხა თავს და გადარჩა, ალბათ მაშინ აღავლინეს ლოცვა.
-
თორთლაძეც რუსეთით გვაშინებს? მაგას ისე გამოუდის, პატარძალს დიდი .... აშინებდნენო.
-
გავიხსენოთ უფრო ადრინდელი დაბრეხვებული: მიხეილ სააკაშვილმა ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან მესიჯი მიიღო ვენეციის კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს, - მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ტელეფონზე ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან მიიღო.
-
. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა.
-
fashisti თუ არ დაგეზაროს წაიკითხე, უცხოელი (არარუსი) თვითმხილველის წერილი. Open Democracy - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა 11:24 31-05-2011 საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, _ წერს ინტერნეტ-გამოცემა Open Democracy-ს ჟურნალისტი იან კარვერი. გამოცემა წერს, რომ იან კარვერი თბილისში პროდემოკრატიული პროტესტის სასტიკი დარბევის მოწმე გახდა. კრავერი წერს, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ძალის მასობრივი დემონსტრაციით ზეიმობდა, ისეთივე ტანკებით, რაკეტებით და თვითმფრინავებით, რომლებსაც ის 2008 წელს რუსეთთან მის წარუმატებელ ომში იყენებდა. "აღლუმი სულ რაღაც რამდენიმე საათში ჩატარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ არაადამიანურად დაარბია მანიფესტანტები, რომლებიც დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით საქართველოს დედაქალაქის მთავარ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ", _ წერს დარბევის თვითმხილველი ჟურნალისტი. კრამერი ყვება, რომ 26 მაისს შუაღამით, ასობით მომიტინგესთან ერთად კოკისპირულ წვიმაში იდგა, როდესაც მეგობარმა ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა: "მათ ალყაში მოგაქციეს. გაიქეცი!" "ანტისამთავრობო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად არასანქცირებული და უკანონო გახდა, მაგრამ მანიფესტანტებმა დაშლაზე უარი თქვეს და ფეხს არ იცვლიდნენ თბილისის საკულტო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ისინი გულუბრყვილოდ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ასობით კარგად გაწრთვნილ და ეკიპირებულ სპეცრაზმთან და პოლიციასთან. დროის ამოწურვასთან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციამ ტერიტორია ყველა მხრიდან ალყაში მოქცია და მანიფესტანტებს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები დაუშინა, მათ შორის მათაც, ვინც უსაფრთხო ადგილის ძიებაში თავს მეზობლად მდებარე მართლმადიდებლური ქაშუეთის ეკლესიის შესასვლელს აფარებდა. წყალმა აქციის პერიმეტრზე განთავსებული ხელნაკეთი ბარიკადები წალეკა და მომიტინგეები (ბევრი ხანშიშესული ადამიანი და სასოწარკვეთილი ახლაგაზრდა) ურიცხვმა პოლიციელმა ძალადობრივი გზით დაარბია", _ წერს იან კრამერი. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დაჯავშნულმა და სახანძრო მანქანებმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეების ნაწილს პარლამენტის შენობის სიღრმისკენ, ნაწილს კი თავისუფლების მოედნისკენ უბიძგა, სადაც კიდევ უფრო მეტი პოლიციელი მათ თითქოს როგორც ფარას გასაჟლეტად ელოდებოდა. ისინი ვინც სწრაფად გაქცევა ვერ მოახერხა პლასტიკური ხელბორკილები დაადეს, ცემეს და მიწაზე დაყარეს. მათ გარშემო პატარა ჯგუფები მორიგეობდნენ, რომლებიც ამ ადამიანების საპატიმროებში გადაყვანისთვის ტრანსპორტს ელოდებოდნენ. "ამ დროს ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი: შეშფოთებული მოხუცი მამაკაცი, ორ სპეცრაზმელს ეკლესიის ტერიტორიიდან მოჰყავდა; მან გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა. თავდაპირველად პოლიცია მე და სხვა ჟურნალისტებს ადგილს არ გვაკარებდა, გვერდით იდგა და არაფერს აკეთებდა მოხუცის დასახმარებლად, რომელიც მიწაზე ეგდო და როგორც ჩანს გულის შეტევის გამო კონვულსიებში ბორგავდა. ამ დროს მეგობარი ამერიკელი ჟურნალისტი (ჯეფრი სილვერმანი) და მე მოხუცის გადარჩენას შევაცადეთ და დაჟინებით მოვითხოვეთ სასწრაფო დახმარების გამოძახება. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, თავისუფლების მოედნიდან სასწრაფო დახმარების ესკორტი გამოჩნდა. ეს მკვრივი აღნაგობის მამაკაცი მანქანამდე ექიმმა, სილვერმანმა და მე გადავიყვანეთ, მაშინ როდესაც პოლიცია სასტიკად ესხმოდა თავს მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც სასოწარკვეთილები ცდილობდნენ პარლამენტის შენობის დატოვებას და თითქოს ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ სამათალდამცველთა ჯგუფი უსაფრდებოდა. პოლიციას აშკარად ნებისმიერი წინააღდეგობის მოსპობა უფრო აღელვებდა, ვიდრე იმ დაკავებული მომიტინგეების ან მოწმეების მოწოდებები დამხარებაზე, რომლებსაც გატეხილი თავებიდან სისხლი სდიოდათ", _ იხსენებს კრამერი. Open Democracy-ს ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ახლა უკვე დათრგუნულ და დემორალიზებულ, ყველა მხრიდან პოლიციელებით გარშემორტყმულ ტყვეებს მარშით მიაცილებდნენ, როგორც აღლუმზე ადგილობრივი და უცხოური მედიის კამერების დასანახად. პოლიციელთა გრძელმა კოლონებმა იმ მიმართულების გადაკეტვა დაიწყეს, საიდანაც თავად მოვიდნენ ისე, თითქოს ეს მეორე დღის მოვლენებისთვის მოსამზადებელი მარში გახლდათ. "სილვერმანმა და მე ნელ-ნელა თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილება გადავწყვიტეთ, ჩავუარეთ პარლამენტის წინ აღლუმისთვის განთავსებულ დალეწილ ხის სცენას და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა კინოს მოყვარულთა ევაკუაცია კინოთეტრ რუსთაველის შენობიდან, რომლის ვიტრინებიც მთლიანად ჩამსხვრეული იყო. საპროტესტო აქცია უკვე სრულად დარბეული იყო და პოლიციელთა მრავალრიცხოვანი კორდონი ტერიტორიას ჯერ არ ტოვებდა, რომ სილვერმანმა მიწაზე დაცემული უყურადღებოდ მიტოვებული ადამიანი დაინახა, რომელიც ერთი შეხედვით ან კვდებოდა ან უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მომიტინგე კინოთეტრთან ახლოს, რუსთაველის გამზირზე ტროტუართან იწვა", _ აღნიშნავს ჟურნალისტი. კრამერი წერს, რომ ამ ადამიანის შესამოწმებლად ექიმები მხოლოდ სილვერმანის აღშფოთებისა და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოვიდნენ. მიუხედავად ამისა, უკვე გვიანი იყო და ადამიანი გარდაცვლილი გახლდათ. მას არ ჩაუტარდა არანაირი სამედიცინო დახმარება, ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი, ექიმებიც და პოლიციელებიც ჩვენ გვემუქრებოდნენ და იმაზე იყვნენ კონცენტრირებულები, რომ როგორმე ჩვენ და სხვა ჟურნალისტებს ამ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო არ გადაეღოთ. "შემდეგ ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანას გადაადგილება სთხოვეს ისე, რომ მედიას ვერ დაენახა ის, თუ როგორ გადაჰყავდათ გარდაცვლილი ადამიანი საკაცეზე, რადგან ის უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ჩანს განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ სილვერმანის სიტყვები ვერავის გაეგო; ის გარდაცვლილისკენ მიუთითებდა და ქართულ და რუსულ ენებზე გაჰყვიროდა "ის – ადამიანია და არა ნაგავი. რამე გააკეთეთ!" _ იხსენებს სტატიის ავტორი. კრამერი აგრძელებს თხრობას: პოლიცია სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა, ამიტომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მალევე დატოვა ტერიტორია, თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე ფოტო გადაიღო. "მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შეტაკების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი) და ბევრი ჰოსპიტალიზირებულია. შსს-ს თანახმად, ორივე ადამიანის დაღუპვაში ბურჯანაძის მხარდამჭერთა ესკორტია დამნაშავე, რომელიც პოლიციის თავდასხმით გამოწვეული ქაოსისთვის თავის დაღწევას უხეშად ცდილობდა. ჩვენ ვეჭვობთ, რომ მსხვერპლი მეტია, და ის გარდაცვლილი ადამიანი რომელიც ჩვენ ვნახეთ, დაღუპულთა ოფიციალურ სიაში არ იქნება. ყველა შემთხვევაში, ის თუ როგორ ეპყრობოდნენ მას, პოლიტიკური ჩიხის ორივე სუბიექტის მხრიდან უდიდესი უპატივცემულობისა და უგუნურების დემონსტრირებაა. გათენდა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო და უკანონო საპროტესტო აქციისა და მისი სასტიკი დარბევის ყველა კვალი გაქრა. სამხედრო აღლუმი გეგმის თანახმად ჩატარდა და ქართველი მაყურებლები აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ჩაიარა მისმა ერთ დროს დამარცხებულმა არმიამ იმ ქუჩაზე, რომელზეც იმავე ღამით გამარჯვებული პოლიცია გარემოებათა ტყვეობაში მყოფ პროდემოკრატიულ მანიფესტანტებს სასტიკად გაუსწორდა", _ წერს Open Democracy-ს ჟურნალისტი. წერილის ქართულ ვერსიას Foreignpress.ge აქვეყნებს.
-
მხოლოდ ძლიერნი, მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით.”.
-
პრინციპი 1: “ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც დაამკვიდრებენ და ადამიანთა ცნობიერებაში დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობისა და ღალატის კულტს, ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.” პრინციპი 3: “ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისთვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს. მხოლოდ ძლიერნი, მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით.”. პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება. ეს მცირე ამონარიდი ალენ დალესის დოქტრინიდან, რომელიც ხორციელდება დღეს საქართველოში.
-
ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს
mtidan replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტონობით ღვინო რომ დაუღვარეს ის სუსტად ვიცი და თუ ახლა კარგად მუშაობს, მაშინ იქნებ გადაამოწმო ვინ არის ახლანდელი მფლობელი. ტელე იმედიც კარგად მუშაობს. -
PEPE. დათა თუთაშხიას დავესესხები სიტყვას: ერთი კაცის მოფიქრებულია ეგ ამბავი.
-
რუსები ფულს ტყუილად არ ჩადებენ არსად და არც სააკაშვილის დამხობა აწყობს. თუ ბურჯანაძე და დაღლილი ვირი ჩავიდნენ მოსკოვში, ისევ მიშას საქმე გაკეთდა, ადვილად მიაწერს რუსეთუმეს იარლიკს. ოქრუაშვილ-კიწმარიშვილ-გრეჩიხამაც მიშას საქმე გააკეთეს. მიშას ძალისხმევით ეს ორივე მოძრაობა გაფარჩაკდა.
-
ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს
mtidan replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ უნდა იყოს ბიზნესი დატერორებული, უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია და ყველაფერი თვითონ მოგვარდება. აქ მთავარია მიშამ ხელი არ შეუშალოს. რამდენი საწარმო გააკოტრეს და დახურეს. შინხოფერიც და ბადაგონიც კი დააწიოკეს და რა არის მანდ გაუგებარი. -
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, საქართველოს დედა უნდა ვუტიროვო ....
-
ბადრი ბიწაძეს ბრალი გია უჩავას ჯგუფის ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს 12:26 30-05-2011 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროკურორის პირველი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებულ დანაშაულისთვის, კერძოდ, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისთვის, ბრალდება ბადრი ბიწაძეს წაუყენა. დავით საყვარელიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულება ემყარება "სახალხო კრებასთან" შექმნილ, ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავას ჯგუფის წევრების ჩვენებებს, ვიდეო, აუდიო მასალას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძესთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების თაობაზე. ბადრი ბიწაძე დაკავებული არ არის. აქ რამოდენიმე ფაქტია გასათვალისწინებელი: 1. უჩავა იყო ნასედკა, რომელიც ჩაუნერგეს მოძრაობაში. 2. აქციის დასჯისთვის სპეცნაზელები დააჯილდოვეს 1000 ლარით. 4000*1000=4 მილიონი ლარი. 3. ბიწაძეს გირაოს სთავაზობენ, ალბათ იმაზე მეტს, რაც აქციის დაშლა დაუჯდათ(თავისთვისაც ხომ უნდათ ფული) 4. გამოდის ,რომ ბიწაძემ დააფინანსა აქციის დარბევა და დარჩაა მშრალზე, ხოლო ხალხი დარჩა ნაცემი, დაჯარიმებული , დაპატიმრებული და 2 გარდაცვლილი(რამოდენიმე კიდევ დაკარგულია). 5. შედეგი ნული.
-
ოქრუაშვილი რატომ გამოგრჩათ, ეწყინება.
-
მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდობის გააქტიურებაა მთავარი. მათ ვერც პუტინთან სიარულს მიაწერენ, ვერც რუსეთუმეობას და ვერც ვინმესგან ფულის აღებას. მე მგონი ეგენი მეტს გააკეთებენ, ვიდრე პოლიტიკოსები. ვერ გადააგვარა ახალგაზრდობა პატრიოტულმა ბანაკებმა. პარლამენტთან სტუდენტების აქცია ხვალ, 13.00 საათზე განახლდება 17:22 29-05-2011 ფოტო პარლამენტის წინ სტუდენტთა აქცია ხვალ, 13.00 საათზე განახლდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ აქციაზე სტუდენტებმა თავად განაცხადეს. მათი თქმით, ხვალინდელ აქციაზე ისინი ელოდებიან როგორც სტუდენტებს, ასევე ყველა თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის მოხუცებს. სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობას არ შეეგუებიან და სამართლიანობის აღსადგენად არა მარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით იბრძოლებენ. სტუდენტების განცხადებით, როგორც დღევანდელი, ისე ხვალინდელი აქცია პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკოსების გარეშე წარიმართება. "ჩვენ არ ვდგავართ პოლიტიკოსების გვერდით, არამედ ვიბრძვით სამართლიანობისთვის", - აღნიშნეს სტუდენტებმა. პარლამენტის წინ გამართულ სტუდენტების აქციას დღეს რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. ამჟამად აქცია დასრულებულია. http://www.interpressnews.ge/ge/politika/170136-parlamentthan-studentebis-aqcia-khval-1300-saathze-ganakhldeba.html
-
21 მაისამდე თქვეს, 5 თეთრით გაიაფდებაო, მაგრამ დაავიწყდათ.,
-
kisa კოკი იონათამაშვილი არ იყო, უკან რომ გამოჩნდა? ხათუნა ოჩიაური და წუგზარაც ალბათ მანდ იყვნენ. დრო ყველაფერ ასწორებს-ჩათლახების გარდა.
-
მიხეილ სააკაშვილი : "მთავრობაში არიან ახალგაზრდები, რომლებიც არასდროს ყოფილან ჰიპოკრიტიული სისტემის წარმომადგენლები" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობაში არიან ახალგაზრდები, რომლებიც არასდროს ყოფილან იმ ჰიპოკრიტიული სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც თავისუფლებებს კლავდა. ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ „ატლანტიკურ ვახშამზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ ემბარგოზე და მისგან შექმნილ პრობლემებზეც. სრულად;http://journalist.ge/?menuid=3&id=9014&lang=1 ძიების შედეგები ხომ არ იგულისხმეთ დემოკრატიული ? ძირითადი გვერდები მულტიმედია დახმარების და პროექტის გვერდები ყველაფერი დეტალური მოთხოვნის შესაბამისობა არ არის ნაპოვნი. შექმენით გვერდი „ჰიპოკრატიული“ ქართულ ვიკიპედიაში! რას ნიშნავს ეს სიტყვა?
-
ალბათ ერთგულებისთვის. პ.ს. ჯაბა რა დამსახურებისთვის.?
-
ხალხში რადგან სოლიდარობის გრძნობა გაჩნდა ერთმანეთის მიმართ, მიზნის მიღწევა უფრო გაადვილდება.
-
მიშისტების 78% უჭერს მხარს.
-
ირაკლი ბათიაშვილის სახლთან პოლიციაა მობილიზებული 28/05/2011 16:23 „ირაკლი ბათიაშვილის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მის აყვანას ცდილობენ“. ეს ინფორმაცია „ტრიბუნა.ge“-ს ამ წუთებში აცნობეს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ტრიბუნა.ge“ ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილს დაუკავშირდა. „მამა როგორც კი მოვიდა სახლში მაშინვე მოჰყვნენ ფეხდაფეხ პატრულის თანამშრომელთა მანქანები. მეზობლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი სახლის მახლობლად მობილიზებულია პოლიცია. ირაკლი ახლა სახლშია. ეჭვი გვაქვს, რომ აყვანა უნდათ, მაგრამ ჟურნალისტები არიან საქმის კურსში და როგორც ჩანს, ჯერ თავს იკავებენ,“- გვითხრა ირინა ბათიაშვილმა. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3136&Itemid=1 28-05-2011 პატრიარქმა აღლუმზე მისვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა [] პრესაგე.ტვ-ის განსაკუთრებულ ვითარებაში უწევს მუშაობა, ამ დღეებში, უამრავი ინფორმაცია დაგვიგროვდა, თუმცა კულუარული. ბევრი მათგანი გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა, თუმცა ის ინფორმაციები, რომლებიც სხვადასხვა წყაროებთან გადავამოწმეთ და დადასტურდა, გამოვაქვეყნეთ, თუმცა, იძულებული ვიყავით, წყარო არ დაგვესახელებინა. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაკავშირებითაც მოვიპოვეთ. საქმე ეხება 26 მაისს აღლუმზე პატრიარქის არმისვლას. წყაროს ცნობით, ხელისუფლების თხოვნის მიუხედავად, პატრიარქმა კატეგორიული უარი თქვა აღლუმზე დასწრებაზე. თუმცა, ხელისუფლებამ მაინც მოახერხა სინოდის რამდენიმე წევრის აღლუმზე მიყვანა. აღნიშნული ფაქტის გამო, საპატრიარქოში დაპირისპირებაც კი მოხდა. ჩვენი წყარო ამბობს: „დარბევის ღამეს პატრიარქმა ქორეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი გაგზავნა ხალხთან, მაგრამ ამ დროს დარბევაც დაიწყო და ისინი შიდაპერიმეტრზე არ შეუშვეს. როდესაც პატრიარქმა დარბევის კადრები ნახა, ძალიან ინერვიულა და ცუდად გახდა. გუშინ დილით ექიმი ყავდათ მიყვანილი, პატრიარქი მართლაც ძალიან ცუდად იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ პატრიარქს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ხელისუფლების პირველ პირებთანაც. ამის შემდეგ, საპატრიარქოში მღელვარება მოყვა მათი მხრიდან გამოსაქვეყნებელი განცხადების ტექსტსაც. ნაწილი მოითხოვდა, რომ ტექსტი დაბალანსებული და ნეიტრალური ყოფილიყო. ამ ეტაპზე, დანარჩენ დეტალებზე ჯერ, ვერაფერს გეტყვით, თუმცა შაბათს, ან კვირას პატრიარქი უნდა ვნახო და შემდეგ შევძლებ უფრო დეტალურად ვისაუბრო.“ http://www.presage.tv/?m=politics&AID=4998