მმართველი გუნდის წარმომადგენლები დიტერ ბოდენის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულები არ არიან 20:02 28.01.2012 [პირველი] მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცნობილი გერმანელი დიპლომატის, ეუთო-სა და გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში დიტერ ბოდენის საქართველოში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულები არ არიან. ასეთი პასუხი გასცეს "პირWელს" მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა ნუგზარ წიკლაურმა, პავლე კუბლაშვილმა და შოთა მალაშხიამ. აღსანშნავია, რომ დიტერ ბოდენი დღეს თბილისში სოხუმიდან ჩამოვიდა და საღამოს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. როგორც "პირWელს" ივანიშვილის პრეს-სამდივნოდან აცნობეს, შეხვედრას ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე ესწრებოდა. შეხვედრის სხვა დეტალები მოგვიანებით ოფიციალურად გახდება ცნობილი. მანამდე ბოდენი სოხუმში იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. http://www.presage.tv/?m=news&NID=24903 საინტერესოა.