Jump to content
Planeta.Ge

უცხო_პლანეტელი

პლანეტელი
  • პოსტები

    3.787
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    14

ყველა პოსტი უცხო_პლანეტელი

  1. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალიან პოლულარული გახდა განახლებადი ენრეგიები. პოლპულარობის მიზეზი ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია, განსაკუთრებით პოლუპარული გახლავთ მზის ელემენტები და ქარის გენერატორები, რის ფონზეც სრულად მივიწყებულ იქნა გეოთერმია. გეოთერმიას გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილ ენერგიის წყაროებთან ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა - სტაბილურობა. მზის ელემენტების მუშაობს მხოლოდ დღისით და მისი სიმლავრე ასევე დამოკიდებულია ამინდზე. იგივე შეიძლება ითქვას ქარის ენრგიაზე, მართალია განსხვავებით მზის ელმენტებისგან ის ღამითაც მუშაოაბს, მაგრამ თავის მხრივ ის არის ქარის სიძლიერეზე და ნაწილობრივ მიმართულებაზე დამოკიდებული. რა არის გეოთერმია? გეოთერმია იყენებს დედამიწის ქერქში არსებულლ თბურ ენერგიას, რითაც განახლებად ენერგიის წყაროს წარმოადგენს. მისი გამოყნება შეიძლება პირდაპირ ანუ გასათბობად(ასევე გასაცივებლად), კოგენერატორის და ელექტრო ენერგიის სახით. სიღრმესთან ერთად მატულობს ტემპერატურა ყოვენ 100 მეტრ სიღმერზე - 3 °C-ით მატება, ანუ საშუალოდ 33 მეტრზე 1°C-ით., ხოლო დედამიწის გულში სავარუდოდო 3000-6000 კელვინამდე მერყეობს. ვილკანის და ლავის ენერგიის გამოზენება ძალიან რთული მაღალი ტემპერატურის გამო. ჰავაიზე მოხდა საცდელი პროექტის განხორციელება სადაც იქნა სითმოსგამტარიანობის მაჩვენებლის 93კვტ/მ2 -მდე მიღწევა, მაგრამ ბურღვისას წარმოიქმნება მთელი რიგი პრობლემები,მაგ. ბურღის წყლის საშუალებით გაცივებისას ხდება მისგან წარმოშობილი ორთქლის „აფეთქებები“. ისლანდიაში წარმატებით იყენებენ საკმაოდ გაციებული ლავის ენრგიას. ასევე მნიშვნელოვანია გეიზერების ენრეგიის გამოყენებაც. წყალთან დაკავშირებული გეოთერმული ენერგია შეგვილიათ შემდეგნაირად დავყოთ: 1. გეოთერმული წყაროები, როპმლის ტემპერატურა T<100°C. მისი გამოყენბა ხდება სამკურნალო აბაზანებისთვის და საცურაო ბასენებისთვის,ასევე შენობების გასათბობად. 2. ორთქლი, ანუ წყლის და ორთქლის ნარევი რომლის ტემპერტაურა T>100°C, მაგრამ T<Ts , სადაც Ts გაჯერებული ორთქლის ტემპერატურა. 3. გადახურებული ორთქლი. ის გამოიყენება ტურბუნების ასამოქმედებლად და შესაბამისად ენექტროენერგიის მისაღებად. 4. გეოპომპრიმირებული გადახურებული ორთქლი, რომელიც გადახურებული ორთქლის და მაღალი წნევისას წარმოიქნმება. ესეც გამოიყენება ელ-ენერგიის მისაღებად. დაწვრილებით იხილეთ: ცოდნის სამყარო
  2. საცურაო აბაზნა - შეიძლება ქართულად ითქვას?
  3. http://www.youtube.com/watch?v=ZaNSRA6sKds http://www.youtube.com/watch?v=7c6nXIKiRvc
  4. სამედიცინო დასკვნა გამოგიტანეს უკვე ) , თან დაუსწრებლად
  5. შენ სავარაუდოდო არც გექნება მუშაობის უფლებას, მინიმუმ გერმანიაში არ აქვთ უფლება შენი სტატუსის ხალხს. შენ უსაქმურობა უმუშევრობაში გეშლება! ხო კიდევ მაქაც და აქაც საშუალოზე უკეთ ვსწავლობდი და ვსწავლობ!
  6. არდა ბევრ ისეთი ნივთიერებას სEიცავს ნერწყვიო რომ ჯერ ყველა კი არა და მხოლოდ 20-30 მდე აქვთ ნაპოვნი, ხოლო სავ არუდოდო 100 მდე უნდა იყოსო.
  7. წურბელა სამედიცინო – (Hirudo medicinalis), რგოლოვანი ჭია წურბელების კლასისა, ხახაში აქვს 3 დაკბილული ყბა, რომელთა ბოლოებზე იხსნება სანერწყვე ჯირკვლების სადინარები. ბინადრობს ცენტრ. და სამხრ. ევროპისა და მცირე აზიის მტკნარ წყალსატევებში. იკვებება დიდი ძუძუმწოვრების (რომლებიც წყლის დასალევად წყალში შედიან) სისხლით. წურბელა სამედიცინოს ნერწყვი შეიცავს ჰირუდინს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ამიტომ წურბელა სამედიცინოს ყბებით გაჭრილი ადგილიდან დიდხანს მოდის სისხლი. თანამედროვე მედიცინაში იყენებენ სამკურნალო მიზნით სისხლის გამოსაშვებად თრომბოფლებიტის, ჰიპერტონიის, ინსულტის წინარე მდგომარეობისა და სხვ. დროს. მაინტერესებს თუ ვინმეს გაქვს ესეთი სახის თერაპია გაკეთებული?
  8. წყალსაცავებში მკბენარი არსების საახლოებით 400 სახეობა ბინადრობს. მათგან, სამკურნალო მიზნით, მხოლოდ ერთი – სამედიცინო წურბელა გამოიყენება. ამ “წამლის” სპეციაურ ბიოფაბრიკებში აშენებენ და ამრავლებენ, სადაც ისინი გულმოდგინე ლაბორატორიულ კონტროლს გადიან. ყოველი წურბელა შესაბამის ლაბორატორიულ კონტროლს გადიან. ყოველი წურბელა შესაბამის სერტიფიკატს იღებს. ეს ცოცხალი არსება მხოლოდ ერთხელ გამოიყენება, შპრიცის მსგავსად. მკურნალობის ეფექტი გნპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი, წურბელის ნაკბენი რეფლექსოთერაპიის მსგავსია, ვინაიდან ის კანს მხოლოდ ბილოგიურად აქტიურ წერტილებში კბენს. მეორე, ეს აესება სისხლის დინებას მექანიკურად ამსუბუქებს. წურბელით მკურნალობას (ჰირუდოთერაპია) მიმართავენ სისხლძარღვოვანი დაავადებების (ჰიპერტონია, ათეოსკლეროზი, ვარიკოზი, ჰემოროი) გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების (გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ოსტეოქონდროზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შიშები, უძილობა) შემთხვევებში. წურბელის კბენა მტკივნეულია, მაგრამ არა მიაზე მეტად, ვიდრე კოღოსი, მაგრამ ამისთვის მომზადებაა საჭირო. წურბელები მგრძნობიარენი არიან რომათების მიმართ. არ ეკერტილებში კბენს. მეორე, ეს აესება სისხლის დინებას მექანიკურად ამსუბუქებს. წურბელით მკურნალობას (ჰირუდოთერაპია) მიმართავენ სისხლძარღვოვანი დაავადებების (ჰიპერტონია, ათეოსკლეროზი, ვარიკოზი, ჰემოროი) გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების (გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ჭარბი წონა, ოსტეოქონდროზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, შიშები, უძილობა) შემთხვევებში. http://ucnauri.com/07/12/2009/%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/
  9. ფოტოგრაფიაში მეც სხვებივით მოყვარულზე ცოტა უარესი ვარ, ასე რომ
  10. national geographic აქვს კარგი პაკეტი(მინიმუმ გერმანულად, მაგრამ ორიგინალი ინგლსურად უნდა იყოს და სეიძლება რუსული ვერსიაც არსებობს)
  11. ოსმოსური კაშხლებიც ძალიან საინტერესო თემა, სკნადინავიაში უკვე შეიქმნა ერთი საცდელი კაშხალი როგორც ვიცი ოსმოსი – მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ნაწილობრივგამტარი მემბრანით (ანუ მემბრანით, რომელიც ატარებს სითხის მოლეკულებს და არ ატარებს მასში გახსნილი ნივთიერების მოლეკულებს) გაყოფილი სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს შორის სითხის მოძრაობაში. სითხე ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან მეტად კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის. ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება. ერთი და იმავე კონცენტრაციის ხსნარებს იზოტონური ხსნარები ეწოდება. ოსმოსის შედეგად წარმოიქმნება ოსმოსური წნევა.
  12. hamurabi რამ შეგაწუხათ პატივცემულო? "ტოპკები" არ "გევასებათ " "პინგ-პონგში"
  13. 1. ეგ უფასო არა 2.ტერიტორიებში შეზღუდული ხარ 3. 1,5 მილიარდი ადამიანი შიმსილობს დღეს დედამიწაზე, ამას კიდევ ერთი ამდენი უნდა დაემატოე? 4. მონოკულტურები მიწას ფიტავენ, ხოლო სასუქად ფოსფორი გამოიყენება, რომელის მარაგი ნელნელა გველევა დედამიწაზე ერთი ჰესი რამდენს გამიუმშავებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ დახარჯული და მიღებული ენერგიების ბალანსი
  14. როგორც რუსები იტყვიან: ნაშა პესნია ხარაშა, ნაცინაეტ სნაჩალა არცერთის(ან ეხლა არ მახსენდება), მაგრამ არც აკრძალვას ვითხოვ!
  15. კიდევ ერთხელ გიმეორებ შენ ისეთი დემოკრატი და ლიბერალი ხარ, როგორც მე კოსმონავტი კიდევ გაგიმეორებ ტუტუ ამოგედბული "ტასაობა" ყველა ქვეყანაში ისჯება.
  16. პრობლემაც მაგაშია რომ თავადა იტოვებ პარადების უფლებას, ხოლო სხვებს უკრძალავ მე არც "ტრაკშიშველების" და არც "წვერებიანის" პარადები მევასება, მაგრამ თვალის არიდების ნიჭიც და თავები რომ არ დავუმტვრიო იმის შეგნებას მაქვს
  17. განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენება ადგილობრივი ენერგო მომარაგებისათვის პროექტის მიზანს წარმოადგენს მოხსნას ის ძირითადი ბარიერები რომელნიც ადგილობრივ ენერგო მომარაგებაში თვითგანახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებას აბრკოლებენ. პროექტის ამოცანებია: 1. შეამციროს იურიდიული და მარეგულირებელი ბერიერები: ა) მხარი დაუჭიროს თვითგანახლებადი ენერგიის მწარმოებლებს თავისუფლად აწარმოონ პროდუქცია, ბ) ხელი შეუწოს შესაბამისი გადასახადების აკრეფასა და გაკონტროლებას, და გ) წაახალისოს ინვესტირება ამ სფეროში. 2. ხელი შეუწყოს თვითგანახლებადი ენერგო რესურსებისათვის საპილოტო საკრედიტო ხაზის შემოღებას. 3. მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას და გაზარდოს ქმედითუნარიანობა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისათვის. პროექტი ხელს უწყობს გეოთერმული რესურსების გამოყენებას ცხელი წყლით მომარაგებისა და გათბობისათვის. აგრეთვე ჰიდროენერგიის გამოყენებას ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოებაში. პროექტის განხორციელება ორ ძირითად კომპონენტს ეყრდნობა. პირველი კომპონენტი ტექნიკურ დახმარებას მოიცავს და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ იმართება. მეორე, ფინანსური კომპონენტის მართვას გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ახორციელებს. პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს. ორივე სამინისტრო პროექტის დონორებთან ერთად ქმნის პროექტის მმართველ კომიტეტს. პროექტის მისამართი გულუას ქ. #6 თბილისი 0114 საქართველო საკონტაქტო პირი პაატა ჯანელიძე პროექტის მენეჯერი paata.janelidzde@undp.org.ge საკონტაქტო პირი UNDP-ში მარიამ შოთაძე პროგრამის ანალიტიკოსი mariam.shotadze@undp.org http://undp.org.ge/new/index.php?lang_id=GEO&sec_id=40&pr_id=81
  18. ამ წინადადებაში მოდიხარ უკვე წინააღმდეგობაში არაფერს ვამბოობა ამაზე რადგან სენთვის პარადი ტუტუ ამოღებულ სირბლის ნიშნავს და ამის შემდეგ დემოკრატობაზე საუბრობა
  19. ქარისა და მზის ენერგია 235 ევროდ საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენების პოტენციალი დაახლოებით 5 მლრდ.კვტ. საათს შეადგენს. თინა შავაძე 24 საათი 17.03.10 საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენების პოტენციალი დაახლოებით 5 მლრდ.კვტ. საათს შეადგენს. ენერგოავტობუსის პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურის მიხედვით, ქარის პერსპექტიული სადგურები შესაძლებელია ფოთში, ქუთაისში, მთა საბუეთზე, გორი-ხაშურის მონაკვეთზე, ფარავანზე, სამგორში, რუსთავში და ჭოროხის მიდამოებში დამონტაჟდეს. ამ პოტენციალის გამოყენება დღემდე არ ხდება. ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მცირე (100-4000ვტ.) დანადგარი მუშაობს. ქარის ენერგიას უხსოვარი დროიდან წყლის სატუმბად იყენებდნენ. რამდენიმე ქვეყანაში Dდღემდე იყენებენ წყალსაქაჩ აპარატებს, რომელსაც გვირილას უწოდებენ. ამ მოწყობილობის გარდა, არსებობს დანადგარები, რომლებიც მზის, გეოთერმული, ბიო და სხვა განახლებადი ენერგიის მოხმარებისთვის გამოიყენება. თუმცა იმპორტირებული გვირილა, მზის წყალგამაცხელებელი, მზის ელექტროსადგური საქართველოში საკმაოდ ძვირად იყიდება, რაც განახლებადი ენერგიის ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ დეკანოიძის განცხადებით, სათანადო საკანონმდებლო მხარდაჭერის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებაში გამოიხატება, აღნიშნული მოწყობილობა შემცირებული საბაჟო ტარიფებით შემოვა ქვეყანაში და ტექნიკური დანადგარები როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პარლამენტის კომიტეტებში გამართულ სხდომებზე პრეზიდენტის ინიციატივით წარმოდგენილი ხელშეკრულების "განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) სტატუსის" რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს. რას ისახავს მიზნად აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება? ცნობილია, რომ ბონში, 2009 წლის 26 იანვარს განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დაფუძნდა. დამფუძნებელ კონფერენციაზე მიწვეულმა 72 ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, იტალიამ, ჩინეთმა, ლატვიამ და საქართველომაც განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტატუსს ხელი მოაწერა. მოგვიანებით, გასული წლის ივნისიდან, ქვეყნის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ "განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში" (IRENA) საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა დაიწყო. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე ალექსი მაჭავარიანი ოფიციალურ დასკვნით წერილში ამბობს, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, ამიტომაც სააგენტოში გაწევრიანება ქვეყნის განახლებადი ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. სააგენტოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს ფინანსური ვალდებულება წარმოექმნება. კერძოდ, სააგენტოს წესდების XII მუხლის თანახმად, სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა სააგენტოს ბიუჯეტში სავალდებულო შენატანები უნდა შეიტანონ. ამიტომაც იუსტიციის სამინისტრო შენატანის ოდენობის განსაზღვრას ითხოვდა. გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის - ლევან დუჩიძის მიერ 2009 წლის 24 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: "გაცნობებთ, რომ სააგენტოს ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის, ბ-ნ მუჰსინ ალ ხალსანის ინფორმაციით, საქართველოს შენატანი 2009 წელს 235 ევროს შეადგენს." პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების 23 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, "რომ საქართველოს წევრობის შენატანი მომავალ წლებშიც 235 ევრო იქნება და ის ქვეყანას დიდ ფინანსურ ვალდებულებად არ დააწვება. რადგანაც ეს ერთი შეხედვით შემაფერხებელი გარემოება დღის წესრიგიდან მოიხსნა, ვფიქრობ, პარლამენტი წარმოდგენილი ხელშეკრულების "განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) სტატუსი" რატიფიცირებას მოახდენს." მომავალში რა სარგებელს მიიღებენ IRENA-ას წევრები? წარმოდგენილ დოკუმენტში სარგებლის დიდი ჩამონათვალი, თუმცა საქართველოსთვის საყურადღებოა დახმარება განახლებადი ენერგიის არსებული პრაქტიკის (საინვესტიციო პროექტების, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების, ინტეგრირებული სისტემებისა და აღჭურვილობის) დანერგვის თვალსაზრისით. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/business/2010-03-17/4393.html
×
×
  • შექმენი...