irene რომელ პოლიტიკურ ამბიციებზეა საუბარი, მასეთი მსჯელობა რაზეც ააგორეს ეს ბინძური პიარი, ნებისმიერ ოჯახში მიმდინარეობს. იქნებ ტყუილი თქვა რომ ამ მთავრობასთან რუსეთი არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავა, ან ის ხომ არ არის ტყუილი რომ აგვისტოს ომი ს დროს მხედართმთავარი ასე არ უნდა იქცეოდეს??? ისტორიას გადავხედოთ ჯობია სადაც ნათლად ჩანს როგორ იქცეოდნენ მხედართმთავრები და როგორ სწირავდნენ საკუთარ თავს და ოჯახებს საქართველოსთვის. ასე უსირცხვილოდ, ამდენი სტუმრისა და ტელევიზიების წინაშე როგორ უნდა დაიმცირო ადამიანმა თავი? სულ რომ თავში დაცემოდა ბომბი ეგ არ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ რათ გინდა არც თავმოყვარეობა აქვთ და არც ვაჟკაცობა იმისა რომ აღიარონ თავისი შეცდომები. კალაძემ აღიარა და ბოდიშიც მოუხადა საქართველოს იმ შეცდომისთვის რასაც ლამისაა გადააყოლონ. ვინმეს აინტერესებს რა მიზანს ემსახურება ასეთი სიუჟეტების დაგეგმვდა და ეთერში გაშვება... მე პირადა მოუსმინე იმ სატელეფონი ინტერვიუს და იქ პოლიტიკური ამბიციის ნატამალი ვერ დავინახე, ეს იყო უბრალოს ადამინის პირადი აზრი. "ჟურნალისმმა" კითხა და მანაც უპასუხა, აბა რა ეთქვა, არ ეპასუხა თუ უკომენტაროდ დაეტოვებინა. რაც შეეხება კარგ საქმეებს ეგ მართლა არ არის საკმარისი პოლიტიკური ამბიციისთვის. პოლიტიკოსი პირველ რიგში საღად მოაზროვნე, განათლებული, პატრიოტი და დიპლომატიური თვისებების მატარაბელი უნდა იყოს. მაგრამ საქართველოში პოლიტიკოსად თვლიან იმას ვინც ხშირად გამოდის ტელევიზიით და თავის "ბრძნულ" აზრებს გვახვევს.