planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/levan_vefxvadze2.jpgსტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის თანხის 10 ათას ლარამდე გაზრდას “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ითხოვს. როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ზარალი, რომელიც კახეთში მოსახლეობას მიადგა, არაფრით განსხვავდება იმ ზარალისგან, რომელიც გორში დაზარალებულ მოსახლეობას 2008 წლის ომის შედეგად მიადგა. “საცხოვრებელი სახლები რიგ შემთხვევებში, მთლიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ხელისუფლების მიერ მოსახლეობისათვის შეთავაზებული 1500 ლარი გლეხების იმ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რის წინაშეც დღეს ისინი აღმოჩდნენ, ვერ აანაზღაურებს. ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს პერპექტივა უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოსავალი მიიღონ, სამარცხვინოა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთჯერადი 1500 ლარიანი კონპენსაციის მიცემა, მაშინ, როდესაც ზარალი ბევრად უფრო დიდია. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მიმდინარე მოვლენების მიმართ არაადეკვატურია და დაზარალებული მოსახლეობის სრულყოფილ დახმარებას ვერ უზრუნველყოფს”, – განაცხადა ვეფხვაძემ. opinion.ge View the full article
-
გთავაზობთ ახალ ფილმს ცეკვებზე Battle of the Year: The Dream Team, რომელიც გამოვა 2013 წლის 23 იანვარს. ფილმში მონაწილეობენ: ჯოშ ჰოლოუეი (Josh Holloway), რომელიც მონაწილეობდა სატელევიზიო შოუში დაკარგულები (Lost), კრის ბრაუნი (Chris Brown) და სხვები. პირველი ოფიციალური ტრეილერი The post Battle of the Year: The Dream Team – პირველი ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bizina9-300x189.jpgსაქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს რამადანის დღესასწაულის დაწყებას პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ულოცავს და განცხადებას აქვეყნებს. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ “ვულოცავთ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმებს მუსლიმური სამყაროსთვის ყველაზე წმინდა დღესასწაულის – რამადანის დაწყებას. საქართველოში რელიგიურ ტრადიციებს დიდ პატივს სცემენ. დასაფასებელია ის დამოკიდებულება, რაც ჩვენს მრავალეთნიკურ მოსახლეობას ერთმანეთის მრწამსის მიმართ გააჩნია. სულით და გულით ვუერთდებით იმ სადღესასწაულო განწყობას, რომელიც ყოველი მუსლიმის გულში სუფევს. ვისურვებთ, რომ რამადანის დასრულების შემდეგ, თითოეულის ოჯახი უფრო გაძლიერებული, კეთილდღეობითა და ბარაქით სავსე იყოს” opinion.ge View the full article
-
Как уже сообщала «Русская Германия», каннибалы Папуа-Новой Гвинеи сорвали выборы, съев нескольких агитаторов от оппозиции. Электорат, перепугавшись той же участи, на избирательные участки не пошел. Власти Папуа-Новой Гвинеи предали гласности новые подробности преступлений, совершенных местными каннибалами. View the full article
-
##image#10092#2#ჩინეთის ყველზე ავტორიტეტული ლექსიკონების ახალი გამოცემა უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს. სიტყვა “tongzhi”, რომლის პირველადი მნიშვნელობა არის „ამხანაგი“, ჩინეთში ფართოდ გამოიყენება, როგორც ჰომოსექსუალის აღმნიშვნელი და არც არაკორექტულად ითვლება. კრიტიკა ლექსიკონში ამ განსაზღვრების გამოტოვებამ გამოიწვია. თანამედროვე ჩინური ლექსიკონის ახალი, მეექვსე გამოცემა 69 ათას სიტყვას, 13 ათას ჩინურ სიმბოლოს და სამი ათასზე მეტ ფრაზას მოიცავს. მასში შესულია სხვადასხვა ინტერნეტ-სლენგები და არც თუ ჩინური გამონათქვამებიც. მიუხედავად ამისა, “tongzhi” მათ შორის ვერ მოხვდა. ლინგვისტმა იანგ ლანშენმა, რომელიც ლექსიკონზე მუშაობდა, ჩინურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ვიცოდით სიტყვის ეს მნიშვნელობა, მაგრამ მისი ჩართვა არ შეგვეძლო. შეგიძლიათ, სურვილისამებრ გამოიყენოთ ის, მაგრამ ჩვენ მას არ ჩავსვამთ სტანდარტულ ლექსიკონში, რადგან არ გვსურს, ასეთ რამეებს ხელი შევუწყოთ, არ გვინდა, მათზე ყურადღება გავამახვილოთ“. 1997 წლამდე ჩინეთში ჰომოსექსუალობა არალეგალური იყო და მენტალურ დაავადებად მიიჩნეოდა. უფლებადამცველების თქმით, “tongzhi”-ის გამოტოვება იმის ნიშანია, რომ ჩინურ მორალს მას შემდეგ დიდი ძვრები არ განუცდია. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/559184_448191001877953_1594887480_n-300x199.jpgკახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ დღეს კახეთში გამართული სამთავრობო შტაბის საგანგებო სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უძღვებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ სტიქიის ზონაში იმყოფება და სოფლებში მოსახლეობას ხვდება. სასურსათო პაკეტში, რომელიც დაზარალებულებს დაურიგდებათ, შაქარი, ფქვილი და ზეთი შედის. თელავში წყლის მიწოდება აღდგენილია, ასევე მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენა. ამასთან ამ საღამოდან და ხვალ დილიდან დაიწყება ყველა სოფელში ფქვილის, შაქრისა და ზეთის დარიგება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/20120313224345deni-300x224.jpgთბილისისთვის და ქვეყნის სხვა ტერიტორიისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო დასავლეთ საქართველოსა და თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა ენგურჰესზე მიმდინარე გადართვებმა გამოიწვია. ენგურჰესზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს, სპეციალისტები ამ დრომდე მიზეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ. დღეს დილიდან თბილისს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, დღეს დილიდან თბილისში შუქი რამდენიმეჯერ გაითიშა, შემდეგ კი ელ.ენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა. ამის გამო შეფერხდა მეტროპოლიტენის მუშაობა. ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. იხილეთ epn.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tina-xidasheli1-300x243.pngროგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას განაცხადა, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმიდან 10 მლნ ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადარიცხა. ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილს სტიქიის დაზარალებლთათვის პირდაპირი გზით დახმარების გაწევა ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაეთვლებოდა და ამიტომ ამ ფორმით თანხების გამოყოფა საუკეთესო გამოსავალია. “თანხა უკვე გადაირიცხა, თუმცა ჯერ არ ვიცით ჩაირიცხა თუ არა დანიშნულების ადგილზე. ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ბოლომდე დაფაროს ის დანაკარგი, რომელიც მოსახლეობამ მიიღო. როცა ივანიშვილმა მოისმინა, რომ მოსახლეობას ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1500 ლარს გადასცემდნენ, მაშინვე დაიწყო ფიქრი იმ ფორმის ძებნაზე, რომლის მეშვეობითაც ის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას შეძლებდა. ჩვენი აქტივისტები ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლებენ იმას, რომ ივანიშვილის მიერ გაწეული დახმარება ყველა ოჯახში მივიდეს”, – განაცხადა ხიდაშელმა. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61404.jpg სტიქიის შედეგების სალიკვიდაცოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის დავალებით, მთავრობამ სპეციალური გეგმა შეიმუშავა. საკომპენსაციო ღონისძიებები საზოგადოებას ვანო მერბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე წარუდგინა. გეგმა ხუთი პუნქტისგან შედგება. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად დაზინებული სახურავების აღდგენას 2. იმ ოჯახებს, ვისაც მოსავალი და ნარგავები გაუნადგურდათ სახელმწიფო შხამქიმიკატებსა და საწვავს გადასცემს. 3. დაზარალებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტიც გადაეცემათ. 4. იმ გლეხებს, რომლებსაც ნაკვეთები სრულად გაუნდგურდათ, სახელწიფო კომპენსაციის სახით 1,300-დან 1,500 ლარადე გადაუხდის. მათ ვისაც ნაკვეთები 70–80 პროცენტით დაუზიანდათ 800–900 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო 50 პროცენტამდე ზარალის შემთხვევაში კომპენსაცია 300–დან 500 ლარია. 5. მათ, ვისაც სასოფლო სამეურნეო კრედიტები ჰქონდათ, გადახდები ერთი წლით გადაუვადდებათ, პროცენტს კი სახელწიფო დაფარავს. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/vanichka9-233x300.jpg როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, სტიქიით დაზარალებულები სამ კატეგორიად დაიყოფიან. მერაბიშვილის განმარტებით, დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც მოსავლის 100 პროცენტი დაკარგა და მათ 1300-დან 1500 ლარამდე გადაეცემათ, მეორე კატეგორიაში ისინი მოხვდებიან, ვინც მოსავლის 70 პროცენტი დაკარგა და 800-დან 900 ლარამდე მიიღებენ. ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა მოსავლის 50 პროცენტიც სტიქიამ იმსხვერპლა, 300-დან 500 ლარამდე მიიღებენ. დაზარალებულებს ურიგდებათ სასურსათო პაკეტი(საწვავი, ფქვილი, ზეთი), სამშენებლო მასალები, საწვავი და შხამ-ქიმიკატები. opinion.ge View the full article
-
ხასავიურთის რაიონის სოფელ ბაირამის მეჩეთიდან გატაცებული ახალგაზრდების მშობლები აცხადებენ, რომ თუ მათ შვილებს 21 ივლისისთვის არ გაათავისუფლებენ, მოაწყობენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას.21 წლის ანვარ გუსეინოვი და 29 წლის მუხამედ სულაევი სოფლის მეჩეთიდან საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ მანქანებით გაიტაცა ათამდე შეიარაღებულმა ნიღბიანმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა. პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გატაცებულების ახლობლებს უპასუხეს, რომ მათ არაფერი იციან აღნიშნული ინციდენტის შესახებ.პ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Комитет гражданских инициатив Алексея Кудрина совместно с фондом «Индем» работает над концепцией по коренному реформированию полиции. Георгий Сатаров: «Одна из проблем, связанная с реформированием МВД, заключается в том, что этим процессом занимается само МВД. А подоплека, конечно, в конфликте интересов. Им хочется быть монополистами в этой сфере». View the full article
-
19 ივლისს საზოგადოებრივი ორგანიზაცია «ადიღე ხასეს _ ჩერქეზეთის პარლამენტის» ხელმძღვანელობამ მიმართვა გაუგზავნა ადიღეს რესპუბლიკის მეთაურს ასლან თხაკუშინოვს, რათა მან მიიღოს ზომები, რომ ადიღეს რესპუბლიკა შეტანილ იქნას იმ ტერიტორიების ჩამონათვალში, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე უფლება ენიჭებათ მონაწილეობა მიიღონ სირიელი ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად.რესპუბლიკის მეთაურის სახელზე მორიგი მიმართვის გაგზავნის საფუძველი გახდა სირიაში ვითარების უკიდურესი გამწვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61402.jpg რამდენიმე წუთის წინ კახეთში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უძღვებოდა. პრეზიდენტი კი რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კახეთში იმყოფება და სოფლებში მოსახლეობას ხვდება. მიხეილ სააკაშვილს სტიქიის პირველივე დღიდან არ დაუტოვებია დაზარალებული რეგიონი. მთავრობის ყველა წევრი ბოლო სამი დღის განმავლობაში კახეთშია და ჩართულია საგანგებო შტაბის მუშაობაში. View the full article
-
ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმიდან 10 მილიონი ლარი სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადარიცხა – ეს ინფორმაცია კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გუშინ, 20 ივლისს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გააჟღერა. მისი თქმით, შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. გუშინვე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისთვის უცნობია, ივანიშვილის სურვილი დაზარალებულების დახმარებაა თუ პოლიტიკური სპეკულაცია. მისი თქმით, ყველას, მათ შორის მილიარდელ ადამიანებს, შეიძლება გაუჩნდეთ ქველმოქმედების სურვილი: “არსებობს სამთავრობო შტაბი, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით არის შექმნილი და ივანიშვილს შეუძლია მათ დაელაპარაკოს … ჯარიმები ჯარიმებია, კანონის დარღვევით რაც ეკისრება ადამიანს და ქველმოქმედება კი ქველმოქმედებაა” – აღნიშნა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სურს, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 10 მილიონი ლარი ჩარიცხოს ანგარიშზე, რომელიც სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმისთვისაა განკუთვნილი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/get_img1-300x209.jpgძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო თიანეთის რაიონში 1000 ოჯახი დაზარალდა. ქარმა სახურავი 15 სახლს გადახადა. „თიანეთის რაიონში მცხოვრებ 1000 ოჯახს სტიქიამ მოსავალი გაუნადაგურა. წინასწარი მონაცემებით, დასეტყვილია 140 ჰა სასოფლო–სამეურნეო სავარგული. განადგურებულია მოსავლის 90%. დაზიანებულია 15 სახლი. შექმნილია სპეციალურ კომისია. სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ხვალ დადგინდება,“ – განუცხადა მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს თიანეთის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა. სეტყვამ და გრიგალმა განსაკუთრებით თიანეთის რაიონის სოფლები – ნაქალაქარი, ნადოკრა, სიმონიანთხევი, ღელულები და გორანა დააზარალა. დაწყვეტილია ელექტროენერგიის სადენები და დამტვრეულია საყრდენი ბოძები. ძლიერმა ქარმა კაკლის ხეები ძირიანად მოგლიჯა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ნადოკრასა და გორანასთან დამაკავშირებელი ბოგირები დაანგრია. ბოგირების აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რის გამოც მოსახლეობა ისევ შემოვლითი გზებით სარგებლობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/mtavarrrrrr1-300x225.jpgგრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთის რეგიონში 38 სოფელი დაზარალდა, მოსავალი 20 ათას ოჯახს გაუნადგურდა, 2133 სახლს სახურავი გადახდილი აქვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს. გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის თქმით, 1 400–მდე სახლს სახურავი გადახდილი აქვს თელავის რაიონში, 600–მდე სახლს გურჯაანის რაიონში. სახურავის გარეშე დარჩა 52 საერთო საცხოვრებელი, 50 თელავში, 2 კი წნორში. სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონში დაზარალებულია სოფლები ხორხელი, ალავერდი, კოღოთო, ოჟიო, ქისტაური; ლაგოდეხის რაიონში – ლელიანი, აფენი, არეშფერანი, გიორგეთი, კაბალი; ყვარლის რაიონში – ახალსოფელი, ბალღოჯიანი, გავაზი, ჭიკაანი, კუჭატანი, სანავარდო; თელავის რაიონში – თელავი, კურდღელაური, კონდოლი, ვანთა, კისისხევი, ხოდაშენი, ბუშეტი, წინანდალი, აკურა, შალაური, ნასამხრალი, ვარდისუბანი; გურჯაანის რაიონში – ქალაქი გურჯაანი, სოფელი გურჯაანი, შაშიანი, მუკუზანი, ველისციხე, ძირკოკი, კალაური, ვაზისუბანი, ვაჩნაძიანი, ახაშენი. სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/35572deni-300x222.jpgდღეს დილიდან თბილისს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დღეს დილიდან თბილისში შუქი რამდენიმეჯერ გაითიშა, შემდეგ კი ელ.ენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა. ამის გამო შეფერხდა მეტროპოლიტენის მუშაობა. ამ დროისთვის ელქტროენერგია მთელ ქალაქს შეუზღუდავად მიეწოდება. თუმცა რჩება რიგი რაიონების რომელსაც შუქი ამ დრომდე არ აქვს. იხილეთ epn.ge
-
В марте Герман Горбунцов получил шесть пулевых ранений, но, к счастью, остался жив. Разыскиваются двое неизвестных, которых видели до и после покушения на станции лондонского метро Canary Wharf station – один прятал лицо под капюшоном, а второй был одет в кожаную куртку. Оружие, пистолет Макарова 9-калибра, по заявлению полиции, в Британии почти не известно и используется крайне редко. View the full article
-
Многие считают, что доводящая до изнеможения жара обычно еще и толкает нас в объятия других. Неужели высокая температура на самом деле способствует повышению сексуальной активности? Это когда как. Наиболее достоверным показателем степени сексуальной активности является сезонный уровень рождаемости. Как оказалось, эти цифры зависят от того места на планете, в котором вы живете. View the full article
-
Известная российская правозащитница Людмила Алексеева отметила свой 85-летний юбилей. Более 50 лет из них она посвятила правозащитной деятельности. Алексеева стояла у истоков общественной неправительственной правозащитной организации Московская Хельсинкская группа, пережила вынужденную эмиграцию, вернулась в Россию, где продолжила работу по созданию правового демократического государства. View the full article