planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რაღათქმაუნდა ტურის ცენტრალური შეხვედრა დიდი ლონდონური დერბი... იხილეთ fanebi.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/dakaveba131-150x130.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე მიხეილ მკრტიჩიანი დააკავეს. ეჭვმიტანილმა 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში არაერთხელ გაქურდა მეზობლის, მაია ევგენიძის ბინა. მკრტიჩიანის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ორმოცდაერთი ერთეული სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს აღირებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე და 231-ე მუხლებით მუხლით მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
-
ქ.გროზნოს მერიის სპეციალურმა საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა 5 ოქტომბრისთვის ჩეჩნეთში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების სია და თანმიმდევრობა.ამ დღეს რესპუბლიკა აღნიშნავს რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს: ქ.გროზნოს დღეს, მასწავლებლის დღეს, ჩეჩენი ახალგაზრდობის დღეს და ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაბადების 34-ე წლისთავს.ამ თარიღის აღსანიშნავად ქ.გროზნოში რეკონსტრუქციის შემდეგ იხსნება რამდენიმე ახალი ქუჩა და მოედანი.მოსკოვიდან და მეზობელი რესპუბლიკებიდან ქ.გროზნოში ჩამოდია... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ქ.გროზნოს მერიის სპეციალურმა საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაქვეყნა 5 დეკემბრისთვის ჩეჩნეთში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების სია და თანმიმდევრობა.ამ დღეს რესპუბლიკა აღნიშნავს რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს: ქ.გროზნოს დღეს, მასწავლებლის დღეს, ჩეჩენი ახალგაზრდობის დღეს და ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაბადების 34-ე წლისთავს.ამ თარიღის აღსანიშნავად ქ.გროზნოში რეკონსტრუქციის შემდეგ იხსნება რამდენიმე ახალი ქუჩა და მოედანი.მოსკოვიდან და მეზობელი რესპუბლიკებიდან ქ.გროზნოში ჩამოდია... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მაჰაჩკალაში 2 ოქტომბერს დილით დაიწყო ორი სპეციალური ოპერაცია. ძალოვნებმა ბლოკირება გაუკეთეს გამიდოვის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიან სახლს, სადაც უკვე მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება. ძალოვნები ენგელსის ქუჩაზე ამოწმებენ კიდევ ერთ სახლს, ბოევიკების იქ შესაძლო აღმოჩენის მიზნით.მსხვეერპლისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გაზეთ «კომერსანტისთვის» მიცემულ ინტერვიუში ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაურმა არსენ კანოკოვმა გამორიცხა ყოველგვარი კომპრომისი შეიარაღებული იატაკქვეშეთის წარმომადგენლებთან.ყაბარდო-ბალყარეთში მიმდინარე წლის განმავლობაში მოკლულია 24 ბოევიკი. მათთან ბრძოლას შეეწირა 32 მილიციელი და დაიჭრა 50. რადიკალიზაციით ყველაზე გამორჩეულ ადგილად მან დაასახელა ელბრუსის რაიონი, სადაც მიმდინარე წლის ივლისში ბოევიკებმა ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.მიმდინარეობს ბოევიკების ფიზიკური და სულიერი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
1 ოქტომბერს ყაბარდო-ბალყარეთში, ელბრუსის რაიონის სოფელ კენდელენში ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოკლეს ქ.ტირნიაუზის შემსალაროს ბანკის დირექტორი, რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი 40 წლის ახმატ დოტტუევი. მკლელობა მოხდა დღისით, როცა მშობლიურ სოფელში ჩასული ბანკირი თავის თანასოფლელებს ესაუბრებოდა. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების ფორმაში ჩაცმულმა პირებმა შებოჭეს ა.დატტუევთან მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცი, თვითონ ა.დატტუევი გაიყვანეს გვერდით და დახვრიტეს.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
პრემიერ ლიგაში მეშვიდე ტურის შვიდი მატჩი გაიმართა და ერთობ საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა მარკ ჰიუზის "ფულჰემმა", თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შვიდი მატჩიდან ჰიუზის გუნდმა 6 ფრე ითამაშა. შესანიშნავად ასპარეზობს სტივ ბრიუსის "სანდერლენდიც", რომელსაც არ გაუმართლა, თორემ საკუთარ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებდა. ლივერპულის "ევერტონმა" კი მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. იხილეთ fanebi.com
-
2011-13 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოსთვის 30 მილიონ 86 ათას ევროს გამოყოფს. მხოლოდ 2011 წლისთვის “ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” ფარგლებში განსაზღვრული თანხა 7 მილიონ 73 ათასი ევროა. დღეს გიორგი ბარამიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა “ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ვიცე პრემიერ მინისტრმა და პერ ეკლუნდმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ითქვა, რომ გარდა დასახელებული თანხისა, არ არის გამორიცხული კიდევ გამოიყოს დამატებითი თანხები. “ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის” ფარგლებში, განხორციელდება საქართველოს ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების, ასევე ვიზების ლიბერაზაციის კუთხითთ მიმდინარე მოლაპარაკებებთან. გამოყოფილი ბიუჯეტით, პროგრამა TWINNINGN-ის დაფინანსება,-ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების დაძმობილების და ტექნიკური დახმარების. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ოთარ ჭილაძის უბის წიგნაკის ჩანაწერები წიგნად გამოიცა. “ცა მიწიდან იწყება” - ოთარ ჭილაძის ახალ წიგნს მისი მკითხველი დღეს გაიცნობს, კაფე ქარავანში, სადაც პრეზენტაციას გამომცემლობა “ინტელექტი” გამართავს. "ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც საუკუნეთა მიღმა. ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ. ვიღაცამ. სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ(შეიძლება დამფასებელმაც).ჩემს საფლავს ჩასძახოს:იძინე მშვიდად.ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია! ოთარ ჭილაძე!" მწერლის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, მისი მეორე წიგნი გამოდის. “ცა მიწიდან იწყება” ავტობიოგრაფიულია. კრებული მწერლის ძმამ თამაზ ჭილაძემ, შეადგინა და წინასიტყვაობაც მანვე დაურთო. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები. ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები, “წათეს წითელი წაღები” რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ, რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა. გარდა რომანებისა "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" , "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" "რკინის თეატრი" და სხვა. მწერალს ათამდე პოეტური კრებული აქვს გამოცემული. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01696/roy_hodgson2_1696633c.jpg ლივერპულის თავკაცის აზრით,”მერსისაიდული გუნდი’‘ კმაყოფილი უნდა იყოს მატჩის შედეგით ურტრეხტის წინაღმდეგ რომელიც დასრულდა უგოლო ფრით. მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა ისეთი მომენტები, რომლებიც შეიძლებოდა გოლადაც ქცეულიყო, თუმცა პეპე რეინას და მეირელეშის წყალობით, რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი ხოლო პეპეს როგორც ყოელთვის კარგი თამაშით არ მიეცა შანსი ტონა დიუ შატინის ფეხბურთელებს წინ გასვლის და სამი ქულის მოპოვების.გუშინდელი წარუმატებული მატჩის შემდეგ ”ლივერპული” მაინც პირველ ადგილზეა ”კ” ჯგუფში და ორ ქულით უსწრებს ურტრეხტსა და ნაპოლის, რომელმაც გუშინდელი შეხვედრა სტაუსთან ისევ ფრედ დაამთავრა. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ მატჩი იქნებოდა ასეთი რთული ლივერპულისთვის, გუნდი კარგ ფორმაშია და კარგი მატჩი ჩაატარა,ის რომ ჩვენ კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები ეს შეცდომების ბრალია რომელიც დაუშვით. ჩვენ ჩვენითვე ვიქმნიდით სახიფათო მომენტებს ჩვენსავე კართან ,არ ვფიქრობ რომ შეხვედრა იყო მოსაწყენი ორივე გუნდი აქტიურად თამაშობდა მთელი მატჩი. მათი გადაცემები მათი მონდომება რეინას კარის აღების. მათ დაამტკიცეს რომ მართლაც შეუძლიათ საკუთარ ჭერ ქვეშ აჩვენონ დაუჯერებელი შედეგები.ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენები ცუდი სტარტი არ ნიშნავს იმას, რომ სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება.ტორესი ფორმაში ნელ-ნელა დგება, კიუიტმა ახლახან მოიშუშა ტრავმა და მასაც დრო ჭირდება. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg მიშა ჯინჯიხაშვილი თბილისი, საქართველო – პარასკევს, საქართველოს პარლამენტმა წინასწარი მოსმენით მოიწონა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც კრიტიკოსების თქმით ისე ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტიკურ ძალას მას შემდეგაც უხანგრძლივებს, როდესაც მისი ვადა ამოიწურება კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც სამიდან მეორე მოსმენით მიიღეს, პრეზიდენტის ძალაუფლების ხარჯზე ზრდის პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებას. სააკაშვილის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს მას მისცემს საშუალებას მბრძანებლობა 2013 წელს მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგაც განაგრძოს, რადგან პრემიერის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. ვლადიმერ პუტინმა ანალოგიური ტაქტიკა რუსეთში 2008 წელს გამოიყენა, გახდა რა ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც მისი ორი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა. სააკაშვილი უარყოფს, რომ რეფორმა მასზეა მორგებული და ამტკიცებს, რომ ის ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვისაა საჭირო. როგორც მოსალოდნელია, პარლამენტი სადაც უმრავლესობას სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილი დეპუტატები შეადგენენ, ამ თვის ბოლოს ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ცვლილებებს საბოლოოდ მოიწონებს. შარშან სააკაშვილმა კვირეების განმავლობაში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციებს გაუძლო, რომელთა მოთხოვნაც მისი გადადგომა იყო რუსეთთან კატასტროფული ომის არასწორი მართვის გამო, თუმცა დანაწევრებულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კოორდინირებული მოქმედება ვერ მოახერხეს და პროტესტი მარცხით დასრულდა. სააკაშვილმა შარშან მაისში ხელისუფლება განიმტკიცა, როდესაც მისმა მოკავშირემ დედაქალაქში მერის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო მისმა კანდიდატებმა კი ზოგადად ადგილობრივ არჩევნებში. ახალი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრს კაბინეტის წევრების დაკომპლექტების და პოლიტიკის განსაზღვრის უფლებას აძლევს, პრეზიდენტს კი უფრო სიმბოლურ ფიგურად აქცევს. „სააკაშვილს სჭირდება ხელისუფლებაში დარჩენა, რადგან მან იცის, რომ ნებისმიერი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება (ომზე) მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს“ – განაცხადა ახლახანს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ – „მას სურს ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელისუფლებაში მისი დარჩენის გარანტიებს შექმნის“. ცვლილებებზე საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ახლახანს ჩატარებული კვლევების თანახმად, რესპოდენტების 26% მხარს უჭერს სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას, 32% – წინააღმდეგია; 16% – ინდეფერენტულია, დანარჩენს კი არ გადაუწყვეტია. ეროვნული დემოკრატიურლი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების ცდომილება პლიუს-მინუს 3%-ია. ორიგინალი ორიგინალი
-
უცხოელი ექსპერტები, 1999 წელს, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას 12-დან 20-მდე უმცირესობის ენის აღიარებას სთავაზობენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ უთხრა, რომელიც 1999 წლიდან მოყოლებული დღემდე მუშაობს “ენის ქარტიაზე“. მას ამ თემასთან დაკავშირებით 3 წიგნი და რამდენიმე სტატია აქვს გამოქვეყნებული. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 21:50 01-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TKYfI5d40tI/AAAAAAAAEFA/BqyseJ5NwCk/s200/svani.gifთბილისში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ევროსაბჭოში არსებული “რეგიონული ან უმცირესობის ენების ევროპული ქარტიის“ სამდივნოს ინიციატივით, ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანი იყო “ენის ქარტიის" პრინციპების გაცნობა ქართველი არასამთავრობოებისა და საქართველოს ხელისუფლებისათვის. ამ ღონისძიებაზეძირითადი მომხსენებელი იყვნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები, ბატონები: ჰორნი, უითლი და ვიხერკევიჩი. საქართველოს განათლების სამინისტროს თხოვნით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იმ ქართველმა ექსპერტებმაც, რომლებსაც “ენის ქარტიის“ შესახებ ნაშრომები აქვთ გამოცემული; მათ შორის ტარიელ ფუტკარაძეც იყო. ფუტკარაძის განმარტებით, როგორც წესი, “ენის ქარტიის“ რატიფიკაციის დოკუმენტს უნდა ახლდეს რეგიონული, ან უმცირესობის ენების ჩამონათვალი, “ენის ქარტიის“ ამოქმედებისას, ქარტიის შესაბამისი მუხლებისა და პუნქტების მითითებით. კონფერენციის მსვლელობის დროს, საკონფერენციო დარბაზში დარიგდა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები, რომელშიც რეგიონული, ან უმცირესობის ენათა კონკრეტული ჩამონათვალიც იყო მითითებული. ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ქართველ ექსპერტებს: ტარიელ ფუტკარაძეს, რევაზ შეროზიას, ეკა დადიანს, მერაბ გვაზავას და სხვებს, განსხვავებული პოზიცია აქვთ და შესაბამისად, კონფერენციაზე ძირითადი პოლემიკა სწორედ მათსა და უცხოელ ექსპერტებს შორის გაიმართა. ტარიელ ფუტკარაძის აზრით, უცხოელმა სპეციალისტებმა ნაკლებად იციან ჩვენი ქვეყნის ენობრივ-ეთნიკური სიტუაციის ისტორიული დინამიკა და არ ითვალისწინებენ რუსული ოკუპაციის 200-წლიან ისტორიას. 1999 წლის 27 იანვარს, ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2000 წლის 21 იანვარს ხელი მოაწერა კონვენციას “ეროვნულ უმცირესობათა შესახებ“; საქართველოს პარლამენტმა ამ საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიკაცია 2005 წელს მოახდინა. დღემდე ხელმოუწერელი და დაუდასტურებელია “ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“, რომლის შესრულების ვალდებულების აღებაც იმავე 1999 წელს მოხდა, ხოლო რატიფიცირება 2000 წელს უნდა მომხდარიყო. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის განმარტებით, საქართველოში ამ დოკუმენტის რატიფიცირება ყოვნდება “ენის ქარტიის“ წინააღმდეგობრივი, არაიშვიათად პოლიტიზებული ინტერპრეტაციების გამო; კერძოდ, “ენის ქარტიის“ კრიტერიუმების ნაირგვარი გააზრების საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობენ, “ენის ქარტიის“ ფორმატით აღიაროს თორმეტიდან ოცამდე რეგიონული ან უმცირესობის ენა. პრესა.გე–სთან საუბრისას ტარიელ ფუტკარაძე ამბობს, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილი საერთოდ არ უერთდება ქარტიას. 2010 წლის მონაცემებით, ევროსაბჭოს წევრი 48 ქვეყნიდან ოცდაოთხმა მოახდინა “რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიკაცია (სომხეთი, გერმანია, ფინეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი...); ცხრა სახელმწიფომ მხოლოდ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს (აზერბაიჯანი, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი...); თხუთმეტს კი თავისი პოზიცია საერთოდ არ ჩამოუყალიბებია (საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, ლიტვა, ესტონეთი, ბელგია, ლატვია, პორტუგალია...);. ტარიელ ფუტკარაძე: “ქვეყნები, რომლებიც “ენის ქარტიას“ მიუერთდნენ, რეგიონული ან უმცირესობის ენების სიის შედგენის მიხედვით ორ ჯგუფად შეიძლება წარმოვადგინოთ: დასავლეთევროპული და პოსტსაბჭოური.დასავლეთევროპული სახელმწიფოების (მაგალითად, ინგლისისის, ფინეთის, ესპანეთის) რატიფიკაციის დოკუმენტებს ერთვის ენათა ძალზე მცირე ჩამონათვალი; აქცენტი კეთდება ავტოქთონ ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობებზე, რომელთა დედაენა სახელმწიფო ენა არ არის და ამავე დროს გაქრობის საფრთხის ქვეშაა. პოსტსაბჭოურ სივრცეში (მაგალითად, რუმინეთში, პოლონეთში, სომხეთში) რატიფიკაციის დოკუმენტს (არაიშვიათად) ერთვის ენათა გრძელი სია და მათ შორის, არალოგიკურად ფიგურირებს რუსული ენა. ამგვარი სხვაობა ბადებს კითხვას:პოსტსაბჭოური ქვეყნების მიდგომის ჩამოყალიბებაში რაიმე როლს ხომ არ თამაშობს რუსეთის გავლენა? აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს, მსოფლიოში გაავრცელოს საქართველოს მოსახლეობის არაადეკვატური ენობრივ-ეთნიკური დახასიათება – ქართველთა ნაწილს: მეგრელებს, აჭარლებს, ლაზებს, სვანებს, მესხებს, ხევსურებს და ა.შ. არაქართულ ეთნიკურ ჯგუფებად მიიჩნევენ“. ევროსაბჭოს ექსპერტის, ბატონ ვიხერკევიჩისა და მისი ქართველი თანაავტორების მიერ, საქართველოს ხელისუფლების წინაშე წარდგენილი რეკომენდაციების თანახმად, “ენის ქარტიის“ დებულებები შემდეგ 12 ენაზე უნდა გავრცელდეს: სომხურის, აზერბაიჯანულის, რუსულის, ბერძნულის, ებრაულის, ქურთულის–იეზიდურის, უკრაინულის, ჩეჩნურის–ქისტურის, ასირიულის, ავარიულის და “უმწერლობო ენების“: მეგრულ-ლაზურისა და სვანურის მიმართ. ტარიელ ფუტკარაძე: “მრავალი ისტორიული წყარო და ამჟამინდელი მონაცემებიც ამტკიცებს, რომ მეგრელთა, სვანთა და ლაზთა მრავალსაუკუნოვანი დედაენა არის ქართული; შესაბამისად, საერთოეროვნულ ქართულ ენასთან შედარებით მეორეული ფონეტიკურ-მორფოლოგიური სხვაობების გაჩენის გამო ეს იდიომები დამოუკიდებელ ენებად ვერ მიჩნევა. ისინი საქართველოს სახელმწიფო ენის, ქართველთა დედაენის სახესხვაობებია. “ენის ქარტიის“ ამოცანაა მოცემულ სახელმწიფოში დაიცვას ისტორიული, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ავტოქთონი ეთნიკური ჯგუფების ენა, როგორც კულტურული ფენომენი. ყველა გამოკითხვისა და მონაცემის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად, აზერბაიჯანულსა და სომხურს გაქრობის საფრთხე, არც საქართველოში და არც თავიანთ სახელმწიფოებში არ ემუქრებათ, ისევე, როგორც რუსულს. გარდა ამისა, ამ ეთნიკური ჯგუფების ენობრივი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და ბევრი საერთაშორისო კონვენციით“. ევროსაბჭოს კიდევ ერთი ექსპერტი, ბატონი უითლი იმ 19 ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობას ასახელებს, რომელთაც უნდა შეეხოს “ენის ქარტია“: აფხაზური, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ოსური, კურმანჯი, უკრაინული, ჩეჩნური, ურუმ თურქული, პონტური ბერძნული, ასირიული ნეო-არამაული, ბოჰტანური ნეო-არამაული, ავარული, ბაცბური, გერმანული, პოლონური, ესტონური, ლიტვიური და ბულგარული. ტარიელ ფუტკარაძის აზრით, საქართველოსთან მიმართებით “ენის ქარტიის“ განხილვის პროცესში ორი მთავარი საკითხია საკამათო: ეთნიკურ ქართველთა ნაწილის ენობრივ–ეთნიკურ უმცირესობად მიჩნევა და ეთნიკური უმცირესობების ავტოქთონობის განსაზღვრა; “კერძოდ, ზოგი უცხოელი თუ ქართველი ექსპერტი რამდენიმე ქართველურ დიალექტს უმცირესობის ენად განიხილავს. პარალელურად, იგივე ავტორები საქართველოს ისტორიულ მოსახლეობად მიიჩნევენ რუსეთის თუ სხვა იმპერიის ოკუპაციის პირობებში დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის მიზნით ჩამოსახლებულ ეთნიკურ ჯგუფებს და მათ დედაენებს განიხილავენ “საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ეთნიკური უმცირესობების ენებად“. “ენის ქარტიის“ მესვეურების მიერ შექმნილი პრინციპების თანახმად, “ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“ უნდა გავრცელდეს იმ ავტოქთონი, ანუ ისტორიული ეთნიკური უმცირესობების ენებისა და იმ ენობრივი უმცირესობების მიმართ, რომელთა დედაენა არ არის სახელმწიფო ენა და რომლებიც დავიწყების საფრთხის ქვეშაა. ტარიელ ფუტკარაძის განმარტებით, საქართველოში ასეთი ენა არ არსებობს, მაგრამ, გარკვეული პირობითობით, ასეთ ენებად შეიძლება განვიხილოთ აფხაზური და ოსური, ვინაიდან საქართველოს გარდა აფხაზურსა და ოსურს სხვაგან არსად აქვთ გადარჩენის პერსპექტივა. პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ ევროპული “ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ“ მაღალი დონის დოკუმენტია, რომლის მიზანი კეთილშობილურია – გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი უმცირესობების ენების გადარჩენა. ქართველი მეცნიერი ფიქრობს, რომ “ენის ქარტიას“ მსოფლიოს ყველა სახელმწიფო უნდა შეუერთდეს – “ნორმალურ, არაპოლიტიზებულ სიტუაციაში “ენის ქარტია“ არავისთვისაა საშიში. საქართველოსთვის “ენის ქარტია“ საშიში მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი გარეშე ძალები ჩვენს ქვეყნას თავს მოახვევენ ამ დოკუმენტის ძირითადი პრინციპებისა და კრიტერიუმების არაადეკვატურ, სუბიექტურ კვალიფიკაციებს“. ტარიელ ფუტკარაძე დაახლოებით 10 წელია მუშაობს “ენის ქარტიის“ თემაზე და ამ დროის მანძილზე, რამდენიმე თვალსაზრისი მყარად ჩამოუყალიბდა; მაგალითად, მისი განმარტებით, საკამათო არ არის რომ: “მეგრელთა, სვანთა და ლაზთა, ასევე, ხევსურთა, ტაოელთა, აჭარელთა, მესხთა, ფშაველთა, ქართლელთა... ისტორიული დედაენა არის ქართული ენა, ხოლო მათი საშინაო მეტყველებები არის საქართველოს სახელმწიფო ენის სახესხვაობები და არა - დამოუკიდებელი ენები. საქართველოში საფრთხის ქვეშ არ არის: რუსული, აზერბაიჯანული თუ სომხური ენები; პირიქით, უფრო აქტუალურია ამ ენობრივ ჯგუფთა მიერ სახელმწიფო ენის შესწავლა და საქართველოს სახელმწიფოში მათი სრულფასოვანი ინტეგრირება. საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლება უნდა გახდეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის უპირველესი საფუძველი. საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს აფხაზურისა და ოსურის მიმართ, რამდენადაც ამ ენებს მსოფლიოში სხვაგან არსად აქვთ გადარჩენის პერსპექტივა; მაგ., ოსების ძირითად საცხოვრისში - ე.წ. ჩრდილო ოსეთში (რუსეთის ფედერაცია) - არც ერთი ოსურენოვანი სასწავლო დაწესებულება არ არის. სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა გახდეს უდიური და ასირიული ენები, რამდენადაც ამ ახალი მიგრანტების ენებს სხვაგან ნაკლებად აქვთ გადარჩენის პესპექტივა. რაც შეეხება წოვა-თუშურს, საქართველო ხელისუფლებამ საგანგებო ღონისძიებები უნდა გაატაროს, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, ასევე, ეთნიკურ ქართველთა საშინაო ზეპირი მეტყველებების (წოვა-თუშურის, სვანურის, ლაზურის, მეგრულის, ხევსურულის, რაჭულის, მთიულურ-გუდამაყრულის, ტაოურის, იმერხეულის, ლივანურის...) გადასარჩენად. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ეთნიკური უმცირესობების ენობრივი უფლებების გარდა, ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს ღირსების უპირველესი განმსაზღვრელია სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვისა და მისი დიალექტების შენარჩუნებისათვის ზრუნვის ხარისხი. კილოების ენებად გამოცხადება და მოცემული სახელმწიფოს ეროვნულ ენებთან დიასპორის ენების გათანაბრება, სახელმწიფო ენის სტატუსის დამცრობა, არის გზა ერთენოვანი კაცობრიობისკენ; ენებისა და ერების ასიმილაცია დანაშაულია კაცობრიობის წინაშე; დარწმუნებული ვარ, ქართველთა დედაენა გადარჩება და უფრო აღორძინდება. აბელისა და კაენის შემდეგ, დედამიწაზე ერთმანეთს ყველგან ებრძვის სიკეთე და ბოროტება; ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე, ოღონდ სითბოთი და სიყვარულით. მეუფე სპირიდონს (აბულაძე) დავიმოწმებ: “ის ვინც ცუდ საქმეს აკეთებს, ეშმაკს ვერ უწევს წინააღმდეგობას, ჩვენს მიერ სიკეთით და სიყვარულით ნათქვამი სიმართლე კი მოწინააღმდეგეს მიეხმარება ეშმაკთან ბრძოლაში“. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ერორი- პატიმრობის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53241.jpgციხეებში პატიმრებისათვის შინა განაწესი შეიცვალა. დღეიდან საქართველოში პატიმრობის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა. View the full article