planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.pokerpurist.com/uploadedImages/football-news/NewsImages/38_fernando_torres.jpg ლივერპულის ვიცე კაპიტანმა, ჯეიმი კარაგერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ფერნანდო ტორესის შესახებ ისაუბრა. – ” ჩვენ არ ვართ მარტო ერთი ფეხბურთელი, ჩვენ ლივერპული ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითოეული ჩვენთაგანი არ არის კლუბის იმიჯის წარმომადგენელი. ლივერპულის ისტორია გვიჩვენებს, რომ ამ კლუბს არაერთი ლეგენდარული თავდამსხმელი ჰყოლია. ამ მხრივ არც ფერნანდოა გამონაკლისი. არაფერია ასაღელვებელი… ფერნანდოს ახლა უჭირს, მაგრამ ყველაფერი დროებითია. სულ ცოტა დრო უნდა მივცეთ და ის აუცილებლად ჩადგება ჩვეულ ფორმაში – განაგრძობს სტადიონის დაპყრობას და გოლების გატანას. უბრალოდ მისი უნდა გვჯეროდეს… მე მჯერა მისი… კლუბსაც სჯერა… გულშემატკივარსაც… ეს კი მნიშვნელოვანია ფერნანდოსთვის.” წყარო: soccernet.espn.go.com View the full article
-
"ბელორუსმა რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა, ამაში ბრალი რუსეთის ხელისუფლებას მიუძღვის", _ განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე."ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგვეკეთებინა და მზად ვიყავით კიდეც, მაგრამ დასავლეთი ამისთვის ბელორუსს სანქციები დაემუქრა, რუსეთის პრეზიდენტმა კი ამ შემთხვევაში ჩვენს მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ვუთხარი მედვედევს, _ დამიჭერ მხარს? მან მიპასუხა: სიტყვა-სიტყვით გეუბნებით: "მოდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://img.thesun.co.uk/multimedia/archive/00384/sns0654gx1682_384466a.jpg ლივერპულის “უბერებელმა” ჯეიმი კარაგერმა კომენტარი გააკეთა როი ჰოჯსონის შესახებ. მისი აზრით როი არ იმსახურებს კრიტიკას. tribalfootball.com-ზე კარას საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც გულშემატკივარს მოუწოდა, შეწყვიტონ როი ჰოჯსონის კრიტიკა: –” ჩვენ მხოლოდ 6 თუ 7 თამაში გვაქვს ჩატარებული როი ჰოჯსონის ხელმძღვანელობით. რაიმე კარგ შედეგზე ლაპარაკი ნაადრევად მიმაჩნია. ხალხს ცუდი მახსოვრობა აქვს… არავის დაავიწყდეს, რომ მაშინ როდესაც რაფა ბენიტესი ან თუნდაც ჯერარდ ჰოულიერი მოვიდნენ გუნდში, მაშინაც ასეთი რთული მდგომარეობა იყო. ყველა მენეჯერს საკუარი მართვის სტილი აქვს. არ მაქვს უფლება ვინმეს მივუთითო რაიმე. ერთი რამ ცხადია, ყველა ჩვენთაგანი ცდილობს, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს.” წყარო: tribalfootball.com View the full article
-
რუსეთის მართველი პარტიის ,,ედინაია როსიას” პეტერბურგის განყოფილების წარმომადგენლებს 4 ოქტომბერს ქუთაისში დაგეგმილი აქვთ სამ მეტრზე მაღალი ჯვრის აღმართვა. ისინი აპირებენ ჯვრის დასმას იქ სადაც ადრე იდგა მეორე მსოფლლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ( თვით ძეგლი გაძრცვული იქნა ჯართად გასული საუკუნის 90-იან წლებში ). შეგახსენებთ, რომ დაღუპულთა მემორიალი აფეთქებულ იქნა 2009 წლის 19 დეკემბერს, რათა გაენთავისუფლებინათ მოედანი საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისათვის. ამ ნაბიჯმა რუსეთის ისტერი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://blog.spor90.com/wp-content/uploads/573886026-edin-dzeko.9.jpg ედინ ძეკო არის ფეხბურთელი, რომელსაც ტორესის შემცვლელად მოიაზრებდნენ ლივერპულში. თუმცა ეს ტრანსფერი მაშინ ვერ მოხერხდა. იანვრის სატრანსფერო ფანჯარა კი კიდევ ერთი შანსია, რათა “ლივერპულის აუხდენელი ოცნება” ” წითლების” მაისურით ვიხილოთ… ედინ ძეკოსთვის 3 ევროპული გრანდი იბრძოლებს: “მანჩესტერ სიტი”, გუნდი, რომელიც თავიდან კომპლექტდება, იტალიური “იუვენტუსი”, რომელსაც უკვე ჩვევად ექცა ლივერპულის ინტერესები, თავის ინტერესებად გახადოს და… ჰოჯსონის “წითელი არმია”, “ლივერპული”… 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი გახლდათ თანხა, რამაც განაპირობა გერმანიის ბუნდესლიგაში მისი თამაში. წავიდა და… ყველას აჩვენა რა შეუძლია… 100 თამაში ჩაატარა “ვორლსბურგის” მაისურით, 61 გოლი გაიტანა და… ტიტულიც მოაგებინა გუნდს… “ვორლსბურგმა” პირველ დიდ წარმატებას მიაღწია 2009 წელს, ედინ ძეკოს დამსახურება კი დიდი აღმოჩნდა. რობერტო მანჩინიმ უკვე გააკეთა კომანტარი. მთავარია 24 წლის ფეხბურთელი მის კლუბში გადავიდეს და ძირითად ნაკრებში ადგილი გარანტირებული ექნება. წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
რუსული თბომავალი, რომელიც სისტემატიურად არღვევდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შტორმმა ნაპირზე გამორიყა. სოჭის ადლერის რაიონში ხმელეთზე აღმოჩნდა სამგზავრო გემი ,,ფოტონი ”, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში რეგულულარულ რეისებს ასრულებდა 2010 წლის 17 აგვისტოდან მარშრუტზე ადლერი-გაგრა.შტორმის დროს თბომავალი იმყოფებოდა დაბა ხოსტის ტრავერსზე. ის ღუზიდან მოგლიჯა და გამოაგდო პანსიონატ ,,ავტომობილისტის” პლაჟზე. ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია მოახდინეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსულმა მედია-საშუალებებმა გუშინ სამართალდამცველი ორგანიზაციის ,,Сова”-ს მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რუსეთში ქსენოფობიისა და რადიკალური ნაციონალიზმის ნიადაგზე ყველაზე მეტი დანაშაული მის უმსხვილეს ქალაქებში- მოსკოვსა და სანქთ-პეტერბურგში ხდება.იმავე ცენტრის ცნობით, წლის დასაწყისიდან რუსეთში სულ 242 ადამიანი იქნა დაჭრილი, რომელთაგან 23 დაიღუპა. ჩადენილი ძალადობის ფაქტების მხრივ კვლავინდებურად ლიდერობს მოსკოვი მოსკოვის ოლქთან ერთად (94 დაზარალებუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/upi_logo.jpg თბილისი, საქართველო – ყოფილი საბჭოთა რუსეთის სახელმწიფო, საქართველო საბოლოოდ ნატოს წევრი გახდება, განაცხადა პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა. „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და ვაპირებთ იმის განხილვას, თუ როგორ გავაღრმავოთ ეს ურთოერთობანი“ – განაცხადა რასმუსენმა რია-ნოვოსტის რეპორტაჟში. „გადაწყვეტილება, რომელიც ბუქარესტის ნატოს სამიტზე 2008 წელს მივიღეთ ძალაში რჩება – საქართველო გახდება ნატოს წევრი“ – უთხრა რასმუსენმა საქართველოს პარლამენტს. რასმუსენი საქართველოში იყო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სააკაშვილთან ერთად მისცა, რასმუსენმა განაცხადა, რომ ის ლისაბონის ნატოს მომავალ სამიტზე ელის ნატოს პოზიციის „დადასტურებას“ საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატოში, „როგორც კი დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს“. რასმუსენს არ უთქვამს, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში. ორიგინალი ორიგინალი
-
http://images.teamtalk.com/08/11/800x600/Dirk-Kuyt-and-Steven-Gerrard-celebrate_1481415.jpg სამომავლო გეგმების და კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, liverpoolfc.tv-ს ამჯერად დირკ კუიტი ესაუბრა. – ” ამჟამად “ლივერპულს” ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ საჭიროა ყველა მომდევნო თამაში მოიგოს. ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ. ვხვდები ჩვენი გულშემატკივარი ფეხბურთელებთან ერთად იმედგაცრუებული რომ რჩება. ვარჯიშებისას თვითოეული ჩვენთაგანი ბოლომდე იხარჯება, სწორედ ამ დროს შეგიძლიათ დაინახოთ ნამდვილი, რეალური ლივერპული… ჯერ ადრეა იფიქრო რას მიაღწევს ლივერპული ამ სეზონში. მაგრამ როდესაც მისი მაისური გაცვია, მიზანი ყოველთვის ერთია – მატჩის მოგება. ვფიქრობ, ჯობია ვიყოთ ოპტიმისტები. დარჩენილი თამაშების მოგება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. გვჭირდება და მოვიგებთ კიდეც. შეუძლებელი არაფერია!..” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
იუსტიციის სამინისტროში სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრენინგი დასრულდა. ტრეინინგში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები იღებდნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სტუდენტებს სერთიფიკატები გადასცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციები სისხლის სამართლის რეფორმის ზოგადი პოლიტიკის, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სისტემების რეფორმის შესახებ ჩაუტარდათ. ტრენინგი ევროკავშირისა და “საქართველოს გაეროს ასოციაციის” მხარდაჭერით ხორციელდებოდა. სტუდენტები ტრენინგს უშუალოდ რეფორმის განმახორციელებელი პირებისგან ისმენდნენ. იხილეთ epn.ge
-
სმოლენსკთან, იმ რაიონში, სადაც აპრილში ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, პოლონელი ჟურნალისტები დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.როგორც "Gazeta.Pl" იტყობინება, ჟურნალისტებმა 8 საათი სამხედრო დაწესებულებაში გაატარეს. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ კარგად ეპყრობოდნენ, შეკითხვებს ზრდილობიანად უსვამდნენ და ამ მხრივ არანაირი პრეტენზია არა აქვთ.დაკავებულთა შორის იყვნენ ტელეარხ TVN-სა და TVP-ს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე, რადიოსადგურ RMF FM-ის ჟურნალისტები. ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/globaltimes.png რუსეთი სერიოზულად განიხილავდა რუსეთი-ნატოს სამიტის მოწვევის წინადადებას ლისაბონში 20 ნოემბერს, უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ყოველდღიურ ოფიციალურ გაზეთს „როსიისკაია გაზეტას“ პარასკევს. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა რუსეთი-ნატოს საბჭოს ფარგლებში ნებისმიერი სამუშაო ფორმატისათვის. ნატო ემზადება ლისაბონის სამიტისათვის, სადაც ალიანსის სტრატეგია უნდა განიხილოს და ამ მოვლენასთან დაკავშირებით რუსეთი-ნატოს სამიტის ჩატარების წინადადებით გამოვიდა – განაცხადა მან. ლავროვის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმარულ შეხვედრაზე ნიუ-იორკში, ისინი შეთანხმდნენ, რომ განიხილავენ რა უნდა იყოს ნატო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ზოგადად და რუსეთთან მიმართებაში, კონკრეტულად. „ჩვენ აღარა ვართ მტრები უკვე დიდი ხანია. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ომი შეიძლება გვქონდეს ერთმანეთთან. მაგრამ გაისმის მოსაზრებები, რომ ნატოს უნდა ჰქონდეს უფლება, მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, გაეროს უშიშროების საბჭოსთან კონსულტაციის გარეშე, ძალის გამოყენებისა“ – განაცხადა ლავროვმა. მან დასძინა, რომ ეს იქნებოდა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უზენაესობის დარღვევა. რუსეთი-ნატოს საბჭო შეიქმნა 2002 წელს, მაგრამ 2008 წელს, რუსულ-ქართული აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მისი მუშაობა შეჩერდა. 2009 წლის მარტში, გადაწყდა, რომ დიალოგი ნატოსა და მოსკოვს შორის აღსდგება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსმა პარასკევს, თბილისში, საქარტველოს დედაქალაქში განაცხდა, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის რუსეთთსაც აქვს ნატოში გაწევრიანების უფლება, რადგან ნატო ღია კარის პოლიტიკას აწარმოებს – იტყობინებოდა სააგემტო – პრაიმ-ტასი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.theoffside.com/files/2010/09/michael-owen-liverpool.jpg “liverpoolfc.tv”ის განცხადებით ლივერპულის ამჟამინდელი ბოსი აპირებს იანვარში ტრანსფერის ფანჯრის გახსნისთანავე ”მანჩესტერის” 30 წლის თავდამსხმელის და ლივერპულის ლეგენდის მაიკლ ოუენის გადმობირებას. მაიკლ ოუენი დაიბადა 1979 წლის 14 დეკემბერს, თავისი კარიერა დაიწყო ლივერპულში 1996 წელს. მისი დებიუტი შედგა 1997 წელს და იგი ლივერპულის რიგებში 7 წელი ირიცხებოდა. მან ამ დროის მანძილზე 158 გოლის გატანა შეძლო 297 მატჩში. 2004 წელს ოუენი ”მადრიდის რეალში”- ში გადაბარგდა 8 მილიონად. ახლა კი იგი მანჩესტერის ხელშია. მისი საწყისი ფასი დაახლოებით 4-5 მილიონია. წყარო: liverpoolfc.tv <p style="text-align: center;"> View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53242.jpgსამართალდამცველებმა 27 წლის მიხეილ მკრტიჩიანი ქურდობის ფაქტზე აიყვანეს. ეჭვმიტანილმა 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში არაერთხელ გაქურდა მეზობლის ბინა. View the full article
-
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ადამიანის კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა თაობაზე იქნება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდის განსახილველ საკითხებს შორის.ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა მომავალი რაუნდის საკითხების შეთანხმების მიზნით ბორის ჩოჩიევთან ჩატარებული შეხვედრის შემდგომ.“ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილე შეისწავლის”,- აღნიშნა მან. აღსა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/maxachkala-150x150.jpgმახაჩკალაში ბოევიკების ნეიტრალიზაციის ორი ოპერაცია მიმდინარეობს. გამიდოვის ქუჩაზე ხუთYსართულიანი კორპუსია ალყაშემორტყმული, სადაც ბოევიკები იმალებიან. სამართალდამცველებსა და ბოევიკებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ასევე, ენგელსის ქუჩაზე სავარაუდოდ ბოევიკები იმალებიან. ორივე სახლიდან მაცხოვრებელები ევაკუირებულები არიან. სპეცოპერაციის შედეგად ერთ ექსტრემისტი მოკლეს. იხილეთ epn.ge