planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s50.radikal.ru/i127/1010/5e/8c37ebbda06d.jpg როი ჰოჯსონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებს გადმოიყვანოს “სტოკ სიტის” ახალგაზრდა მცველი რაიან შოვკროსი. მართალია თანხებთან დაკავშირებით როის მფლობელებთან პრობლემა აქვს, მაგრამ ის მაინც აპირებს 22 წლის პერსპექტიულ მცველში £10 მილიონის გადახდას. “ლივერპულს” კონკურენციის გაწევა “მანჩესტერ იუნაიტედთამ” მოუწევს, რომლებიც ცენტრალური მცველების ნაკლებობას განიცდიან. “წითლების” შემადგენლობაში ირიცხებიან დანიელ აგერი, მარტინ შრკტელი, ჯიმი კარაგერი და სოტირიოს კირგიაკოსი. შრკტელი და აგერი შთამბეჭდავად თამაშობენ, მაგრამ სიბერე კარაგერს და კირგიაკოს შეტყობიათ, ორივე 30 წლისაა. ჰოჯსონის ინტერესებში ასევე შედის ფრანგი ნახევარმცველი (ვინგერი) ანტონი გრიზმანი “რეალ სოსიედადიდან”, რომელშიც 6მილიონის გამოყოფას აპირებს და “ვალენსიას” ფეხბურთელი პაბლო ერნანდესი (შემტევი ნახევარმცველი) ინფორმაციის წყარო: Goal.Com / Sunday People View the full article
-
აშშ-ის მთავრობა ევროპაში გამგზავრების მსურველ ამერიკელებს მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.როგორც რადიო “თავისუფლება” იუწყება, საქმე ეხება არა მოწოდებას, რომ ევროპაში მოგზაურობით მყოფი ამერიკლები სამშობლოში დაბრუნდნენ, არამედ გაფრთხოლებას გამოიჩინონ წინდახედულება.ამასთან, აშშ-ს მთავრობამ მოსალოდნელი გაფრთხილებებისა და ტერორისტული აქტების შესახებ ევროპის ქვეყნების მმართველებთან კონსულტაციებიც გაიარა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადენლის ფილიპ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://s005.radikal.ru/i211/1010/90/5f3896cf1fb6.jpg ცოტა ხნის წინ ინგლისურმა “ლივერპულმა” ფრანგულ “სანტ-ეტიენს” ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვალივს ტრანსფერზე მიმართა. მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით კარგად და სწრაფად მიმდინარეობს. ფრანგი “ბიჭუნა” 23 წლის ასაკში გამოიძახა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში. მიმდინარე სეზონს პაიე კარგად ატარებს, ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზეა 7 გოლით, ხოლო კლუბის მაისურით 100 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. დიმიტრის ტრანსფერის ფასი 7 მილიონია. როგორც ჩანს ფრანგებეს ეს თანხა აწყობთ და ალბათ, მერსისაიდელთა პირველი და საჭირო ტრანსფერი იანვარში სწორედ ზემოხსენებული თავდამსხმელი იქნება. ინფორმაციის წყარო: Footylatest.com View the full article
-
საეკლესიო კალენდარი ორშაბათი წარგზავნა ჯვართამაღლების დღესასწაულისა. მოციქულისა კოდრატესი, 70-თაგანისა, რომელი იყო მაღნეზიას (დაახლ. 130); მღვდელმოწამეთა იპატი ეპისკოპოსისა… ლინკი მედიანიუსზე
-
გუშინ საღამოს ქუთაისში გივი კილაძის სახელობის სტადიონზე "ქართული ელ–კლასიკო" გაიმართა. მატჩი, რომელსაც მთელი ქუთაისი ელოდა, ძალზედ საინტერესო გამოდგა და კანონზომიერი ფრით დასრულდა, თუმცა სტატიაში ჩვენ უფრო სხვა ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას. იხილეთ fanebi.com
-
პრემიერ ლიგაში მეშვიდე ტურის შვიდი მატჩი გაიმართა და ერთობ საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა მარკ ჰიუზის "ფულჰემმა", თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ შვიდი მატჩიდან ჰიუზის გუნდმა 6 ფრე ითამაშა. შესანიშნავად ასპარეზობს სტივ ბრიუსის "სანდერლენდიც", რომელსაც არ გაუმართლა, თორემ საკუთარ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებდა. ლივერპულის "ევერტონმა" კი მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ავღანეთში საქართველომ მისი პირველი ჯარისკაცი დაკარგა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაკარგავდა ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. ახლა, როგორც ამას EurasiaNet–ის კორესპონდენტი გიორგი ლომსაძე იუწყება, საქართველომ კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად, რომელიც სწორედ იმ დროს თბილისს ესტუმრა და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი სამსახური გაუწია ჯარისკაცების დაღუპვამ საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს: „გუშინ ღამით ჩვენ ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დათო ცეცხლაძის, კაპრალების გიორგი კოლხიტაშვილის და ნუგზარ კალანდაძის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ჯარისკაცობა ძალიან საპატიო, მაგრამ იმავდროულად ძალიან სახიფათო პროფესიაა. ეს არის პროფესია, რომელიც უდიდეს ერთგულებას და თავგანწირვას მოითხოვს. ქართველი მეომრები ტრადიციულად ბევრ ქვეყანაში იბრძოდნენ, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ჩვენი მეომრები ხელმძღვანელობდნენ ძველი სპარსეთის, ოსმალთა იმპერიის, ეგვიპტის და რუსეთის არმიებს… დიდი შეცდომა იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფოს ინტერესები საქართველოს საზღვრებთან მთავრდება, მაშინ როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები და მეგობრები. ის ფაქტი, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ამ შენობის თავზეა აღმართული, ასევე ის, რომ საქართველო წარმატებით ვითარდება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი საერთო ინტერესების დამსახურებაა“. მოგვიანებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. თუმცა ერთმა ჟურნალისტმა რასმუსენს მკვეთრი კითხვა დაუსვა – თუკი ავღანეთის მისია საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, ეს მართლაც ასეა თუ არა? რასმუსენმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა: „ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ ახლა განაცხადეთ, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან მაღალი ფასი გაიღეს და ეს მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის. ქართული საზოგადოების აზრით ეს არის საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადახდილი ფასი. ფიქრობთ თუ არა, რომ ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 2008 წლის ომის შემდეგ შეიცვალა? მე მესმის, რომ თქვენ ვერ გვეტყვით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვერანაირ ზუსტ თარიღს, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტული რამ გვითხრათ პორტუგალიაში ნატოს სამიტის წინ. დიდი მადლობა… ანდრეს ფოგ რასმუსენი: პირველ რიგში მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვიმყოფებით საკუთარი უსაფრთხოებისთვის, რათა დავიცვათ ავღანეთი იმისგან, რომ ის კვლავ ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარად არ გადაიქცეს. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ბრძოლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, ზოგიერთ ჩვენს ჯარისკაცს ძალიან მაღალ ფასად უჯდება. ჩემი ხედვა ასეთია. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. ვფიქრობ, ნატოს სამიტი ლისაბონში ხელახლა დაადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომელიც ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე დავიკავეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც ის სრულად დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ამ ეტაპზე საქართველო–ნატოს კომისიის ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობა გრძელდება“. იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს საქართველო ავღანეთში, მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორია. თუკი მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქართველებს შესაძლოა სულ უფრო და უფრო აქტიურად გაუჩნდეთ კითხვა: რა არის ამ ომში კარგი? ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/images.jpg შერონ ვეინბერგერი ავღანეთში მიმავალი უმნიშვნელოვანესი მარშრუტის დახურვა შესაძლოა დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ ამ შემთხვევამ იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ სხვა ვარიანტების მოძიება გვჭირდება – განაცხადა პენტაგონის ერთ-ერთმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა პაკისტანმა მიმდინარე კვირას ტორხამის სასაზღვრო გადასასვლელი დაკეტა, ნატო-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ავღანეთში ნავთობი და სხვა არალეტალური საქონელი გადაჰქონდათ. ისლამაბადის მთავრობის განცხადებით, მარშრუტი იმიტომ დაიკეტა, რომ იქ სადაც ნატო საზღვარზე რეიდებს ატარებდა, სამი პაკისტანელი მესაზღვრეა დაღუპული. „სამხრეთის მარშრუტის გამოყენებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვექმნა პრობლემა… პაკისტანის გავლით ავღანეთში, ჩრდილოეთის მიმართულებით“ – AOL News-ს განუცხადა რიჩარდ დუგლასმა, თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ ნარკოტიკების გავრცელებისა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში – „ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გზას, რომელიც სამხრეთ-კავკასიაზე გადის და რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ“. სამხრეთ-კავკასიის მარშრუტის გამოყენების იდეა, მარშრუტისა რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანზე, გაივლიდა წინათაც არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ადრეც წამოაყენა მისი ქვეყნის, როგორც საკვანძო ადგილის გამოყენების იდეა. მარშრუტში უნდა შესულიყო საქართველოს შავი ზღვის პორტები, შემდეგ მას უნდა გაევლო ხმელეთზე მატარებლით აზერბაიჯანამდე და ბოლოს კასპიის ზღვაზე, ყაზახეთისა და უზბეკეთის გავლით. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა არ დააყოვნეს და ტორკხამის დახურვის მნიშვნელოვნება შეამსუბუქეს, განაცხადეს რა რომ ეს შემთხვევა მხოლოდ შეფერხებაა პაკისტანისა და აშშ-ს ურთიერთობებში, მაგრამ ამავე დროს ხაზი გაუსვეს პაკისტანზე გამავალი მარშრუტის მალე გახსნის მნიშვნელობას. „ჩემთვსი დაუჯერებელია, რომ მარშრუტების დახურვა – სავარაუდო დახურვა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ ნიშნავს სრულ გაუქმებას – შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე დროის მცირე მონაკვეთი“ – განაცხადა რიჩარდ ჰოლბრუკმა, აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა პაკისტანში, ავღანეთსა და ვაშინგტონში – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი. „მაგრამ გრძელვადიან და გაჭიანურებულ დახურვას რეგიონზე კოლოსალური გავლენა ექნებოდა“. თუმცა პაკისტანს აშშ-სთან თანამშრომლობის გამო დუგლასი აქებს, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი მარშრუტები, როგორ აღმოჩნდა სახიფათოა. „ფაქტია, რომ არსებობს სამხრეთ-კავკასიის გამოუყენებელი შესაძლებლობები“ - ამბობს დუგლასი და დასძენს, რომ – ”მარშრუტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი იყენებენ უფრო დაცული და კეთილგანწყობილია“. „ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ არ ვიყენებთ ამ მარშრუტს“ – განაგრძობს დუგლასი – „შესაძლოა ეს ნაწილობრივ ინერციის ბრალია“. ერთი პრობლემა – აღიარებს დუგლასი – შეიძლება პოლიტიკაც იყოს და კერძოდ აშშ-ს ურთიერთობები რუსეთთან. 2008 წელს საქართველოს რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელი ომი ჰქონდა, რომლის დროსაც ქართული პორტი ფოთი დაინგრა. მიუხედავად იმისა, რომ ომი კარგა ხანია დასრულდა და ფოთის პორტიც ამუშავდა, ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან ცივია. „უამრავი ადამიანი მზადაა და სამუშაოს ელოდება. ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მეტი გავაკეთოთ შავი ზღვის მიმართულებით“ – ამბობს დუგლასი – „ეს არაა ეგზოტიკური თეორია“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53249.jpgგომბორის ახალი გზის გახსნის შემდეგ პრეზიდენტს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში თუშიშვილების ოჯახმა უმასპინძლა. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg სამანტა შილდსი თბილისი, საქართველო – ნატო საკუთარ რიგებში საქართველოს გაწევრიანების სურვილის ერთგული რჩება – პარასკევს განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა, იმ დღეს როდესაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ავღანეთში ყველაზე სერიოზული დარტყმა მიიღო საქართველო, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნატო-სკენ მისწრაფების ფარგლებში, ავღანეთში 1000 ჯარისკაცი გააგზავნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს საბრძოლო ოპერაციების დროს ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა. საქართველოს და მეორე პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო უკრაინას, ნატო-ს შესაძლო წევრობას 2008 წლის დასაწყისში ბუქარესტის სამიტზე დაპირდნენ, რამაც რუსეთი განარისხა. მას შემდეგ, ობამას ადმინისტრაციამ, რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო, იმავდროულად რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში საქართველოს ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით წუხილი გაიზარდა. ნატო-ს მომდევნო სამიტი მომავალ თვეში იგეგმება. „მე ველოდები, რომ ნატო-ს ლისაბონის სამიტი ხელახლა დაადასტურებს პოზიციას, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ ბუქარესტში 2008 წელს დავიკავეთ და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც ის აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მანამდე ჯარისკაცებისადმი ტელევიზიით გასულ მიმართვაში თავდაცვის სამინისტროში, მან სამძიმარი გამოსთქვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნისთვის. „ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში, ჩვენი ავღანური მისიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონში. მე ძალიან ვაფასებ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი თქვენს ერთგულებას, რაც ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს. ნატო-ში გაწევრიანების პირობები შემდეგ მოთხოვნებსაც მოიცავს: პოტენციური წევრები საბაზრო ეკონომიკის მქონე ფუნქციონირებადი დემოკრატიები უნდა იყვნენ, ისინი კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას უნდა ემხრობოდნენ. საქართველოს ეკონომიკა დასავლური ინვესტიციების წყალობით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა. ქვეყანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენასაც სხვა მსგავს ქვეყნებზე უკეთ გაუძლო. ზაფხულში მიმდინარე ხანგრძლივი საპროტესტო აქციები, რომელზეც სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ ძალადობის გარეშე დასრულდა. თუმცა მანამდე 2007 წლის დემონსტრაციებზე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების გამო სააკაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ მოვლენებს ვადამდელი არჩევნები მოჰყვა. სააკაშვილი იმაშიც დაადანაშაულეს, რომ 2008 წლის აგვისტოში მან საქართველო კატასტროფულ ომში ჩაითრია, მაშინ როდესაც არ გააჩნდა არანაირი შანსი გამკლავებოდა მასზე ბევრად უფრო დიდ ჩრდილოელ მეზობელს და მის კარგად შეიარაღებულ არმიას. ომის გამო საქართველომ ორი აჯანყებული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დაკარგა. ბატონმა სააკაშვილმა პარასკევს განაცხადა, რომ ნატო-ს წევრობა მისი მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. „საუბარი არამხოლოდ ნატო-ზეა, არამედ იმაზე რომ საქართველო იყოს თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი“ – სთქვა მან. ორიგინალი ორიგინალი
-
ალმუნიასა და ფაბრეგასის დამტვრევის შემდეგ, ''არსენალის'' საკადრო პრობლემები... იხილეთ fanebi.com