planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ადიღეს რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტია და ადმინისტრაციულად შედის სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში. მისი ტერიტორია შეადგენს 7,6 ათას კვ.კმ-ს, მოსახლეობა კი 2006 წლის აღწერით 443 ათასი სულია, რომელთაგან 64% (284 ათასი) რუსია, ხოლო 25% (109 ათასი) ადიღელები. რესპუბლიკის დედაქალაქია მაიკოპი.ადიღელები თავად ადიღელების, ყაბარდოელების, ჩერქეზების და შაფსუგების კრებითი სახელია, რომლებიც ძირითადად რუსეთის ფედერაციის სამ სუბიექტში _ ადიღეში, ყაბარდო-ბალყარეთში და ყარაჩაი-ჩერქეზეთში ცხ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53258.jpgდევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმინეს. გიორგი ტუღუშის სპეცანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. View the full article
-
ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ნაცვლად, სამხრეთის ოლქის შექმნის გამო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარების რაოდენობა არ გაიზრდება. როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა.სამხრეთის სამხედრო ოლქის ფორმირებასთან დაკავშირებული კოლეგია დონის როსტოვში მიმდინარეობს.ახალი ოლქის განსაკუთრებული მახასიათებელი ის არის, რომ მასში გაერთიანდება შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სამხედრო-საჰაერო ძალები, ჰაერსაწინააღმდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53258.jpgმოსკოვის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის ხელისუფლებას მილიციის რეფორმირებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ურჩევს. ამის შესახებ არკადი მურაშოვმა რადიო `ეხო მოსკვის` სტუდიაში გადაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53265.jpgმოსკოვის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის ხელისუფლებას მილიციის რეფორმირებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ურჩევს. ამის შესახებ არკადი მურაშოვმა რადიო `ეხო მოსკვის` სტუდიაში გადაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53265.jpgმოსკოვის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის ხელისუფლებას მილიციის რეფორმირებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ურჩევს. ამის შესახებ არკადი მურაშოვმა რადიო `ეხო მოსკვის` სტუდიაში გადაცხადა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53265.jpgმოსკოვის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის ხელისუფლებას მილიციის რეფორმირებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ურჩევს. ამის შესახებ არკადი მურაშოვმა რადიო `ეხო მოსკვის` სტუდიაში გადაცხადა. View the full article
-
http://www.lfcmalta.com/site/images/stories/Roy%20Hodgson.jpg “ლივერპულის” თავკაცი არ მალავს თავის გაბრაზებას მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მზადაა კრიტიკისათვის თავისი მიმართულებით, მორიგი მარცხის შემდგომ… “ეს ცუდი შედეგია, ეს ცუდი დღეა … მეტი რა ითქმის, ჩვენთვის ყველაფერი ცუდად დაეწყო.” “ჩვენ ძალიან გვინდოდა გამარჯვება და სამი ქულა, ცხრილში აწევა, თუმცა არანაირი სიტყვა და მოქმედება არ შეცვლის, თუ გამოასწორებს ამ მდგომარეობას”. “იმის ლაპარაკს ახლა ნამდვილად არ აქვს აზრი, რომ მეორე ნახევარში ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, ჩვენ დავკარგეთ ქულები.” “კლუბის გულშემატკივრებს სრული უფლება აქვთ, გამოთქვან პრეტენზიები და იყვნენ უკმაყოფილოები, თუმცა ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მე გუნდის მენეჯერი ვარ.”. შეიძლება ტორესის ადრეულმა გასვლამ მოედნიდან ფსიქოლოგიურად დაამძიმა ლივერპული, თუმცა ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა, რადგან მოწინააღმდეგე “ბლექპული” იყო … View the full article
-
ინტერნეტს დღეს ბავშვებიც ისევე იყენებენ, როგორც უფროსები. ეს არის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ განათლება, გაერთონ და შეიძინონ ახალი მეგობრები. ინტერნეტში არსებული უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ზოგჯერ საშიშ ფორმებსაც იღებს. იხილეთ tabula.geზე
-
დღეს 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა. წარმოდგენილი იყო 5 ძირითადი საკითხი, რომლებზეც პოლიტიკური პარტიები რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდნენ. მეექვსე – საარჩევნო გარემო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხია, რომელიც დღეს არ განხილულა. საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ეს ის საკითხებია, რომლებზეც პარტიებმა–ეროვნულმა ფორუმმა, პარტიამ ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკურმა პარტიამ, ახალმა მემარჯვენეებმა, ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ, კონსერვატორებმა, პარტიამ საქართველოს გზა და ხალხის პარტიამ –დღეს ერთობლივი ხედვა წარმოადგინეს. გარდა 8 პარტიისა, დღევანდელ პრესკონფერენიაზე სხვა კვალიფიციური სუბიექტებიც იყვნენ დაპატიჟებული, თუმცა ლეიბორისტები და კონსტანტიტე გამსახურდიას პარტიის წევრები შეხვედრაზე არ გამოჩენილან. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ პაატა დავითაიას და ჯონდი ბაღათურიას პარტიის წარმომადგენლები. ცვლილებების პაკეტის მომზადებას წინ უსწრებდა პოლიტიკური პარტიების შეხვედრები და ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბების პროცესი. საბოლოო ჯამში კი შეთანხმება შედგა. მას შემდეგ, რაც საკითხის ერთგვარი ჩარჩო ყალიბდებოდა, საკითხების წარმდგენლები, პოლიტიკური პარტიების სხვა წევრებთან ერთად, კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდნენ და მათ ერთობლივად განიხილავდნენ. პარტიებმა ორი კვირის წინ პარლამენტში 130 ათასი ხელმოწერა იმ მიზნით შეიტანეს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ბიომეტრიის მონაცემები იყოს გამოყენებული. ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემაშიც. არსებული კოდექსით, პროპორციული სისტემით 75 დეპუტატი ირჩევა, 75 კი – მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. ცვლილებების მიხედვით კი, რომელიც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს: 75 პროპორციული სისტემით ირჩევა, ხოლო 75 რეგიონალურ-პროპორციული სისტემით. კიდევ ერთი ცვლილება ეხება საარჩევნო ოლქებს, სადაც მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით დგინდება. ორივე სისტემისთვის მინიმალური ბარიერი 5%–ია. რას ნიშნავს მანდატები ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით? – პრინციპი ასეთია: თუ საარჩევნო ოლქში 100 ათასამდე ამომრჩეველია, ის ოლქი პარლამენტში 2 მანდატს მიიღებს. თუ ოლქში 100 -200 ათასამდე ამომრჩეველია, ის 3 მანდატს მიიღებს, ხოლო 200 ათასიდან ზემოთ – 4 მანდატს. ამ პრინციპის მიხედვით, სხვადასხვა დიდ ქალაქსა თუ რეგიონს საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა რაოდენობის დეპუტატი ეყოლება. მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი, რომელიც აღნიშნული საკითხის მომხსენებელი იყო, ამბობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისში 163 ათასი ამომრჩეველია, საქართველოს პარლამენტში მათ 4 მანდატი უნდა ჰქონდეთ. ამ პრინციპის მიხედვით, ერთი მანდატი დააკლდება რაჭა-ლეჩხუმს, სადაც 3-ის ნაცვლად, რეგიონს 2 დეპუტატი ეყოლება. რაც შეეხება დედაქალაქს, ცვლილებების მიხედვით, თბილისს საქართველოს პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება. ”მონაცემები, რომ თბილისს ჰყავდეს 20 დეპუტატი, აღებულია შემდეგნაირად: საერთო ამომრჩევლის 27,3%, პროპორციული ანგარიშის მიხედვით, მოდის თბილისზე”, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.” მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, რომელიც აღნიშნულ შეკრებას ესწრებოდა, რამდენიმე შენიშვნით გამოვიდა. მისი კითხვები ეხებოდა ეთნიკურ უმცირესობებს: იყო თუ არა მათი ფაქტორი გათვალისწინებული დაყოფის ამ პრინციპში, ასევე, დევნილების საკითხს და საზღვრისპირა რეგიონების ფაქტორებს. არსებულ კანონში არაფერია ნათქვამი ტერიტორიებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მისი აზრით, კანონში უნდა მოხდეს ჩანაწერის გაკეთება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, კანონი გადაიხედოს. ”მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ დევნილების საკითხზე არ გვიფიქრია. იყო ინიციატივა, რომ დევნილებისთვის ცალკე საარჩევნო ოლქები გაგვეკეთებინა, თუმცა ამ პროცესს დიდი პრობლემები ახლავს – ის, რომ რთულია აღრიცხვა საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ცხინვალში და აფხაზეთში ცხოვრობენ”, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც 8 ოპოზიციურმა პარტიამ ოლქების დაყოფის პრინციპისთვის გამოიყენა, 2010 წლის საარჩევნო სიებს ემყარებოდა. /get_img?NrArticle=2572&NrImage=1 კახა კუკავა ზვიად ძიძიგური ეს ის სიებია, რომლებშიც ეჭვი შეაქვთ ოპოზიციურ პარტიებს. ამ მიზეზით, ერთ-ერთი ცვლილება, სწორედ ამომრჩეველთა სიებს ეხება. მთავარი ცვლილება არჩევნებში ბიომეტრიის გამოყენებაა. რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის მეთოდად გამოყენებული იქნება ამომრჩევლების ბიომეტრული მონაცემები (თითების ანაბეჭდები და პირისახის ბიომეტრული სურათი). პროცედურულად კი ასე მოხდება: სახელმწიფო უზრუნველყოფს პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრული მოწმობების გაცემას, დასაწყისში – უფასოდ. სამოქალაქო რეესტრი აღრიცხავს მათ, გასცემს მოწმობებს და 18 წლის ასაკის მოქალაქეთა მონაცემებს არჩევნების დღისთვის ცესკოს გადასცემს. თავის მხრივ, ცესკო, მონაცემების საფუძველზე, ადგენს საარჩევნო სიას და ნებისმიერი სუბიექტისთვის ხელმისაწვდომს ხდის. მომზადების სავარაუდო დროდ 2-3 თვეა მოცემული. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ეს დრო სავსებით საკმარისია აღნიშნული პროცედურისთვის. ”ჩვენ არა მხოლოდ თავად დავთვალეთ, ვნახეთ, თუ რა დრო დასჭირდა სხვა ქვეყანაში ამ პროცესს. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მოსახლეობა 3-4 ჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე, პროცესისთვის 2-3 თვე საკმარისი იყო”, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. რაც შეეხება ბიომეტრული მონაცემების საჯაროობას, შეკრებაზე ითქვა, რომ ბიომეტრული მონაცემები, რომლებიც ელექტრონული სახით იარსებებს, კონფიდენციალური იქნება. ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებს (მონაცემთა ბაზას) ცესკო განათავსებს ორ ცენტრალურ სერვერზე: ძირითადზე, რომელიც მდებარეობს ცესკოში და სათადარიგოზე, რომელიც იარსებებს სხვა სახელმწიფოში. „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა მოხსენებაზე არჩევნების დღესთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი წარმოადგინა. არჩევნების დღე, ცვლილებების მიხედვით, სრულიად განსხვავდება იმ პროცესისგან, რომელიც დღეს არის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული. არჩევნების დღეს აქტიურად გამოიყენება კომპიუტერები, რომლებიც ირთვებიან საარჩევნო უბნის გახსნისთანავე. მათ მიუერთდება შესაბამისი უბნისთვის განკუთვნილი გადასატანი მეხსიერება. დგინდება რა ამომრჩევლის სრული შესაბამისობა არსებულ მონაცემებთან, საარჩევნო კომისიების კომპიუტერები მზად არიან კენჭისყრის პროცედურის დაწყებისათვის. გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი, ასევე, გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს ოპოზიციურმა პარტიებმა ცალკე თავი მიუძღვნეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია 7 კვალიფიციური სუბიექტისგან შედგება. ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურა, პროფესიული ნიშნით, 6 წევრისგან შეირჩევა. 3 კანდიდატურიდან ერთ-ერთს ცესკოს თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. საოლქო კომისია, ცვლილებების მიხედვით, 7 პარტიული და 6 პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრისგან შედგება. ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო დავების განხილვის სისტემაა. საარჩევნო დავების განსახილველად, სააპელაციო სასამართლოში შეიქმნება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ჯგუფი. საარჩევნო დავების განსახილველად, შეიქმნება კოლეგიები მოსამართლისა და 4 საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით. საარჩევნო მსაჯულების ძირითადი ნაწილი შეირჩევა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისა და სათანადო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. შეხვედრა, რომელიც 8 ოპოზიციურმა პარტიამ გამართა, ღია იყო სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის, ექსპერტებისთვის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრესკონფერენციის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი ყველასთვის ღიაა. ”ჩვენს მიერ წარმოდგენილი საერთო ხედვა არ ნიშნავს, რომ კარი დახურულია და არ შეიძლება მოცემულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მთავარი კითხვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ იყო დასმული, ხელისუფლების მხრიდან ცვლილებების გაზიარების ალბათობას ეხებოდა. ”როდესაც ჩვენ ვმუშაობდით ამ დოკუმენტზე, ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, თუ რამდენად იქნებოდა ეს მოლაპარაკებადი, გათვალისწინებადი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არანაიარი კაპიტულანტური განწყობა ჩვენ არ გვაქვს, რომ ოღონდ ხელისუფლებას მოეწონოს და ყველაფერზე თანახმა ვართ, ასე არ არის. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, პირველი – სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მეორე – კომპეტენტური საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის გათვალისწინება და მესამე – შეთანხმებადობის მაღალი ალბათობა სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალასთან”,-განაცხადა მამუკა კაციტაძემ. შეხვედრა, რომელიც დღეს სასტუმრო შერატონ მეტეხში გაიმართა, საღამოს ხუთ საათამდე გაგრძელდება. /get_img?NrArticle=2572&NrImage=2 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე, რომელიც ''ასტონ ვილაში'' ახალი დანიშნულია... იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg მარგარიტა ანთიძე ნატო-ში გაწევრიანების კარი, მიუხედავად ალიანსის ძალისხმევისა გამოასწოროს ურთიერთობები მის რეგიონულ მეტოქე რუსეთთან დღემდე ღიაა – განაცხადა პარასკევს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვიზიტისას რასმუსენმა განაცხადა, რომ მისი მოლოდინით, მომავალ თვეს ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე ლისაბონში ალიანსი ალბათ დაადასტურებს დაპირებას, რომელიც 2008 წლის რუსულ-ქართულ ომამდე დადო – საქართველო საბოლოოდ გაწევრიანდება ალიანსში. ”მე ველი, რომ ნატო-ს სამიტი ლისაბონში დაადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომელიც ჩვენ 2008 წელს ბუქარესტში დავიკავეთ – საქართველო ნატო-ს წევრი გახდება მაშინვე, როგორც კი დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს” – პრეს-კონფერენციაზე განაცხადა რასმუსენმა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, ნატო-მ განაცხადა რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, მაგრამ თავი შეიკავა და არ დააყენა ისინი მაშინვე გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ოთხი თვის შემდეგ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარის შეტევას პრო-რუსულ მეამბოხე რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე, რუსეთის, საქართველოს ყოფილი საბჭოთა ბატონის მხრიდან, გამანადგურებული კონტრდარტყმა მოჰყვა. კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის სერიოზული განხეთქილების მიზეზი გახდა. ასეთ განხეთქილებას ადგილი 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან არ ჰქონია. ურთიერთობები ნატო-სა და რუსეთს შორის ომის შემდეგ გაიყინა და ამ წლის დასაწყისში აღდგა. რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო მზადაა რუსეთთან თანამშრომლობისთვის მოსკოვსა და თბილისს შორის უკეთესი კავშირების ხელშეწყობისთვის. ”ჩემი ხედვა გულისხმობს ევრო-ატლანტიკის რეალური უსაფრთხოების არქიტექტურის განვითარებას, სადაც… რუსეთი და საქართველო შესძლებენ მშვიდობასა და ჰარმონიაში თანაარსებობას. მე მჯერა, რომ ნატო-სა და ევროპის კავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობა რუსეთის მომავალია”. ნატო-ს წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში იმ საზავო შეთანხმების დარღვევაა, რომელმაც დაასრულა ხუთდღიანი ომი და რუსეთს მოუწოდებენ უარი სთქვას სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის მისეულ აღიარებაზე. ნატო-ს რუსეთისგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავღანეთში ომი და ირანიდან მომავალი პოტენციური საფრთხე, მეტი მხარდაჭერა სურს. ალიანსმა რუსეთი ლისაბონის ნოემბრის სამიტზე თანმდევ შეხვედრებზე მოლაპარაკებებზე მიიწვია, მაგრამ მოსკოვს ჯერ არ უთქვამს თანხმობა. იმავე პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა მისი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების ცხოველი სურვილის შესახებ. ”არის ერთი რამ რაზეც საქართველო კომპრომისზე ვერ წავა – ეს თავისუფლებაა. ნატო ჩვენთვის თავისუფლების იდეის სადარაჯოზე დგას და ამიტომაა, რომ დღემდე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძალიან მტკიცე მხარდაჭერა აქვს”. ნატო-ს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში დაემთხვა იმ ოთხი ქართველი სამხედროს დაღუპვას, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობდნენ. მან განაცხადა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ”თავისუფლებისთვის გაიღეს უმაღლესი საფასური”. ქართული ჯარი ნატო-ს ოპერაციებში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობს, რაც თბილისის ნატო-ში გაწევრიანების ამბიციის ილუსტრაციაა, რუსეთის წინააღმდეგობისა და იმის მიუხედავად, რომ ალიანსის წევრებს შორის ენთუზიაზმი იკლებს. ორიგინალი ორიგინალი
-
</p>/get_img?NrArticle=2570&NrImage=3 მდინარე ჭოროხი საქართველო თურქეთის საზღვართან დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ მდინარე ჭოროხი ყოველდღიურად რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით იკეტება, ჭოროხის კალაპოტის დაშრობამ კი მდინარის ცოცხალ ბინადართა შორის წითელ წინში შესული თევზის სახეობების განადგურება გამოიწვია.« ღმერთმა იმდენ ხანს გაცოცხლა ვიდრე ჭოროხის წყალი დაშრებოდესო» - ასე მარადიდში ერთმანეთს ხანდაზმული ადამიანები ლოცავდნენ, ახლაგაზრდების მოტანილ ამბავზე კი თურქეთის მხარეს კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლოა მდინარე გადაიკეტოს და კალაპოტი დაშრესო, მხოლოდ ეღიმებოდათ. «რაღა დაგიმალოთ და არც მე მჯეროდა ამ სანახაობის მომსწრე თუ გავხვდებოდი, არც ისე დიდი ვარ მაგრამ წყლის დონის მომატების გამო შექმნილი საფრთხეები კარგად მახსოვს, ამხელა მდინარეს ბოლომდე თუ დააშრობდნენ და ჭოროხის ფსკერზე გავისეირნებდი ნამდვლად ვერ წარმომედგინა» - ამბობს ჭოროხისპირას მცხოვრები თეონა დიასამიძე. ახლა ეს უკვე ყოველდღიური რეალობაა, მდინარის გადაკეტვის შემდეგ რამდენიმე წუთში ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წვეთი წყალიც აღარ რჩება, უკვე რამდენიმე წელია თურქეთის მხარე გრანდიოზული დერინერის კაშხლის ასამუშავებლად მდინარეს პერიოდულად უცვლის მიმართულებას. წყალუხვი მდინარის კალაპოტი ყოველდღიურად რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღითაც შრება, ამ ცვლილებამ არამარტო ჭოროხისპირას მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა «პირველად როცა მდინარის გადაკეტვა დაიწყეს უამრავი თევზი დარჩა ფსკერზე, უწყლოდ დარჩენილები აქით-იქით ეხეთქებოდნენ, ფსკერზე მოფართხალე თევზებს ხალხი ტომრებით ეზიდებოდა დამშრალი კალაპოტიდან, უნდა გენახათ რა საოცარი სანახობა იყო.» _ სოფელ მარადიდის მკვიდრის ახმედ დიასამიძის მონათხრობით «ეს სურათი ხუთი წლის წინ, როცა ახლად იყო მდინარის ჩაკეტვის პროცესი დაწყებული ხშირად მეორდებოდა, შემდეგ თანდათანობით თევზის რაოდენობამ იკლო». ჭოროხის სიგრძე 438 კილომეტრია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი 26 კილომეტირიან მონაკვეთზე მოედინება, ჭოროხის აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ-ია, წყლის საშუალო ხარჯი კი 285 კუბ/წმ-ია, მდინარის დამახასიათებელ თვისებებში კი გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობებიცაა მოხსენიებული, გარდა სხვა თვისებებისა მდინარე ცოცხალ ბინადართა სახეობების სიმრავლითაც გამოირჩევა, ჭოროხის ბინადარი თევზებიდან კი რამდენიმე სახეობა ზუთხი, ქაშაპი, ღორჯო, ფოროფი, სვია, ხრამულა, ტარაღანა და შავი ზღვის ორაგული წითელ წიგნშია შეტანილი. ამ ჯიშებთან მიმართებაში როგორც ქვეყანის შიგნით არსებული კანონმდებლობით ასევე საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე დადგენილი ნორმებით განსაკუთრებული წესები უნდა მოქმედებდეს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრძანებულებით ზუთხისებრთა ოჯახის თევზებისა და შავი ზღვის ორაგულის ჭერა ნებისმიერი სახით მთელი წლით არის აკრძალული. თუმცა მდინარისპირას მცხოვრები მოსახლეობა ამტკიცებს რომ «ის თევზი რაც ადრე იყო აღარ არის, განადგურდა. ეს, რა თქმა უნდა, მდინარის გადაკეტვამ გამოწვია, სადაც წყალი არ არის იქ, ბუნებრივია, არც თევზი იქნება.» - ამბობს მინდია მუთიძე სპეციალისტების განმარტებით «წყლის დონის მერყეობა და ნაკადის მკვეთრი დაგდება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს თევზების პოპულაციაზე. ამ დროს ზღვაში ბიონაკადი მცირდება, ორაგულს უქვეითდება ჰომინგის მოვლენა, ანუ ის საკუთარ მდინარეს ვეღარ აგნებს, რთულდება მისი შეღწვა საქვირითო ადგილებამდე რაც ფაქტობრივად გამსვლელი თევზების სატორფო, ანუ ქვირითის დადების კამპანიას შლის» აღნიშნულ საკითხებზე ასოციაცია «ფლორა და ფაუნას» გამგეობის თანმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე დიდი ხანია მუშაობს, მისი თქმით «ხელშეკრილებით, რომელიც თურქეთს სასაზღვრო მდინარის გადაკეტვის შესაძლებლობას აძლევს, მას სამწუხაროდ არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული, თავის დროზე ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ არ იფიქრა თუმცა არსებობს გარკვეული საერთაშორისო ნორმები, რომლის შესრულება თურქეთისთვისაც სავალდებულოა» 1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის თერთმეტმა ქვეყანამ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BშEჩ) შექმნეს, რომელსაც საფუძვლად საერთაშორისო სამართლის და სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები დაედო, ამ ორგანიზაციაში საქართველო და თურქეთიც გაერთიანდნენ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ორგანიზაციის პრიორიტეტებში მშვნელოვან ადგილს გარემოს დაცვის საკითხებიც იკავებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს ამ მხვრივ ვალდებულებები თურქეთსაც გააჩნია «საერთაშორისო ნორმები თურქეთს ავალდებულებს თავისი საქმიანობით არ მიაყენოს ზიანი იმ სახეობებს, რომლებიც საერთაშორისო პროტექციის ქვეშ არიან, ანუ მათი მძიმე მდგომარეობა არი აღიარებული არამარტო საქართველოს წითელი ნუსხით. გარდა ამისა სანიტარული ნაკადის ვალდებულება ყველა ქვეყანას გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარის მთლიანად გადაკეტვა არ შეიძლება, წყლის მცირე ნაკადი მაინც უნდა დარჩეს, რომ იქ ჰიდროფაუნა შენარჩუნდეს» -ამბობს გუჩმანიძე არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, მდინარის გამოშვება მოულოდნელად ყოველგვარი გაფრთხილებისა და გრაფიკის გარეშე ხდება. «არასდროს იცი, როდის წამოვა წყალი. მუდმივად ფხიზლად უნდა იყო, რომ რომელიმე ბავშვი ან სტუმარი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცის, ამ დროს მდინარის კალაპოტზე არ სეირნობდეს. ასეთ შემთხვევაში ტრაგედია გარდაუალია, მოვარდნილ წყალს ვერავინ გაასწრებს... სკოლაც აქვე ახლოსაა მდინარესთან და ბავშვების გამოც ვშიშობ», _ ამბობს მარადიდის საშუალო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე. «აქაურებმა მაინც ვიცით რა შეიძლება მოყვეს მდინარის კალაპოტზე უყურადღებოდ გაჩერებას და, შესაბამისად, ფრთხილად ვართ. სტუმარი ან მთვრალი ადამიანი თუ იქ ჩავიდა, არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს. კარგი იქნება წყლის გამოშვებას რაიმენაირად რომ გვაფრთხილებდნენ» - ამბობს ნინო კალანდაძე. დიდი ხნის წინ გარემოს დაცვის სამმართველო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას მდინარის სანაპიროს გასწვრივ სპეციალური სასიგნალო მოწყობილების დამონტაჟებით გეგმავდა, თუმცა ფაქტია რომ ეს სისტემა დღეს არ მუშაობს. ახმედ დიასამიძე - «არ არსებობს არანაირი გრაფიკი წყალი როდის წამოვა, მდინარის პირას თუ ხარ ან გზასთან ახლოს შეიძლება მიხვდე კიდევაც, რომ რამოდენიმე წამში წყალი წამოვა, ორი ან სამი წუთით ადრე ქარი ძლიერდება, სათავიდან წამოსული წყლის ხმაურიც აღწევს ჩვენამდე, მაგრამ ამ დროს კალაპოტზე ყოფნა მაინც საშიშია, რადგან წყლის ნაკადი ძალიან სწრაფად იმატებს. ქართველი კაცის უცნაურობებს რა გამოლევს, ზოგს მდინარის კალაპოტზე ქეიფი მოუნდება, ზოგს შალახოს ცეკვა, მაგრამ ... რამოდენიმე დღის წინ წყლის უცებ ადიდების გამო ადლიაში თურქი «კარტოგრაფი» დაიღუპა არ გაგიგიათ? « - უბედური შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა, მდინარეზე თურქეთიდან ჩამოსული ჯგუფი წყლის სიღრმეს იკვლევდა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 23 წლის სელიმ ბაქრჯი სამუშაოების დროს დინებამ წაიღო. თვითმხილველები მედიასთან საუბარში აცხადებდნენ, რომ უბედური შემთხვევა მოულოდნელად წყლის დიდი ნაკადის მოვარდნამ გამოიწვია. გარემოს დაცვის სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობაში ოფიციალური წერილია გადაგზავნილი და უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებიც დაიწყება. /get_img?NrArticle=2570&NrImage=1 მდინარე ჭოროხი /get_img?NrArticle=2570&NrImage=2 მდინარე ჭოროხი სრული ინფო(netgazeti.ge)