planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
პეტერბურგის ,,ედინაია როსიას” ( ЕдРо ) დელეგაცია საქართველოში არც კი ჩამოსულა 4 ოქტომბერს ქუთაისში დაგეგმილი პროვოკაციული აქციის ჩასატარებლად. ამ ჯგუფის აბეზარა-გამრთობების ხელმძღვანელმა, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკარგა ორი თანაშემწე, გაგზავნილი ადგილზე საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.,,ჩვენი თანაშემწენი გაემგზავრენ იქეთ მშვიდობიანი მიზნებით: სასტუმროს დასაჯავშნად, ქალაქისათვის სურათების გადასაღებად,- თქვა მილონოვმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
პრეზიდენტის პრეს სპიკერი მანანა მანჯგალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მასწავლებლების ხელფასი 400-600 დოლარია, ტექნიკური შეცდომაა. ”მე მგონი, ეს ტექნიკური შეცდომაა, ლარი უნდა იყოს და არა – დოლარი,” – ამბობს მანჯგალაძე. უკრაინულ გაზეთ ბულვარ გორდონასთან მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ამავე გაზეთის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე 28 სექტემბერს გამოქვეყნდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს: ”ახლა მასწავლებლების ხელფასი (საქართველოში), რომლებიც ინგლისურს და კომპიუტერს ისწავლიან,ოთხას-ექვსას დოლარს აღწევს”. ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ სინამდვილეში რიგითი მასწავლებლის (საუბარია არასერტიფიცირებულ მასწავლებლებზე) ხელფასი საქართველოში 200–300 ლარის, ანუ დაახლოებით 110–170 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 21-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ლომიძე ამბობს, რომ მის სკოლაში მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით 200-300 ლარია. რაც შეეხება სერტიფიცირებულ პედაგოგეგებს, მათთვის სახელფასო დანამატებია გათვალისწინებული, თუმცა ეს დანამატი საქართველოში ჯერ არც ერთ პედაგოგს არ აუღია. მასწავლებლები, რომლებმაც სასერტიფიკატო გამოცდები გაიარეს, პრეზიდენტის ინიციატივით და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამატებით 75 ლარს მიიღებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც მათ ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული, სერტიფიცირებული პედაგოგები სახელფასო დანამატს მომდევნო სასწავლო წლიდან მიიღებენ. მანანა მანჯგალაძემ კი დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ”იმ ათას სამასმდე პედაგოგს, რომელმაც სერტიფიცირება გაიარა, დამატებთ 75 ლარით გაეზარდა ხელფასი”. თუმცა 21-ე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მისი სკოლის სერტიფიცირებულ პედაგოგებს ეს დანამატი ჯერ არ აუღიათ. პრეზიდენტის პრეს–სპიკერის თმქით, პედაგოგს, რომელიც კომპიუტერისა და ინგლისური ენის მინიმალურ ცოდნას გამოამჟღავნებს, ხელფასი დამატებით 200 ლარით გაეზრდება. ამის გარდა, სერტიფიცირებულ პედაგოგს მენტორ–მასწავლებლად მუშაობა შეუძლია, რისთვისაც 160–ლარიანი სახელფასო დანამატია გათვალისწინებული. საერთო ჯამში კი, მასწავლებლის 200- 300 ლარს, რომელსაც ის საათობრივი ანაზღაურებით იღებს, რომ დავუმატოთ ყველა ის სახელფასო დანამატი, რომელსაც სერტიფიცირებული პედაგოგი აიღებს, 640- 740 ლარი გამოდის, ანუ დაახლოებით 350-400 და არა 400–600 დოლარი, რომელსაც, თურმე, საქართველოში ხელფასის სახით პედაგოგები უკვე იღებენ, თუკი პრეზიდენტის მიერ უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამს ვენდობით. ამავე თემაზე სააკაშვილმა რუს ჟურნალისტებთან იცრუა სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/the-diplomat-150x22.png საქართველო სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის დარგების განვითარების საქმეში რუმინეთს როგორც საინვესტიციო პარტნიორს უმიზნებს – მაიკლ ბერდს განუცხადა ლევან მეტრეველმა საქართველოს ელჩმა ბუქარესტში რუმინელ ბიზნესმენებს, რომლებიც ინვესტიციის განსახორციელებელ სივრცეებს ეძებენ, დიდი არჩევანი არა აქვთ. დასავლეთ და ცენტრალურ-ევროპაში ძალიან კონკურენტული გარემოა, ხოლო რუსეთი და უკრაინა ბუქარესტისთვის კულტურულად ძალიან უცხოა. იმ დროს როდესაც ბულგარეთი, მაკედონია და ალბანეთი შეიძლება ვარიანტებად განიხილებოდეს, რუმინეთში მცხოვრები ინვესტორები იმ სამ ქვეყანას ასახელებენ, რომელთაც საინვესტიციო სამიზნებაად გადაქცევის ტენდენცია აქვთ, ესენია – მოლდავეთის რესპუბლიკა, სერბეთი და საქართველო – ამ ქვეყნებთან რუმინეთს მტკიცე პოლიტიკური კავშირები აქვს. საქართველო დღეს, 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ, იმის მიუხედავად რომ დაძაბულობა სეპარატისტული რესპუბლიკების, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის გამო გრძელდება, იმის დასამტკიცებლად ემზადება, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილურია. ქვეყანა ენერგეტიკის დარგში ქართულ-აზერბაიჯანულ-რუმინული ერთობლივი მილსადენის პროექტის იდეით გამოდის, რომელსაც თან ახლავს თხევადი აირის ტერმინალები შავი ზღვის ორივე მხარეს – კონსტანცაში, ბათუმსა და ყულევში. ლევან მეტრეველი საქართველოს ელჩი ბუქარესტში ამბობს, რომ პროექტი ტექნიკური, გეოგრაფიული და პოლიტიკური თვალსაზრისით და ლოგიკურადაც სავსებით რეალურია, განსაკუთრებით იმიტომ რომ ის მოყვება იმ გრძელ მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანული აირის საბადოს, შაჰ-დენიზის ველს აღმოსავლეთ-ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. ”ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ” – ამბობს მეტრეველი – ”უმოკლესი გზა ა-სა და ბ-ს შორის, ყოველთვის სწორი ხაზია”. საქართველოს ასევე მდიდარი ჰიდრორესურსები აქვს, რასაც კავკასიის მთებიც უწყობს ხელს. ”ათი წლის წინ საქართველოს ენერგეტიკული დეფიცი ჰქონდა, მაგრამ ექვს წელიწადში, ჩვენი მოლოდინით ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას შევძლებთ” – ამბობს მეტრეველი – ”რუმინეთს შეუძლია ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციები ჩადოს”. რუმინეთის ჰიდროელექტროსადგურების დიდ ნაწილს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორი კომპანია ფლობს – ”ელექტრა” და ”ჰიდრონერგეტიკა”. რუმინეთის გრძელვადიანი ამბიცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ პრივატულად მართულმა ”ჩემპიონებმა” რეგიონული ინვესტიციები განახორციელოს – მათ შორის ბალკანეთში, მოლდავეთის რესპუბლიკაში და შესაძლოა საქართველოშიც. რუსეთის საკითხი მაგრამ პრობელმას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ”ოკუპაცია” ქმნის – როგორ შესძლებს საქართველო ამ პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ინვესტორების დარწმუნებას უსაფრთხოებაში? ”რუსულ-ქართულ ომში რუსეთის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო – ქვეყნისთვის ინვესტორების ჩამოცილება” – ამბობს მეტრეველი. რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისი სახელმწიფო პასპორტები გასცა, რათა შეესუსტებინა მოქალაქეობა და წაეშლა გამყოფი ხაზი სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის. მეტრეველის აზრით, ქვეყნის გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტის გზა ”დემოკრატია და ლიბერალიზაციაა”. საქართველოს მიზანია საკუთარი მოქალაქეები სოციალური შეღავათებითა და ისეთი ფუნქციონირებადი სახელმწიფო ინსტიტუტებით უზრუნველყოს როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვის სათანადო სისტემა და ამით სეპარატისტული რესპუბლიკებისთვის მაგალითად იქცეს. მეტრეველი ამბობს, რომ არსებობს უზარმაზარი განსხვავება ჩრდილო-აფხაზეთს რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და სამხრეთ-აფხაზეთს შორის, რომელიც საქართველოს კონტროლს ექვემდებარება. ეს განსხვავება ეხება კორუფციას, სიღარიბის ხარისხსა და კანონის უზენაესობის დონეს, რომელიც ჩრდილო-აფხაზეთში დაბალია. 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რომელმაც ხელისუფლებაში დასავლეთის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, საქართველო მსოფლიო ბანკის მოწადინებულ მოსწავლედ იქცა. ეს ეხება ბიზნესის მართვის გამჭვირვალობას – დააწესდა დაბალი კომბინირებული საშემოსავლო და სოციალური გადასახადი, რომელიც 20%-ს უდრის. ”საქართველოში, იმისდა მიუხედავად ქართველი ხარ თუ უცხოელი, ბიზნესი შეიძლება ორ დღეში დაიწყო”. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2007-2008 წლებში გაიზარდა, მაგრამ ომის შემდეგ რომლის დროსაც რუსეთი ღრმად შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე დაეცა. მას შემდეგ დიდი მეზობელი ინარჩუნებს ჯარებს სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში. 2009 წელს საქართველოს მშპ 7%-ით შემცირდა, მაგრამ ელჩის თქმით, ის 2010 წელს 4-5%-ით გაიზრდება. პატრიჩიუს პრეცედენტი საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია უმდიდრესმა რუმინელმა დინუ პატრიჩიუმ განახორციელა. ის არის ნავთობისა და აირის კომპანიის ”რომპეტროლის” ყოფილი მფლობელი. 2009 წლის სექტემბერში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან ერთად, პატრიჩიუმ საქართველოში სიდიდით მეშვიდე ”სახალხო ბანკი” დაახლოებით ათ მილიონ ევროდ შეიძინა და მას ”ლიბერთი ბანკი” უწოდა. ახლა საქართველო ძალიანაა მოწადინებული შავ ზღვაზე თავისი ტურისტული ინდუსტრიის პოპულარიზებით. საკურორტო ქალაქი ბათუმი თავს იწონებს ხუთვარსკვლავიანი ”შერატონით”, ”ჰილტონი” და ”რედისონი” შენდება და ამბობენ, რომ გაიხსნება ”კემპინსკიც”. ასეთი მაღალი კლასის სახელებს რუმინეთის სანაპიროც კი ვერ გაუწევს მეტოქეობას. ამას წინათ საქართველოს ჯორჯ კოპოსი (სასტუმროების Athenee Palace Hilton Hotel and Ana Hotels Group-ის მფლობელი) ეწვია, რათა ტურისტული პოტენციალი გადაემოწმებინა. ქვეყანა ასევე გეგმავს ამბიციური სააინვესტიციო პროექტის განხორციელებას. პროექტის მიზანია საქართველოს სანაპიროზე ქვიშის ჩამოტანა. საქართველოში 4.1 მილიონი მოსახლეობაა, აქედან 55% სოფლის მეურენეობაშია დასაქმებული. ქვეყანას იაფი სამუშაო ძალა ჰყავს, საშუალო თვიური ხელფასი 150 აშშ დოლარს უდრის. სოფლის მეურნეობაში რუმინელი სპეციალისტები შეიძლება შევიდნენ იმ სივრცეში, რომელიც პარალელურად რუმინეთშიც არსებობს, მათ შორისაა სიმინდი, ხორბალი, შაქრის ჭარხალი და ყურძენი, ხოლო ქვეყნის სამხრეთით – ჩაი და ციტრუსი. არის პოტენციალი ღვინოსა და მინერალურ წ####ბშიც. რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წ####ბზე სავაჭრო აკრძალვა დააწესა და ამ ემბარგოს შემდეგ საქართველომ სამიზნედ დასავლელი და ამერიკელი მომხმარებელი აირჩია. ”რუსულ ბაზარზე ნახევრად ტკბილ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ევროპა უფრო მშრალ ღვინოზეა ორიენტირებული – რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყურძნის სახეობები უნდა შეიცვალოს” – ამბობს მეტრეველი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53287.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი პირი - დათო მიკიჩაშვილი და ალიოშა მირზაბეგოვი დააკავეს. ეჭვმიტანილები უკანონოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით... View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53287.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი პირი - დათო მიკიჩაშვილი და ალიოშა მირზაბეგოვი დააკავეს. ეჭვმიტანილები უკანონოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით... View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53287.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი პირი - დათო მიკიჩაშვილი და ალიოშა მირზაბეგოვი დააკავეს. ეჭვმიტანილები უკანონოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით... View the full article
-
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ,,შეიარაღებული ძალების” პირადი შემადგენლობის ბანდფორმირებების ყოფილ წევრთა შემცირებასთან დაკავშირებით, მათზე კომპენსაციის გასაცემად დაკმაყოფილებულ იქნა სეპარატისტული ,,მთავრობის” მოთხოვნა 100 მლნ. რუსული რუბლის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხები უპროცენტო კრედიტის სახით მიეცემათ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე ე.წ. სამხედრო ფორმირებებში რიცხულ მებრძოლებს.ფულადი სახსრები ჩაირიცხება ახლადშექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,პატრიოტი”-ს ანგარიშზე, რომლის თავმჯდომარეა იბრაჰიმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დაუპატიჟებელი სტუმარი თათარზე უარესიარუსული ანდაზა(გაგრძელება. იხ. დასაწყისი) * * *...ჩვენი პრობლემისათვის მნიშვნელოვანია ირანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის - სულთანიის არქიეპისკოპოსის იონე III-ის ჩანაწერები, რომელსაც თავისი ნაშრომი 1404 წელს დაუმთავრებია. მის თხზულებაში დიდი რაოდენობის ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობებია დაცული ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხების შესახებ. როგორც აღნიშნავენ, იოანე III-ის ჩანაწერები მისი მოგზაურობის შედეგადაა შესრულებული. საინტერესოა აღნიშნული ავტო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
აშშ-ს შემდეგ, ევროპაში მოსალოდნელ ტერაქტებზე საკუთარი მოქალაქეები შვედეთმა და იაპონიამაც გააფრთხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ბი-ბი-სი” ავრცელებს.“ეი-ბი-სის” ცნობით კი, ტერორისტების შესაძლო სამიზნეებს შორის ევროპის ხუთი უმსხვილესი აეროპორტია.ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად 1985 წლის რომისა და ვენის აეროპორტებზე თავდასხმის ფაქტები სახელდება. ამ ინციდენტების დროს პალესტინელმა ექსტრემისტებმა ბილეთების სალაროებთან ხელყუმბარა შეაგდეს და ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაისროლეს. შემთხვევ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გამთენიისას ბრიუსელში გაემგზავრა. როგორც „მედიანიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი… ლინკი მედიანიუსზე
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53279.jpgქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით კანადის პოლიციის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53279.jpgქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით კანადის პოლიციის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53279.jpgქართველი მოციგავის - ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით კანადის პოლიციის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53275.jpgდღეიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. View the full article
-
დიდი ბრიტანელი კომიკოსი, მისტერ პიტკინის როლის ცნობილი შემსრულებელი ნორმან უიზდომი გარდაიცვალა. მან მისტერ პიტკინის როლი 10-ზე… ლინკი მედიანიუსზე
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53275.jpgდღეიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ქარტიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. View the full article