planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 21 ადამიანი დააკავა. სამინისტროს განცხადებით, დაკავების საფუძველი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კონტრაბანდული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა გახდა. დალუქულია 20 აფთიაქი, რომელიც კონტრაბანდული საშუალებებით ვაჭრობდა. არც ერთი მათგანი ქსელური არ არის. იხილეთ tabula.geზე
-
http://faith.ge/uploads/posts/2010-03/1268470059_wminda-giorgi.jpg liverpoolfc.ge-ს ადმინისტარაციის სახელით გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს… ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნის II ნახევარი – ქვეყნიერებას მოევლინა წმინდა გიორგი. კაბადოკიელ წარჩინებულ ქრისტიანთა ოჯახში დაბადებული ბავშვი მართლმადიდებლურად იზრდებოდა. სწორედ ქრისტიანულმა რელიგიამ გადაწყვიტა მოგვიანებით უკვე მისი ბედი.წამოზრდილმა წმინდანმა მოღვაწეობა იმ დროს რომის უსასტიკეს მმართველთან, დიოკლიტიანესთან დაიწყო, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ სიმკაცრით და სიძულვილით. გიორგიმ უარყო თანამდებობა, სიმდიდრე და ხელისუფლებას დაუპირისპირდა ქრისტიანობის მიღებით და ახალი რელიგიის მიმდევართა დამცველი გახდა. ამ ამბავმა იმპერატორის ყურამდეც მიაღწია. განრისხებული დიოკლიტიანეს ბრძანებით მეომრებ შეეცადნენ შუბით ეცემათ ის, მაგრამ წმინდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას მკერდზე დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს. დიოკლიტიანემ წმინდა გიორგის ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, სამაგიეროდ სიმდიდრეს პირდებოდა, მაგრამ წმინდა გიორგიმ მეფეს სიმდიდრეზე უარი უთხრა და ურჩია, თავადაც ეცნო ჭეშმარიტი ღმერთი, იმისთვის რომ ზეციური სასუფევლის ღირსი გამხდარიყო. მეორე დღეს წმინდა დიდმოწამე ბორბალზე გააკრეს, რომლის ქვეშაც წვერ-ბასრი რკინისმახვილიანი ძელები ელაგა. სხეულდასერილმაწმინდანმა ჯერ ხმამაღლა ადიდა ღმერთი, შემდეგ დადუმება არჩია. დიოკლიტიანეს ეგონა, რომ უკვე დაიმორჩილა ის და წამების ადგილიდან წავიდა. “ნუ გეშინინ, მე შენთან ვარ გიორგი!” უცებ სრულიად დაბნელდა, ძლიერი ქუხილის შემდეგ კი გაისმა უფლის ხმა. იმპერატორის განკარგულებით წმინდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს. სამი დღის მერე კირი ამოყარეს და წმინდანი სრულიად უვნებელი იხილეს. შემდეგ ლურსმებიანი გავარვარებული რკინის ჩექმები ჩააცვეს. მეორე დღეს მან იმპერატორს დაუზიანებელი ფეხი აჩვენა. დიოკლიტიანემ გიორგის მიცვალებულის აღდგენა უბრძანა, გიორგიმ ილოცა და მიცვალებულიც აღსდგა. გამძვინვარებულმა დიოკლიტიანემ გიორგის სიკვდილით დასჯა ბრძანა… იმ ღამეს წმინდა გიორგის მაცხოვარი ეჩვენა და გაამხნევა მოწამებრივი გვირგვინის მიღების აღთქმით. მეორე დილას წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, სიკვდილის წინ კი ერთადერთი თხოვნა შეუსრულეს – ლოცვა აცალეს… <p style="text-align: left">წმინდა გიორგი გფარავდეთ!.. <p style="text-align: left"> View the full article
-
გაგაცნობთ ჩვენი საიტის დიდი მეგობრის რომას რეპ მუსიკას View the full article
-
გასული კვირის დასაწყისში ქალაქ კარლსრუეში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. ათასი დელეგატისგან შემდგარი აუდიტორია მერკელისგან მისთვის დამახასიათებელ პრაგმატულ გამოსვლას ელოდა. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54016.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა შეაფასა. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ტერმინები `ოკუპირებული ტერიტორიები` და `ეთნიკური წმენდა` უკვე დამკვიდრდა ... View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg სემუელ ჩარაპი ევროპა ძალიან ბევრს დაკარგავს, თუკი სენატი ჩააგდებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ შეთანხმებას, რომელსაც ბარაკ ობამამ რუსეთთან მიაღწია დღეს, როდესაც ბარაკ ობამას მიერ რუსეთთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ბედი, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების (START) შესახებ ბეწვზე კიდია და ყველაფერი სენატზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია იმაზე დაფიქრება, თუ რას ნიშნავს ის ევროპისთვის. საქმე ის არის, რომ თუკი ხელშეკრულების რატიფიკაცია ჩაიშლება, მასთან ერთად კი ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკაც, ევროპული უსაფრთხოება დაზარალდება. სინამდვილეში ევროპა სხვებზე მეტად იგებს ამ გადატვირთვით, მიუხედავად იმ ხშირად თქმული სენტენციისა, რომ ობამას დროს შეერთებულმა შტატებმა ევროპის კონტინენტი „დატოვა“. როგორც ამ ყალბი ჭორის ავტორები ამტკიცებენ, რომლებიც ამ ჭორს საოცრად აბუქებენ, „ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავზე ობამას არდასწრება იმის მორიგი დადასტურება გახლდათ, რომ აშშ აღარ უთმობს ყურადღებას ევროპის შიდა უსაფრთხოებას“. იმის მტკიცება, რომ ამერიკა ევროპიდან წავიდა მცდარია. ამ იდეის ავტორები ამტკიცებენ, რომ თითქოს აშშ-ს ევროპის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულბა აქვს, თუმცა სინამდვილეში ობამას ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს მასთან საკვანძო საკითხებზე და ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ახორციელებს, რომლებიც პირდაპირ განამტკიცებს ევროპულ უსაფრთხოებას. მსგავსი მტკიცება ასახავს კონტინენტის უსაფრთხოების არსის სრულ უცოდინარობას, ასევე ცივი ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო საქმეების პოლიტიკურ დინამიკაზე აბსოლუტურად მცდარ წარმოდგენას. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ასეთი შეხედულებების მომხრეები იმ ფაქტის იგნორირებას ახდენენ, რომ აშშ-რუსეთის მტრული ურთიერთობები ევროპული უსაფრთხოებისთვის უკვე უზარმაზარი საფრთხეა. ძალიან უცნაურად ჟღერს ის მოსაზრება, რომ ჯორჯ ბუშის დროს შეერთებული შტატები თითქოს „ყურადღებას უთმობდა შიდა ევროპულ უსაფრთხოებას“. დიახ, მაღალჩინოსანი ამერიკელები არაგულწრფელ ტექსტებს ღვრიდნენ და საჯაროდ სიყვარულს უხსნიდნენ ევროპას, განსაკუთრებით ცენტრალურს, მაგრამ ეს კონფრონტაციის ფრონტის (რომელსაც ბევრი „ახალ ცივ ომს“ უწოდებდა) მონაწილე იარაღის მეგობრების მიმართ შეძახილი იყო. სინამდვილეში იმ პერიოდის ამერიკის მთავრობიდან ბევრი ბიოპოლარული მსოფლიო წესრიგის აღდგენას ცდილობდა და 2008 წლის აგვისტოში ისინი ამ ზღვარს ყველაზე ახლოს მიუახლოვდნენ, როდესაც ზოგიერთებმა იმის მოთხოვნა დაიწყეს, რომ აშშ-ს პირდაპირი სამხედრო ძალით ეპასუხა საქართველოს საზღვრებში შეჭრილი რუსეთისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუშის „ყურადღება“ ევროპისადმი პირდაპირ უკავშირდებოდა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას, ეს კი ევროპული უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი საფრთხეა. ამიტომ, მოდით პირდაპირ ვთქვათ: იმის მტკიცება, თითქოს ბუშის მმართველობის ბოლო წლებში რუსულ-ამერიკული ურთიერთობების სწრაფი გაუარესების პერიოდში, აშშ ევროპისთვის უფრო მტკიცე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მცდარია. აშშ-ს ქმედება რუსეთთან მიმართებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვან ირიბ გავლენას ახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე, რადგან პოსტ-საბჭოთა პერიოდში რუსეთის მსოფლიოსთან ურთიერთობის ხასიათს დიდწილად მისი ამერიკასთან ურთიერთობა განსაზღვრავს. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, 2007 წლის პუტინის სამწუხაროდ ცნობილ გამოსვლას, სადაც ის თავს დაესხა დასავლეთს, ადგილი არ ექნებოდა ბუშის დროს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში სერიოზული ანტაგონიზმი რომ არ წარმოქმნილიყო. ანალოგიურად 2010 წლის ივლისში შეუძლებელი იქნებოდა დიმიტრი მედვედევის გამოსვლა, სადაც მან ევროპასთან და აშშ-სთან მოდერნიზებული ალიანსების შექმნის შესახებ მოწოდება გააკეთა, რომ არა ობამას გადატვირთვა. ეს ყველაფერი პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. ბუშის დროს, რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დაძაბულობის პიკში, ევროპა გაზის გათიშვის, კიბერთავდასხმების, ნორვეგიის სანაპიროს გასწვრივ რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენთა პატრულირების აღდგენის და რა თქმა უნდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინაშე აღმოჩნდა. თავად იმ ფაქტმა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაზე სამხედრო პასუხის შესაძლებლობა განიხილებოდა, ევროპელები სერიოზულად ანერვიულა, რადგან რუსეთის საპასუხო ქმედებები სავარაუდოდ მათზეც აისახებოდა. შესაბამისად, ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვამ, როგორც სჩანს ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მთავარი საფრთხე შეამცირა: რუსეთს და დასავლეთს შორის კონფლიქტი, ხოლო რუსეთის ქცევა ბოლო ორი წლის განმავლობაში არსებითად შეიცვალა. რუსეთს და პოლონეთს შორის მორიგება და მათი დაახლოვება ალბათ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ მოსკოვში თანამშრომლობის განვითარების მიმართ ყურადღება გაიზარდა. ჯერ-ჯერობით, ამის სისტემურ ცვლილებად შეფასება ნაადრევია. რუსეთი უმალ არ გადაქცეულა საერთაშორისო პოლიტიკის გონიერ და კონსტრუქციულ ძალად – ეს ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოსკოვს და ვაშინგტონს შორის კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა და ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ქმედებების ცვლილება. მოკლედ, გადატვირთვამ ევროპის უსაფრთხოებას ცხადი სარგებელი მისცა, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მასშტაბურ სარგებელზე, რომელიც მან ზოგადად მიიღო აშშ-ს და რუსეთის ძალისხმევის განახლებით ირანის ბირთვული პროგრამის შეკავების საკითხზე, ავღანეთის ოპერაციის მომარაგებასა და ბირთვული მასალების გავრცელებაზე კონტროლის თვალსაზრისით. ამიტომ ახლა, როდესაც სენატი სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებაზე დებატების წარმართვას გეგმავს, ევროპამ უნდა იცოდეს რომ ის ძალიან ბევრს დაკარგავს, თუკი ამ დოკუმენტის რატიფიკაცია უახლოეს მომავალში, ან ზოგადად არ მოხდება, რადგან გადატვირთვა ევროპული უსაფრთხოებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკისთვის. ორიგინალი ორიგინალი
-
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო, ამხანაგურ მატჩში სლოვენიას სტუმრად 2:1 მოუგო!მასპინძელთა გოლი ჯერ შეცვლაზე შესულმა სანდრო გურულმა გაქვითა – მცველებს შეცდომა არ აპატია, რამდენიმე წამში კი ჯანო ანანიძემ მათე ვაწაძის შესანიშნავი პასით მეორე გაიტანა. ეს გოლები ორივესთვის პირველი იყო ნაკრებში, სანდრო გურულმა კი სულაც დებიუტი აღნიშნა გოლით! იხილეთ tabula.geზე
-
რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც, აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე 1,5 ტონა თხილის გადატანის მცდელობა ჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 4 ადამიანის დაკავება გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულები და ტვირთი რუსმა ოკუპანტებმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს ჩააბარეს."აფხაზეთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც, აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე 1,5 ტონა თხილის გადატანის მცდელობა ჰქონდათ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, 4 ადამიანის დაკავება გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულები და ტვირთი რუსმა ოკუპანტებმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს ჩააბარეს."აფხაზეთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54021.jpgსაქართველოში მყოფი უცხოელი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის ქუთაისში ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი მათთვის ქალაქის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა იყო. View the full article
-
ილორში მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს. გადაღებეს ფასადი, შეათეთრეს შიდა კედლები, გაანადგურეს ქართული წარწერები. საფრთხე დაეუმუქრა უნიკალურ ფრესკებს, ეკლესიაში დააყენეს კონდიციონერები. წმინდა გიორგის ეკლესია ილორში წარმოადგენს აფხაზეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. გაზიარება [17:54 22-11-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOp2D5exX3I/AAAAAAAAEOg/0p6G-4ws3JU/s200/2cihd.jpgსაუკუნეების განმავლობაში ტაძარში ტარდებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე. ეს არქიტექტურული ძეგლი რამდენჯერმე განადგურდა სხვადასხვა დროს მტრების შემოსევისას. დღეს კი იგი რუსული ტანკებით არის გარშემორტმული. ღვთისმსახურება ტაძარში საბჭოთა დროსაც კი არ შემწყდარა. ეს მხოლოდ 90-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მოხდა. იმ დროიდან ტაძარში არ აღსრულებულა ღვთისმსახურება. ბოლო დროს აფხაზეთში ჩადიან გაურკვეველი წარმომავლობის სამშენებლო ბრიგადები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, ატარებენ სხვადასხვა სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს, მათ არავინ აკონტროლებს, არავინ ხელმძღვანელობს, რადგან ისინი აფხაზეთის ხელისუფლების მფარველობით სარგებლობენ. ეს ბრიგადები დაუბრკოლებლად შლიან ქართულ კვალს აფხაზეთის ქართული ძეგლებიდან. ეს უკვე პოლიტიკაა, რუსეთის დამპყრობლური გეგმის ნაწილი. ოფოციალურ თბილისს განზრახული აქვს მიმართოს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს და ითხოვოს დახმარება ილორში წმინდა გიორგის ეკლესიის გადასარჩენად. ქართული მხარე იუნესკოსგან დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. წმინდა გიორგის ტაძრის გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1100 ქართლი არქიტექტურული ძეგლია. დღესდღეობით ყველა ამ ძეგლს განადგურების საფრთხე ემუქრება. "ახალი 7 დღე"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
საქართველოში მივეჩვიეთ იმას, რომ არაფერი თავის დროზე არ ხდება. კონცერტი გვიან იწყება, ფილმის პრემიერა თბილისის გზებზე საცობებზეა დამოკიდებული, რადგან რეჟისორს ან პროდიუსერს ნამუშევარი ბოლო წამს მიაქვს კინოთეატრში. Seazone-მა ყველა რეკორდი მოხსნა. ნამუშევარი კინოში 28 ოქტომბრიდან უნდა გასულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო პრემიერა 12 ნოემბრამდე გადაიდო. თუმცა ის მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული ფილმი. დათო ბორჩხაძის ნამუშევარი, ჯერჯერობით ერთადერთია, რომლის დახურულ ჩვენებაზეც ჟურნალისტებისთვის დასაჯდომი ადგილი არ იყო გამოყოფილი. იხილეთ tabula.geზე
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/11/11/1289510715516/Christian-Poulsen-of-Live-005.jpg როი ჰოჯსონმა მოუწონა კრისტიან პოულსენს ძლიერი ხასიათი, მას შემდეგ რაც დანიელმა თავის საუკეთესო მატჩი ჩაატარა ლივერპულში, ვესტ ჰემის წინააღმდეგ. პოულსენმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, კაპიტნის ტრავმის გამო და მან თავისი კარგი თამაშით, წმრთვნელო გაახარა. “სტივენ ჯერარდი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და თუ გვინდა კარგი სეზონი გვქონდეს, ის აუცილებლად დაგვჭირდება. მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელებისთვის კარგია, ესეთი გაამრჯვება, თანაც სტივის გარეშე.” – განაცხადა როიმ! “ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და ეს კარგია, რადგან ზრდის გუნდში კონკურენციას და ასევე მათ გააჩუმეს ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ ლივერპული ერთ ან ორ კაციანი გუნდი იყო.” “თუ გინდა ნახოთ ძლიერი ხასიათის მაგალითი, ამას პოულსენის გაჩვენებთ.” “თავიდან მას კარგი დრო ნამდვილად არ ედგა ლივერპულში, ის ექცეოდა კრიტიკის ქვეშ და ვერ ავლენდა თავის პოტენციალს, მაგრამ მაშინ არც გუნდი თამაშობდა უკეთ.” “ყველაფრის მიუხედავად ის გავიდა მოედანზე და კარგად ითამაშა. კარგ გუნდში, მან გვაჩვენა თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია.” “ასევე კარგად ითამაშა რაულ მეირელეშმაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მისი ბურთით მომარაგება.” “გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა, ცოტათი ამაში ხელი ვესტ ჰემის სუსტმა თამაშმაც შეგვიწყო ხელი, თუმცა ჩვენ შევეცდებით ნებისმიერი მოწინააღმდეგესთან მაქსიმუმის გაკეთებას.” View the full article