planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://henleycentreheadlightvision.files.wordpress.com/2008/02/premier-league-badge.gif„ჩელისიმ“ ზედიზედ მეორე თამაში წააგო, მას უკვე „მანჩესტერ იუნაიტედი“ წამოეწია – ჩემპიონმა და ლიდერმა შემოდგომის დასაწყისსა და შუაში მოპოვებული დიდი უპირატესობა სრულიად გაფლანგა და შაბათს, ამ საქმეში, ბირმინგემის „სენტ ენდრიუზე“ ლომის წილი მასპინძელთა მეკარებ ბენ ფოსტერმა დაიდო. ალექს მაკლიშის გუნდმა ლი ბოიერის მიერ პირველი ტაიმის მე-17 წუთზე გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა. ცნობისათვის: ბოიერს თითქმის ერთი წელიწადი გოლი არ ჰქონდა გატანილი.საერთოდ, პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატი ძალიან უცნაურად მიმდინარეობს. გუნდებს უპირატესობის მოპოვებისა და შენარჩუნების შესანიშნავი შესაძლებლობები ეძლევათ, ისინი კი მარცხდებიან. აი, მაგალითად, ჩვენ დღეს წავაგეთ, მაგრამ წააგეს სხვებმაც…“სიტყვაში „სხვებმა“ რასაკვირველია „არსენალი“ იგულისხმება. აბა, სწორედ არსენ ვენგერის ბიჭებმა წააგეს თუ წააგეს – შინ, „ემირეიტ სთედიუმზე“ „ტოტენჰემს“ 2:0-ს უგებდნენ და სამი გოლის გაშვება მოახერხეს.არსენ ვენგერს ხმა ჰქონდა ჩაწყვეტილი. პრესკონფერენციაზე მხოლოდ რამდენიმე ფრაზის წალუღლუღება მოახერხაბოლტონმა“ „ნიუკასლი“ შავ დღეში ჩააგდო, 5:1 მოუგო.„ლივერპულმა“ კი დიდებულად ჩააბარა ტესტი, რომლისთვისაც ასეც შეიძლებოდა გვეწოდებინა: რისი შემძლეა ეს გუნდი სტივენ ჯერარდის გარეშე?ანგარიში გლენ ჯონსონმა გახსნა, ეს კი ის ფეხბურთელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ როი ჰოჯსონის ხელში „ლივერპული“ საშინლად მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს. ამ სიტყვების შემდეგ ხალხი არც კი ელოდა, რომ ჰოჯსონი ჯონსონს ათამაშებდა, მაგრამ პირიქით მოხდა: ჯონსონი „წითლების“ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ და, როგორც გითხარით მან გოლიც გაიტანა. მატჩის შემდეგ ჰოჯსონმა თქვა:„ვფიქრობ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ხალხმა ჯონსონის ნათქვამი მთლად სწორად ვერ გაიგო და ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხა. ეს იყო ქარიშხალი ჩაის ჭიქაში“. თავად ჯონსონმა კი სიხარულით აღნიშნა: „რად მინდა მწვრთნელის შენიშვნა, განა თავად არ ვიცოდი, რომ კარგად ვერ ვთამაშობდი? ექვსი თუ შვიდი თამასის გამოტოვების შემდეგ მოედანზე დაბრუნებამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა“.კარლოს ტევესმა კი ყოფილ მწვრთნელს მარკ ჰიუზს, რომელიც დღეს „ფულჰემს“ უდგას სათავეში, მკაცრად მიუთითა თუ რა განსხვავებაა პრემიერლიგის ოთხეულის გუნდებსა და დანარჩენებს შორის – ისტლენდელებმა „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემი“ 4:1 დაჯაბნეს და ლიდერს სამი ქულითღა ჩამორჩებიან. ამ შეხვედრას ტრიბუნიდან არც მეტი არც ნაკლები დიეგო მარადონა ადევნებდა თვალს და ვინ იცის ტევესი ამითაც გახლდათ აღტაცებული – ორი გოლის გარდა მან შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელობაც დაიმსახურა.ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური არსენალი-ტოტენჰემი 2:3 არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი, სანია, სკილაჩი, კოშელნი, კლიში, სონგი, დენილსონი, ნასრი (77. როსიცკი), არშავინი (77. უოლკოტი), ფაბრეგასი, შამახი (68. ვან პერსი) ტოტენჰემი (4-4-2): გომესი, ჰატონი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო, ლენონი (45. დეფო), ჯენასი, მოდრიჩი, ბეილი, ვან დერ ვაარტი (88. პალასიოსი), პავლიჩენკო (74. კრაუჩი) გოლები: 1:0 ნასრი (9), 2:0 შამახი (27), 2:1 ბეილი (50), 2:2 ვან დერ ვაარტი (67-პენ), 2:3 ქაბული (85) გაფრთხილება: სანია, დენილსონი, კოშელნი – ვან დერ ვაარტი კუთხური: 2-6; ჯარიმა: 19-17; კარში დარტყმა: 15-13 (4-5); თამაშგარე: 5-2 ბურთის ფლობა: 61%-39%, მაყურებელი: 60 102ბირმინგემი-ჩელსი 1:0 ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი, კარი, რ. ჯონსონი, ს. დანი, რიჯუელი, ფერგიუსონი, ბოიერი, ლარსონი, ფეჰეი, ჯერომი, ჟიგიჩი (72. ჰლები) ჩელსი (4-3-3): ჩეხი, ფერეირა (65. ბოსინგვა), ივანოვიჩი, ალექსი, ე. კოული, რამირესი (72. სტარიჯი), მიკელი, მალუდა, ანელკა, დროგბა, კალუ გოლები: 1:0 ბოიერი (17) გაფრთხილება: რიჯუელი, ფეჰეი კუთხური: 4-16; ჯარიმა: 10-3; კარში დარტყმა: 3-32 (1-9); თამაშგარე: 0-0 ბურთის ფლობა: 38%-62%, მაყურებელი: 24 357 ბლექპული-ვულვზი 2:1 ბლექპული (4-4-2): კინგსონი, ერდლი, კეთკარტი, ივეტი, ს. კრეინი (90. დ. კრეინი), ვუგანი, ადამი, ფილიპსი (65. ფილიპსი), ვერნი, კემპბელი, ჰერევუდი (65. ტეილორ-ფლეტჩერი) ვულვზი (4-5-1): ჰანემანი, ფოული (29. მილიაში), სტირმენი, ბერა, ელოკობი, ჰენრი (60. ს. ფლეტჩერი), მენსიენი, ჯერვისი, ჰანტი (45. ებანკს-ბლეიკი), ჯონსი, დოილი გოლები: 1:0 ვერნი (3), 2:0 ჰერევუდი (44), 2:1 დოილი (86) გაფრთხილება: ჰენრი, ბერა კუთხური: 4-11; ჯარიმა: 5-11; კარში დარტყმა: 13-23 (4-9); თამაშგარე: 5-2 ბურთის ფლობა: 44%-56%, მაყურებელი: 15 922 ბოლტონი-ნიუკასლი 5:1 ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი, რიკეტსი, კეჰილი, ნაითი, რობინსონი, მუამბა, ჰოლდენი, ლი (86. როდრიგო), ტეილორი (78. მ. პეტროვი), კ. დევისი, ელმანდერი (80. კლასნიჩი) ნიუკასლი (4-4-2): კრული, სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, გათრი (71. რუთლიჯი), ნოლანი, სმიტი, ხონასი (77. ს. კემპბელი), ამეობი (72. ლოვენკრანდსი), ქეროლი გოლები: 1:0 კ. დევისი (18-პენ), 2:0 ლი (39), 3:0 ელმანდერი (50), 3:1 ქეროლი (52), 4:1 ელმანდერი (72), 5:1 კ. დევისი (90-პენ) გაფრთხილება: ლი – ნოლანი, სანჩესი გაძევება: კოლოჩინი (76-ნიუკასლი) კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-12; კარში დარტყმა: 21-7 (8-4); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 50%-50%. მაყურებელი: 22 203 მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი 2:0 მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი, რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, ნანი, დ. ფლეტჩერი, ქერიკი (65. ერნანდესი), პარკი (56. სქოულზი), ობერტანი, მაკედა (56. რუნი) უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი, გუჰური, კოლდუელი, ალკარასი, ფიგეროა, სტამი (80. მაკარტური), ტომასი, დიამე, ნ’ზოგბია (80. დი სანტო), გომესი (58. მოზესი), როდალეგა გოლები: 1:0 ევრა (45), 2:0 ერნანდესი (77) გაფრთხილება: ალკარასი, დიამე გაძევება: ალკარასი (59-უიგანი), როდალეგა (61-უიგანი) კუთხური: 11-1; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 16-11 (7-4); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 68%-32%. მაყურებელი: 74 181 ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 0:3 ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი, იარა, იბანიესი, ტამასი, მ. ჩეხი, ბერნსი (66. ტჩოი), მულუმბუ (80. დორანსი), შარნერი, ჯ. ტომასი, მორისონი (56. კოქსი), ოდემვინგე სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი, უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, კოლინზი, პენანტი (12. თუნჩაი), დილეპი, უაიტჰედი, ეზერინგტონი (79. უოლტერსი), კ. ჯონსი, ფულერი (83. უილსონი) გოლები: 0:1 ეზერინგტონი (55-პენ), 0:2 უოლტერსი (85-პენ), 0:3 უოლტერსი (90) კუთხური: 8-3 ჯარიმა: 10-11; კარში დარტყმა: 19-8 (6-5); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 65%-35%. მაყურებელი: 24 164 ლივერპული-ვესტ ჰემი 3:0 ლივერპული (4-4-2): რეინა, გ. ჯონსონი, კარაგერი, შკრტელი, კონჩესკი, კუიტი, მეირელეში (83. შილვი), პოულსენი, მაქსი როდრიგესი, ნგოგი (74. აურელიო), ტორესი (85. ბაბელი) ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი, იაკობსენი, გებიდონი, აპსონი, ილუნგა (76. ტომკინსი), ნობლი, ბოა მორტე, კოვაჩი, პიქვიონი, კ. კოული (69. მაკარტი), ობინა (45. ბარერა) გოლები: 1:0 გ. ჯონსონი (18), 2:0 კუიტი (27-პენ), 3:0 მაქსი როდრიგესი (38) გაფრთხილება: ნობლი (72) კუთხური: 10-2; ჯარიმა: 7-11; კარში დარტყმა: 23-8 (8-1); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 54%-46%. მაყურებელი: 43 024 ბლექბერნი-ასტონ ვილა 2:0 ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი, სალგადო, სამბა, ნილსენი, ჟივე (45. შიმბონდა), ე-ჰ დიუფი, ფ. ჯონსი, პედერსენი (72. გულონი), ჰოილეტი (64. მ-ბ დიუფი), რობერტსი, დანი ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი, ლ. იანგი, რ. დანი, კლარკი, უორნოკი, ე. იანგი, ჰოგი (81. ჰერდი), ბენანი, დაუნინგი, აირლენდი (68. პირესი), აგბონლაჰორი (78. დელფუნესო) გოლები: 1:0 პედერსენი (45), 2:0 პედერსენი (66) გაფრთხილება: კლარკი კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-11; კარში დარტყმა: 17-16 (4-4); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 39%-61%, მაყურებელი: 21 848 ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 1:4 ფულჰემი (4-4-2): შვარცერი, ბეირდი, ჰიუზი, ჰანგელანდი, სალსიდო, ს. დევისი, დ. მერფი, ეტუჰუ (64. კამარა), დაფი (45. გერა), დემპსი, ე. ჯონსონი მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი, საბალეტა, კ. ტურე, კომპანი, კოლაროვი, ი. ტურე, დე იონგი, ბერი (82. ვიეირა), სილვა (89. მილნერი), ტევესი (78. ა. ჯონსონი), ჟო გოლები: 0:1 ტევესი (6), 2:0 საბალეტა (32), 0:3 ი. ტურე (35), 4:0 ტევესი (56), 4:1 გერა (70) გაფრთხილება: ეტუჰუ, ე. ჯონსონი – საბალეტა კუთხური: 7-7; ჯარიმა: 15-17; კარში დარტყმა: 15-11 (2-6); თამაშგარე: 2-3 ბურთის ფლობა: 45%-55%, მაყურებელი: 25 694 1. ჩელსი 14 9 1 4 28:9 28 2. მანჩესტერი 14 7 7 0 28:15 28 3. არსენალი 14 8 2 4 28:15 26 4. სიტი 14 7 4 3 19:11 25 5. ბოლტონი 14 5 7 2 26:20 22 6. ტოტენჰემი 14 6 4 4 21:19 22 7. სანდერლენდი 13 4 7 2 15:13 19 8. სტოკი 14 6 1 7 18:18 19 9. ლივერპული 14 5 4 5 16:17 19 10. ნიუკასლი 14 5 3 6 22:21 18 11. ბლექბერნი 14 5 3 6 17:18 18 12. ბლექპული 14 5 3 6 21:27 18 13. ასტონ ვილა 14 4 5 5 15:20 17 14. ბირმინგემი 14 3 7 4 15:17 16 15. ვესტ ბრომვიჩი 14 4 4 6 16:25 16 16. ევერტონი 13 3 6 4 14:13 15 17. ფულჰემი 14 2 8 4 14:17 14 18. უიგანი 14 3 5 6 10:23 14 19. ვულვზი 14 2 3 9 14:25 9 20. ვესტ ჰემი 14 1 6 7 11:25 9http://lfcred.com/nakrebi/inglisi/808-bbbbbbbbbbb-bbb-bbb-bbbbb-bbbbb.html#commenthttp://lfcred.com/nakrebi/inglisi/808-bbbbbbbbbbb-bbb-bbb-bbbbb-bbbbb.html#comment ბომბარდირები: 9 – ტევესი (მანჩესტერ სიტი); 8 – ქეროლი (ნიუკასლი), ელმანდერი (ბოლტონი); 7 – მალუდა (ჩელსი), ნოლანი (ნიუკასლი); 6 – ტ. კეჰილი (ევერტონი), ბენტი (სანდერლენდი), ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი), შამახი (არსენალი), დევისი (ბოლტონი), ვან დერ ვაარტი; 5 -კალუ (ჩელსი), ასამოა (სანდერლენდი), ტორესი (ლივერპული), ბეილი (ტოტენჰემი), ჰერევუდი (ბლექპული). მომდევნო ტური: 27 ნოემბერი. ასტონ ვილა-არსენალი, ბოლტონი-ბლექპული, ევერტონი-ვესტ ბერომვიჩი, ფულჰემი-ბირმინგემი, მანჩესტერ იუნაიტედ-ბლექბერნი, სტოკი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ჰემი-უიგანი, ვულვზი-სანდერლენი; 28 ნოემბერი. ნიუკასლი-ჩელსი, ტოტენჰემი-ლივერპული. View the full article
-
მთავარ გმირ ოლივს სკოლაში დასცინიან, რადგან მასზე დადის ჭორები, რომ იგი მსუბუქი ყოფაქცევისაა. ოლივი ამ ჭორს თავის ღირსებად აქცევს და საკმაოდ პოპულარულიც ხდება სკოლაში. View the full article
-
შესანიშნავი საშინელებათა ფილმი, რომელმაც დაიმსახურა უამრავი პრიზი. ფილმი არის ერთ საათიანი და მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც გოგოსთან სახლში მიდის სტუმრად და ცოცხალ მიცვალებულთა ალყაში ხვდება, ამავე ბინის რამდენიმე გადარჩენილ მაცხოვრებელთან ერთად .. ფილმს შეიძება ვუწოდოთ ზომბი დრამა ან გადარჩენილების ჯგუფი ზომბების საზოგადოებაში. ეს ფილმი მოგაგონებთ სერიალ "მოსიარულე მკვდრებს". ზომბის ყველა ფანს მოეწონება View the full article
-
Magic Video Converter 8.3.10 ვიდეო ფაი8ლების დასაფორმატებელი პროგრამა რომლის სასუალებითაც შესაძლებელი ხდება ვიდეო ფაილების ფორმატის შეცვლა View the full article
-
მოძრაობა არა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მეთორმეტეკლასელთა დაშინებამ შედეგი გამოიღო. პარასკევს პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩაშლის მიზეზიც, მათი აზრით, სწორედ ეს გახდა. ,,მიგვაჩნია, რომ სრულიად სამართლიანად ქუჩაში გამოსული უამრავი მეთორმეტეკლასელი საქართველოს ხელისუფლებამ დააშინა. აგორდა დიდი კამპანია, რომელმაც გამოიღო შედეგი და დაშინებული ბავშვები თავისსავე დაგეგმილ და ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე აღარ მივიდნენ’’, - ამბობს არა-ს წარმომადგენელი თიკო ნიბლოშვილი. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, განათლების სამინისტრომ, სკოლის პედაგოგებმა და დირექტორებმა ამ ქმედებით სასტიკად დაარღვიეს მოსწავლეების კონსტიტუციური უფლება. კერძოდ, მოძრაობა არა მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მე–18, მე–19 და 24-ე მუხლები. ამ მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის თავისუფლება; ასევე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, თავისი აზრის ზეპირად და წერილობით გამოთქმისა და გავრცელების უფლება; მოძარობა არა სოლიდარობას უცხადებს მოსწავლეებს და მოუწოდებს მათ, რომ თავად დაიცვან თავიანთი უფლებები. პარასკევს, 19 ნოემბერს, დაგეგმილი მოსწავლეთა საპროტესტო აქცია ჩაიშალა. პარლამენტის წინ სულ 10-მდე მოსწავლე მოვიდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54024.jpg2010 წლის 22 ნოემბერს ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას `უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ`, ქართული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო ევროკავშირის მხრიდან კი - ბელგიის სამეფოს... View the full article
-
kmp ფლეიერი---- ეს არის ართ-ერთი უძლიერესი ვიდეო ფლეიერი უშვებს ყველა არსებულ ფორმატს View the full article
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. თუ ვინ არის ასოციაციის ახალი თავმჯდომარე, საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, თამარ ხიდაშელს, საიას უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, აღარ ჰქონდა უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. თამარ ხიდაშელი, საიას თავმჯდომარე 2008 წლიდან არის. როგორც წესი, თავმჯდომარეს ერთი წლის ვადით ირჩევენ. ერთ კანდიდატს უფლება აქვს, ორჯერ გახდეს თავმჯდომარე. კანდიდატს ასოციაციის 21–კაციანი გამგეობა ირჩევს. ისინი ჯერ კანდიდატებს ასახელებენ ამავე გამგეობიდან, ხოლო შემდეგ ფარული კენჭისყრის პრინციპით ერთს ირჩევენ. გამგეობის შემადგენლობა ყოველ წელს ახლდება: 7 ახალი წევრი ემატება და 7 ძველი აკლდება. საიას 21–კაციან გამგეობაში ამჟამად 21 წევრია, თუმცა თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატი 20 მათგანია, გამომდინარე იქიდან, რომ 21–დან 1 – თამარ ხიდაშელია. აი, ის 21– კაციანი სია, რომელთა შორის ერთ–ერთი საიას თავმჯდომარე გახდება: 1. თამარ ხიდაშელი 2. დიანა ჟღენტი 3. თინათინ ხიდაშელი 4. ნინო ლომჯარია 5. ნინო ლეჟავა 6. ხათუნა ჭითანავა 7. თამარ კორძაია 8. ლალი ჩხეტია 9. კახა კოჟორიძე 10. გაგი მოსიაშვილი 11. ეკატერინე ფოფხაძე 12. თამარ ქალდანი 13. ბესარიონ ბოხაშვილი 14. თამარ თომაშვილი 15. გიორგი ჩხეიძე 16. თამარ მეტრეველი 17. ქეთევან ბებიაშვილი 18. სოფო ჯაფარიძე 19. თამარ ჩუგოშვილი 20. ლელა ტალიური 21. გიორგი მშვენიერაძე სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01661/torres-gi_1661153c.jpg“ლივერპული” და “იუვენტუსი” ერთმანეთს “სამპდორიას” მარცხენა მცველის და ნახევარმცველის, რეტო ზიგლერის შეძენაში შეეცილებიან. გამოცემა “4-4-4-ის” თანახმად, მსურველებიდან მხოლოდ ამ ორ გუნდს აქვს მისი გადმობირების შანსი. … ზაფხულში მას ვერდერის “ბრემენში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა საქმე გერმანელების სასარგებლოდ არ დასრულდა. ზიგლერი გამოირჩევა სისწრაფითა და ტექნიკით, ის არის მცველი, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას უწევს ფორვარდს როგორც პასებით, ასევე პოზიციით. იგი აუცილებლად აირჩევს ან “იუვეს”, ან “ლივერპულს” . თუ რომელს უფრო მეტი პრიორიტეტი ენიჭება, გაურკვეველია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54023.jpgზუსტად შვიდი წლის წინ საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. მოვლენები კი 2003 წლის 2 ნოემბერს დაიწყო. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54022.jpgქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებელ ტაძარში უკვე ჩატარდა. View the full article
-
ახალი ათასწლეული ვარდების, ტიტების, მეწამულისფერი, ნარინჯისფერი რევოლუციებით დაიწყო. დღეს ზუსტად 7 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. ფერადი რევოლუციების ტალღა, როგორც ქვეყანაში მმართველობის მშვიდობიანი გზით ცვლის ერთგვარი სინონიმი, 2000 წელს სერბეთში დაიწყო, გაგრძელდა საქართველოში ვარდების, უკრაინაში– ნარინჯისფერი, ხოლო ყირგიზეთში –ტიტების რევოლუციით. 2000 წელი, იუგოსლავია – სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი მოძრაობა და სიტყვები Gotov ye (ის დამთავრებულია) , ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული მილოშევიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში. ეს იყო ძალიან ცნობილი აქტივისტთა ჯგუფი, რომელსაც Cyrillic Отпор უწოდებდნენ. მომდევნო ქვეყანა საქართველოა, სადაც, სერბეთის მსგავსად, ახალგაზრდული მოძრაობა „კმარა“ იყო ჩართული მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. 2003 წლის 23 ნოემბერს რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები დასრულდა და პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. მოგვიანებით, 2004 წელს, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინას გულშემატკივრობდა. საქართველო მეზობელი ქვეყნის ნარინჯისფერ რევოლუციას იწონებდა და მხარშიც ედგა. Pomarancheva revolyutsiya –ს შედეგად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო გახდა. უკრაინაშიც, საქართველოსა და იუგოსლავიის მსგავსად, ახლაგაზრდული ორგანიზაცია რევოლუციის ერთ–ერთი ნაწილი იყო. 2005 წელს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებს ტიტების რევოლუცია იმ პერიოდში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის გამო დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტი ასკარ აკიევი აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში არავითარი ტიტების რევოლუცია არ იქნებოდა. თუმცა რევოლუცია შედგა, პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ათწლეულის მეოთხე, ფერადოვან რევოლუციას ეს სახელიც დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტებამდე მას არაერთი სახელი მოუძებნეს. 2005 წელსვე ლიბანში კედარის რევულიცია მოხდა. მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს სახელი „კედარი“ უკვე ნახსენები ოთხი რევოლუციის გავლენით აურჩიეს. sametová revoluce –ანუ ხავერდოვანი რევოლუცია, ვაცლავ ჰაველის და ყოფილი ჩეხოსლოვაკიის გარდა, დღეს უკვე სხვა რევოლუციებსაც გვახსნებეს. მიუხედავად სახელებისა– ვარდები, ტიტები, ნარინჯისფერი და სხვა – ეს რევოლუციები ხშირად იყო მოხსნებული, როგორც ხავერდოვანი რევოლუციები. რევოლუციები – უსისხლოდ. ფერადი რევოლუციის მცდელობა 2004 წელს აზერბაიჯანსაც ჰქონდა. თუმცა რევოლუცია, რომლის სათავეშიც აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ნაწილი იდგა, ისტორიას ფერებისა და ხელისუფლების შეცვლის გარეშე დაამახსოვრდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ითამაშეთ და შედეგები კომენტარებში…დაალაგეთ ციფრები 1-დან 90-მდე. ვინც ყველაზე მალე იზამს ამას, ის მოგებულია…. წარმატებებიიი View ucnauri.com
-
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი პარანორმალური ისტორიებიდან ისტორია პირველი – მოხეტიალე სულიეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა სახლში ვბრუნდებოდი. მე მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობ, ამიტომ ქუჩა ჩაბნელებული იყო და გზას მხოლოდ ჩემი მანქანის ფარები ანათებდა. რამდენიმე კვირის წინ აქ ავარია მოხდა, რომელმაც ჩემი ორი მეგობარი შეიწირა, 4 კი ... View ucnauri.com
-
საინტერესო ფაქტების მიერ უცნაურის წალეკვის მეორე ნაწილი 1.ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება თბილისის “დინამომ” მოიპოვა. 1981 წლის 13 მაისს მან ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებს შორის. აბა შემდეგ გამარჯვების მერე აუვარდათ თავში 2.ბირჟა XV საუკუნეში წარმოიქმნა და ფლამანდიელი მევახშის ... View ucnauri.com
-
ამ პოსტში ნახავთ მზის ჩასვლის ულამაზეს ფოტოებს. 11. Sleeping Sun by EmINEMOmo Shubitidze | შექმენი შენი ემბლემა View ucnauri.com
-
ეს ახალი MP3 ფლეიერია რომელიც ძალიან გავს კუბს (კი არადა კუბია)ეს პატარა ფლეიერი სულ 1 ინჩიც არაა და 32 გეგაბაიტის დატევა შეუძლია, მართლაც რომ გასაკვირია. 6 საათი შეგიძლია გადაბმულად უსმენდე მუსიკებს, დასატენად უნდა 1 საათი და იტენება USB კაბელით რომელიც ერთდება კომპიუტერში.მისი ფასი ძალიან დაბალია, სულ რაღაც 34 ამერიკული დოლარია.მოცულობაც ძალიან პატარა აქვს:აი ვიდეოც:იმედია მოგეწონათ. View ucnauri.com
-
გიორგობას გილოცავთ ყველას! წმინდა გიორგის მადლი არ მოკლებოდეს მთელ საქართველოს,ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ, მრავალ დღევანდელ დღეს დაესწარით! გიორგობა, ქრისტიანული წმინდანის გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა. ქართლში – გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა. კახეთში – ალავერდობა, ... View ucnauri.com
-
გარეული, ველური ბავშვები- არის ჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც მოჭარბებული აქვს ცხოველური ქცევები. ასეთები უმეტესად ხდებიან, როდესაც ადამიანებისგან მოწყვეტილად იზრდებიან, ან ცხოველებთან აქვთ ზედმეტად ხშირი კონტაქტი, მოკლებულნი არიან ადამიანურ სითბოს, სიყვარულს, ცხოველებისგან კი სწავლობენ იმას, რასაც საზოგადოება არ აძლევს, შესაბამისად ჩვენ ვიღებთ ცხოველს ადამიანის სხეულში. ასეთი შემთხვევები საკმაო რაოდენობითაა დაფიქსირებული, კიდევ ... View ucnauri.com
-
1. იაპონელები საკუთარ ფულს ,,ენ”-ს უწოდებენ, ხოლო დანარჩენი სამყაროსთვის ცნობილია როგორც ,,იენი”. თუმცა იაპონური ბალუტის სახელი მხოლოდ სხვა ენების გავლენით ყოფილა შეცვლილი.2. იაპონელი მძღოლები, როდესაც შუქნიშანთან ჩერდებიან, მანქანის ფარებს აქრობენ. უცხოელების აზრით, იაპონელები ამ გზით ცდილობენ დაზოგონ აკუმულატორის ენერგია, თუმცა საქმე ზრდილობაში ყოფილა. როდესაც მანქანა შუქნიშანთან ჩერდება, მძღოლს განათება ... View ucnauri.com
-
მოკლედ საინტერესო ფაქტებმა წალეკა უცნაური, ხოდა მეც რითი ჩამოვრჩებოდი 1. მსოფლიოში სიღარიბის ზღვრად ისეთი მდგომარეობა ითვლება, როცა ერთ სულ მოსახლეზე დღეში 1 დოლარზე ნაკლები შემოსავალი მოდის. ასეთი ადამიანიების რიცხვი დედამიწაზე 1,2 მილიარდია. მათი უმეტესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.2. ჰუმანური ინდექსი პირველად 1990 წელს პაკისტანელმა ეკონომისტმა, მაჰბუბ ულ-ჰაკმა შეიმუშავა, გაერო კი ამ ინდექსს 1993 წლიდან იყენებს.3. ლა-მანშის სრუტის,ანუ ინგლისის არხის ყველაზე ... View ucnauri.com
-
http://a.pix.ge/t/wvozj.jpg მერსისაიდულუ კლუბი დაინტერესდა ახალგაზრდა ფრანგი მცველით, მამადუ საკოთი, რომლითაც ასევე ინტერესდებიან არსენალი, იუვენტუსი და მილანი. საკო ლა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია. ის 17 წლის და 8 თვის იყო, როდესაც კაპიტნის სამკლაური მოირგო “პარი სან ჟერმაინში” 2007-08 წლების სეზონზე. ის საკმაოდ კარგი მცველია, მას შეუძლია დაცვის ხაზში ყველგან თამაში, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და კარგად თამაშობს მეორე სართულზე. ასევე გამოირჩევა სიმტკიცით და შრომისმოყვარეობით. მისი სანაკრებო დებიუტი შედგა 1 კვირის წინ უემბლიზე, ინგლისის წინააღმდეგ. საკოს პსჟ-სთან კონტრაქტი 2011-12 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის ახლა ცდილობს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. როგორც გითხარით 20 წლის მცველის შეძენა არსენალს, იუვენტუსს და მილანს სურს, თუმცა იტალიური ჟურნალის Tutto Mercato -ს ცნობით ფრანგი მცველის შეძენა ლივერპულსაც სურს. პ.ს. ეს ინფორმაცია ვრცელდება ჭორის დონეზე და არ ატეხოთ ეხლა ერთი ამბავი! http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_mrgreen.gif View the full article