planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, ახალი წლის ღამეს, 31დეკემბერს ბავშვის გაუფრთხილებლობით მკვლელობაზე, რომ 2011 წლის პირველ იანვარს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 1959 წ.დ. გიორგი ლომთათიძე, რომელმაც 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით, მეხუთე სართულის აივნიდან განახორციელა სამი გასროლა, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან. რის შედეგადაც, გულ-მკერდის არეში დაჭრა იმავე კორპუსში, მეცხრე სართულის აივანზე მდგარი 1999 წ.დ. გიორგი ჭყოიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/tetrebi-150x150.jpg“თეთრების” დამფუძნებელთა საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენათა გამო “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” საკითხზე იმსჯელებს დღეს 19:00 საათზე შეიკრიბება. ხვალ, თემურ შაშიაშვილის ინიციატივით იმართება „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომელზეც „თეთრები“ წარადგენენ შექმნილ პრობლემათა დაძლევის კონკრეტულ წინადადებებს. ხოლო 5 იანვარს, „თეთრები“საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. ჟურნალისტებს წარედგინებათ „თეთრების“ და თემურ შაშიაშვილის, როგორც ეროვნული – წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიცია კრებასთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashiashvili-150x150.jpg„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ახალ წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მიმდინარე დევნილთა აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა. მან ახალი 2011 წელი მიულოცა და თანადგომა გამოუცხადა ყველა ხიზანს, აფხაზეთიდან თუ ცხინვალიდან დევნილს. „საქართველოში ჩვენ ყველა ხიზნებად ვიქეცით!, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა – ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ იმ ზარ-ზეიმს, ქეიფს, ღრეობას, რომელსაც ხელისუფლება აწყობს ამ საერთო გაჭირვების ჟამს“ თემურ შაშიაშვილმა გამოხატა სურვილი, რათა დევნილებთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს: მან სოლიდარობა გამოუცხადა აგრეთვე გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს და მათი სახით ყველა გაჭირვებულ ადამიანს და ამ თანადგომის ნიშნად მონაწილეობა მიიღო გმირთა მოედნამდე გამართულ მსვლელობაში. „ჩვენი სურვილია, ახალი 2011 წელი საქართველოსთვის დიდი გაზაფხულის წელი ყოფილიყოს და ამ გაზაფხულზე მთელმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს ყველა მეგობარმა, ყველა მოქალაქემ უნდა დავასრულოთ ის, რაც საქართველოს დიდ მომავალთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
ქსანში, ტუბერკულოზის პრობლემის მოსაგვარებლად, სპეციალურ სარეჟიმო დაწესებულებას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აშენებს. დაწესებულებას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი სარეჟიმო კორპუსი, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდება, ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზის პრობლემის მოგვარებას. დაწესებულება 1000 ადგილიანი იქნება და პატიმრებს ტუბერკულიოზის დაავადების გამოვლენისთანავე მოათავსებენ და სასჯელს ამ დაწესებულებაში მოიხდიან. სამინისტროში აცხადებენ, რომ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და განახლდება ქსანში მდებარე ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაც. სამკურნალო დაწესებულებაში ტუბერკულოზის მძიმე ფორმებით დაავადებული პირები გადაჰყავთ. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრებს მკურნალობა ტუბერკულიოზის ეროვნული პროგრამის ადეკვატურად უტარდებათ, ისე, როგორც სამოქალაქო კლინიკებში მკურნალობენ. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებაში ყველა პაციენტს საკუთარი საწოლი აქვს და გადატვირთულობის პრობლემა არაა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/chavez-150x150.jpgვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ეს ფაქტი ბრაზილიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოხდა და ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად შეფასდა. ჩავესი და კლინტონი ერთმანეთს უღიმოდნენ, ხუმრობდნენ და საუბრობდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვენესუელამ ამერიკის ახალი ელჩის ლარი პალმერის რწმუნებათა სიგელების მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო ვაშინგტონმა ვენესუელის ელჩის ვიზა გააუქმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/rio2016_1__961876409-150x150.jpgრიო 2016 – ოლიმპიური თამაშების ლოგოს ოფლიციალური პრეზენტაცია კოპაკაბანას პლაჟზე გაიმართა. 2016 წლის ზაფხულის თამაშების ემბლემა რიოს მთებს, მზესა და ზღვას გამოხატავს. ლოგო ცისფერი, წითელი და მწვანე ფერებით არის გაფორმებული, რაც ბრაზილიის ეროვნული დროშის ფერებია. ოლიმპიადის ლოგო პლაჟზე დამონტაჟებულ ერთდროულად ოთხ ეკრანზე გამოისახა, შემდეგაც ორგანიზატორებმა ოთხი ათასი კვადრატული მეტრი ტილო, ოლიმპიური თამაშების გამოსახულებით , პუბლიკის წინაშე გაშალეს. რიო დე ჟანეიროს მერის განცხადებით, ყველაზე მასობრივი სპორტული თამაშების ლოგოს პრეზენტაცია და შემდეგ ფეიერვერკი კოპაკაბანაზე ძალინ კარგი სანახაობა იყო. საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რიოში მყოფი ათასობით ტურისტი დაესწრო. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/12/BBC-News-Generic-2003-1-300x225.jpgBBC რუსული სამსახური საქართველოს ზამთრის ტურისტულ სეზონზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ თბილი ამინდის მიუხედავად ტუროპერატორები და სასტუმროების მფლობელები სამთო სათხილამურო კურორტებზე დატვირთულ სეზონს ელოდებიან. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ ამ სეზონზე საქართველოში 100,000 ტურისტის ჩასვლას ვარაუდობენ. `ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს კი ზაფხულის სეზონის შედეგები იძლევა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. 2010 წლის ზაფხულში საქართველოს 2 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა,` – წერია სტატიაში. ჟურნალისტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველების შეკითხვები ახლა უკვე არა უსაფრთხოებას, არამედ ამინდს უკავშირდება. სტატიაში საუბარია მესტიის შესახებაც. ”მთავრობა იმედოვნებს, რომ სვანეთში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის გახსნა ასობით ტურისტს ამ წელსვე მიიზიდავს” – წერს ჟურნალისტი. რუსთავი2 Share View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/nemcov-copy-2-150x150.jpgოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი მომდევნო15 დღეს ციხეში გაატარებს. რუსული ოპოზიციის ლიდერი 31 დეკემბრის აქციის დროს ტრიუმფალურ მოედანზე აიყვანეს და მილიციის დაუმორჩილებლობის გამო ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოძრაობა „სოლიდარობის“ პრესსპიკერ ოლგა შორინას განცხადებით, ნემცოვი ადმინიტრაციულ სამართალდარღვევაში ცნეს დამნაშავედ. ტვერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნემცოვის მეგობარი და მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი, რომელიც ციხეში, ნემცოვისგან განსხვავებით, 5 დღეს დაჰყოფს. ორივე მათგანი მოსკოვის ცენტრში კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე აიყვანეს. მათი მომხრეები დღეს იზოლატორთან აქციის გამართვას გეგმავენ. იხილეთ epn.ge
-
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, ხვალ, 4 იანვარს, 78 წლის ხდება. უწმიდესი და უნეტარესი (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი მღვდელ-მონოზვნად. მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიადაამთავრა. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის, იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის, პირველი რექტორი. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ). 1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში… საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი “ძლევაი”, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა. ამ ოცი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა 53-მდე, სასულიერო პირთა 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის – წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/1267381817_chili-earthquake-18-150x150.jpgძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეში. ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში 7– ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაზიანებულია საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ სანტიაგოდან 600 კილომეტრის მოშორებით იყო. ძლიერი ბიძგების შემდეგ სანაპირო რაიონებში მცხოვრებმა ასობით ოჯახმა საკუთარი სახლები დატოვა. ჯერჯერობით ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. თითქმის 9– ბალიანი მიწისძვრა ჩილეს ამავე რეგიონს გასულ წელსაც დაატყდა თავს. მაშინ სტიქიას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/post-72-1203535983-150x150.jpgუცნაური მოვლენა შეერთებულ შტატებში – არკანზასში ახალ წელს თოვლის ნაცვლად ციდან გარდაცვლილი ფრინველები ჩამოცვივდა. ათასზე მეტი მკვდარი ფრინველი ქალაქ ბიბთან ახლოს იპოვეს. ფრინველები ექსპერტიზისთვის დაბინძურების გარემოს ლაბორატორიაში გადააგზავნეს, სადაც მათი სიკვდილის მიზეზი დადგინდება. ექსპერტების განცხადებით, ამ შემთხვევაში უცნაური არაფერია. ფრინველების მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი კი შესაძლოა ძლიერი ჭექა-ქუხილი ან მეხი ყოფილიყო. 31 დეკემბერს არკანზასს შტორმმა გადაუარა. ადგილობრივი ხელისუფლება კი არ გამორიცხავს, რომ ფრინველების გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა საახალწლო ფეიერვერკი გამხდარიყო. იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/xcx-300x289.pngტრაგიკული შემთხვევა მოხდა თბილისში. ახალი წლის ღამეს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე, ბრმა ტყვიამ 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა. ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად მესამე სართულიდან მისმა მეზობელმა სანადირო თოფით გაისროლა, მოზარდი აივანზე იყო და მაშხალებს ისროდა, როდესაც ტყვია მოხვდა. სამწუხაროდ, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. მისი მეზობელი სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა. Share View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54489.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 13 წლის გიორგი მალაზონიას ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. View the full article
-
http://www.breakingfootballnews.com/wp-content/uploads/2010/09/paul-konchesky-liverpool-uk-02.jpg ალბათ ლივერპულის გულშემატკივრების უმრავლესობა დიდი სიამოვნებით “შეელეოდა” ამ მარცხენა მცველს, მაგრამ FIFA-ს წესების გამო იგი იანვარში კლუბს ვერ შეიცვლის… საქმე იმაშია, რომ მიმდინარე სეზონში მას უკვე აქვს ნათამაშები ფულჰემშიც და ლივერპულშიც. FIFA-ს წესებით კი ფეხბურთელს არ აქვს უფლება ითამაშოს ერთი სეზონის განმავლობაში 3 სხვადასხვა კლუბში. ასე რომ პოლ კონჩესკი ლივერპულში მინიმუმ ზაფხულამდე დარჩება… პ.ს. თუმცა FIFA-ს წესების მიხედვით აუცილებელი არაა პოლ კონჩესკიმ ყველა მატჩი ძირითადში ითამაშოს ! http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif View the full article
-
საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,//