Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.kopsource.com/wp-content/postimages/332-kenny-dalglish-liverpool.jpg კენი დალგლიში აღფრთოვანებას ვერ მალავდა მატჩის შემდეგ. ასევე კენიმ ოფიციალურ საიტთან ტრანსფერებზეც ისაუბრა, მისი თქმით ტრანსფერები გაკეთდება. ფერნანდო ტორესის დუბლისა და რაულ მეირელეშის სუპერგოლის წყალობით ლივერპულმა დამაჯერებლად გაიმარჯვა გასვლით შეხვედრაში. ასევე აღსანიშნავია ერთი სასიამოვნი ფაქტორიც სანამ ფერნანდო ტორესი მესამე გოლს გაიტანდა ლივერპულელებმა 30 ზუსტი პასი გააკეთეს შემდეგ ბურთი ფერნანდომ მიიღო და მერსესაიდელები მეორედ დააწინაურა. დალგლიში:”ძალიან საზრიანად ვითამაშედ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის შემდეგ მოხდა, ამ მატჩში მთელი ძალისხმევა ჩავდეთ და შედეგიც მივიღეთ”. “დღესდღეობით ვულვზი საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს, ისინი მართლაც რომ კარგად თამაშობენ”. “მათ დაამარცხეს პრემიერლიგის თასის ბოლო მფლობელი ლონდონის ჩელსი, ასევე მათ ჩვენი დამარცხებაც შეძლეს, მაგრამ 3 ბურთით როდესაც მეტოქეს ამარცხებ ეს ბევრს, ნიშნავს ვიმეორებ ამ მატჩში ყველაფერი ჩავდეთ”. “აშკარაა რომ ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებულები, თითოეულმა მოთამაშემ თავისი საქმე გააკეთა, ამ ფეხბურთელებმა წარმოაჩინეს ძალიან ბევრი ის ღირსება რაც საფეხბურთო კლუბ ლივერპულს გააჩნია”. “ამ მომენტში მე ვარ საოცრად აღფრთოვანებული, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ყველა ბედენირია ფანებიც და ფეხბურთელებიც”. “ჩვენ მივიღეთ შედეგი, იმიტომ რომ ვმოქმედებდით ისე როგორც კლუბს შეეფერებ”. “ტორესი დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდა, რაც მე კლუბში მოვედი ის ძალიან კარგად თამაშობს, მან დღეს ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია”. “ტორესმა ითამაშა ისე როგორც მას სურდა”. ასევე კენი შეეხო მეირელეშსაც. “მან ითამაშა კარგად ევერტონთან ისევე როგორც დღეს, ის არის ფანტასტიკური მოთამაშე მისი გოლი კი ფენომენალური, მე მას სიამოვნებით მივცემდი ოქროს ბუცს”. “ის კარგი მოთამაშეა ის მოვიდა პრემიერლიგაში, მან უნდა წარმოაჩინოს თავის თავი მაქსიმალურად”. “კრისტიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მან საკმაოდ დიდი როლი შეასრულა გუნდის წარმატებაში, ფაქტი ის არის რომ მას არ ჰქონია ბევრი მატჩის ჩატარების საშუალება”. “ის დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”. რეპორტიორები შეეკითხნენ კენის ასევე ბლექპულის ნახევარმცველის ჩარლი ადამის შესახებ. “მე იდეალური დამოკიდებულება მაქვს მფლობელებთან, ისინი მხარს მიჭერენ, მე თუ ვინმეს გამოსადეგს აღმოვაჩენ მოვიყვან კიდეც კლუბში”. “ტრანსფერი არ არის, მთავარი ჩვენ ძალიან ბევრს ვცდილობთ ისეთი ფეხბურთელი მოვიყვანოთ რომელიც კლუბს საგრძნობლად გაალიერებს”. “ჩვენ ტრანსფერებზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, და სიახლის შემთხვევაში აუცილებლად შეგატყობინებთ”. “ჩვენ მოვიყვანთ იმ ფეხბურთელებს ვინც გვჭირდება, და გუნდს დატოვებენ ისინი რომლებიც არ არიან გამოსადეგები ლივერპულისთვის”. “თუ ჩვენ ვინმე გვსურს, ამისთვის თანხები გამოიყოფა”. View the full article
  2. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/2/18/1234984048184/Jos--Reina-Liverpool-004.jpg ლივერპულმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა ვულვზის წინააღმდეგ და ძალზედ დამაჯერებელი ანგარიშითაც გაიმარჯვა 3:0. მისი აზრით ლივერპული უკეთესად შეძლებს, თავისი შემტევი პოტენციალის წარმოჩენას. მატჩში გოლის გატანა ლივერპულის უძლიერესმა ფორვარდნა ფერნანდო ტორესმა შეძლო, 2 გოლი კი რაულ მეირელეშმა გაიტანა, გოლი რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახდება პრემიერლიგაში, რაულმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და ფენომენალური გოლიც გაიტანა. რეინას თქმით ეს ფენომენალური თამაში ლივერპულს დაეხმარება სტაბილურობა შეინარჩუნოს, კენი დალგლიშის შეგირდებს უდიდესი პროგრესი შეეტყოთ, აღსანიშნავია ჩვენ მოვიგეთ გასვლითი მატჩო. “ჩვენ, მთელი გუნდი ერთად ვიდექით”. “ეს იყო ურთულესი მატჩი საკმაოდ ძლიერ გუნდთან, აღსანიშნავია ისიც რომ მათ ჩვენ დეკემბერში დაგმარცხეს ენფილდზე, მინიმალური სხვაობით”. “ჩვენ ძალიან გვსურდა შური გვეძია ვულვზზე და ჩვენ ეს ძალიან კარგად მოვახერხეთ, გუნდის ლიდერებმა საოცარი შოუ შემოგვთავაზეს ლივერპულის ფანებს, ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ ქულების კარგვის სერია”. “როდესაც ჩვენ ვულვზთან მარცხი განვიცადეთ, ის ქულა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, არ არსებობს პრემიერლიგაში ადვილი მატჩი განსაკუთრებით გასვლით თამაშებში, ჩვენ გვსურს ვიყოთ უკეთესებს, ბევრად ძლიერები და დღეს ჩვენ ნამდვილად ვასიამოვნეთ გულშემატკივრები”. რეინას თქმით ეს ყველაფერი რაც სტადიონზე იყო კენი დალგლიშის მონაგარია. “მან უკვე პროგრესი გვაჩვენე, იგი თითოეულ ჩვენგანს გველაპარაკება და ერთმანეთის რწმენას გვინერგავს”.”ფანები განუმეორებლები იყვნენ მათ კიდევ ერთხელ გვაჩვენეს თუ როგორ უნდა გულშემატკივრობა, ფანები ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს და მათი დამსახურებაც იყო რაც მოხდა სტადიონზე”. “ჩვენ ყოველთვის ბედენიერები ვართ როდესაც ნანდოს გოლი გააქვს, დიდი იმედია მაქვს იგიგ ფულემის წინააღმდეგაც ანალოგიურს გააკეთებს და დაგვაწინაურებს”. ასევე რაულმაც თქვა ორიოდე სიტყვა თავის თამაშზე. რაული:”მე უბედენირესი ვარ იმით რომ გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარია გუნდის წარმატება, კარგი გოლების გატანა მეორეხარისხოვანია”. “მე დღეს ვცდილობდი მეთამაშა ყველა პოზიციაზე სადაც უკეთესი ვარ, ასეთი ადგილი კი ცენტრალური ნახევარდაცვაა, იქ თავსს კომპორტულად ვგრძნობ”. “წარმატების გარანტი ის არის შეასრულო ყველა ის მითითება რასაც მწრთვნელი გავალებს”. View the full article
  3. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი "თეატრში ათონელზე" მიიწვიეს. რეჟისორ ქეთი დოლიძის ახალ სპექტაკლში "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" იგი მთავარ როლს ასრულებს. გაზიარება [ნინო მაისურაძე. 18:51 22-01-2011] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTr8tMafV0I/AAAAAAAAEXY/bPrtHBwzJ_0/s400/ramaz%2Bioseliani%2Bda%2Bshorena%2Bbegashvili.%2Bioselianis%2Bfoto%2Bekutvnis%2B24%2Bsaats.gifსპექტაკლი სატირულ-იუმორისტული ჟანრისაა და ქართულ რეალობას ასახავს. ბატონი რამაზი თეატრზე და საერთოდ, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ლაპარაკობს: - სხვა ქართულ თეატრებთან ერთად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიც უნდა წასულიყო გასტროლზე ლონდონში, მაგრამ მთავრობამ სახსრები ვერ გამონახა. მართალია, გენიალური მომღერლები არიან პლაჩიდო დომინგო, ბოჩელი და უნდა ჩამოიყვანო, აბა, რა უნდა ქნა, მაგრამ არც შენი თეატრი უნდა შეაფერხო. რაც ამ კონცერტებში დაიხარჯა, იმ ჰონორარის მეასედი გვეყოფოდა, 12 დღით გასტროლზე რომ წავსულიყავით. ამით ხომ ქართულ კულტურას ვაჩვენებდით ევროპელ მაყურებელს. ჩვენს ხელისუფლებას ურჩევნია, აქ ჩამოიყვანოს უცხოელი მომღერლები და მშიერ ხალხს თვალები დაუბრმაოს. მე, ქეთი დოლიძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს კი არ გვჭირდება საზღვარგარეთ გასვლა, არამედ ქვეყნის სახელისთვის უნდა გააკეთონ ეს. ჩვენ ამ ხელისუფლებამ მტრად გამოგვაცხადა! არავის მტერი არ ვარ. მე ვარ ჩემი საქმის მოყვარე და ჩემი სამშობლოს ნაწილი, რომელზეც გული შემტკივა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი" ახალი თეატრალური ფესტივალით ჩაანაცვლეს... - ფესტივალ "საჩუქარზე" საზღვარგარეთელი სტუმრები უჰონორაროდ ჩამოდიოდნენ, თავის ფესტივალზე კი ხელისუფლებამ უზარმაზარი ჰონორარები გადაიხადა. ხელისუფლების მიერ მოწყობილ ფესტივალზე დასწრება ძალიან ძვირი ღირდა, რასაც ვერ ვიტყვი "საჩუქარზე". თქვენ თუ მიგიწვიეს ახალ ფესტივალზე?- არა მხოლოდ მე, უამრავი ღირსეული მსახიობი და რეჟისორი არ დაპატიჟეს, თუმცა რამდენიმე სპექტაკლს დავესწარი. თითო ბილეთში 36 ლარამდე გადავიხადე... ახლა თუმანიშვილის თეატრში ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარებით კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ კოსმეტიკა რომ დამთავრდება, რომელი სპექტაკლი უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს? ამ თეატრში სპექტაკლებს დგამენ ისეთი რეჟისორები, რომლებსაც ღირებული არაფერი შეუქმნიათ. არ მინდა, ამგვარმა რეჟისორებმა თავიანთი ძალები ჩვენს გენიალურ მსახიობებზე მოსინჯონ. კინომსახიობთა თეატრი მკვდარია, მაყურებელი არ დადის, ერთი და იგივე სპექტაკლი ტრიალებს და ამაზე არავინ იღებს ხმას, რეჟისორ ქეთი დოლიძეზე კი აყვირდნენ და მოხსნეს. ფილმშიც არავის შემოუთავაზებია გადაღება? - 19 წელია ფილმში არავის გადავუღივარ, სსრკ-ის დანგრევამდე "ლენფილმი", "მოლდოვფილმი", ოდესის კინოსტუდია, ლიტვის კინოსტუდია სისტემატურად მიღებდნენ ფილმებში. საქართველოში კი არავის ვჭირდები, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მთავარ როლს წელიწადში ორ სპექტაკლში მაინც ვთამაშობ. ჩემი მიზანია, კარგ რეჟისორთან ვმუშაობდე და მაყურებლის სიყვარულს ვგრძნობდე: რაღა უნდა გვიკვირდეს, როცა პირდაპირ ეთერში ვიღაც წამყვანი ვიღაც ტიპს ტუჩებში კოცნის (თიკო სადუნიშვილს გულისხმობს, რომელმაც გადაცემა "თბილისი ლაივის" დაჯილდოების ცერემონიაზე მომღერალ "თი ელ"-ს ტუჩებში აკოცა - ნ.მ.). ვითომ თავისუფლებას "აწვებიან", არადა, თავისუფლება შენში უნდა იყოს. რაც უფრო მოკრძალებული იქნები და შენს საქმეს ყვირილისა და კივილის გარეშე გააკეთებ, უფრო არ დაგაფასებენ? ერთი და იგივე სახეები რომ ტრიალებენ სატელევიზიო ეთერში, არ რცხვენიათ? მესმის, რომ უყვართ ფული, მაგრამ ზნეობაც ხომ არსებობს? რაც უნდა გასაოცარი იყოს, ჩემი "უსაყვარლესი" ბატონი პრეზიდენტი ორჯერ არის თეატრში ნამყოფი. ერთხელ ქალაქ გორში ნახა ჩემ მიერ დადგმული სპექტაკლი "წეროს ფრთები", რომელზეც მართლა გაგიჟდა. როგორც მითხრეს, სააკაშვილს გორის თეატრში 5 წუთით შემოურბენია, ხალხს დავენახვებიო და ისე გაიტაცა სპექტაკლმა, ბოლომდე დარჩა. მეორე სპექტაკლი, რომელიც ბოლომდე ნახა, იყო "კომედიანტები", სადაც მე ვთამაშობდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეატრი უყვარს და სჭირდება. შევარდნაძე აფასებდა თეატრს და ხელოვან ხალხს პატივს სცემდა. პრეზიდენტი ვანო ჯავახიშვილის ენით რომ გელაპარაკება და გაიძახის, "თავგასიებული გურამაო", რაღაზე უნდა ელაპარაკო? მუხრან მაჭავარიანის ლექსები სხვა პოეტების ლექსებში ერევა და ამ ადამიანს შექსპირის ციტატების დაზეპირებას ნუ მოვთხოვთ. თუ ბავშვობიდან არ შეაყვარე თეატრი, კონცერტები და გამოფენები, რომ გაიზრდება, მერე როგორღა შეიყვარებს? სააკაშვილს საიდან დაესიზმრება ეს ყველაფერი? სააკაშვილს ბავშვობაში ტელეეკრანზე "ბონი ემი" და ტოტო კუტუნიო ჰყავს ნანახი და საქართველოში სწორედ ეს ხალხი ჩამოიყვანა, პლაჩიდო დომინგო კი გაუგონია და ამიტომ ჩამოაქანა. ამბობენ, საახალწლო კონცერტი ბათუმში რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდაო...- გორის თეატრის შენობა ინგრევა, სახურავიც არ აქვს. თეატრს რომ ეარსება, მცირე დარბაზი გავაკეთე და ასე გადავარჩინე დახურვას. 8-10 წელია შენდება ფოთის თეატრი და საშველი არ დაადგა. სენაკის თეატრი საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა, მაგრამ შიგნით გაპარტახებულია, წყალი ჩამოდის და ინგრევა, ინგრევა ჭიათურის თეატრის შენობაც. ეს მილიონები, რომელიც ბათუმის კონცერტზე დაიხარჯა, საქართველოს თეატრებს რომ მოხმარებოდა, ქართული დასები მსოფლიოს გააკვირვებდნენ. საქართველო გახდებოდა მსოფლიოს თეატრალური ცენტრი. საქართველოში ბოლო ხანს გადაღებულ ფილმებს როგორ შეაფასებთ?- საშინელებაა ამდენი სიბინძურე, ნარკომანია, მკვლელობა, გინება, პროსტიტუცია... აღარ დაიღალნენ? ჰბაძავენ ამერიკელებს... იმ ყველაფერს, რასაც ესენი იღებენ, მაყურებელი ისედაც ხედავს და ამ დამძიმებულ ცხოვრებას რაღას უმძიმებენ? შორენა ბეგაშვილს რომ აქცევ ვარსკვლავად, დეგენერატი არ ხარ?! იმ გოგოსთან კი არა, ქართველ საზოგადოებასთან მაქვს პრეტენზია, სწორედ რომ ჩვენი საზოგადოების სახეა ბეგაშვილი, რომელსაც ინტელექტის ნასახი არ გააჩნია, არადა, არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, ლამაზი ქალია. რეჟისორმა ცოტათი ამოუცნობი და მიუწვდომელი რომ გახადოს, უფრო საინტერესო არ იქნება? ეტყობა, თავში ტვინი არ აქვს, როგორც კი დაუძახებენ, გარბის და შიშვლდება. ქართული ხელოვნება ვულგარული გახდა. სული აქვს გაყიდული და გავაჭრებულია ხელოვნება. გასართობ შოუებში არ გიწვევენ?- ჯერ ერთი, რომელ შოუში უნდა მიმიწვიონ და რატომ უნდა მივიდე? "ნანუკას შოუში" გულწრფელობა ვითამაშო, თუ "ვანოს შოუში" მივიდე, სადაც ერთი და იგივე დეგენერატობა ტრიალებს და ერთი და იგივე "სასტავი" ზის? რა კარგი ბიჭი იყო გიგი დედალამაზიშვილი, როგორ მომწონდა მისი სიმღერები, მაგრამ მისი მოსმენა აღარ მსურს. თუ ადამიანი ცოტა მიუწვდომელი არ არის, მისი ფასი ეცემა. როდესაც ყველგან ხარ, უინტერესო ხდები. ან ეს სოფო ნიჟარაძე ყველგან რატომ არის? თუმცა ეს გოგო პრეზიდენტის ფავორიტია. იცით, ეს ადამიანები ყოველდღე ტელევიზიაში რატომ სხედან? - უსაქმურები არიან. რომ მუშაობდნენ, ამ გადაცემებისთვის დრო აღარ დარჩებათ. გაზეთი "ყველა სიახლე" ambebi.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/4_4d3af42b2f3e8310553145.jpg გთავაზობთ ფოტოებს ახლახან დასრულებული მატჩიდან http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/1_4d3ae01d833d1891602340.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/2_4d3ae020e20d3315712683.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/3_4d3ae02466eb9191028932.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/4_4d3ae028a325e272391926.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/5_4d3ae02c04397630115265.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/6_4d3ae02f8a971256173950.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/1_4d3aee8216522781501266.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/2_4d3aee8695c1c919640982.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/3_4d3af42598744714340893.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/5_4d3af42f09955777759991.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/6_4d3af58b00cda780300027.jpg View the full article
  5. ლივერპულმა გასვლაზე მგლები 3 უპასუხო გოლით დაამარცხა. გთავაზობთ გოლების ვიდეო-ჩანაწერებს… View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/41456-150x150.jpg“გაუმარჯოს უსაფრთხო სომხეთს, გაუმარჯოს უსაფრთხო საქართველოს”, – განაცხადა სარგსიანმა და აღნიშნა, რომ ქართულ-სომხური მეგობრობა მომავალ თაობებსაც უნდა გადაეცეთ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. “თუმცა ქართულ-სომხური მეგობრობა კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია”, – აღნიშნა სარგსიანმა. მისი თქმით, ქართველი და სომეხი ხალხები ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღით ხელში არასოდეს უბრძოლიათ. “თუ ჩვენ ერთმანეთს კონკურენციას გავუწევთ მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში, ჩვენ ყველაზე გავიმარჯვებთ”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/mishka-150x150.jpgსერჟ სარგსიანი ჩემი ძმა, კარგი მეგობარი და კოლეგაა. სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმატიკაში ქართულ-სომხური ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოებისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ქართულ-სომხური მეგობრობა ყველა სხვა ხალხისთვის სამაგალითო უნდა გახდეს. “თქვენი გამარჯვებები, ჩვენი ორი ხალხის გამარჯვებებია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, საქართველო უკვე 500 ათასმა სომეხმა ტურისტმა მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ ხალხს ურჩია არ დატოვონ თავიანთი ქვეყანა და მომავალი სამშობლოში შექმნან. “ჩვენ ხელიხელჩაკიდებულმა უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყნები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სომხეთმა და საქართველომ ორი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის უნდა იშრომონ და ყველაფერი გააკეთონ , რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში, მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის სომხურ- ქართული ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გააკეთა. ინფორმაციას სომხური სააგენტო ნიუს.ამ-ი ავრცელებს. “მე არცთუ ისე ხშირად შემხვედრია ერთ აუდიტორიაში ამდენი ჭკვიანი თვალი”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ მოსწავლეებს ურჩია, არ დაივიწყონ თავიანთი მშობლიური ენა და ისწავლონ უცხო ენებიც. “საქართველოში ნომერ პირველი უცხო ენა ამ დროისთვის ინგლისურია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტენდენცია სომხეთშიც არსებობს”, – განაცხდა სააკაშვილმა. სააკაშვილი სომეხ მოსწავლეებს 10 საპრეზიდენტო პრემიის დაწესებას დაპირდა, რომლის საშუალებითაც სომეხ სტუდენტებს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა შეეძლებათ. მან ასევე განაცხადა, რომ შემდეგი სომხურ-ქართული ოლიმპიადა თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში ჩატარდება. მიხეილ სააკაშვილი სომხეთს 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. იხილეთ epn.ge
  8. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54689.jpgმიხეილ სააკაშვილი სომხეთში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი ქართულ-სომხურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54688.jpg"დაუდევრობა და დანაშაულებრივი ქმდება," - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებას. View the full article
  10. 2011 წლის საუკეთესო ჰიტები მპ3 ფორმატში View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54682.jpgტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზების შესწავლა უკვე დაიწყო. ადგილზე ჩავიდნენ სამხარეო პროკურატურისა და ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. View the full article
  12. დღეს, 22-იანვარს, რადიოსადგურმა ,,Эхо Москвы”-მ გადმოსცა ტექსტის ამონარიდი აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ დრაიერის მოხსენებიდან, რომელმაც კერძოდ განაცხადა: ,, ... კონგრესში ახალმა რესპუბლიკურმა უმრავლესობამ უნდა დაუკავშიროს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა და მისთვის ხელსაყრელი უპირატესი სავაჭრო სტატუსის მინიჭების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებების დაცვასთან და ოპოზიციის მიმართ რეპრესიების შეწყვეტასთან”.მისივე სიტყვებით: ,,... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. არა, ეს გზა სინგაპურამდე ვერ მიგვიყვანს! მე იმის მეშინია, საერთოდ უკან არ დავბრუნდეთ.2010 წლის მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკა იმდენად გაიზარდა, რამდენადაც საქართველოს ეკონომიკა მთელი წლის განმავლობაში (7 პროცენტზე ოდნავ ნაკლებით). იხილეთ tabula.geზე
  14. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54687.jpgინფრასტრუქტურის ლიდერთა გლობალური ფორუმი, რომელიც აშშ-ში სამ დღეს გაგრძელდა, დღეს ოფიციალურად დაიხურა. View the full article
  15. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/images.jpgხვალ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რიგით მეორე საერთო კრებაზე, ქარტიაზე ხელმომწერი 176 ჟურნალისტი გადაწყვეტს, უნდა განიხილოს თუ არა ეთიკის საბჭომ იმ ჟურნალისტების შესახებ საჩივარი, რომელთაც ქარტიაზე ხელი მოწერილი არ აქვთ; ასევე, უნდა განიხილოს თუ არა იმ ჟურნალისტების საქმეების განხილვა, რომელთა რედაქტორებიც ქარტიის ხელმომწერები არიან. ქარტიის წესდებაში ხაზგასმით წერია, რომ ქარტიაზე ხელმოწერა არის ნებაყოფლობითი და ინდივიდუალური. მიმაჩნია, რომ წესდებაში აღნიშნული ცვლილების შეტანით ეთიკის ქარტიის საბჭო დაუფარავად ცდილობს, თავს მოახვიოს ჟურნალისტთა მთელ კორპუსს თავისი ამბიციები – გახდეს ერთგვარი სადამსჯელო ორგანო არა მხოლოდ მედიის გარკვეულ სექტორში, არამედ მთელ ამ სივრცეზე. იგი ცდილობს, ნებაყოფლობითი სავალდებულოდ აქციოს იმ საზოგადოებაში, სადაც თავად ეს ჟურნალისტები გამოდიან სიტყვის თავისუფლების დაცვის ლოზუნგით და სხვებს უკითხავენ მორალს. ძალიან სიმპტომატურია, როცა ლიბერალური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის ასეთ გზებს ირჩევს მედიის ის ნაწილი, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავისუფალი მედია ერქვას ავტორიტარულ სახელმწიფოში. საყურადღებოა, რომ ქარტიის მიზანი, წესდების მიხედვით, არის: ჟურნალისტური ეთიკის ნორმების შექმნა და დამკვიდრება; ჟურნალისტთა თვითრეგულაციის მექანიზმების შექმნა და დამკვიდრება; საზოგადოების ნდობის ამაღლება მედიის მიმართ. დეკლარირებული მიზნების გააზრების საფუძველზე, იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება, შიდა მსჯელობის თემად აქციოს საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად სცდება ქარტიის უფლებამოსილების საზღვრებს და, სავარაუდოდ, სწორედ ეს “მსჯელობა” აქციოს თავისი “ძალაუფლების საზღვრების” გაზრდის წინაპირობად?! საინტერესოა, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ჩემი კოლეგა – ია ანთაძე, რომელიც ქარტიის სათავეებთან დგას. როგორ ჰქონდა მას წარმოდგენილი ქარტიის მომავალი მაშინ, როდესაც მისი იდეით ევროპელი დონორები ისე მოიხიბლნენ, რომ ფინანსური დახმარების გაწევისთვის აღმოჩნდნენ მზად? გახდა თუ არა ქარტია, მისი აზრით, წარმატებული პროექტი? და ბოლოს, რა იხარშება, მისი აზრით, დღეს ქარტიის ქვაბში? როგორც ჩანს, ეთიკის საბჭოს ბოლოდროინდელი “აქტიურობა” ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებზე “ნადირობის”, შურისძიების მცდელობით უნდა აიხსნას. საინტერესოა, კონკრეტულად, რომელმა მიუკერძოებელმა ჟურნალისტმა ჩათვალა ეთიკის საბჭოში, რომ ასეთი ხერხებით ჟურნალისტთა თვითრეგულაციის მექამიზმი შეიქმნება და დამკვიდრდება კიდეც. შეუძლებელია, არ იცოდნენ ქ-ნმა ია ანთაძემ და ეთიკის საბჭოს წევრებმა, რომ არსებობის ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებაში თავად საბჭოს მიმართ გაჩნდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ეს. მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ, ასე ვთქვათ, სტრუქტურა, რომელიც მორალური პროფესიისთვის მზრუნველის როლში გვევლინება, თავად არღვევს ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს და იმის ნაცვლად, რომ თავისი შიდა პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნოს, უფლებამოსილების საზღვრების გაფართოებას დაჟინებით ცდილობს. ადამიანების ცხოვრება მათ მორალურ კოდექსს ეფუძნება. ჟურნალისტი კი, რომელსაც ამ კოდექსში პრობლემები აქვს, უბრალოდ, შეუძლებელია, ყველაზე მწყობრად ჩამოწერილმა პროფესიული ეთიკის კოდექსის პრინციპებმა “შეაშინოს”. შესაძლებელია, ქარტიის ხელმომწერთათვის და, მით უფრო, საბჭოს წევრებისთვის ეს არგუმენტი სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ პირადად ჩემს მორალს უკვე დაწერილი კოდექსები ადგილიდანაც ვეღარ დაძრავს. დიახ, ვიღებ ქრთამს, საჩუქრებს პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; დიახ, რასაც ვწერ, პლაგიატია. მაგრამ ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, კოლეგებო ქარტიის საბჭოდან? ვინ მაქცევს მიუკერძოებელ ჟურნალისტად? აშკარაა, რომ თქვენი მცდელობა უდღეურ საბჭოთა ხერხებს ემსგავსება. ისედაც არ გვაკლია ამ ქვეყანაში სადამსჯელო რაზმები! <p style="font-family: 'lucida grande', tahoma, verdana, arial, sans-serif; font-size: 11px; text-align: left; line-height: 1.5em; margin: 0px;">22.01.2011 “რეზონანსი” ნათია ახალაია Share View the full article
  16. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54685.jpgტყიბულის მაღაროში აფეთქების დროს დაშავებული მაღაროელების მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს. View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ashshsaq-150x130.jpgაშშ-ში ინფრასტრუქტურის ლიდერთა სამდღიანი გლობალური ფორუმი ოფიციალურად დაიხურა. არნიშნულ ფორუმზე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ასევე ყრადღება გაამახვილა, მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, უცხოური ინვესტიციების შემოდინებებზე და ქვეყნის სხვა პრიორიტეტებზე ისაუბრა. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოში განხორციელებული არაერთი საგზაო პროექტი გააცნო. აშშ-ში, აღნიშნული ფორუმი სამდღიანი იყო და დღეს დაიხურა. იხილეთ epn.ge
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/andria-urushadze-5981-150x150.jpgჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ დღეს, ტყიბულის მაღაროში დაშავებული ოთხი პირი მოინახულა. მინისტრმა აფეთქებისას გარდაცვლილი მაღაროელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, დასავებულების მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სადაზღვევო კომპანია დაფარავს მინისტრის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ყველა მედიკამენტი, რაც მკურნალობისთვის არის საჭირო, ადგილზეა და მათ სათანადო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ურუშაძის განცხადებით, აუცილებლად აფეთქების ფაქტის გამოძიება მოხდეს. ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქების შედეგად ერთი მაღაროელი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/afxazeti_picunda_feradi-150x150.jpgაფხაზეთში ”სახალხო პარტიის” ლიდერი იაკუბ ლაკობა დააკავეს. დაკავებულს ბრალად რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის მიმართ ცილისწამება ედება. ლაკობას დაკავების მიზეზი სოხუმში სტეპაშინის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული მწვავე განცხადებები გახდა. “სახალხო პარტიის” ლიდერმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი მკაცრად გააკრიტიკა და მას “პოლიტიკური ინტრიგანი” და “შანტაჟისტი” უწოდა. იხილეთ epn.ge
  20. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54686.jpgსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს. ფედერაციის მე-19 ყრილობისას გამართულ არჩევნებში მონაწილეობა 33 დელეგატიდან 30-მა მიიღო. View the full article
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images5-150x150.jpgსააფთიაქო ქსელების “ავერსისა” და “პე-ეს-პეს” წარმომადგენლებმა დღეს, მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაცია წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობას შიშის საფუძველი არ აქვს. მათი განცხადებით, მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება. იხილეთ epn.ge
  22. http://4put.ru/pictures/max/88/271612.jpgლივერპულის ოფიციალური შემადგენლობა ვულვზთან მატჩში. რეინა კელი – შკრტელი – აგერი – ჯონსონი ლუკასი – პოულსენი კუიტი – მეირელეში – მაქსი ტორესი სათადარიგო: გულაკსი, კოული, პაჩეკო, აურელიო, სპირინგი, კირგიაკოსი, შელვი View the full article
  23. "ჭერი ყველა დევნილს! შეწყდეს დევნილთა დევნა!"-ეს ლოზუნგები ისმოდა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან სადაც დევნილებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს. დევნილებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა პარლამენტიდან რეზიდენციისკენ 17 საათისთვის დაიწყეს. მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა. დევნილები აპროტესტებენ და პირადად პრეზიდენტისგან მოითხოვენ თბილისის კომპაქტური დასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების შეჩერებას. ამასთანავე ისინი პრეზიდენტისგან ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილები პარლამენტის წინ აქციის გაგრძლეებას ხვალაც გეგმავენ. ორშაბათიდან კი ისინი, სურვილისამებრ, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში შეიტანენ განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაბრუნდნენ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის მიზნით მივიდნენ. ერთ-ერთი დევნილის, დავით მალაზონიას თქმით, მათ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან მას ლოცვა ჰქონდა. მალაზონიას ინფორმაციით, მათ საპატრიარქოში განუცხადეს, რომ პატრიარქი შეხვდა კობა სუბელიანს. მათ დევნილთა პრობლემებზე ისაუბრეს, საუბრის დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან უკვე დასრულდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. აზერბაიჯანელები ქართულ ცეკვა “მთიულურს” საკუთრად ასაღებენ http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/polik_MG_8808.preview-150x150.jpgაზერბაიჯანელები ქართულ ცეკვა “მთიულურს” საკუთრად ასაღებენ. ვიდეო პორტალ youtube-ზე გავრცელებულ ვიდეო რგოლში აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლი მთიულურ ცეკვას ასრულებს და ამას “იგიდლერ” ანუ მამაცთა ცეკვად ასაღებს. ვიდეორგოლის კომენარებში ქართველი მომხმარებლები აღშფოთებულები პროტესტს გამოთქვამენ და ცეკვის ქართულ წარმომავლობას ამტკიცებენ. ვიდეორგოლი 4100 ადამიანზე მეტმა ნახა. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...