Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/aldagi-bci-logo-150x150.pngალდაგი ბისიაი აგროდაზღვევის მიმართულებით გააქტიურდება სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი აგროდაზღვევის სფეროში ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე 1 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, 13:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2011 წლის 1 კვარტალში ალდაგი ბისიაი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინიდის და სხვა კულტურების დაზღვევა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი კომპანიაა, რომელმაც 2010 წელს პირველი აგროდაზღვევის პოლისი გასცა. პრესკონფერენციაზე მენეჯმენტი აგროდაზღვევის გასული წლის შედეგებსაც შეაჯამებს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი საკმაოდ რისკიანია, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ მიზნით, ჩვენ მოწვეული გვყავდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სოფლის მეურნეობის კუთხით სადაზღვევო ინდუსტრიას ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ. საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შედეგად ნოემბერის თვიდან რამოდენიმე ფერმერთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ ხორბლის მოსავალი დავუზღვიევთ. უკვე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების დაზღვევაზე, როგორიცაა სიმინიდის, ბოსტნეულის, ასევევ შინაური ცხოველების დაზღვევა, რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას.“ – აცხადებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიას გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. – სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები მსოფლიოში ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან, რომლებიც აგროდაზღვევის სფეროში წარმოქმნილი რისკიდ გადაზღვევას გააკეთებენ. იხილეთ epn.ge
  2. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი “მზადაა, რუსეთი დაიცვას”.“მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში სამშობლო დავიცვა. თუ ხელისუფლების გადაწყვეტილება იქნება, ვალდებულები ვართ, რუსეთი დავიცვათ. მე მოქმედი ოფიცერი ვარ, თავს სამხედროდ ვთვლი და რუსეთის დაცვა ჩემთვის პატივია. ჩემგან თავდაცვის კარგი მინისტრი არა, მაგრამ კარგი სამხედრო ნამდვილად გამოვა. ვიცი, როგორ გავუძღვე რაზმს და დავალებები შევასრულო”, - განაცხადა კადიროვმა.ამ მხრივ მისთვის “სამაგალითო” რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/rurua1-150x150.jpgთურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადასარჩენად, ქართული მხარე, ბათუმში მეჩეთის მშენებლობას უნდა დათანხმდეს. ამის შესახებ განცხადება, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა. მისი თქმით, იმისთვის, რომ გადარჩეს ხანძთა, ოშკი და ყველა ავარიული ძეგლი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. რურუამ განაცხადა, რომ ხელშეკრულება თურქეთის მხრიდან ხელმოუწერელია და როცა ეს მოხდება, დოკუმენტის ყველა პირობა საზოგადოებისთვის ცნობილი და გამჭვირვალე გახდება. იხილეთ epn.ge
  4. დღეიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრმა ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორთვიანი სალექციო კურსი დაიწყო. სალექციო კურსი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის განხრით ჩატარდება. ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ადვოკატებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კუთხით, თექვსმეტი სალექციო კურსი ჩაუტარდებათ, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული. მათივე განცხადებით, 2010 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში ორთვიანი სალექციო კურსი, 205 ადვოკატმა გაიარა. ლექციების მიმდინარეობისას ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ნოვაციებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ტარდება. მათი განცხადებით, მომავალში საქართველოს მასშტაბით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სემინარების ჩატარება იგეგმება. სალექციო თემატიკა შეირჩევა ადვოკატთა მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. იხილეთ epn.ge
  5. ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა, ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის ნოტარიატის მიღწევები გააცნეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის ნოტარიუსთა პალატა, სანოტარო არქივი, ტალინის სანოტარო ბიუროები, ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ინფოსისტემა და რეგისტრაციის ცენტრი მოინახულეს. ვიზიტის მიზანი გამოცდილების ურთიერთგაზიარება, კერძოდ, სანოტარო საქმისწარმოებაში დანერგილი სიახლეების გაცნობა იყო. ესტონეთშიც, საქართველოს მსგავსად, სანოტარო საქმისწარმოება ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ამ კუთხით, ქართველმა და ესტონელმა ნოტარიუსებმა ერთმანეთს ბევრი ისეთი სიახლე გააცნეს, რისი დანერგვაც ელექტრონულ სანოტარო საქმისწარმოებას, უფრო ეფექტურს გახდის. ამასთან, ესტონელი ნოტარიუსებისთვის ნოვაცია აღმოჩნდა სანოტარო მოქმედების პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (ინტერნეტის) მეშვეობით შესრულების პრაქტიკა, რაც საქართველოში გასული წლის დეკემბრიდან დაინერგა. იხილეთ epn.ge
  6. ტყიბულელი მეშახტეები ოთხშაბათიდან გაფიცვას აპირებენ, ამ წუთებში კი ისინი გამაფრთხილებელ აქციას მართავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებისკენ. მოთხოვნების 10–პუნქტიანი ჩამონათვალი მეშახტეებმა შპს „საქნახშირის“ (ჯი–აი–ჯი ჯგუფის) აღმასრულებელ დირექტორს, ვახტანგ ჩხეიძეს გასული კვირის ბოლოს გაუგზავნეს წერილობით: შპს „საქნახშირის“ დასაქმებულთათვის გაფორმდეს უვადო შრომითი კონტრაქტები; მოხდეს თანამშრომელთა ხელფასების ინდექსაცია ბოლო სამი წლის მანძილზე დაფიქსირებული ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მომატების მიხედვით; 2010–11 წლებში შახტაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპული და დასახიჩრებული მეშახტეების მიერ ბანკებიდან აღებული სესხების, განვადებების, ოვერდრაფტებისა თუ საკრედიტო ბარათების ღირებულების გადახდა მოხდეს შპს „საქნახშირის“ ადმინისტრაციის მიერ; გაუმჯობესდეს შრომის პირობები, რომელშიც იგულისხმება შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის დანერგვა „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან“ ერთად, დასაქმებულების რეგულარული უზრუნველყოფა ხარისხიანი სპეცტანსაცმლით, ხარისხიანი სამუშაო იარაღებით და სხვა – ასეთია მოთხოვნების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში მეშახტეები გაფიცვის ფორმას მიმართავენ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით. დასაქმებულთა ინტერესებს ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირული ორგანიზაცია იცავს, რომელიც 2010 წლის სექტემბერში შეიქმნა და რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციაა. პროფკავშირების დახმარებით მეშახტეები, ერთის მხრივ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ დამსაქმებელი კომპანიისგან, მეორეს მხრივ კი, შახტებზე მომხდარი აფეთქებების გამო რეალურად დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში სამი აფეთქება მოხდა, რასაც 9 ადამიანის სიცოცოცხლე შეეწირა, 12 კი – მძიმედ დაშავდა. უკანასკნელი აფეთქება ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 22 იანვარს, დაახლოებით ღამის 1 საათზე, მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 წლის მერაბ კალანდაძე, ოთხი მეშახტე კი მძიმედ დაშავდა: 54 წლის ვიტალი ტურძილაძეს სხეულის 60%–ანი დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დრომდე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამავე საავადმყოფოში უტარდებათ მკურნალობა 60 წლის მამული კუბლაშვილს, 51 წლის მერაბ ობოლაძესა და 67 წლის ნუგზარ ჯავახაძეს, რომლებსაც სხეულის 10–15%–ანი დამწვრობა აქვთ მიღებული აფეთქების შედეგად. ნეტგაზეთი შეეცადა დაშავებულებთან გასაუბრებას, თუმცა დამწვრობის ცენტრის ექთანმა გვითხრა, რომ დაზარალებულებს გადახვევის პროცედურა უტარდებოდათ და ამის გამო მათთან პალატაში ვერ შეგვიშვებდა. ნეტგაზეთი დაზარალებულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. „საუბარი უჭირს ძალიან და ამიტომ ვერ დაგელაპარაკებათ,“ – გვითხრა ნუგზარ ჯავახაძის მეუღლემ ვერა ჯავახაძემ. „ძალიან ნერვიულობს და ამიტომ ამ თემაზე არ უნდა საერთოდ საუბარი, არც ჩვენ ვეკითხებით არაფერს, რა და როგორ მოხდა,“ – უთხრა ნეტგაზეთს მაია გაბრიჩიძემ, მამული კუბლაშვილის მეუღლემ. მათგანვე გავარკვიეთ, რომ საავადმყოფოში რამდენჯერმე იყვნენ მისული სამართალდამცავები: „რეანიმაციაში რომ იყვნენ, მაშინ ყოფილან მისულები, თუ არ ვცდები, პროკურატურის თანამშრომლები დასაკითხად, მაგრამ რამდენად შეეძლოთ ამათ მაშინ საუბარი, არ ვიცი“ – ამბობს მაია გაბრიჩიძე. ერთ–ერთი პირველი ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქებების გამოძიების საკითხს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა: „ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასკვნამდე, კონკრეტულ ადამიანებს რომ ეგოთ პასუხი, კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და თუ სასამართლო დაადგენდა, შემდეგ საპატიმროში – ეს რომ მომხდარიყო, შეიძლება ეს გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 იანვარს, აფეთქებიდან რამდენიმე საათში. „კონკრეტული ადამიანები“ 26 იანვარს „გაგზავნა სასამართლოში“ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ: მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ზაზა ქაჩიბაიამ განმარტა, რომ მინდელის სახელობის შახტის სამუშაო უბნის ხელმძღვანელმა ედემ სტურუამ და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი დევდარიანმა „დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოეს ასაფეთქებული სამუშაოები“. სტურუასა და დევდარიანს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) წაეყენათ ბრალი, რაც, დადასტურების შემთხვევაში, 2–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სასჯელის სახით. იმავე დღეს სატელევიოზიო არხებით პროკურატურამ გაავრცელა დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებები: გიორგი დევდარიანი: „ჩემი უბნის სამთო ოსტატმა გადმომცა „ნარიადი“, რომ ლავის ყელში გაჩხერილი იყო ნახშირის ლოდი და ესაჭიროებოდათ აფეთქება. რაზეც მე თანხმობა განვაცხადე.“ ედემ სტურუა: „დამირეკა მესამე უბნის მესამე ცვლის სამთო ოსტატმა მერაბ ობოლაძემ და მითხრა, რომ სამი ნომერი ლავის ყელში გაჩხერილი იყო ქვანახშირის დიდი ლოდი, რომელიც ვერ დაშალა პნევმატური ჩაქუჩით და მთხოვა ბურღვა–აფეთქების სამუშაოების წარმოება, რაზეც მე მივეცი სიტყვიერი თანხმობა, რადგან ვიმედოვნებდი, რომ ლავში არსებული ადგილობრივი განიავების ვენტილატორი მოახდენდა ლავის განგაზიანებას და იქიდან გაზის გამოდევნას და ამ შემთხვევას არ მოყვებოდა ასეთი ცუდი შედეგი.“ გამოძიების ვერსიით, სტურუამ და დევდარიანმა აფეთქების ნებართვა ისე გასცეს, რომ არ მოამზადეს ბურღვა–აფეთქების სამუშაოების სპეციალური პასპორტი, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ჩამოწოლილი ქვანახშირის დაშლა და რა რაოდენობის მეთანის შემცველი გაზი იყო შახტაში. ოფიციალური ვერსიით, მეშახეტეებმა ჩამოწოლილი ქვანახშირი ააფეთქეს, რამაც გაზის აალება და აფეთქება გამოიწვია. "გამოძიება გრძელდება და ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სხვა ხელმძღვანელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ მიმართაც გატარდება ანალოგიური ღონისძიებები,“– განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. მეშახტეები ამბობენ, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი აქვს „ხელის შეხოცვის მცდელობას“ სტურუასა და დევდარიანის მიმართ. ამავე პოზიციას იზიარებენ პროფკავშირებშიც. „დააკავეს ადამიანები, რომლებიც არიან დაბალი რანგის ხელმძღვანელები მაშინ, როდესაც ტექნიკური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ტექნიკური დირექტორია პასუხისმგებელი რამდენად იქნება ტექნიკურად გამართული პროცესი და იქნება თუ არა შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული“, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე. „პროფკავშირების თავმჯდომარე – პეტრიაშვილი, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურ უმეცრებას ამჟღავნებს ამ საქმეში და ალბათ, ასეც არის იმიტომ, რომ მას არავითარი კავშირი სამთო საქმესთან არა აქვს“ – ამბობს „საქნახშირის“ ტექნიკური დირექტორი ზაზა გორდეზიანი. გორდეზიანი ვარაუდობს, რომ სწორედ არაკომპეტენტური პირების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის გამოძახილი იყო პრეზიდენტის ეს განცხადება: “პირველი დასკვნა გააკეთეს, რომ ყველაფერი არის იმის ბრალი, სწორედ იმ მაღაროელის, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც ემსხვერპლა რამდენიმე მაღაროელი, იყო შედეგი არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ, დანაშაულებრივი ქმედების მაღაროს ხელმძღვანელობის, რომელმაც გამორთო ვენტილაციის სისტემა და რომელმაც დაზოგა ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე და შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ევალებოდათ ამაზე დასკვნის დაწერა, დაწერეს ზუსტად ის, ხელი ხელს ბანს პრინციპით, რაც უნდოდა ამ მაღაროს ხელმძღვანელობას და ამ ბიზნესის მფლობელებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. /get_img?NrArticle=4370&NrImage=2 Image 3106 ერთადერთი დასკვნა, რომელზეც საზოგადოებას ხელი მიუწვდება, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 2010 წლის 2 მარტს მომხდარ აფეთქებას ეხება. დასკვნაზე მუშაობა 2010 წლის 15 მარტს დაასრულა „ჯი–აი–ჯი ჯგუფის“ მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქებების ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი სერგო ხომერიკი, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნუგზარ კუკულაძე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მშენებარე ობიექტების დისტანციის უფროსი გოდერძი ჭოლიკიძე, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მერაბ მეგრელიძე, ტყიბულის რაიონის გამგებლის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში თემურ ძაგნიძე, შპს „საქნახშირი (ჯი–აი–ჯი ჯგუფი)“–ს კორპორაციული მართვის დირექტორი ავთანდილ ბოჭორიშვილი და ამავე კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი გულჯერი გვენეტაძე. კომისიას ზაზა გორდეზიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ პერიოდში სს „მადნეულის“ სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო. იმავე კომისიამ გამოიკვლია 2010 წლის 27 აგვისტოს, ასევე, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების მიზეზებიც. კომისიამ დაადგინა 2 მარტს მომხდარი აფეთქების შემდეგი მიზეზი: „მზადებითი უბნის ცვლის პერსონალის მიერ დაირღვა ელ. მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები.“ კომისია დასკვნაში ასე აღწერს უბედური შემთხვევის გარემოებებს: „მომხდარი ავარიის შემდეგ ადგილზე მისული ცვლის პერსონალისა და სამთო მაშველთან ერთად მისული ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ დაფიქსირებული იქნა კვერშლაგის თავში შუროსთან დადგმული ელ. მოწყობილობების, მაგნიტური გამშვების სახურავების გახსნილი მდგომარეობა…აირის (მეთანის) აფეთქების მიზეზები არის ის, რომ დაგაზიანებული გვირაბის განიავება დაიწყო გაუმართავი, თავსახურახდილი ელექტრომოწყობილობის პირობებში, რაც გახდა ნაპერწკლის წარმოქმნის მიზეზი, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია მეთანის აალება ელექტრომოწყობილობის ზონაში. აალების შედეგად მოხდა მეთანის აფეთქება.“ ცვლის უფროსი – მიზდონ ონიანი, რომელსაც კომისიამ დააკისრა მთლიანი პასუხისმგებლობა 2010 წლის 2 მარტს მომხდარ აფეთქებაზე, აფეთქების დროს დაიღუპა. დაიღუპნენ ელ. ზეინკლებიც – გიორგი ბრეგაძე და ჯემალ ჯიშიაშვილი, რომლებმაც კომიისის მტკიცებით, „ისე ჩართეს ვენტილატორი, რომ ელ. მაგნიტურ გამშვებებს არ დაახურეს სახურავი, დაგროვილი გაზი მოირეცხა სანგრევიდან, მიიღო ნაპერწკალი ხუფ–ახდილ ელ.გამშვებებიდან, რამაც გამოიწვია მეთანის აალება და შემდგომში აფეთქება, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა“. ამავე აფეთქებას ემსხვერპლა 29 წლის მურმან კუბლაშვილიც. კომისიის მიერ მომზადებული ეს დასკვნები 2010 წლის 2 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს გასული წლის სექტემბერში გადაეცათ. ანალოგიური დასკვნა დღემდე არ მიუღიათ 2010 წლის 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებულებს. აფეთქების შედეგად მაშინ ადგილზევე დაიღუპნენ ლაშა ბოჭორიშვილი, იოსებ (სოსო) ობოლაძე და პაატა მოდებაძე, მალხაზ ჭანტურიძე კი – საავადმყოფოში ორდღიანი მკურნალობის შემდეგ; მძიმედ დაშავდა 6 მეშახტე, მათ შორის 49 წლის გია ობოლაძე, რომელმაც სხეულის საერთო მოცულობის 40%–ის დამწვრობა მიიღო და ცალი ფეხის ამპუტაციაც დაჭირდა. „არანაირი დასკვნა არ მიმიღია, არ ვიცი, რა დაწერა გორდეზიანმა“ – ამბობს გია ობოლაძე. ზაზა გორდეზიანი ამ დასკვნის თაობაზე ნეტგაზეთს ესაუბრა და აღნიშნა: „მანდ თვითონ მეშახტეებმა დაარღვიეს ვენტილაციის რეჟიმი, არა– საერთო განიავების ვენტილაციის, არამედ ადგილობრივი განიავების – ლოკალური: ერთ უბანზე გამორთული იყო ვენტილატორი, რომელიც არ უნდა გამოერთოთ და ამაზე მათ ხელი ჰქონდათ მოწერილი, რომ არ ჰქონდათ უფლება ამ ვენტილატორის გამორთვის. რომ გამორთეს ვენტილატორი, მივიდა ახალი ცვლა და მათ იმის მაგივრად, რომ განგაზირება გაეკეთებინათ და მერე შესულიყვნენ, ჩართეს ვენტილატორი და შევიდნენ შიგა და დაიღუპნენ ამიტომ.“ გორდეზიანის კომისიამ ორივე შემთხვევაში დაზარალებულები დაადანაშაულა მაშინ, როდესაც მეშახტეები საწარმოს ხელმძღვანელობის, „საქნახშირის“ მხრიდან ტექნიკური ნორმების უგულებელყოფაზე საუბრობდნენ მაშინაც და დღესაც იგივეს იმეორებენ. „ვენტილაციის სისტემაა გაუმართავი. წესით, შახტაში 400 კუბი ჰაერი უნდა იყოს და არის 150 კუბი. რომც არაფერი გაგვეკეთებინა, მაინც ვიოფლებოდით, ისეთი უჰაერობაა,“ – აცხადებდა 27 აგვისტოს აფეთქების ერთ–ერთი დაზარალებული ლევან ქურციკიძე, უბედური შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. „ აქ უსაფრთხოების წესები არაფერში არ არის დაცული, ახლაც რომ შეხვიდეთ, სრული გაუგებრობაა, გაძალებენ, რომ ნახშირი გამოიტანე მარტო, მეტი არაფერი არ უნდათ მაგენს. სად არის აქ „ატბოინნი მალატოკი“ იმ კაცს, სტურუას რომ ალაპარაკეს ტელევიზორში? ახლა თუ აქვთ, შეამოწმონ, ეს „ ატბოინნი მალატოკი“, – ამბობს მეშახტე თენგიზ კუბლაშვილი. „მაგ ზაზა გორდეზიანმა, რომელიც უნდა იჯდეს ახლა იმ ხალხის მაგივრად ციხეში, 18 რიცხვში იცოდა უკვე, რომ მეთანის ოდენობა იყო 6% შახტაში და არაფერი არ გააკეთეს ამისთვის და ხალხი ჩაუშვეს იქ და ზეწოლა მოახდინეს სწორედ იმ დაბალი რანგის ჩინოვნინკებზე, რომ ხალხი ჩაეშვათ და ემუშავათ,“ – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი. „მეშახტეებს შორის, რომლებიც იცავენ დაკავებულებს, ძალიან ბევრია ისეთი, რომლებიც აყოლილნი არიან იმ უსაქმურებს, პროფკავშირებში რომ სხედან, ჩამოდიან იქა და გაფიცვებისკენ მოუწოდებენ. იმის მაგივრად, რომ უთხრან – იმუშავეთ წესიერად და არ დაარღვიოთ წესები, რაღაც სულელურ მოთხოვნებს აყენებენ,“ – ამბობს ზაზა გორდეზიანი. გორდეზიანის თქმით, „საქნახშირის“ კომისია 2011 წლის 22 იანვრის აფეთქების მიზეზებსაც შეისწავლის. თუმცა აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული დასკვნებისადმი პრეზიდენტის ღია კრიტიკის მიუხედავად, კომისიის ხელმძღვანელი ზაზა გორდეზიანი „ჯი–აი–ჯი ჯგუფმა“ „საქნახშირში“ მიიწვია ხელმძღვანელ თანამდებობაზე. „2011 წლის 24 იანვრიდან დავინიშნე „საქნახშირის“ ტექნიკურ დირექტორად. ჩემი მოვალეობა იქნება უსაფრთხოების წესების რაც შეიძლება მკაცრად შესრულება, აი, სწორედ ამისთვის მთხოვეს აქ გადმოსვლა, რომ გავაძლიეროთ უსაფრთხოების წესები და მოთხოვნები“ – ამბობს ზაზა გორდეზიანი. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ტყიბულის შახტებში ჯერ კიდევ 2010 წლის 27 აგვისტოს აფეთქების შემდეგ მოითხოვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. “მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“ – განაცხადა პრეზიდენტმა 2010 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მაღაროში ვიზიტის დროს. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გამოძიებას იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს. აღნიშნულ სამმართველოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და რომ სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოოდ საპროცესო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „რა გახდა ამ დასკვნის დადება? ბოლო აფეთქება სამ დღეში გამოიძიეს და 27 აგვისტოს აფეთქებიდან გავიდა 5 თვე და ამ დრომდე არაფერი დაუწერია გამოძიებას. არადა, სადაზღვევო კომპანია ისე ვერ გვაძლევს კომპენსაციას, თუკი არ იქნება გამოძიების მიერ დადებული ოფიციალური დასკვნა,“ – ამბობს გია ობოლაძე ნეტგაზეთთან საუბარში. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც ტყიბულის შახტებში ამ მიმართულებით გაკეთდა, ის არის, რომ შახტაში შესვლამდე მეშახტეებს უტარდებოდათ ჩხრეკა დაცვის თანამშრომლების მიერ, რომ ვინმეს არ აღმოჩენოდა თან სიგარეტი, ან ალკოჰოლი. „ამას ისედაც არავინ აკეთებდა. რომელი ჭკუათმყოფელი მოუკიდებს სიგარეტს იქ, სადაც გაზია?!“ – ამბობენ მეშახტეები. „პრობლემა იმაშია, რომ გადასულია კომპანია „ურა–ურაზე“ – ნახშირი, ნახშირი, ნახშირი, ნახშირი და მეტი არაფერი“ – ამბობს გია ობოლაძე. ტყიბულში სულ ოთხი შახტაა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან. ინვესტორს 2009 წლისთვის უნდა აემოქმედებინა ოთხივე შახტა, თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში მხოლოდ ორი შახტა მუშაობს – ძიძიგურის სახელობის შახტა ნაწილობრივ და სრული დატვირთვით – მინდელის სახელობის შახტა, სადაც მოხდა ბოლო 9 თვის განმავლობაში სამი აფეთქება. მინდელის სახელობის შახტა ექსპლუატაციაში 1973 წელს შევიდა, საპროექტო სიმძლავრით 600 ათასი ტონა ქვანახშირი – წელიწადში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri2-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ხვალ, ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით, აშშ-ში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, გილაურს ათასწლეულის გამოწვევის ფონდში სამუშაო შეხვედრები ექნება. გილაური, ასევე აშშ-ის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გამართავს შეხვედრებს. პრემიერის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის გამო, საქართველოს მთავრობის სხდომა დღეს, გაიმართა. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gilauri7-150x150.jpgსაქართველო, აზიის განვითარების ბანკისგან, 500 მლნ აშშ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა წყალმომარაგების სისტემებისა და კანალიზაციის რეაბილიტაციას მოხმარდება. “აზიის განვითარების ბანკთან, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და 500 მლნ დოლარის ხარჯვა მომავალი თვეებიდან დაიწყება. თანხა რამდენიმე ტრანშად დაიშლება. მისი მეშვეობით, კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის ნაწილი განხორციელდება, ზოგან კი სრულიად ახლის მშენებლობა დაიწყება,” – განაცხადა გილაურმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, მომდევნო თვის განმავლობაში, ზოგი პროექტის რეაბილიტაცია დასრულდება, 2,5 წელიწადში კი ყველა დიდი ქალაქის რეაბილიტაცია მორჩება. იხილეთ epn.ge
  9. მსოფლიო საავტომობილო ბაზარს ელექტრომობილების ბუმი უახლოვდება. თუმცა არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარების გარეშე, მოლოდინი მოლოდინადვე დარჩება.ჯერ ერთი, თანამედროვე ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა, რასაც ლითიუმ-იონური აკუმულატორების მაღალი ფასი განაპირობებს. თავის მხრივ, ასეთ აკუმულატორებს დღეს კონკურენტი არ მოეპოვება. იხილეთ tabula.geზე
  10. აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სამოქალაქო ავიაციის განსავითარებლად 2 თვითმფრინავი შეიძინა.დე ფაქტო ხელისუფლებამ ორადგილიანი საფრენი აპარატები რუსეთის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო "ინტერავიასგან" შეიძინა. "ინტერავიას" წარმომადგენლის ვლადიმერ მარიანის თქმით, მომავალში, შესაძლოა, მსგავსი ტიპის თვითმფრინავები თავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ააწყონ.ამასთან, თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ავიაციის მოყვარულთა ფედერაცია იქმნება. ფედერაციის პრეზიდენტად ვლადიმერ მარიანი აირჩიეს, მოადგილე კი სოხუმის ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/16416-150x150.jpgსაქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი , მომხმარებლებს sms პაკეტზე და ინტერნეტ პაკეტზე დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს. დღეიდან, 28 თებერვილის ჩათვლით, ყველა აბონენტი, ვინც შეიძენს 100 სმს-ს 2 ლარად, მიიღებს დამატებით სმს-ების 20 %-ს, ანუ 120 sms-ს 100 ის ნაცვლად. ანალოგიური შეთავაზება მოქმედებს ინტერნეტ პაკეტის მომხმარებლებზეც. აბონენტები, რომლებიც შეიძენენ 50 მეგაბაიტ ინტერნეტს 5 ლარად, დამატებით 40 %-ს, ანუ ჯამში 70 მეგაბიტ ინტერნეტს მიიღებენ 50 მეგაბიტის ფასად. სმს პაკეტის გააქტიურება ხდება შემდეგი კომბინაციის *110*100 # -ის , ხოლო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება ხდება * 110*055# აკრეფით. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/alasania-150x150.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ახალი საპარლამენტო ინიციატივა ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ დაცვას შეეხება. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს, საქართველოში ვეტერანებისადმი მიდგომა მკვეთრად ნეგატიურია. “გვინდა, ვეტერანებისადმი დღეს არსებული მიდგომა შევცვალოთ და ხელისუფლებას ვთავაზობთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, ვეტერანები სათანადოდ იქნებიან დაფასებულნი,” – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებულ პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდების სახელმწიფო პენსია უნდა გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს – 150 ლარს. ასევე, მარჩენალ -დაკარგული ოჯახებისთვის, თითოეულ დაკარგულ შვილზე დახმარება უნდა იყოს – 150 ლარის ოდენობით. თითოეული ვეტერანის კომპენსაცია, კი უნდა გაიზარდოს თვეში 22 ლარიდან 35 ლარამდე. “ამ ეტაპზე, სამედიცინო დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფის უპერსპექტივობის გათვალისწინებით, ვეტერანების ჰოსპიტალის დაფინანსება უნდა გაიზარდოს 1,5 მილიონ ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს 5-7 ათას ვეტერანს მიიღოს რეალური სამედიცინო მომსახურება. ასევე, სახელმწიფომ სრულიად უნდა დაფაროს ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალ-დაკარგული ოჯახის წევრთა შვილების ბაგა-ბაღების საფასური და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება – 50%-ით ბაკალავრიატის, 30%-ით მაგისტრატურის. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ვეტერანების ოჯახის წევრთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ვეტერანები და მარჩენალ – დაკარგული ოჯახის წევრები პენსიას მიიღებენ საბიუჯეტო სფეროში დასაქმების შემთხვევაშიც. “თუ ყველა ეს ინიციატივა დაკმაყოფილდება, ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით 10 მილიონი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო,“ – აღნიშნა ალასანიამ. აღნიშნული ინიციატივით, “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში უახლოეს მომავალში შევლენ. ისინი, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ. იხილეთ epn.ge
  13. ოკუპაციისათვის მზადება და ოკუპაციაწინა სამ ნაწილში ასახული ცხინვალის რეგიონის მოკლე ისტორიული ექსკურსი, კონფლიქტის პროვოცირება, მისი ესკალაცია და მშვიდობიანი მოგვარების პროცესი გვინდა დავასრულოთ უშუალოდ იმ მოვლენების ასახვით, რომლებიც წინ უძღოდნენ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ისტორიული ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ღია და დაუფარავ ოკუპაციას.საქართველოს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წინსვლასთან ერთად რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მკვეთრი და აგრესიულ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. http://a.pix.ge/z/vrwp2.jpg იმ შემთხვევაში, თუ ჩელსი 50 მილიონი ფუნტის გადახდას დათანხმდება ლივერპული ფერნანდო ტორესს დათმობს და ჩვენც დღეს საღამოს ესპანელ ვარსკვლავს ინგლისის ჩემპიონთა შორის ვიხილავთ. ჯერი რომან აბრამოვიჩზეა. არის კიდევ ერთი ვარიანტი: ჩელსის შეუძლია 42 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და ზედ ნიკოლა ანელკა მიაყოლოს. ამბობენ, თუ ტორესი ჩელსიში გადავა “ენფილ როუდზე” მაინცდამაინც არავინ გამოეტირება. The Daily Mail-მა ამის თაობაზე ერთ-ერთ ლივერპულელ ფეხბურთელს ჰკითხა და საინტერესო პასუხი მიიღო: “ჩვენს გუნდში მისი ოსტატობით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ სიყვარულით ის არასდროს ჰყვარებიათ”. რასაკვირველია, ამ სიტყვების ავტორს გაზეთი არ ასახელებს. და რა პოზიცია უჭირავს მერსისაიდელთა მწვრთნელ კენი დალგლიშს? როგორც ამბობენ, მას კლუბის ამერიკელ მეპატრონესთან ჯონ ჰენრისთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს. ორივე ამბობს, რომ გუნდში უკმაყოფილო ფეხბურთელის ყოლას დიდი ფულის შოვნა სჯობს. ამასთანავე ტორესისგან აღებული თანხით წითლებს ორი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის, 25 წლის ასტონ ვილას კაპიტნის ეშლი იაგისა და მიმდინარე წლის აღმოჩენის, 22 წლის ნიუკასლელი ენდი ქეროლის შეძენა შეუძლიათ. ლივერპულიდან გაქცევის საშუალებას ტორესს კონტრაქტის ის მუხლი აძლევს, რომელშიც წერია, რომ თუკი ის 50 მილიონს “შემოიტანს” შეუძლია სადაც უნდა იქ გადავიდეს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ ტრანსფერთა შორის სარეკორდო 2008 წელს რეალიდან მანჩესტერ სიტიში რობინიოს გადაყვანა იყო. ბრაზილიელი ისტლენდელებს 32,5 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ამბობენ, რომ როდესაც დაინახეს როგორ უნდოდა ტორესს ჩელსიში გადასვლა, ლივერპულში გაკვირვებისგან ყველამ პირი დააღო. არადა, “წითლები” “აიაქსიდან” 23 მილიონ ფუნტად ურუგვაელ ლუის სუარესს ყიდულობენ და იმედივნებდნენ, რომ მას “ელ ნინიოსთან” წყვილში ათამაშებდნენ. ცნობისათვის: სუარესმა “ენფილდზე” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა – პასუხი დადებითია. ტორესს ლივერპულში თვალსაჩინო კარიერა ჰქონდა, პრემიერლიგის 91 შეხვედრაში 65 გოლი შეაგდო, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ მერსისაიდელებს თავიდან ტორესის სანაცვლოდ 38 მილიონი ფუნტი და ახალგაზრდა თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სატრანსფერო ფანჯარა დღეს საღამოს, ინგლისის დროით 23 საათზე იხურება. View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/finansT-saministro-150x150.jpgსაქართველოს ფინანსთა სამინისტროში კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავეს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარაიმ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამიერიდან საბაჟოზე ტვირთის გადმოტანა, მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ახალი შეზღუდვები კორუპციულ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. შეგახსნებთ, აქამდე საბაჟოზე ტვირთის გადმოტანა ხელით, მიკრო და სატვირტო ავტომობილებით იყო შესაძლებელი. იხილეთ epn.ge
  16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპიუტერულ კომპანია „ალგორითმს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ალგორითმი 2011 წლის ივნისისთვის უზრუნველყოფს საქართველოში კომპიუტერების ქარხნის აშენებას. ახალი კომპიუტერული ქარხანა ნეტბუკებს გამოუშვებს, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივით, წელს ყველა პირველკლასელს უსასყიდლოდ გადაეცემა. ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი კომპიუტერული ფირმის ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიც დაესწრო. ინტელი პროექტის „კომპიუტერი პირველკლასელებისთვის“ მთავარი მხარდამჭერია. მოსწავლეებისთვის ნეტბუკის გადაცემა, მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში. ნეტბუკს დამხამრე ხასიათი ექნება და მოსწავლეები, მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად, გამოიყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. კომპიუტერში გათვალისწინებულია ბავშვის ფსიქოლოგია და მისი უნარ-ჩვევები, რომელსაც ნეტბუკი მოსწავლეს კიდევ უფრო უვითარებს. იხილეთ epn.ge
  17. http://www.onlineticketexpress.com/images/info_center/top_news/konchesky.jpg კენი დალგლიშმა წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე განცხადა, რომ პოლ კონჩესკი სეზონის დარჩენილ ნაწილს ნოტინგემ ფორესტში გაატარებს… დალგლიშის განცხადებით მარცხენა მცველი იჯარით გადავიდა მეორე დივიზიონის გუნდში. ჯერჯერობით კენის პრესკონფერენციის სრული ჩანაწერი არ გამოქვეყნებულა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით კარაგერი დაუბრუნდა გუნდთან ერთად ვარჯიშს, აიალა ასევე იჯარით გადავიდა დერბიში, ტორესსზე კი დალგლიში არაფერს ამბობს… უფრო ვრცლად მოგვიანებით… View the full article
  18. /get_img?NrArticle=4366&NrImage=1 სახალხო დამცველის მიერ ერთი წლის წინ გაცემული რეკომენდაცია საპყორბილეების ლიკვიდაციაზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ,,ყოველგავრი რეკომენდაციის გარეშე სამინისტრო აცნობიერებს თბილისის #1, ბათუმის #3, ზუგდიდის #4, ხონის #9 და ქსნის #7 საპყრობილეების დახურვის აუცილებლობას’’, ნათქვამია წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრომ ნეტგაზეთს გამოუგზავნა. თუმცა ნეტაგზეთმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია დაწესებულების ლიკვიდაციის ზუსტი თარიღის შესახებ. ამ დაწესებულებების ლიკვიდაციის შესახებ რეკომენდაცია საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდე ერთი წლის წინ, 2009 წლის მეორე ნახევრის საპარლამენტო ანგარიშში გასცა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება ითქვას, პატიმრები არაადამიანურ და ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. ,,თავისუფლების აღკვეთა უნდა ხორციელდებოდეს იმ მატერიალურ და მორალურ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების პატივისცემას’’, - წერია ანგარიშში. სახალხო დამცველს, გიროგი ტუღუშს ანგარიშში ევროპის საბჭოს რეკომენდაციაც მოჰყავს. ევროპული თვალსაზრისით, ,,ადამიანის უფლებების შემლახავი ციხის პირობების არსებობა რესურსების ნაკლებობით არ არის გამართლებული’’. იმისათვის, რომ გაგვერკვია, განიხილება თუ არა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილი დახმარების საკითხთა სამინისტოში ამ დაწესებულებების ლიკვიდაციის საკითხი, სამინისტროს წერილობით მივმართეთ. ,,სამინისტრო აცნობიერებს ჩამოთვლილი დაწესებულებების დახურვის აუცილებლობას’’, თუმცა ზუსტი თარიღი, როდის იგეგმება ლიკვიდაცია და სანაცვლოდ ახალი დაწესებულებების აშენება, წერილიდან არ ირკვევა. ,,უწყებას გააჩნია სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებს საჭირო ინფრასტუქტურის მშენებლობებს და ძველი დაწესებულებების დახურვას”, - წერია წერილში. კითხვაზე, რა თანხაა ამისთვის გამოყოფილი 2011 წლის ბიუჯეტში? სამინისტრო გვწერს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ქსანში ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სარეჟიმო კორპუსის მშენებლობა, თუმცა არ არის დასახელებული თანხა, რომელსაც სამინისტრო სარეჟიმო კორკუსის მშენებლობისთვის დახარჯავს. ასევე არაფერია ნათქვამი სხვა დაწესებულებების შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის საერთო რიცხვობრივ მაჩვენებელში სულ უფრო იზრდება რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების წევრთა ხვედრითი წილი. ამაზე ნათლად მეტყველებენ იქ შეუფერხებლად მიმდინარე ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი ბინების ახალმშენებლობები. ცოტა ხნის წინ ჯავის რაიონის სოფ. უგარდანთასთან გაიხსნა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 სამხედრო ბაზის ოფიცრებისა და მათი ოჯახებისათვის განკუთვნილი სამხედრო დასახლება.დღეის მდგომარეობით, აშენებული და ექსპლუატაციაში შესულია 5 საერთო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. ჟულიან ასანჟი, ადამიანთა უფლებების დამცველები რუსეთიდან, ან არაბულ ქვეყნებში აგორებული საპროტესტო მოძრაობის ლიდერები, შესაძლოა, წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მშვიდობის დარგში. ამის შესახებ ნიდერლანდების რადიო იუწყება. ნომინანტების წარდგენის ვადა ნორვეგიაში, ნობელის პრემიის კომისიაში, 1 თებერვალს იწურება. 5- კაციანი კომისია კი პრიზის ახალ მფლობელს 2011 წლის ოქტომბერში დაასახელებს. კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ როგორც საინიციატივო ჯგუფებს, ასევე კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებს და ა.შ. წესების თანახმად, ლაურეატთა ვინაობა 50 წელი საიდუმლოდ ინახება და ამის ნაადრევად გამხელა მხოლოდ ლაურეატის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სპეციალისტების აზრით, არაბულ ქვეყნებში(ტუნისი, ეგვიპტე) წამოწყებული საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს გაუჭირდებათ პრიზის მიღება, რადგან ამ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა სოციალურ-ეკონომიკურმა მიზეზებმა გამოიწვია და არა-იდეოლოგიურმა. გარდა ამისა, ეგვიპტის ოპოზიციას კონკრეტული გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მათ შორის ყველაზე ეგამორჩეულს, მუჰამედ ელ ბარადეის კი მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი 2005 წელს უკვე გადაეცა. სპეციალისტებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსი უფლებადამცველები ნობელის პრემიის ლაურეატობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდადტები არიან, თუმცა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რუსეთის ხელისფლება როგორ მოიქცევა 2011 წლის იანვარში, მოსკოვის აეროპორტში მომხდარი ტერქტის შემდეგ, წამოიწყებს თუ არა ის ძალადობის ახალ ტალღას ჩრდილოეთ კავკასიაში. ლაურეატობის შესაძლო კანდიდატია ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი. თუმცა ამერიკელი ჟურნალისტი სკოტ ლონდონი დარწმუნებულია, რომ ასანჟს პრიზის მოგება გაუჭირდება. მისი აზრით, იმის ნაცვლად, რომ ასანჟს ხელი შეეწყო ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, მან პირიქით, ძირი გამოუთხარა ქვეყნებს შორის აქამდე არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ასანჟს ნობელის ლაურეატობაში ხელს გაუპატიურების ბრალდებაც შეუშლის, რომელიც მას შვედეთში წაუყეენს. ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატებს შორის სახელდებიან ქალთა უფლებადამცველი ქალები: სვეტლანა განუშკინა რუსეთიდან და სიმა სამარი ავღანეთიდან. ისინი ამ პრიზზე შარშანც იყვნენ წარდგენილი, მაგრამ 2010 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჩინელ დისიდენტს გადაეცა, რომელიც ახლაც ციხეში ზის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. პირველი თებერვლიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე აიკრძალება საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტით გადაადგილება. გადაწყვეტილება სოხუმსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო-სანაპირო დაცვის სამსახურის პრესცენტრის განცხადებით, ეს ცვლილება მოსახლეობის ძალზე მცირე რაოდენობას შეეხება, რადგან საზღვრის გადაკვეთისას, დღე-ღამეში, საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტით მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. საინტერესო ანალიზს გვთავაზობს პოლიტოლოგი გია ნოდია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მეშვეობით თემაზე: თუ რატომაა ასე ჩუმად საქართველო ტუნისის რევოლუციასთან დაკავშირებით. სტატიაში პოლიტოლოგი აანალიზებს იმ ვითარებას, თუ რატომ გახდა პრეზიდენტ ბუშის ხელისუფლებიდან წავლის შემდეგ დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებაზე საუბარი არამოდური. გია ნოდია მკითხველს სთავაზობს სავარაუდო სცენარს, თუ რა მოხდებოდა, რომ ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. მომხდარიყო და ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაშინ, ალბათ, თამამად განაცხადებდა, რომ ტუნისელი ხალხი, ისევე როგორც ყველგან, თავისუფლებას იმსახურებს და ალბათ, აშკარა იქნებოდა მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს რევოლუცია ტუნისის დემოკრატების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო. ექსპერტის მოსაზრებით, შესაძლოა ”ვარდების რევოლუციის” ვეტერანები ტუნისისკენ გამგზავრებულიყვნენ, რათა რევოლუციური მასებისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატათ და იქნებ ერთ-ორი სასარგებლო რჩევაც მიეცათ, მაგრამ, პოლიტოლოგის მოსაზრებით, დღეს ასეთი რამ რთული წარმოსადგენია. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ გადაწყვიტა, პრაგმატიზმის ზოგად ტენტდენციას გაჰყოლოდა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისისთვის რეგიონის ქვეყნებთან კარგი დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ადგილობრივი რევოლუციონერებისთვის მხარდაჭერის შეთავაზებით მათი რეჟიმების გაღიზიანება. ასეთი პოლიტიკის ნათელ მაგალითად ნოდიას ბელორუსიის დიქტატორ პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის სააკაშვილის მიერ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებული მილოცვა მოჰყავს. მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომაა ჩუმად საქართველო ტუნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ექსპერტის მოსაზრებით, იმაში მდგომარეობს, რომ 2007-09 წლების მასობრივი პროტესტის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა ფერად რევოლუციებთან დაკარგეს ინსტიქტური იგივეობა, რითიც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის რევოლუციური ფაზა დასრულებულია. პოლიტოლოგი გარკვეულად ადარებს ტუნისის დამარცხებულ მმართველსა და სააკაშვილს და აცხადებს, რომ შედარების საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგანაც მიუხედავად დიქტატურის არარსებობისა, საქართველოში პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს. ამასთანავე, ნოდია საქართველოს ტუნისთან შედარებისას დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, ტუნისის მმართველმა საკუთარი ქვეყანა ტურისტულ სამოთხედ და რეგიონის წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია, მისი რეჟიმი რევოლუციით დასრულდა და აცხადებს, რომ ტურიზმის განვითარება სააკაშვილს ვერ უშველის. პოლიტოლოგი ქართული ოპოზიციის მდგომარეობაზეც აკეთებს მინიშნებას და საბოლოო ჯამში აცხადებს, რომ საქართველოში არ სუფევს რევოლუციური ატმოსფერო, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამან ხელისუფლება ძალიან არ უნდა გაახაროს. დასასრულს გია ნოდია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ასკვნის, რომ ”ჟასმინის რევოლუციის” გათვალისიწნებით ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, “პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს”. უცხოური პრესა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე რუსეთ-საქართველოს საკითხის შემსწავლელი მონიტორინგის კომიტეტის მიერ “ქართული დოსიეს” განხილვის ფორმატის ცვლილების შესახებ წერს. საინტერესოა, რომ ეს ცვლილებები სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული რუსეთსა და საქართველოში. მაგალითად, რუსული გამოცემა “კომერსანტი” ამ სესიას კრემლის გამარჯვებად აფასებს. კომერსანტის სტატიის თანახმად, სესიის შემდგომ მოსკოვს შეუძლია თავის აქტივში ჩაითვალოს ქართულ-რუსული დოსიეს დახურვა. რუსული გამოცემის თანახმად, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ევროსაბჭოსთან 2- წლიან ურთიერთობაში ყველაზე გამაღიზიანებელი საკითხი გაანხილვებიდან მოეხსნა. ევროსაბჭოს სესიის გადაწყვეტილების თანახმად, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გასარკვევად მიმდინარე დებატები, რომელიც ევროსაბჭოში აგვისტოს ომის შემდგომ მიმდინარეობს, შეწყდა. ამ დებატების თანახმად, გათვალისწინებული იყო იმ რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი, რომელიც მოითხოვდა რუსეთისგან შეიარაღებული ძალების აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაყვანას და, რაც მთავარია, რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას. “კომერსანტის” თანახმად, რამდენადაც არც ერთი ეს რეზოლუცია არ შესრულებულა მოსკოვის მხრიდან და იგი ამას არც აპირებს, მონიტორინგის სხდომის ყველა განხილვა კრემლის მისამართით კრიტიკით სრულდებოდა. ახლა კი ეს უსიამოვნება მოსკოვისთვის უკან დარჩა. ინტერნეტ გამოცემა “ეხოკავკაზა” ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადრე მიღებული რეზოლუციების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით მხოლოდ ყოველწლიურ სპეციალურ დოკუმენტს შეიმუშავებს. სტატიის თანახმად, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყო როგორც რუსული, ისე ქართული მხარე, მით უფრო რომ ორივე საკუთარი დიპლომატიური გამარჯვების შესახებ საუბრობდა. მონიტორინგის კომიტეტის წევრი საქართველოდან პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ მოახერხა, თავიდან აეცილებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუციები, სადაც აგვისტოს ომის შეფასების აქცენტები რუსეთის სასარგებლოდ შეიძლება შეცვლილიყო. ამასთან, ქართველი პარლამენტარი ინტერვიუში დასძენს, რომ ამ ორგანომ ამოწურა თავის შესაძლებლობები ამ საკითხზე მოთხოვნების დაყენების შესახებ. იმავდროულად, გამოცემასთან ინტერვიუში რუსეთის წარმომადგენელი სულ სხვა სურათს ხატავს. მონიტორინგის კომიტეტის წევრი რუსეთიდან ირწმუნება, რომ ყოველწლიურ დოკუმენტს ამ საკითხზე მოხსენების სტატუსი არ ექნება და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იქნება. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ფაქტიურად შეწყვიტა ქართული დოსიეს პოლიტიკური განხილვა. ამერიკის ხმის ქართულენოვანი გამოცემა განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს ქართული დოსიეს დახურვის გადაწყვეტილებაზე. სტატიაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიღებული სამივე რეზოლუცია ძალაში დარჩა. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ მოხდეს რუსეთზე ზეწოლა და მართლაც დაიძრას ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან, მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი და გარკვეული ეკონომიკური ბერკეტებიც უნდა ამუშავდეს, რადგანც ამ კონკრეტულმა რეზოლუციამ შემდგომში პრაქტიკაში ჰპოვოს ასახვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. სტრასბურგის სასამართლო დღეს რუსეთიდან გაძევებული ქართველების საჩივრის განხილვას იწყებს. ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლე ყველა იმ ქართველს დაკითხავს, რომელიც 2006 წელს რუსეთის ფედერაციაში ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ეთნიკური ნიშნით გამოაძევეს. დაკითხვის პროცესი 5 დღეს გასტანს.ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს დაადასტურებს.“საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცვას, რომელთა უფ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. აქ გაერთიანებულია თამაშის ოთხი ვერსია . ძირითადა მოქმედება Crash Time ვითარდება კიოლნში. წარმოუდგენელ მაღალ სიჩქარეზე დევნა, რომელიც მიმდინარეობს დასახლებული ქალაქის ქუჩებში. ამ წარმოუდგენელი რბოლის გარდა ხელმისაწვდომია ქსელური თამაში, რომელიც დაგეხმარებათ შეკრიბოთ მეგობრები და ითამაშოთ მათთან ერთად... View the full article
  25. ეს თამაშია ეროტიკული არკადა 18 წლამდე ასაკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
×
×
  • შექმენი...