Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54803.jpgსაქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა აიკრძალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განაცხადა. View the full article
  2. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების 2011 წლის კომისიამ კონკურსი გამოაცხადა. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე განაცხადები მხატვრული ლიტერატურის, მუსიკალური, კინო, სახვითი და თეატრალური ხელოვნების, არქიტექტურის, რუსთველოლოგია, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში მიიღება. შოთა რუსთაველის სახელობის სამი პრემია გაიცემა, თითოეული 15.000 ლარს შეადგენს. ასევე, პრემიასთან ერთად, გამარჯვებულს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭება და ლაურეატის დიპლომი, ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. ამასთან, საქართველოს ეროვნული შვიდი პრემია გაიცემა, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით, გამარჯვებულს მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომი, ვერცხლის მედალი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. იხილეთ epn.ge
  3. 1 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის… ლინკი მედიანიუსზე
  4. “ლიბერთი ბანკის” მ7 ანაბრების მოცულობამ 2011 წლის იანვარში 11 მილიონ ლარს გადააჭარბა, `პატრიოტის~ მოცულობამ 2011 წლის იანვარში… ლინკი მედიანიუსზე
  5. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ელექტრომობილების შესაძლო შემოყვანის საკითხს ბევრი ბუნდოვანება ახლავს. … ლინკი მედიანიუსზე
  6. გუიჟოუ არის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გუიჟოუს სახელწოდება წარმოიშვა უძველესი ჩინური სიტყვისგან Zhou (ჟოუ), რაც ნიშნავს პრეფექტურას. გუიჟოუს პროვინცია შეიცავს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უმცირესობებს ჩინეთში. გაგრძელებაში გავეცნობით რამოდენიმე უცნაურ ტომსჩანგჯიაოჩანგჯიაოს ხალხი ცხოვრობს მთებში ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე და მათი რიცხვი 4000 სულს შეადგენს. ერთ ტიპიურ დღეს, ქალებმა ... View ucnauri.com
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/egypt5-150x150.jpgეგვიპტეში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება. ახალი პრემიერ-მინისტრი ახმედომ შაფიკომი ახალი მინისტრთა კაბინეტს ეგვიპტის პრეზიდენტ, ხოსნი მუბარაკუს ორშაბათს წარუდგენს. ,,რია-ნოსვოსტის” ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხაბიბ ალ ადლიმ თანამდებობა დატოვა, რომლის მიზეზი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ცეცხლის გახსნის ბრძანება გახდა და Mმის ადგილს მახმუდ ვაგდი დაიკავებს. ასევე თანამდებობა დატოვა ფინსანსთა მინისტრმა იოსეფა გალმა და მის ნაცვლად, მინისტრად გაუდატ ელ მალტი დაინიშნა. ახალ მთავრობაში ადგილი ასევე დაკარგა ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრმა, რაშიდ მუხამედ რაშიდმა. სხვა სამთავრობო ცვლილებებზე ამ დროისათვის ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის პარასკევის შემდეგ, ეგვიპტეში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, არეულობა კვლავ გრძელდება. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/egvipte3-150x150.jpgტელეკომპანია “ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ეგვიპტეში მათი ექვსი ჟურნალისტი დააკავეს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, ჟურნალისტების დაკავების მიზეზი და მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ეგვიპტეში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ოპოზიციამ, დღეს ყველა ეგვიპტელ მოქალაქეს გვერდში დგომისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერები, ხვალ დაგეგმილ აქციაზე მილიონი ადამიანის მისვლას ვარაუდობენ. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/baqo-150x150.jpgბაქოში სპეცრეისით ეგვიპტიდან ევაკუირებული 103 ადამიანი ჩაფრინდა. პორტალ “კავკაზსკი უზელის” ინფორმაცით, 29 იანვარს ავიაკომპანია “აზალის” თვითმფრინავმა, სპეცრეისით აზეირბაიჯანის საელჩოს თანამშრომლის ნიჯატ გოჯაევის ცხედარიც ჩამოასვენა. “კავკაზსკი უზელი” ამ ინფორმაციას აზეირბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაქოში სპეცრეისით ჩამოფრენილთა უმრავლესობა აზეირბაიჯანელი დიპლომატების ახლობლები არიან. თუმცა, ეგვიპტეში აზეირბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება. მათ შორის აზეირბაჯანის საელჩოს თანამშრომელებიც. შეგახსენებთ, ეგვიპტეში 25 იანვარს საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ჰუსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. სწორედ, ამ არეულობის დროს, 29 იანვარს, ქაიროში აზეირბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა. იხილეთ epn.ge
  10. უბრალოდ კარაქი ბევრი ამტკიცებს რომ რეკლამა არაფერს ნიშნავსო მთავარი მაინც ხარისხიაო.. პირადად ჩემში ამ კარაქისადმი ინტერესი მხოლოდ ერთმა სარეკლამო რგოლმა გააჩინა. მაშ ასე ცოტაოდენი ინფორმაცია Lurpakის შესახებ :)Lurpakი არის დანიური კარაქის ბრენდი რომელსაც აწარმოებს Danish Dairy Board. ის იყიდება 80ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მაშტაბით და არის ცნობადი თავისი მკაფიო ვერცხლისფერი ... View ucnauri.com
  11. დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ საქართველო-თურქეთს შორის ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და მეჩეთების რესტავრაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გადასარჩენად ქართული მხარე ბათუმში მეჩეთის მშენებლობას უნდა დათანხმდეს. იხილეთ tabula.geზე
  12. კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2010 წლის განმავლობაში, 20.8 პროცენტით, ანუ 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის 6.3 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 35.7 პროცენტით, ანუ 427.5 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 16.3 პროცენტით, ანუ 647.7 მლნ ლარით. იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის განმავლობაში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 36.8 პროცენტით ანუ 502.6 მლნ ლარით გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი იანვრისათვის 776.2 მლნ ლარით განისაზღვრა (14.8 პროცენტით ანუ 101.1 მლნ ლარით მეტი 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით); 10.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 384.5 მლნ ლარია (12.7 პროცენტით, ანუ 43.4 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის (ნაცვლად 80.0 პროცენტისა 1.01.2010–ის მდგომარეობასთან შედარებით). 2010 წლის განმავლობაში 16.4 პროცენტით ანუ 329.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა. იხილეთ epn.ge
  13. ნეტგაზეთის პირველი პირდაპირი გადაცემის თემაა „ენა, მამული, სარწმუნოება“. წამყვანი: ზვიად ქორიძე სტუმარი: ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი დასვით შეკითხვები, გამოთქვით მოსაზრებები შეკითხვების წინასწარ დასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომენტარების ფუნქცია, ხოლო პირდაპირ ეთერში ჩასართავად ისარგებლოთ სკაიპით, სადაც ჩვენი სახელია ( ID) netgazeti.ge2 Watch live video from netgazeti on Justin.tv სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. 25 იან­ვარს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხ­მა მა­უწყებ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტ­თან ტე­ლე­ხი­დით გა­ნა­ახ­ლა. ტე­ლეპ­რო­ექ­ტის – “პრეზიდენტი პა­სუ­ხობს ხალ­ხის შე­კითხ­ვებს” – ნახ­ვა შე­ეძ­ლო სამ­ხ­რეთ და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის, უკ­რა­ი­ნის, ბე­ლა­რუ­სის, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, და­ნარ­ჩე­ნი რუ­სე­თი­სა და ირა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. ახა­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხის სიგ­ნა­ლი ამ არე­ალ­ში ვრცელ­დე­ბა. იხილეთ tabula.geზე
  15. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ,,ამნესტი ინტერნეიშენალის’’ განცხადებას დევნილების განსახლების პროცესთან დაკავშირებით არაობიექტურს, ცალმხრივსა და არასამართლიანს უწოდებს. განცხადებას სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. სამინისტრო წერს, რომ ორგანიზაცია ,,ამნესტი ინტერნეიშენელს’’ არ გააჩნია სრული ინფორმაცია ამ კონკრეტული განსახლების პროცესთან დაკავშირებით. ,,პროცესის დაწყებისთანავე სამინისტრო ელოდა (სატელეფონო შეთანხმებისამებრ) შეკითხვებს ელექტრონული ფოსტით ორგანიზაციის წარმომადგენლისგან დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუმცა კითხვები არ მოსულა და განცხადება სამინისტროს პოზიციების გათვალისწინების გარეშე გამოქვეყნდა.’’ სამინისტრო განცხადებაში იმედს იტოვებს, რომ ,,მსგავსი სამწუხარო ფაქტი აღარ განმეორდება და ორგანიზაცია გააგრძელებს მასთანმჩვეულ ნაყოფიერ თანამშრომლობას’’. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ამნესტი ინტერნეიშენალი’’ 28 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს დევნილების განსახლების პროცესთან დაკავშირებით და წერს, რომ პროცესმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები. "ამნესტი ინტერნეიშენალი’’ შეშფოთებულია იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა გამოსახლებულებისთვის შესაბამისი წინასწარი შეტყობინების გაკეთება, ვერ უზრუნველყო ის, რომ ყველა შესაბამის ოჯახს მიეღო ფინანსური დახმარება გამოსახლებამდე და ასევე ვერ უზრუნველყო დამკვირვებელთა სრული და შეუფერხებელი დაშვება’’. ასევე, განცხადების მიხედვით, ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ საცხოვრებელი პირობებით, რომლებიც დევნილებს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში ხვდებათ. ,,მთავრობის მიერ გამოსახლებულთათვის შეთავაზებული ყველა ალტერნატიული საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებს სრულად ადეკვატურ საცხოვრებელ სტანდარტებს’’, - წერს საერთაშორისო ორგანიზაცია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://news.bbcimg.co.uk/media/images/51031000/jpg/_51031086_011029339-1.jpgნიუკასლმა ლივერპულის შეთავაზება უარყო და კეროლის გაყიდვა გამორიცხა. როგორც უკვე იცით, ლივერპულმა 30 მლნ შესთავაზა ნიუკასლ იუნაიტედის ხელმძღვანელებს ამ გუნდის ინგლისელ ფორვარდ ენდი კეროლში, თუმცა სენტ ჯეიმს პარკ-ის ბინადრებმა განაცხადეს, რომ კეროლი არ იყიდება. წყარო: www.bbc.co.uk View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54798.jpgსაქართველოს პირველი ლედის ავტობიოგრაფიული წიგნი `იდეალისტის ნაამბობი` პოლონურ ენაზე გამოიცა. ვარშავაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა გამოცემისა და ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ ტელეეთერის საშუალებით ისაუბრა. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54796.jpgმცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ვასილ ამირაშვილი, რომელმაც 2011 წლის 26 იანვარს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასთან.... View the full article
  19. ავიაკომპანია ,,აირზენას’’ ჩარტერულ რეისზე, თბილისი- შარმ-ელ-შეიხი მგზავრთა რაოდენობა დღეს 80-დან 20-მდე შემცირდა, - ამის შესახებ "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. გიორგობიანის თქმით, ავიაკომპანია ბილეთებს ჯარიმის გარეშე დაიბრუნებს. ,,აირზენას’’ ჩარტერულ რეისს შარმ-ელ-შეიხიდან 106 მგზავრი ჩამოყვება. დღეს ფრენა ეგვიპტის მიმართულებით 23.30 წუთზე განხორციელდება, ხოლო უკან თვითფრინავი დილის 06.00 საათზე დაბრუნდება. გიორგობიანის თქმით, მგზავრებმა ჩარტერზე თბილისი-შარმ-ელ-შეიხი ბილეთები 25 იანვრამდე დაჯავშნეს. "აირზენას" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამატებით რეისზე მოთხოვნა ჯერ არა არის. ,,არ ყოფილა მოთხოვნა დამატებით რეისზე. ჩვენ ვახორციელებთ გეგმურ ჩარტერებს და საჭიროების შემთხვევაში, თუ გახდა აუცილებელი ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ იქიდან, განვახორციელებთ დამატებით რეისს’’. ჩარტერული რეისს ეგვიპტის მიმართულებით "აირზენა" კვირაში ერთხელ ახორციელებს. მომავალი ფრენა შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით 7 თებერვალსაა დაგეგმილი. ეგვიპტის დიდ ქალაქებში მასობრივი გამოსვლები 25 იანვარს დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხოსნი მუბარაქის გადადგომას და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. პოლიციასთან შეტაკებების შედეგადაც დაიღუპა 150-ზე მეტი და დაშავდა 4 ათასამდე ადამიანი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54797.jpg`თავისუფალი დემოკრატები`ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ ინიციატივებით გამოდიან. ინიციატივები მედიის წარმომადგენლებს პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გააცნო. View the full article
  21. http://www.bbc.co.uk/blogs/chrisbevan/Dalglish_TORRESblogPIC_bett.jpg კენი დალგლიშმა ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია გამართა… ჟურნალისტებისთვის ნომერ პირველი შეკითხვა რასაკვირველია არა მომავალ მატჩს, არამედ სუარესის და ტორესის სატრანსფერო მდგომარეობას ეხებოდა… “სუარესთან ჯერ ოფიციალურად არაა გაფორმებული კონტრაქტი და ამიტომ მასთან დაკავშირებით ბევრს არ ვისაუბრებ. ყველაფერი მოგვარებულია, უბრალოდ ამის ქაღალდზე გამორმებაღა დარჩა, რაც უბრალო ფორმალობაა…” – განაცხადა კენიმ “ჩემი აზრით ლუისი ტოპ ფეხბურთელია, ფანტასტიური თავდამსხმელი, რომელსაც უამრავი გოლი გააქვს. მას ნამდვილი ლიდერის თვისებები აქვს, რაზეც ის მეტყველებს რომ სუარესი აიაქსის კაპიტანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ძალიან იშვიათია ფორვარდის კაპიტნობა… ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს” “იმედი მაქვს იგი ისე ითამაშებს ლივერპულში როგორც ამას აკეთებდა აიაქსში და არაერთ გოლს გაიტანს ჩვენი მაისურით.” დალგლიშის განცხადებით კლუბს არაფერი აქვს სათქმელი ფერნანდო ტორესთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაცა უკვე გამოქვეყნდა გუშინ ოფიციალურ საიტზე: “გულშემატკივარს ძალიან აინტერესებს ეს თემა, მაგრამ ჩემი აზრით ფანები რეალურ სიახლეებს უფრო იმსახურებენ ვიდრე გაურკვეველ ინფორმაციებს. ამ დროისთვის კი ამ თემაზე არაფერი სიახლე არ არის…” მიუხედავად იმისა, რომ კენიმ კონკრეტულად ტორესზე არ გააკეთა განცხადება, მისი ზოგადი საუბარი საკმაოდ დამაფიქრებელი იყო: “ტრანსფერები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მე არ ვიქნებოდი ლივერპულში სელტიკიდან რომ არ გადმოვსულიყავი და კევინ კიგანს რომ არ დაეტოვებინა ლივერპული. ისტორიის განმავლობაში უამრავი ტრანსფერი განხორციელებულა, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს, რომ კლუბი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი და მითუმეტეს მისი ტრანსფერი.” “87 წელს მე იან რაში გავყიდე იტალიაში. ამისდამიუხედავად ჩვენ მაინც უძლიერესი გუნდი ვიყავით იმ წელს. რაში კი 1 სეზონის შემდეგ დაგვიბრუნდა. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან. მთავარია გუნდში ყოველთვის იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ნამდვილად სურთ ამ გუნდის მაისურით თამაში…” დალგლიშმა მოუწოდა გულშემატკვიარს, რომ ტორესის თემას ნუ გადააყოლებენ სუარესის ტრანსფერს. “სუარესს ნამდვილად დიდი მხარდაჭერა ეკუთვნის მერსესაიდში გადმოსვლის გამო, ისევე როგორც კლუბის მფლობელებს, რომელთაც შეძლეს ამ ტრანსფერის განხორციელება. სუარესი დიდი ხანია ჩვენს რადარზეა და დარწმუნებული ვარ იგი ძალიან ბევრ გულშემატკივარს გაახარებს მომავალში. ამიტომ მისი ტრანსფერი სხვა თემებმა არ უნდა დაჩრდილოს.” “მფლობელებს ნამდვილად სურთ კლუბის წარმატება და ყველაფერს აკეთებდნენ სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩვენს დასახმარებლად. ფაქტი სახეზეა – დღეს ლუის სუარესი ჩვენი ფეხბურთელია…” კენიმ ამავდროულად დაადასტურა, რომ პოლ კონჩესკი იჯარით ნოტენგემში, ხოლო დანიელ აიალა ასევე იჯარით დერბიში გადავიდა. პრესკონფერენციის ბოლოს კი მეფე კენიმ განაცხადა: “ამ დროისთვის ზუსტად ლივერპულიდან ვიმეს წასვლის ისეთვე შანსია, როგორც ვინმეს მოსვლის. რადგან მფლობელები სრულიად გვიჭერენ მხარს ფინანსურ საკითხებში. ახლა ტრანსფერები ბიზნესის საქმეა, თუ ვინმე დატოვებს კლუბს, ეს მისი შემცვლელის პოვნის გარეშე არ მოხდება…” View the full article
  22. "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ინფორმაციით, დღეს დილით თვითნაკეთ ბომბზე აფეთქდა ყაბარდო–ბალყარეთის ურვანის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსი ანატოლი სუნდუკოვი.როგორც ცნობილი გახდა, სამსახურში მიმავალმა მილიციონერმა შენიშნა თვითნაკეთი პლაკატი წარწერით – "იმარატ კავკასია. სამხრეთ–აღმოსავლეთი სექტორი". როდესაც იგი შეეცადა მის ჩამოხსნას, ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით სავადმყოფოში აღმოჩნდა როგორც მილიციის პოლკოვნიკი, ისე მისი მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ეგვიპტეში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეგვიპტეში ერთკვირიანი არეულობების მიუხედავად, ქართული მხარე ეგვიპტიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ აცხადებს. იხილეთ tabula.geზე
  24. გალში დღეს მიმდინარე ხუთმხრივ შეხვედრაზე პრევენციისა და ინციდენტებზე რეაგირების ჩარჩოებში, ქართული მხარე დასვამს ტერორისტების გადმოცემისა და მათი დაკითხვის საკითხს.„ჩვენ ვაპირებთ საკითხის დასმას ქართული მხარისთვის გალის ორი მცხოვრების გადმოცემის შესახებ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობას იღებდნენ ტერაქტების განხორციელებაში, აგრეთვე ტერაქტების მოწყობასთან დაკავშირებული რუსი ოფიცრის ევგენი ბორისოვის ქართველი გამომძიებლების თანდასწრებით დაკითხვას’’, – განუცხა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. გუშინ რუსეთის დედაქალაქში ნაპოვნი იქნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკის გენადი ამბარნოვის ცხედარი.არსებული მონაცემებით, მზვერავი გადმოვარდა საკუთარი ბინის ფანჯრიდან და მისი სიკვდილი მოხდა მიღებული დაზიანებების შედეგად, რომლებიც "ახასიათებს სიმაღლიდან ჩამოვარდნას". როგორც დღეს წერს "მოსკოვსკი კომსომოლეცი" სადაზვერვო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, "უბედური შემთხვევა მოხდა ყოფით ნიადაგზე და ამ დროისათვის სათანადო უწყებები ატარებენ სამსახურებრივ შემოწმებას".უნდა აღინი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...