Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/magaro-150x150.jpgტყიბულის ქვანახშირის მაღაროებში დღეს, დილის 06:00 საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. მაღაროელები შპს ,,საქნახშირის” თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ,,საქნახშირის” თანამშრომლეთა ხელფასების ინდექსაციას ინფლაციისა და ფასების ზრდის შესაბამისად; მაღაროში 2010–2011 წლებში დაღუპული და დასახიჩრებული მაღაროელების ფინანსური დავალიანებების დაფარვას; ,,საქნახშირში” დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ზეგანაკვეთური თუ ჯანმრთელობისთვის საშიში შრომის შესაბამის ანაზღაურებას (და სხვა) ითხოვენ. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ,,საქნახშირის” ხელმძღვანელობა მაღაროელების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მაღაროელებმა ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა ორშაბათს გამართეს. ისინი 27 იანვარს მაღაროელთა კრებაზე მიღებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მათ მოთხოვნები საწარმოს ადმინისტრაციას წაუყენეს. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ სხვა დარგების პროფესიული კავშირები. ტყიბულში მიემგზავრებიან საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა და ტრანსპორტისა და გზების მშენებლობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
  2. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაურმა არსენ კანოკოვმა წამოაყენა წინადადება ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისგან სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ. მისი თქმით, ლაშქარში გაერთიანდებიან შეიარაღებული პირები, რომლებსაც შეეძლებათ იარაღის პროფესიულად გამოყენება და მოსახლეობის დაცვა.როგორც ა.კანოკოვმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ბოევიკების ძალოვნებზე თავდასხმის შემთხვევების ოთხჯერ გაზრდა. 2009 წელს ადგილი ჰქონდა 26, ხოლო 2010 წელს 108 ასეთ შემთხვევას.ა.კანოკოვი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/mubarak-1-150x150.jpgეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პირობას დებს, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. ეგვიპტის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, რომელსაც ეროვნული ტელეარხი გუშინ გვიან ღამით პირდაპირ ეთერში გადასცემდა, პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის სტაბილურობისთვის. მისი მტკიცებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებს და ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიან ვარიანტს მოამზადებს. “მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არც ვაპირებდი. ისედაც საკმაოდ დიდხანს ვიყავი ხელისუფლებაში”, – აღნიშნა მუბარაქმა. მუბარაქის თქმით, ის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვა, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას გაამარტივებს და საპრეზიდენტო ვადების რაოდენობას შეზღუდავს. პრეზიდენტმა მოსახლეობას ქაოსსა და წესრიგს შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა. მან ყველა ოპოზიციურ ძალას დაუყოვნებლივი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. თავის გამოსვლა მუბარაქმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: “ეგვიპტისთვის ვიბრძოდი და ვიცავდი და აქ მოვკდები”. იხილეთ epn.ge
  4. ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ ვაზის უნიკალური ჯიშისაქართველოში 575-ზე მეტი ვაზის ჯიშია ცნობილი და მეღვინეობა-მევენახეობის კულტურას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. აქ ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული ხოლო ღვინოს საკრალური და კეთილშობილი დანიშნულება ჰქონდა. ერთხანს, ღვინის კულტურის ძეგლად შუამდინარეთი იყო მიჩნეული, მაგრამ საქართველოში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა და აღმოჩენილმა ... View ucnauri.com
  5. პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩასა და დასახლებას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, დღეს, 1400 მმ-იან მე-6 წყალდენზე საპროფილაქტიკო სამუშაოების II ეტაპის განხორციელებაა დაგეგმილი. სამუშაოები ჩატარდება აღნიშნული წყალდენის იმ მონაკვეთზე, რომელიც ზაჰესის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს 11:00 საათიდან, 3 თებერვლის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, წავკისის, სერგო მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებსა და ნუცუბიძის ფერდობებს; სოფლებს: წყნეთი, ახალდაბა, კოჯორი, კიკეთი, ოქროყანა, წავკისი და შინდისი. ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებენ: დიდი დიღმის დასახლება, მთაწმინდისა და ვაკის ზედა ქუჩები. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/NATO-150x150.jpgნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი, იურგენ ბორნემანი 2-3 თებერვალს ბათუმში დაგეგმილ თავდაცვის კონფერენციას დაესწრება. იურგენ ბორნრმანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. გენერალ-ლეიტენანტი იურგენ ბორნემანი შეხვედერებს სამხედრო მაღალჩინოსნებთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და პარლამენტის რამდენიმე წევრთან გამართავს. მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას და ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციას შეეხება. განხილვის თემა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების პერსპექტივებიც იქნება. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გენერალი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრსაც დაათვალიერებს. იხილეთ epn.ge
  7. დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები თელავის რაიონის პედაგოგებს შეხვდებიან. პედაგოგები მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებენ. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის შენობაში 14:00 საათზე შედგება. შეგახსენებთ, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხოურ ენებში პირველად 2010 წელს ჩატარდა. დაწყებითი კლასების პედაგოგთათვის კი ის პირველად 2011 წელს ჩატარდება. 1-4 კლასების პედაგოგებისათვის მომზადდება ტესტი, რომელიც შეამოწმებს ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების ცოდნასა და სწავლების მეთოდიკის ფლობას (დავალებების 75%), ასევე აკადემიურ უნარებს – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (დავალებების 25%). წელს ასევე პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდები ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მასწავლებელთათვის. იხილეთ epn.ge
  8. საქართველოს კონტროლის პალატა სოციალური მომსახურების სააგენტოს აუდიტის პირველად შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. კონტროლის პალატაში დღეს აღნიშნულ თემაზე სპეციალური ბრიფინგია დაგეგმილი. ბრიფინგს კონტროლის პალატის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ალასანია გამართავს. იხილეთ epn.ge
  9. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირველ საჯარო სკოლას ეწვევა და სასადილოს გახსნის. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინი კომპანია ,,გოგლი-მოგლის” წარმომადგენლებთან ერთად თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასადილოს გახსნის. შეხვედრა თბილისის პირველი საჯარო სკოლაში 11:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
  10. დღეს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს” ,,9 აპრილის საზოგადოების”; ,,სამშობლოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ ბიბილურმა განუცხადა. მისი თქმით, იმ 10-15 ადამიანის ხსოვნას მიაგებენ პატივს, რომლებიც 18 წლის წინ, 1992 წელს თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დროს ემსხვერპლა. მანიფესტაციას 10-15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ტრაგედიის ადგილას საპროტესტო აქცია გაიმართება. მათ შეუერთდებიან კონსერვატიული პარტიის, ჰელსინკის კავშირისა და ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატები. სავარაუდოდ, ,,კეთილი ნების ადამიანთა” მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან მოეწყობა. აქციის მონაწილე 200 000 მოქალაქე დამხობილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ითხოვდა, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ ბიბილურის თქმით, 18 წლის განმავლობაში, არცერთი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა იმის გამოძიება, თუ ვინ გასცა უდანაშაულო ადამიანების დახვრეტის ბრძანება, ვინ შეასრულა ეს ბრძანება და ა.შ. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეები 18 წლის წინანდელ სამხედრო პუტჩის დღეებში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებასა და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც 18 წლის წინათ მიმდინარე მანიფესტაციებში მონაწილეობდნენ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/Cour-Europeenne-Droits-Homme-Strasbourg-1-13-150x150.jpgადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით რუსეთის მხარის მოწმეების დაკითხვას დღეს დაიწყებს. მოსკოვს 10 მოწმე ჰყავს წარდგენილი, მათ შორის რამდენიმე მილიციის და მიგრაციის სამსახურის თანამშრომელია. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რაც თბილისის შეფასებით, ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა. სასამართლომ გუშინ და გუშინწინ მოწმის სახით რამდენიმე დაზარალებული ქართველი დაკითხა. ასევე დაიკითხა იმ პერიოდში, რუსეთში საქართველოს კონსული ზურაბ პატარიძეც. სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, სასამართლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელ მათიას იორშსა და საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსაც დაკითხავს, რაც თავად ჩათვალა მიზანშეწონილად. იხილეთ epn.ge
  12. გამოსაშვები გამოცდების სემინარი დღეს დამთავრდება. თელავის რაიონში, კომპლექს ,,ლოპოტაში”, გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით სამუშაო სემინარს მართავს. სემინარის მიზანი გამოსაშვები გამოცდების პროგრამული უზრუნველყოფის აპრობაციაა. სემინარში, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ტვენტეს უნივერსიტეტის (ჰოლანდია) პროფესორი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია “სიტოს” ექსპერტი თეო ეგენი მიიღებს მონაწილეობას. ჩAთ -ის სისტემის აპრობაციის შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ პრეტესტს გეგმავს. პრეტესტი მარტში შედგება და მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მოსწავლეს ექნება – გამოცდების ეროვნული ცენტრის ვეგვერდზე განთავსდება CAT-ის სისტემის სადემონსტრაციო ვარიანტი და ყველა მსურველს შეეძლება საკუთარი ან სკოლის ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერის მეშვეობით გაიაროს ტესტირება – გაეცნოს როგორც ტესტირების პროცესს, ისე ტესტურ დავალებებს. შეგახსენებთ, სემინარი 1 თებერვალს დაიწყო. იხილეთ epn.ge
  13. 1 თებერვალს მაჰაჩკალის გარეუბანში რესპუბლიკის ძალოვანმა სტრუქტურებმა ალყა შემოარტყეს ერთერთ კერძო სახლს, სადაც ბოევიკები იყვნენ გამაგრებული. დანებებაზე უარის თქმის შემდეგ მოკლულია ორი სავარაუდო ბოევიკი, რომელთა ვინაობა დგინდება.იმავე დღეს ქ.ყიზლარში ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში აფეთქების შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი.წინა დღით ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი ირგანაის ჰიდროელექტრო სადგურში, რომლებიც ტურბინაში იყო ჩამონტაჟებული.დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. ტყიბულელმა მეშახტეებმა დღეს დილიდან გაფიცვა დაიწყეს. ამ წუთებში მინდელის სახელობის შახტის წინ 100–მდე მეშახტეა შეკრებილი. „სანამ ადმინისტრაცია ხელფასებს არ მოგვიმატებს და ნორმალურ პირობებს არ შეგვიქმნის იმისათვის, რომ ვიმუშაოთ, მანამდე არ ვაპირებთ გაფიცვის შეწყვეტას,“ – ამბობენ მეშახტეები. მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე მეშახტეებმა ჯი–აი–ჯი ჯგუფის შპს საქნახშირის (რომელიც გახლავთ ტყიბულის შახტების მფლობელი) ხელმძღვანელობა ორშაბათს, 31 იანვარს გააფრთხილეს, მანამდე კი, წერილობით გაუგზავნეს მოთხოვნების 10–პუნქტიანი ჩამონათვალი. „31–ში, 4 საათზე, ჩავატარეთ გამაფრთხილებელი აქცია, პარალელურად ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. იქ, ძირითადად, 10–დან 2 საკითხი იყო წამოწეული: 1. უსაფრთხოების სისტემის საკითხი და 2. ხელფასების საკითხი. უსაფრთხოების საკითხებზე ასე თუ ისე შეთანხმებამდე მივედით, მაგრამ ხელფასების საკითხთან დაკავშირებით არ მოხერხდა შეთანხმება, კატეგორიული უარი გვითხრეს“, – ამბობს გაფიცვის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი ბაბუხადია, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მეორე უბნის სამთო ოსტატად მუშაობს. ტყიბულელ მეშახტეებს დიფერენცირებული ხელფასები აქვთ, ყველაზე ცოტას ტრანსპორტის უბნის თანამშრომლებს უხდიან. მეშახტეები ამბობენ, რომ მათი საშუალო ხელფასი 250 ლარის ფარგლებში მერყეობს. „ორშაბათს, როდესაც შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელობას, განვიხილეთ ჩვენი მოთხოვნების 10–ვე პუნქტი, მაგრამ ვერაფერზე მივიღეთ კონკრეტული პასუხი: ყველაფერზე გვეუბნებოდნენ – ეს საკითხები დიალოგის პროცესში განვიხილოთო, ერთადერთი, რაზეც კონკრეტულად გვითხრეს, იყო ის, რომ 20 თებერვლამდე ერთად უნდა გაგვევლო უსაფრთხოების საკითხები – ადმინისტრაციას, პროფკავშირებს და მეშახტეებს“ – ამბობს გიორგი ბაბუხადია. მეშახტეები ამბობენ, რომ ისინი კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებენ. მათივე თქმით, კანონის ფარგლებში მათ შეუძლიათ 3 თვის განმავლობაში გამოიყენონ გაფიცვის უფლება. გაფიცულებს ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია „საქნახშირის“ ადმინისტრაციიდან. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს დირექტორების შეხვედრა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი იმის თაობაზე, აპირებს თუ არა კომპანია მეშახტეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე ამბობს, რომ შახტის გაჩერება არ შეიძლება. „არანაირი ჩარევა არ იქნება ჩვენი მხრიდან ამ პროცესში, ვინაიდან ეს არის კერძო კომპანია, მათ ჰყავთ ხელმძღვანელობა, რომლებთანაც მიმდინარეობდა რამდენიმე დღის წინ მოლაპარაკება. მე რამდენადაც ვიცი, იმ 10–პუნქტიანი მემორანდუმის შესრულებაზე, რაც წამოაყენეს მეშახტეებმა, თანახმა იყო შახტის ხელმძღვანეობა და რა მოხდა მერე, ვერაფერს გეტყვით. მე რამდენადაც ვიცი შახტის ხელმძღვანელობიდან, შახტა არ გაჩერდება“ – ამბობს ლევან დოხნაძე. დღეს, დილის 6 საათიდან, ტყიბულის შახტის პირველი ცვლის 100–კაციანმა შემადგენლობამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა შახტაში შესვლაზე. გაფიცულები ამბობენ, რომ მათ სხვა ცვლის მეშახტეებიც გაუწევენ სოლიდარობას. ტყიბულის შახტებში ამ დროისთვის 1000–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ტყიბულის მეშახტეებმა საგაფიცვო კომიტეტი მას შემდეგ შექმნეს, რაც მინდელის სახელობის შახტაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაშ მესამე აფეთქება მოხდა. მომხდარი აფეთქებების შედეგად 9 მეშახტე დაიღუპა, 12 კი – მძიმედ დაშავდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. სტუდია მონიტორი ჟურნალისტურ გამოძიებას ცენტრ პოინტზე ხვალ, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართავს. ფილმი ეხება კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს მიერ დაზარალებულ კლიენტებს,, რომლებმაც ცენტრ-პოინტს 2005 -2008 წლებში თანხები გადაუხადეს, კომპანიამ კი მათ მიმართ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. რამდენიმე ათასი ადამიანი კომპანიისგან ბინების გადაცემას ან ფულის დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ელოდება. ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია რომ კომპანია „დექსუსი“, რომელსაც გასულ წელს „ცენტრ-პოინტი“ მართვაში გადაეცა, დაზარალებულ მოქალაქეებს კაბალურ პირობებს უყენებს. ფილმში ნაჩვენებია ცენტრ-პოინტის მუშაობის სქემა, ამ სქემით ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათ დიდ ნაწილს კუთვნილი თანხების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობითაც უჭირთ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე,რომელიც გუშინ 1 თებერვალს გაიმართა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში,ყოველწლიური მოხსენებას 2011 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში გამართავს. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომები მომავალი კვირის სამშაბათს, 8 თებერვალს დაიწყება. დავით ბაქრაძის განცხადებით, მას კონსულტაციები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და პრეზიდენტი მზად არის პირველივე კვირაში მივიდეს პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით პრეზიდენტის სტუმრობა მისი მიუნხენში ვიზიტის გამო სავარაუდოდ 10 თებერვალსაა მოსალოდნელი. თუმცა, საბოლოო თარიღთან და პროცედურასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გრძელდება და შეჯერებულ ვარიანტს პარლამენტი ბიუროს შემდეგ სხდომაზე დაამტკიცებს. მომავალ სხდომაზე ასევე განიხილავენ ფრაქციის გარეშე დარჩენილი დეპუტატების გიორგი ცაგარეიშვილისა და ჯონდო ბაღათურიას განცხადებებსაც პრეზიდენტის მოხსენების დროს სიტყვით გამოსვლის შესახებ,წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. მაგარია, აუცილებლად ნახეთ Akira Yamaoka – Promise by JohnnyRedDato Mumladze | შექმენი შენი ემბლემა View ucnauri.com
  18. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ამსტერდამზე საინტერესო ინფორმაციას…ამსტერდამი ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქია, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამი მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია ... View ucnauri.com
  19. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/kaxa-kukava-150x150.jpgკახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. “ექსპრესნიუსი”, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერს კახა კუკავას, სტრასბურგში ვიზიტის დეტალებზე ესაუბრა. როგორც “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს შესახებ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება იყო. “ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებს. ასევე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ჰამარბერგს და მას პოლიტპატიმრების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი შიდა პოლიტიკაა. შესაბამისად, პოლიტიკურ ტერორზე, ძალადობაზე და დევნილების უფლებებზე ვისაუბრებთ, რომელიც თბილისში ამ წუთებშიც ირღვევა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ე.წ. გაყინული კონფლიქტები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებია. შეხვედრების თემატიკა საშინაო პოლიტიკიდან, ადამიანის უფლებები, პოლიტპატიმრები, სიტყვის თავისუფლება, არჩევნები, კონსტიტუცია, დევნილთა გამოსახლება და სხვა პრობლემები იყო. საგარეო პოლიტიკიდან კი საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხო”. – განაცხადა კუკავამ. მისივე თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სტრასბურგში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიგვიწვიეს. ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ ევროსაბჭოს ინტერესს ადასტურებს. კუკავას განცხადებით, ეროვნულ საბჭოში შემავალი ~ხალხის პარტია~ და ~თავისუფალი საქართველო~ სტრასბურგში ევროსაბჭოს ოთხი ყველაზე მსხვილი ფრაქციის მიერ იყვნენ მიწვეულები. მათივე დახმარებით დაიგეგმა შეხვედრები აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთანაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა ევროსაბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეპრესიებსა და ოპონენტების დევნაზე ისაუბრა. კახა კუკავას თქმით, მალე მოხდება შეთანხმება მუდმივმოქმედ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება საქართველოში არსებული პოლოტპატიმრების საქმეების განხილვა. კუკავა იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ევროსაბჭო კიდევ უფრო პრინციპულად მოეკიდება მას შემდეგ, რაც მონიტორინგის კომიტეტს სათავეში დიკ მარტი ჩაუდგა. ევროსაბჭოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაზე დაყრდნობით, გაავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კახა კუკავა და კობა დავითაშვილი სტრასბურგში რუსმა დეპუტატებმა მიიწვიეს. კახა კუკავა სამთავრობო მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიწვევა საპარლამენტო ასამბლეაზე უზრუნველყო „დემოკრატიულმა ფრაქციამ“ და მისმა ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა კონსერვატორმა დევიდ უილშირმა. პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული იმ სიუჟეტის შინაარსისა და შეფასების უარყოფას ითხოვს, რომლის თანახმადაც, ის და “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის მიწვევით იმყოფებოდნენ. მისი განცხადებით, 24 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” გავიდა სიუჟეტი სათაურით: “კახა, კობა და ოკუპანტები”. სიუჟეტის მონაწილეები: პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი ამ ვიზიტს ამორალურ, სამარცხვინო, ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველ ფაქტად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კუკავა და დავითაშვილი სტრასბურგში “პუტინის პარტიის წევრების” მიერ არიან მიწვეულნი. თავად კახა კუკავასა და კობა დავითაშვილის კომენტარები კი სიუჟეტში მოცემული არ არის. კუკავას თქმით, შესაბამისად, მასში ფაქტები არასამართლიანად არის გაშუქებული და მხოლოდ ოპოზიციის ლიდერთა მისამართით გაისმის ბრალდებები. ეს კი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის იმ მუხლებს ეწინააღმდეგება, რომელიც მაუწყებელს ფაქტის ზუსტ, სამართლიან გაშუქებას, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნასა და აზრის ავტორის იდენტიფიცირებას ავალდებულებს. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 24 იანვარს გაიხსნა და 28 იანვარს დაიხურა. იხილეთ epn.ge
  20. ეს სურათი გადაღებულია თემქაზე , არანაირი ანარეკლი და არანაირი ფოტოშოპი… View ucnauri.com
  21. http://www.7msport.com/news/upload_img/20101121/Andy-Carroll-England-Fabi-006.jpg გთავაზობთ ენდის პირველ ინტერვიუს, რომელიც ექსკლუზიურად მისცა. ლივერპულის ოფიციალურ ტელევიზიას. View the full article
  22. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/kaxa_kukava-150x150.jpgაკაკი მინაშვილმა კახა კუკავას ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში დებატებზე უარი განუცხადა. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს”, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა. მისი თქმით, მინაშვილმა ბრალდებები წამოაყენა, თუმცა პირდაპირ ეთერში დებატებზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ აკაკი მინაშვილმა, კახა კუკავას და კობა დავითაშვილის სტრასბურგში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველ ოპოზიციონერებს რუსეთთან კომუნიკაცია და დიალოგი სურთ და არა ეთნიკურ წმენდაზე და ოკუპაციაზე საუბარი. იხილეთ epn.ge
  23. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/201003095136-150x150.jpgაკაკი მინაშვილი დაბოღმილია, მას არასდროს ეღირსება ასეთ ადამიანებთან შეხვედრა. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა. მისი თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც სტრასბურგში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მიწვეული და ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მიმართ ევროსაბჭოს ინტერესს ადასტურებს, ხოლო აკაკი მინაშვილის დამოკიდებულება, რა არის ეს თუ არა დაბოღმილი ადამიანის პოზიცია. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების კახა კუკავას და კობა დავითაშვილის ვიზიტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა რუსეთის ხრიკად შეაფასა. როგორც მინაშვილმა განაცხადა, სტრასბურგში ოპოზიციის წარმომადგენლების გამგზავრება იყო მესიჯი, რომ ქართველებს არ სურთ ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდაზე საუბარი და მათთვის მთავარია რუსეთთან კომუნიკაცია და დიალოგი. იხილეთ epn.ge
  24. ტორესის ტრასფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ მელვუდში პირდაპირ ეთერში დაწვეს ფერნანდოს 9 ნომრიანი მაისური. რადიკალმა ფანებმა კი ეს “შურისძიება” მთელს მსოფლიოში აიტაცეს… გთავზობთ რამოდენიმე ვიდეოს, სადაც სქაი სპორტის-ს პირდაპირ ეთერის ჩანაწერი მელვუდიდან: ფანების რეაცია მთელს მსოფლიოში: სკაუზერებს არც “ახალქალაქელი” ფანები ჩამორჩნენ, მაგრამ ნათქვამია მაისურის დაწვასაც მოხერხება უნდაო http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif View the full article
×
×
  • შექმენი...