planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/tbilisis-prokuratura0015-200x200.jpgმთავარი პროკურატურა ზესტაფონის გამგებლის კახა გეწაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც opinion.ge უცვლელად გთავაზობთ: „2011 წლის 23 მაისს ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N052118005 საქმეზე, ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში გ. კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, ხოლო შემდგომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა განაგრძო. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2011 წლის 22 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში კლუბ „ზესტაფონის” გამარჯვებასთან დაკავშირებით, ზესტაფონის რაიონის დაბა შორაპანში, თ. კ.-ს ოჯახში გაიმართა ბანკეტი. წვეულებაზე იმყოფებოდა დაახლოებით 25-30 სტუმარი, მათ შორის იმჟამად პარლამენტის წევრი კახა გეწაძე, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, აგრეთვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. ბანკეტის მიმდინარეობისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კახა გეწაძე გამოირჩეოდა აგრესიითა და ქედმაღლობით, საუბრობდა ხმამაღლა, იყენებდა უცენზურო სიტყვებს და ზოგადად ამჟღავნებდა აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას სხვებისადმი. დაახლოებით 22 საათსა და 30 წუთზე, სტუმრების ნაწილმა დატოვა სუფრა და გავიდა ეზოში. ჯერ კიდევ წვეულების მიმდინარეობისას გამოვლენილი ცინიკური განწყობის დემონსტრირების მიზნით, კახა გეწაძე გადავიდა აქტიურ მოქმედებებზე, კერძოდ მან გ. შ. აიტაცა ხელში და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო როცა შ.-მ მოახერხა, გამოსცლოდა ხელიდან, კახა გეწაძემ ხელი ჰკრა შ-ს, დაუწყო დედის მისამართით გინება და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეგრულ წარმოშობაზე მითითებით. გაშველების მიზნით კონფლიქტში ჩაერთვნენ მ. ფ., გ. ა., გ. კ., ა. დ. და გ. ა., რომლებმაც კახა გეწაძეს თხოვეს დამშვიდებულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა მათ თხოვნას და არაფრად ჩააგდო გარშემო მყოფი საზოგადოება, პირიქით გ. კ.-ს ხელი გაარტყა სახეში, წააქცია ეზოში არსებულ მანქანის სავალ ზოლზე, წაქცეულს ფეხში ჩაარტყა ფეხი და მიაყენა მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის ორგოჯოვანი მოტეხილობა, ტერფის ქვეამოვარდნილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამასთან ა. დ.-ს რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, რითაც მას მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა სისხლნაჟღენთების სახით. კახა გეწაძემ, რომელიც იქცეოდა უკიდურესად თავშეუკავებლად, ა. დ.-ს შემოახია პიჯაკი და პერანგი, ხოლო შემდეგ საკუთარი მანქანიდან ამოიღო მასზე განპიროვნებული „CZ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარი რამდენჯერმე დაარტყა იმერეთის მხარის ადმინისტრაციის კუთვნილ „TOYOTA PRADO”-ს მოდელის ავტომობილის საქარე მინას, რომლის დაზიანებით სახელმწიფოს 1550 ლარის ზიანი მიადგა. გ. ა.-მ შეძლო კახა გეწაძისთვის იარაღის წართმევა, რის შემდეგაც კახა გეწაძე მივიდა ავტომანქანაში მოთავსებულ გ. კ.-თან და ფეხი კვლავ ჩაარტყა მოტეხილ ფეხში. კახა გეწაძის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების გრძელდებოდა 20-30 წუთის განმავლობაში, რა დროსაც უხეშად დაირღვა მითითებულ წვეულებაზე შეკრებილი საზოგადოების სიმშვიდე. 2012 წლის 29 ნოემბერს კახა გეწაძეს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და იგი დაკავებული იქნა. წარდგენილ ბრალდებაში მან თავი დამნაშავედ არ სცნო და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. მას არ უსარგებლია ადვოკატის მომსახურებით.“ opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/patruli-42-200x180.jpgროგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნული განცხადების ტექსტს opinion.ge უცვლელად გთავაზობთ: „საგარეჯოს მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „პრადოს” მარკის ავტომანქანა, რომელიც ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, საპირისპიროდ მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი „პრადოს” მძღოლის არასწორი მანევრი გახდა. შეჯახების შედეგად, ორი მოქალაქე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავებული საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მიკროავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ან მეტი პირის გარდაცვალების ფაქტზე”-აღიძრა, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო აწარმოებს.“ opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/usa-flag_7873_12-200x200.jpgროგორც ამერიკა-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შემუშავებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს. “ოქტომბრის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება წინგადადგმული და პოზიტიური ნაბიჯებია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწევებისა და პროგრესის დემონსტრირების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია საქართველოს მიერ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეტანილი. მხარეებმა განიხილეს საჰაერო თვალთვალის, საჰაერო თავდაცვის, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო სისტემების განახლების საკითხები, ასევე, სერჟანტთა სამეთაურო თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი, საწვრთნელი უნარ-ჩვევების, ბრიგადების, შტაბების მართვის განვითარების გზები, ასევე, ვერტმფრენთა ფლოტის განახლების, დაჭრილ სამხედროთა მკურნალობისა და საზღვაო უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს”, – ნათქვამია სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში. opinion.ge View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/axali/1-vaniCka.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 1 მლნ 700 ათასი ევროს მითვისებაში და, ასევე, ნარკოკარტელის საქმის ფაბრიკაციაში დაადანაშაულა.<span style="font-size: 10pt;" />გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, მევლუდ სვანიძე და რომან მესუმიანი ბინძური სცენარის მსხვერპლი შეიქნენ, რომელიც უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მიერ იქნა ინსცენირებული და რომელშიც ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მარალჩინოსნები – დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, ლევან ქარდავა და სხვები მონაწილეობდნენ. საქინფორმი
-
ყოფილი პარლამენტარი, ამჟამად კი ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დაკავებულია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/axali/1-josh-rogin.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. უცხოური გამოცემები კომენტარს აკეთებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ „ვაშინგტონ პოსტის“ მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე. „ფორინ პოლისი“ და „პოლიტიკო“ წერენ, რომ „ვაშინგტონ პოსტმა“ გუშინ გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ სარედაქციო გრიფით, რაზეც ივანიშვილმა პასუხი გასცა პრესკონფერენციაზე და სარედაქციო საბჭო მისი მთავარი მოწინააღმდეგის (და არა – „მოსისხლე მტრის“, როგორც ქართულ მედიაშია გავრცელებული. Nemesis – „დაუძინებელ მტერსაც“ ნიშნავს და „მთავარ მოწინააღმდეგესაც“ და ჯოშ როგინი, ჟურნალისტი, რომლის საავტორო სვეტი კვირაში ორჯერ „ვაშინგტონ პოსტში“ იბეჭდება, ცნება „მოსისხლე მტერს“ მოცემულ კონტექსტში არ გამოიყენებდა, რადგან არც პრემიერს და არც პრეზიდენტს არასოდეს განუცხადებიათ დაუძინებელი მტრობის შესახებ, – რედ.), საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/axali/1-lorTqi-samarTraliii3.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. კახეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ლორთქიფანიძის დაკავებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა და მთავრობამ უკვე მისთვის არასასურველი პირების ოჯახის წევრების აყვანაც დაიწყო (დავით ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, ძმაა, – საქინფორმი). საქინფორმი
-
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედების საკითხი არც გახსნილა და, შესაბამისად, ვერ დაიხურებოდა."იყო მოსაზრება და ამაზე ატყდა ხმაური. არანაირ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია. მოსაზრება იყო და უპასუხეს მოსაზრებითვე. მოსაზრების დონეზე ყველაფერი გაჩერებულია", - ამბობს ზაქარეიშვილი.შეგახსენებთ, მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აფხაზური მხარე აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედების საკითხით არ დაინტერესდა, თემა და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://saqinform.ge/images/stories/axali/1-savaWropat-sazooo3.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან აცნობეს, გუშინ გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების საკითხები, ისე პალატისა და საპარლამენტო წარმომადგენლებს შორის <span style="font-size: 10pt;" />თანამშრომლობის პერსპექტივები მომავალში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/axali/1-partia-sazogadoeba2.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მირიან მირიანაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლებს, რადგან, მირიანაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა მას პარტია წაართვა.<span style="font-size: 10pt;" />ყოფილი დეპუტატის თქმით, 1999 წელს მან დააარსა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 3 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა. 2002 წელს მას შეუერთდა 2001 წელს დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“ და ეწოდა სახელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/axali/1-gunava-samartaaa2.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა მთავარი პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაიბარეს. ამჯერად მას არა პირად საჩივარზე, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებით მოუწევს გამომძიებლებთან ძირითად შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ჯერჯერობით უცნობია, რა საქმეზე დაიბარეს ის უწყებაში. როგორც თავად განაცხადა, არ არის გამორიცხული, კითხვები მის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდს ეხებოდეს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/axali/1-112-aqtuaa2.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს,საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა პარტია „თავისუფალ საქართველოს“ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე „112“-ის მომსახურებისთვის დაწესებულ გადასახადთან დაკავშირებით, რითაც პარტია იმ უკანონო დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც ყოველთვიურად მობილური ოპერატორების აბონენტებს გარკვეული თანხა ექვითებათ ბალანსიდან.<span style="font-size: 10pt;" />„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, რადგან, იმ პირებს რომლებიც ფლობენ მობილურ ან ფიქსირებულ ტელეფონს, მათი წინასწარი თანხმობის გარეშე ექვითებათ თანხა მომსახურებისთვის, რომლითაც მათ შესაძლოა საერთოდაც არ უსარგებლიათ. ამასთან, საქართველოში არსებობს მობილური ქსელის 3.710.000 და ფიქსირებული ქსელის 1.245.000 აბონენტი (2011 წლის მონაცემები). გამოდის, რომ ყოველთვიურად ამ გზით ხდება მილიონზე მეტი ლარის ჩამოჭრა საქართველოს მოსახლეობისთვის. საქინფორმი
-
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე მთავრობა მზადაა, განიხილოს ახალი ნაბიჯები, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის გამყარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ამერიკის სახელწმიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ზაქარეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ მხარეს ჟენევის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 52 მილიონი ლარით გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.მისი თქმით, ხარჯების განაწილების კუთხით ყოფილ ხელისუფლებასთან კითხვები აქვს. მიმდინარეობდა არამიზნობრივი ხარჯვა. ამ მასალებს თავდაცვის სამინისტრო გამოძიებისათვის პროკურატურას გადასცემს."თავდაცვის სამინისტროში შეიძინეს დიდი რაოდენობის უძველესი ტიპის "კალაშნიკოვის" ავტომატები ათმაგ ფასში, 42 მილიონი გადაიხადეს, რაც აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას. გადარიცხულია ამავდროულად რაღაც ტანკ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის პოდრიგ მერფის განცხადებით, საქართველოში ეუთოს მისიის არარსებობის პირობებში, ქვეყნის მხარდასაჭერად შესაძლოა, ეუთოს სპეციალური ჯგუფი შეიქმნას."საქართველოში ეუთოს მისია 2009 წელს შეწყდა, ვინაიდან მისი გაგრძელების შესახებ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მიუხედავად ადგილზე მისიის არარსებობისა, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ ქვეყანასთან მუშაობას და უფრო მეტი ურთიერთქმედების გზებს ვეძებთ. ჩვენ ეუთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ტელეკომპანია `მაესტროს`ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას თბილისის მერია პასუხობს. სპეციალური განცხადება მერიის ვებგვრდზე გამოქვეყნდა. შიინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელევიზიო გადაცემაში დაადასტურა კრიმინალის ზრდა 50%-ით, თუმცა იქვე განმარტა, რომ წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები უმეტესად ხდება პარკებსა და სკვერებში, რომლის უსაფრთხოებაზეც პასუხისმგებელია თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური. მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის პრევენცია, წესრიგის დაცვა და ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება შსს-ს კომპეტენციაა, ხოლო თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს კი მის კუთვნილებაში არსებული ობიქეტების დაცვა ევალება. `ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამ პერიოდში ბაღებსა და სკვერებში, რომლებშიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მორიგეობენ, დანაშაულის ჩადენის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება ამ მიმართულებით არის ტყუილი. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე, რომ მის საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა, კვლავ აგრძელებს, უპასუხისმგებლო პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებას,`- ნათქვამია განცხადებაში. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg `რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენა მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი,` - ასეთ პირობას უყენებს რუსეთის პრემიერი საქართველოს ახალ მთავრობას. გაზეთ "კომერსანტთან" ინტერვიუში პრემიერმა აღნიშნა, რომ ურთიერთობების აღდგენა საკმაოდ რთული პროცესი იქნება. რაც შეეხება საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, მედვედევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მის რეალურ ქმედებებს აკვირდება. `არსებობს კულტურული კავშირებიც. ასევე შესაძლებელია აღდგეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ეს მარტივი გზა არაა, თუმცა რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მზად არის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, კონკრეტული გეოპოლიტიკური რეალობების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით,`- განაცხადა მან ინტერვიუში. ერთადერთი, ვისთანაც რუსეთის პრემიერი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას არ აპირებს, პრეზიდენტი საააკაშვილია. View the full article
-
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა.შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მეტი დინამიკა შეიტანოს ჟენევის ფორმატში. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, მასთან კომუნიკაციები და კონსულტაციები მნიშვნელოვანია."ეს კონსულტაციები და კომუნიკაციები მნიშვნელოვანია,... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ერორი- თენგიზ გუნავა პროკურატურაში ისევ დაიბარეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg თენგიზ გუნავა პროკურატურაში ისევ დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის არ განუმარტავთ იმ საქმის დეტალები, რომლის თაობაზეც მას პასუხების გაცემა მოუწევს, თუმცა უთხრეს, რომ შეკითხვები მის წარსულ საქმიანობას შეეხება. თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის და ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დააკავეს, რის შემდეგაც მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შემდეგ მან საჩივარი პროკურატურაში უკვე თავად შეიტანა. გუნავას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონოა და უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ამ უკანონობაში მონაწილეობდა. გუნავა პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს. View the full article -
გალის რაიონში სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება და ქალაქი მოსახლეობისგან იცლება. რუსების ქმედებებმა ადგილობრივ აფხაზებში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნული ენგურზე გადასასვლელი პუნქტის მთლიანად ჩაკეტვას უკავშირდება.სააგენტო "ივერონის" ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივზე დაყრდნობით იუწყებოდა, რუსული მხარე მოსახლეობას შემოვლითი გზებით სარგებლობას სთავაზობს. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი საშვებისა და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებისთვის მათ პუნქტის გახსნა ამიერიდან სოფ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი უცხოეთის დიპლომატებს ოკუპირებულ რეგიონში ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის, და არა მდინარე ენგურის გავლით ჩასვლის რეკომენდაციას აძლევს. ამის შესახებ მანა განაცხადა გუშინ აფხაზური საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელთან ვიაჩესლავ ჩიკირბასთან შეხვედრაზე.როგორც "აფსნიპრესი" იუწყება, შეხვედრაზე ანქვაბმა და ჩიკირბამ განიხილეს ჟენევის დისკუსიების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე დასავლელი დიპლომატების აფხაზეთში ჩასვლასაც შ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/axali/1-tetraze-samartaliii1.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში 2012 წლის 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) პირველი ნაწილით და 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში, ბრალდებულ სერგო ალექსანდრეს ძე თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/axali/1-biZi-politikaa2.jpgსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. „Washington Post“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იყო გამოთქმული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ლობირების სისტემა მიხეილ სააკაშვილს და ძველ ხელისუფლებას კარგად აქვთ აწყობილი და ახლაც ამ მეთოდს იყენებენ, თუმცა ამბობს: „მე კიდევ გავერკვევი, როგორ მოახერხა და დაიბეჭდა ასეთი წერილი. ევროპაშიც დაიბეჭდა რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც გვექნება რეაქცია. მაია ფანჯიკიძე ახლა ამერიკაშია და, ალბათ, მოხდება დაკავშირება. ჩვენ „ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება, არ გვაქვს ჩვენ ასეთი შეთანხმება – გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება“. საქინფორმი