planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
/get_img?ImageId=6064 წელს პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარს მიიღებენ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორიც პავლე კუბლაშვილია. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად. წელს პოლიტიკური პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 229 291 ლარს მიიღებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუპლაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან 600 ათასს ლარს მიიღებს მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა”. “მრეწველები” სატელევიზიო რეკლამისთვის – 213 912 ლარს, 200– 200 ათას ლარს “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” და “ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია” მიიღებენ. ასევე 200 ათასი ლარით დაფინანსდება პარტია ,,ევროპელი დემოკრატები“. აღნიშნული სამი პარტია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთ ბლოკში იყვნენ გაერთიანებული. 117 405 ლარს მიიღებენ: ,,ახალი მემარჯვენეები“, ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“, ,,თავისუფალი დემოკრატები“ და “რესპუბლიკური პარტია”. ბოლო არჩევნებში ისინიც ერთ საარჩევნო ბლოკს წარმოადგენდნენ. ხოლო 115 253 ლარით სათითაოდ დაფინასდებიან: კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“, რომლებიც არჩევნებში ეროვნული საბჭოს სახელით მონაწილეობდნენ. რეკლამის განთავსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის გაანგარიშება შემდეგნაირად ხორციელდება: შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე იყოფა. ამასთან, წესდება ზედა ზღვარიც და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის (საარჩევნო სუბიექტში შემავალი გაერთიანებებისათვის ჯამურად) განკუთვნილი თანხის ოდენობა 600 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. თანხას მიიღებს ყველა ის პარტია, ვინც უკანასკნელ არჩევნებში აჩვენა შედეგი. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 65,75 პროცენტი მიიღო (1 119 210 ხმა), ხმათა 11,94 პროცენტი(203 371ხმა) მეორე ადგილის მფლობელმა, “ქრისტიან-დემოკრატებმა” ( ქდმ, ქდმ - სახალხო პარტია, “ჩვენ თვითონ”), მიიღო. 9,19% (156 540ხმა ) მიიღეს ერთ ბლოკში გაერთიანებულმა– “თავისუფალმა დემოკრატებმა”, “მემარჯვენეებმა”, რესპუბლიკელებმა და “საქართველოს გზამ”. 4,19% (71 304) – “მრეწველებმა”. ხმათა 6,77 პროცენტით (115 253ხმა)მეოთხე ადგილი დაიკავა ეროვნულმა საბჭომ (კონსერვატიული პარტია, ,,ხალხის პარტია“ და მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის“). ბოლოს კი, ხმათა 4,19 პროცენტის(71 304ხმა) მფლობელი პარტია ,,მრეწველები“ პარტია გახდა. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფის საკითხი უახლოეს პერიოდში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში აისახება. კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილია. ცვლილების ინიცირება პარლამენტში მომავალ კვირას მოხდება, მისი განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
</p>/get_img?ImageId=6063 დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო. ისინი, სულ 32 დევნილი, დაახლოებით ერთი წლის წინ ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი შენობიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოასახლეს. დევნილები სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უჩივიან და საცხოვრებელში დაბრუნების უფლებას ითხოვენ. დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოსახლებულთა ნაწილი ესწრებოდა. შენობაში, რომელიც, დევნილების განცხადებით, ადრე საქ–ნავთობს ეკუთვნოდა, ისინი რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ. მათი უმეტესება კოდირის ხეობიდანაა, თუმცა არიან ე.წ. "ძველი დევნილებიც". “როცა ჩვენ შენობაში შევედით, ის სრულიად უმოქმედო იყო. საკუთარი ძალებით დავალაგეთ, რამდენიმე მანქანა ნაგავი გავიტანეთ და ცხოვრება დავიწყეთ. მაშინ არავის უთქვამს, რომ რაიმეს უკანონოდ ვაკეთებდით, რადგან მაშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელიო. სამი წლის შემდეგ კი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოგვადგნენ და იანვრის თვეში, როცა გარეთ ყინვა და სიცივე იყო, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად ქუჩაში აღმოვჩნდით”, – იხსენებს ერთ–ერთი მოსარჩელე, მარინა გურჩიანი. დევნილების თქმით, შენობაში საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმე იყო. ისინი საერთო საპირფარეშოთი სარგებლობდნენ, რომელშიც წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ ცხოვრების მანძილზე მათ სახელმწიფო გარკვეულ ყურადღებას მაინც აქცევდა, უხდიდა კომუნალურ გადასახადებს, დროდადრო ჰუმანიტარულ დახმარებასაც აძლევდა. ერთ დღეს კი, სულ რამდენიმე საათში, ქუჩაში აღმოჩნდნენ. როგორც დევნილების ადვოკატი მალხაზ პატარაია აცხადებს, მათი გამოსახლება ყველანაირი ნორმის დაცვის გარეშე მოხდა: “ეს ადამიანები იანვარში, ყინვასა და თოვლში, გამოასახლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დევნილების გამოსახლების შესახებ ოქმების გადაცემა 20:00 საათიდან დაიწყო და 23:00 საათამდე გაგრძელდა, ანუ გამოსახლება ღამით მოხდა. გაეროში სპეციალური სტანდარტები არსებობს, რომელიც ადგენს, თუ რა ნორმები უნდა იყოს დაცული ადამიანების კანონიერი გამოსახლებისას. ამ ნორმებს შორის წერია, რომ გამოსახლება არ შეიძლება ღამით და ცუდი ამინდის პირობებში, რადგან, სხვა თუ არაფერი, ამან შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. აქ კი გამოსახლება უკანონოდ და ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე მოხდა”. ადვოკატის განცხადებით, სარჩელი დევნილებმა სასამართლოში მაშინვე შეიტანეს, თუმცა საქმე ერთი წლის განმავლობაში უმოქმედოდ იყო და მხოლოდ ახლა დაიძრა. ქალბატონო მარინა იხსენებს, როგორ დარჩა ქუჩაში ქალიშვილთან და წლინახევრის შვილიშვილთან ერთად: “ბარგი გარეთ გამოგვიყარეს, გადატანა–გადმოტანაში ბავშვის ტანასცმელი დაიკარგა, ჭურჭელი დაიმსხვრა. მაგრამ ამას ვინ ჩიოდა, წლინახევრის შვილიშვილთან ერთად გარეთ ვიდექი, მძღოლი მეკითხებოდა, სად მიგიყვანოთო და არ ვიცოდი, რა მეთქვა, რადგან წასასვლელი არსად მქონდა” ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა 32 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი. როგორც ამბობენ, მაშინ დაპირება მიიღეს, რომ გაზაფხულზე აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ მას შემდეგ თითქმის მეორე გაზაფხული მოვიდა. გამოსახლებულმა ადამიანებმა ცოტა ხნის წინ ძველი საცხოვრებელი ადგილი მოინახულეს, ისინი ამბობენ, რომ შენობას, რომელშიც ცხოვრობდნენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა: “შენობაში ყარაულმა არ შეგვიშვა, მაგრამ გარედანვე ეტყობა, რომ გარემონტებულია. ასევე დაცვის წევრებმა გვითხრეს, რომ შიგნით სხვა დევნილების შესახლება იგეგმება. ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ არ დავუშვებთ იმ სახლში სხვა დევნილების შესვლას. ჩვენ კანონიერად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი უფლებები, მაგრამ თუ არ გამოვიდა, სხვა ზომებს მივმართავთ”, – განაცხადა მარინა გურჩიანმა. შენობაში სხვა დევნილების შესახლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს ეკონომიკის სამინისტროში. მათი თქმით, ამ შენობაზე საკუთრების უფლება სამინისტროს არ გააჩნია, შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია შენობაში განხორციელებული რეაბილიტაციის შესახებ. ადვოკატ მალხაზ პატარაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დამაკმაყოფილებელ შედეგს არ გამოიტანს, ისინი აუცილებლად იჩივლებენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. “ჩვენ შარშან უკვე მოვიგეთ საღინაძის საქმე, რომელიც ამის მსგავსი იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც იგივე და უარეს დარღვევებს აქვს ადგილი. არა მგონია, ქვეყნისათვის საამაყო იყოს, როცა 32 დევნილი, რომელთაგან 7 თუ 8 ბავშვია, ქუჩაში დატოვეს. სტრასბურგში ამ საქმესაც აუცილებლად წააგებენ, უბრალოდ დროის ფაქტორია და ჯობია, ეს ხალხი დროზე დააბინაონ, რადგან მათი უმეტესობა დღემდე ქუჩაშია”, – განაცხადა პატარაიამ. დევნილები აცხადებენ, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ, რადგან დასაკარგი მაინც აღარაფერი აქვთ. დღევანდელი სასამართლოს სხდომა სწორედ შენობის რეაბილიტაციის და სხვა შუამდგომლობების დაკმაყოფილების მიზნით 17 თებერვლამდე გადაიდო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
lenta.ru- Объявлены номинанты на премию "Сезар"
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
На сайте премии "Сезар" был опубликован список номинантов на награду. В номинации "Лучший фильм" представлены семь картин: "Управление государством", "Я объявляю войну", "Гавр", "Неприкасаемые", "Отец", "Полисс" и "Артист". Постановщики всех перечисленных лент также претендуют на награду в номинации "Лучший режиссер". lenta.ru -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/alasania2-300x199.jpg“:თავისუფალი დემოკრატები” და რესპუბლიკელები, ვარშავაში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ხელმძღვანელს იანეშ ლენარჩიჩს შეხვდენ. როგორც ირაკლი ალასანიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა ეუთო ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. „ეუთო, ოდირი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდეს თავისუფლად და რაც მთავარია საერთაშორისო თანამეგობრობა და ეუთო გაყალბებულ არჩევნებს აღარ შეურიგდება“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. დავით უსუფაშვილის განცხადებით კი მათ მიიღეს გარანტია, რომ მომავალ არჩევნებზე საქართველოში ე.წ. გრძელვადიანი დამკვირვებლები აუცილებლად იქნებიან. „ოდირიდან საქართველოში ჩამოვა დელეგაციები, რომლებიც კონკრეტულად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური უფლებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
ზოგიერთ ცხოველთან შეხვედრა შეიძლება ძალიან საშიში და მომაკვდინებელი აღმოჩნდეს ადამიანისათვის. რომელია ის ცხოველები, რომელთაც ყველაზე უფრო უნდა მოვერიდოთ? მაშ ასე ჩამოგითვლით იმ ცხოველების ათეულს რომლებიც ყველაზე უფრო საფრთხის შემცველია ადამაინებისთვის10. შხამიანი ბაყაყი, რომელიც ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და მადაგასკარზე. მათ ზურგზე აქვთ ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ტოქსინებს, მხოლოდ ერთი ... View ucnauri.com
-
http://www.youtube.com/watch?v=VdhM9Adq3ZI liberali.ge
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 19:25 27.01.2012 ვერცხლის ქუჩაზე არსებულ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკლესიაში ნაგავი ისევ იწვის. ეკლესიის შიგნით, წლების წინ ნახევრად დამწვარ მაკულატურას ცეცხლი მიმდინარე წლის 3 იანვარს გაუჩნდა და იქიდან მოყოლებული დღემდე ვერ მოხერხდა ნაგვის გატანა და ცეცხლის ჩაქრობა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სახანძრო ბრიგადა თითქმის ათჯერ იყო მისული. http://4.bp.blogspot.com/-3C16x5TAjrA/TyLEzDWbOYI/AAAAAAAAGC8/UxcA9LPLywk/s200/eklesia%2Bvercxlis%2Bquchaze.JPGეკლესიაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ამ ხანძარს ზარალი არ მოჰყოლია. ეს განმარტება ძველი თბილისის რაიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს განყოფილების უფროსის, კობა ჯოხაძისგან 21 იანვარს მივიღე. იმ წუთისთვის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ეკლესიიდან ნაგავი გაჰქონდათ. სახანძროს წარმომადგენლებიც იქვე იყვნენ და ცეცხლის კერებს აქრობდნენ. დღეს, 27 იანვარს მივედი და თავად ვნახე ეკლესიაში არსებული ვითარება; ფოტოები გადავიღე, რომელზეც ჩანს როგორ უკიდია ცეცხლი მაკულატურის ნარჩენებს. ვესაუბრე ეკლესიის ეზოში მცხოვრობ ქალბატონს - ჰაიკანუშა ბეროშვილს. როგორც მან მითხრა, ადამიანები, რომლებსაც ეკლესიიდან ნაგავი გაჰქონდათ, 25 იანვრის შემდეგ აღარ უნახავს - “ლაფატკები ჩემთან დააწყვეს და წავიდნენ. მას შემდეგ აღარ მოსულან“. დავინტერესდი ამ ბოლო დღეებში რესტავრატორები ხომ არ ყოფილან მისულები. ჰაიკანუშა ბეროშვილმა მითხრა, რომ რესტავრატორები იქ არ უნახავს. ნაგებობა უმძიმეს მდგომარეობაშია. კარი ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მივიდეს და თავად ნახოს რა ხდება ამ წუთისთვის ვერცხლის ქუჩაზე არსებულ ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რასაც მეორე დღეს მოჰყვა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ჩემი აზრით, ირიბი მინიშნებაა იმის შესახებ, რომ ეს ეკლესია ქართული არ არის. ორივე განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება: “როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები “სურბ ნშან“-ს უწოდებენ, ცეცხლი გაჩნდა და ტაძარი დაზიანდა. ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში უპირველესად უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი მისი კუთვნილების საკითხი. ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადაო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი, სომხური მხარისთვის”. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ 23 იანვარს გაავრცელა: "2011 წელს "სურბნიშანის" საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დააფინანსა. "საქართველოს იკომოსმა" მოამზადა და წარმოადგინა "სურბნიშანის" სრული პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედება ძეგლზე ფიზიკური სამუშაობის დაწყებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაობი, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია. ძეგლისა და მისი ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ "სურბნიშანის" ჩამოშლილი სვეტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ტაძრის კარიბჭესა და ინტერიერში მოეწყობა ძალოვანი ხარაჩოები, რომელიც ძეგლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში. სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ ქვეყანაში ძეგლთა რეაბილიტაცია მათი რელიგიური კუთვნილების განურჩევლად ხორციელდება. უკანასკნელ წლებში, ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული პროექტი განხორციელდა, მათ შორის მომზადდა ნორაშენის საპროექტო დოკუმენტაცია და კვლევითი არქეოლოგიური სამუშაობის პარალელურად, გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაო, მოღნისის ეკლესიაში შესრულდა“. როგორც ძველი თბილისის რაიონის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციის მართვის სააგენტოს განყოფილების უფროსმა, კობა ჯოხაძემ აღნიშნა, ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად პირველად 3 იანვარს მივიდნენ: “რამდენიმე წლის წინ ამ ეკლესიაში ხომ ხანძარი იყო?! კომუნისტებისდროინდელი მაკულატურა ეყარა. მაშინ ხანძარი ჩავაქრეთ, მაგრამ როგორი რაღაცაა იცით - შეიძლება ეკიდოს ცეცხლი, ზემოდან წყალი ასხა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვეს. გამგეობას საქმის ვითარება გავაცანი - ნაგავს თუ არ გავიტანთ, ცეცხლის ჩაქრობას ისე აზრი არ ექნება-მეთქი. ის, რასაც უკვე მაკულატურაც აღარ ჰქვია, სიღრმეში ძალიან დიდი რაოდენობით არის, ფარული წვა მიდის და შემდეგ სადღაც ამოხეთქავს ხოლმე. გამოძიება, როგორც ასეთი არ დაწყებულა, რადგან ეს არის ნაგავი და არაფერ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამიტომაც ამას ზარალი არ შეიძლება დაერქვას; ზარალი როცა არ არის, გამოძიება არ მიმდინარეობს. სხვათა შორის კონტრდაზვერვაც შემოგვეხმიანა, საპატრიარქოც დაგვიკავშირდა“. ეკლესიაში ჩამოშლილია სვეტი, რაზეც კობა ჯოხაძე ამბობს, რომ ეს ახლანდელი პრობლემა არ არის - “ეს ძველი პრობლემაა. შენობა ავარიულია. მას ალბათ, ძალიან დიდი ხნის წინ ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ბეტონი იყო ჩასხმული, რომელიც გახეთქილი გახლდათ და ჩამოინგრა, სიძველის გამო და არა ხანძრის გამო. ჩვენ რომ ვმუშაობდით იმ პერიოდში ჩამოინგრა, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ხანძრის გამო არ მომხდარა“. ჩემს კითხვაზე - ხანძარი როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო? კობა ჯოხაძემ ასეთი პასუხი გასცა - “უსახლკაროები, ბომჟებს, რომ ეძახიან, შეიძლება შედიოდნენ და ხანძარიც ამიტომ გაჩნდა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის წინასწარგანზრახულობის შედეგი“. http://3.bp.blogspot.com/-7lOdBkB2-Rw/TyLFOY_V1fI/AAAAAAAAGD4/nF8qfE_pVz0/s400/xandzari%2Bar%2Bchamkvrala.JPGhttp://3.bp.blogspot.com/-Ho2Bzoez_t8/TyLFN-A_38I/AAAAAAAAGDw/7HGuh40gsMc/s400/haikanusha%2Bberoshvili%2Bchamoshlil%2Bsvettan.JPGhttp://2.bp.blogspot.com/-xm0eI2OZiTM/TyLFNJsREEI/AAAAAAAAGDU/u53VlxsVGiM/s400/eklesia%2Bvercxlis%2Bquchaze2.JPGhttp://1.bp.blogspot.com/-z9HZFNsMepY/TyLFNO5kJDI/AAAAAAAAGDI/RcZTe_Ot3kM/s400/chamoshlili%2Bsvetis%2Bnawili.JPG| ეკლესია ვერცხლის ქუჩაზე. 27.01.2012 | http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Старейший швейцарский банк - Wegelin & Co - продаст часть бизнеса конкурентам из Raiffeisen. Поводом для этого стал интерес властей США, готовых подать в суд на финорганизацию за содействие налоговым уклонистам. Стоимость сделки не сообщается, но аналитики полагают, что Wegelin согласился на существенную скидку. lenta.ru
-
В учебных заведениях Ставропольского края введены усиленные меры безопасности в связи с нападением на школу в Нальчике. Ужесточение режима касается, прежде всего, ограничения доступа, который в некоторых случаях будет закрыт даже для родителей. Полиция Ставрополья уже получила ориентировки на подозреваемых в нападении. lenta.ru
-
Бывший министр финансов и вице-премьер России Алексей Кудрин заявил о многочисленных случаях давления на бизнес-структуры, которые поддерживали оппозицию. "За поддержку серьезных оппозиционных партий на бизнес было давление, такие примеры многочисленны", - сказал Кудрин. Конкретных примеров экс-министр не привел. lenta.ru
-
Суд Хатлонской области Таджикистана не принял к рассмотрению жалобу гендиректора компании Rolkan Investments LTD Сергея Полуянова по поводу двух конфискованных самолетов Ан-72. Самолеты, о которых идет речь, были конфискованы в рамках прошлогоднего "дела летчиков", арестованные пилоты впоследствии были освобождены. lenta.ru
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი" 19:06 27.01.2012 “გარდა ამისა, ახალციხეში რაბათისუბანში მდებარე აჰმედიეს მეჩეთის აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა თურქეთთან არსებული იმ შეთანხმების ფარგლებში მოხდება, რომლითაც ისტორიულ ქართულ პროვინციებში ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს“ http://3.bp.blogspot.com/-bOHb3kQ_Lqc/TyK8wFjKL-I/AAAAAAAAGCM/EsbaqC52_l4/s200/63063_151707104861699_100000672317762_290350_2300946_n.jpgდღეს თურქულენოვან პრესაში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ერთუღრულ გიუნაის მიერ გაკეთებული განცხადება გავრცელდა, რომლის ასლი და ქართული თარგმანი მომაწოდა “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ. უცვლელად გთავაზობთ თურქულენოვან პრესაში გამოქვეყნებული სტატიის ქართულ თარგმანს: “ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“, – გუშინ, ანკარაში საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, ერთუღრულ გიუნაიმ. ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით შეხვედრები დამატებით გაიმართება. მისივე თქმით, საკითხი ამჟამად, საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან უკვე განიხილება. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში, კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასაც მოიცავს. გარდა ამისა, ახალციხეში რაბათისუბანში მდებარე აჰმედიეს მეჩეთის აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა თურქეთთან არსებული იმ შეთანხმების ფარგლებში მოხდება, რომლითაც ისტორიულ ქართულ პროვინციებში ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს. ქართველი სპეციალისტები კი, გიუნაის განმარტებით, თურქეთში ეკლესიების აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას და ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან უკვე არსებობს თანხმობა. მიმდინარე წელს საქართველო–თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავი სრულდება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული საზეიმო ღონისძიებები გაიმართება“. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/114-300x191.jpgშპს „Style TV სტაილ ტვ“–მ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, Style TV სტაილ ტვ“–ის ლიცენზიის სახეობა არის სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 18 საათი. ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2011 წლის 23 დეკემბერს კომპანია „Style TV სტაილ ტვ“–ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს. მაუწყებლობის დაწყების ვადა, შპს „Style TV სტაილ ტვ“–ს განცხადების მიხედვით, განსაზღვრულია 2012 წლის 1 მარტისთვის. იხილეთ epn.ge
-
/get_img?ImageId=6061 დღეს, 27 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაცების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარომამდგენლები. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა გახსნა და აღნიშნა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი ერთ–ერთი ყველაზე დემოკრატიულია და პირადი ინფორმაციის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს აწესებს. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კანონში არ არის ნათლად განმარტებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის (სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, ჯამრთელობის მდგომარეობა) დამუშავება. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის, ნინო სარიშვილისა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, ამ კანონით მონაცემთა შეგროვება შეიძლება მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის, ინფორმაციის შეკრება და დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად. “ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებენ, უნდა იყოს კანონიერი მიზნის მისაღწევად. ხოლო ინდივიდის თანხმობის გარეშე, მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევაში. თანხმობა არის ერთ–ერთი მთავარი, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება,” – განაცხადა პრეზენტაციაზე გაბრიელაშვილმა. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ახლა აღნიშნული კანონის მიღება და რა არის კანონის მთავარი პრინციპი, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს: “პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი აქამდე არ რეგულირდებოდა სრულყოფილად. ახალი კანონი ითვალისწინებს ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ყველა დაწესებულების კონტროლზე, თუ რამდენად იცავენ ისინი პერსონალურ მონაცემებს. კანონის მთავარი პრინციპია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება ადამიანების ჯამრთელობას, დაბადების მონაცემებს, მისამართს, პირად ნომერს და ა.შ. უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, მხოლოდ იმ მიზნისთვის, რაც აუცილებელია თვითონ ამ პირის მომსახურებისთვის და არ მოხდეს არალეგიტიმური და სხვა პირადი მიზნებისთვის კანონის გამოყენება. კანონი საკმაოდ პროგრესულია, უახლოესი ერთი–ორი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გველის წინ ამ კანონის პრაქტიკაში დასანერგად,” – აღნიშნავს გაბრიელაშვილი. არასამთავრობოების განცხადებით, ამ კანონით შესაძლოა, რომ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის, ანდა პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსის გამო, დამქირავებელმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს დაქირავებული. გაბრიელაშვილის განცხადებით, "კანონი უკეთეს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს დამქირავებელს, იმიტომ, რომ პირიქით, კანონი დღეს უფრო მეტად ზღუდავს დამმუშავებელს. შეიძლება, ეს ნორმა არაზუსტად იქნა გაგებული. კანონი ახლა კი არ აწესებს რაიმეს დამუშავებას და კი არ აძლევს ვინმეს რაიმეს გაკეთების საშუალებას, პირიქით, კანონი მთელი თავისი პათოსით მოწოდებულია შეზღუდვების დაწესებაზე, მონაცემთა დამუშავებაზე, მკაცრ რეგლამენტირებაზე." რა შეიძლება იყოს, ინფორმაციის გაცემის მთავარი საფუძველი. გაბრიელაშვილის თქმით, გაცემის მთავარი საფუძველია ის, რომ უნდა არსებობდეს პიროვნების თანხმობა: "თქვენი თანხმობის არარსებობის პირობებში არის სხვა საფუძვლები– თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, თუ ეს აუცილებელია დაწესებულების ფუნქციების შესასრულებლად. კანონი ადგენს ასეთ პრინციპს, რომ მონაცემების დამუშავება იმ მიზნის პროპორციულია, ვისთვისაც ხდება ამ მონაცემის დამუშავება და უნდა ხდებოდეს მისი შენახვა იმ ვადით, რა ვადითაც შესაძლებელია მიზნის მიღწევა. მაგალითად, მე თუ რაღაც კონკრეტული სადაზღვევო ოპერაციისთვის დავაგროვე მონაცემი, ეს შეიძლება შევინახო მხოლოდ იმ ვადის განმავლობაში, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მიზანი კი იდენტიფიცირებული და ნათლად განსაზღვრული უნდა იყოს." შესაძლოა თუ არა ინსპექციაში მოხვედრილი ინფორმაცია გახდეს საჯარო? "ეს კანონი იქმნება იმ მიზნით, რომ დაცული იყოს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით წესები და შეზღუდვები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ინფორმაცია, რომელიც ინსპექტორმა მიიღო იმისთვის, რომ გამოეკვლია, ვერ გახდება სხვებისთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, შემოწმების შედეგები, ვინ შეამოწმა და ვინ დაჯარიმდა და რისთვის, ეს უნდა გახდეს ცნობილი და საჯარო". "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადამიანის უფლებების სფეროს იურისტი ვახუშტი მენაბდე “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ამ კანონიდან სამი ტიპის შენიშვნა გამოიყოფა. “ერთი შენიშვნა ზოგადად კანონის სირთულეს უკავშირდება. ჩვენ გვგონია, რომ უშუალოდ ძალიან რთულია, მითუმეტეს კერძო სექტორისთვის ამ კანონის ნათლად გაგება და შეიძლებოდა კონკრეტული რეკომენდაციების ჩასმა. მეორე პრობლემა შეეხება სენსიტიური მონაცემების საკითხს, კანოში არ არის ნათელი გარკვეული პუნქტები, რის საფუძველზეა შესაძლებელი მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის დამუშავება და მესამე შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკითხს, რომლის დანიშვნაც უფრო საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან იქნებოდა უპრიანი, ვიდრე რომელიმე მინისტრის მხრიდან, როგორც დღეს არის წარმოდგენილი." ვინ იქნება მონაცემთა დაცვის ინსპექტორი? “ის იქნება სახალხო დამცველის მსგავსი პირი, რომელსაც ეყოლება თავისი აპარატი, სადაც მოიყრის თავს ყველა ინფორმაცია, არა დეტალურად, არამედ კატეგორიების მიხედვით. მაგალითად, ის რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს მონაცემები მის თანამშრომელთა ტელეფონის ნომრების შესახებ. აი ეს, და არა თითოეული თანამშრომლის ტელეფონის ნომერი. ნებისმიერ ინდივიდს შეეძლება კატეგორიების სახით არსებული ინფორმაციები ნახოს, იმიტომ, რომ ეს იქნება საჯარო. შეიქმნება ვებ–გვერდი და ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეეძლება ნახოს ესა თუ ის ორგანიზაცია, მის შესახებ რა ინფორმაციას ამუშვებს, მაგრამ ეს არ იქნება ინდივიდუალიზებული, არამედ კატეგორიების სახით წარმოდგენილი, ზედაპირული და არა სიღრმისეული,” – აღნიშნა სარიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში. აღნიშნული კანონი ძალაში 2012 წლის 1 მაისს შევა, ხოლო კერძო სექტორის მიმართ კანონი გადავადებულია 2016 წლამდე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/4de4.jpg”ელიტ ელექტრონიქსმა” დღეს, ფეისბუქის კონკურსის”ელიტ ვიდეო” გამარჯვებულები, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 10 საუკეთესო ვიდე რგოლი, 9 ვიდო დაგროვილი მოწონების (ლაიქების) შედეგების მიხედვით, ხოლო 1-ი ” ელიტ ელექტრონიქს” რჩეული. პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს საჩუქრად გადაეცათ მათ მიერ დამსხვრეული ტექნიკის შესაბამისი ახალი ტექნიკა, ხოლო დანარჩენ 7 კონკურსანტს სხვადასხვა სახის წვრილი ტექნიკა. 20 დეკემბერს კომპანია ”ელიტ ელექტრონიქსმა” მის კუთვნილ ფეისბუქის გვერდზე გამოაცხადა კონკურსი ”ელიტ ვიდეო”, კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაემსხვრია მისთვის სასურველი საყოფაცხოვრებო ან ციფრული ტექნიკა, გადაიღოთ მსხვრევის ამსახველი ვიდეო რგოლი და აეტვირთად ელიტ ელექტრონიქსის ფეისბუქის გვერდზე მოცემულ აპლიკაციაში., კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ 16 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/mmmm-300x199.jpgსაქართველოში ნინო პოპულარული სახელია – დღეის მონაცემებით, საქართველოში 131 950 ნინო ცხოვრობს, მათ შორის 109 879 ნინო, 12 757 ნინა, 5198 ნინი, 314 ნინიკო, 3 727 ნუცა და 75 ნინუცა. 27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. მონაცემები ეყრდნობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას. ინფორმაციისთვის საქართველოში (ყველა ასაკში) ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელების ოცეული ასეთია: ქალის სახელები: 1. ნინო; 2. თამარ; 3. მარინე – (მარინა); 4. მარიამი; 5. ლია (ლიანა); 6. მაია; 7. ქეთევანი; 8. ანა; 9. ნანა; 10. თინათინი; 11. ნათელა; 12. ეთერი – ; 13. მანანა, 14. ეკატერინე (ეკა) , 15. ნათია, 16. ელენე, 17. ნატალია; 18. სოფიო (სოფო); 19. ხათუნა; 20. ლალი. მამაკაცის სახელები: 1. გიორგი; 2. დავითი; 3. ზურაბი; 4. ალექსანდრე ; 5. ლევანი; 6. თეიმურაზი – (თემურ); 7. ნიკოლოზი; 8. მიხეილი; 9. თამაზი; 10. ირაკლი; 11. ავთანდილი; 12. ნოდარი; 13. გურამი; 14. ვლადიმერი (ლადო); 15. რევაზი; 16. გოჩა; 17. გივი; 18. მერაბი; 19. მამუკა; 20. ზაზა. რაც შეეხება ახალშობილებს, სახელების შერჩევის ტენდენცია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და მშობლები ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. 2012 წლის მონაცემები: ამ თვის პოპულარული სახელების ხუთეული: გოგონების: ბარბარე 121, ნინო 112, ელენე 108, მარიამ 104, ანასტასია 98. ვაჟების: 171, ლუკა 108, ნიკოლოზ 105, საბა 103, ანდრია 97. იხილეთ epn.ge
-
Психологи установили, что приверженцы конспирологических теорий имеют склонность верить во взаимоисключающие вещи. В рамках работы ученые провели два исследования с 137 и 108 добровольцами. По мнению ученых, вера во взаимоисключающие вещи обусловлена убеждением в том, что государство гражданам преимущественно врет. lenta.ru
-
«Европа» представляет собой совместное детище журналистики шести газет из шести стран континента «Le Mond», Франция, «El Pais»,Испания), «Suddeutsche Zeitung»,Германия, «The Guardian», Великобритания, «Gazeta Wyborcza», Польша, и «La Stampa». Эта инициатива родилась в результате общих размышлений и обмена идеями между директорами шести журналов.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/%E1%83%90%E1%83%93.jpeg„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, სრული ეროზია დაემართა. ამის შესახებ ხიდაშელმა საარჩევნო წელს, პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსების გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხდა. ხიდაშელის თქმით, პოლიტიკური რეკლამების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ინიციატივა ღრმად არასერიოზულია. „აქა-იქ ამოგლეჯილად გაჟღერებული ინიციატივები საქართველოს ხელისუფლებას ვერ უშველის. ღრმად არასერიოზულია ის, რაზეც პალიკო კუბლაშვილმა ისაუბრა”, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ მიიღებს თუ არა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას, ამის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ამოქმედების შემდეგ გაჟღერდება. “კანონში ცვლილება ჯერ არ შესულა. პირობებზეც არაფერი თქმულა, ამიტომ კონკრეტულ პასუხს მხოლოდ კანონის მიღების შემდეგ ვიტყვით”, – აღნიშნა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროსაბჭომ გარკვევით მოუწოდა, ნებისმიერი ცვლილების მიღება პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ყველა ძალასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს და არა ცალსახად. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსება გამოიყოფა და ამისათვის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 30-ე მუხლს შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერი დაემატება. დამატებითი დაფინანსება, საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად გამოიყოფა და ამ თანხებს მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები მიიღებენ, რომლებიც უკანასკნელი საერთო არჩევნების შეგედების მიხედვით დაფინანსებას უკევ იღებენ. სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მიიღებენ – ”ნაციონალური მოძრაობა”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და მასთან ბლოკში მყოფი კიდევ ორი პარტია – “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” და “ჩვენ თვითონ”(ახლანდელი ”ევროპელი დემოკრატები”), თვითმმართველობის არჩევნებში ერთ ბლოკად გაერთიანებული პარტიები – “თავისუფალი დემოკრატები”, “მემარჯვენეები” და “რესპუბლიკელები”, ეროვნული საბჭო – ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილის პარტიები, ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” და “მრეწველები“. იხილეთ epn.ge
-
New technology is being used in Ireland to try to prevent one of the oldest crimes of fish poaching. planetanews