planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/18677d739fa4feca74e087cd65535bc6.jpgსაპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით საყვარელიძეს მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის მიმართ პირდაპირ აისახება და ბიძინა ივანიშვილს ჭორვილაში ცათამბჯენების აშენება მოუწევს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/fc31b1680b42fb3c6ee4eb7c2b35632a.jpgჩვენ მივიღეთ გაცილებით უკეთესი ტექსტი ვიდრე "ნაციონალების" შრომის კოდექსია - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/f0f1a9d1616a6b369e1edd9ce067d945.jpgავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში 6 პოლიციელი დაიღუპა. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/54dfa49c7b842a23ea0da91b58319daf.jpgაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების სახელმწიფოებრივი კუთვნილების მრავალწლიანი პრობლემა შესაძლოა გადაიჭრას, არა საქართველოს შემადგენლობაში გაფართოებული ავტონომიის მინიჭების გზით, როგორც ეს პრეზიდენტ მიხეილს სააკაშვილის გუნდის მიერ იყო შემოთავაზებული, არამედ რუსეთის მიერ ჩამოყალიბებად ევრაზიულ კავშირში კოლექტიური გაწევრიანების გზით. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/b3d41d5121a832f72f47f55bd6e0dcd2.jpgუკანონო თვალთვალსა და მოსმენებთან დაკავშირებით, პარლამენტში ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძისა და ლიკა საჯაიას მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობა ისევ გრძელდება. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/27a61766141bb710ca0531549c97c363.jpgსამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საკუთარ პრეტენზიებს საქართველო ჰუმანიტარული პრობლემებით ნიღბავს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკას დიდი მოლოდინი აქვს, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან: სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/prokuratura2-200x200.jpgსაქართველოს მთავარი პროკურატურა თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც opinion.ge უცვლელად გთავაზობთ: „2012 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიებით დგინდება, რომ თენგიზ გუნავა, 2012 წლის 06 ივლისიდან 2012 წლის 22 სექტემბრამდე, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად და იყო მოხელე. მან, 2012 წლის 11 აგვისტოს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და მიეთვისებინა. ამ მიზნით საქართველოს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროს ზაზა ჩოხელს დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი „პრემიუმი”-ს საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ.ჩოხელმა იმავე დღეს გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი „პრემიუმის” საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ.გუნავას. მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, თენგიზ გუნავამ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით- ჩამოწერა და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთაღნიშნული საწვავის ტალონები მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მანვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში, კვლავ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიითვისა. კერძოდ, 2012 წლის აგვისტოში, საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს, ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 49500 ლარი, რაც თავის მხრივ ნ.ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ.გუნავამ, აგვისტოს შუა რიცხვებში, თავის მხრივ ფულის აღება და მასზე გადაცემა დაავალა მის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა მიიღო რა 49500 ლარი, მაშინვე გადასცა თ.გუნავას. ოფიციალურად აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ.გუნავამ გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ნ.ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49500 ლარის გამოყოფაზე. თანხის მიღება გუნავას მიერ დადასტურებულია 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ.გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა – 49 500 ლარი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ესე იგი თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 333 -ე მუხლის პირველი ნაწილით და 182 მუხლის მეორე ნაწილის „გ” და „დ” პუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ” ქ/პუნქტით. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით“ opinion.ge View the full article
-
შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მეორედ დააკავეს. მისი ადვოკატის გიორგი ონიანის ინფორმაციით, გუნავა ქალაქის მთავარ სამმართველოში იმყოფება და ამ დროისათვის მისი დაკითხვა დასრულებულია. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/mecxre-arxi1-200x200.jpgროგორც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ჯერჯერობით არ იციან თუ როგორ დასრულდება ტელეკომპანიის გადაცემის პროცესი. “დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა ბექაურის წასვლასთან დაკავშირებით, არხის დატოვებას გეგმავს თანამშრომელთა ერთი ნაწილი, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი სახეები. იმის გამო, რომ არხის რეორგანიზაციის პროცესი მხოლოდ დაიწყო და მას არ აქვს დასრულებული სახე, ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორ დასრულდება გადაცემის პროცესი, როგორი იქნება სამეთვალყურეო საბჭო და ვის გადაეცემა ტელეკომპანია სამართავად. ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას არა მარტო იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ერთად ვაშენებდით, არამედ ზოგადად ქართული მედიის მიმართაც. ასევე, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტორს, რომ პრემიერ- მინისტრმა საზოგადოებას განსახილველად წარუდგინა მისი ოჯახისგან მე-9 არხის გამიჯვნის გეგმა. ჩვენ ამ ეტაპზე ვრჩებით არხზე და განვაგრძობთ მუშაობას იმ რწმენით, რომ მე-9 არხზე შენარჩუნებული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობა. აქვე გვინდა საჯაროდ მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ამ 8 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა არხის მფლობელის მხრიდან ჩვენს სარედაქციო პოლიტაკაში ჩარევის მცდელობა. ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ არც მომავალში იქნება ვინმეს მხრიდან ამის საშიშროება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დღიდან დაარსებისა მუშაობს ამ არხზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი ჟურნალისტური პრინციპები და სარედაქციო დამოუკიდებობა. ველოდებით არხის რეორგანიზაციის პროცესს და ამ პროცესის მიხედვით მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. აქვე გამოვხატავთ მზადყოფნას მე-9 არხის მფლობელის სურვილის შემთხვევაში შევხვდეთ და პირადადაც გავაცნოთ ჩვენი პოზიცია” – ნათქვამია განცხადებაში. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_12/62629.jpg სამართალდამცველებმა უკვე მეორედ დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი. თენგიზ გუნავა დღეს პროკურატურაში იყო დაბარებული და ის, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ, დააპატიმრეს. ცნობილია, რომ გამოძიება პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს საწვავის ტალონებზე ედავება. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, თენგიზ გუნავა დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ამჟამად ის დროებითი დაკავების იზოლატორDია მოთავსებული. ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით კი, გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) და 182-ე მუხლით (მითვისება) წაუყენეს. გამოძიება 3000 ლიტრ ბენზინზე ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. გუნავა პროკურატურაში დღეს 17:00 საათზე მივიდა. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს. "მას შემდეგ, რაც ჩემი კომენტარი გავიდა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, მთხოვეს მოსვლა პროკურატურაში დღეს, 11.00 საათზე, თუმცა, შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ 17.00 საათზე უნდა მოვსულიყავი. როგორც ხედავთ, მე აქ ვარ და მათ დამიბარეს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში. არ ვიცი რასთან დაკავშირებით მიბარებენ. მითხრეს, რომ ჩემს ადრინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით მიბარებენ. ეს ეხება ან გენერალურ ინსპექციას, ან სამეგრელოს, ვერ გეტყვით", - განაცხადა მან. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/vasil-maglaferidze-200x200.jpgვასილ მაღლაფერიძემ მე–9 არხის ეთერში განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც გადაცემა „კონსილიუმი“ ეთერში აღარ გავა. „ყოველ „კონსილიუმს“, როგორც წესი ვამთავრებდი ასე: „ჩვენ შევხვდებით ხვალ 9 საათზე“. ჩვენ ვეღარ შევხვდებით ხვალ 9 საათზე. „კონსილიუმი“ ასრულებს მუშაობას. მინდა რამდენიმე წუთი დავიტოვო, რათა დავემშვიდობო ტელემაყურებელს. კონსილიუმი მომზადდა მაშინ, როდესაც თავისუფალი აზრის გამოხატვა სერიოზულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და აყადაღებდნენ თეფშებს. ჩვენი მიზანი იყო მოქალაქეებს ჰქონოდათ განცდა, რომ ისინი არ იყვნენ მარტო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდოდა სააშკარაოზე გამოგვეტანა ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებდათ. ტელევიზიაში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე გავიცანი საინტერესო კოლეგები და ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები, რომელთა პოზიციაც იყო ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების დამყარება და რომელთან ყველაზე რთულ წუთებშიც არ უარყვიათ საკუთარი პრინციპები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ჰილარი კლინტონის თანაშემწე ერიკ რუბინმა საქარველოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა მან, დღეს, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში გამართა. მოლაპარაკებას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ირაკლი ალასანიას მოადგილეები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები, ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში ქართული კონტიგენტის წვლილი და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალიაც განიხილეს. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერა. უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა შეფასებისა და ანალიზის შემდეგ უკვე იმპლემენტაციის ეტაპზე გადადის. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_12/62628.jpg ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება კახა ბექაურმა "მე-9 არხის" ეთერით გააკეთა და მიზეზად ტელეკომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესი დაასახელა. მისივე განმარტებით, "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, ლუბა ელიაშვილი, შეასრულებს. "როგორც ვთქვით, ”მე-9 არხის” რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მისი გარდაქმნა, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს - უნდა შეიცვალოს იურიდიული სტატუსი, ფორმა, სტრუქტურა. გუშინ ვთქვი, რომ ვიყავი არხის დირექტორი. დღეს ვწერ განცხადებას შვებულებაზე, მაგრამ ვტოვებ არხს, შვებულების შემდეგ აღარ ვიქნები ხელმძღვანელი. შვებულების პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ არხზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს შევუწყო ხელი", - აღნიშნა ბექაურმა. ტელეკომპანიის ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს ერთიანი პოზიციის შემუშავება, რომელსაც ისინი "მე-9 არხის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაახმოვანებენ. გავრცელდა ხმები, რომ ჟურნალისტების ერთი ნაწილი არხის დატოვებს აპირებს, თუმცა, ამ დრომდე მათ ამ საკითხზე საუბარი არ სურთ. ასევე გავრცელდა ინფორმცია, რომ, ჟურნალისტებთან ერთად, არხის დატოვებას აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძეც. ჟურნალისტებთან საუბრისას, ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, მან გენერალური დირექტორის პოსტის დაკავების შესახებ შეთავაზება თავად კახა ბექაურისგან მიიღო. მისი განმარტებით, არხზე რეორგანიზაცია დაწყებულია და "მე-9 არხი" საერთო მაუწყებლად გარდაიქმნება. ინფორმაციას "მე-9 არხზე" ცვლილებების შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ჯერ კიდევ გუშინ ავრცელებდნენ. მათი ცნობით, ბექაური ტოვებდა თანამდებობას და მეცხრე არხის ახალ გენერალურ დირექტორად ლუბა ელიაშვილი იყო დასახელებული. თუმცა საკადრო გადაადგილების შესახებ ინფორმაციას გუშინ საღამოს არც ბექაური და არც ჟურნალისტები არ ადასტურებდნენ. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_12/62626.jpg ზესტაფონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი - კახა გეწაძე - დაკავებულია. გეწაძე დილიდან ქუთაისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. კახა გეწაძე წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2 ნოემბერს, ზესტაფონის საკრებულომ ის, ხმაურიან სხდომაზე, რაიონის გამგებლად აირიჩია. კახა გეწაძის დაკავების ფაქტზე განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ. მათი ინფორმაციით, 2011 წლის 22 მაისს, საფეხბურთო ჩემპიონატში ზესტაფონის გამარჯვებას დაბა შორაპანში, ერთ-ერთ ოჯახში აღნიშნავდნენ. "ნასვამი კახა გეწაძე იქცეოდა უკიდურესად თავშეუკავებლად და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ სტუმარს. მოგვიანებით კი საკუთარი იარაღის ტარი დაარტყა და დააზიანა სახელმწიფო ავტომანქანა. 2012 წლის 29 ნოემბერს კახა გეწაძეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კანონის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, 239-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და იგი დაკავებული იქნა. წარდგენილ ბრალდებაში მან თავი დამნაშავედ არ ცნო და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. მას არ უსარგებლია ადვოკატის მომსახურებით," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა" კახა გეწაძის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება ყველა იმ თვითმმართველობაზე ახორციელებს შეტევას, რომელსაც ვერ აკონტროლებს. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ვერ კონტროლდებიან, აქვთ წაყენებული ულტიმატუმი - "ან გადადგები, ან დაგაპატიმრებთ". მისივე თქმით, კახა გეწაძე დაპატიმრებულია ყურით მოთრეული ბრალდებით, რომელიც ერთი წლის წინ რესტორანში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდება. ამასთან, გაბაშვილის თქმით, კახა გეწაძის, როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ ზეწოლას სპორტის სამინისტროც ახორციელებდა, რადგან არის სურვილი იმისაც, რომ სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებად მათთვის სასურველი კანდიდატურები დაინიშნონ. გოკა გაბაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ თვითმმართველობების წინააღმდეგ ფინანსური შემოწმების გზით რეპრესიების განხორციელება დავალებული აქვს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანს, ასევე, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის კუთხით დავალება აქვს მიცემული პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით აპირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/georgian-saakashvili-mikheil-president.n3-200x200.jpgროგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში განაცხადა, საქართველოში, სამწუხაროდ, დანაშაული ძალიან ჩქარა იზრდება. “ჩვენ ევროკავშირის მონაცემებით ვიყავით ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა. ახლა, როცა იჭერენ ჩემს თანაგუნდელებს, ვერავინ უყენებს ბრალდებას, რომ მათ სახლში წაიღეს რამე. იძახიან, რომ ვიღაცას მანქანები მიატანინეს სახელმწიფო უწყებაში – რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს არაა სწორი და კანონის დარღვევა იქნებოდა, თუმცა, რამდენად ასე იყო, ეს ჯერ საკამათოა, ყოველ შემთხვევაში, ვერავინ ამბობს, რომ ჩვენ სახლში წავიღეთ რამე – სახლები და ვილები ავიშენეთ. თუ მართლა სინდისდზე არ აიღეს ხელი, ამის იურიდიულად დამტკიცება იქნება შეუძლებელი, რადგან ეს არც მომხდარა. მთელი მთავრობა იყო ძალიან სუფთა. როგორ, თითქმის 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, ამდენი აშენებული შენობა ციდან ჩამოვარდა?! გგონიათ მხოლოდ დრომ მოიტანა?! თუ დრომ მოიტანა, დროვე წაიღებს მაშინ, ასე რომ, მგონია სიმართლე გაიმარჯვებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში არაფერი დაიკარგება”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
-
"ყოველდღიურად ისმის ახალი თემები, რომ შესაძლოა ტარიფის განახევრება და საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. თითქოს შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გამორიცხულია და წარმოუდგენელია ტარიფების განახევრება. შემცირებას რაც შეეხება, ეს ნამდვილად შესაძლებელია" სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/machavariani_m_011-200x200.jpgროგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კახა გეწაძე ხელისუფლებას სჭირდება სიმბოლოდ, რომ ვინც მათ არ ემორჩილება , სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მაჭავარიანის განმარტებით, კახა გეწაძის დაკავება პოლიტიკური მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა. “კახა გეწაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული სფეროს ფედერაციის პრეზიდენტია. სიმბოლურია, რომ დღეს დასრულდა ჩემპიონატი ჭიდაობაში და დააკავეს დასრულების შემდეგ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშორისო საზოგადოებას”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/Erik-Rubin-1301122-200x200.jpgროგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა, ამერიკა-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების სურვილს, მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. “ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს თავის სუვერენულ საზღვრებში საკუთარი სურვილების განსახორციელებლად. მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ახალი ხელისუფლების სურვილს, მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. ჩვენ ეს ფაქტი არ გვაყენებს იმ პოზიციაში, რომ ჩვენ საქართველოსა და მის რომელიმე მეზობელს შორის ჩავდგეთ”, – განაცხადა რუბინმა. მისივე აღნიშვნით, მნიშვნელოვანია როგორი აღქმა ექნება საქართველოში ბოლოდროინდელ დაკავებებს უცხოეთში. “მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე პროგრესი განგრძობადად იქნას აღქმული და უცხოეთმა დაინახოს, რომ საქართველო და მისი დემოკრატია წინ მიდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი აღქმა ექნება ამ დაკავებებს უცხოეთში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დემოკრატიულ პროცესს, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო ევროატლანტიკური მიზნების მიღწევაში. ჩვენ ამ მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ჩართულობა ყველაზე მეტად საჭიროა. ჩვენ ახალ მთავრობასთანაც, ისევე, როგორც წინა მთავრობასთან ვითანამშრომლებთ, რათა სასამართლო გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე”, – განაცხადა ერიკ რუბინმა. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/11/gokaaaaa-200x168.jpgროგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ზესტაფონის გამგებლისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, “ყველა თვითმართველობაზე, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს, საქართველოს მთავრობამ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო”. “რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაგეგმა ადგილობრივ თვითმართველობებზე გადამწყვეტი შეტევა. აბსოლუტურად ყველა თვითმართველობაში, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ აკონტროლებს, შევიდა ფინანსური შემოწმება. ისინი გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს პირდაპირ უყენებენ ულტიმატუმს, ან გადადექით, ან კიდევ დაგიჭერთ. ბევრ ადგილზე ეს ფინანსური პოლიციის საშულებით ხორციელდება, ბევრგან ამოქმედებულია პოლიცია და პროკურატურა. დღეს, როგორც ჩანს, უკვე დაიწყო მოქმედება და ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე დაკავებულია, რომელსაც ასევე გადადგომა მოსთხოვეს იმის მიუხედავად, რომ ის ერთი თვის წინ საკრებულოს სხდომაზე იქნა არჩეული. ჯერ კიდევ საკრებულოს სხდომაზე ‘’ქართული ოცნებას’’ საკუთარი კანდიდატურის გაყვანა ჩაეშალა და გეწაძე კანონიერად იქნა არჩეული, თუმცა ეს ზეწოლა არ შეწყდა. დღეს კახა გეწაძე დაკავებულია. ის დაიჭირეს აბსოლუტურად ყურით მოთრეული ბრალდებით, რამდენიმე წლის წინ რესტორანში მომხდარი შელაპარაკების გამო. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ დაწყებულია ყველა იმ თვითმართველობაზე, გამგებელზე, საკრებულოს თავმჯდომარეზე მასობრივი შეტევაა დაწყებული. კახა გეწაძის დაჭერას ჰქონდა კიდევ ერთი მოტივაცია, ის არის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და მას სპორტის სამინისტროს მხრიდანაც ჰქონდა ზეწოლა და შემოთვლა, რომ ეს პოსტი დაეტოვებინა, რადგან სამინისტრო ფიქრობს, რომ თანამდებობებზე მათთვის მისაღები კანდიდატები უნდა გაიყვანოს. ჩვენ ამ დაკავებას ვაპროტესტებთ. ჩვენ გვესმის, რომ დაწყებულია პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების კამპანია. ჯერ არჩევენ დასაჭერ პიროვნებებს, შემგომ კი ბრალდებებს იგონებენ. ეს ძალიან კარაგად ესმის საერთაშორისო საზოგადოებასაც. ამ დაკავებების ამბავს დეტალურად მოვუყვებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დიპლომატიურ კორპუსს, რადგან როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რომ ახალი მთავრობის ეს კურსი – პოლიტიკური დაპატიმრებებისა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად კი არ შენელდა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა. ფინანსური კუთხით დაჭერებს ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი კურირებს. ასევე ყველა სამხარეო პოლიციასა და პროკურატურას აქვს მიცემული მითითება, ადგილობრივი თვითმართველობის წევრების დაშინება, დაშანტაჟება, დაჭერისა. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვება”, – განაცხადა გაბაშვილმა. opinion.ge View the full article