planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 14:47 04.02.2012 იმ პოლიტიკური პარტიებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებსაც ვთხოვე წერილობით დაეფიქსირებინათ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს აშენებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები (“თავისუფალი დემოკრატები“, “რესპუბლიკელები“) გამოეხმაურნენ. http://3.bp.blogspot.com/-aH99FmPm9to/Ty0MfL2P3ZI/AAAAAAAAGI0/8k8L2Let1MM/s200/qartuli%2Bocneba.jpgშეგახსენებთ, რომ თურქეთის საქართველოში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხი მიმდინარე წლის 27 იანვარს გააქტიურდა - ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ 26 იანვარს თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები ანკარაში შეხვდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში “აზიზიეს მეჩეთს“ ააშენებს, ხოლო ახალციხეში “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციის პროცესში ჩაერთვება, რის შესახებაც უახლოეს მომავალში მემორანდუმს ხელს მოაწერენ. 30 და 31 იანვარს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს (ზოგ შემთხვევაში პარტიის ლიდერებს) ტელეფონით დავუკავშირდი და შემდეგ ინტერნეტით ასეთი შინაარსის თხოვნა გავუგზავნე: “გთხოვთ, მაცნობოთ თქვენი პოლიტიკური ძალის/საზოგადოებრივი ორგანიზაციის პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით - უჭერთ თუ არა მხარს თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, ისტორიულ საქართველოში ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებას? თუ მეჩეთის აშენებას მხარს უჭერთ, მაშინ გთხოვთ, დაასაბუთოთ რატომ და თუ მხარს არ უჭერთ, გთხოვთ, მაცნობოთ რა მიზეზით, რის გამო ეწინააღმდეგებით “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებას“. უცვლელად გთავაზობთ “ქართული ოცნების“, “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიციას ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან დაკავშირებით. აქვე დავძენთ იმას, რომ “თავისუფალ დემოკრატებს“ მიზანშეწონილად მიაჩნიათ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია მოხდეს იუნესკოს ჩარევითა და მეთვალყურეობით. “ქართული ოცნების", “თავისუფალი დემოკრატებისა“ და “რესპუბლიკელების“ პოზიცია ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით ასეთია: “ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი გზით და საშუალებით ამ თემის გადაფარვის მცდელობა; მათ შორის, საზოგადოების დაპირისპირების მაპროვოცირებელი თემების წინ წამოწევა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თემად მიგვაჩნია ბათუმში ე. წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირისპირების გაღვივება. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთ თემებზე ყურადღების გადატანით ხელისუფლება ასევე ცდილობს ოპოზიციური ძალების წარმოჩენას ეთნიკური და რელიგიური ექსტრემიზმის მქადაგებლებად. რაც შეეხება უშუალოდ მეჩეთის მშენებლობას - მიგვაჩნია, რომ მსგავს საკითხებს ხელისუფლება ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს; ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი, როდესაც დაცული იქნება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანთა, ისე მუსლიმან ქართველთა ინტერესები. განხილვაში უნდა მონაწილეობდეს ყველა დაინტერესებული მხარე და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საერთო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან დაუშვებელია, რომ ამგვარ საკითხებზე მსჯელობამ მიიღოს ანტიმუსლიმანური და ანტითურქული კამპანიის ხასიათი. თურქეთი ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამ ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებასა და გაღრმავებას ვაპირებთ და აქვე დავსძენთ, რომ მუსლიმანი ქართველები, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ისლამის მიმდევარი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან და მათი უფლებების დაცვა ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა“. "ობიექტივი" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
Журналистка Ольга Романова и депутат Госдумы от "Справедливой России" Геннадий Гудков на митинге "За честные выборы" на Болотной площади представили список заключенных, которых, по их мнению, власти РФ обязаны освободить как несправедливо осужденных. Кто именно включен в список политзаключенных, не уточняется. lenta.ru
-
На Поклонной горе в Москве завершился "антиоранжевый" митинг. По данным ГУ МВД, в нем приняли участие около 128 тысяч человек. Перед собравшимся выступили Сергей Кургинян, Татьяна Тарасова, телеведущий Максим Шевченко, писатель Александр Проханов, политолог Александр Дугин, журналист Михаил Леонтьев. lenta.ru
-
ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ. აღნიშნული მოთხოვნებით ადვოკატთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ”სიმართლის რწმენამ” და ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა” – რამდენიმე დღის წინ თბილისში აქციაც კი გამართეს. ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლამდიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია მართლმადიდებელი რელიგიის სწავლების ვალდებულება სკოლებში. ადვოკატის თქმით, ამ ვალდებულებას სახელმწიფო უკვე 10 წელია არ ასრულებს. ”ზოგადი განათლების შესახებ კანონის მეთვრამეტე მუხლში წერია რელიგიის გამოხატვის თავისუფლებაზე. რელიგიის გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ, რომ მე უფლება გამაჩნია მწამდეს. ეს გულისხმობს რელიგიის მიღებისა და გავრცელების უფლებას,” - ამბობს ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე. მისივე მტკიცებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეცხრე მუხლში წერია, რომ ბავშვსა და მშობელს უფლება აქვთ, მოითხოვონ რელიგიური განათლების მიღება. ”აქ საუბარი მიდის მოსახლეობის 90%-ის ინტერესების გათვალისწინებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, მორწმუნე პიროვნება ზნეობრიობის თვალსაზრისით უფრო პატიოსანია თუ მოათეისტო, არამორწმუნე და აქედან გამომდინარე, არაფრისმცოდნე?!” - ამბობს ადვოკატი, საეკლესიო სამართლის მაგისტრი ზაზა ვაშაყმაძე. ადვოკატის თქმით, რელიგიის სწავლებაში იგულისხმება როგორც რელიგიის ისტორიის, ისე ღვთისმეტყველების სწავლება და ასევე, დასაშვებად მიაჩნია სხვა აღმსარებლობის სკოლის მოსწავლეებისთვის მათთვის სასურველი რელიგიის შესწავლა. ”ჩვენ მართლამდიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, გამოვიდნენ სხვები და ისაუბრონ სხვა რელიგიის ინტერესებზე,” - აცხადებს ადვოკატი. ადვოკატთა შორის, რომლებიც საჯარო სკოლებში მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სავალდებულო სწავლების შემოღებას ითხოვენ, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ”ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა შექმნას პროგრამა, რომელსაც სინოდი დაამტკიცებს და ეს პროგრამა სავალდებულოდ უნდა ისწავლებოდეს ყველა ქართულ სკოლაში,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზაზა ხატიაშვილმა. კითხვაზე, მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოხდეს არამართლმადიდებელი მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება, ზაზა ხატიაშვილი პასუხობს, რომ კანონით შესაძლებელი იქნება ისეთი რამის მოფიქრება, რომ თუ მათ უნდათ, შესაძლოა, რელიგიის გაკვეთილზე დასწრების ვალდებულება მოეხსნათ. ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებით, თუ ადამიანს ბავშვი ქართულ სკოლაში შეჰყავს, ამ ბავშვმა უნდა ისწავლოს როგორც ქართული ენა, ისე რელიგია, კულტურა და ა.შ. საჯარო სკოლებში რელიგიის, როგორც ღვთისმეტყველების სწავლება დაუშვებლად მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს. ბექა მინდიაშვილის მოსაზრებით, საჯარო სკოლებში რომელიმე დომინანტური რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან ეს იქნება დისკრიმინაცია, უთანასწოორ მოპყრობა მათდამი, ვინც არ განეკუთვნებიან ამ კონკრეტულ რელიგიას, ამ შემთხვევაში, მართლამდიდებლობას. ”თუ დღევანდელ სურათს შევაფასებთ, დღესდღეობით არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმით და როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგია სკოლაში. რელიგიის შესახებ მონაცმები გაბნეულია ისტორიის სახელმძღვანელოებში. რელიგიური ტექსტები გვხვდება ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში, მაგრამ რელიგია რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს, სავალდებულო საგნად უნდა ისწავლებოდეს, თუ არჩევითად, ეს გადაწყვეტილი არ არის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რელიგიის ისტორიას, რომელიც მოიცავს ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის შესახებ სწავლებას,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ბექა მინდიაშვილმა. მისივე თქმით,, საჯარო სკოლებში აკადემიურ დროს რომელიმე რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს. ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია არააკადემიურ დროს, არჩევითად და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სწავლება იქნება ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის შესახებ და არა რომელიმე კონკრეტულის. ბექა მინდიაშვილს, ასევე, დაუშვებლად მიაჩნია სასწავლო პროგრამის შექმნის პროცესში სასულიერო პირების ჩართვა. მისი მოსაზრებით, ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მისაღები, ეს არის ის, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება იყოს ჩაბმული არა პროგრამის შემუშავებაში, არამედ პროგრამის შეფასებაში, თუკი მსგავსი პროგრამა მომზადდება. ”კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის (კონკორდატი) არამც და არამც არ ითვალისწინებს იმას, რომ აკადემიურ პერიოდში იყოს შესაძლებელი მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა სასწავლო პროცესში. იქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ერთობლივი პროგრამები და თუკი იქნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ან ისტორიის შესახებ სწავლება, ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევითი. ანუ, თუკი სურვილი აქვს მოსწავლეს, შეუძლია აკადემიური საათის მიღმა მოითხოვოს ამ საგნის სწავლება დამატებით და არავითარ შემთხვევაში აკადემიურ პერიოდში. ოღონდ, მსგავსი უფლება უნდა ჰქონდეს ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანს, ან თუნდაც ათეისტს,” - უთხრა ”ნეტგაზეთს” ბექა მინდიაშვილმა. ადვოკატთა ჯგუფმა, რომელმაც საჯარო სკოლებში რელიგიის სავალდებულო სწავლებას ითხოვს, ასევე, მოითხოვა მართლმადიდებლური ჯვრისწერის სამართლებრივი გათანაბრება სამოქალაქო წესით ქორწინებასთან. ამ მოთხოვნებით ადვოკატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესაც მიმართეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Возможно, США не стремится вторгаться в Сирию или вводить против нее санкции посредством ООН. Однако США не хотелось бы, чтобы мир об этом узнал, поскольку это государство в недавнем времени вторглось в Афганистан, Иран, Ливию и Пакистан, несмотря на критику со стороны международного сообщества. Возможно, в случае с Сирией США полагают, что лучше всего спрятаться за российским вето.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/mandarini1081-300x210.jpgაფხაზეთის დე ფაქტო საბაჟომ საქართველოდნ შემოტანილი მილიონ ნახევარი რუბლის საქონელი გაანადგურა. ამის შესახებ აფხაზეთის დე–ფაქტო სახელწმიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აშუბამ განაცხადა. დე ფაქტო საბაჟოს ინფორმაციით 2011 წლის განმავლობაში ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოდან შემოტანილი ორმოცი ტონა ხილი გაანადგურეს, რომელთა საერთო ფასი 800 ათას რუბლს აღემატება. განადგურდა ასევე 400 ათასი რუბლის ღირებულების ბოსტნეული და 22 ათასი ბოთლი ბორჯომი, ასევე ქართული წარმოების გაზიანი სასმელები და ღვინო. დე ფაქტო საბაჟოს თავმჯდომარის საიდ თარქილის განცხადებით, გალის რაიონში სიტუაცია მძიმე რჩება, რადგან საქართველოდან აფხაზეთში საკვები პროდუქტებისა და სხვა საქონლის კონტრაბანდა გრძელდება. მან დე ფაქტო საბაჟოს თანამშრომლებს კონტრაბანდასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და დე ფაქტო საზღვარზე დამატებით საბაჟო კონტროლის პუნქტების გახსნის ინიციატივით გამოვიდა. იხილეთ epn.ge
-
Сотрудники береговой охраны Италии спасли 262 человека с парома "Шардон", который в ночь 4 февраля наткнулся на скалы в Тирренском море. Причиной крушения стала снежная буря. Несмотря на то, что спасательная операция проходила в трудных условиях, в результате крушения "Шардона" никто не пострадал. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Wissol-AGS-300x225.jpgვისოლმა გუდაურში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა. ახლო მომავალში ახალი ობიექტის ტერიტორიაზე სუპერმარკეტი „სმარტიც“ იფუნქციონირებს. ავტოგასამართ სადგურსა და „სმარტის“ სუპერმარკეტში 60-მდე ადამიანი დასაქმდება. „თანამედროვე სტანდარტების ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტი „სმარტის“ არსებობა გუდაურში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულებისათვის, რომელიც კურორტს სეზონზე სტუმრობენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და სატრანზიტო მარშრუტით მოძრავი ადამიანებისთვისაც. შესაბამისად, მოხარულნი ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს განახლებულ გუდაურის მშენებლობაში“,– აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. ახალ ავტოგასამართ სადგურზე, ისევე როგორც „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მთელს ქსელში პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები, ტრადიციულად, ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა. შესაბამისად, ვისოლი გუდაურში მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს და სხვა პროდუქტებთან ერთად ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც იყიდება. მაღალტექნოლოგიური ამერიკული საწვავის მიწოდების სისტემა კი, რომელიც ვისოლის ყველა ავტოგასამართ სადგურზეა დამონტაჟებული, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას. ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებულ პირებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს. ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. წლის ბოლომდე ვისოლის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება. იხილეთ epn.ge
-
Как и в США больше полувека назад, конечная цель этих общественных движений – достоинство и равенство перед законом. И точно так же, как лидеры движения за гражданские права, российские активисты стремятся добиться широких политических и общественных перемен личными моральными усилиями, в основе которых лежат внутренние побуждения.
-
13:47 04.02.2012 ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცოფით ინფიცირებული 47 წლის მამაკაცი მოათავსეს. http://1.bp.blogspot.com/-eJ_7DFnhuww/Ty0A1rtbqLI/AAAAAAAAGIo/RRHxf7W_KGo/s200/cofiani%2Bkata.jpgსაავადმყოფოს დირექტორის მადონა სართანიას ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა უმძიმესია, მკურნალობას არ ექვემდებარება და მხოლოდ დამამშვიდებლებს აძლევენ. ზუგდიდის მკვიდრს ორი თვის წინ საკუთარმა კატამ უკბინა, თუმცა მადონა სართანიას თქმით, შემთხვევისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ცხოველი კი 10 დღეში დაეცა. „ლაივპრესს“ საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, რომ პაციენტმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფო „რესპუბლიკას“ შემთხვევიდან ორი თვის თავზე, წუხელ მიმართა, საიდანაც ინფექციურ საავადმყოფოში გადაამისამართეს. livepress.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს "აფსნიპრესის" ინფორმაციით, მ.წ. რეგიონში მინი-ფეხბურთის 50-დე სტადიონის და არსებული საფეხბურთო მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციაა დაგეგმილი. ამ მიმართულებით მარიონეტული რეჟიმის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების კომიტეტი იმ კომპანიების შერჩვას აწარმოებს, რომლებიც ამ მიმართულებით საჭირო სამუშაობზე არიან სპეციალიზირებული.არსებული ინფორმაციით შერჩვა მხოლოდ რუსულ კომპანიებს შორის მიმდინარეობს.როგორც ჩანს, უშუალოდ რუსეთის ხელმძღვანელო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Пятеро казахстанских полицейских, участвовавших в подавлении беспорядков в Жанаозене, посажены под домашний арест. По данным источника в полиции, против них заведены уголовные дела в связи с возможным превышением полномочий во время разгона протестных акций. Полицейских задержали в 20-х числах января, но подробности стали известны только сейчас. lenta.ru
-
В США умер актер Бен Газзара. Он скончался от рака поджелудочной железы в одной из больниц Манхеттена. В момент смерти актер находился в окружении родственников. Ему был 81 год. Свои самые известные роли Газзара сыграл в фильмах "Анатомия убийства", "Капоне" и "Убийство китайского букмекера". lenta.ru
-
კომპანიამ Honda Motor ჰუმანოიდის ASIMO განახლებული ვერსია შექმნა. სიახლე მსოფლიოში პირველ საქციელის მართვის ავტონომიურ ტექნოლოგიას იყენებს.”ASIMO”_ს გააჩნია გაუმჯობესებული “ინტელექტი” და სხვადასხვა სიტუაციებში ფიზიკური ადაპტაციაც შეუძლია.“ASIMO”_ს გააჩნია გარემოს აღთქმის უნარი,გაანალიზოს ახლო მდებარე ნივთების ადგილმდებარეობა,განსაზღვროს მოძრავი სხეულების ტრაექტორია.საკუთარი ქცევების გაკონტროლება და გადაადგილება ოპერატორის გრეშე.რობოტის მახასიათებლებს შორის აღნიშნულია სიმაღლე 130 სმ, წონა 48 ... View ucnauri.com