"მიხეილ სააკაშვილს ახლა აქვს წნევა, ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის - ის სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხვალ სასამართლოზე გამოცხადდეს", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ხვალ ვერ შეძლებს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, რაზეც, ხერხეულიძის განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს გული სწყდება. palitratv.ge