planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ერთ დროს ამერიკელი ნეო-კონსერვატორების ნებიერა იყო. SPIEGEL-თან ინტერვიუში, „ისტორიის დასასრული“-ს ავტორი იმაზე საუბრობს, თუ რატომ არის მისი აზრით ზედმეტი კაპიტალიზმი დემოკრატიისთვის საფრთხე და სვამს კითხვას, რატომ არ აქტიურობენ მემარცხენეები. ბ-ნო ფუკუიამა, თქვენ ხართ ისეთი ცნობილი ესსეს ავტორი, როგორიცაა „ისტორიის დასასრული“, სადაც თქვენ აცხადებდით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატია ტრიუმფალური გლობალური მოდელი გახდა. ახლა, თქვენი ბოლო კვლევა ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმის და გლობალიზაციის ხარვეზები საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მოდელს. როგორ ახსნით ამ ძვრას? ვფიქრობ, ამ კონტექსტში სიტყვა კაპიტალიზმის გამოყენება არასწორია, რადგან არ არსებობს კაპიტალიზმის უფრო სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. ის, რაზეც ჩვენ სინამდვილეში ვსაუბრობთ, ეკონომიკური ზრდა და თანამედროვე ეკონომიკურ საზოგადოებათა განვითარებაა. შეერთებულ შტატებში ამ პროცესის წინსვლას გარკვეული ფაქტორების კომბინაცია უშლის ხელს. ჩვენთან უამრავი ტექნოლოგიური გარდაქმნა მოხდა, რომელმაც დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი ჩაანაცვლა და დასავლურ დემოკრატიებში ბევრმა სამუშაო ადგილი დაკარგა. სწორედ ამიტომაა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, სურდათ „მომსახურებაზე-ორიენტირებულ“ ეკონომიკებად გადაქცევა. ჩვენ დაუფიქრებლად გავიზიარეთ გლობალიზაციის გარკვეული ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ძალიან სწრაფად უნდა გვევლო პოსტ-ინდუსტრიულ, პოსტ-მანუფაქტურულ სამყაროში. იმავდროულად, დაგვავიწყდა ის, რომ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვერ იკიდებდა ფეხს სოციალიზმი შეერთებულ შტატებში იყო ის, რომ თანამედროვე ეკონომიკამ თითქოს შექმნა საშუალო კლასის საზოგადოებები, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სტატუსით სარგებლობდა. ისინი მუშაობდნენ მრეწველობის ისეთ დარგებში, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში გაუქმდა და ისეთ ქვეყნებში გადავიდა, როგორიცაა ჩინეთი. იმ შემთხვევაშიც, თუკი საშუალო კლასის წარმომადგენლები შეინარჩუნებდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, ისინი დაინახავდნენ, რომ მათი შემოსავალი საგრძნობლად შემცირდა, მაშინ როდესაც იღბლიანთა მცირე ჯგუფი სათავეში გლობალიზაციით დაუმსახურებლად გამდიდრდა. წამყვან სახელმწიფოებში უთანასწორობის ხარისხი მაღალია ისე, როგორც არასდროს. რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს საზოგადოებებზე? ეს დემოკრატიისთვის კარგი არ არის. თუკი შემოსავალი შედარებით თანაბრად არის განაწილებული და არ არსებობს მკვეთრი სხვაობა მდიდარს და ღარიბს შორის, თქვენ გაქვთ იმის ძლიერი განცდა, რომ საზოგადოების ნაწილი ხართ და თქვენში ნდობის ხარისხიც მაღალია. თქვენს საზოგადოებაში არ არიან ისეთი ჯგუფები, რომელებსაც პოლიტიკურ სისტემასთან უპირატესი წვდომა აქვთ, რისი გამოყენებაც მათ საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის შეუძლიათ… … და ეს ყველაფერი დემოკრატიულ პროცესს აზიანებს ისეთ დემოკრატიაში, სადაც საშუალო კლასი სუსტია, მეტი პოპულიზმია, მეტი შიდა კონფლიქტები, დისტრიბუციის პრობლემების თანმიმდევრულად გადაწყვეტის უუნარობა. ამ კონკრეტულ მომენტში, შეერთებულ შტატებში სახეზეა ამ პოპულიზმის დაბრუნება. ის უნდა იყოს მარცხნივ, მაგრამ მისი დიდი ნაწილი მარჯვნივაა. თუკი თქვენ დაელაპარაკებით Tea Party-ს წევრებს იმაზე, თუ რას განიცდიან მთავრობის მიმართ, ისინი ძალიან განრისხებულნი არიან. სძულთ მთავრობა. მიაჩნიათ, რომ ელიტებმა მათ უღალატეს. მიუხედავად ამისა, ამერიკელები უკვე ღიად კამათობენ სოციალური უთანასწორობის პრობლემაზე ისინი ნელ-ნელა იწყებენ ამის გაცნობიერებას. ამ ცვლილებების მაუწყებელია მოძრაობა „დაიკავე ვოლ-სთრითი“ (Occupy Wall Street) და ის, რომ საზოგადოება უთანასწორობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. უბედურება ის არის, რომ შეერთებულ შტატებში უკიდურესად რთულია ადამიანების მობილიზება ღარიბი კლასის პრობლემების ირგვლივ. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თავს დაესხნენ, როგორც „ევროპელ სოციალისტს“, როდესაც მან მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაკისრების იდეა გამოთქვა. კლასებთან დაკავშირებული დებატები ისტორიულად არაპოპულარულია – თუ არ ჩავთლით, ხანმოკლე პერიოდს დიდი დეპრესიის დროს 1930-იან წლებში. ბოლოდროინდელ ფინანსურ კრიზისს ხშირად დიდ დეპრესიას ადარებენ: რატომ არ ჩანს მემარცხენე ფლანგის გააქტიურება მდიდრების წინააღმდეგ? მეც გაოცებული ვარ. სად არის მემარცხენეების ამბოხი? ეს კრიზისი Wall Street-ზე დაიწყო. მისი ფესვები სინამდვილეში სწორედ ფინანსების ლიბერალიზაციის ამერიკულ მოდელშია. მან საშინელი დარტყმა მიაყენა რიგით ადამიანებს, ხოლო იხეირა ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ნაწილმა – ფინანსურმა სექტორმა, რომელიც კრიზისით, მთავრობის დახმარების წყალობით, მხოლოდ მოგებული დარჩა. თითქოს ეს მემარცხენე პოპულიზმისთვის ნოყიერი ნიადაგი უნდა ყოფილიყო, როგორც 1930-იან წლებში, ერთგვარი მემარცხენე Tea Party-ი [1]. შეუძლია თუ არა მოძრაობას „დაიკავე ვოლ-სტრიტი“ ამ ცარიელი მარცხენა ფლანგის შევსება? სინამდვილეში, მე ამ მოძრაობას სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან მისი სოციალური ბაზა უკიდურესად ვიწროა. ეს მოძრაობა დაახლოებით იგივე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც 1999 წელს სიეტლში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ – ანტი-კაპიტალისტები. სოციოლოგიურად მემარცხეენების დიდი პრობლემა შეერთებულ შტატებში არის ის, რომ თეთრი მუშათა კლასი და წვრილი ბურჟუაზია, რომელთა პოლიტიკური ქცევა ევროპაში ცალსახად სოციალ-დემოკრატიული იქნებოდა, ამერიკაში ხმას რესპუბლიკელებს აძლევს, ან მათი მომხრობა რესპუბლიკელთა ბანაკში იოლია. ვიდრე მოძრაობა „დაიკავე ვოლ-სთრითი“-ს ხალხს შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ დემოგრაფიულ ჯგუფთან, შეერთებულ შტატებში დიდი მემარცხენე პოპულისტური ფლანგი არ გაჩნდება. იქნებ ამისთვის კრიზისი საკმარისად ღრმა არ არის? როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, იმის გამო, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდი და შეერთებული შტატების ფინანსთა სამინიტრო დაეხმარა ფინანსურ სექტორს, კრიზისი არ გადაიზრადა დიდ დეპრესიაში და უმუშევრობამ 20%-ს არ გადააჭარბა, როგორც ეს 1930-იან წლებში მოხდა. მაშინ, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა დიდი ბანკების რესტრუქტურიზაცია შეძლო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიმდინარე პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა ყველა დიდი ბანკის (Goldman Sachs, Citigroup და ამერიკის ბანკი) რესტრუქტურიზაცია და მათი უფრო მცირე ერთეულებად გარდაქმნაა, რომლებსაც გაკოტრების უფლებას დართავდნენ. ისინი აღარ იქნებოდნენ „იმდენად დიდები, რომ მარცხი განეცადათ“. მაგრამ დღემდე ეს არ მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ობამა უბრალოდ არ აღმოჩნდა რუზველტივით ხისტი? ობამას სერიოზული შესაძლებლობები ჰქონდა უშუალოდ კრიზისის შუა პერიოდში. ეს დაახლოებით ის დროა, როდესაც Newsweek-ს ასეთი სათაურით გამოქვეყნდა „ჩვენ ახლა ყველანი სოციალისტები ვართ“. ობამას გუნდს ბანკების ნაციონალიზაცია უნდა მოეხდინა და შემდეგ ისინი ცალკეულ ნაწილებად გაეყიდა. მაგრამ ამ გუნდის ზოგად შეხედულებას იმის თაობაზე, თუ რა არის შესაძლებელი და სასურველი, დღემდე სწორედ ამ დიდი ბანკების საჭიროებები აყალიბებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობამა და მისი გავლენიანი მრჩევლები, მაგალითად ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი თავად არიან იმ „1 პროცენტის“ ნაწილი, რომლის წინააღმდეგაც მოძრაობა „დაიკავე ვოლ-სთრითი“ გამოდის? ისინი აშკარად ამ ერთი პროცენტის ნაწილი არიან. ისინი სოციალიზირებულნი არიან ამ ვოლ სთრითის გურუებთან. Goldman Sachs-ის ხელმძღვანელი ლოიდ ბლანკფეინი კრიზისის დროს ბევრჯერ შეხვდა გეიტნერს. ასეთი ახლო კონტაქტებით მსოფლიოში თეთრ სახლზე გარკვეული აზრი ყალიბდება. მაგრამ შეგიძლიათ ამტკიცოთ ის, რომ რესპუბლიკელები ნაკლებად არიან დაახლოებული ვოლ-სთრითთან? არა, რა თქმა უნდა. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები მთლიანად ნაყიდი ჰყავს ვოლ-სთრითს. მაგრამ მთავარი კითხვა შემდეგია: რატომ აძლევს რესპუბლიკელებს ხმას მათი მხარდამჭერი მუშათა კლასი? ჩემი აზრით, ნაწილობრივ ეს აიხსნება დიდი უნდობლობით ნებისმიერი მთავრობის მიმართ და ამ უნდობლობის ფესვები ამერიკის პოლიტიკის სიღრმეებიდან მოდის. დღეს ეს გამოხატულია ისეთი პოლიტიკური ფიგურებით, როგორიცაა სარა პეილინი, რომლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ობამას წინააღმდეგ იყო ის, რომ მან ჰარვარდში ჩააბარა. არსებობს ერთგვარი პოპულისტური უკმაყოფილება იმით, რომ შეერთებულ შტატებს ელიტები მართავს. ‘Tea Party -ს აქტივისტების მობილიზაცია საკუთარი ეკონომიკური ინტრესების წინააღმდეგ“ მოძრაობა Tea Party-საც კი დიდწილად აფინანსებენ ის მილიარდერები, რომლებიც წარმოადგენენ ყველაფერ იმას, რასაც ამ მოძრაობის წევრები უპირისპირდებიან. Tea Party მართლაც მასობრივი მოძრაობაა, ასე რომ მე ნამდვილად არ მჯერა იმ შეთქმულების, თითქოს მისი ინიციატორები მსხვილი მილიარდერები იყვნენ. როდესაც მონაწილეობთ რონ პოლის მხარდამჭერთა ერთ-ერთ დემონსტრაციაში, თქვენ გრძნობთ მათ შემართებას. ისინი ახალგაზრდები არიან და ახლახანს ეზიარნენ იმ ლიბერტარიანულ იდეას, რომ თითქოს ჩვენი პრობლემების სათავე მართლაც მთავრობაა. ასე, რომ ჩემი აზრით, Tea Party-ს აქტივისტთა შეხედულებები გულწრფელია, მათ არ მართავენ მილიარდერები. მაგრამ მართალია ისიც, რომ ისინი მობილიზებულნი არიან საკუთარი და იმ ელიტების ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, რომლებიც უნდა სძულდეთ. მე დღემდე არ მესმის ბოლომდე, რატომ მოქმედებენ ისინი ასე. რატომ არ შეუძლია ობამას ამ უკმაყოფილო ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა? პრეზიდენტს არასდროს განუცხადებია ისეთი ხედვის შესახებ, რომელიც განსხვავებულ ეკონომიკურ წესრიგს იგულისხმებდა, ისეთს, რომელიც არ მოგვაგონებს კლასიკურ დიდი დანახარჯების ლიბერალურ-დემოკრატიულ ფორმულას. დემოკრატებს არასდროს გამოუთქვამთ ისეთი ეკონომიკური ფილოსოფია, რომელიც უბრალოდ მიბრუნებაა 1970-იან წლებთან, დიდ მთავრობასთან და ა.შ. ან პორფკავშირების პოზიცია, რომელიც ძალიან მტრულად ეკიდება გლობალიზაციას. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მას? ვფიქრობ, ამერიკისთვის გერმანული მოდელი ძალიან საინტერესოა, რადგან გერმანია დღესაც სიდიდით მეორე ექსპორტიორია, მაგრამ მან შეერთებულ შტატებთან შედარებით ბევრად უკეთ დაიცვა საკუთარი საწარმოო ბაზა და მშრომელთა კლასი. შეერთებულ შტატებში ვინმემ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ჩვენი ამოცანა არ არის ერთიანი შემოსავლის მაქსიმიზაცია, არამედ გლობალიზაციის პირობებში საშუალო კლასის დაცვა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთქმედების გზით, ის, რაც სარგებელს მოუტანს ხალხთა დიდ მასებს. სინამდვილეში ამის გაკეთება არცერთ დემოკრატს არ შეუძლია. თქვენ გინდათ, რომ ამერიკელმა მემარცხენეებმა გარკვეული დასკვნები გამოიტანონ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის „2010 წლის პროგრამიდან“ – წინადადებათა სადაო პაკეტიდან, შრომის და ქონებრივი რეფორმების შესახებ, რომელიც უარს ამბობდა კლასიკურ სოციალურ-დემოკრატიულ მოდელზე? გერმანიაში სოციალ-დემოკრატებმა შრომის ბაზარზე მოქნილობის ხარისხი გაზარდეს და სოციალურად უზრუნველყოფილი გერმანული სახელმწიფო კაპიტალისტური კონკურენციის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი გახდა. ძველი ტრადიციული დღის წესრიგი, კერძოდ ის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ვცდილობთ სოციალური დაცვის სულ უფრო და უფრო გაზრდას, გერმანიაში აღარ მუშაობს, და ეს კარგია. ევროპაში პრობლემის ნაწილი ის არის, რომ ანალოგიური რეფორმები არ განხორციელდა საფრანგეთსა და იტალიაში. საშუალო კლასის დაცვა, უნდა მოიცავდეს თუ არა გლობალური პროტექციონიზმის ახალ ფორმას? ჩვენ არ უნდა მიგვეცა ჩინეთისთვის მსოფლიოს დიდი ნაწილის დეინდუსტრიალიზაციის შესაძლებლობა. ჩინელებმა მოახერხეს ის, რომ დასავლური ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირეს, მოიპარეს რა მათი ტექნოლოგიები სრულად. მათ წარმატებას მიაღწიეს, რადგან დასავლეთში ყველა მოკლევადიანი ინტერესებიდან გამოდის, აცხადებს რა: „მე შეიძლება დამაზიანოს ჩინეთმა მომავალში, მაგრამ თუკი ფულს ახლა არ ვიშოვი, ამას სხვა გააკეთებს. ამიტომ მე მაინც მექნება მათთან ბიზნესი, თუნდაც ისინი ზიანს მაყენებდნენ“. ეს საშინელი სიბეცეა. ჩინეთთან მეტი სიხისტეა საჭირო. ამ ტენდენციის შეწყვეტა შესაძლებელია? ძალიან გვიანია, ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში. ჩვენ წარმოების ყველა მნიშვნელოვანი სფერო ჩინეთს დავუთმეთ. დაუცველობის ეს განცდა ევროპაშიც დომინირებს. ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის პლიტიკოსები ცდილობენ ევროს კრიზისის მოგვარების ახალი გზების წარმოდგენას, ისინი ვერ ახერხებენ მსოფლიოს ფინანსური მოთამაშეების დარწმუნებას. არის თუ არა ჯერ კიდევ შესაძლებელი პოლიტიკური მმართველობა, ასეთი არათანაზომადი გლობალური ფინანსური ბაზრების პირობებში? პოლიტიკური მმართველობის პრობლემა მხოლოდ ბაზრების ზეწოლაში არ მდგომარეობს. ყველა თანამედროვე დემოკრატიის სენია ის, რომ დემოკრატიული პროცესი, როგორც წესი უზურპირებული აქვთ კარგად ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლებიც ძირითადი მოსახლობის ინტერესებს არ წარმოადგენენ. საბერძნეთის მთელი პრობლემაც ეს არის. ფარმაცევტები და ექიმები, საჯარო მოსამსახურეები და არქიტექტორები, ყველა სხვა სოციალური ჯგუფი ამ ქვეყანაში, დახურულ კორპორაციებად ჩამოყალიბდა, რომლებიც აკონტროლებენს ფასებს, მაშინ როდესაც დიდწილად გაურბინ გადასახადების გადახდას. ისინი ქონებას აგროვებენ, მაგრამ ნაციონალური გაკოტრება გარდაუვალია. დღეს ბერძნული სისიტემის რეფორმირებაში გარედან დანიშნული ტექნოკრატები და მრჩევლები ჩართეს. რას ნიშნავს ეს დემოკრატიისთვის? ჩემი აზრით, საბერძნეთი დატოვებს ევროზონას, რადგან საბოლოო ჯამში, ნებისმიერი გარე ჩარევა ბერძნული საზოგადოების მხრიდან შეფასდება არადემოკრატიულ ჩარევად პოლიტიკაში, რაც მათ არ სურთ. ბერძნები ხომ არასდროს მოიქცევიან გერმანელებივით, ვცდები? შეიძლება ევროპა, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს ევროს გადარჩენას, კვლავ დემოკრატიული იყოს? ევროპული პროექტი თავიდანვე ელიტების მართული იყო. ამას ადასტურებდა ის, რომ ყველა ჯერზე როცა კი ქვეყანაში რეფერენდუმი ტარდებოდა, მოსახლეობა უარს ამბობდა ევროკავშირის შემდგომი რეგულაციის გაღრმავებაზე… …და რეფერნედუმიც მარტივად ხელახლა ტარდებოდა ევროკავშირის ელიტებმა განაცხადეს: „ამჯერად სწორად ვერ გაიგეთ. ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხზე კენჭისყრას, ვიდრე მას სწორად არ გაიგებთ“. სინამდვილეში, დღეს ყველა ევროპულ ქვეყანას მემარჯვენე პოპულისტური პარტია მართავს. ეს ქვეყნები ანტი-ევროკავშირული, ანტი-იმიგრაციულია, და მიზეზი იგივეა, რადგან არსებობს განცდა, რომ სინამდვილეში ელიტები ევროპაში მათ არ წარმოადგენენ. მეორე მხრივ, ავტორიტარული სისტემები, როგორც ჩანს სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მაგალითად, გერმანელი საქმოსნები კომუნისტურ ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ აცხადებენ, რომ ის სისტემა ხიბლავთ. ისინი ბოდავენ იმის თაობაზე, თუ რა კარგია როდესაც სწრაფად შეიძლება იქნას მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ეს ამერიკელი ბიზნესმენებისგანაც მსმენია. ჩინური სისტემა განსაკუთრებით საოცარია, მაშინ, როდესაც მას ევროპას და შეერთებულ შტატებს ადარებ, სადაც დღევანდელ დღეს გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. ამგვარად ჩინეთი შეიძლება ახალ გლობალურ მოდელად იქცეს – რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თეზიზს თქვენი ესსედან „ისტორიის დასასრული“, რომ დემოკრატია მსოფლიოს უპირობო არჩევანი გახდა. არა. ჩინეთი ვერასდროს გახდება გლობალური მოდელი. ჩვენი დღევანდელი დასავლური სისტემა მართლაც მოირყა ზოგიერთ ფუნდამენტურ ნაწილში, მაგრამ ვერც ჩინური სისტემა იმუშავებს. ეს უაღრესად უსამართლო და ამორალური სისტემაა, სადაც ნებისმიერს შეიძლება წამებში წაართვან ყველაფერი, სადაც ადამიანები იღუპებიან სარკინოგზო ინციდენტებში საზოგადოებრივი კონტროლის არ არსებობის და გაუმჭვირვალობის გამო, სადაც კორუფციაა გაბატონებული. ჩვენ უკვე ვხედავთ უზარმაზარ პრეტესტს ჩინეთის ყველა ნაწილში. მის კომუნისტ მმართველებს ეს არაბულ გაზაფხულს აგონებს როდესაც ეს ხელისუფლება შეწყვეტს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის არსებული ხარისხით უზრუნველყოფას, ის დარჩება ამ უზარმაზარი მორალური მოწყვლადობით. ყველა მისი ხარვეზის მიუხედავად, ლიბერალური დემოკრატია დღემდე ერთადერთი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მთელს მსოფლიოში. [1] Tea Party movement – კონსერვატიულ-ლიბერტარიანული პოლიტიკური მოძრაობა შეერთებულ შტატებში. ის 2009 წელს წარმოიქმნა საპროტესტო აქციების სერიით, რომელიც კოორდინირებული იყო ადგილობრივ და ნაციონალურ დონეზე და რაც გამოიწვია, მათ შორის 2008 წელს უკიდურესი ეკონომიკური სტაბილიზაციის აქტმა და გარკვეულმა რეფორმებმა სამედიცინო დაზღვევის სფეროში. ორიგინალი ორიგინალი
-
Главная концертная площадка России - Государственный Кремлевский дворец - впервые в своей истории оказалась в распоряжении циркачей на три месяца: до середины апреля его заняла труппа канадского Cirque du Soleil. Канадский режиссер Франсуа Жирард поставил яркое масштабное шоу под музыку Ника Литлмора в невероятных декорациях на фоне гигантского светодиодного экрана.
-
"Хроника" и "Женщина в черном" претендуют на первое место в списке кассовых лидеров североамериканского кинопроката. "Хроника", рассказывающая о группе подростков, получивших сверхспособности, собрала около 22 миллионов долларов. История о привидении "Женщина в черном" заработала около 21 миллиона долларов. lenta.ru
-
Заявление контр-адмирала китайских ВМС в отставке Инь Чжо в марте 2010 года вызвало огромный резонанс, когда в своем выступлении на Китайской народной политической консультативной конференции он сказал: «Арктика принадлежит всем людям мира, так как ни одна нация не обладает суверенитетом над ней». Пять стран, которые расположены по кольцу Северного Ледовитого океана, не согласны.
-
Новый шлагбаум простоял один месяц. Пост пограничного контроля на 26-м километре автодороги Заполярный-Сальмиярви, сообщается в пресс-релизе Пограничного управления ФСБ РФ по Мурманской области от 1 февраля, снят в связи со стабилизацией обстановки.
-
Бывшего панамского диктатора Мануэля Норьегу в воскресенье доставили в больницу с подозрением на инсульт. У 77-летнего Норьеги, экстрадированного в Панаму в декабре 2011 года, диагностировали повышенное давление. Он находится в заключении в преддверии суда за преступления, совершенные им с 1983 по 1989 годы. lenta.ru
-
60 сотрудников центрального аппарата МВД России в течение 20 дней будут проверять ГУ МВД по Санкт-Петербургу и Ленобласти. Инспекция, которая была назначена в связи с гибелью подростка после задержания 22 января, начнется 7 февраля. Начальник управления Михаил Суходольский отметил, что "в этом решении много странного". lenta.ru
-
შემზარავი და ამავდროულად ძალიან ლამაზი ხელოვნება… იმედია ამდაგვარ სურათებს მხოლოდ ფილმებში და ვიდეო თამაშებში ვიხილავთ View ucnauri.com
-
1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს ... View ucnauri.com
-
Группа Pussy Riot, созданная в Москве в прошлом сентябре, не была плодом музыкальных амбиций, творческого мастерства или совпадения музыки, песен, личностей и стремлений, благодаря которому иногда возникают рок-группы. Ее создание было просто реакцией - яростным оскорбительным жестом в сторону решившего вернуться в президенты Владимира Путина, актом протеста, основанным на музыке и женственности.
-
National Geographic-მა შეაგროვა 11-15 წლის ნიჭიერი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები და წარმოგვიდგინა ეს ფოტო კოლოლაჟი. ჩემი პერსონალური აზრით თუ ეს ბავშვები ამ საქმეს გაყვებიან ბევრი მათგანი დიდი წარმატებას მიაღწევს ამ საქმეში და კიდევ ბევრჯერ გაგვაკვირვებენ. დატკბით!Austėja Azguridytė, 13 წლის, ლიტვაGabriela Emilova Penkova, 12 წლის, ბულგარეთიRadvilė Dilytė, 12 წლის, ლიტვაCatie Dixon, ... View ucnauri.com
-
Три человека погибли и восемь пострадали в воскресенье в результате аварии на Мариупольском металлургическом комбинате имени Ильича. Рабочие отравились доменным газом, когда из-за отключения электричества остановился дымовсасыватель котельной теплосилового цеха. Работу котельной пришлось временно приостановить. lenta.ru
-
ქართველი ფოტოგრაფის ლუიზა ჩალათაშვილის შემოქმედებაქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ქართველი ფოტოგრაფის ლუიზა ჩალათაშვილის შემოქმედება, რომელიც დამეთანხმებით განსხვავდება იმ ფოტოებისაგან, რომლებიც ყოველდღიურობაში გვხვდება. ეს ფოტოები სავსეა სინაზით და ჰაეროვნებით, აქ სრულადაა წარმოჩენილი ქალის სინატიფე და სიმსუბუქე. თუმცა მის შემოქმედებაში მრავლად შეხვდებით არასტანდარტულ პეიზაჟებს, ჟანრულ ფოტო რეპორტაჟებს და მინიმალისტურ შემოქმედებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ... View ucnauri.com
-
ავტორი შორენა ცივქარაშვილი 21:23 05.02.2012 როგორ ემზადება ოპოზიცია არჩევნებისთვის, რატომ უნდა გაერთიანდნენ ოპოზიციური ძალები ერთ კოალიციაში და როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტიკური პარტია «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავა ესაუბრება. http://4.bp.blogspot.com/-Sf3P1uTJgao/Ty66QoKlGnI/AAAAAAAAGJQ/mcDI7FsN0iw/s200/kaxa%2Bkukava.jpgბატონო კახა, რამდენად შესაძლებელია არსებული კანონმდებლობის პირობებში არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება? - თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ გეთანხმებით, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუნდაც დაფინანსების წესებზე რომ ვისაუბროთ. ჩვენ ვნახეთ, რომ, მაგალითად, თანხა, რომელიც გადაერიცხა «ქართულ ოცნებას» (ვთქვათ, დღეს ფული მხოლოდ «ქართულ ოცნებას» აქვს), ის უკან აბრუნებს ამ თანხას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელსაც არ გაგანძრევინებს. უფულოდ კი, ჩათვალეთ, რომ ვერაფერს გააკეთებ. «შავ ფულს», როგორც წინა არჩევნებზე ხდებოდა, არავინ დაგახარჯვინებს. როგორც კი დახარჯავ, საერთოდ რეგისტრაციას გაგიუქმებენ. თეთრი ფულის ლეგალიზაციის შესაძლებლობას კი არ მოგცემენ. თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია, ამ შემთხვევაში «ქართული ოცნება» (ვინაიდან მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს სახელისუფლო კამპანია) გაურიგდება ხელისუფლებას და დათანხმებდა მის წინადადებას? - გარიგება ცუდი სიტყვაა, თუმცა, ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, «ქართულ ოცნებაში» უკვე განაცხადეს, რომ თანხას უკან დააბრუნებენ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. შესაძლოა, მათ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ და რაიმე შემოვლითი გზები იციან, მაგრამ მე ვმსჯელობ იმაზე, რაც ხდება. მარტო ფინანსებსაც არ ეხება საქმე, საკანონმდებლო ცვლილებები ბევრ სხვა საკითხზეც უარყოფითად აისახება. მაგალითად, ცნობილია, რომ არჩევნების გაყალბებას ოპოზიცია ყოველთვის იმით ადასტურებდა, რომ ჯერ აღირიცხებოდა, სულ რამდენი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე და მერე ხმები დაითვლებოდა. კანონიდან ამოიღეს აღნიშნული ნორმა და საერთოდ აღარ იწერება, რამდენი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე. აქაც იგივე ხდება: დაკანონებული ბიულეტენების ჩაყრა მიმდინარეობს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ არის პროტესტის საგანი ეს ნორმა და რატომ აწუხებს ეს საკითხი მარტო «თავისუფალ საქართველოს»? ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ დღეს ცალკეული ოპოზიციური პარტიები მეორე ადგილისთვის იბრძვიან. თქვენ გარიგება უწოდეთ, მაგრამ ისინი უფრო დელიკატურ ტერმინებს არჩევენ, როგორიცაა, მაგალითად, დაბალანსება, რაც გულისხმობს, რომ, ხელისუფლების მოგების შემთხვევაში, ისინიც იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილნი, ზოგი მათგანი კომიტეტის თავმჯდომარეც გახდება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს არის მათი დუმილის მიზეზი. თქვენ განაცხადეთ, რომ შემოთავაზების შემთხვევაში მზად ხართ, ბიძინა ივანიშვილის გუნდში გაერთიანდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში გაერთიანებული «რესპუბლიკელებისა» თუ «თავისუფალი დემოკრატებისგან» პრინციპულ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ გაერთიანება კოალიციაში პარტიებთან, რომელთა შეხედულებებსაც საერთოდ არ იზიარებთ? - მთავარია, კოალიციამ არჩევნებზე ხმების 51% მიიღოს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, თუ ოპოზიციიდან სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტი გავა, ხმები დანაწილდება და ოპოზიციასთან შედარებით ხელისუფლებას უპირატესობა ექნება. აქ იდეოლოგიური ერთიანობა არაფერ შუაშია. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტიები უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი პროგრამა გვქონდეს. აუცილებელი არ არის, არჩევების შემდეგაც შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა. აქ მხოლოდ ტაქტიკურ ერთობაზეა საუბარი ერთ საკითხში - სააკაშვილის დამხობასა და გასამართლებაში. დიახ, ჩვენ არ ვიზიარებთ ქვეყნის განვითარების იმ კურსს და ხედვას, რომელიც ამ პარტიებს აქვთ. მე ვფიქრობ, ნატოში გაწევრიანება საქართველოს დაღუპვას ნიშნავს, მე ვფიქრობ, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარი არ უნდა იბრძოდეს. არ ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა დარჩეს საქართველოში. ასევე არ მიმაჩნია, რომ ამნისტია უნდა გამოვაცხადოთ «ნაციონალური მოძრაობის» დამნაშავე ლიდერების მიმართ. პირიქით, მიმაჩნია, რომ «ნაციონალური მოძრაობის» დამნაშავე ლიდერებმა უნდა ხეხონ ციხეები, რომლებიც თავად ააშენეს, და მოპარული ქონებაც უნდა დააბრუნონ სახელმწიფო ხაზინაში. მაგრამ ოპოზიციური პარტიების ასეთი ხანმოკლე გაერთიანებები ხალხში ნიჰილიზმს იწვევს და არც პოლიტიკოსების იმიჯზე აისახება დადებითად. - იმიჯზე უარყოფით გავლენას პარტიის არჩევნებში დამარცხება ახდენს. ნიჰილიზმი დღეს არის და ღვივდება. თუ ატყობთ, ის ეიფორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ გამოიწვია, თანდათან ისევ ნიჰილიზმში გადადის... ოპოზიცია რაც უფრო დაქსაქსული იქნება, გამარჯვების შანსიც ნაკლები ექნება. თუნდაც დროებით, მაგრამ გაერთიანება აუცილებელია, თორემ ვინ დაიჯერებს, რომ მე და თინა ხიდაშელს ოდესმე ერთი პროგრამა გვექნება? ამ ცოტა ხნის წინ ლევან გაჩეჩილაძის შესახებ გააკეთეთ განცხადება, რა ინფორმაცია გაქვთ: აპირებს ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და რამდენად არის დღეს მისი ადგილი პოლიტიკაში? - არ ვიცი, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ლევანს, რას იზამს, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ადგილი არის ქართულ პოლიტიკაში და ვურჩევ იმ ხალხს, რომელიც ახლა გამოძვრა სააკაშვილის კაბინეტებიდან, ჩვენზე კორექტულად ისაუბროს. ჩვენ ვართ ნამდვილი ოპოზიცია, რადგან მაშინვე დავუპირისპირდით ხელისუფლებას, როგორც კი არასწორი კურსის გატარება დაიწყო, ისინი კი კარიერისტები არიან და არა ოპოზიციონერები, რადგან, როცა თანამდებობებიდან მოხსნეს, მერე ალაპარაკდნენ. მაგალითად, «ქართული აკადემიის» განცხადება მოვისმინე, რომ თურმე ყველამ _ ქუჩის ოპოზიციამაც და «მესამე ცენტრმაც» _ საკუთარი თავი ამოწურა და მათი პოლიტიკაში გამოჩენა აღარ შეიძლება. ნანეიშვილიც და ქანთარიაც ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ, რომ როგორმე ოპოზიცია გაიხლიჩოს. ჩვენ არავის ვასამართლებთ, მაგრამ ქილიკს მათგან, ვინც წლების განმავლობაში სააკაშვილის კმაყოფაზე იყო, ვერ მოვითმენთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ თინა ხიდაშელი უფრო გამოადგება ოპოზიციას, ვიდრე ლევან გაჩეჩილაძე. თქვენ ნატო ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის განცხადებით, მათი მიზანია ნატოში გაწევრიანება და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. რამდენად შესაძლებელია ამ იდეის განხორციელება? - აბსოლუტურად არარეალური და ცოტა უპასუხისმგებლო განცხადებაა. ეს ყველამ იცის და ამაზე დავაც არ არის საჭირო. თავადვე ამბობენ არამარტო ხელისუფლების, არამედ ზოგიერთი ოპოზიციის ექსპერტიც, რომ მედვედევმა ომი იმიტომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანებლიყოო და ამას თუ აცნობიერებენ, ნატო თუ არის ომის მთავარი მიზეზი, როგორ დაარეგულირებ ურთიერთობას რუსეთთან და იმავე დროს ნატოში ინტეგრაციასაც მოახერხებ? სხვათა შორის, რუსეთის თემატიკა ჩვენი ოპონენტების რიტორიკაში ბოლო თვეების მანძილზე გაჩნდა, ვინაიდან მე როცა მოსკოვში გავმართე მოლაპარაკებები ონიშჩენკოსთან, რუსეთის დუმის დეპუტატებთან, მარტო ხელისუფლება კი არ მებრძოდა, არამედ თინა ხიდაშელი საერთოდ «პუტინის ყმებს» გვეძახდა და ისინიც ხელისუფლების პოზიციას იზიარებდნენ. მაგრამ ბოლო დროს ქვეყანაში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თურმე საზოგადოება ამ საკითხში ჩვენ გვიჭერს მხარს და რუსეთთან დიალოგის მომხრეა, ამიტომაც მათ შეიცვალეს აზრი. არაგულწრფელი პოზიციაა ეს და რეალურად «ორი კურდღლის მადევარი» საბოლოოდ ვერც ნატოში გაწევრიანდება და ვერც რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავია და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმ გზას ვირჩევთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია. რუსეთთან დიალოგის დაწყება საქართველოსთვის ნიშნავს, რომ აღდგება საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და ჩვენი გლეხები და ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდ ბაზარს იშოვის. ნატოში ინტეგრაციის შემთხვევაში კი ვერ ვხედავ, რა შედეგი გვექნება. ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიად აღიქმება... - ჩვენ არ გვემუქრება არანაირი საფრთხე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის გარდა. თბილისისა და ქუთაისის ოკუპაციას არავინ აპირებს და აფხაზეთის და სამაჩაბლოს უსაფრთხოებას ნატო არ უზრუნველყოფს. პირიქით, ნატოს მაღალჩინოსნებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ნატო არ არის კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალება. შეიძლება ნიდერლანდებისთვის, ბელგიისთვის, ლიტვისთვის უსაფრთხოების სისტემაა, მაგრამ ჩვენთვის ნატო მთავარი საფრთხეა. ის, რომ გორი და თბილისი დაიბომბა, ფოთში ჩვენი გემები ჩაძირეს, ნატოს გამო მოხდა. თქვენ ფიქრობთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოების სურვილი აქვს? - არამარტო დაახლოების სურვილის გამო. ვიყოთ გულწრფელები. საუბარი მიმდინარეობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული უნდა ყოფილიყო ნატოს სარაკეტო ბაზები. მე რუსების ადვოკატი არ ვარ, მაგრამ საკითხს რეალურად უნდა შევხედოთ. არც ერთი ქვეყანა არ მოითმენს ამას. ნებისმიერი ზესახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში ბირთვულ ბალანსს უზრუნველყოფს, თავის საზღვრებთან უცხო სახელმწიფოს ფორპოსტების განლაგებას არ მიესალმება და, ბუნებრივია, რუსეთსაც აქვს ეს პრეტენზიები. რაც მთავარია, ჩვენ არაფერში გვჭირდება, საქართველო ავღანეთის მსგავს ქვეყნად იქცეს - ენგურს გაღმა რუსეთის ბაზები იყოს განლაგებული, გამოღმა კი - ამერიკის. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა უნდა ვიყოთ. თუმცა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს შემთხვევაში შეუძლებელია. - ჩვენი პოლიტიკოსები «გუგლში» ამოიკითხავენ ერთ-ორ სიტყვას და შემდეგ რაღაცას იტყვიან ხოლმე. რატომ არის შეუძლებელი, თუ ფინეთმა, შვეიცარიამ მოახერხეს? გარდა ამისა, ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ფორმაც არსებობს... ვინც ამბობს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი გამორიცხულია, გამოდის, რომ ის პირდაპირ ამბობს: საქართველოში უცხო ქვეყნის სამხედრო ჯარები განლაგდესო. თქვენ აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდით რუსეთთან ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თაობაზე, რამდენად რეალურად გესახებათ ამის განხორციელება იმ პირობებში, როცა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალნი ერთმანეთთან ყველანაირ დიალოგს გამორიცხავენ? - ეს არ არის მთავრობებს შორის ურთიერთობა, ეს არის კომპანიებს შორის ურთიერთობა. ამიტომ მიმაჩნია რეალურად ამის განხორციელება. ხელისუფლების ნების წინააღმდეგ წასვლას გაბედავს რომელიმე კომპანია? - რამდენიმე კომპანია თანახმაა და ონიშჩენკოს უწყებაში უკვე გაიგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია და ველოდებით საბოლოო სერტიფიკატებს. სააკაშვილი ეუბნება ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ამერიკულ რაკეტებს მოგიტანთო, ჩვენ კი ვეუბნებით _ ჩვენ მოგიტანთ რუსეთის ბაზარს. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. მე ხშირად ჩავდივარ რეგიონებში და ვიცი, რომ, მაგალითად, გურჯაანში გლეხს რუსეთის ბაზარი უფრო აინტერესებს, ვიდრე საქართველოში ნატოს ბაზების განლაგება. რას ფიქრობთ ვლადიმერ პუტინის ინიციატივაზე ევრაზიული კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ექსპერტების მიერ უკვე შეფასდა როგორც საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა. რას მოუტანს ასეთი კავშირი საქართველოს? - ექსპერტები კი არა, ესენი რუპორები არიან. ექსპერტი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, იღებს დაფინანსებას ან გრანტს ვაშინგტონიდან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კრემლის ჯაშუშებზე, მაგრამ საქართველოში უხვად არიან ამერიკის ჯაშუშები. ადამიანი, რომელიც ამერიკიდან იღებს დაფინანსებას, ბუნებრივია, განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ გააკეთებს, მაგრამ არა საქართველოს, არამედ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური ინიციატივაა. რა თქმა უნდა, დეტალები შესასწავლია, მაგრამ თავისთავად იდეა, რომ ერთიანი ეკონომიკური სივრცე შეიქმნას, საქართველოსთვის არის ხსნა. საქართველო ან იქნება რაიმე სივრცის ნაწილი, ან იქნება პერიფერია. კი გვეუბნებიან, რომ ევროპული ოჯახის წევრი ხართო, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პერიფერია. საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, იყო იმპერია, მაგრამ თავისი განვითარების არც ერთ ეტაპზე საქართველოს არ ჰქონია პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული, სამეცნიერო პროგრესის ისეთი დონე, როგორიც მეოცე საუკუნეში იყო. დღეს ჩვენ კი ვართ ევროპაზე ორიენტირებულნი, მაგრამ ევროპა არ არის ჩვენზე ორიენტირებული. დღეს ჩვენი ქვეყანა არის მათხოვარი, მეოცე საუკუნეში იყო ლიდერი. ევრაზიული სივრცე ეკონომიკური და პოლიტიკური ორიენტირი იქნება და არა მგონია, საუბარი იმაზე მიმდინარეობდეს, რომ საქართველოში ვინმე საბჭოთა დროშას ჩამოკიდებს და ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს. თქვენ ამერიკის ჯაშუშები ახსენეთ, თუმცა, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენი შეხედულებებისა თუ რუსეთში ხშირი ვიზიტების გამო, ხშირად გადანაშაულებენ რუსეთის ჯაშუშობასა თუ რუსოფობიაში... - ჯერ ერთი, მე არ ვიღებ რუსეთისგან არანაირ დახმარებას და ის, რომ ამერიკიდან ქვეყანაში მილიონები შემოდის, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. მეორეც: ჩვენ არ ვაკეთებთ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს. ის ხალხი კი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ვაშინგტონის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ და დირექტივები მივიღოთ. ჩვენ რუსეთი რაში გადაგვიხდის ფულს? მე, მაგალითად, ვამბობ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განლაგებული რუსეთის ძალები არიან ოკუპანტები, რომ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობის ცნობა იყო საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებიც ვართ და რუსეთისაც და არალოგიკურია, ვინმე საკუთარ ოპონენტებს აფინანსებდეს. ამერიკასთან დაკავშირებით რას ვხედავთ? ის ხალხი, რომელიც ამერიკიდან დაფინანსებას იღებს, ლამის უკანა თათებზეა დამდგარი და საკმარისია, ჰილარი კლინტონმა თვალი ჩააპაჭუნოს, მერე კეთდება ინტერპრეტაციები, ნეტა, რა მიგვანიშნა ამითო. Human Rights Watch-ის დასკვნას როგორ შეაფასებდით, რომელიც საკმაოდ აკრიტიკებს ხელისუფლების ქმედებებს? - ძალიან საინტერესო და ობიექტური დასკვნაა, მაგრამ ხელისუფლება არაფერს გაითვალისწინებს, თუმცა ფაქტი თავისთავად მისასალმებელია. სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას როგორ შეაფასებთ? - სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ საერთო ჯამში ტრაგედიაა. ჩვენ ნორმად მივიღეთ ის ვითარება, რომ საქართველოში როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება მიღებული და როგორი არჩევნები ჩატარდება, ეს ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში წყდება. ნებისმიერი თავმოყვარე ერი ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიიღებდა, რომ ობამას მათი პრეზიდენტი გამოეძახებინა და იქ გადაეწყვიტათ ქვეყანაში არჩევნების ბედი. შეუძლებელია, პატრიოტ ქართველს ეს უხაროდეს, ამიტომ ამ ვიზიტსაც ვერ შევაფასებ დადებითად. თუ რუსეთი ორ რეგიონში ახორციელებს დიქტატს, ამერიკა მთელ საქართველოში აკეთებს ამას. რას გულისხმობთ, როგორ ახორციელებს დიქტატს ამერიკა საქართველოში? - ეს ნებისმიერ საკითხში ჩანს. მაგალითად, ჯერ ამერიკაში იგზავნება და იქ დასტურის შემდეგ ამტკიცებენ კანონს. სამხედრო საკითხებშიც ასეა: ყველა სამხედრო მეთაური, სანამ დაინიშნება თანამდებობაზე, ამერიკაში გადის ინსტრუქტაჟს. ხედავთ, ალბათ, რომ მალე ყველა გაზეთი ინგლისურ ენაზე გამოვა. ეკონომიკაშიც ვხედავთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი იმპორტული იყიდება. სახელმწიფოს არც ერთი ატრიბუტიკა აღარ შეგვრჩა. ამერიკის რომელიმე შტატი შესაძლოა უფრო დამოუკიდებლად ატარებდეს თავის პოლიტიკას, ვიდრე საქართველო. "საქართველო და მსოფლიო" http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
-
მაშ , ასე დღეს შემოგთავაზებთ ყველაზე კრეატიულ ჩაფხუტებს . ზევით მოცემული ჩაფხუტით გადის შეჯიბრებებზე 7 გზის ჩემპიონი ვალენტინო როსი.Luka Kvitashvili View ucnauri.com
-
Госсекретарь США Хиллари Клинтон призвала власти Болгарии искать альтернативные источники энергоресурсов, чтобы выйти из под "нездорового" политического давления со стороны России. Клинтон также сказала, что ряд американских компаний готов поспособствовать реструктуризации болгарской энергетики. lenta.ru
-
Телеканал НТВ показал сюжет, в котором обсуждается версия о связях норвежского террориста Андерса Брейвика с белорусским КГБ. По версии собеседников телеканала, Брейвик мог проходить в Минске огневую подготовку. На сайте телеканала запись передачи выложена с заголовком "Брейвика завербовала красотка в погонах". lenta.ru
-
Российский биатлонист Евгений Гараничев занял третье место по итогам масс-старта на этапе Кубка мира в Холменколлене. Для Гараничева это третье подряд попадание в призеры, при том, что суммарно он четырежды оказывался на подиуме в последних пяти гонках. Первым в масс-старте стал норвежец Эмиль Хегле Свенсен. lenta.ru
-
Российский биатлонист Евгений Гараничев занял третье место по итогам масс-старта на этапе Кубка мира в Холменколлене. Для Гараничева это третье подряд попадание в призеры, при том, что суммарно он четырежды оказывался на подиуме в последних пяти гонках. Первым в масс-старте стал норвежец Эмиль Хегле Свенсен. lenta.ru