Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Грузинский президент с возмущением отвергает любые сравнения, проводимые между ним и его заклятым врагом российским премьер-министром Владимиром Путиным. На состоявшейся на прошлой неделе встрече с членами редколлегии газеты The Washington Post грузинский президент перечислил одно за другим существующие различия.
  2. http://saqinform.ge/images/stories/analitics/kpk.jpgთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. „К2К“ მსოფლიოში 15 ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეიტინგს აქვეყნებს. <span style="font-size: 10pt;" />გამოცემა ვარაუდობს, რომ 2012 წლისათვის ინვესტიციების ჩადების კუთხით ბიზნესმენებისათვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ჩინეთი იქნება. საქინფორმი
  3. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgმსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს საქართველოს საპატიმროებში იხდიან, შეძლებენ მათთვის მისჯილი ვადა პროფესიული განათლების მიღებას მოახმარონ. ამისათვის იქ საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლები გახსნება. მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში კი მათ უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებსაც მიიღებენ. ასეთი ცენტრი უკვე ამოქმედდა ქსნის მე-15 დაწესებულებაში, რომელიც პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა ერთად გახსნეს. მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრები, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაიხსნება და პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის გახდება ხელმისაწვდომი. View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59908.jpgმსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს საქართველოს საპატიმროებში იხდიან, შეძლებენ მათთვის მისჯილი ვადა პროფესიული განათლების მიღებას მოახმარონ. ამისათვის იქ საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლები გახსნება. მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში კი მათ უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებსაც მიიღებენ. ასეთი ცენტრი უკვე ამოქმედდა ქსნის მე-15 დაწესებულებაში, რომელიც პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა ერთად გახსნეს. მსგავსი საგანმანათლებლო ცენტრები, ეტაპობრივად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაიხსნება და პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის გახდება ხელმისაწვდომი. View the full article
  5. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgკრემლის კანდიდატი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. ანატოლი ბიბილოვი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს დანარჩენ კანდიდატებსაც. ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 25 მარტსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს არც ბიბილოვის მთავარი კონკურენტი ალა ჯიოევა, რომელმაც თავი უკვე პრეზიდენტად გამოაცხადა და 10 თებერვალს ინაუგურაციის გამართვას გეგმავს. View the full article
  6. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59909.jpgკრემლის კანდიდატი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. ანატოლი ბიბილოვი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს დანარჩენ კანდიდატებსაც. ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 25 მარტსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს არც ბიბილოვის მთავარი კონკურენტი ალა ჯიოევა, რომელმაც თავი უკვე პრეზიდენტად გამოაცხადა და 10 თებერვალს ინაუგურაციის გამართვას გეგმავს. View the full article
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებით აპროტესტებს ნებისმიერ შედარებას მასსა და მის მოსისხლე მტერს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს შორის. ”ვაშინგტონ პოსტის” სარედაქციო კოლეგიასთან გასული კვირის შეხვედრაზე, მან გაღიზიანებულმა ჩამოთვალა სხვაობები: პუტინის რეჟიმი კორუფციას ეფუძნება, მაშინ, როდესაც მისი იმითაა ცნობილი, რომ გაწმინდა ერთ დროს გასვრილი პოლიცია და ბიუროკრატია. პუტინი ეომება უმცირესობებს, მაშინ, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ რელიგიური პლურალიზმის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღო; პუტინი ხშირად ეწინააღმდეგება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველო ამერიკის მტკიცე მოკავშირეა და აორმაგებს თავის კონტინგენტს ავღანეთში. მაშინ რატომღა ხვდება ქართველი ლიდერი იმავე კონტექსტში ძალაუფლებისმოყვარე რუს კაცთან? 2012 და 2013 წელს სააკაშვილს, რომლის მმართველობის ვადაც იწურება, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ელის. მან უარი განაცხადა იმის გამორიცხვაზე, რომ პუტინის მიერ დაპატენტებული მანევრის გამეორებას გეგმავს. სააკაშვილმა გასულ წელს ისეთ რეფორმას დაუჭირა მხარი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ პრეზიდენტის პოზიცია შეასუსტა, ხოლო ჩვენთან შეხვედრისას, ამ ორი თანამდებობის ერთმანეთით შეცვლის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ღიად დატოვა – ”მე არ მინდა ვიქცე გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck)” – გვითხრა მან. საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის პირად ამბიციებს, გამართლებული იყო. არჩევნები საქართველოში, მიუხედავად მისი ხარვეზებისა, უფრო სამართლიანი და თავისუფალია, ვიდრე რუსეთში. რეალურად სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის პიონერი იყო ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით, ვაშინგტონში მისი ორპარტიული მხარდაჭერის მიზეზი გახდა და იმიტომ იქცა ის თავის რეგიონში, კავკასიაში, ნატოსა და ევროკავშირი გაწევრიანების წამყვან კანდიდატად. მაგრამ აი ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია: თუ მომავალი არჩევნების შედეგად შეიქმნება მთავრობა, სადაც დომინანტური როლი ექნება ისევ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაშია 2003 წლის ”ვარდების რევოლუციიდან”, მისი მოკავშირეები შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ალბათ, იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ის სულაც არ არის გამონაკლისი რეგიონში. ქვეყნის ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო, ძველებურად მყიფეა. მედიის დამოუკიდებლობა – მერყევია. სააკაშვილის პარტია, ალბათ, დომინანტური იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თუ ქართული დემოკრატია განმტკიცებას აპირებს, სააკაშვილმა პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო ვადებს და გზა დაუთმოს სხვა ლიდერებს. პრეზიდენტმა ობამამ, რომელსაც გასული სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისგან თავი შორს ეჭირა, გასულ კვირას ის თეთრ სახლში მიიღო. ეს ნაწილობრივ იყო ჯილდო იმისთვის, რომ, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ამჟამინდელი ოკუპაციისა, საქართველომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაუშვა; გარდა ამისა, ამით ობამამ რესპუბლიკელების იმ პრეტენზიებსაც უპასუხა, რომელთა თანახმად, სააკაშვილი აშშ-ს ერთ-ერთი მოკავშირეა და ობამა მას არაფრად აგდებს. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. ამ შეხვერდაზე ობამამ მას სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების განხილვის პირობა მისცა. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა პრეზიდენტმა ობამას ეს ნათქვამიც გაიგონა: ”ჩვენ ველით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს” და იმას, რომ ”საქართველოში განხორციელდება ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა”. თუ ვაშინგტონი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასკვნის, რომ ეს მოთხოვნები არ შესრულდა, საქართველოს დიდი პრობლემები ელის იმისდა მიუხედავად გაიმარჯვებს ობამა არჩევნებში, თუ არა. ორიგინალი ორიგინალი
  8. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgლეიბორისტები პარლამენტში ახალი კანონპროექტის შეტანას გეგმავენ. შრომის პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების აკრძალვას. გიორგი გუგავას განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში უკვე ათასობით ჰექტარი მიწაა გადასული და, ლეიბორისტების აზრით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. `სააკაშვილი ურცხვად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ გაჩუქება-გაყიდვას, რის შედეგადაც ქართულ მიწებს მასობრივად ეპატრონებიან ინდოელები, ჩინელები, არაბები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ნაწილ-ნაწილ გაიყიდება,`- განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი გუგავამ. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59910.jpgლეიბორისტები პარლამენტში ახალი კანონპროექტის შეტანას გეგმავენ. შრომის პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების აკრძალვას. გიორგი გუგავას განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში უკვე ათასობით ჰექტარი მიწაა გადასული და, ლეიბორისტების აზრით, ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. `სააკაშვილი ურცხვად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ გაჩუქება-გაყიდვას, რის შედეგადაც ქართულ მიწებს მასობრივად ეპატრონებიან ინდოელები, ჩინელები, არაბები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ნაწილ-ნაწილ გაიყიდება,`- განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი გუგავამ. View the full article
  10. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidzina11-oqruashvili.jpgთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი „ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და ამ დრომდე მისი წევრია“. საქინფორმი
  11. http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidzina2-aqciaa.jpgთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „მომავალი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხმების დასაცავად ქუჩის აქციებს არ გამორიცხავს“. <span style="font-size: 10pt;" />„თუ 20 და 30 პროცენტის გაყალბება მოინდომა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევაში ჩვენ ანგელოზები ვერ ვიქნებით. დიახ, ქუჩაშიც დავდგებით და ხმებსაც დავიცავთ. კანონით განსაზღვრული ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენს ხმებს“, – აცხადებს ივანიშვილი. საქინფორმი
  12. /get_img?ImageId=6203 ბოშები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. ბევრი სხვა არაქართველი მოსახლეობისგან განსხვავებით, ისინი ცხოვრებას ჯგუფურად ამჯობინებენ და დანარჩენ ადგილობრივ მოსახლეობაში არ ასიმილირდებიან. მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლის გამოც ბოშების ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა იშვიათად და თითქმის არ ხდება, მათი გაუნათლებლობაა. ეს სიტყვა, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება დამაკნინებლად და დისკრიმინაციულად ჟღერდეს, ამ ადამიანების რეალური ცხოვრების გამოძახილია. რას შეიძლება ნიშნავდეს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის ოფიციალურ ენას არ ან ძალიან ცუდად ფლობ და ხარ წერა-კითხვის უცოდინარი? პირველ რიგში ეს ნიშნავს საკუთარი უფლებების არცოდნას, დისკრიმინაციის საფრთხეს, გარიყვასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ქართველი ბოშები სწორედ ასე ცხოვრობენ. მოსახლეობა მათ სერიოზულად არ აღიქვამს და შეიძლება ითქვას, არც ქვეყნის მთავრობა, რომელმაც ბოშებს პირადობის მოწმობები მასობრივად შარშან დაურიგა და ამ აქტით საქართველოს მოქალაქეობის პატივი დასდო. 2011 წლამდე ბოშების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებად არ ირიცხებოდა. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ ელემენტარული პირობები, რომ თავი ქვეყნის სრულფასოვან და თანაბარუფლებიან მცხოვრებად ეგრძნოთ. პირადობის მოწმობის გარეშე საქართველოში ხომ მატარებლით მგზავრობაც კი შეუძლებელია. ჟურნალისტიკაში არსებობს ცრურწმენა, რომ ბოშებთან მუშაობა რთული და ხშირად შეუძლებელია, რომ მათ არ უყვართ ფოტოების გადაღება და მედიასთან საუბარი. ხშირად, მართლაც ასე ხდება, მაგრამ არა ყოველთვის. ქალაქ ქობულეთის დასახლება გელაურში მცხოვრები ბოშების ოჯახი ამის კარგი მაგალითია. რომა ასლანოვი აჭარაში დაიბადა. ის დღემდე აქ ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, რომლებიც თბილისში სახლობენ და გელაურის მშობლიურ სახლს უკანასკნელი წლების განმავლობაში ზაფხულობით სტუმრობენ. ბოლო ხუთი წელია გელაურიდან ბევრი ბოშა უფრო დიდ ქალაქებში გადასახლდა. როგორც რომა ასლანოვი ამბობს, ასე იმიტომ მოხდა, რომ ქობულეთში უმუშევრობაა და ოჯახების რჩენა შეუძლებელი გახდა. ბოშების დარჩენილი ნაწილი წვრილ ვაჭრობას ეწევა. მათ გასაყიდი საქონელი თბილისის აღმოსავლეთით მდებარე დაბა ლილოდან ჩამოაქვთ და ქობულეთში, ქუჩა-ქუჩა ყიდიან. 2011 წლამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ბოშების ძალიან მცირე, შედარებით ასაკოვან ნაწილს ჰქონდა. დოკუმენტი მათ 90-იან წლებში აიღეს. შარშან პირადობის მოწმობები გელაურში მცხოვრებ დანარჩენ ბოშებსაც დაურიგდათ. საქართველოს მოქალაქეებად დარეგისტრირების შემდეგ ბევრმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის გათვალისწინებული შემწეობაც მიიღო. თუმცა, მაგალითად, რომა ასლანოვს, რომელსაც ავადმყოფი მეუღლე ჰყავს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს მეუღლის პენსია _ 70 ლარი წარმოადგენს, შემწეობა მხოლოდ ორჯერ ერგო და უკვე თითქმის წელიწადია სახელმწიფოსგან ამ დახმარებას არ იღებს. ასლანოვის აზრით, დახმარება მის ოჯახს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც გამგეობიდან შემოწმებაზე მოსულმა სოცმუშაკმა სახლის აივანზე დამაგრებული სატელიტური თეფში დაინახა. „თანამედროვე სამყაროში ტელევიზორის გარეშე ცხოვრება განა შეიძლება?“, _ კითხულობს რომა ასლანოვი, რომელიც მეუღლის კუთვნილი პენსიიდან 20 ლარს ყოველ თვეში ბუნებრივი გაზის დაქსელვისთვის კრედიტის დასაფარავად იხდის. პირადობის მოწმობების მიღებით ბოშების ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ისინი ამომრჩევლები გახდნენ. როგორც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი, გამგეობის თანამშრომელი დათო ქარცივაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თუკი აქამდე ბოშათა მხოლოდ ნაწილი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 2011 წლიდან ამ უფლებით სარგებლობა ყველას შეეძლება. მისივე ინფორმაციით, ბოშები აქამდე განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ და ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში დილის რვა საათზე ცხადდებოდნენ. გაზეთ „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ახერხებდნენ წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები არჩევანის გაკეთებას, დათო ქარცივაძე პასუხობს: „საარჩევნო უბანში რომ შემოდიოდნენ, გეკითხებოდნენ, მინდა მივცე ხმა ამას და რომელი ნომრით არის. ჩვენ არა, მაგრამ მოქალაქე, ამომრჩეველი მიუთითებდა და უხსნიდა ვინ ვინაა. ჩვენ კი ამის უფლება არ გვქონდა.“ ბოშები ყოფით პრობლემებს გელაურის მცხოვრებ ქართველ მოსახლეობასთან ინაწილებენ. დასახლებაში გაუმართავია წლის სისტემა, არ არსებობს კანალიზაციის ცენტრალური ხაზი. გამგეობაში აცხადებენ, რომ საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე გაყვანილ-გამოცვლილია და რომ ამავე სამუშაოს ჩატარება წლევანდელ ბიუჯეტით პერიფერიებზეც არის გათვალისწინებული. მოვა თუ არა სისრულეში გამგეობის თანამშრომლების ვალდებულება, ამას გაზეთი „ბათუმელები“ წლის ბოლოს შეამოწმებს. ცნობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სულხან ტაკიძე ქალაქის წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ამ და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებას გელაურის მოსახლეობას ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში დაჰპირდა. ქალაქ ქობულეთის გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოშა მოსახლეებთან კეთილმეგობრული ურთიერთობები აქვთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაზე უარს არ ეუბნებიან. გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბარში რომა ასლანოვი ამბობს, „ისე, აქ ბოშებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. არც ექიმები, არც სასწრაფო“ და იხსენებს ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს, როცა მისი ხუთი წლის აივნიდან გადმოვარდნილ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ შვილიშვილს ქობულეთის საავადმყოფოში დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს: „ექიმებმა ბოშები რომ დაგვინახეს, ყურადღება არ მოგვაქციეს. გვითხრეს, ბავშვი ბათუმში წაგვეყვანა. მათთვის სულ ერთი იყო. საბოლოოდ ფული ვიშოვე და ბათუმში წავიყვანე. ვთქვათ, შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდათ, პირველადი დახმარება მაინც ხომ უნდა გაეწიათ ან ხომ უნდა აეხსნათ რატომ ამბობენ უარს? ქედმაღლები არიან. თბილისში, ბოშებს იღებენ საავადმყოფოებში, აქ კი ყურადღებას არ აქცევენ.“ ასლანოვების ოჯახი სასწრაფო დახმარების ბრიგადების მხრიდან გულგრილობაზეც ჩივის. „როცა სასწრაფო იგებს, რომ ბოშები ურეკავენ, არ მოდიან. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ რამდენჯერმე გამოვიძახეთ, როცა მეუღლე ცუდად იყო და არ მოგვაკითხეს. ასეთებიც გვხვდება, თავხედები, რომ ბოშები არიან და ხომ იცი, რაფერც ხდება... ნაცისტია ზოგიერთი“, _ ამბობს რომა ასლანოვი. რაც შეეხება ქართველ მეზობლებთან თანაცხოვრებას, ბოშები აცხადებენ, რომ მათთან კარგი ურთიერთობა აქვთ. რომა ასლანოვის აზრით, ბოშებთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოსახლეობის გაუნათლებლობაა და სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით მეტ ძალისხმევას უნდა იჩენდეს. ასლანოვი არ მალავს, რომ პრობლემა თავად ბოშებშიცაა და მშობლები ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ. ასე ძირითადად ზამთარში, სიცივეში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ზამთრის ტანსაცმელი ხშირად არ აქვთ, ასლანოვის აზრით, მშობლებმა შვილები სკოლაში უნდა გაუშვან. მეტიც, ის ამბობს, რომ მშობლებს გამგეობის წარმომადგენელი უნდა აკითხავდეს და უხსნიდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებმა სკოლაში იარონ, _ „ცოტა მკაცრად უნდა დაელაპარაკონ. ცოტა დააშინოს ხალხი. რომ რიდი ჰქონდეთ და სკოლებში წავიდნენ. ასე რჩებიან ადამიანები უსწავლელები, წერა-კითხვის უცოდინარი ბევრი ზრდასრულია აქ. მათთან ურთიერთობაც რთულია. ბიბლიას ვუკითხავ, პირს გააღებენ და ზოგი სიტყვა არც ესმით. ამიტომ უნდა ვუთარგმნო, ყველა სიტყვა დავუღეჭო. განათლებულებს უკეთესი ცხოვრება ექნებათ. მაგალითად, პოლონეთი, უნგრეთი, გერმანია აიღეთ, სადაც ბოშები ცხოვრობენ. მათ იქ განსხვავებული ინტელექტი აქვთ. მდივნებად, ექიმებად, დირექტორებად მსახურობენ ბოშები. აქ რატომ არ ხდება იგივე? იმიტომ, რომ წერა-კითხვის უცოდინრები არიან. ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ, როგორც ეს უცხოეთში ხდება“. გამგეობაში ამბობენ, რომ ამ მხრივ ბოშების დაინტერესება რთულია. დღეს ქობულეთის საჯარო სკოლაში დაახლოებით ოცი ბავშვი იღებს საშუალო განათლებას. განათლების მიღების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი ბოშათა შორის ნაადრევი ქორწინების ტრადიციაა. ბოშები 13-14 წლის ასაკში ქორწინდებიან და ბავშვებს აჩენენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. Популярный и уважаемый писатель детективных романов оказался среди лидеров протестного движения, которое в прошлую субботу бросило вызов российским морозам.
  14. Парламент Грузии рассмотрит вопрос о том, следует ли признать депортацию ингушей 1944 года (насильственное переселение в Среднюю Азию) "геноцидом". Обсуждение назначено на конец февраля. Ранее, весной 2011 года, парламент Грузии признал "геноцидом" действия российских властей по отношению к черкесам в XIX веке. lenta.ru
  15. /get_img?ImageId=6201 ბათუმი ძველი ბათუმის ტერიტორია, სადაც დრამატული თეატრის შენობა და ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა სკვერია, აჭარის მთავრობამ გაასხვისა. შპს „სისთემ ინშაათს“ მთავრობამ ძვირადღირებული ქონება, თვითღირებულებაზე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმაზე იაფად მიყიდა. გმირთა საფლავების გვერდით ინვესტორმა 40-სართულიანი მრავალფუნქციური სახლი უნდა ააგოს. ბათუმის საკრებულომ სკვერის გადაცემის მოთხოვნაზე მთავრობას უარი ორჯერ უთხრა, თუმცა საბოლოოდ უმრავლესობის წევრებმა ლევან ვარშალომიძის მოთხოვნა დააკმაყოფილეს. იმ ადგილზე, სადაც 1921 წელს ოსმალეთის იმპერიასთან ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული 50 ქართველი ჯარისკაცია დაკრძალული (ისტორიკოსების ცნობით მაშინ 200-მდე მებრძოლი დაიღუპა), აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ინვესტორი 40-სართულიან სახლს ააშენებს. მთავრობა თავდაპირველად მთლიან ტერიტორიას ყიდდა, მაგრამ ისე გადაწყდა, რომ გმირთა საფლავები, ამ ეტაპზე მაინც, ხელშეუხებელი რჩება, სახლი გვერდით აშენდება. „გმირთა სკვერი“ აჭარის მთავრობამ ინვესტორს, კომპანია „სისთემ ინშაათს“ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, 914 130 ლარად მიჰყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის მფლობელს კომპანიის დარეგისტრირებაში მერიის იურისტი დავით ჯაიანი ეხმარებოდა. დავით ჯაიანი `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ მას ამ შემთხვევაში, როგორც მერიის თანამშრომელს, არ უმოქმედია. `მეგობრის თხოვნით ჩავერთე კომპანიის რეგისტრაციაში. სკვერის გასხვისების წინააღმდეგი იყო ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს სთხოვდა, აჭარის მთავრობისთვის სკვერის გადაცემაზე უარი ეთქვათ. „ეს საკითხი პირველად სექტემბერში შემოიტანეს, მაგრამ მაშინ საკრებულომ საკითხის განხილვაზე მთავრობას უარი უთხრა. 22 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე კიდევ გამოიტანეს, სადაც შევთანხმდით, რომ საკითხი ისევ უკან უნდა დაგვებრუნებინა, თუმცა სხდომაზე მაინც გამოიტანეს“, _ ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზი დატოვა. – „ამ ადგილზე დაკრძალულნი არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი დაუფასებელია. დღეს თითოეული ჩემი კოლეგის პასუხისმგებლობის საკითხი დგას და ამაზე პასუხს მომავალი თაობა მოგკითხავთ“. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ სკვერი აჭარის მთავრობას გასაყიდად მაინც გადასცა. „თუმცა მთლიანად ვეღარ, საფლავების ნაწილი -300 კვ/მეტრი გამოყეს და დანარჩენი გაასხვისეს“, - ამბობს ჩავლეიშვილი. „ინვესტიცია, თურქულია თუ ავსტრიული, ყველა მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ გმირთა სკვერი არ გაგვისხვისებია. თუ არ ვცდები, სკვერისთვის 750 კვადრატული მეტრი გამოიყო, ხოლო დანარჩენი 2900 კვადრატული მეტრი გასხვისდა. პირიქით, ამ ტერიტორიას სტატუსი მივანიჭეთ და თანხაც გამოიყო მემორიალის დასადგმელად. მალე სკვერისა და მემორიალის მოსაწესრიგებლად კონკურსი გამოცხადდება. ამ გმირებისთვის, რომელთა სიცოცხლის ფასადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემადგენლობაში ვცხოვრობთ, პატივის მიგება მნიშვნელოვანია. ცხადია, ისტორია არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არც ქალაქის ურბანიზაციას უნდა შევუშალოთ ხელი“, - ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. რა მოგება ნახა ამ ინვესტიციით სახელმწიფომ და რა აუცილებლობის გამო გაასხვისა ხელისუფლებამ სკვერი? - ამ კითხვით აჭარის მთავრობას მივმართეთ. მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის უფროსის, მირიან ლებანიძის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხი ეკონომიკის მინისტრმა უნდა გასცეს. `ამ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო არის სამინისტრო“, - თქვა მირიან ლებანიძემ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სულხან ჯორთმენაძის აზრით, სახელმწიფოს მოგება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. კითხვაზე, რატომ გაიყიდა მიწა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად და ურბანული თვალსაზრისით რამდენად რეკომენდებულია 40-სართულიანი მრავალფუნქიური სახლის აგება სკვერში? - მინისტრის მოადგილე ამბობს: „ურბანულ იერ-სახეზე მე ვერაფერს გეტყვით, არქიტექტურას უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, მართალია, ხელშეკრულებაში თანხის ოდენობა არ წერია, მაგრამ შენობის სიმაღლე მიანიშნებს, რომ მსხვილი ინვესტიცია ჩაიდება“. ბათუმის არქიტექტურის სამსახური ძველ ბათუმში მაღლივი სახლების მშენებლობას იმ მოტივით ზღუდავს, რომ ის უბნის არქიტექტურას არ შეესაბამება. სწორედ ამის გამო გასული წლის ივლისში მერიამ გმირთა სკვერის მიმდებარედ არსებული 12-სართულიანი 5 მაღლივი კორპუსის დანგრევაზე განაცხადა. მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ძველი ბათუმისთვის მაღლივი კორპუსები მიუღებელია. `ეს თორმეტსართულიანი სახლები ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს~, _ ამბობდა მერიის პრივატიზაციისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი, გოგა ლომაძე. კორპუსებში 240 ოჯახი ცხოვრობს. ისინი მერიის ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ. გოგა ლომაძე ამბობდა, რომ „შენობების დანგრევის შემთხვევაში ამ ოჯახებს ალტერნატიული ფართობი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე სახლებში მიეცემათ.“ შვიდი თვის შემდეგ, მერიის პრივატიზაციისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი „ბათუმელებთან“ 12-სართულიანი კორპუსების დაშლის გადაწყვეტილებას ისევ ადასტურებს: `საკითხი განხილვის პროცესშია და, სავარაუდოდ, მოხდება სახლების ლიკვიდაცია“. როგორი იქნება ქალაქის ურბანული იერ-სახე 12-სართულიანი კორპუსების დანგრევის და იქვე 40-სართულიანი სახლის აგების შემდეგ? ამ კითხვაზე ქალაქის არქიტექტურის სამსახურში პასუხი არ აქვთ: „ამაზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა პროექტი შემოვა. ვერც იმას გეტყვით, როგორ განვითარდება ამ სკვერის ურბანული მხარე“. რაც შეეხება კომპანიას, შპს „სისთემ ინშაათს“, რომელსაც აჭარის მთავრობამ 40-სართულიანი სახლის მშენებლობის უფლება მისცა, სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 19 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი მფლობელი, თურქი ეროვნების ბიზნესმენი ბურაქ ბაშლილარია, სხვა პარტნიორები, რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, მას არ ჰყავს, იგი შპს-ს 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. ამ კომპანიას, რომელმაც საქართველოში რეგისტრაცია 19 დეკემბერს გაიარა, აჭარის მთავრობამ, ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, რეგისტრაციიდან 12 დღეში მიწები სხვაგანაც მიყიდა, მაგალითად, 2 741 401 ლარის ღირებულების მიწა მწვანე კონცხზე (2467.00 კვ/მ) 1 ლარად გადასცა. იმავე დღეს, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, ინვესტორმა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, 1 444 300 ლარად, იყიდა 14 443.00 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ქალაქის ზღვისპირა ზოლში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 12 971.00 კვ/მეტრ მიწაში კი 1 297 100 ლარი გადაიხადა. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა შეძენილ მიწებზე სასტუმროები უნდა ააშენოს. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...