Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. </p>/get_img?ImageId=6251 ნათია იმნაძე, გიორგი ტუღუში, თამარ ჩუგოშვილი სახალხო დამცველის ოფისის შეფასებით, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ”ისეთი არაადამიანური რეჟიმია, რომ იქ ადამიანის ხანგრძლივი გაჩერება შეიძლება წამების ტოლფასიც კი გახდეს.”აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იმნაძემ დღეს ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,” ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” ”ემპათია,” საქართველოს სახალხო დამცველი და ა.შ.მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე ”არასათანადო მოპყრობა - ძირითადი პრობლემები საქართველოში”. სახალხო დამცველის ოფისმა და საია-მ საზოგადოებას გააცნეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში 2011 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რაც ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობას. 2011 წლის სრულ ანგარიშს საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნებს. მრგავლი მაგიდა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, რა დროსაც დამსწრეთა დისკუსიის შედეგად გაირკვა, რომ კვლავ აქტუალური პრობლემაა ქართული ციხეების ნაწილში არასათანადო მოპყრობა, არაეფექტური გამოძიება და დეტალური სტატისტიკური ინფორმაციის არახელმისაწვდომობა. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იმნაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2011 წლის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს ციხეებში და ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას ასახავდა. ”გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისეთი არაადამიანური რეჟიმია, რომ იქ ადამიანის ხანგრძლივი გაჩერება შეიძლება წამების ტოლფასიც კი გახდეს,”- განაცხადა ნათია იმნაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიმართ პატიმრების საჩივრების ყველაზე ნაკლები რაოდენობა შედის, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ იქ პრობლემა არ არსებობს. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის შეფასებით, საჩივრების ნაკლები რაოდენობა სწორედ ციხეში არსებული რეჟიმით არის გამოწვეული და პატიმრებს საკუთარი პრეტენზიების წერილობით გადმოცემის ეშინიათ. ნათია იმნაძის თქმით, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები საკნებში ჩურჩულებენ და ჩვეულებრივ ხმაზე საუბარს ერიდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ საკანს კოლექტიურად სჯიან. გარდა ამისა, მსჯავრდებულები სასეირნოდ გასვლისგან თავს იკავებენ, რადგან საკნიდან გასვლისას განსხვავებული მოძრაობის გაკეთების შემთხვევაშიც კი ისჯებიან. ომბუდსმენის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თქმით, ზაფხულში, როცა საკნებშიც კი სიცხე 40 გრადუსს აღწევს, პატიმრებს უფლება არა აქვთ, წელს ზევით გაიხადონ. დასჯის მეთოდად კი ფიზიკური ანგარიშსწორება და საკარანტინე ოთახში ჩაყვანა იგულისხმება, სადაც პატიმრებს ბეტონის იატაკზე უწევთ ღამეების გათენება. გარდა ამისა, ჩვეულებრივ საკნებშიც კი დღის განმავლობაში მათ წამოწოლის უფლებაც არა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საკნებში მსჯავრდებულებს რადიო აქვთ, ომბუდსმენის წარმომადგენლის თქმით, მას მხოლოდ დაბალ ხმაზე უსმენენ. ნათია იმნაძე ამბობს, რომ ერთხელ ომბუდსმენის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთ საკანში რადიოს ხმა აუწიეს, რასაც მსჯავრდებულების პანიკური რეაქცია მოჰყვა, მათ დასჯის შეეშინდათ. ნათია იმნაძის თქმით, აღნიშნული პრობლემები გლდანის ციხეში სისტემურ ხასიათს წარმოადგენდა 2011 წელს, თუმცა, იმედი აქვს, რომ სიტუაცია 2012 წელს შეიცვლება. მისი თქმით, 2011 წლის ბოლოს მთლიანად შეიცვალა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობა. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, გლდანის №18 სამკურანლო დაწესებულებაში მსჯავრდებულები გადაყვანას ეწინააღმდეგებიან და საკანში დარჩენას და ადგილობრივი რესურსის ფარგლებში მკურნალობას ამჯობინებენ. ამის მიზეზი კი პატიმრების ცემა და მათდამი არასათანადო მოპყრობაა. მსგავსი ფაქტი მოხდა გასული წლის ნოემბერშიც. საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, მსჯავრდბული კახაბერ ბარათაშვილი სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლებმა იმიტომ სცემეს, რომ თირკმლის ტკივილის გამო ექიმის გამოძახება ითხოვა. აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა 2011 წლის დეკემბერში. ”გლდანის ციხესა და სამკურანლო დაწესებულებაში სისხლის მდინარეები არ ჩქეფს, მაგრამ იქ დიდი პრობლემებია. წარმოუდგენელია, სამკურნალო დაწესებულებაში ცემდნენ ადამიანს, ასეთი რამ არსად გამიგია,” - განაცხადა საქართველს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ პროკურატურის მხრიდან არ ხდება მსგავსი ფატქების სათანადო გამოძიება. ძიირთადად კი, პატიმრის ცემის შემთხვევაში, გამოძიება იწყება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ წამების მუხლით გამოძიება არ იწყება. გარდა ამისა, დაწყებული გამოძიებების შედეგი არ ჩანს, რაც ომბუდსმენის აზრით, დაუსჯელობის შეგრძნების რისკს ზრდის, შედეგად კი მსჯავდებულებიც თავს იკავებენ ზეწოლის და ცემის ახალი ფაქტების გახმაურებისგან. გიორგი ტუღუშის შეფასებით, ბოლო წლებში შედარებით გამოსწორდა სიტუაცია ქსნის კოლონიაში და მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს სისტემური ხასიათი არ აქვს, თუმცა იქაც ხდება ცალკეული შემთხვევევბი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მიმართ პატიმრობის კოდექსის თითქმის ყველა მუხლი ირღვევა. როგორც მოსიაშვილი ამბობს, მან ვერ მიაღწია იმას, რომ მსჯავრდებულებს კანონის შესაბამისად შხაპის მიღების საშუალება მიეცეთ და ისინი დიდი ხნის მანძილზე ვერ სარგებლობენ შხაპით. გაგი მოსიაშვილის თქმით, ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ზაზა მამულაშვილმა ადმინისტრაციისგან შხაპის მიღების უფლება ითხოვა, საიდანაც მას უპასუხეს, ”სტრასბურგმა დაგბანოს”. ადვოკატის ინფორმაციით, ზაზა მამულაშვილს სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვს გაგზავნილი და სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა მის გამოტანას აიძულებს. სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე გაგი მოსიაშვილს შეეკამათა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში შხაპის აკრძალვა სისტემურ ხასიათს არ წარმოადგენს, თუმცა დასჯის ერთ-ერთ მეთოდად ნამდვილად გამოიყენება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემპათიას” წარმომადგენლის, მაკა ჯიშკარიანის ცნობით კი, სასჯელაღსრულების სისტემაში დიდ პრობლემას წარმოადგენს არასათანადო ექსპერტიზა, რაც შემდგომ გამოძიებას უშლის ხელს და თითქმის შეუძლებელია გარკვევა, თუ სად მოხდა პატიმარზე ფიზიკური ზეწოლა. სახალხო დამცველის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, სასჯელაღსურლების სისტემაში არსებობს ”რაღაცის შეცვლის” სურვილი და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ომბუდსმენის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს ყველა ყურადღებით ელოდება. გიორგი ტუღუშის განცხადებით, ამ ანგარიშებს თუნდაც ორი წლის წინ ”ფეხი ფეხზე გადადებული ელოდნენ.” 2011 წლის შესახებ სრული ანგარიში 2012 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. Бывший кандидат в президенты России Григорий Явлинский в интервью газете El País утверждает, что «еще рано» начинать диалог с Кремлем. «Нельзя продолжать жить так, как мы живем сейчас, но также недопустимо повторения того, что произошло в Египте на площади Тахрир. И то и другое здесь не годится», заявляет он.
  3. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59936.jpgეროვნულ-დემოკრატები წინასაარჩევნოდ, ე.წ. მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობენ. პარტიის წევრები ემიჯნებიან, როგორც მმართველ ძალებს, აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შექმნილ კოალიციას. განცხადება ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ საიუბილეო სხდომაზე გააკეთა. პარტიას დღეს 95 წელი შეუსრულდა. `სახიფათო ორი პოლუსი აშკარაა, ერთ მხარეს დგას ხელისუფლება ყველა სფეროში თავისი უზარმაზარი სახელისუფლო ბერკეტებით, მეორე მხარეს კი წარმოდგენილია მილიარდებით აღჭურვილი მისივე ერთგვარი ანარეკლი, სადაც პოლიტიკას ვაჭრობად აღიქვამენ და სადაც პოლიტიკური პარტიები მხოლოდ გარეგანი კოსმეტიკისთვის სჭირდებათ. მეორე პოლუსის შემადგენილი ნაწილია ის პოლიტიკური ჯგუფებიც, რომელთა მიზანია მესამე ცენტრად მოგვევლინონ, რეალურად კი ისინი მეხუთე კოლონის მისიას ასრულებენ. ეს არის ცრუ პოლიტკური ალტერნატივა, ძალაუფლების მოპოვების გაცხოველებული სურვილი და ოცნებების ოლიგარქია. ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ გზას, რომელსაც გია ჭანტურია მესამე გზას უწოდებდა. ეს არის რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ჩიხში არასოდეს მოვხვდებით,`- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ. View the full article
  4. Организаторы митингов за честные выборы передали в Кремль список людей, осужденных по политическим статьям. Среди кандидатов в политзаключенные оказались Михаил Ходорковский, Сергей Аракчеев и участники беспорядков на Манежной площади. Оппозиционеры ожидают реакции от президента Медведева не позднее 26 февраля. lenta.ru
  5. «Все указывает на то, что Доха стала политической столицей арабского мира. Катарская дипломатия сегодня является локомотивом арабской политики и, по всей видимости, останется им и дальше», - считает арабский аналитик. Катар не скрывает симпатии к лидерам уже год бушующих мятежей «арабской весны» и ведет активную дипломатию на Ближнем Востоке, в Африке и Азии.
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/preview.php_.jpegთელავში, ერეკლე II-ს გამზირზე მდებარე სილამაზის სალონში გაზის გამათბობელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. „სილამაზის სალონში „შარმი“ აფეთქება დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. აფეთქების დროს დაშავდა სალონის სამი თანამშრომელი ქალბატონი და სამი ბავშვი, რომლებიც სალონის გარეთ თამაშობდნენ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის სახანძრო – სამაშველო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ქურციკაშვილმა. „დაზარალებულებს დამწვრობა ხელის და სახის არეში აქვთ მიღებული. ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადას ისინი თბილისში გადაჰყავს,“ – აღნიშნა თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე საჩიშვილმა. იხილეთ epn.ge
  7. Несмотря на сибирские морозы, 78 000 мест на стадионе «Лужники» были распроданы всего за один день. Как пишут российские газеты, люди толпились на улице еще до открытия касс, причем некоторые очереди достигали 300 метров в длину. Тем временем во Франции газеты только и пишут что о холодах. Слабаки…
  8. Бездомный мужчина потерял свой велосипед в Москве-реке во вторник и таким образом, не желая того, внес свой вклад в один из самых жарких политических споров в российской столице. Споры об автомобильных пробках в Москве идут годами и водители все больше негодуют.
  9. Российские ученые после более 30 лет бурения проникли в подледниковое озеро Восток в Антарктиде.
  10. В прессе идут обсуждения взломов электронных ящиков и обнародование частных переписок разного уровня. Так стало известно, кому и сколько платит пропутинская организация за восхваление Кремля и очернение его противников, каковы личные данные владельцев банковских счетов в Британии, что узнал журналист Times, проникнув в почту известного персонажа и что содержится во взломанной почте советника Башара Асада.
  11. </p>/get_img?ImageId=6248 “არჩევნებამდე ჩვენ არ ვაპირებთ ქუჩის აქციების დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივიდეთ, ხოლო არჩევნებში დიდი გაყალბების შემთხვევაში გამოვალთ ქუჩაში. 5–პროცენტიან გაყალბებას ჩვენ გადავიტანთ, რაც რეალურად შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების 30–პროცენტიანი გაყალბება მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და კანონიერი გზებით მოვახერხებთ ჩვენი ხმების დაცვას,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 8 თებერვალს, “ქართული ოცნების” ოფისში პრესსპიკერის წარდგენისას. რაც შეეხება შეკითხვას, თუ როდის შეიქმნება მისი პარტია "ქართული ოცნება", ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში იგეგმება. მისივე თქმით, ერთ კვირაში წარდგება საინიციატივო ჯგუფიც, თუმცა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავი შეიკავა იმ პოლიტიკოსების ვინაობის დასახელებისაგან, ვინც პარტიის საინიციატივო ჯგუფში იქნებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. Редактор британской Times принес свои извинения судье Высокого суда, вынесшему решение в пользу газеты, которая не сообщила о том, что один из ее репортеров незаконно взломал почтовый ящик блогера-полицейского и лауреата литературной премии.
  13. Президент ФРГ Кристиан Вульф хотел скрыть, что кинопродюсер Давид Грёневольд оплачивал его счета за отели. От сотрудников одной из гостиниц требовали не раскрывать эти данные журналистам. Оппозиция заинтересовалась тем, сколько денег власти выделили на проекты Грёневольда благодаря его дружбе с Вульфом. lenta.ru
  14. </p>/get_img?ImageId=6249 დღეს, 8 თებერვალს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს – ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ განაცხდა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას– „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა მოგელაძემ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59935.jpgლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დამსჯელი ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებაში ადანაშაულებს. პაატა ჯიბლაძის თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლებას 1,243,000,000 ლარი გადაურიცხა, რისი საშუალებითაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლიცია შეიქმნა. `ორშაბათის ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა სააკაშვილ-მერაბიშვილის დამსჯელი ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება, რომელმაც შემდეგ თავის მოსახლეობას სასაკლაო მოუწყო, შექმნა პოლიტიკური პოლიცია და მრავალი უდანაშაულო ადამიანი სრულიად უკანონოდ ციხეებში გამოამწყვდია,` - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ. პარტია ბიზნესმენს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ხელისუფლებისთვის გადარიცხული თანხის დეტალური ანგარიში. View the full article
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/kontrolis_palata-300x262.jpgსაქართველოს კონტროლის პალატა არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალ ინიციატივას” ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა. დღესვე, საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.control.ge) გამოქვეყნდება პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციები. იხილეთ epn.ge
  17. Учебно-боевой самолет F-7PG (китайская версия советского истребителя МиГ-21), принадлежащий ВВС Пакистана, 8 февраля потерпел крушение в провинции Белуджистан на западе страны. В результате крушения пилот, совершавший плановый учебно-тренировочный полет, погиб. О жертвах и разрушениях на земле ничего не сообщается. lenta.ru
  18. /get_img?ImageId=5209 კოლხური შადრევანი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. "ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს ეს ადგილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დაათვალიერა. ქუთაისს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი ექნება," - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ. ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა: საძირკველი ჩეყარა ე.წ. "კოლხურ შადრევანს", რომელიც დავით აღმშენებლის ძეგლის ადგილზე შენდება (ძეგლი სადგურის მოედანზე იქნა გადატანილი), დამონტაჟდა რკინა-ბეტონის 30 კონსტრუქცია, რომლებზეც კოლხური ქანდაკებები დამონტაჟდება. შადრევნის ირგვლივ, ცენტრალური მოედნის სავალ ნაწილზე, ფერადი ქვაფენილი იგება და მონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონი ლარია, გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწო და 2 მაისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების იერსახის მოწერსიგება. დღესვე დავით ბაქრაძემ დაათვალიერა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მესხიშვილის თეატრში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ქუთაისში ჩავიდა და გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხნობს ჩუქურთმებიანი ფასადის აღდგენას, ეკლარის პერანგის დასუფთავებას და საძირკველის გამაგრებით სამუშოებს. პირველი ეტაპისთვის 320 ათასი ლარია გათვალისწინებული. მეორე ეტაპი შიდა სამუშოებს მოიცავს: დაგეგმილია იარუსების, პარტერისა და ჰოლის სრულად აღდგენა, ჭერის მოხატვა და სკამების გამოცვლა. მესამე და ძირითადი ეტაპი კი უშუალოდ სცენის მოწყობას ითვალისწინებს: თეატრში დამონტაჟდება თანამედროვე აპარატურა და განათება-გახმოვანების სისტემები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქუთაისში დავით აღმშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. დღის პირველ ნახევარში ის გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრო და პატივი მიაგო დავით აღმაშენებლის საფლავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნატურალური თაფლის ექსპორტი 2011 წელს 2010 წელთან შედარებით 52,1 პროცენტით გაიზარდა და 61 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 3,8 ტონით მეტი ნატურალური თაფლის ექსპორტი განხორციელდა და მთლიანობაში 8.8 ტონა შეადგინა. იხილეთ epn.ge
  20. В Японии отметили «День северных территорий» очередной акцией протеста. В том числе митинги прошли и у здания, где выступал японский премьер. Позицию главы правительства народ посчитал слишком мягкой.
  21. 44 წლის ვასილ ყურაული ციხეში მოხვედრიდან მალევე დაავადდა და დაახლოებით 10 თვეში გარდაიცვალა. მისი ნათესავები მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულს სათანადოდ არ უმკურნალეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ადვოკატ მაგული გოგოლაძის ცნობით, ვასილ ყურაული 2012 წლის 22 იანვარს გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, მისი დიაგნოზი იყო ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი - ტვინის გარსისა და ქსოვილის ანთება. გორის რაიონულმა სასამართლომ ქურდობაში ბრალდებულ ვასილ ყურაულს, საპროცესო შეთანხმების შედეგად, 2011 წლის მარტში სასჯელად 3-წლიანი პატიმრობა დააკისრა. ის სასჯელს ქსნის №15 დაწესებულებაში იხდიდა. ხელმოკლეობის გამო, გასამართლების მომენტში ვასილ ყურაულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავდა. 2011 წლის ივნისის მიწურულს კი, ნათესავების თხოვნით, მისი უფლებების დაცვა ადვოკატმა მაგული გოგოლაძემ დაიწყო. ნათესავების თქმით, ვასილ ყურაული ციხეში შესვლისას აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მძიმე დავადება გადატანილი არ ჰქონდა. „მამამისმა 12 იანვარს ნახა ბოლოს, ავადმყოფობისგან იყო დაგრეხილი. 13-ში შეიყვანეს რეანიმაციაში, 22-ში გარდაიცვალა. ჩვენ არ ვიცით, რის გამო გარდაიცვალა. გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა მენინგიტი. საიდან დაემართა? პაპიროსს არ ეწეოდა არასდროს. ალბათ, კარგად არ უმკურნალეს. ჯანმრთელი კაცი იყო და ეს როგორ უნდა მოსვლოდა?”- უთხრა „ბათუმელებს” ვასილ ყურაულის დეიდამ ბედისა ხუციშვილმა. მისი თქმით, ვასილ ყურაულს მოხუცი დედ-მამა დარჩა. დედის სამკურნალოდ, რომელმაც მხედველობა დაახლოებით 10 წლის წინ დაკარგა, ვასილ ყურაულმა დაპატიმრებამდე 2 ნაკვეთი გაყიდა, თუმცა, მოხუცს ოპერაციამ არ უშველა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალიც ვასილი იყო. ბედისა ხუციშვილს მიაჩნია, რომ სპილენძის ქვაბის ქურდობისთვის მისი დისშვილისთვის 3-წლიანი სასჯელი არ უნდა დაეკისრებინათ და მოსამართლეს მისი ოჯახური მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა. ვასილ ყურაულის ადვოკატის, მაგული გოგოლაძის თქმით, მან 2011 წლის 1 ივლისს პატიმრის შეწყალების თხოვნით განცხადება შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რადგან ვასილ ყურაულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოხდილი კანონით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილი. მაგული გოგოლაძე ამბობს, რომ ციხეში მოხვედრის შემდეგ ვასილ ყურაულს ვენების ვარიკოზული დაავადება აწუხებდა, რის გამოც მუხლები ტკიოდა. შემოდგომაზე, ქსნის №15 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, ადვოკატმა მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დავით ჭაკუას. დეპარტამენტის მთავარმა ექიმმა მეთვალყურეობა გაუწია, შემოწმდა და დაენიშნა მკურნალობა. მაგული გოგოლაძის თქმით, ვასილ ყურაულს მკურნალობის ყველა ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა და მისთვის გაუგებარია ოჯახის ეჭვები არასათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, 2011 წლის დეკემბრის ბოლოს ვასილ ყურაულს თავის ტკივილები და თავბრუსხვევები დაეწყო. „ქსანში ვერ დაუსვეს დიაგნოზი, შემდეგ დავწერე განცხადება და გადაიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში (გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება). იქ ჩაუტარდა გამოკვლევები, მოწვეული იყო აკადემიკოსი თოდუა და დაუდგინდა მენინგოენცოფალიტი - ტვინის ტუბერკულოზური ანთება. ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა. სამედიცინო ბარათი გამოთხოვილი მაქვს, სადაც აღწერილია ყველაფერი, თუ რა მკურნალობა ჩაუტარდა,” - უთხრა „ნეტგაზეთს” მაგული გოგოლაძემ. სამედიცინო ინტერნეტენციკლოპედიის ინფორმაციით, ტუბერკულოზური მენინგიტი მენინგოენცეფალიტის მძიმე ფორმას განეკუთვნება და შემთხვევათა ნახევარში ვითარდება აქტიური ტუბერკულოზური პროცესის ფონზე. ავადმყოფობა შესაძლოა განვითარდეს სხეულის გადაცივებისა და სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გართულების შედეგადაც. ტუბერკულოზური მენინგიტი, ძირითადად, ვითარდება ნელა, ვლინდება თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ უერთდება ღებინება. დაავადების მეორე კვირის ბოლოს წარმოიქმნება მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევები და გონების დაბინდვა. დროულად დაწყებული მკურნალობის დროს, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის მანძილზე, ავადმყოფის პროგნოზი კეთილსაიმედოა და როგორც წესი ხდება სრული გამოჯანმრთელება. დაგვიანებული დიაგნოსტიკის დროს, განსაკუთრებით გონების დაბინდვის შემდეგ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია.. ვასილ ყურაულის მდომარეობა 13 იანვრიდან გაუარესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ადვოკატმა 20 იანვარს მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად. გოგოლაძის თქმით, მას ეს დასკვნა იმისთვის ჭირდებოდა, რომ შემდგომ მოეთხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადება, ან გაუქმება. ექსპერტიზა 2012 წლის 23 იანვარს იყო დანიშნული, თუმცა, ყურაული 22 იანვარს გარდაიცვალა. როგორც მაგული გოგოლაძე ამტკიცებს, ვასილ ყურაულს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ ციხეში ვინმე მასზე ზეწოლას ახდენდა, ან ძალადობდა. „ერთადერთი, მუხლზე ჰქონდა სიშავე და ისიც იმ დროს მოსვლია, როცა თავბრუსხვევა ჰქონდა და დაცემულა,” - ამბობს გარდაცვლილი მსჯავრდებულის ადვოკატი. მაგული გოგოლაძის თქმით, ვასილ ყურაულის ოჯახთან, მისი გარდაცვალების შემდეგ, კონტაქტი არ ჰქონია. გარდაცვალების შემდგომი ექსპერტიზის პასუხი ამ დროისათვის ოჯახისთვისაც უცნობია. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში „ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნული პატიმრის გარდაცვალების საქმის კურსში არიან. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ერემაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისი პატიმართა გარდაცვალების ყველა ფაქტს მხოლოდ დოკუმენტებზე დაყრდნობით აფასებს. შესაბმისად, ყურაულის გარდაცვალებაზე ომბუდსმენის მოსაზრება გარდაცვლილის ექსპერტიზის პასუხის შესწავლის შემდეგ იქნება ცნობილი. რაც შეეხება „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს,” ”ნეტაგზეთმა” კითხვები უწყების პრესსამსახურს მოთხოვნის შესაბამისად ელ. ფოსტით გადაუგზავნა, თუმცაპასუხი არ მიგვიღია. საქართველოს სახალხო დამცველმა 2011 წლის პირველ ნახევრის ანგარიში გასული წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა, სრული ანგარიში კი 2012 წლის მარტში იქნება მზად. ომბუდსმენის ინფორმაციით, 2011 წლის პირველ ნახევარში, 2010 წლისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა მომაკვდინებელ პატიმართა გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქალაქო საავადმყოფოებში და, შესაბამისად, ყველა გარდაცვლილი პატიმარი სრულყოფილად აღერიცხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ. სახალხო დამცველის მონაცემით, 2011 წლის პირველ ნახევარში 77 პატიმარია გარდაცვლილი. გარდაცვალების ერთ–ერთ უმთავრეს მიზეზად სახელდება ტუბერკულოზი და ინფექციური დაავადებები. არის შემთხვევები, როდესაც მძიმედ დაავადებული პაციენტები არ გადაჰყავდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაბამის სამკურნალო დაწესებულებებში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. В узбекском городе Чирчик милиции удалось не допустить крупной межэтнической драки, в которой планировали участвовать до 200 человек - узбеков и казахов. Поводом для конфликта стала оскорбительная песня, которую неизвестные распространили в интернете. Авторы композиции уже установлены. lenta.ru
  23. В Одинцовском районе Подмосковья начали собирать подписи в поддержку законопроекта "Об инновационном муниципальном образовании". Сбор подписей было решено начать после публикации статьи Владимира Путина, в которой тот предложил рассматривать в Госдуме все законопроекты, получившие поддержку 100 тысяч россиян. lenta.ru
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/phpThumb_generated_thumbnailjpg.jpegსასტუმრო „ამბასადორში” კლიმატის ცვლილების 0,5 მილიონიანი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ესწრებოდა. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, მთელი სამყაროსთვის მომავალში კლიმატის ცვლილება იქნება თემა, რომლისთვისაც ძალიან დიდი ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული. „ჩვენ ძალიან ღირსეულად გავაკეთეთ პირველი დამეორე ეროვნული შეტყობინება. ახლა დავიწყეთ მესამე ეროვნულ შეტყობინებაზე მუშაობა. ეს არის ქვეყნის მზადყოფნა, რომ მან მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდოს კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოსაფხვრელად,” – განაცხადა გოგა ხაჩიძემ. კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 500,000 აშშ დოლარია. პროგრამა ხელს შეუწყობს მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდოს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შედეგების აღმოსაფხვრელად. „გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კლიმატის ცვლილების მიმართულებით. დღეს ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ მესამე ეროვნულ შეტყობინებას. ეს არის საქართველოს მთავრობის სამართლებრივი ვალდებულება. დღევანდელ შეხვედრას აქვს განსაკუღებული მნიშვნელობა, რადგან ყველა დაინტერესებულ მზარეს აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გზები. ასევე, მას აქვს დიდი მნიშვნელობა ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გასაძლიერებლად,” – აღნიშნა საქართველოში გაეროს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სოფო ქემხაძემ. სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის, სხვადასხვა სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გაუმჯობესების და მისი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით სამომავლო გეგმები განიხილეს. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...