planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Рассмотрение вопроса в латышской и русской прессе радикально отличается. Этот факт показывает главную проблему – и через 20 лет независимости наше государство по-прежнему разделено на латышскоговорящую и русскоговорящую общины. Большая часть т.н. русскоязычной общины прибыла в Латвию под влиянием миграции во времена советской оккупации Латвии. Во время оккупации латыши учили русский язык, а не наоборот.
-
თურქეთის აღმოსავლეთ პროვნცია ვანში მდებარე ამავე სახელწოდების ქალაქში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/brand1.gifარასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა–ახალი ინიციატივის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა დღეს, დაფინანსების წყაროები დაასახელა. მისი თქმით, დამფინანსებლების ვინაობის გამოაშკარავება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. „ჩვენი დამფინანსებლები არიან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროპული დემოკრატიის განვითარების ასოციაცია, ნატოს სათაო ოფისი. საერთაშორისო რესპუბლიკელების ინსტიტუტიდან ვიღებთ 40 ათასს ლარამდე დაფინანებას, ევროპული პარტიანობის დემოკრატიის ორგანიზაციიდან 25 ათასს ლარამდე, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან დაახლოებით 30 ათასს ლარს, ხოლო გასულ წელს ნატოს სათაო ოფისიდან, ოთხიათას ევრომდე დაფინანსება ჩამოირიცხა“,– განაცხადა დევდარიანმა. მისი თქმით, აღნიშნული თანხები სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატა არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალ ინიციატივას” ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
</p>/get_img?ImageId=6254 უამინდობისა და თოვლის გამო ქალაქში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის დასუფთავების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტის, სოციალური მომსახურების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსებს შეხვდა. სამსახურების უფროსებმა მერისგან სხვადასხვა დავალებები და მითითებები მიიღეს. გიგი უგულავას ინიციატივით, ყველა იმ ადამიანს, ვინც უამინდობის გამო ტრავმული დაზიანება მიიღო და დაზღვეული არ არის, მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია აუნაზღაურებს. საჭირო თანხებს თბილისის მერი საკუთარი ფონდიდან გაიღებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
/get_img?ImageId=6256 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში ქალაქ ლაზიკაში ასაშენებელი იუსტიციის სახლის პროექტის ფოტო გამოჩნდა. ლაზიკას აშენებასთან დაკავშირებული საპროექტო გეგმისა ან აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. თუმცა ეს არ არის ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც ახალი ქალაქის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ მანამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას მიმართა, თუმცა აღნიშნულ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მათთან ლაზიკას მშენებლობის შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 იანვარს, მარტვილში ახალი საავადმყოფოს გახსნისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლაზიკას მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყებოდა. ”რამდენიმე დღეში ლაზიკასათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შევა მძიმე ტექნიკა და დაიწყება ჭაობების დაშრობა,”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Польский суд удовлетворил запрос Генпрокуратуры РФ об экстрадиции бывшего первого заместителя прокурора Московской области Александра Игнатенко. Временный арест фигуранта дела о покровительстве подпольным казино продлен еще на четыре месяца. Окончательное решение остается за министром юстиции Польши. lenta.ru
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისმა ბოლოდორინდელმა ვიზიტმა ვაშინგტონში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები „ახალ საფეხურზე“ გადაიყვანა. ამერიკელი ჩინოვნიკები თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე გაცილებით თავშეკავებულნი ჩანდნენ, რაც აჩენს კითხვას: მაინც კონკრეტულად რა განიხილეს ვაშინგტონში. ამ ორ ქვეყანას შორის თავდაცვით სფეროში თანამშრომლობა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის გამო, საკმაოდ მწვავე საკითხად რჩება. მას შემდეგ აშშ-ს საქართველოსთვის შეიარაღება არ მიუწოდებია, თუმცა დამატებით ეხმარებოდა სამხედრო მომზადების სფეროში. საქართველოს ხელისუფლება ჩიოდა „ფაქტობრივი ემბარგოს“ გამო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღების საკითხი ვაშინგტონში შეხვედრების მთავარ თემად აქცია. 1 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან მოლაპარაკებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა იმედიანად განაცხადა, რომ ადგილი აქვს გარკვეულ წინსვლას ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში. „მე მოვისმინე ყველაფერი, რისი მოსმენაც მსურდა“, – აღნიშნა მან, „ჩვენ ცარიელი ხელებით აღარ ვბრუნდებით , ჩვენ იმდენი ახალი ამბავი მიგვაქვს, რომ ეს უბრალოდ სენსაციაა“. ვაშინგტონში მისი მრავალრიცხოვანი საჯარო გამოსვლების დროს, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების განვითარების ვექტორის შეფასებისას, სააკაშვილმა არაერთხელ გამოიყენა ფრაზა „ახალი საფეხური“. როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების პრეს-რელიზში იყო აღნიშნული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის და მისი ამერიკელი კოლეგის ლეონ პანეტას შემდგომი შეხვედრის დროს ბრიუსელში „ამერიკულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გააფართოვოს მიმდინარე დახმარების მოცულობა საქართველოს თავდაცვითუნარიანობის გაზრდის მიზნით, რაც გულისხმობს თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადაყვანას“. „ამიერიდან, ამერიკული მხარე თავის ძალისხმევის კონცენტრაციას მოახდენს არამხოლოდ ქართველი სამხედროების მომზადებაზე სამშვიდობო ოპოერაციებისთვის, არამედ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და გაზრდაზე“, – ხაზგასმული იყო დოკუმენტში. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები გაცილებით თავშეკავებული იყო. ისინი სერიოზულ აქცენტს არა თავდაცვის, არამედ დემოკრატიზაციის საკითხებზე აკეთებდნენ. მაგალითად, ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტთან თავისი შეხვედრის შედეგებზე განაცხადა: „ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ ორმხრივი კონსულტაციების მიმართულებით განათლების, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე“. განცხადებების ინტერპრეტირებას ადგილი ჰქონდა ასევე მიხეილ სააკაშვილის და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ. ამერიკული სახელმწიფოს ხელმძღვანელმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახსენა იმ „ასპექტების ფართო წრის“ კონტექსტში, რომელშიც „ჩვენ ვთანამშრომლობთ“. სააკაშვილმა კი ყურადღება სამხედრო შემადგენელზე გაამახვილა. „ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვების, ასევე თავდაცვის სფეროში საქართველოს პოტენციალის და ჩვენი პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გამო. ეს რა თქმა უნდა ჩემი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“. 2 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ვიქტორია ნულანდს თავდაცვითი თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე“ შეკითხვა დაუსვეს. „შეერთებული შტატები და საქართველო შეთანხმდნენ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს თანამშრომლობა ეფუძნება უკვე მოქმედ წარმატებულ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რეფორმირების პროცესში, და რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან, მათ შორის საქართველოს ბევრ მეზობელთან, ასევე თავდაცვითი სფეროს მოდერნიზაციის საქმეში ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის განმტკიცების მიზნით“, – უპასუხა მან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამ საკითხის დეტალურ განმარტებაზე EurasiaNet.org-ს უარი უთხრა. კომენტარზე თხოვნას არ გამოეხმაურა არც საქართველოს საელჩო ვაშინგტონში. აშშ-ს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ამერიკულ-ქართული კავშირები არ შერყეულა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რამაც სინამდვილეში, ჩაუყარა კიდეც საფუძველი თავდაცვითი თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე“ გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მისი დეტალები ჯერ-ჯერობით არცთუ ცხადია. „არსებობს განცდა, რომ ადმინისტრაციას თავდაცვით საკითხებზე წარსულთან შედარებით ახალი შეხედულება ჩამოუყალიბდა“, – განაცხადა ჩინოვნიკმა. როდესაც 2009 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო, „ისინი, როგორც ჩანს საქართველოს პრობლემების წყაროდ მიიჩნევდნენ, ფიქრობდნენ, რომ მთელი ეს აურზაური რუსეთთან საქართველოს პროვოცირებული იყო და ჩვენც ჩაგვითრია“, ამბობს ის. მაგრამ ოვალურ კაბინეტში დაპატიჟებამ, სადაც ბარაკ ობამამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე ისაუბრა, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში დათბობაა. ხოლო საქართველოსთან თანამშრომლობამ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ამ რესპუბლიკას ამერიკული ადმინისტრაციის თვალში დამატებითი ქულები შესძინა, დასძინა მან. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი, როგორც ჩანს, აზვიადებდა, როდესაც საუბრობდა თავდაცვის სფეროში ურთიერთობების „ახალ საფეხურზე“ გადასვლის შესახებ. „მას უყვარს პოზიტიური მომენტების ხაზგასმა, რაღაც უმნიშვნელო საკითხის იმაზე დამაჯერებლად წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია. მაგრამ ეს არის ის, რასაც სახელმწიფო მოხელე აკეთებს ხოლმე“, – აღნიშნავს ჩინოვნიკი. „მას ჰყავს საკუთარი აუდიტორია თავის ქვეყანაში…, ასევე რუსული აუდიტორია“, – დასძენს იგი. სააკაშვილს რუსეთისთვის იმის ჩვენება სურდა, რომ „ამერიკელებს ჩვენ არ მიუტოვებივართ, ისინი კვლავ ჩვენს მხარეზე არიან, დღევანდელი ადმინისტრაციაც კი“. მართალია, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თემაზე ზოგადი განცხადებები გააკეთეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ უნდა ჩამოყალიბდნენ იმ მხრივ, თუ რაში იქნება ეს გამოხატული, ხაზგასმით აღნიშნავს კავკასიის ექსპერტი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კორი უელტი. ექსპერტის აზრით, ნაწილობრივ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება საქართველოში წლევანდელი საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები. „თუკი არჩევნები, ჩვენი აზრით, შესაბამისად ჩაივლის, მაშინ შევძლებთ დამატებითი საკითხების განხილვას, თუ არა, მაშინ არაფერი ახალი არ იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნავს იგი. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, შესაძლებელია, უკვე აცნობიერებს იმას, რომ დადგა თავდაცვით თანამშრომლობაზე ფიქრის დრო, აცხადებს კორი უელტი. აქტიურდება კონგრესის ზეწოლაც: ბოლო თავდაცვითი კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთან თავდაცვითი ურთიერთობების „ნორმალიზება“ უნდა მოხდეს, მათ შორის „თავდაცვითი შეიარაღების“ საკითხისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას თქმით, ის ამ მითითებების შესრულებას არ აპირებს. ნელ-ნელა წინსვლა იგრძნობა ასევე საქართველოსთვის მეორე პრიორიტეტულ საკითხზეც, კერძოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. როგორც დეკემბერში თბილისში ვიზიტის დროს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკ რუბინმა განაცხადა, ნატოს ჩინოვნიკებმა ისაუბრეს „არსებითი პროგრესზე მთელ რიგ სფეროებში საქართველოს ძალისხმევის თვალსაზრისით, რომელიც მიმართულია მისი კანდიდატურის ნატოში წევრობის წინსვლისკენ“. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ფაქტის აღიარებას ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ამ წლის მაისში ჩიკაგოში ჩატარდება, იუწყება საინფორმაციო პორტალი Civil.ge. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბარაკ ობამამ მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება – შორეული მომავლის საქმეა. „მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტს და დავარწმუნე ის, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას საბოლოო ჯამში გაწევრინდეს ნატოში“, – განაცხადა ბარაკ ობამამ. ვიზიტის ეს და სხვა სიგნალები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ არანაირი არსებითი ცვლილება აშშ-ს პოზიციაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ იქნება, მიაჩნია კარნეგის მშვიდობის ფონდის კავკასიის ექსპერტ თომას დე ვაალს. „არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ვიზიტს თავდაცვითი ურთიერთობების თვალსაზრისით რაიმე სიახლე მოჰყვა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ აშშ საერთო ჯამში მხარს უჭერს ნატოში წევრობის იდეას, თუმცა ობამამ გამოიყენა ფრაზა „საერთო ჯამში“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი აზრით, ეს ხვალინდელი მოვლენა არ არის“, – აცხადებს ექსპერტი. და მიუხედავად ამისა, აშშ-ს როგორც ჩანს სურს დააჯილდოვოს საქართველო თანამშრომლობისთვის და ეძებს ამ ქვეყნის ალიანსთან კავშირების განმტკიცების გზებს, არ დგამს რა იმავდროულად ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც რუსეთს შეაშფოთებს, ხაზგასმით აღნიშნავს აშშ-ს თავდაცვითი უწყების წარმომადგენელი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/15.jpegტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ტურისტების ნაკადმა იმატა. მათი ინფორმაციით, 2012 წლის იანვარში საქართველოში 227 006 ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 41%-ით აღემატება. „საქართველოში ტურისტთა რაოდენობის მხრივ ქვეყნების პირველ ათეულში შედიან – თურქეთი (93516), სომხეთი (36856), აზერბაიჯანი (58698), რუსეთი (17227), უკრაინა (3423), ირანი (2411), აშშ (1853), გერმანია (981), ყაზახეთი (897) და საბერძნეთი (878) ,“- აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში. იხილეთ epn.ge
-
Во всех школах Волгограда из-за сильных морозов отменили занятия для учащихся 1-9 классов. Школьники уйдут на внеплановые каникулы в четверг, 9 февраля, и вернутся на учебу 13 февраля. В этот период температура в регионе днем составит 18-23 градуса ниже нуля, что ниже нормы на 12-17 градусов. lenta.ru
-
Олимпийский чемпион по биатлону Евгений Устюгов не выступит в составе сборной России на восьмом этапе Кубка мира в финском Контиолахти. Устюгов присоединится к национальной команде в начале следующей недели на сборе в австрийском Хохфильцене. По какой причине Устюгов не выступит в Контиолахти, не уточняется. lenta.ru
-
Депутат Рады Роман Забзалюк, который недавно покинул БЮТ и перешел в провластную группу "Реформы ради будущего", выступил с громкими разоблачениями. Политик рассказал, что на самом деле не предавал своих соратников из БЮТ, а специально сыграл роль перебежчика, чтобы получить доказательства подкупа в парламенте. lenta.ru
-
Самым дешевым предложением на рынке вторичного жилья Московской области в январе стала квартира стоимостью миллион рублей. По данным риелторов, речь идет об "однушке" площадью 17,5 квадратных метра в Шатуре. Средняя цена "вторички" эконом-класса за январь выросла на 6,5 процента до 75,5 тысячи рублей за "квадрат". lenta.ru
-
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” თავჯდომარის მიხეილ დევდარიანის განცხადებით, სრულიად გაურკვევლია, თუ რა სახის დოკუმენტაციას ითხოვს კონტროლის პალატა, რადგანაც ჯერ ოფიციალური წერილი მას არ მიუღია. “ჩვენ ჯერ კონტროლის პალატიდან წერილი არ მიგვიღია. რას გვთხოვენ, ზუსტად არ ვიცით, რა პერიოდს ეხება, რა სახის დოკუმენტაციაზეა საუბარი. ოფიციალური წერილი ჩვენამდე არ მოსულა. რაც შეეხება ფინანსურ ანგარიშებს, ამ მხრივ ჩვენს ორგანიზაციაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. რამდენიმე საათია საკმარისი, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარვუდგინოთ ინფორმაცია, თუ რამდენი იყო ჩვენი დაფინანსება. ჩვენი დამფინანსებლები საკმაოდ ავტორიტარული ორგანიზაციები არიან: “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI), “აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო” (USAID), “ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის” და კიდევ სხვა ორგანიზაციები. ამათთან ყოველთვის გვიწევს ანგარიშების წარდგენა, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, ანუ, მაგ მხრივ, არანაირი დასამალი არ გვაქვს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დევდარიანმა. მისივე თქმით, სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმება საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განცხადებაში: “ორგანიზაციის ასოცირებული წევრები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას”. ხოლო კითხვაზე, მოღვაწეობს, თუ არა ორგანიზაცია ექსკლუზიურად რომელიმე პარტიისთვის, ამას თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს. “რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ საქმიანობას, ჩვენი ერთ–ერთი დამფინანსებელი არის “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი”, რომლის ერთ–ერთი მიზანია პოლიტიკური პარტიების განვითარება. “IRI” არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გასაძლიერებლად, ეს არის ზოგადად პოლიტიკური ფონის გასაძლიერებლად და ამისკენ არის მისი დაფინანსებაც მიმართული. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა სემინარებს, ფაქტობრივად, საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ანუ ამ სემინარებში მონაწილეობს 10–ზე მეტი პოლიტიკური პარტია. ექსკლუზიურად არ ვმოღვაწეობთ რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის. მე პირადად ვუტარებ სემინარებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. არ მახსენდება პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მე სემინარი არ მქონდეს ჩატარებული,” – აღნიშნავს დევდარიანი. მისივე თქმით, ორგანიზაციას აქვს ასევე პროექტი, როგორიცაა “ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა”, რომელშიც პარიტეტული პრინციპით აბსოლუტურად წარმოდგენილია ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავს იმ რეგიონში თავისი წარმომადგენლობა. შეგახსენებთ, დღეს, 8 თებერვალს, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”–ს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია კონტროლის პალატის შენობასთან რამდენიმე წუთში დაიწყება. აქციის მონაწილეების გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორის "სრულიად დაუსაბუთებლად კონტროლის დაწყებას". ”ახალი თაობა - ახალი ინიციტივა” არის პირველი, ვინ იქნება შემდეგი, არავინ იცის", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. სრული ინფო(netgazeti.ge)