Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Не пугайтесь, но Владимир Путин, человек, который в марте хочет снова стать президентом России, похоже, теряет контроль над одной из его ключевых избирательных групп — националистами.
  2. დღეს 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი პირველ მარტამდე გადაიდო.შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძის მშობელი ლალი ლეკიშვილი შვილის სკოლიდან გარიცხვის ბრძანების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვს. ლეკიშვილის ინტერესებს საია–ს ადვოკატი ლიკა წიკლაური იცავს, რომელმაც "ნეტგაზეთთან" საუბარში აღნიშნა, რომ პროცესის გადადება მოსამართლის სემინარზე წასვლამ გამოიწვია. ადვოკატის თქმით, როგორც მოსარჩელე მხარეს განუცხადეს, მოსამართლე ნინო შარაძეს სემინარზე წასვლა დაუგეგმავად მოუხდა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში სკოლიდან გარიცხეს მიხეილ ალექსიძე. იურისტ ლიკა წიკლაურის განცხადებით, გარიცხვის გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურული დარღვევების და საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებები გარიცხვის ბრძანების გაუქმების უპირობო საფუძველია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილება რიგი მიზეზიდან გამომდინარე შეიძლება არათანაზომიერად ჩაითვალოს: “საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად,”- წერია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. გიორგი ტუღუშის რეკომენდაციას შაშკინის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. Комментарии американского сенатора Джона Маккейна о том, что «арабская весна» наступит в России и Китае - пропаганда Вашингтона, считает эксперт из Китайского университета международных отношений. По его мнению, это связано с предстоящими в США президентскими выборами.
  4. `საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების რუსული ფირმებისათვის გადაცემის პროცესზე დააწესოს სათანადო კონტროლი და შეზღუდოს მათთვის უძრავი ქონების ხელში… ლინკი მედიანიუსზე
  5. სომხეთსა და აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა ზაქათალას რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო სომხეთში ქალაქ აპარანთან ახლოს. მიწისქვეშა… ლინკი მედიანიუსზე
  6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც… ლინკი მედიანიუსზე
  7. ნინო ბურჯანაძის პარტიის `დემოკრატიული მოძრაობის~ მთავარი საბჭო საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასთან განცხადებას ავრცელებს, რომელსაც… ლინკი მედიანიუსზე
  8. სირიაში დაკავებულ ბიზნესმენს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სირიაში საქართველოს საპატიო კონსული შეხვდა. “რუსთვის 2”-ის ინფორმაციით, ბიზნესმენმა კონსულს… ლინკი მედიანიუსზე
  9. Владимир Владимирович Путин спас страну, он развивает Россию, защищает свой народ и сохраняет стабильность, поет в куплете своей песни таджикистанский исполнитель Толибджон Курбанханов. Профессиональный видеоклип на сервере YouTube в течение первых пяти дней посмотрели уже почти 700 тысяч человек.
  10. Был предложен единовременный очень высокий налог, чтобы узаконить несправедливую приватизацию девяностых годов. Эта идея лежит в русле предвыборных обещаний, которые в эти дни варьируют от возвращения к зимнему времени до возмещения потерь мелким акционерам. Таким образом, вчера Владимир Путин отважился затронуть одну из самых болезненных тем в недавней истории России.
  11. В декабре 2011 года ЦИК зарегистрировал Владимира Жириновского официальным кандидатом на должность главы государства. Лидер ЛДПР баллотировался на пост президента рекордное количество раз - предстоящие выборы станут для него пятыми по счету.
  12. ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ უარი განაცხადა რუსეთის კლინიკაში ტრანსპორტირებაზე. ამის შესახებ იტყობინება "რია ნოვოსტი" ცხინვალის საავადმყოფოში წყაროზე დაყრდნობით. როგორც ჩანს, ჯიოევამ გაითვალისწინა აფხაზი ლიდერის სერგეი ბაღაფშისა და ყირიმის მთავრობის ხელმძღვანელის ვასილი ჯარტის რუსეთში მკურნალობის ყველასათვის კარგად ცნობილი შედეგები.წინასწარი მონაცემებით, ჯიოევას დიაგნოზია თავის ტვინის ინსულტი, მარცხენა ჰემიპარეზი. "ჯიოევას მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა შემდგომი დაკვირვება აუცილ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. Глава ГУ МВД России по Санкт-Петербургу и Ленинградской области генерал-полковник Михаил Суходольский пропустил начало итоговой коллегии МВД РФ в Москве. Почему Суходольский не приехал на коллегию, неизвестно, однако ее начало совпало с проверкой питерского управления специальной комиссией МВД. lenta.ru
  14. Бренд ЕР "загибается", признаются анонимные источники в партии и делятся секретами "непубличных" планов ее ликвидации, которые якобы уже всерьез обсуждаются в правительстве. Официально и в руководстве ЕР, и в окружении премьера это отрицают, хотя ребрендинга не исключают. Партия может сменить название и логотип. newsru
  15. /get_img?ImageId=6291 "რესპუბლიკური ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გაურკვეველია, რატომ ჩაითვალა მათი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირად, როდესაც კონტროლის პალატამ მათგან ფინანსური ანგარიშის წარდგენა მოითხოვა. მას მიაჩნია, ეს პოლიტიკური მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა. “ჩვენ მოგვწერეს წერილი, სადაც არ აგვიხსნეს, თუ რატომ არის ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული. არ ვიცით, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იქნებ არ ვეთანხმებით და ვასაჩივრებთ. ეს არის პოლიტიკური მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. მათ გულწრფელად უნდა ეთქვათ, რომ აინტერესებთ, ბიძინა ივანიშვილმა ვინმეს რაიმე თანხა ხომ არ მისცა და როდის. შესაბამისად, კონტროლის პალატის ეს მოქმედება და საერთოდ, მთელი ეს კანონი ძალიან საეჭვო ხასიათს ატარებს", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი "ნეტგაზეთთან" საუბარში. "რესპუბლიკური ინსტიტუტს" ხუთი დამფუძნებელი ჰყავს (ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა, გურამ ბერიშვილი, ნინო კალანდარიშვილი), მათ შორის არიან "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები, თუმცა, ლევან ბერძენიშვილის თქმით, "რესპუბლიკური ინსტიტუტის" პროექტები პოლიტიკურ საქმიანობას არ ითვალისწინებს: “ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის სასწავლო, კვლევითი, შემოქმედებითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა პოლიტიკური მიზანი. პოლიტიკური მიზანი აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”, ხოლო “რესპუბლიკურ ინსტიტუტში” ამ პარტიის წევრებიც მოღვაწეობენ და არაწევრებიც. ასეთი ორგანიზაციები მსოფლიოში ბევრია. მაგალითად, საქართველოში ორი მსგავსი ამერიკული ორგანიზაცია მოქმედებს - NDI, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან და IRI, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთანაა დაკავშირებული– მაგრამ მსგავს შეზღუდვებს ამ ორგანიზაციებს არავინ უწესებს”. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც კონტროლის პალატა ითხოვს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშებს, უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. “მე ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ და მივმართავთ კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს თვითონ ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს არც მანამდე ვიქნებით გულ–ხელდაკრეფილები: მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების მოქმედების ხარისხი ბევრად აჭარბებს დასაშვებს. ყველაზე უფრო ტოტალიტარულ ქვეყნაშიც კი მსგავსი კანონი არ მიუღიათ,” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, "რესპუბლიკური ინსტიტუტი", ძირითადად, გრანტებით ფინანსდებოდა და, შესაბამისად, ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია დონორი ფონდების წინაშე და ეს ინფორმაცია საჯაროა: “ჩვენ არასამთავრობო ორგნიზაცია ვართ და არასოდეს არანაირი ფინანსების დამალვა არ გვქონია. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ იმ ფონდების წინაშე, საიდანაც ვიღებთ გრანტებს და ეს დოკუმენტაციაც საჯაროა, კონტროლის პალატის ბრძანების მიუხედავადაც”. ბერძენიშვილის თქმით, იმის გამო, რომ კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნია, მათი ორგანიზაცია გრანტს ვეღარ მიიღებს: “რამდენი ხნით გვაქვს მისჯილი ის, რომ გრანტი ვერ უნდა მივიღოთ, არ ვიცით. მოგვეხსნება თუ არა ოდესმე ეს სტატუსი? - კონტროლის პალატის წერილი სტატუსს გვანიჭებს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვერავისგან გრანტს ვერ მივიღებთ, ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, გაგვაუქმეს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმე კერძო პირი რაიმეს შემოგვწირავს არასამთავრობოს, ეს იშვიათი მოვლენაა. მოღვაწეობის მანძილზე ამ ორგანიზაციას მხოლოდ ერთი შემოწირულობა ჰქონდა სულ,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი. საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, "რესპუბლიკური ინსტიტუტის" გარდა, კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას - "ახალი თაობა - ახალი ინიციატივას" მოთხოვა ფინანსური ანგარიშის წარდგენა. ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ეს ორი ორგანიზაცია პროპაგანდის მიზნით იქნა ერთმანეთთან დაწყვილებული, რადგან, მისი თქმით, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე (კოკი) იონათამიშვილი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრია. "პროპაგანდის მიზნით ჩვენთან დააწყვილეს მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ძალიან სახუმაროა იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვდით უფრო სერიოზულ წყვილს. მაგალითად, თუკი კოკი იონათამიშვილი, რომელიც ამ “ახალი თაობა–ახალი ინიციატივის” დამფუძნებელი, ასევე, პოლიტიკოსია და ამიტომ მისი ორგანიზაცია აქ აღმოჩნდა, მაშინ გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, დავით ზურაბიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, სოზარ სუბარი, ესაა ხალხი, ვინც დაკავშირებულია “თავისუფლების ინსტიტუტთან”, ზოგი დაარსების დღიდან მუშაობდა, ზოგი ახლაც იქ მუშაობს და “თავისუფლების ინსტიტუტს” არავინ არაფერს არ უკრძალავს, არც გამჭვირვალობას თხოვენ. სანამ “თავისუფლების ინსტიტუტს” არ შეეხებიან, მანამდე ჩავთვლი, რომ მოგელაძე ხუმრობს. ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ხიდაშელი და კოკი იონათამიშვილი აღიარეს პოლიტიკოსებად და ვანო მერაბიშვილს ვერ ხედავენ? ახლა ასეთი ბრმები არ უნდა იყვნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ პროპაგანდაა,” – აცხადებს ბერძენიშვილი. შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონტროლის პალატამ ამავე კანონის საფუძველზე ფინანსური ანგარიში მოითხოვა არასამეწარმეო იურიდიული პირისგან, "ქართული ოცნებისგან", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ხოლო რამდენიმე დღეში კი– ორგანიზაციისგან, "ჩვენი ხმა გიგი უგულავას", რომელიც თბილისის მერს უჭერდა მხარს. "რესპუბლიკურ ინსტიტუტსა" და "ახალი თაობა-ახალი ინიციატივას" კონტროლის პალატაში ფინანსური ანგარიშის წარსადგენად ვადა დღეს ეწურებათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...