Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://saqinform.ge/images/stories/analitics/kontoslis-tab.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. მმართველი პარტიის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2011 წელს შემოწირულობების სახით სულ 1.76 მილიონი ლარი მიიღო. პოლიტიკური პარტიების ფინანსური დეკლარაციები კონტროლის პალატამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. მმართველმა პარტიამ თავისი შემოწირულობების 95 პროცენტი, ანუ 1.66 მილიონი ლარი, 19 კომპანიისგან მიიღო. <span style="font-size: 10pt;" />ამ კომპანიებიდან, სულ ცოტა, ათი საქმიანობს სამშენებლო, საინჟინრო პროექტირებისა და გზების მშენებლობის სფეროში. ისინი სხვადასხვა დროს სახელმწიფოს კონტრაქტორებს წარმოადგენდნენ და მიღებული აქვთ სახელმწიფო დაფინანსება გაწეული სერვისებისთვის – ზოგს გზების დაგება-რეაბილიტაციისთვის, ზოგსაც გზების რეაბილიტაციის პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის. საქინფორმი
  2. Предвыборные обещания Путина провести реформы в политике и экономике угрожают интересам правящей элиты. Ей выгоден сложившийся порядок, который любые системные перемены только нарушат, считает политолог Ядвига Рогожа.
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vashadze322.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბრანიმირ რადევთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და წლის განმავლობაში დაგეგმილი მაღალი დონის შესაძლო ვიზიტები განიხილეს. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/levan-bejashvili-294x300.jpgპალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა “რესპუბლიკური ინსტიტუტისგან” ფინანსური ანგარიშების მოთხოვნის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ვინც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხდა, “რესპუბლიკური ინსტიტუტი” “რესპუბლიკურ პარტიასთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა და მისგან მონიტორინგის სამსახურმა ფინანსური ანგარიში სწორედ ამის გამო მოითხოვა. “რესპუბლიკური პარტიის” ვებგვერდზე სტრუქტურების ჩამონათვალში “რესპუბლიკური ინსტიტუტი” ნახსენებია, როგორც პარტიის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული”, – განაცხადა ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ ყველას, ვინც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელები კი ამტკიცებენ, რომ “რესპუბლიკური ინსტიტუტი” “რესპუბლიკურ პარტიასთან” კავშირში არ არის. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “რესპუბლიკურ ინსტიტუტს” და “ახალი თაობა-ახალ ინიციატივას” ფინანსური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე დღის წინ მოსთხოვა. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/538957.gif“ბილაინის” აბონენტებისთვის, სპორტული კლუბის – ” სპორტი ნათელ მხარეზე” ფარგლებში, ხვალ მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება. ტურნირი 14:00 საათიდან 17:00 საათამდე EXPO GEORGIA-ს ტერიტორიაზე, მეექვსე პავილიონში ჩატარდება. “ბილაინის” ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაა. დინამიური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიღოს. ჩვენი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში. გარდა ამისა, ჩვენ აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ”, – აცხადებს “ბილაინის “საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა ბაღდავაძე. “ბილაინმა” და სამოყვარულო სპორტის ფედერაციამ ” სპორტი ყველასთვის” სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტული კლუბი 2012 წელს ჩამოაყალიბა. სპორტულ კლუბში გაწევრიანება თავისუფალია კომპანიის ნებისმიერი აბონენტისთვის, წევრად გახდომა “ბილაინის” ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. სპორტული კლუბის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სპორტი არ არის პროფესიული საქმიანობა და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია. “ბილაინის” სპორტულ კალენდარში მოხვდა ისეთი უძველესი ქართული სპორტის სახეობები, როგორებიცაა ჭაკუნობა, საყრებურთი, ჭოროლა, ჯილდაობა. იხილეთ epn.ge
  6. http://saqinform.ge/images/stories/analitics/nac_moZraobaaaa.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლებმა 2011 წელს 5 995 188,18 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა. აქედან შემოწირულობების სახით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 1765778 ლარი, მათ შორის, 5 ფიზიკური პირისგან მიღებული შემოწირულობა – 95 848 ლარია და 23 იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობა 1669930 ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება 19550967,68 ლარს შეადგენს, მათ შორის, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები – 1757240,52 ლარს და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან“ მიღებული სახსრები – 193727,16 ლარს. <span style="font-size: 10pt;" />სხვა ფულადი შემოსავლები 2278442,50 ლარს შეადგენს, რომელიც მიღებულია ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული საოფისე ფართის რეალიზაციის შედეგად. საქინფორმი
  7. რუსეთის საერთო ზარალმა მექრთამეობიდან 2011 წელს 4 მილიარდ რუბლს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა განაცხადა კოლეგიის სხდომაზე, რომლის მუშაობაში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც მონაწილეობდა. ამასთანავე შს სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე პრაქტიკულად ორჯერ გაიზარდა ზარალის ანაზღაურებაც. ეს არის 108 მილიონი რუბლი, რომელიც ბიუჯეტს დაუბრუნდა". ნურგალიევმა ისიც აღნიშნა, რომ კომერციული მოსყიდვისა და ქრთამის საშუალო დონე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. http://saqinform.ge/images/stories/analitics/anqvab11.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელმძღვანელობამ სოხუმში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის დიპლომატს განუცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დახარჯოს დრო და ფული „ჩართულობის და არაღიარების“ მიდგომაზე, რადგანაც ასეთ პოლიტიკას სოხუმი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბს, საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩიკირბას და პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას. <span style="font-size: 10pt;" />„პირდაპირ გეტყვით, – მიმართა ანქვაბმა დიმიტროვს. – შეუძლებელია აფხაზების, აფხაზეთის რამეში ჩართვა. თუ ევროპა ჩვენს სადმე ჩართვას შეეცდება ჩვენი დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, მე თქვენ გეტყვით: ნუ ხარჯავთ დროს, და შემიძლია დავამატო: ნუ ხარჯავთ ფულს აქ ჩამოსვლაზე ამ საკითხზე“. საქინფორმი
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/990.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალმა ინიციატივამ” კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ფინანსური ანგარიშის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ამის შესახებ, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა კონტროლის პალატის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე, სასტუმრო “ჰოლიდე ინში” განაცხდა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას გააუნჯობესებენ და მათ რეპუტაციას უფრო ფაქიზად მოეკიდებიან. “ჩვენ სრულად წარვუდგინეთ საქართველოს კონტროლის პალატას ის ინფორმაცია, რომელიც მოითხოვეს. ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ჩვენი ფინანსური ანგარიში გავასაჯაროოთ, რადგან ამას სისტემატურად აქამდეც ვაკეთებდით”, – განაცხადა დევდარიანმა. მისივე თქმით, ის აღნიშნულ შეხვედრაზე კონკრეტული შეკითხვებით მივიდა. “მე აუცილებლად დავსვამ შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა არასმთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების შემოწმება. ეს არის მხოლოდ კონტროლის მიზნით გამოთხოვილი ინფორმაცია, თუ კონტროლის პალატას სხვა რაიმე დაინტერესება აქვს. გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ ამას მხოლოდ ფინანსური შემოწმების ხასიათი ექნება და თუ შემდგომში აღმოჩნდება რაიმე დარღვევა, მხოლოდ მას შემდეგ იქნება რეაქცია. კარგი იქნებოდა, კონტროლის პალატის წარმომადგენლებს კომენტარი იმ დროს გაეკეთებინათ, როცა არასამთავრობო სექტორისგან ინფორმაციის წარდგენას ითხოვდნენ” , – განაცხდა დევდარიანმა. სასტუმრო “ჰოლიდე ინში” კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მოგელაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tovli2-300x199.jpgთბილისის მერის გადაწყვეტილებით დასუფთავების სამსახურის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს დამატებით პრემიას მიიღებს. გიგი უგულავამ დღეს წყნეთში მიმდინარე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. ტექნიკური მარილის დაყრა და სპეციალური ტექნიკით ქუჩების დასუფთავება მთელი ღამის განმავლობაში მიმინარეობდა. „ყველა გზა გახსნილია მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთელი ღამე თოვდა. მთავარ პრობლემად კვლავ უამინდობის ნიადაგზე დაშავებულთა გაზრდილი რაოდენობა რჩება. თქვენ უკვე იცით, რომ მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვს და რაიმე სახის დაზიანება მიიღო ამ დღეებში, მკურნალობის ხარჯები სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდებათ. ვიყიდეთ 50 საფეხმავლო ურიკა და დღეს ყველა ძირითად საფეხმავლო ადგილზე, მათი დახმარებით დავყრით მარილს. ყველა სტრუქტურა მობილიზებულია. ხვალიდან სავარაუდოდ აღარ მოთოვს, მაგრამ იწყება დიდი ყინვები, შედეგად შეიძლება გაიყინოს მილები და ვცდილობთ წყალმომარაგება ქალაქში მინიმალურად შეიზღუდოს.“,– განაცხადა უგულავამ. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/DSC0148-300x199.jpgქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ რუსთავში არსებული ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიეტების მეპატრონეებს და მათ თანამშრომლებსა საკუთარი ობიექტის წინ მდებარე ტერიტორიის დასუფთავებისაკენ მოუწოდა. გუბერნატორმა მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ქვემო ქართლის გუბერნიის შენობის წინ მდებარე მოედანი თოვლისგან გაწმინდა. გუბერნატორის განცხადებით მიუხედავად იმისა რომ ქალაქში ცენტრალური გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს, რჩება ისეთი ადგილები, სადაც ტექნიკის მუშაობა შეუძლებელია. მისივე თქმით აქციაში მთელი ქალაქი უნდა ჩაერთოს რადგან სავალალო შედეგები თავიდან იქნეს აცილებული. იხილეთ epn.ge
  12. http://saqinform.ge/images/stories/analitics/yinvaa.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. სინოპტიკოსები ისევ თოვას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, აღმოსავლეთ საქართველოში თოვს. დასავლეთ საქართველოშიც თოვლის ნალექი დილიდან იქნება, ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. <span style="font-size: 10pt;" />გასულ ღამეს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 0-3 გრადუსი იყო, აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე დაბალი ტემპერატურა -9 გრადუსი კახეთში დაფიქსირდა. წუხელ თბილისში ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იყო. საქინფორმი
  13. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgძველი სარდაფიდან წარმატებულ ღვინის ქარხანამდე–– ტელეკომპანია ბი–ბი–სიმ ქართული მეღვინეობის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. გადამღები ჯგუფი კახეთის რეგიონში ძმებ გელა და გია გამტკიცულაშვილებს ესტუმრა, რომლებმაც ოჯახური ღვინის წარმოება ბიზნესად აქციეს და მარანთან ერთად სოფელში სასტუმრო აამუშავეს. ბი–ბი–სის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის თავისი ღვინით განთქმულია, თუმცა მრეწველობას 2006 წელს რუსულმა ემბარგომ დიდი ზიანი მიაყენა. სიუჟეტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ მეღვინეები ნაწარმს რეგიონში ტურისტების მისაზიდად და ამ სფეროს განვითარებისთვის იყენებენ. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59955.jpgძველი სარდაფიდან წარმატებულ ღვინის ქარხანამდე. ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ ქართული მეღვინეობის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. გადამღები ჯგუფი კახეთის რეგიონში ძმებ გელა და გია გამტკიცულაშვილებს ესტუმრა, რომლებმაც ოჯახური ღვინის წარმოება ბიზნესად აქციეს და მარანთან ერთად სოფელში სასტუმრო აამუშავეს. ბი-ბი-სის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის თავისი ღვინით განთქმულია, თუმცა მრეწველობას 2006 წელს რუსულმა ემბარგომ დიდი ზიანი მიაყენა. სიუჟეტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ მეღვინეები ნაწარმს რეგიონში ტურისტების მისაზიდავად და ამ სფეროს განვითარებისთვის იყენებენ. View the full article
  15. http://saqinform.ge/images/stories/analitics/sapatriarqo5.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასა და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, თანხმობა მისცეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას. <span style="font-size: 10pt;" />საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა. საქინფორმი
  16. СМИ называли генерала Михаила Суходольского "конкурентом" Рашида Нургалиева, отмечая, что он мог бы побороться за пост министра внутренних дел в новом правительстве, которое будет сформировано после президентских выборов. В пятницу Суходольский не явился на коллегию МВД в Москву - "врачи запретили". newsru
  17. http://saqinform.ge/images/stories/analitics/bidzina-derstandart.jpgთბილისი, 10 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერმა გამოცემა „Der Standard“-თან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძნელი იქნება და მას ილუზიების შექმნა არ სურს. „პირველ რიგში, ისეთი სფეროები უნდა ვეძებოთ, სადაც ჩვენი და რუსეთის ინტერესები ემთხვევა. რუსეთისთვის ისეთი სეპარატისტული რეჟიმები, როგორიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთშია, საფრთხეს წარმოადგენს, რამეთუ თავად რუსეთის ჩრდილოკავკასიური რეგიონი ძალზე დიდ ფეთქებადსაშიშ პოტენციალს შეიცავს. ასევე, აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა, რათა ქვეყანა მიმზიდველი გახდეს როგორც აფხაზებისთვის, ისე ოსებისთვის. როგორ დაბრუნდებიან ისინი ახლა, როდესაც თავად საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან?!“ – აღნიშნა ივანიშვილმა. საქინფორმი
  18. სოციალურ ქსელებში ქართველი მომღერლის, ლევან შენგელიას ვიდეო სახელწოდებით – „ქართველმა გააგიჟა მთელი რუსეთი“ – გავრცელდა. შენგელიამ მონაწილეობა მოსკოვში გამართულ მუსიკალურ შოუში მიიღო. მისმა შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვია. კადრებში ჩანს, ჟიურის წევრების და დარბაზის გაოცება-მოწონება. „დიდი მადლობა ბატონო ლეო, შენ შემოგევლო“ – რუსული აქცენტით ეძახის მომღერალს ჟიურის ... View ucnauri.com
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image15-300x199.jpgმსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათ სრულფასოვან რეინტეგრაციას ემსახურება. მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულები სპეციალურ ტრენინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძირითადი მომსახურებების, მათ შორის პირადობის ელექტრონული მოწმობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და სერვისების გამოყენების წესებს გაეცნობიან. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი რეინტეგრაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/helsinki2-300x1992.jpgრამდენიმე დღის წინ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრების ფერხულში კიდევ ერთი გაერთიანება “ჰელსინკის კავშირი” ჩაერთო. 25 იანვარს, ანზორ აბრალავამ, სანდრო ბრეგაძემ, შალვა ხაჭაპურიძემ და კიდევ 32-მა სხვა, წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ფიგურამ „კავკასიის ჰელსინკის ჯგუფი“ აღადგინეს. მოძრაობაში გაერთიანდნენ ლიდერები – სანდრო ბრეგაძე, შალვა ხაჭაპურიძე, ელიზბარ ჯაველიძე, დავით სოკოლოვი, თემურ ჩალაბაშვილი. ჟურნალისტები – ჯაბა ხუბუა, დიტო ჩუბინიძე, ზაზა დავითაია, ირაკლი თოდუა, დასავლეთის ბიუროში – გიორგი ფოფხაძე. დამფუძნებელთა შორის არიან გამსახურდიასდროინდელი მინისტრები, პრეფექტები, პირადი დაცვის წევრები, უზენაესი საბჭოს წევრები: გია ფერაძე, დავით მაისაია, ზაურ ბედია, ფირუზ დიაკონიძე, ლერი გირგვლიანი, ბადრი გოგელაშვილი. გამსახურდიას მომხრე ბატალიონის წევრები – ჯამბულ გაბისონია, შოთა რატიანი. „ჰელსინკის კავშირის“ ლიდერების განცხადებით, 2–3 თვეში ახალ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას დაიწყებენ. პოლიტიკოსები კონსტიტუციურად დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებას აპირებენ და მზად არიან ითანამშრომლონ ყველასთან, ხელისუფლების გარდა. მოძრაობის წევრების თქმით, კავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაა და საქართველოში მის წარმომადგენლობას თავის დროზე მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდნენ. აღსანიშნავია, რომ 1973 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაარსდა პირველი ლეგალური ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია კავკასიაში – „ადამიანის უფლებების საინიციატივო ჯგუფი“. მის ბაზაზე, 1976 წელს გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ჯგუფს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით – საბჭოთა იმპერიის პოლიტპატიმრების. ისინი აქტიურად იცავდნენ აგრეთვე ქართულ ენას და სრულიად დაუცველ ქართული კულტურის ძეგლებს. ჯგუფი გამოსცემდა და ავრცელებდა არალეგალურ ჟურნალებს „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს მოამბე“. “ექსპრესნიუსი” ჰელსინკის კავშირის ერთ-ერთ ლიდერს შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა. - რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ „ჰელსინკის კავშირის“ აღდგენა და საზოგადოებაში საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებით შემოსვლა? - თავის დროზე 1975 წელს ხელი მოეწერა ჰელსინკის აქტს,რომელიც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით მოხდა.ჯგუფი, პირველ რიგში საბჭოთა კავშირისა და ქვეყანაში არსებული ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო მიმართული. ჰელსინკის აქტი სხვა საერთაშორისო აქტებისგან იმით განსხავდებოდა, რომ ეს ორგანიზაცია თითოეული ერის ინტერესებისათვის იბრძოდა, რაც ზოგადად ევროპისა თუ გაეროს კონვენციებში მკვეთრად არ ყოფილა გამოხატული. ჩვენი ორგანიზაციის დაარსების მთავარი მიზანიც სწორედ ადამიანის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა იყო. „ჰელსინკის ჯგუფი“ მხოლოდ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად არ არის მიმართული, ეს მთლიანად კავკასიაზე მომუშავე ჯგუფია. სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების ხელში ეროვნული ინტერესების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია,თუმცა ჩვენ ყველანაირად ვეცდებით შევებრძოლოთ ამ უსამართლობას. დღეს შექმნილია უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არიან მოწოდებული, თუმცა ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დარეგისტრირებულია, ვერსად ნახავთ. - რა იდეოლოგიით წარსდექით საზოგადოების წინაშე და მკითხველს რომ განვუმარტოთ, რას ნიშნავს მკვეთრი ეროვნული იდეოლოგია? -მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ინტერესები ეს საკმაოდ ფართო თემაა, ჩვენ მასში ვგულისხმობთ, რელიგიურ ინტერესებს,რადგან ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოში სხვა რელიგიების წარმომადგენლებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინტერესების დაცვაში არ ვგულისხმობ სექტებს, რომლებიც მიმართულნი არიან ადამიანის შეხედულებისა და ღირებულებების საწინააღმდეგოდ. ასევე ფართო მცნებაა ადამიანის უფლებების დაცვა. მასში შედის პიროვნების ღირსება, პატიმრების გათავისუფლება, ჟურნალისტების ინტერესების დაცვა და ა.შ. შეგახსენებთ, რომ მე პროფესიით ადვოკატი ვარ და ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით სტრასბურგის სასამართლოში უამრავი მასალები მაქვს გაგზავნილი,მათ შორის ერთ-ერთი სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შევიტანე,სადაც საქართველოს მთავრობას ვადანაშაულებ საქართვეელოს მოსახლეობის გენოციდში. ფაქტობრივად არ დარჩება არც ერთი სფერო რომელსაც არ შევეხებით, რაც საბოლოო ჯამში მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობისკენ. -რამდენათ შეძლებთ აიყოლიოთ სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების ნაწილი თქვენ მიერ დაგეგმილი ამოცანების განხორციელებაში? - ეს დამოკიდებულია ჩვენს მუშაობაზე, ჰელსინკის ჯგუფი ფაქტობრივად ორი კვირაა რაც არსებობს და უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი შემოიკრიბა ჩვენს გარშემო. საუბარია არა მხოლოდ თბილისზე, არამედ რეგიონებზეც. ასევე გაწევრიანდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მყოფი მაშინდელი მინისტრები, დეპუტატები, ვისი უფლებებიც ოცი წლის მაძილზე ილახებოდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი მასობრივ მოძრაობაში გადაიზრდება და შედეგსაც მალე დავინახავთ. -უახლოეს მომავალში რა გეგემები აქვს ჰელსინკის კავშირს და რა პოზიციას დაიკავებს საპარლამენტო არჩევნების დროს? -პირველ რიგში, ჩვენს მიზანს ადამიანის უფლებები და ეროვნული ინტერესები წარმოადგენს. ამ ეტაპზე ჩვენ გენერალურ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, 1992 წელს ქუჩაში ჩაცხრილული 600-ზე მეტი ადამიანის საქმეზე აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, რაზეც პასუხს სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით. ასევე ვიზრუნებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია ახლო მომავალში „ჰელსინკის ჯგუფი“ პოლიტიკურ ჯგუფად მოევლინოს საზოგადოებას. ეკა ჭიღლაძე ExpressNews იხილეთ epn.ge
  21. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgსაქართველოს საპატრიარქოს განცხადებას დღეს ქრისტიან დემოკრატები გამოეხმაურნენ. საპარლამენტი უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, საპატრიარქო, რომელიც ყველა ეკლესია მონასტრის მესაკუთრეა საქართველოში, უნდა იყოს ჩართული თურქეთთან ოფიციალურ მოლაპარაკებებში. ქრისტიან დემოკრატები მიიჩნევენ, რომ თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლებისა და საქართველოში მეჩეთების რესტავრაციის პროცესში აუცილებლად იყოს გათვალისწინებული საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია და რეკომენდაციები. დღესვე, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციის თაობაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მის შესახებ მუდმივად საქმის კურსში იყო როგორც საქართველოს საპატრიარქო, ისე ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება. უკანასკნელი შეხვედრა საპატრიარქოში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორი დღის წინ გამართეს და თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გააცნეს. `ვინაიდან საკითხი ეხება ეროვნულ საქმეს, ჩვენი ძეგლების გადარჩენას და შესაბამისად, საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მომავალშიც – სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს,` ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით მოხდა, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/02_12/59956.jpgსაქართველოს საპატრიარქოს განცხადებას დღეს ქრისტიან-დემოკრატები გამოეხმაურნენ. საპარლამენტი უმცირესობის წევრები მიიჩნევენ, რომ საპატრიარქო, რომელიც ყველა ეკლესია მონასტრის მესაკუთრეა საქართველოში, უნდა იყოს ჩართული თურქეთთან ოფიციალურ მოლაპარაკებებში. ქრისტიან-დემოკრატების აზრით, თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლებისა და საქართველოში მეჩეთების რესტავრაციის პროცესში აუცილებლად იყოს გათვალისწინებული საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია და რეკომენდაციები. დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს კულტურის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციის თაობაზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მის შესახებ მუდმივად საქმის კურსში იყო, როგორც საქართველოს საპატრიარქო, ისე ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება. უკანასკნელი შეხვედრა საპატრიარქოში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორი დღის წინ გამართეს და თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გააცნეს. `ვინაიდან საკითხი ეხება ეროვნულ საქმეს, ჩვენი ძეგლების გადარჩენას და შესაბამისად, საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამინისტრო მომავალშიც მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს,`- ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით მოხდა, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. View the full article
  23. /get_img?ImageId=6293 2012 წლის პირველი იანვრიდან რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელს სტატუსი შეეცვალა –საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო იურიდიულ პირად გადაკეთდა. რას პრინციპულ ცვლილებებს გამოიწვევს სტატუსის შეცვლა? მეტი ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა, ასე აფასებენ მინიჭებულ სტატუსს ის უმაღლესი სასწავლებლები, ვინც არასამეწარმეო იურიდიულ პირად უკვე გადაკეთდა. „ჩვენ უკვე შეგვიძლია დავაარსოთ მომგებიანი საწარმოები, შევიდეთ ამხანაგობებში, გავყიდოთ ისეთი სერვისები, როგირიცაა მოკლევადიანი კურსები. მაგალითად, სახელმწიფო მოხელეების გადამზადების, ენის კურსები და ა.შ. პოტენციურად ბევრი რამე შეიძლება უნივერსიტეტის შემოსავლის წყაროდ იქცეს,“–ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი. იმის მიუხედავად, რომ არაკომერციულ იურიდიულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის უფლება ეძლევათ, კანონმდებლობა აქვე ბარიერსაც ქმნის, რომლის მიხედვით, მოგებული თანხა მხოლოდ სასწავლებელს უნდა მოხმარდეს. ცვლილებას დადებითად აფასებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან ქოქრაშვილიც და ცვლილების კიდევ ერთ მხარეზე საუბრობს. „თუ ადრე ტენდერი უნდა ჩაგეტარებინა წიგნების შესყიდვისთვის, რაც დროისა და პროცედურების თვალსაზრისით პრობლემას გვიქმნიდა, ახლა თავისუფლად შეგვიძლია ვიყიდოთ ისინი ნებისმიერი მომწოდებლისგან,“–ამბობს ქოქრაშვილი. თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, თათული თოდუა აქვე განმარტავს, რომ ტენდერების გაუქმება მხოლოდ სახელმძღვანელოების შესყიდვაზე ვრცელდება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი, ეს სასწავლებლები ისევ დაემორჩილებიან კანონს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.“ დღესდღეობით სტატუსი მხოლოდ სამ უმაღლეს სასწავლებელს– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს– შეეცვალა. როგორც თსუ–ს რექტორი ამბობს, უნივერსიტეტები საკუთარი არჩევანით დათანხმდნენ ახალ სტატუსის მინიჭებას, თუმცა, როგორც ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, სტატუსის შენარჩუნების თხოვნით, მათ აჭარის მთავრობას მიმართეს. „აჭარის მთავრობის დონეზე გადაწყდა სტატუსის შენარჩუნების საკითხი. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ გვაკლია. აჭარის მთავრობა გვაფინანსებს. ის გვაძლევს სტიპენდიების ფულსაც, რითაც ჩვენს სტუდენტებს ვეხმარებით. სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, ალბათ სახელმწიფოს მიერ ისეთი დაფინანსება აღარ ექნებოდა ჩვენს უნივერსიტეტს,“–ამბობს ბათუმის იუნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბარათაშვილი. იმ უმაღლეს სასწავლბლებში კი, რომელთაც ახალი სტატუსი უკვე მიენიჭათ, აცხადებენ, რომ სახელმწიფოს დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება და სახელმწიფო ისევ დააფინანსებს მის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ პროგრამებს, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ სასწავლებლების ძირითადი შემოსავლის წყარო ისევ სტუდენტთა მიერ გადახდილი გადასახადები იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. Выступив в роли массовки на одном из недавних московских митингов, внештатный корреспондент радио «Свобода» Ирина Чевтаева выяснила: большинство участников массовой акции рассматривают ее лишь как возможность легкого заработка.
  25. В четверг, 9 февраля, организация Deloitte опубликовала список самых богатых футбольных клубов мира.
×
×
  • შექმენი...