Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი.ურთიერთობების გაწყვეტა ტუვალუს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას მოჰყვა.საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს დამყარდა.ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტუვალუს მიერ აღიარების შესახებ გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. http://saqinform.ge/images/stories/analitics/v-picunde.jpgთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და პადრიგ მერფი ბიჭვინთაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სათავეების, მისი ისტორიისა და მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებისადმი მიძღვნილ სემინარში მონაწილეობდნენ. <span style="font-size: 10pt;" />აფხაზური მხრიდან სემინარში აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სოკრატ ჯინჯოლია, „საზოგადოებრივი პალატის“ მდივანი ნათელა აკაბა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გარი კუპალბა და სხვები იღებდნენ მონაწილეობას. საქინფორმი
  3. /get_img?ImageId=6395 "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელსაც არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ბუნდოვნად მიიჩნევენ და მათი შეცვლის მოთხოვნით დღეს პარლამენტს მიმართავენ ახალი კანონპროექტითა და პეტიციით, "ნეტგაზეთი" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, პავლე კუბლაშვილს ესაუბრა: რა კონკრეტული კრიტერიუმები და კონკრეტული პროცედურები არსებობს, რომ გამოვლინდეს არის თუ არა პირი პოლიტიურ პარტიასთან დაკავშირებული? ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს - მზად ვარ ვიყიდო ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკა არ არის ბიზნესი. თუ ვიღაცას პოლიტიკა საკუთარ ბიზნესად წარმოუდგენია, ძალიან ცუდად დაამთავრებსმე ვფიქრობ, რომ ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით არის ამომწურავი ჩანაწერი თავად კანონში. 26-ე პრიმა მუხლში არის ჩამოწერილი, თუ რა შემთხვევებში გავრცელდება იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე ამ კანონის მოქმედება. კერძოდ, ეს არის ის შემთხვევები, როცა ფინანსურად არის დაკავშირებული იურიდიული პირი პოლიტიკურ პარტიასთან, როცა პოლიტიკური გაერთიანება სხვა ფორმით გავლენას ახდენს იურიდიულ პირში გადაწყვეტილებების მიღებაზე, როცა ფიზიკურ პირს აქვს გაცხადებული თავისი მიზნები და ამოცანები; მათ შორის პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეწევა საქმიანობას, რომელიც უკავშირდება ამ მიზნებს და ამისთვის შესაბამის თანხებს ხარჯავს და ამავდროულად ამ საქმიანობის მიზანია კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების, ან მისი მხარდაჭერა, ან მის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება. ეს ამოცანები, თავისთავად, ამ ნორმაში ჩამოყალიბებულია. რატომ არ არის უფრო კონკრეტული კრიტერიუმები? შეიძლება თუ არა უფრო შორს წავიდეთ? - ბუნებრივია, ჩვენი კანონის მიზანია ხელი შევუშალოთ არაკანონიერი გზით პოლიტიკაში ფულის შემოდინებას. ეს მიზანი ლეგიტიმურია და ლეგიტიმურად არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. როდესაც ჩვენ ვიწყებდით ამ საკითხზე მუშაობას, ეს იყო წინა წლის ივლისი, როდესაც ჯერ კიდევ პოლიტიკური სპექტრი არ იყო ისე ფორმირებული, როგორიც დღეს არის. ივნისის თვეში უცხოელ ექსპერტებთან ერთად როცა ვიხილავდით ამ საკითხს, ერთ-ერთ ნაკლად ჩვენი კანონმდებლობის, მათ დაასახელეს ის, რომ არ არის ადეკვატური სანქციები პოლიტიკური პარტიების მიმართ ფინანსური გაუმჭვირვალობის გამო და მეორე - არ არის ყველა მექანიზმი ამუშავებული იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური საქმიანობა უკანონო დაფინანსებისგან. ჩვენ არ გვქონდა აქამდე დაკავშირებული პირის ცნება. მოდი, ავიღოთ ჰიპოთეტური შემთხვევა: ავუკრძალეთ პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება, ვთქვათ, ერთი წყაროდან 60 ათასზე მეტი ოდენობით. ეს ადამიანი არ ამბობს, რომ პოლიტიკური გაერთიანებაა. ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია, რეალურად ვეწევი პოლიტიკურ აგიტაციას, რეალურად ვაწარმოებ საქმიანობას, რომელიც პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და რა? ჩემზე არ უნდ გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება? რას უნდა აკეთებდეს არასამთავრობო ორგანიზცია, რომ ის ჩაითვალოს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირად? უნდა ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, გასწიოს ხარჯები ამ მიზნებისთვის და ეწეოდეს აგიტაციას - სამივე ერთად. ეს არის ამომწურავი ფორმულირება იმის, თუ რა შემთხვევაში გავრცელდება ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზციებზე. თუ მე ჩამოვყალიბდი, გავაკეთე განაცხადი, რომ მოვდივარ პოლიტიკაში, დროებით გადავდოთ იურიდიული პირების საკითხი. ფიზიკურ პირზეც უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკური საქმიანობის გარკვეული შეზღუდვები მაშინ, როდესაც გვაქვს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის ინსტიტუტი. ვთქვათ, მე ჩავედი რომელიმე რაიონში და არა ვარ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, მინდა დამოუკდებლად ვიყარო კენჭი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა. ასეთ შემთხვევაში ჩემზე უნდა გავრცელდეს თუ არა ის შეზღუდვები, რაც აქვს პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს? რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს, სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს. ამიტომ, მე არ შეიძლება ვეწეოდე რაღაც საქმიანობას და ეს საქმიანობა თავისი შინაარსით იყოს საარჩევნო პოლიტიკური მიზნების მისაღწევი საქმიანობა და ამ დროს სხვა სახელი გქვია. სხვა სახელი თუ ჰქვია, ეს მის შინაარსს არ ცვლის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატურია აბოსულუტურად, რომ ყველა გზა, რომელიც იქნება გამოყენებული შავი ფულის შემოდინებისთვის პოლიტიკაში , იყოს დახშული. ბუებრივია, აქ დისკრეცია კონტროლის პალატას დარჩება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ვერ გაწერ კანონში, მაგრამ ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მთავარი ამოცანის მისაღწევად. მთავარი ამოცანა ამ კანონის არის პოლიტიკური ფინასნების გამჭვირვალობა. არავინ არავის არ ზღუდავს, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა ფინანსებს იყენებს ესა თუ ის იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, ფიზიკური პირი და ამავდროულად, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ერთ, ან ორ ფინანსურ ჯგუფზე დამოკიდებული, თუ არის ეს პარტია, რომელიც დამოუკიდებელია ფინანსური ჯგუფისაგან და შესაბამისად, თავისუფალია თავის არჩევანში. "არასამთავრობოები, რომლებიც ამბობენ, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ უნდა თქვას, რომ ”ეს გზა დაიგო მაშინ, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში". უკაცრავად, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კამპანია. მე, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, უნდა ვსაუბრობდე იმაზე, რისი გაკეთება შევძელით"ვის ევალება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის გამოვლენა? ამაზე რეაგირება, რა თქმა უნდა, არის კონტროლის პალატის მთავარი ფუნქცია. კონტროლის პალატის დისკრეციული უფლებამოსილებაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს, ხომ არ დგას ამა თუ იმ საქმიანობის უკან პოლიტიკური ძალა. რატომ მიენიჭა კონტროლის პალატას მსგავსი უფლებამოსილება, თუნდაც, პარტიების ფინანსების კონტროლი, ყადაღის დადება და ა.შ.? გთხოვთ, რომ ჩაიხედოთ იმ დასკვნაში, რომელიც მოამზადა ევოპის საბჭომ. ეს არის გასული წლის ივნისში მომზადებული დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ”ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში” ამ ფუნქციის - პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის შემოტანა არის არასწორი იმიტომ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არა აქვს შესაბამისი ბაზა იმისათვის, რომ მოახდინოს რეაგირება დარღვევებზე. ამავდროულად, იქ წერია, რეაგირების მექანიზმები უნდა იყოს ქმედითი, ყოველ კონკრეტულ ქმედებაზე რეაგირების საშუალება უნდა ჰქონდეს ადმინისტარციულ ორგანოს იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა ფინანსები იხარჯება ამა თუ იმ კამპანიაში, ეს არის მთავარი. ეს იყო რეკომენდაცია. თუ სხვა ქვეყნის პრაქტიკასაც ნახავთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტრუქტურებია ამაში ჩართული. რატომ დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გარკვეული სახის დახმარებას, ან მომსახურებას მიიღებენ პოლიტიკური პარტიისგან? რატომ ითვლება ეს მოსყიდვად? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მოსყიდვის თემა არ არის ახალი. ჩვენი კანონმდებლობა ადრეც იცნობდა ამ თემას. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში იყო მითითებული, რომ არჩევნების გამოცხადების დღიდან არ უნდა გადასცე ამომრჩეველს ფასიანი საჩუქრები და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ითვლება მოსყიდვად და ამის გამო რეგისტრაციას აუქმებდა. სისხლის სამართლის კოდექსშიც იყო მუხლი ამომრჩევლის მოსყიდვა. თუმცა, ვადა, რომელიც ამისთვის იყო გათვალისწინებული, მე ვფიქრობ, რომ იყო არაადეკვატური. ორი თვით ადრე თუ გადავეცი საჩუქარი ამომრჩეევლს და ვუთხარი, აი, ამას გაძლევ და იქნებ შენ ხმა მომცე, ეს მოსყიდვაა და 2 თვე და 5 დღე თუ არის არჩევნებამდე დარჩენილი და მე თუ კამპანია ვაწარმოე, ჩავედი, საჩუქრები დავარიგე რაიონში და ვთქვი, რომ მე ამირჩიეთ, მაჟორიტარი კანდიდატი ვარ, ამირჩევთ. ეს არ არის მოსყიდვა? აქ ლოგიკური ზღვარის გავლება არ შეიძლება დროით. მე ვფიქრობ, რომ ქმედება არის მთავარი - რა ქმედებასთან გვაქვს საქმე. თუ საარჩევნო ხმის სანაცვლოდ ვიღაცა აძლევს, ან პირდება თანხას, ფასიან ნივთებს და ა.შ. ამ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს დასჯადი. თუ ვიღაცა ვაჭრობს საკუთარი ხმით, ესეც უნდა იყოს დასჯადი. თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს არ არის ის შემთხვევა, რომ ვიღაცას უცებ მოუგონებენ რაღაცას და დაიჭერენ, ან ჯარიმას დააკისრებენ და ა.შ. ეს არის იმ შემთხვევაში და პირდაპირ წერია ეს ნორმაში, როცა წინასწარ შეცნობით ამომრჩეველი ითხოვს გარკვეულ საფასურს თავისი ხმის სანაცვლოდ. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი. მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არასწორია. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ თქვა, რომ დეკემბერში მიღებული კანონები პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით არათანაბარ გარემოს ქმნის პოლიტიკური პარტიებისთვის. ეთანხმებით თუ არა და რატომ? არ ვეთანხმები, მარტივი მიზეზის გამო. პირველი, რაც უნდა ვთქვა, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეფასებები, მათი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვთვლი, რომ ან არასწორად ინფორმირების გამო არის შეცდომაში შეყვანილი ის ადამიანი, ვინც აფასებს ჩვენს კანონმდებლობას, ან სხვა მიზეზი არსებობს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ვერც ერთ ნორმას ვერ მაჩვენებთ, რომელიც განსხვავებულად გამოყოფს რომელიმე პარტიის, სუბიექტის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, რაღაც განსხვავებულ პირობებში პარტიები ნამდვილად არ არიან. მოსყიდვასთან დაკავშირებით ცალსახად არის, რომ ყველას ეკრძალება პარტიის სახელით განხორციელების შემთხვევაში; გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ყველა ის ნორმა, რომელიც შემოღებულია, სავალდებულოა ნებისმიერი პარტიისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს არათანაბარი სიტუაციის კონკრეტული მაგალითები. ვთქვათ, რომელიღაც უბანში მივიდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და იქ არსებული პრობლემის მოგვარებაზე იმუშავა, მას ეს ჩაეთვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. მეორე დღეს იქ რომ მივიდეს ხელისუფლების წარმომადგენელი გამგეობიდან, ან მერიიდან და იგივე საქმე გააკეთოს, ეს მოსყიდვა არ იქნება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ პროექტებზე, მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქმედებებზე, ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სხვა სიბრტყე. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ამომრჩეველმა მანამდე გააკეთა და ეს არჩევანი აძლევს შესაძლებლობას ვიღაცას, განკარგოს ბიუჯეტი, თქვას, ამდენი ამ პირობებით დაიხარჯება გზებზე, მოედნებზე, პენსიებზე და ა.შ. თუ ვიღაცა ამბობს, რომ მერია ინდივიდუალურად რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანისთვის შემოიღებს საჩუქარს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაზე გავრცელდება პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ეს არის ბიუჯეტიდან თანხების გაცემა სოციალური პროგრამებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ა.შ. - არა. ამასთან მიმართებაში მე ვიცი არასამთავრობოების პოზიცია. არიან არასამთავრობოები, რომლებიც ამბობენ, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ უნდა თქვას, რომ ”ეს გზა დაიგო მაშინ, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეს ახალი საწარმო გაიხსნა მაშინ, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში”, უკაცრავად, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კამპანია. მე, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, უნდა ვსაუბრობდე იმაზე, რისი გაკეთება შევძელით, სამაგიეროდ, მთელი ჩემი ოპონენტები უნდა საუბრობდნენ იმაზე, რა ვერ შევძელი. ეს არის ჩვენი ჭიდილი, ამაზეა საუბარი. არის, ერთის მხრივ, ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა, შეგვექმნა ახალი სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა გაგვეუმჯობესებინა, სოციალური დაცვა გაგვეხადა უკეთესი, საავადმყოფოები გაგვეუმჯობესებინა, დაზღვევა მოგვეწესრიგებინა. ეს რაღაცეები მოვაგვარეთ, შეიძლება არის რაღაცეები, რაც ვერ მოვაგვარეთ. ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა გავაკეთეთ და სხვებმა ილაპარაკონ იმაზე, რა ვერ გავაკეთეთ. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვისაც აქვს პრეტენზიები აღნიშულ კანონებთან და კონტროლის პალატის გაზრდილ ძალაუფლებასთან დაკავშირებით, პეტიცია შეიმუშავეს, გარდა ამისა, იყო გაეროს მომხსენებლის კრიტიკული შეფასებებიც. ამის ფონზე ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილებებს კანონში და გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას? მე ვფიქრობ, რომ მთავარი საკითხი, რაც ამ კანონს უკავშირდება, პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობაა. ეს მიზანი იყო, რომ უფრო მეტი მექანიზმი შეგვექმნა იმისათვის, რომ თითოეული ლარი, რომელიც დაიხარჯება ქართულ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია, ან სუბიექტი დახარჯავს ამ თანხას, იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, ვის რა ხარჯები აქვს პოლიტიკაში, რა შემოწირულობები აქვს და ვისზე შეიძლება იყოს დაკავშირებული ფინანსურად ესა თუ ის ჯგუფი. ამიტომ, ამ მიზნისთვის ჩვენ მივიღეთ ეს კანონი, რომლის არც ერთი ნორმა არ იწვევს ინტერპრეტაციას, რომელიც სამართლიანი მიდგომის შემთხვევაში, დააზარალებს რომელიმე პარტიას, ან არასამთავრობო ორგანიზციას. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გადაწყვეტილება კონტროლის პალატის პრობლემას უქმნის ამ კანონის აღსრულებას, პირიქით, აბსოლუტურად ადეკვატური იყო ყველა ის შემთხვევა, რომელიც კონტროლის პალატის მხრიდან საჯარო გახდა. რაც შეეხება ცვლილებებს, თუ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია რაღაც ცვლილებები, რაღაცის დაზუსტება ამ კანონში, რა თქმა უნდა, მაგ ნაბიჯებზე წავალთ და უარს არ ვიტყვით. უბრალოდ ცვლილების შეტანა იმისთვის, რომ იქნებ ვინმეს დავუტოვოთ შესაძლებლობა, როგორმე შემოვიდეს ამ სივრცეში თავისი შავი ფულით და ასე ვთქვათ, მივცეთ ვინმეს საშუალება ამომრჩველი მოისყიდოს, პოლიტიკური გაერთიანებები მოისყიდოს, იყიდოს ვინმე, ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, არ მივცემთ. რომელ კონკრეტულ ძალას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ბუნებრივია, არის კონკრეტული ძალა, მე ვის ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. არის კონკრეტული ძალა, ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს, მე მზად ვარ ვიყიდო ჟურნალისტები, მე მზად ვარ ვიყიდო პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკა არ არის ბიზნესი. თუ ვიღაცას პოლიტიკა საკუთარ ბიზნესად წარმოუდგენია, ძალიან ცუდად დაამთავრებს იმიტომ, რომ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით შეფასებები არაერთხელ გაუკეთებია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://saqinform.ge/images/stories/analitics/yinva3.jpgთბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა სიმპტომით 1300-მა მოქალაქემ მიმართა, რომელთა შორის 210 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოხდა. აქედან სხვადასხვა ხარისხის ტრავმა და მოტეხილობა 25 მოქალაქემ წუხელ მიიღო. რეფერალური ჰოსპიტალის დამწვრობის ცენტრში კი სხეულის მოყინვითა და გადაციებით შვიდი პაციენტია მოთავსებული. <span style="font-size: 10pt;" />დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ამბულატორიული მკურნალობა ოთხ პაციენტს დასჭირდა. საქინფორმი
  5. http://saqinform.ge/images/stories/analitics/eqimebi-esartia-aqcia.jpgზუგდიდი, 17 თებერვალი, საქინფორმი. ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს 120-მდე მედპერსონალი საავადმყოფოს მფლობელმა, კომპანია „ბლოგ ჯორჯიამ“ უმუშევრად დატოვა. საავადმყოფოს დირექტორმა ქეთევან ზარქუამ ექიმებს პაციენტების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვრის შემდეგ აუკრძალა, „ბლოგ ჯორჯია“ კი საავადმყოფოს ოფიციალურად მიმდინარე წლის 1 მარტიდან დახურავს. <span style="font-size: 10pt;" />ექიმებმა საავადმყოფოს დახურვა გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ აქციით გააპროტესტეს და მთავრობას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. საქინფორმი
  6. დღეს, “ქრისტიან–დემოკრატიული” პარტიის წევრმა ზაზა გაბუნიამ პრემიერ–მინისტრის სახელზე კანცელარიაში განცხადება დატოვა და სპეციალური მიმართვა გააკეთა. განცხადება უნარშეზღუდულთა უფლებებს შეეხება. ზაზა გაბუნიას განცხადებით რიგი საკითხები რაც ამ ხალხს უკავშირდება ჯერ კიდევ ღიად რჩება: “ჩვენ მიგვაჩნია რომ სახელმწიფო ამას არ უნდა მიუდგეს რომელიმე დეპარტამენტის თუ ქვეგანყოფილების დონეზე და აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის ან მთავრობის ხელმძღვანელთან არსებული საბჭო შეიქმნას. ამ საბჭომ უნდა უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის დაცვა. დედაქალაქში 10 000–მდე ადამიანია ისეთი რომელიც ეტლით სარგებლობს და ისინი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა ჰქონდეთ სარეაბილიტაციო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, უნდა მოხდეს როგორც ავტობუსების ასევე მეტროპოლიტენის ადაპტირება მათთვის, აუცილებელია უფრო ხელსაყრელი სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა”, – განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით პანდუსები ქალაქის მხოლოდ ორ გამზირზეა გაკეთებული და ისიც უხარისხოდ, რადგან უნარშეზღუდულები ამ პანდუსებს ვერ იყენებენ: “მერიის პრესსპიკერმა იცრუა, რადგან პანდუსები არა მთელ ქალაქში, არამედ ორ გამზირზე, თამარაშვილის და ყაზბეგის გამზირებზეა გაკეთებული. ისიც გამოუყენებელი, საჩვენებლად თუ გააკეთეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ უნარშეზღუდულებთან ვურთიერთობთ და ისინი ამ პანდუსებს ვერ იყენებენ. მათი მხრიდან ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი ელოდებიან რაღაც დასკვნებს და ამის შემდეგ მიუყენებენ პანდუსებს ამა თუ იმ შენობას არასერიოზულია. პანდუსის დაყენებას არ სჭირდება განსაკუთრებული არქიტექტორი და კვლევა და დასკვნა, ამის გაკეთება ძალიან ადვილია. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ელემენტარულად გადაადგილების უფლებაზე, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ამ ადამიანებს პირობები რომ გადაადგილდნენ.” ზაზა გაბუნიას თქმით ისინი პასუხს დაელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ამ საკითხზე რეაგირება მალე მოხდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60021.jpgსაქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის ბუდაპეშტში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მას ხელი საქართველოს ფინანასთა მინისტრმა მოაწერა. ქართული დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნიკა გილაური პრეზიდენტს, უნგრელ კოლეგას და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ქვეყნის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ის ეკონომიკის სამინისტროში სიტყვითაც გამოვიდა. პრემიერმა უნგრეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდაზე ისაუბრა. View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/dollars-300x200.jpg2012 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 647 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც“ექსპრესნიუსს“”საქსტატიდან” აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 8%-ით აღემატება. მათივე ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიანი მაჩვენებლიდან ექსპორტზე – 157 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტზე 490 მლნ აშშ დოლარი მოდის. ამასთან, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარში 333 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მაჩვენებლებს “საქსტატი” 24 თებერვალს გამოაქვეყნებს. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Tugushi-300x19923.jpgსაქართველოს სახალხო დამცველმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართა, რათა მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება შეისწავლოს დაკანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 2011 წლის 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანმა მისი შრომის უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. მოქალაქე ხ. შკუბლიანი 2010 წლის 1 დეკემბერს გააფრთხილეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2011 წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2010 წლის 24 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, შტატების შემცირების გამო 2011 წლის იანვრიდან მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული აპარატის მოსამსახურეთა სიის თანახმად, 2010 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით, ხ. შკუბლიანის გათავისუფლებამდე, მანდატურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული 19 მოსამსახურე მუშაობდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თითოეული სამსახურის, მათ შორის, მანდატურის სამსახურის საშტატო ნუსხა განსაზღვრული იქნა ცალ–ცალკე. შესაბამისად, მანდატურის სამსახურში გათვალისწინებული შტატის დაკავებისათვის განხილული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ამ განყოფილების თანამშრომლების კანდიდატურები და არა სხვა განყოფილების, ამ შემთხვევაში კი საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ან კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილების) საკურიერო სექტორის უფროსის კანდიდატურები. ზემოაღნიშნული პირების პროფესიული და პიროვნული ჩვევების შედარება უნდა მომხდარიყო შესაბამის სამსახურებში არსებულ მოსამსახურეებთან და არა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებთან. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ხ.შკუბლიანის გათავისუფლების მომენტში, მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაუსაბუთებელია. ხ.შკუბლიანის გათავისუფლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა მანდატურის სამსახურში მყოფ დანარჩენ 17 მოსამსახურეს, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანს და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილების) საკურიერო სექტორის უფროსს. კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოსთვის რა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის, პირადული თვისებებისა და სხვა უნარ–ჩვევების საფუძველზე მოხდა უპირატესობის მინიჭება მათთვის. „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც თავის მხრივ არღვევს მოქალაქე ხარიტონ შკუბლიანის შრომის უფლებას,“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tovli21-300x199.jpgძლიერი ყინვების გამო დედაქალაქში ტრავმების რიცხვმა იმატა. ექიმების განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებას ყინვისგან მიყენებული მოტეხილობებით ყოველდღიურად 20-მდე პაციენტი აკითხავს. თბილისის მე-5 საავადმყოფოში სხვადასხვა სახის მოტეხილობით კიდევ 2 ადამიანი მიიყვენეს. პაციენტებს კლინიკაში ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. როგორც ცნობილია, უამინდობის შედეგად დაშავებული ადამიანების მკურნალობისა და ოპერაციების ხარჯებს სრულად ქალაქ თბილისის მერია სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფარავს. იხილეთ epn.ge
  11. ქართული მხარის მოთხოვნით, სოხუმის პორტში დატყვევებულ გემზე მყოფ მეზღვაურებს საკვები და პირველადი ნივთები მიაწოდეს. ამის შესახებ "დილის კურიერს" სტამბოლში საქართველოს კონსულმა ზურაბ პატარაძემ განუცხადა.მისივე თქმით, "ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ სახლებში მალე დაბრუნდნენ".ეკიპაჟის დაკავებულ წევრებს შორის ოთხი ქართველია. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. Резолюция Генассамблеи носит лишь рекомендательный характер, поэтому в интересах сторонников свержения Асада - добиться принятия обязывающей резолюции СБ ООН. А тут Россия серьезно препятствует, поскольку пользуется своим правом вето. Найти компромисс с Москвой пытается Франция, но пока безуспешно. newsru
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/cz-300x225.jpgევროპას დიდთოვლობის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩეხეთში უამინდობის გამო კვლავ ბლოკირებულია რკინიგზა, რადგან რელსები თოვლითაა დაფარული. მოყინულია მაგისტრალები, რის გამოც პრაღისა და ბრატისლავის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს 50 ავტომობილი შეეჯახა. ასევე, ძლიერი თოვლის გამო რუმინეთში გარე სამყაროს მოწყვეტილია ასობით სოფელი. 140 სოფლამდე მიღწევა შეუძლებელია. კავშირის დამყარება ადგილობრივ მოსახლეობასთან მხოლოდ ვერტმფრენების დახმარებითხორციელდება. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tovli3-300x199.jpgარამდგრადი ამინდი საქართველოში 20 თებერვლამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაუარესდება. ტემპერატურა დაიწევს ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში. მათი ინფორმაციით, დასავლეთში, დაბლობაში – 7, მაღალ მთაში კი – 5 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს აქ ტემპერატურა – 6 გრადუსამდე დაეცემა. ამასთან, მოსალოდნელია თოვა და ძლიერი ქარი. მცირე თოვაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gexeba1-300x199.jpgარასამთავრობო და მედიაორგანიზაციები გუშინ ხელმოწერილ პეტიციას და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტში დღეს შეიტანენ, ამის პარალელურად კი, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების აქცია გაიმართება. პეტიცია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის – კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერაა მომზადებული, ხოლო საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი ექსპერტებმა მოამზადეს. როგორც ცნობილია, არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის ფარგლებშიც ისინი მოითხოვენ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. აღნიშნულ პეტიციაზე გუშინ 180 ხელმოწერა დაფიქსირდა. პეტიციაში ნათქვამია : “არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.” იხილეთ epn.ge
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-61.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა შპს “ბექა”-ს სარჩელი საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ . როგორც “ექსპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსარჩელე შპს “ბექა” ითხოვდა მის საწარმოზე დარიცხული ჯარიმის გაუქმებას და სსიპ შემოსავლების სამსახურის იმ ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების შესახებ. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიიჩნია, რომ შპს “ბექას” არ დაურღვევია საგადასახადო კანონის მოთხოვნები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. იხილეთ epn.ge
  17. თბილისში მე-9 დღეა 48 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების განცხადებით, მერაბ კიკნაძე 8 თებერვალს სანაპიროზე მდებარე რესტორან „კოპედან” გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. კიკნაძე რესტორანში დარაჯად მუშაობდა. თანამშრომლების თქმით, ის ნასვამ მგომარეობაში სიგარეტის საყიდლად წავიდა, პირადი ნივთები კი სამსახურში დატოვა. კიკნაძეს თანამშრომლები და ოჯახის წევრები დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. იხილეთ epn.ge
  18. თბილისში არსებული ავარიული შენობებიდან 2004-11 წლებში მერიის მიერ 1744 ოჯახი იქნა გამოსახლებული, თბილისის მერიამ კი მათგან მხოლოდ 402 ოჯახის საცხოვრებლის პრობლემა მოაგვარა. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ (IDFI) თბილისის მერიისგან ავარიული შენობებიდან გამოსახლებული ოჯახების რაოდენობა ყოველი წლის მიხედვით გამოითხოვა, ასევე ყოველი წლის მიხედვით, გამოსახლებული ოჯახები რა რაოდენობა იქნა ახალი ბინით დაკმაყოფილებული და ამ მომენტისთვის თბილისში არსებული ავარიული შენობების სრული რაოდენობა. მერიის პასუხი მხოლოდ ჯამურ ციფრებს წარმოადგენს და მასში არ არის ამჟამინდელი სტატისტიკა თბილისში არსებული ავარიული შენობების შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. სამეგრელოში, მდინარე რუხში ორი დღეა 14 წლის ანდრია ლაგვილავას უშედეგოდ ეძებენ. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ღამით სამძებრო სამუშაოები შეწყდა, თუმცა დღეს დილიდან ისევ განახლდა. ეპილეფსიით დაავადებული მოზარდი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვის კვალი მდინარესთან იკარგება. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-52.jpgოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოტყუებით დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებს ქართული მხარის მოთხოვნით საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიაწოდეს. ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი, რომელზეც 4 ქართველი მეზღვაური იმყოფება, უკვე ერთი წელია რაც სოხუმის პორტში დგას. მსგავსი ფაქტების გახშირების გამო მეზღვაურების სამართლებრივი დახმარებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კი მზადაა, ყველა მეზღვაურს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. იხილეთ epn.ge
  21. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60023.jpg15 თებერვალს გალის რაიონში რუსი სამხედროების მიერ სკოლის მოსწავლის, მამუკა ფიფიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები. `ეხო კავკაზისთვის` მიცემულ ინტერვიუში ისინი ასეთი პიროვნების არსებობასაც კი უარყოფენ. გავრცელებული ინფორმაციით, კი მამუკა ფიფიას რუსმა სამხედროებმა მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ მას სასკოლო ჩანთაში ქართული სახელმძღვანელო და დროშა უპოვეს. სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტს რუსი ძალოვნების ზეწოლის შემდეგ, კატეგორიულად უარყოფს მოზარდის დედა, თუმცა 2 დღის წინ "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ის ღიად საუბრობდა მისი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ოჯახის წევრების თქმით, მე-10 კლასის მოსწავლეს ხელი ჰქონდა მოტეხილი, ხოლო სხეულზე დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. View the full article
  22. </p>/get_img?ImageId=6391 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ სირიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია გაერო–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. “გენერალური ასამბლეა მკაცრად გმობს სირიაში ფართოდ გავრცელებულ და სისტემატიურ დარღვევებს ადამიანის უფლებების და მივმართავთ სირიის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და დაიცვან საკუთარი ხალხი,” – ნათქვამია რეზოლუციაში. არაბული ლიგის მხარდაჭერით მომზადებულ რეზოლუციას, გაერო-ს წევრმა 137 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 12 ქვეყანა წავიდა, ხოლო 17 ქვეყანამ თავი შეიკავა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. /get_img?ImageId=6392 მოსახლეობისთვის ელექტროვაუჩერების დარიგების ინიციატივის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 16 თებერვალს ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ზამთარი წელს განსაკუთრებულად მკაცრი აღმოჩნდა, მოსახლეობას გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა და ელექტროენერგიის ხარჯი 20-30 პროცენტით გაეზარდა. პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება და ენერგოვაუჩერების საშუალებით, გაზრდილი ხარჯის ბიუჯეტიდან ანაზღაურება დაავალა. "მთავრობას მინდა დავავალო, რომ რაღაც საშუალებები მოვხიკოთ და ვიპოვოთ და ეს ენერგოვაუჩერები წესლსაც გავაკეთოთ,"- სააკაშვილმა ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობის დროს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60017.jpgდღეს დილიდან ისევ განახლდა 14 წლის ანდრო ლაგვილავას ძებნა, რომელიც უკვე სამი დღეა დაკარგულია. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სამძებრო სამუშაოებში მაშველები, თანასოფლელები და ნათესავებია არიან ჩართული. ანდრო ლაგვილავა სამი დღის წინ საღამოს სახლიდან რძის მოსატანად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ფერმის ტერიტორიაზე, წყლით სავსე აუზებთან ის ბოთლი იპოვეს, რომელიც მოზარდს თან ქონდა. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ იგი წყალში ჩავარდნილიყო. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი გაეტაცათ და ოკუპირებულ აფხაზეთში გადაეყვანათ, რადგან ფერმა, სადაც ბავშვი წავიდა, საოკუპაციო საზღვრიდან 150 მეტრში მდებარეობს. View the full article
  25. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60017.jpgდღეს დილიდან ისევ განახლდა 14 წლის ანდრო ლაგვილავას ძებნა, რომელიც უკვე სამი დღეა დაკარგულია. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სამძებრო სამუშაოებში მაშველები, თანასოფლელები და ნათესავები არიან ჩართული. ანდრო ლაგვილავა სამი დღის წინ საღამოს სახლიდან რძის მოსატანად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბავშვი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ფერმის ტერიტორიაზე, წყლით სავსე აუზებთან ის ბოთლი იპოვეს, რომელიც მოზარდს თან ჰქონდა. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ იგი წყალში ჩავარდნილიყო. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი გაეტაცებინათ და ოკუპირებულ აფხაზეთში გადაეყვანათ, რადგან ფერმა, სადაც ბავშვი წავიდა, საოკუპაციო საზღვრიდან 150 მეტრზე მდებარეობს. View the full article
×
×
  • შექმენი...