planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/shemosavlebis-samsaxuri123.jpgთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული ბრალდება მისი ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგურის საბაჟო შემოწმების დროს შეგნებულად დაზიანების შესახებ გაუგებარი და მიუღებელია. ივანიშვილის პრესსამდივნომ განაცხადა, რომ 450 000 ევროს ღირებულების სატელივიზიო სატელიტური სადგური შეგნებულად დააზიანეს მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“ და ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს. <span style="font-size: 10pt;" />შემოსავლების სამსახური გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აცხადებს, რომ კომპანია „იგრიკას“ კუთვნილი „Mercedes Benz“-ის მარკის მიკროავტობუსი ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა განხორციელდა. საქინფორმი
-
ბუნების საოცარ მოვლენებს შეიძლება მიეწეროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ღრმულები.1. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღრმული “მირ”(mir diamond pipe), იაკუტია.კიმბერლის მილი “მირ” – კარიერი, რომელიც მდებარეობს ქალაქ მირნში. კარიერის სიღრმე არის 525 მეტრი, დიამეტრი 1,2 კილომეტრი, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარიერია. კარიერზე მადნის მოპოვება შეწყდა 2001 წელს. ამჟამად კარიერში მიმდინარეობს ... View ucnauri.com
-
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის 17 თებერვლის ინფორმაციით, რომელიც პირადად უკეთებდა კოორდინირებას საბრძოლო მოქმედებებს, მრავალრიცხოვანმა სამხედრო დანაყოფებმა ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს ბოევიკთა 7 კაციანი ჯგუფი, რომელიც ტიმირალიევის იგივე «აბუდარის» ხელმძღვანელობით მოქმედებდა.ბოევიკთა ამ ჯგუფთან შეტაკების დროს წინა დღეებში დაიღუპა 11 და დაიჭრა 17 სამხედრო მოსამსახურე.შეიარაღებული შეტაკებები გრძელდებოდა 17 თებერვალს დაღესტნის ხასავიურთის რაიონშიც, სადაც ბოევ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/akihito-300x169.jpgიაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. გულის არტერიის შუნტირების ოპერაცია მონარქს ტოკიოს უნივერსიტეტის კლინიკაში ჩაუტარდა და ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აკიჰიტოს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაწერენ. გასული წლის ნოემბერში იმპერატორს ფილტვებისა და ბრონქების ანთება ჰქონდა. ექიმების განცხადებით, აკიჰიტოს გულის პრობლემები 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის გამო გადატანილმა სტრესმა და ნერვიულობამ გამოიწვია. იხილეთ epn.ge
-
В пятницу сотрудники федеральных правоохранительных органов провели обыск в московском банке, принадлежащем Александру Лебедеву, миллиардеру, владеющему популярной газетой, которая постоянно высказывает жесткую критику в адрес Кремля. Г-н Лебедев, откровенный критик правительства, заявил, что в обыске Национального резервного банка участвовали четыре сотрудника ФСБ.
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/burjanaZe-nino1.jpgთბილისი, 18 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისივე პარტნიორები ატყუებენ. 16 თებერვალს „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ბიზნესმენის მომავალი პარტიის რეგიონული სტრუქტურების შექმნის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება (წინა დღეს, 15 თებერვალს, მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციის დროს ივანიშვილმა 44 რეგიონული სტრუქტურის შექმნის შესახებ ილაპარაკა). საქინფორმი
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება. სსამინისტროს ცნობით, კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შედეგების უცხოელი კოლეგებისათვის გაცნობა და ამ გზით ქართველ მეცნიერთა მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს, რომელთა ღონისძიება დაგეგმილია 2012 წლის 17 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. განაცხადები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge 27 თებერვლიდან 31 მარტამდე ელექტრონულად მიიღება. კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ სამეცნიერო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 30 000 ლარით დააფინანსებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, საკონფერენციო გრანტების კონკურსი ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას, ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავებას. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/xandzari-300x226.jpgთბილისში, დღეს გაზის გაჟონვის გამო ლოჭინის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. აფეთქების შედეგად, ოჯახის ერთმა წევრმა სხეულის 40%-იანი დამწვრობა მიიღო. იგი დამწვრობის ცენტრში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ხანძრის შედეგად სახლის დიდი ნაწილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. იხილეთ epn.ge
-
Китай согласился "значительно увеличить" доступ американских фильмов к своему кинорынку. Достигнутые договоренности предполагают, что присутствие голливудской продукции на китайском рынке расширится более чем на 50 процентов. Соглашение обеспечит занятость тысяч граждан США, работающих в киноиндустрии. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/patriarqi.jpegსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ისრაელში მონასტრებსა და მოწამეთა წმინდა ნაწილებს მოინახულებს საპატრიარქოს ინფორმაციით, დღეს უწმინდესი დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცავენ წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ _ იოანე მოსხის, წმინდა საბა გაწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს. დღესვე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად მოილოცავს ჯვრის მონასტერს. დღესვე გაემგზავრება ქალაქ რამალაში,სადაც პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამასთან, 19 თებერვალს ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს. იმავე დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს. 20 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვას ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში აღავლენს. იმავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს მოილოცავს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია. 21 თებერვალს, საქართველოს პატრიარქი შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება იერუსალიმიდან ქალაქ ლოდში წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ. 22 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქალაქ ხოლონში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება. 23 თებერვალს, ილია მეორე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს. იმავე დღეს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება. 24 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცებენ; მოილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად, წმინდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალს გაემგზავრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/gasstovevi5-300x225.jpgგასული დღე- ღამის განმავლობაში გაზით 46 ადამიანი მოიწამლა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია მიმდინარე ზამთვის განმავლობაში. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 46 ადამიანიდან ვინც გასული ღამის განვალობაში CO-თი მოიწამლა რვა მძიმე მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მამაკაცის ჯამრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, იგი გამათბობლიდან გაზის გაჟონვით მოიწამლა. მედიკოსები აცხადებენ, რომ ზამთრის პერიოდში ძლიერ ყინვებთან ერთად განსაკუთრებით გაიზარდა გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევები. თბილისის მარია კიდევ ერთხელ აფრთხილებს დედაქალაქის მაცხოვრებლებს ისარგებლონ მერიის ცხელი ხზით, დარეკონ და გამოიძახონ სპეციალისტები, რომლებიც უფასოდ შეამოწმერბენ გაზის გამათბობლებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/iran-300x225.jpgპაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ირანს მხარდაჭერას შეპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. ამის შესახებ ზარდარიმ ირანისა და ავღანეთის პრეზიდენტებთან მაჰმუდ აჰმადინეჯადთან და ჰამიდ ყარზაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზარდარის განცხადებით, პაკისტანი არ დაუშვებს, რომ დასავლეთის ზეწოლამ ისლამაბადისა და თეირანის ურთიერთობებზე აისახოს. პაკისტანის ლიდერმა აჰმადინეჯადს საგანგებოდ შეპირდა, რომ ირანის მთავარ მოწინააღმდეგეს – აშშ-ს არანაირ დახმარებას არ აღმოუჩენს. ზარდარის განცხადებას ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანისთვის აქტიური მზადების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე გაჟღერდა. აღსანიშნავია, რომ პაკისტანი ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი მოკავშირე იყო, თუმცა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა. იხილეთ epn.ge
-
Мантра президентской кампании Владимира Путина: Соединенные Штаты работают на то, чтобы ослабить Россию и вернуть ее в хаос, который последовал после распада Советского Союза. Эксперт: Путин рискнул испортить отношения с США, т.к. его желание вернуться в кресло президента перевешивает другие переживания. Теперь все нацелено на то, чтобы показать населению: он не боится противостоять США.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/sameba31-300x199.jpgდღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ხორციელის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღს აღნიშნავს.. ტაძრებში ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და საკურთხი იკურთხება. ხვალ კი, ხორციელის კვირიაკეს, მართლმადიდებელი ეკლესია საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს. ამ კვირაში ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით, რადგან ხორცი კვირა საღამოს ვახშმის შემდეგ იკრძალება და აღდგომამდე აღარ იჭმევა. დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს პოვებენ. საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს,რომლის დროსა ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია, მაგრამ მხოლოდ რძის ნაწარმით და კვერცხით . ასევე ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა. საპატრიარქოს ინფორმაციით, 19 თებერვალს, ისრაელში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ღამისთევის ლოცვას მაცხოვრის საფლავზე აღავლენს. წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. იხილეთ epn.ge
-
На крупнейшем нефтеперерабатывающем заводе штата Вашингтон, принадлежащем компании BP и расположенном неподалеку от границы с Канадой, произошел сильный пожар, в результате которого прекратила работу установка перегонки сырой нефти. Пожар был потушен в течение полутора часов, никто из работников завода не пострадал. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download4.jpgბაქოში რუსეთ-საქართველოს ომზე რუსული ფილმის “რვა აგვისტო” ჩვენება, სოციალური ქსელის Facebook მომხმარებელთა ჯგუფის მოთხოვნით, უკვე მეორედ ჩაშალეს. როგორც “”ვესტი.აზ”-ის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებაზე უარი მჯერად კინოთეატრმა “აზერბაიჯანმა” თქვა. კინოთეატრის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციისა და ქართული საზოგადოების შეშფოთების გამო მიიღეს. აღნიშნული ფილმის ჩვენება 21 თებერვლისთვის კინოთეატრ „Park Cinema“-შიც იყო დაგეგმილი, თუმცა Facebook-ის მომხმარებელთა ჯგუფმა კონოთეატრის ადმინისტრაციას ფილმის ჩვენებზე უარის თქმის თხოვნით მიმართა. აზერბაიჯანელთა ნაწილის აზრით, ამგვარი ფილმის ჩვენება დაუშვებლია, რადგან ფილმი “რვა აგვისტო” საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, სახლებიდან ათასობით ქართველის გასახლებას და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიას ამართლებს. მიმართვის ავტორებმა ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ თუ კინოთეატრი ფილმის ჩვენებას დაიწყებს, ისინი საზოგადოებას ფილმის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებენ. კინოთეატრის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანული საზოგადოების მიმართავა გაითვალისწინა და ფილმი გაქირავებიდან მოხსნა. აღნიშნული ფილმის რეჟისორი ჯანიკ ფაიზიევია. მისი გადაღებები მოსკოვში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა. “რვა აგვისტო” მოსკოვში სოციალურად მნიშვნელოვან პროექტად აღიარეს. ფილმის გადაღება რუსეთის კინოს მხარდაჭერის ფონდიდან დაფინანსდა, რომელიც 16 მილიონი დოლარი დაჯდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/post-69-1176139719-300x2251.jpgაფხაზეთში დატყვევებულ ოთხ ქართველ მეზღვაურს სავარაუდოდ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ. თითქმის ერთი წელია რაც ოთხი ქართველი მეზღვაური, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის პორტში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ თურქეთში საქართველოს საკონსულოს ჩარევით მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. პირველი ვერსიით, თავად დატყვევებული მეზღვაურების განცხადებით, შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში ორშაბათს გემთმფლობელი კომპანიის მფლობელი ჩავიდეს, რომელიც ეკიპაჟის წევრების საბუთებს წესრიგში მოიყვას და მათ გათავისუფლებას უზრუნველყოფს. მეორე ვერსიით კი, გემი ჯარამის 200 ათასი დოლარის გადაუხდელობის გამო, აფხაზეთის მხარეს გადაეცემა და მეზღვაურები ოკუპირებული ტერიტორიიდან ამის შემდეგ დავბრუნდებიან. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, ალიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია “star and Ciping”-ის კუთვნილ გემზე 2011 წლის ივნის ავიდნენ. მას შემდეგ ისინი მოტყუებით და კანონის დარღვევით, სოხუმში შეიყვანეს. მეზღვაურების ოჯახის წევრები მათი უფლებების დარღვევაში დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელს ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ. სოხუმში ქართველი მეზღვაურების კადრები პირველად აფხაზეთის ტელევიზიამ გაავრცელა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images8.jpgამერიკელ პოპვარსკვლავს, უიტნი ჰიუსტონს ნიუ-ჯერსის შტატში დღეს, აშშ-ს დროით, 12:00 საათზე, დაკრძალავენ. უცხოური ტელეკომპანიების ცნობით, გარდაცვლილ მომღერალს მის მშობლიურ ქალაქ, ნიუარკში მდებარე ერთ-ერთი ტაძრიდან გამოასვენებენ. მომღერლის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს წამყვანი მომღერლები იმღერებენ, მათ შორის იქნება სტივ ვანდერი. ასევე, სიტყვით გამოვა ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ კოსტნერი. პოპდივას დაკრძალვამდე გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებელი ორდღიანი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 12 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმრო “ბევერლი ჰილტონის” ნომერში გარდაიცვალა. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებილი ინფორმაციით, უიტნი ჰიუსტონის ნომერში ფსიქოტროპული პრეპარატი “ქსანაქსი” იპოვეს, რომელსაც მომღერალი ექიმის დანიშნულებით იღებდა. არსებობს ეჭვი, რომ ჰიუსტონმა მედიკამენტი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მიიღო, გონება დაკარგა და აბაზანაში ჩავარდა. იხილეთ epn.ge
-
Глава МЧС Сергей Шойгу предложил кандидатам в президенты подписать общественный договор "об условиях легитимности демократических процедур формирования власти в России". Этот договор, автором которого является политолог Сергей Кургинян, кандидаты назвали "фарсом" и "фэнтези" и отказались подписывать документ. lenta.ru
-
Видеоролик, на котором Путин предстает перед судом по обвинению в коррупции и терроризме, является откровенной подделкой, однако он все равно оказался заразительным: по сообщениям Associated Press, после размещения на YouTube он всего за несколько дней собрал миллионы просмотров. Сторонники Путина также прибегали к использованию поддельных видеороликов с целью донести до зрителей свои идеи.
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ორგანიზაციამ ბრისტოლიდან (Black Development Agency) საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი დადო იმაზე, რომ საქართველოს ინგლისურის მასწავლებლებით მოამარაგებს. იმედოვნებენ, რომ დახლოებით 1,700 მასწავლებელი ბრისტოლის შემოგარენიდან ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში დარჩება. ბრისტოლი საქართველოს დედაქალაქთან თბილისთან 1988 წელს დაძმობილდა და ეს პროგრამა თბილისი-ბრისტოლის ასოციაციამ შექმნა. სააგენტო ეძებს ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე მოხალისეებს. ინგლისური ენა ქართულ სკოლებში 2011 წლის სექტემბრიდან პირველივე კლასიდან სავალდებულო გახდა. „განმტკიცებული ურთიერთობები“ პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართველებს ინგლისურის დაუფლებაში. გარდა ამისა, დაასაქმოს და სამუშაო გამოცდილება მიაღებინოს ბრისტოლის შემოგარენში და სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს. სააგენტოს აღარ აფინანსებს ბრისტოლის საკრებულო, მაგრამ ალექს სმიტი, ქართული პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ისინი არც ეძებენ ფინანსურ მოგებას.“ „აქ საქმე ეხება უფრო ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას ევროპასთან და იმას, რომ ადამიანები იქ დავასაქმოთ,“ განაცხადა მან. „უამრავი ორგანიზაცია იბრძვის ამისთვის და ჩვენ შეგვიძლია მათ დამატებითი დახმარება აღმოვუჩინოთ“. სააგენტოს ორი წელი აქვს ამ პროგრამის განხორციელებისთვის და თუ ის წარმატებას მიაღწევს სამხრეთ-დასავლეთში, მაშინ მთელი დიდი ბრიტანეთიდან დაიწყებს მოხალისეების დაქირავებას. ორიგინალი ორიგინალი
-
Россия принесла свои извинения выдающейся французской журналистке и писателю, которую ранее заставили покинуть страну, и пригласила ее вернуться, что стало редким примером отступления бюрократии. В понедельник г-жа Нива заявила, что ее заставили покинуть Россию, на следующий день глава российской миграционной службы уволил своего регионального подчиненного за то, что последний аннулировал ее визу.