planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ისტორიული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მხარეებს შორის არსებობს სამუშაო დოკუმენტი. თუმცა, ხელი ჯერ არ არის მოწერილი საერთო დოკუმენტზე. “სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს, თუ არ ვცდები წელიწადზე მეტია უკვე თურქეთსა და საქართველოს შორის ამ დოკუმენტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა, როგორც ქართული მხარის, ასევე თურქული მხარის მიერ მოწოდებული წინადადებების გათვალისწინებით. ეს ის საკითხია, რომელზეც ჯერ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, იმდენად რამდენადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს, რომელსაც ჯერ–ჯერობით თურქული მხარე ბოლომდე არ იზიარებს. იცით ეს სამუშაო პროცესია. ცალსახად გადაწყვეტილია, რომ ქართულ მხარეს დიდი ინტერესი აქვს, იმდენად რამდენადაც გრძნობს ისტორიულ ვალდებულებას კულტურის ძეგლების დაცვასთან მიმართებაში,” – განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, ქართულ მხარეს აქტიური და კონსტრუქტიული ურთიერთობა აქვს ამ საკითხზე თურქულ მხარესთან. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ შესწორებები შევიდეს ტექსტში. თუმცა რა, ეს არ კონკრეტდება. “იქიდან გამომდინარე რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ტექსტზე მუშაობა გრძელდება და არ გამოვრიცხავ, რომ შესწორებები შევიდეს,” – განაცხადა კალანდაძემ. შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს თურქეთში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ რურუასა და მის კოლეგა ერთურულ გუნაის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა კულტურული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმებით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხანისა და ოშკის, რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს. თუმცა, მაშინ კულტურის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა. "თურქულ და ქართულ მხარეებს შორის ჯერჯერობით ხელშეკრულება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასა და ახალციხის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით გაფორმებული არ არის. ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა,” – განუცხადეს "ნეტგაზეთს" კულტურის სამინისტროში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/richard_noland.jpgთბილისი, 20 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სენატს საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა. ჯონ ბასს რიჩარდ ნოლანდი შეცვლის. <span style="font-size: 10pt;" />აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩოშიც ადასტურებენ. უწყების განმარტებით, მოქმედ ელჩ ჯონ ბასს, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა, ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. საქინფორმი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Anri-Joxadze-Feelings-300x225.jpg„ევროვიზია 2012“-ზე საქართველოს ანრი ჯოხაძე წარადგენს. ჟიურისა და მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული 9 კონკურსანტს შორის გამოვლინდა. შიდა შესარჩევი ტური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცედურა კონკურსანტების გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთი გრძელდებოდა. რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები ბაქოში 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. წელს კონკურსში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს „Crystal Hall“-ში 24 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Kalandadze-300x199.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხდებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას რუსეთის მიმართ სკეპტიკური განწყობა უჩნდებათ. ამის შესახებ კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე დასმული კითხვის – “განიხილავს თუ არა საქართველო იმ ვარიანტს, რომ ალა ჯიოევამ მას თავშესაფრის თხოვნით მიმართოს”, კომეტირებისას განაცხდა. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, იგი სპეკულაციებისგან თავს შეიკავებს, თუმცა თვალყურს ადევნებს თუ როგორ ვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „ნებისმიერ შემთხვევაში თვალყურს ვადევნებთ და ცნობად მივიღებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მათ შორის ალა ჯიოევასთან მიმართებაში, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქალბატონ ჯიოევასაც რუსეთის მიმართ სკეპტიკური განწყობა უჩნდებათ. შესაბამისად, როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ ვინმე პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, ბუნებრივია, ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი, რომლისგანაც საფრთხე მომდინარეობს,“- განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები რუსეთს საფრთხედ აფასებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/kalan1.jpegსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, აშშ–ს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით დიდი ინტერესი აქვს. ამის შსახებ განცხადება, კალანაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, 22-24 თებერვალს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის სელესტ ვოლანდერის ვიზიტი გაიმართება, რაც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების გამოძახილია. როგორც კალანაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს. იხილეთ epn.ge
-
ალექსანდრე ანქვაბი თავის გუნდის წევრებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონის აქტივთან თითქმის ხუთი საათი თათბირობდა, სადაც მიმდინარე წლის 17 თებერვალს 2011 წლის მუშაობის შედეგებს განიხილავდნენ. რაიონის ხელმძღვანელები თავის გამოსვლებში ყურადღებას ამახვილებდნენ არსებულ პრობლემებზე და რაიონში გეგმიური დავალებების შეუსრულებლობის მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ 82 % შესრულდა, რის გამოც ბიუჯეტმა 72 მილიონით იზარალა.როგორც "Апсныпресс" - ი იუწყება, საუბარი იყო რაიონის ეკონომიკური განვითარების დ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=6417 მაია ფანჯიკიძე პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 21 თებერვალს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში.” გარდა ამისა, გასახსნელად მზად არის კოალიციის 40-მდე ოფისი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მაია ფანჯიკიძის თქმით, უკვე ყველაფერი მზად არის, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ოფისებმა საქართველოს რეგიონებში მუშაობა დაიწყოს. ივანიშვილის პრესსპიკერმა დღეს არ გაამხილა იმ პირთა ვინაობა, ვინც ”ქართული ოცნების” რეგიონებში მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. მისი თქმით, ეს იქნება ჯგუფი, რომლის წევრებიც იქნებიან პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. მაია ფანჯიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მედია ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის მიერ გასულ კვირას წარდგენილი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები უარყოფითად წარმოეჩინა, საზოგადოებამ მაინც ”დადებითად შეაფასა” ეს ამბავი. ტრადიციულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ”ქრთული ოცნება” სრულად უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზციების პეტიციას, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის წინააღმდეგაა მიმართული. ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან ერთად საქართველოში დემოკრატიასაც ზღუდავს. მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გააცნო ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკისადმი. მან განმარტა, თუ რატომ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ, რომ ისინი გაეცნობიან ვლადიმერ პუტინის იდეას ”ევრაზიულ კავშირთან” დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რადგან ყველაზე დიდი საფრთხე მოდის რუსეთიდან და ყველაზე დიდი მტერი რუსეთია, ყველაფერი უნდა იცოდე მის შესახებ, თუ რას გეგმავს ის. ფანჯიკიძის თქმით, დოკუმენტის გაცნობა არ ნიშნავს შორსმიმავალ გეგმებზე მუშაობას. ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საჭიროა ”ევრაზიული კავშირის” შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რადგან შესაძლოა, მასში საქართველს რომელიმე მეზობელი გაწევრიანდეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ვიდეო ექსტრემალურ და ლამაზ ადგილებში. შეიძლება ეს არ განგიცდიათ მაგრამ ამ ვიდეოდან მცირედით მაინც იგრძნობთ იმ შეგრძნებას რასაც ნამდვილი ექსტრემი ქვია. და კარგ ხასიათზეც დადგებით. ;) ვიდეოები გაგრძელებაში . View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili-300x1991.jpgსაქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დეტალებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეათანხმებენ. დღევანდელ სხდომაზევე გახდება ცნობილი, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის კონკრეტული თარიღი და გაირკვევა, შედგება თუ არა დებატები. პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ კი, იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია. პარლამენტში, პრეზიდენტის შარშანდელი გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში, პარლამენტს რეზოლუცია არ მიუღია. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სავარაუდოდ 28 თებერვლისთვის მივა.პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge
-
გაგრძელებაში იდუმალ თავისქალებზე თავის ქალა ადამიანის ცნობიერებაში ჩანერგილია როგორც სიკვდილის, ბოროტების სიმბოლო.თავის ქალას ბევრი სიძლიერეს და მაგიასაც უკავშირებს.თავის ქალას ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მაიას ტომის ხალხი და აზტეკები.ამ ცივილიზაციებმა უამრავი ისეთი რიტუალი და მაგია იცოდნენ რომელსაც ვერასოდეს გაიგებს თანამედროვე ადამიანი.ეს რიტუალები ამ ცივილიზაციების გადაშენებასთან ერთად გაქრა.თუმცა დღევანდელი არქეოლოგები პოულობენ უამრავ ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kalandadze-2-300x1992.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურის წარდგენა ჩვეულებრივ როტაციულ ციკლს წარმოადგენს. ამის შესახებ განაცხდაება, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. კალანდაძის თქმით, ელჩის ახალი კანდიდატურის დამტკიცება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მოხდება. შემდეგ, ოფიციალური მომართვა ქართულ მახრეს გადმოეგზავნება და ქართული მხარის მხრიდან აგრიმანის მიღების შემდეგ შეერთებული შტატების ახალი ელჩი თავის საქმიანობას შეუდგება. მისივე თქმით, მოქმედ ელჩს, ჯონ ბასს როტაციის ვადა ზაფხულამდე არ ეწურება და შესაბამისად, მანამდე არავითარი ცვლილებება არ მოხდება. “მას ამოეწურება თავისი საროტაციო ვადა და შემდგომ ახალი ელჩი, რომლის კანდიდატურის განხილვაც შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში მოხდება, თავის საქმიანობას შეუდგება “, – განაცხდა ნინო კალანდაძე. როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის. რიჩარდ ნორლანდი 57 წლისაა და იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი – საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. ნორლანდი 2007-2010 წლებში იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში. ასევე, იგი სხვადასხვა წელს მუშაობდა ავღანეთში, ლატვიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რუსეთსა და ბაჰრეინში. რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესშიც მონაწილეობდა. ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ორი წლის განმავლობაში ის უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. იგი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იხილეთ epn.ge
-
ასეა ძმაო, თუ ერთხელ წაიქეცი, მერე საკუთარი ძაღლიც არ დაგინდობს http://site.alo.ge/wp-includes/images/smilies/icon_biggrin.gif View the full article
-
1) ამერიკის ვირჯინის კუნძულებიამ პოსტში იხილავთ სახელწიფოების უცნაურ ლამაზ და ორიგინალურ დროშებს იმედია მოგეწონებათ:2) ბენინის სამეფო3) ბუტანის სამეფო4) ცენტრალური აფრიკის რესბუბლიკა5)გუამი6) კუნძული მენი7) ლიბია8) ლომბარდია (იტალია)9)მოზამბიკის რესბუბლიკა10) ნეპალი11) პრისლანდია (ნიდერლანდები)12) სამხრეთის ზღვის კუნძულები13) სვაზილენდის სამეფო14) ყირგიზეთი View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/qartuliocnebalogo1-300x193.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილ პეტიციას “ეს შენ გეხება” შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ადამიანის უფლებებს, პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ზღუდავს. “ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილ პეტიციას “ეს შენ გეხება”, რომელიც გასულ კვირას პარლამენტში შევიდა.მხარდაჭერას გამოვხატავ „ქართული ოცნების“ სახელით და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით სასურველ შედეგს მივაღწევთ“,– განაცხადა ფანჯიკიძემ პრეს–სპიკერის განცხადებით, “ქართული ოცნება” ამ ინიციატივის მხარდამჭერია და აღნიშნულ კამპანიას უკვე შეუერთდა. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgსოხუმის პორტში დატყვევებული გემის მფლობელები დღეს თურქეთში საქართველოს საკონსულოში არიან დაბარებული. დღესვე, ქართული დიპლომატიური მისიის წევრები თურქეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდებიან. არ არის გამორიცხული, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უახლოეს დღეებში დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, `ჰაკი ეჰილი-ოღლუ` ერთი წელია უკვე სოხუმის პორტში დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გემთან ერთად დაპატიმრებულები არიან ეკიპაჟის წევრებიც, რომელთა შორის ოთხი ქართველი მეზღვაურია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60038.jpgსოხუმის პორტში დატყვევებული გემის მფლობელები დღეს თურქეთში საქართველოს საკონსულოში არიან დაბარებული. დღესვე ქართული დიპლომატიური მისიის წევრები თურქეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდებიან. არ არის გამორიცხული, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უახლოეს დღეებში დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი `ჰაკი ეჰილი-ოღლუ`ერთი წელია უკვე სოხუმის პორტში დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გემთან ერთად დაპატიმრებულები არიან ეკიპაჟის წევრებიც, რომელთა შორის ოთხი ქართველი მეზღვაურია. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Basiepn-300x1991.jpgაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის. რიჩარდ ნორლანდი 57 წლისაა და იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი – საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. ნორლანდი 2007-2010 წლებში იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში. ასევე, იგი სხვადასხვა წელს მუშაობდა ავღანეთში, ლატვიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რუსეთსა და ბაჰრეინში. რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესშიც მონაწილეობდა. ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ორი წლის განმავლობაში ის უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მის კანდიდატურას, საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე, კონგრესმენები განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ. აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს თანამდებობაზე მუშაობის ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. იგი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იხილეთ epn.ge
-
სრულიადში იხილავთ PS3-ის ექსკლუზიური თამაშაშის Uncharted 3: Drake’s Deception-ის მიმოხილვას.Uncharted 3გამომქვეყნებელი: Sony Computer Entertainmentშემქმნელი: Naughty Dog Softwareჟანრი: Third-Person Action Adventureგამოშვების თარიღი:ამერიკა: 1 ნოემბერი, 2011იაპონია: 2 ნოემბერი, 2011ფასი: $59.9913+: სისხლი, ლექსიკა, ძალადობაასევე ცნობილი როგორც: Uncharted 3 Uncharted 3: Drake’s Deception-ის პერსონაჟები მსგავსია Uncharted 2: Among Thieves-ის ჩვენ კვლავ გვაყვს მიმზიდველი გმირი ... View ucnauri.com
-
ამ პოსტში წარმოგიდგენთ 10 უცნაურ ფაქტს, რომელიც მხოლოდ ამერიკაში ხდება… 1) მხოლოდ ამერიკაში…შესაძლებელია პიცა უფრო მალე მოგართვან სახლში, ვიდრე სასწრაფო დახმარება მოვა.2) მხოლოდ ამერიკაში…არსებობს სასრიალო ბილიკებზე (მაგ:ყინულის მოედანი,სკეიტ პარკი…) ინვალიდთათვის პარკინგის ადგილები.3) მხოლოდ ამერიკაში…ფარმაცევტები აიძულებენ ავადმყოფ ადამიანს გაიარონ მთელი გზა მაღაზიის უკანა მხარემდე, რომ მიიღონ თავიანთი დანიშნულება, სანამ ჯანმრთელ ხალხს შეუძლია ... View ucnauri.com
-
В Туркмении опубликована новая ода президенту Гурбангулы Бердымухамедову, сообщает "Хроника Туркменистана". Стихотворное произведение напечатано в главной газете республики "Нейтральный Туркменистан". Автор оды - народный писатель Гозель Шагулыева. Ранее она уже посвятила президенту стихотворение "Песнь радости". lenta.ru
-
/get_img?ImageId=6415 ვალერი გელბახიანი სამართალდაცავებმა ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრი ავრცელებს. სამინისტროს ცნობით ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გავრეცელებული ცნობებით ამ პერიოდში ის რუსეთში იმყოფებოდა. გელბახიანი წუხელ სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს. გელბახიანისთვის წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს შეთქმულება ან ამბოხი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ამ მუხლის პირველი ნაწილი " შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად". დანსაული ჩადენილი ამ მუხლით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Президент Грузии Михаил Саакашвили поручил правительству выделить средства для раздачи населению ваучеров на электроэнергию. По словам главы государства, в связи с тем, что зима в этом году оказалась особенно суровой, расходы на электроэнергию у населения увеличились на 20-30 процентов, которые и компенсируют власти. lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60034.jpgვალერი გელბახიანის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა. გიორგი თარგამაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია მზად არის დაკავებულს თავდებად დაუდგეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება დედის ავადმყოფობის გამო მიიღო. თარგამაძის ინფორმაციითვე, ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკავშირება ვალერი გელბახიანის შვილთან ირაკლი გელბახიანთან. მისივე განმარტებით, ამ დრომდე სამართალდამცავ სტრუქტურებს არანაირი პრეტენზია გელბახიანის ვაჟთან არ ჰქონიათ და არც ძებნაში იმყოფებოდა. `ეს არის საქართველოს ხელისუფლების მუხანათობა, მისი არაჰუმანური სახის მორიგი გამოვლინება და არაკანონიერი მოქმედება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივაღწიოთ მისი თავდებით გათავისუფლებას, რომ მას სწრაფად მიეცეს საშუალება მოინახულოს ოჯახი და მძიმედ ავადმყოფი დედა,` განაცხადა თარგამაძემ. იგი მოითხოვს, რომ მოხდეს ვალერი გელბახიანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება, რადგან ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60034.jpgვალერი გელბახიანის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა. გიორგი თარგამაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია მზად არის დაკავებულს თავდებად დაუდგეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება დედის ავადმყოფობის გამო მიიღო. თარგამაძის ინფორმაციითვე, ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკავშირება ვალერი გელბახიანის შვილთან ირაკლი გელბახიანთან. მისივე განმარტებით, ამ დრომდე სამართალდამცველ სტრუქტურებს არანაირი პრეტენზია გელბახიანის ვაჟთან არ ჰქონიათ და არც იძებნებოდა. `ეს არის საქართველოს ხელისუფლების მუხანათობა, მისი არაჰუმანური სახის მორიგი გამოვლინება და არაკანონიერი მოქმედება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივაღწიოთ მისი თავდებით გათავისუფლებას, რომ მას სწრაფად მიეცეს საშუალება მოინახულოს ოჯახი და მძიმე ავადმყოფი დედა,`- განაცხადა თარგამაძემ. იგი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვალერი გელბახიანი, რადგან ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს. View the full article