planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ოჩამჩირის სამხედრო ბაზიდან ათამდე ქართველი წვევამდელი გაიქცა. ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელი ამბობს, რომ ახალგაზრდებს არასათანადოდ ეპყრობიან, სამხედრო ბაზაზე კი, ანტისანიტარია და ცუდი კვებაა.მშობლების თქმით, იძულებულები არიან, მილიციას, ქრთამის სახით, 100 ათასი რუსული რუბლი გადაუხადონ, რომ მათი შვილი „დეზერტირობის გამო ციხეში არ მოხვდეს“.“ლაივპრესის” ცნობით, ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე 300-მდე ჯარისკაცი მსახურობს. იქ მოძველებულია ინფრასტრუქტურა და შეიარაღება, მოუწესრიგებელია სველი წერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
Польское посольство в США потребовало от музея Холокоста в Вашингтоне вернуть деревянные бараки из концентрационного лагеря Освенцим, которые США в конце 1980-х годов взяли у польской стороны для выставки. Руководство музея, однако, считает бараки ключевой частью выставки и намерено продлить срок их нахождения в США. lenta.ru
-
რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში მდინარე ენგურის გასწვრივ, სამანქანო გზები ჩახერგეს.როგორც იტყობინება სააგენტო "ივერონი" თავის წყაროებზე დაყრდნობით, მიკროავტობუსები, რომლებსაც ხალხი ზუგდიდის რაიონში გადაჰყავდა, უკვე მესამე დღეა ვერ გადაადგილდება."გადასასვლელებთან სამანქანო გზები ჩახერგეს, უკვე მესამე დღეა გადაადგილება ვერ ხერხდება. ადრე ადგილობრივები წმენდდნენ გზას და ატარებდნენ ტრანსპორტს, მაგრამ მას შემდეგ რაც გზის გაწმენდისთვის ადგილობრივი მოსახლე სცემეს, ამის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გაეროს ინსპექტორები ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ ბოლო თვის განმავლობაში ირანში მეორედ ჩავიდნენ. უფროსი ინსპექტორის, ჰერმან ნაკერტსის განცხადებით, მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო ზომების განსაზღვრაა. ნაკერსტის განცხადებით, თეირანში კარგი და კონსტრუქციული დღეების მოლოდინი აქვს:“ჩვენთვის მნიშვნენელოვანია კონკრეტული შედეგები, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო ზომების განსაზღვრაა, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საუბარი კონსტრუქციული იქნება” ირანი ირწმუნება, რომ ურანით გამდიდრების სამუშაოებს მშვიდობიანი მიზანი აქვს და სამუშაოები ელექტროენერგიის გენერირებას უკავშირდება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ურანით გამდიდრება ბირთვული იარაღის შესაქმნელად ტარდება. მოვლენების ირგვლივ დაძაბულოვბა კი ისრაელის მიერ ირანზე სამხედრო ოპერაციების ჩატარების ვარაუდმა გაზარდა. გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ცერემონიაში, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის ბოლო მიღწევებზე ისაუბრა. სახელმნწიფო ტელევიზიებმა აჩვენეს, თუ როგორ ათვალიერებს პრეზიდენტი საწვავის წნელების რეაქტორში ჩატვირთვას. გასული წლის ნოემბერში ატომური ენერგიის საერთაშორის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ირანის მიერ ჩატარებული ცდის შესახებ, რომელიც ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის განვითარებას უკავშირდება. სწორედ ეს ინფორმაცია გახდა საბაბი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის, ირანის წინააღმდეგ სანქციები გაეტარებინათ. მათ, პირველ რიგში, ირანისთვის მომგებიან ნავთობის მრეწველობას მიაყენეს დარტყმა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ემბარგო პირველ ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ირანმა ნავთობის მიწოდება ბრიტანეთსა და საფრანგეთს უკვე შეუწყვიტა. ანალიტიკოსების შეფასებით, შურისძიების ჟესტი სიმბოლური უფროა, რადგან არც საფრანგეთი და არც ბრიტანეთი ირანიდან დიდი რაოდენობის ნავთობს არ იღებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Латвийские власти намерены защитить конституцию от "диктатуры меньшинства". Такие планы озвучили президент республики и спикер парламента по итогам прошедшего в Латвии референдума о статусе русского языка. Спикер Сейма отметила, что базовые статьи конституции следует более тщательно защитить от внесения поправок. lenta.ru
-
/get_img?ImageId=6419 ორუბკინა თავისი სახლის ნანგრევებთან საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიამ ეკატერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრიაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. ექსპროპრიაციის წესით ქონების ჩამორთმევისა და სახლის დანგრევის შემდეგ ეკატერინე კორუბკინამ სასამართლოს მიმართა. მას შემდეგ, რაც მისი სარჩელის განხილვაზე საქართველოში არსებულ ყველა ინსტანციაში უარი უთხრეს, დაზარალებულმა საქმის გაგრძელება ევროპის უფლებათა სასამართლოს მიანდო, კორუბკინების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს, საკუთრების ხელყოფისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გარდა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის უჩივის. სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. კორუბკინების ოჯახის გარდა, ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს. კორუბკინებისგან განსხვავებით, ამ ოჯახებთან მერიამ შეთანხმება მოახერხა, თითოეულ ოჯახს კვადრატულ მეტრზე 67 ლარი და იმდენივე კვ/მ ფართობი მისცეს, რაც მათ ქონების ჩამორთმევამდე გააჩნდათ. მათი უმრავლესობა ადლიის სანაპირო ზოლში ძირითადად ბარაკის ტიპის სახლებში ცხოვრობდა. რაც შეეხება კორუბკინებს, მათ ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობის სახლი და ნაკვეთი ჩამოერთვათ. მერიამ მათაც იმავე პირობებით შესთავაზა მორიგება, რაზეც კორუბკინები არ დათანხმდნენ. „ბათუმელებთან“ საუბარში ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეთავაზება მათი ქონების ღირებულების ადეკვატური არ იყო. ბათუმის მერიამ კორუბკინებისა და კიდევ 33 ოჯახისათვის ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან, შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო. ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა. ეკატერინე კორუბკინას მამაპაპისეული სახლი ბათუმის მერიამ საკუთრებად 2010 წლის თებერვალში ისე დაირეგისტრირა, რომ მესაკუთრესთან მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა. 2010 წლის ზაფხულში კი მერიამ კორუბკინების სახლის დანგრევის ბრძანება გასცა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ეკატერინე კორუბკინას დის, 71 წლის ლუბა კორუბკინას თვალწინ აღასრულა. სახლის დანგრევის პროცესს ადგილზე ამ სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით დავითაძე ხელმძღვანელობდა. 71 წლის ლუბა კორუბკინა სახლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად დასთან, ეკატერინე კორუბკინასთან გადასვლას არ დასთანხმდა, ის ღამეებს სახლის ნანგრევებთან სახელდახელოდ გამართულ ჰამაკში ათენებდა. სახლის დანგრევიდან თვენახევარში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა. ოჯახის ადვოკატის, ირაკლი შავაძის თქმით, ლუბა კორუბკინას ახლობლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას საკუთრების წართმევას და სახლის დანგრევის გამო მიღებულ სტრესს უკავშირებენ, რის გამოც კორუბკინები საკუთრების ხელყოფის გარდა სახელმწიფოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვისაც უჩივიან. „ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გამოიყურებოდა და როგორი ჯანმრთელი იყო ის ქალბატონი, სანამ მას თვალწინ დაუნგრიეს მამაპაპისეული სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.“- ამბობს ოჯახის ადვოკატი ირაკლი შავაძე. ლუბა კორუბკინა მთელი ცხოვრება მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა. ექსპროპრიაციის შესახებ კანონით კონკრეტულად არის განსაზღვრული, რა სამუშაოების წარმოებისას არის შესაძლებელი ქონების ჩამორთმევა, ჩამონათვალში მითითებულია საავტომობილო გზის მშენებლობაც, რასაც ბათუმის მერია კორუბკინებისათვის ქონების ჩამორთმევის აუცილებლობას ასაბუთებდა. შერიფ ხიმშიაშვილის გზის გაგრძელების მშენებლობა დასრულდა, თუმცა ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, იმ ადგილას ბულვარი გაშენდა, ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 8 ილია ჭავჭავაძე და 55 აკაკი წერეთელი ცხოვრობს. ინფორმაციას გამოჩენილი ქართველების თანამედროვე სეხნიების და მოგვარეების შესახებ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამმართველო ავრცელებს. სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ასევე 160 – ნინო რამიშვილი, 109 – ანა კალანდაძე,77 – ნოდარ დუმბაძე, 51 – მიხეილ ჯავახიშვილი, 45 – ელენე ახვლედიანი, 26 – ნიკოლოზ ბარათაშვილი და 2 – გალაკტიონ ტაბიძეც ცხოვრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60043.jpgკონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ჯგუფმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ბრიფინგი გამართა – საუბარი ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" ფინანსურ საქმიანობას ეხებოდა. კონტროლის პალატამ გაერთიანებების მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციები შეამოწმა. მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას წლიური ფინანსური დეკლარაცია კანონის სრული დაცვით აქვს წარდგრნილი, თუმცა ფინასური მონიტორინგის სამასახური გამოთქვამს ვარაუდს, რომ შემოწირულობას, რომელიც სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ იყო გადარიცხული ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე, რეალურად ერთი შემომწირველი ჰყავდა, ამიტომ პრობლემატურ თანხად კონტროლის პალატა 95, 848 ლარს ასახელებს და მიმართავს პარტიას, ეს თანხა ბიუჯტეში გადარიცხოს. ნაცმოძრაობამ ამ წინადადებაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა. კონტროლის პალატაში კომენტარი დაფინანსების უკანონოდ მიღების თემაზეც გაკეთდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთი ფაქტი მოძრაობა `ქართულ ოცნებაში` რამდენიმე კვირის წინ მოხდა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს უჩვეულოდ დიდი რაოდენობის პრემია - 40 ათასი ლარის ოდენობით ჩაერიცხა. ამ გადარიცხვიდან სამ დღეში კი 20 ათასი ლარი ქართულ ოცნებას გადაურიცხა. კონტროლის პალატა ვარაუდობს, რომ საქმე აქვს ფულის გადარიცხვის უკანონო სქემასთან და მიმრთავს ქართულ ოცნებას, რომ თანხა `ქართუ მშენებელის` თანამშრომელს უკან დაუბრუნოს. კონტოლის პალატის ამ განცხადებას დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმურა ქართული ოცნება. ქართულ ოცნებაში კონტროლის პალატის მიერ შეთავაზებული წინადადების შესრულებას არ აპირებენ. View the full article
-
В штабе Владимира Путина сочли невозможным подписание общественного договора о легитимности процедур формирования власти в его нынешнем виде. На обсуждении договора из кандидатов в президенты присутствовал только Сергей Миронов, в связи с чем в штабе Путина заявили, что "пока говорить не о чем". lenta.ru
-
"Газпром" восстановил поставки топлива в ЕС в полном соответствии с запросами европейских стран. В Евросоюзе в начале февраля пожаловались, что несколько стран недополучают контрактные объемы топлива. В российском концерне сначала обвинили Украину в завышенном отборе газа, а затем упрекнули ЕС в завышении "хотелок". lenta.ru
-
Латвийские избиратели в результате референдума отвергли предложение придать официальный статус русскому языку. Усилит ли проведенный плебисцит раскол в обществе? Будет ли недовольное меньшинство продолжать оказывать давление, призывая к проведению новых референдумов с целью изменения латвийской конституции в свою пользу? Кому выгодны подобные «провокации»?
-
Я слышал от многих людей, что Путин является для России тем, кем был де Голль для Франции. С нашей точки зрения это звучит дико. Но это верно по крайней мере в одном. Путин, как и де Голль,- это человек прошлого. И современная Россия, как вчерашняя Франция, обратилась к человеку прошлого, чтобы защитить свое настоящее.
-
netgazeti - ვინ აახდენს „ქართულ ოცნებას“ აჭარაში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
/get_img?ImageId=4430 ჯერ ზუსტად არ იციან, სამომავლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციაში ვინ და რა შემადგენლობით იქნება. აჭარაში პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოლოდინის რეჟიმში არიან. ვინ იქნება პოლიტიკური „ქართული ოცნების“ ლიდერი აჭარაში? - ამ კითხვის პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ეს კითხვა ახლაც ღიაა და კიდევ უფრო ბუნდოვანი, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. პოლიტიკოსები ერთმანეთთან სასაუბროდ ეპისტოლარულ ჟანრს ირჩევენ, ავრცელებენ განცხადებებს და პასუხსაც განცხადების ფორმით სცემენ. ვინ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების” ლიდერი აჭარაში? დღემდე სამი კანდიდატი დასახელდა: ყოფილი „ფორუმელი” გია ემირიძე, ექსპერტი ასლან ლორთქიფანიძე და ასევე საუბარია „ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარე მურმან დუმბაძეზე. მურმან დუმბაძის კანდიდატურაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა საგაზეთო ინტერვიუს დროს მურმან დუმბაძე ახსენა და თქვა, რომ „დუმბაძესთან ურთიერთობები უნდა აღდგეს და დათო უსუფაშვილი მუშაობს ამ კუთხით, მე როგორც ვიცი...“ ნიშნავდა თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ივანიშვილი მურმან დუმბაძეს საკუთარ რიგებში ლიდერის პოზიციაზე განიხილავდა, რომ არა კონფლიქტი უკვე კოალიციის წევრ რესპუბლიკურ პარტიასთან, კონკრეტულ პასუხს ამ თემაზე ივანიშვილის განმარტება არ შეიცავდა. ერთი რამ ფაქტია, ამ განცხადების შემდეგ აჭარაში რესპუბლიკელებს და ყოფილ რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა და დღემდე გრძელდება ბეჭდური მედიის ფურცლებზე, რეგიონულ თოქ-შოუში და სოციალურ ქსელებშიც კი. ივანიშვილთან ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მურმან დუმბაძემ თქვა, რომ ის არ აპირებს რესპუბლიკური პარტიის არაპირდაპირი შეთავაზების მიღებას და პარტიაში დაბრუნებას, რადგან მისი ამბიცია ქართულ ოცნებაში ლიდერის პოზიციის დაკავებაა. დუმბაძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ განაცხადა: „ჩატარებული აქვს კვლევები თავად ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ვართ სალიდერო პოზიციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აჭარაში უნდა გამოგვიყენონ მიხეილ სააკაშვილის დასამარცხებლად”. ბათუმელმა რესპუბლიკელმა გია მასალკინმა საჯაროდ განაცხადა, რომ დუმბაძის გამოჩენა „ქართულ ოცნებაში“ ლიდერის პოზიციაზე მისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ასეთ შემთხვევაში მის ადგილს ვეღარ დაინახავს „ქართულ ოცნებაში.“ შედარებით ფრთხილი იყო ირაკლი ჩავლეიშვილი: „თუ მურმანს მიიღებენ ქართულ ოცნებაში, ეს ამ პარტიის გადაწყვეტილება იქნება და ჩვენ მივიღებთ მას, როგორც ფაქტს. მე ამ წუთას მურმან დუმბაძესთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მას შემდეგ რა პერიპეტიებიც მოხდა ჩვენს პარტიაში, არანაირი კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ ბოლო-ბოლო გერმანია და პოლონეთი შერიგდნენ, პოლიტიკა სხვა არის, საერთო მიზმნები და ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია" (აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აშენებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო მურმან დუმბაძე რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხეს). დავით უსუფაშვილი, ვინც „უშუალოდ ურთიერთობის აღდგენის კუთხით“ მუშაობდა, გაზეთ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. რამდენიმე დღის წინ მან საჯარო განცხადება პარტიის ვებგვერდზე გამოაქვეყნა: „მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილ დეტალებზე საჯარო საუბარი ხელს არ უწყობს საერთო საქმეს და დღემდე ამიტომაც ვდუმდი, მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ, განვაცხადო შემდეგი: მურმან დუმბაძესთან დაახლოებით თვენახევრის წინ შემდგარი შეხვედრისას ჩემი სათქმელი იყო მარტივი, მკაფიო და საქმიანი. მე ვუთხარი, რომ მართალია რესპუბლიკურ პარტიასთან მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა იყო ორმხრივად შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო, გავმხდარიყავით პარტნიორები საერთო დიდ საქმეში. კონსულტაციების გაგრძელების ნაცვლად მურმან დუმბაძემ ახალი შემართებით გააგრძელა რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო კამპანია (ამჯერად ეს „პატივი” კობა დავითაშვილსაც ერგო). მეტიც, ბოლო ხანებში საკითხი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მე მას შეხვედრის დროს გაუბედავად, მოკრძალებით და ირიბად ვთხოვე პარტიაში დაბრუნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ მურმან დუმბაძე მოუხმობს კეთილგონიერებას, გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩემს, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობის ფორმატის გამოძებნას.“ ამ განცხადების შემდეგ მურმან დუმბაძემ გადაწყვიტა, უსუფაშვილისთვის ასევე წერილობის ფორმით ეპასუხა: „ბატონ დავით უსუფაშვილის განცხადების პათოსს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ურთიერთთანამშრომლობა და მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას, ვეთანხმები. ამასთან, დღეს ეკონომიკურად სუსტი და სახელმწიფოებრივად ჩამოუყალიბებელი საქართველო, ახლომხედველი, უპრინციპო პოლიტიკური ხელისუფლებით, მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გლობალური მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგას, რომლის გამკვლავებისა და თავდაცვის მექანიზმია: 1. უპრინციპო, ახლომხედველი პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება 2. სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა, გამომდინარე ეროვნული ინტერესებიდან 3. დედა ეკლესიასთან არა მარტო კონსტიტუციური შეთანხმების ფორმალური არსებობის აღიარება, არამედ რეალურად მასთან მჭიდრო კონტაქტი და აზრის გათვალისწინება“. ამ განცხადებების შემდეგ დამატებით კითხვებს არც მურმან დუმბაძე პასუხობს. შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატი და , ბოლოს და ბოლოს, რომელ ლიდერს ანდობენ „ქართული ოცნების“ ახდენას აჭარაში. მურმან დუმბაძე აჭარაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღიად და ოფიციალურად შესთავაზა ივანიშვილს თანამშრომლობა, რამდენიმე დღის შემდეგ „ემსახურე საქართველოს” ძირითადი შემადგენლობა ერთგვარი სოლიდარობის აქციის მონაწილე გახდა, მათ „ქართუ ბანკში” ანგარიშები გახსნეს. ამ ორი ჟესტის შემდეგ ივანიშვილის საჯარო პასუხმა დაახლოებით 4 თვით დაიგვიანა. იყო თუ არა ამის მიზეზი დაპირისპირება მურმან დუმბაძესა და რესპუბლიკელებს შორის, ესეც პასუხგაუცემელ კითხვათა რიცხვს მიეკუთვნება. სრული ინფო(netgazeti.ge) -
/get_img?ImageId=6315 სამოქალაქო სექტორმა უკვე ერთი კვირაა აქტიური კამპანია გააჩაღა სახელწოდებით - „ეს შენ გეხება”. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერში მიღებულ კანონებს აპროტესტებენ, მათ შორის კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”, რომელშიც, კამპანიაში ჩართული ორგანიზაციების თქმით, ბუნდოვანი მუხლებია და ისინი ამომრჩევლის წინააღმდეგაა მიმართული. რა შეზღუდვები უწესდებათ კანონით ფიზიკურ პირებს - მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და რა შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად? რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში? არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკურად აქტიური პირისგან დახმარების მიღების ან თუნდაც თხოვნის გამო, შესაძლოა, ამომრჩეველს 3 წლით აღეკვეთოს თავისუფლება. სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლში აღნიშნულია, რომ „პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.” არასამთავრობოებს ამ მუხლთან დაკავშირებით ასეთი მაგალითი მოჰყავთ: „თუ შენი მეგობრის დედასთან მივიდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი და ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დასაფარად შესთავაზა თხოვნის წერილის დაწერა მერიის სოციალური სამსახურისა და მმართველი პარტიის სახელზე, ასეთი განცხადების დაწერა, შესაძლოა, გახდეს შენი მეგობრის დედის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველი.” ან „თუ შენს სამეზობლოს ესტუმრა შენი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი და დაგირიგათ საჩუქრები, ამის გამო, შესაძლოა, 3 წლით აღეკვეთოს თავისუფლება.” პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი არ ეთანხმება არასამთავრობოების მხრიდან გამოთქმულ ამ მოსაზრებებს და საკუთარ პოზიციას შემდეგნაირად ამყარებს: „თუ საარჩევნო ხმის სანაცვლოდ ვიღაცა აძლევს, ან პირდება თანხას, ფასიან ნივთებს და ა.შ. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს დასჯადი. თუ ვიღაცა ვაჭრობს საკუთარი ხმით, ესეც უნდა იყოს დასჯადი. თუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს არ არის ის შემთხვევა, რომ ვიღაცას უცებ მოუგონებენ რაღაცას და დაიჭერენ, ან ჯარიმას დააკისრებენ და ა.შ. ეს არის იმ შემთხვევაში და პირდაპირ წერია ეს ნორმაში, როცა წინასწარ შეცნობით ამომრჩეველი ითხოვს გარკვეულ საფასურს თავისი ხმის სანაცვლოდ. ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯადი. მე ვფიქრობ, რომ აქ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არასწორია,“ _ აღნიშნავს კუბლაშვილი და აქვე ერთმანეთისგან გამოყოფს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ პროექტებსა და ცალკეული პარტიის მიერ გაცემულ დაპირებას: „თუ ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ პროექტებზე, მერიის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქმედებებზე, ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სხვა სიბრტყე. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ამომრჩეველმა მანამდე გააკეთა და ეს არჩევანი აძლევს შესაძლებლობას ვიღაცას, განკარგოს ბიუჯეტი, თქვას, ამდენი ამ პირობებით დაიხარჯება გზებზე, მოედნებზე, პენსიებზე და ა.შ. თუ ვიღაცა ამბობს, რომ მერია ინდივიდუალურად რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანისთვის შემოიღებს საჩუქარს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაზე გავრცელდება პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ეს არის ბიუჯეტიდან თანხების გაცემა სოციალური პროგრამებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ა.შ. - არა,” _ განაცხდა კუბლაშვილმა. კუბლაშვილისეული განმარტების მიუხედავად, არასამთავრობოები არ ცვლიან მოსაზრებას. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ („საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „სამართლიანი არჩევნები” და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის”) პარლამენტში 17 თებერვალს მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს და განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი, რომელიც ამ წინადადების განხილვაზე იქნება პასუხისმგებელი, ამის შემდეგ კომიტეტს აქვს 20 დღის ვადა წინადადების განხილვისთვის. კუბლაშვილის თქმით, „თუ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია რაღაც ცვლილებები, რაღაცის დაზუსტება ამ კანონში, რა თქმა უნდა, მაგ ნაბიჯებზე წავალთ და უარს არ ვიტყვით.” „თუკი პარლამენტი წინადადებას მიიღებს და აქცევს მას საკანონმდებლო ინიციატივად, ამ კანონმდებლობის შეცვლის კუთხით წარმოება გაგრძელდება, თუმცა შესაძლოა პარლამენტმა ამ საკანონმდებლო წინადადების ინიციატივად ქცევაზე უარი თქვას, რაც მიუღებელია, რადგან ეს კანონმდებლობა ანტიკონსტიტუციურია”, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ეკა ფოფხაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-24.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით მომავალ კვირაში გამოვა. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის გამო, მისი პარლამენტში გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის. „ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაგრძელდება და სავარაუდოდ, პრეზიდენტი პარლამენტში 27 თებერვლის კვირაში მოვა”,- განაცხადა ბაქრაძემ. პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ კი, იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია. პარლამენტში, პრეზიდენტის შარშანდელი გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში, პარლამენტს რეზოლუცია არ მიუღია. იხილეთ epn.ge
-
Инспекторы Международного агентства по атомной энергии днем 20 февраля прибыли в Иран для переговоров с местным руководством. По словам руководителя миссии Хермана Накертса, основной задачей двухдневного визита является выяснение того, есть ли в иранской ядерной программе "возможные военные измерения". lenta.ru
-
Компания "Яндекс" запустила 20 февраля бета-версию поиска людей в социальных сетях. Сервис, работающий отдельно от основного поисковика, позволяет находить страницы по ряду параметров - имени, фамилии, возрасту, месту жительства. Всего поиск по людям охватывает 250 миллионов профилей на более чем десяти платформах. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-14.jpgსაქართველოს რეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აისაფის ოპერაციაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა. პრეზიდენტი ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად გაემგზავრა, ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და ხუთ ჯარისკაცს უწყებრივი ჯილდოები გადასცა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, მისთვის დიდი პატივია ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზაზე ქართველ სამხედროებთან შეხვედრა. „საქართველოს ყოველთვის ყავდა საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილი ოფიცრები და ისინი არა მარტო საქართველოს დასაცავად, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დასაცავადაც იბრძოდნენ. ის რომ პოლონეთი გადაურჩა ბოლშევიკურ ანექსიას 1920-იან წლებში ეს იყო პირდაპირი დამსახურება პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველებისა. ქართველები მეთურობდნენ ოსმელეთის, სპარსეთის, რუსეთის არმიებს და ჩვენ გვყავდა გენერალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერ აშშ-ს არმიას მეთაურობდა, ეს იყო გენერალი შალიკაშვილი. აქაც კი ავღანეთის მიწაზე არა მარტო ამ და წინა საუკუნეებში, არამედ შუა საუკუნეებშიც ცხოვრობდნენ ქართველები, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს ითვლებოდნენ ყველაზე ძლიერ მებრძოლებად,“- განაცხდა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ქართველები ყოველთვის იყვნენ მებრძული ხალხი, „თუმცა განსხვავება ისაა, რომ მაშინ ჩვენ არ გვქონდა სრულყოფილი სახელმწიფო და არ გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი მსოფლიო რუკაზე, ამიტომ ჩვენ მაშინ განწირულები ვიყავით. დღეს კი, თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს და რასაც აკეთებთ კეთდება თქვენი სამშობლოსთვის, მისი გაძლიერებისთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის,“- განაცხდა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა სამხედრო ბაზაზე 2 საათზე მეტხანს დაჰყო და ბაზა დაათვალიერა. იხილეთ epn.ge
-
Отток капитала из России в январе 2012 года составил 17 миллиардов долларов. В Минэкономразвития прогнозируют, что в феврале-марте начнется приток финансовых средств. По итогам 2011 года отток капитала из России составил рекордные 84,2 миллиарда долларов, последний раз приток капитала был зафиксирован в 2007-м. lenta.ru
-
В Киеве пропал гендиректор "Нефтегаздобычи" Олег Семинский. В правоохранительных органах заявили, что располагают данными о похищении. Требований о выкупе не поступало. Милиция возбудила уголовное дело по статье "Умышленное убийство". На каком основании было решено, что речь идет об убийстве, не уточняется. lenta.ru
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60041.jpgპრეზიდენტი ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი 31-ე ბატალიონთან შესახვედრად ავღანეთში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის ყველაზე ცხელ წერტილში იბრძვიან, პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად მათ ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო ბაზა შუკვანზე ესტუმრა. პრეზიდენტმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და მათ უწყებრივი ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი სამხედროების მონაწილეობა ISAF-ის მისიაში არის უდიდესი მიღწევა და ეს კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციასთან. `საქართველოს ყოველთვის ჰყავდა საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილი ოფიცრები, ჯარისკაცები. ეს არის ჩვენს სისხლში, ბრძოლა, ბრძოლისუნარიანობა, თავის გამოჩენა სამშობლოს დაცვა და სამშობლოს სახელის გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ფრონტებზე. ჩვენი ოფიცრები ტრადიციულად იყვნენ ძალიან ბევრი ცნობილი არმიის შემადგენლობაში,` განაცხადა პრეზიდენტმა და გაიხსენა ისტორიული ფაქტები ქართველი სამხედროების მოღვაწეობის შესახებ საზღვარგარეთ. პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი დაჯგუფების განადგურებით დასრულდა. ეს ჯგუფი ბაზა შუკვანის მიმდებარე ტერიტორიას ნაღმავდა. View the full article