Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. </p>/get_img?ImageId=6432 დღეს, 21 თებერვალს, სასტუმრო "რედისონში" პოლიტიკურმა კოალიციამ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზენტაციაზე მიღებულ დეკლარაციაში წარმოადგინა 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს.ერთიან დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ “პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს. არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“: დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას;დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმას;უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში;დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში;დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს;უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისათვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან;არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან;დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას, დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას;დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ გააზრებულ რეფორმებს;შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სისტემას;ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას;იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს, ერთი მხრივ, ბრმა მიმბაძველობის, ხოლო, მეორე მხრივ, ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს.პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნება”, რომელიც დღეს დაფუძნდა, ოთხ პოლიტიკური პარტიას აერთიანებს. ესენია: ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსაქართველოს რესპუბლიკური პარტიათავისუფალი დემოკრატებიეროვნული ფორუმიპოლიტსაბჭოში ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური შედიან. პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრი ნოდარ ხადური კი პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://saqinform.ge/images/stories/analitics/telasi-axali-direqtori.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თელასის გენერალურ დირექტორად სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გეორგაფიული დივიზიონის ხელმძღვანელი ვადიმ მიტიუშინი დაინიშნა. <p style="margin: 0in; margin-bottom: .0001pt; background: white;" /><span style="font-size: 10pt;" />იმავე ინფორმაციით, სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის გენერალურ დირექტორ იური პამინოვს უფლებამოსილება შუეწყდა „ინტერ რაო ეეს“-ში კადრების როტაციასთან დაკავშირებით, მისი ადგილი კი მიტიუშინმა დაიკავა. საქინფორმი
  3. http://saqinform.ge/images/stories/analitics/vaucherebi.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი ამასწინათ იუწყებოდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა მთავრობას რამდენიმე დღის წინათ მისცა. გუშინ კი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაუჩერების დარიგება მიმდინარე კვირიდან დაიწყებოდა. <span style="font-size: 10pt;" />სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ნადარეიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დღეს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. საქინფორმი
  4. http://saqinform.ge/images/stories/analitics/deklaracia-bidzina.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონში“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია გაიმართა. კოალიციის დამფუძნებლები არიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“. რაც შეეხება „კონსერვატორებსა“ და „ხალხის პარტიას“, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისინი კოალიციაში ლიდერებით არიან წარმოდგენილნი, თავად პარტიები კი, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის დამფუძნებლებს არ წარმოადგენენ, მას მთელი თავისი რესურსით ემსახურებიან. <span style="font-size: 10pt;" />პრეზენტაციაზე კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაც გავრცელდა, რომელსაც დამფუძნებლები პრეზენტაციის დასასრულს მოაწერენ ხელს. საქინფორმი
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/bizina2-300x279.jpgპოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაერთიანებულმა სუბიექტებმა სადამფუძნებლო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციას, დღეს სასტუმრო “რედისონში” პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა მოაწერეს ხელი. პოლიტიკური კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში, რომელიც 12 პუნქტს აერთიანებს ნათქვამია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის საპარალამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, რომლის შემდეგაც საქართველოში უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება. “ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის. საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”. კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს”, – ნათქვამია დეკლარაციაში. დეკლარაციაში ფართოდააა განხილული თუ რას გააკეთებს “არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით” ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნება”. “დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოს და დაბალანსებულ გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმას. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში. დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს, უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან,”- აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. აქვე ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება” არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან, დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს. “შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას. დაიცავს კერძო საკუთრებებს და შრომის უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ გააზრებულ რეფორმებს. შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განვითარების სოციალური სოლიდარობის სისტემას. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უცმირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს ერთის მხრივ ბრმა მიმბაძველობის, ხოლო მეორეს მხრივ ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს,”- ნათქვამია პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” სადამფუძნებლო დეკლარაციაში. აღნიშნულ დეკლარაციას ხელი მოაწერეს : “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი”; აგრეთვე, ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Alasania-300x199.jpg“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ისინი დაანგრევენ იმ მონოპოლიებს, რომელიც ქართულ ეკონომიკაში სააკაშვილის მმართველობით ჩამოყალიბდა. ამის შესახებ განცხადება, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „ ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ისეთი პოლიტიკური ძალა ყალიბდება, რომელსაც ქვეყნის მთავარი პრობლემა ყველაზე კარგად ესმის . “ჩვენ სწორი წარმოდგენა გვაქვს, თუ როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში,ხელს შევუწყობთ ნებაყოფლობით კოოპერაციების ჩამოყალიბებას, რაც ჩვენ ქვეყანაში პროდუქტის წარმოებას, არა მარტო შიდა მოხმარებაში არამედ მის საზღვრებს გარეთაც გააძლიერებს“,–განაცხადა ალასანიამ მისივე თქმით, პარტიის მთავარი მიზანია ხელი შეუშალონ მიგრაციის ნალადს, რომელმაც საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა. ალასანიას თქმით, მათი შიდაპოლიტიკური ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ღერძი სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიძნესის განვითარება იქნება. იხილეთ epn.ge
  7. Иностранная пресса пытается угадать, для чего и без того раздутому военному аппарату РФ нужны обещанные Путиным колоссальные финансы. Самая резкая оценка планов премьера прозвучала от эксперта из Москвы: "Параноидальное мнение крайне неуравновешенного человека". В то, что России кто-то угрожает извне, большинство ее жителей не верят. newsru
  8. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60049.jpgბიძინა ივანიშვილმა `ქართული ოცნების` პოლიტიკური საბჭო წარადგინა. კოალიციის მმართველობით ორგანოში ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსანდრე პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური შედიან. პოლიტსაბჭოს ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს. ”პოლიტიკური საბჭო უხელმძღვანელებს კოალიციას, მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, გააკონტროლებს ამ გადაწყვეტილებების შესრულებას. პოლიტიკური საბჭო იქნება სტრუქტურა, რომელიც რეალურად გაუწევს ამ კოალიციის მუშაობას კოორდინირებას”, - განაცხადა ხადურმა. საბჭოში, მოლოდინის მიუხედავად, ვერ მოხვდა კობა დავითაშვილი. კოალიციის დამფუძნებლები კი თავად ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა და დავით უსუფაშვილი არიან. დღევანდელ შეკრებაზე ოლიგარქმა 12-პუნქტიანი სადამფუძნებლო დეკლარაციაც გაავრცელა, რომელშიც გაერთიანების გეგმებზეა საუბარი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქართული ოცნება პარტიულ ყრილობას გამართავს. ივანიშვილის კოალიციაში შედიან: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი". კოალიციის სხვა წევრები - "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიციაში წარმოადგენენ საკუთარ პარტიებს. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60050.jpgლეიბორისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების ნაცვლად, დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი შეამციროს. ოპოზიციური პარტია დარწმუნებულია, რომ ამ პროგრამას პრეზიდენტი სააკაშვილი იმ მოტივით ახორციელებს, რომ მან `იგრძნო თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება`. ლეიბორისტები დენზე ტარიფის შემცირებას იმ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვენ, რომელმაც მათივე განცხადებით დააკმაყოფილა ლეიბორისტების სარჩელი. `მიხეილ სააკაშვილმა, იგრძნო რა თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება, დაიწყო 20-ლარიანი წინასაარჩევნო ქრთამის დარიგება ვაუჩერების სახით. მსგავსი ფარისევლობისა და ხრიკების ნაცვლად, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ აღასრულოს ლეიბორისტული პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი 2002 წლის 30 დეკემბერს და დენის ტარიფი დაიყვანოს დედაქალაქში 11 თეთრამდე, ხოლო რეგიონებში - 7 თეთრამდე,`- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე იოსებ შატბერაშვილმა. მთავრობამ ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების დარიგება დღეს დაიწყო. ამის მიზეზად ცივი ზამთარი და მძიმე კლიმატურის პირობები სახელდება, რამაც მოსახლეობის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. View the full article
  10. http://saqinform.ge/images/stories/analitics/video-misha-saak.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, მიმდინარე კვირას პირველი ქართული წარმოების საბრძოლო ტექნიკის გამოცდა განხორციელდება. სააკაშვილმა ეს განცხადება ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ვიზიტის დროს ქართველი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას გააკეთა. მან საბრძოლო მანქანის დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ მისი სახელი „ლაზიკა“ ახსენა. იგივე სახელი ერქმევა ქალაქს, რომლის აშენებაც შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება და რომლის შესახებაც სააკაშვილმა პირველად დეკემბერში განაცხადა. <span style="font-size: 10pt;" />„თქვენ იცით, რომ ჩვენ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტერები „დიდგორი“; ჩვენ ვუშვებთ ავტომატებს, ჩვენ ვუშვებთ სხვა ტექნიკას – ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა. საქინფორმი
  11. http://saqinform.ge/images/stories/analitics/kontoslis-tab.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ მმართველ პარტიას გასული წლის შემოწირულობების ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ურჩია და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასაც“ მოსთხოვა იმ 20 000 ლარის დაბრუნება, რომელიც უკანონო სქემით იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან. როგორც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, მმართველი პარტიის 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის შესწავლის შემდეგ ივარაუდა, რომ ის 95 848 ლარი, რომელიც, მმართველი პარტიის თქმით, ხუთი სხვადასხვა პირის შემოწირულობაა, რეალურად ერთი წყაროდან მოდის, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე. <span style="font-size: 10pt;" />ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით. საქინფორმი
  12. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgნარკოდანაშაულის რაოდენობა და სიმძიმე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ დასკვნის საფუძველს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იძლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს თბილისი მარიოტში გაიმართა. ამ შედეგების მიხედვით 2011 წელს დანაშაულის რაოდენობა 32%–ით ნაკლები იყო ვიდრე 2010 წელს. 2007 წელთან შედარებით კი ეს რიცხვი 2–ჯერ ნაკლებია. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შავ ბაზარზე დაიკლო მძიმე ნარკოტიკების ბრუნვამ და შემცირდა ახალგაზრდა ნარკოდამნაშავეთა რაოდენობა. საქართველოს პროკურატურამ კვლევის შედეგების პრეზენტაციით ანტინარკოტიკული კამპანიის პირველი ეტაპი განახორციელა. მომავალში კი იგეგმება ლიბერალური პროექტების, ზიანის შემცირების პროგრამების და საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/02_12/60051.jpgნარკოდანაშაულის რაოდენობა და სიმძიმე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ დასკვნის საფუძველს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იძლევა, რომლის პრეზენტაციაც დღეს "თბილისი მარიოტში" გაიმართა. ამ შედეგების მიხედვით, 2011 წელს დანაშაულის რაოდენობა 32%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2010 წელს. 2007 წელთან შედარებით კი ეს რიცხვი 2-ჯერ ნაკლებია. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შავ ბაზარზე დაიკლო მძიმე ნარკოტიკების ბრუნვამ და შემცირდა ახალგაზრდა ნარკოდამნაშავეთა რაოდენობა. საქართველოს პროკურატურამ კვლევის შედეგების პრეზენტაციით ანტინარკოტიკული კამპანიის პირველი ეტაპი განახორციელა. მომავალში კი იგეგმება ლიბერალური პროექტების, ზიანის შემცირების პროგრამების და საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. View the full article
  14. http://saqinform.ge/images/stories/analitics/misha-avganetshi.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 2012 წლის 20 თებერვალს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, იმყოფებოდა, სადაც „ISAF“-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე 31-ე ბატალიონის წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბაზა „შუკვანი“ დაათვალიერა, სამხედროებს გაესაუბრა და მათ სიტყვითაც მიმართა. „მოგესალმებით ყველას! ჩემთვის დიდი პატივია აქ, ჰელმანდში, თქვენს ბაზაზე ჩამოსვლა და თქვენთან შეხვედრა და იმის თქმა, თუ რამდენად ამაყობს თითოეული ჩვენგანი იმით, რასაც თქვენ აკეთებთ; იმით, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვაღწევთ. ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ თქვენი სამშობლოდან ყველას მოკითხვა გადმოგცეთ. <span style="font-size: 10pt;" />საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ჰყავდა გამოჩენილი ოფიცრები და გამოჩენილი ჯარისკაცები. ჩვენ სისხლში გვაქვს ბრძოლა, ბრძოლისუნარიანობა, თავის გამოჩენა, სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სახელის გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ფრონტებზე. საქინფორმი
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images53.jpegპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ნოდარ ხადური პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება, რომელიც ამავე დროს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრია. ამის შესახებ, სასტუმრო “რედისონში” კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზენტაციიაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხდა და საზოგადოებას სხვა პოლიტსაბჭოს წევრებიც წარუდგინა. როგორც ბიზნესმენმა განაცხდა ასევე, საბჭოს წევრები იქნებიან – თავად ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი. პოლიტიკური კოალიციაში კი გაწევრიანდნენ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, ” რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. ბიძინა ივანიშვილის განცხდაებით, “კონსერვატორებიდან” და “ხალხის პარტიიდან” ახალ პოლიტიკურ კოალიციას მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შეუერთდებიან, რაც მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ “კონსერვატორებისა” და “ხალხის პარტიის” აქტივი კოალიციის სასარგებლოდ არ იმუშავებს. ბიზნესსმენმა თხოვნით მიმართა საზოგადოებას და ჟურნალისტებს, რომ რადგან კოალიციაში შემავალი სუბიექტები დღეიდან ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, ისინი ამიერიდან ერტად განიხილონ. “თუ იქნება კრიტიკა ან ქება კოალიციის რომელიმე სუბიექტის მიმართ, გთხოვთ, ეს იყოს ერთიან კონტექსტში. დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ მთელს საზოგადოებას , რათა ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში ერთად ავასრულოთ ქართველი ხალხის ქართული ოცნება”, – განაცხადა ივანიშვილმა. კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზენტაციიაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” სადამფუძნებლო ყრილობა, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. იხილეთ epn.ge
  16. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/maplecroft.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო „Maplecroft“-ის მიერ მომზადებულ „გლობალური რისკების ატლასი 2012-ში“ („Maplecroft Global Risks Atlas 2012“) საშუალო რისკის ქვეყნების ჯგუფში მოხვდა. საშუალო რისკის ქვეყნებში საქართველოსთან ერთად შევიდა აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი და თურქეთი. საქინფორმი
  17. http://saqinform.ge/images/stories/analitics/oqro-dumils-vacxadebo.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე წერდა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დევნილობაში მყოფი „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი მმართველი გუნდის წევრად მოიხსენია. ივანიშვილი ფიქრობს, რომ „ის თანამშრომლობს ამ ხელისუფლებასთან და დღესაც ამ გუნდის წევრია!“ <span style="font-size: 10pt;" />ოქრუაშვილმა ივანიშვილს პასუხი საგანგებო განცხადებით გასცა, თუმცა, „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით ის აღნიშნულ თემას კვლავ მიუბრუნდა. საქინფორმი
  18. გააგრძელებაში ფსიქოანალიზზეფსიქოანალიზი არის თეორია რომელის ავტორიც გახლავტ ავსტრიელი ნევროლოგი ზიგმუნდ ფროიდი(Sigmund Freud). ფსიქოანალიზი არის ანალიზი რაიმე მოვლენის შესახებ.ეს მოვლენა შეიძლება იყოს სიზმარი, Deja Vu და სხვა. შემოგთავაზებთ რამოდენიმე ვიდეოს რომელშიც მოყოლილია ფროიდის ჩანაწერების აუდიო ვერსია ქართულ ენაზეა ასე რომ არ დაგჭირდებათ ბევრი ტვინის ჭ####ტვაამ ვიდეოში მოთხრობილია სახელების დავიწყებაზეამ ვიდეოში კი ... View ucnauri.com
  19. <span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/georgia-eurounion.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. 22 თებერვალს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მერვე პლენარული სესია გაიმართება. საქინფორმი
  20. მინდა მოგითხროთ ცოტა რამ იმ არსებების შესახებ რომლებიც ბევრს შიშის ზარს სცემს, მაგრამ თუ ახლოს გაეცნობით არც ისე საშიშნი არიანთუ მოგეწონებათ შემდეგში დაწვრილებით განვიხილავ სხვადასხვა სახეობებს. ისინი დაახლოებით 30000 სახეობაა. ობობები ყველგან არიან: ტყეებში, მინდვრებში, სტეპებში, უდაბნოებში, მთებზე, დაბლობებზე, მოკლედ თითქმის ყველგან, უფრო ადვილი იქნებოდა იმ ადგილების დასახელება სადაც ... View ucnauri.com
  21. გოგოებს არ უმარლებთ. გაგრძელებაში ვიდეოები :)იმედია მოგეწონათ View ucnauri.com
  22. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgოთხი ქართველი მეზღვაურის მდგომარეობა, რომლებიც სოხუმის პორტში არიან დატყვევებული, კვლავ მძიმეა. გემს, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებიან, ტექნიკური პრობლემები აქვს. მათ მუდმივად უწევთ მუშაობა, რათა გემის კონსტრუქციაში შესული წყალი ამოტუმბონ. არ გამორიცხავენ, რომ ამ დაზიანებების გამო გემი მალე ჩაიძიროს კიდეც. პარალელურად, მოლაპარაკებები გემის თურქ მფლობელებთან თურქეთში საქართველოს საკონსულოში გრძელდება. ასევე ცნობილი გახდა ქართველი მეაღვაურების კიდევ ერთი დამსაქმებლის ვინაობა – ლაურა ჩადუნელთან ერთად საქმეში ელგუჯა ბერძაძის სახელიც ფიგურირებს. პანამის დროშით მცურავი გემი უკვე ერთი წელია სოხუმის პორტში დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ–მა მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები ოჯახებს, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდებიან. View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgოთხი ქართველი მეზღვაურის მდგომარეობა, რომლებიც სოხუმის პორტში არიან დატყვევებული, კვლავ მძიმეა. გემს, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებიან, ტექნიკური პრობლემები აქვს. მათ მუდმივად უწევთ მუშაობა, რათა გემის კონსტრუქციაში შესული წყალი ამოტუმბონ. არ გამორიცხავენ, რომ ამ დაზიანებების გამო, გემი მალე ჩაიძიროს კიდეც. პარალელურად, მოლაპარაკებები გემის თურქ მფლობელებთან თურქეთში საქართველოს საკონსულოში გრძელდება. ასევე ცნობილი გახდა ქართველი მეზღვაურების კიდევ ერთი დამსაქმებლის ვინაობა. ლაურა ჩადუნელთან ერთად, საქმეში ელგუჯა ბერძაძის სახელიც ფიგურირებს. პანამის დროშით მცურავი გემი უკვე ერთი წელია სოხუმის პორტში დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები ოჯახებს, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდებიან. View the full article
  24. როდესმე წაგიშლიათ ფაილები შემთხვევით ფოტო კამერიდან, კომპიუტერიდან, ფლეშკიდან ან რომელიმე სხვა მოწყობილობიდან? შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ ამ ფოტოების აღდგენა შესაძლებელია (კამერის SD ბარათიდანაც).აღვადგინოთ კონკრეტული ფაილი თუ ფოტო Recuva-ს საშუალებითერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება წაშლილი ფაილის ამ შემთხვევაში ფოტოსურათის აღდგენაში არის Recuva. პროგრამა ძალიან მარტივია მოხმარებაში დაინსტალირების დროს დარწმუნდით, რომ ... View ucnauri.com
  25. აფხაზურ "ჯარში" ძალით გაწვეულმა ათამდე ქართველმა ოჩამჩირის სამხედრო ბაზა უნებართვოდ დატოვა. როგორც ერთ-ერთის მშობელმა Livepress-თან საუბარში განაცხადა, გაქცევის მიზეზი გახდა არასათანადო მოპყრობა, ანტისანიტარია და ცუდი კვება. ამჟამად გაქცეულთა მშობლები იძულებულნი არიან აფხაზურ "მილიციას" ქრთამის სახით 100 ათასი მანეთი გადაუხადონ, რათა ახალგაზრდა ადამიანები "დეზერტირობის" ბრალდებით არ იქნენ შეპყრობილნი. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...