planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
აფხაზეთში ზეიმობენ აფხაზურ ენაზე გამოცემული პირველი წიგნის 100 წლისთავს. ეს წიგნი გამოცემული იყო არა სადმე მოსკოვში, არამედ თბილისში 1912 წლის 20 თებერვალს. ეს იყო დიმიტრი გულიას ლექსების კრებული "ლექსები და შაირები". წიგნი გამოიცა ლათინური გრაფიკის საფუძველზე.აღსანიშნავია, რომ ერთ წელიწადში იქვე გამოიცა მეორე კრებული "სასიყვარულო წერილი". ამ ორმა წიგნმა, გამოცემულმა საქართველოს დედაქალაქში, დაუდო სათავე მხატვრულ ლიტერატურას აფხაზეთში, აღნიშნავს "აფსნიპრესი". დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=6441 ოსებთან ერთად რუსი სამხედროებიც ესწრებიან შეხვედრას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა დვანიდან ისევ ერგნეთში გადაინაცვლაა. დაახლოებით ერთი წლის წინ სოფლის სკოლაში გახსნილი ნატოს საინფორმაციო კუთხის გამო ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრებზე უარი თქვა და სოფელ დვანში ჩატარებას დათანხმდა. დვანთან მისასვლელი გზები კი მოუწესრიგებელია და დელეგაციის წევრები ხშირად იგვიანებდნენ ხოლმე. დღეს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი მიჩნევს, რომ თავის დროზე ერგნეთის ნატოს ზონად გამოცხადება გადაჭარბებული იყო და ახლა ეს საკითხი ამოწურულია. /get_img?ImageId=6443 შეხვდრა კარავში, რომელიც ორ საგუშაგოს შორისაა ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება, მხარეებმა სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებში ფერმერთა უსაფრთხო მუშაობის შესახებ იზრუნებს. წინათ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ნაკვეთებში მომუშავე ადამიანებს შეიარაღებული ჯგუფები სასოფლო ტექნიკას და მოსავალს ართმევდნენ ხოლმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმება უპრობლემოდ მოახერხეს. /get_img?ImageId=6445 შოთა უტიაშვილი შეხვედრის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტებისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი ვალიევის, ზასეევის და კაბისოვის განაჩენის გადახედვაზე უარი თქვა. /get_img?ImageId=6438 ჩიგოევი დღის წესრიგს ეცნობა ცხინვალის ციხეში მყოფი 4 ქართველის გათავისუფლებაზეც ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. შოთა უტიაშვილის თქმით, მოლაპარაკება მას შემდეგ გაგრძელდება, რაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი მარიონეტული მთავრობა ჩამოყალიბდება. /get_img?ImageId=6444 ანჟეი ტიშკევიჩი (ევროკავშირი) და პადრიგ მერფი (ეუთო) დღესვე ქართულმა მხარემ უგზოუკვლოდ დაკარგული კაბისოვის საქმესთან დაკავშირებით ოსურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ქართველი პოლიციელების მიერ დაკავებული კაბისოვი სასამართლოში გამოცხადების პირობით გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ამ ვერსიას ოსური მხარე არ იჯერებს და ქართულ მხარეს სთხოვს მის მოძიებას. გარდა ამისა, ოსური მხარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკრიტიკებს, მისი აზრით, დამკვირვებლებმა საზღვრისპირა სოფლებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა საზღვრის დარღვევის ფაქტები კიდევ უფრო შემცირდეს. ინციდენტების პრევანციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში ერთ თვეში გაიმართება. /get_img?ImageId=6440 ევროკავშირის დამკვირვებლები სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Фракция СДПГ в ландтаге Нижней Саксонии подала в суд на правительство земли во главе с Кристианом Вульфом, который руководил им до избрания президентом в 2010 году. Оппозиция обвиняет кабмин Вульфа в обмане ландтага. Правительство скрыло от депутатов, что финансировало частное мероприятие из бюджета земли. lenta.ru
-
</p> /get_img?ImageId=6435 დღეს, 21 თებერვალს, დაფუძნდა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, ესენია: “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო პოლიტსაბჭოში ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური შედიან. პრეზენტაციას, კოალიციური პარტიების გარდა, ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულ პრეზენტაციაზე "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა დეკლარაცია (12-პუნქტიანი გეგმა), რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს. შეკრებილებმა მტკიცედ გამოხატეს მხარდაჭერა აღნიშნული დეკლარაციის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კოალიციის შიგნით სრული თანხვედრაა და ყველა საკითხი არა ერთპიროვნულად, არამედ შეთანხმების გზით მიიღება. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კოალიციის მთავარი შემკვრელი ბიძინა ივანიშვილია. “გარანტია იმისა, რომ ეს კოალიცია გაიმარჯვებს, ეს კოალიცია არავითარი დაშლის საფრთხის წინაშე არ დადგება, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი განუზომელი ავტორიტეტი. ეს არის სრულიად თვისობრივი სხვაობა იმ კოალიციებთან შედარებით, რომელიც “რვიანის” ან “ექვსიანის” ფორმატში იყო,” – მიიჩნევს პარტია “კონსერვატორების” ლიდერი და კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს წევრი ზვიად ძიძიგური. ცნობისთვის, ზვიად ძიძიგური მარტო გახდა კოალიციის წევრი, მისი პარტია ვერ მოხვდა კოალიციურ ოთხეულში. კითხვაზე, რამდენად არის თანხვედრა მასსა და კოალიციის წევრების მოსაზრებებს შორის, ძიძიგური პასუხობს: “პოლიტიკური თვალსაზრისით, რაზეც გვჭირდება ჩვენ საქმიანობა, ყველაფერშია თანხმობა. კოალიციაში ყველა პოზიცია საგარეო და საშინაო საკითხებში შეჯერებულია”. “მე მინდა გითხრათ, რომ ეს უსერიოზულესი პოლიტიკური კოალიციაა, რომელიც შეცვლის არსებულ ხელისუფლებას. გაცილებით დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილის დამარცხების, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა. აქ ფინანსები არაფერ შუაშია, ვინაიდან გაცილებით მეტი ადამიანია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს, მაგრამ მათი ფულის შემოსვლა ქართულ სივრცეში ვერ გამოიწვევდა პოლიტიკური ბალანსის ისე შეცვლას, როგორიც ეს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ განაპირობა,” – აღნიშნავს ძიძიგური. პოლიტსაბჭოში ვერ მოხვდა “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის გამო გული არაფერზე წყდება და აქცენტს პოლიტიკურ კოალიციაში მასსა და კოალიციის სხვა წევრებს შორის საკითხების თანხვედრაზე აკეთებს. “სრულებით მისაღებია ჩემთვის, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ დეკლარაციაზე და ბევრი ჩემი შენიშვნა და წინადადება გათვალისწინებულია, ასე იქნება მომავალშიც. პიროვნულად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ შეთანხმებით მიიღება კოალიციაში გადაწყვეტილებები,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დავითაშვილმა. რაც შეეხება კოალიციის მიზანს და გეგმებს, პრეზენტაციაზე გამოიყო საშინაო და საგარეო საკითხების ცალკეული პრიორიტეტებიც. “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში ბიზნესექტორის მდგომარეობაზე და მის განვითარების გზებზე ისაუბრა და კოალიციის პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დაასახელა. “ჩვენ ძალიან სწორი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში, რადგან სოფლის მეურნეობა, რომელიც ხელისუფლების მიერ იგნორირებულია, გახდება მთავარი, რასაც ფეხზე დავაყენებთ. სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ღერძი იქნება. გარდა ამისა, აუცილებელია ბიზნესმენებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უფასო კრედიტით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ. გასულ წლებში და მიმდინარე წელსაც საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ბიზნესმენებს ჰქონდათ, იყო ის, რომ საგადასახადო სისტემა, ასევე, ფინანსური პოლიცია ჩასაფრებულია. საგადასახდო კოდექსი კი ჯარიმების კოდექსად არის ქცეული. ჩვენ ამას შევცვლით“, – განაცხადა ალასანიამ. “ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ კი გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობისეული" დევიზით (“საქმე ლაპარაკის ნაცვლად”) დაიწყო. “საკეთებელი, სამუშაო ძალიან ბევრია. უმჯობესია, თუ საქმე ილაპარაკებს ჩვენ მაგივრად და პროგრამული გამოსვლებისა და საუბრების დრო კიდევ წინ არის,” – აღნიშნა შარტავამ. მან გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თანხმობა კოალიციაში შესვლის შესახებ და აქცენტები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. “ეროვნული ფორუმის” სახელით ვადასტურებ ჩვენს კოალიციურ შეთანხმებას და ყველა იმ ფუძემდებლური პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ერთობლივ დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული. იმ საკითხების მოგვარებას, რაზეც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, მარტო საშინაო განხილვა არ ყოფნის. სწორად დასაქმებული მოქალაქე, სათანადოდ დასაქმებული მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ სწორად დასაქმებულ სახელმწიფოში. საქართველოს სახელმწიფოს სწორი, საერთაშორისო როლი და ფუნქცია არის მისი მთლიანობის გარანტი და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების შესაძლებლობათა რეალიზების სათანადო არეალის შექმნის გარანტი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა იმ საერთაშორისო სტრუქტურასა და ორგანიზაციაში, რომელიც პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გავლენას ახდეს კაცობრიობაზე, დღევანდელ ეტაპზე სრულფასოვანი მონაწილეობა და აქტიურობა. კავკასიური სივრცის ათვისება, რეგიონული ფუნქციის მოპოვება, საერთაშორისო ფუნქციისა და რეგიონულიი ფუნქციების დაკავშირება იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა. საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ მრგვალი მაგიდა იმ პრობლემების მოგვარებისა, რომლის მოგვარებაშიც დაინტერესებულია ჩვენი სამეზობლო, თუ ჩვენი პარტნიორები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში,” – განაცხადა შარტავამ. კოალიციის პრეზენტაციაზე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება რეგიონებში პარტიის ოფისების გახსნა. აღნიშნული ფაქტი კოალიციის სხვა წევრებმაც დაადასტურეს. “რეგიონებში ძალიან დიდია მოსახლეობაში მოლოდინი “ქართული ოცნების” საქმიანობასთან შეერთების თვალსაზრისით, ამიტომ უკვე დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ პროცესები ფორსირებულად და სწრაფად წარიმართება და მთელი საქართველოს თვალსაზრისით, არ უნდა დარჩეს არც ერთი ქუჩა და უბანი, სოფელი, სადაც ქართულ ოცნებას მხარდამჭერები არ ეყოლება. ოფისები უკვე არსებობს ფიზიკურად, რაც შეეხება ოფისების გახსნას, ამას ჩვენ საჯაროდ გავაკეთებთ და ამ პროცესის მხარდამჭერი იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები,” –აღნიშნა ძიძიგურმა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში დაფუძნდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Злобная волна антиамериканизма, поднятая Владимиром Путиным, переросла в нападки на нового американского посла и лидеров российской оппозиции, вызывая вопросы о будущем российско-американских отношений.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/phpThumb_generated_thumbnailjpg4-300x199.jpgთბილისის მერმა, გიგი უგულავამ მდინარიძეების ოჯახს ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი პირადად გადასცა. მერიის ინფორმაციით,თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელი 350 000-ზე მეტი აბონენტი ფიქსირდება და თითოეული მათგანი კუთვნილს ვაუჩერს უახლოეს დღეებში მიიღებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წელს არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს, ერთჯერადად, ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება. ვაუჩერების დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესი 21 თებერვლს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. დღეიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი: 251-00-33, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. ვაუჩერების დარიგება დღეს თბილისიდან დაიწყო. იხილეთ epn.ge
-
Глава белорусского МИДа не получил приглашения на встречу с участниками "Восточного партнерства", которая пройдет в Праге. Об этом сообщил посол Чехии Петер Мареш. Мероприятие, о котором идет речь, состоится 4 марта. Представители "Восточное партнерство" встретятся с коллегами из центральноевропейских стран. lenta.ru
-
Первые образцы нового бронетранспортера "Бумеранг" поступят в Сухопутные войска России в 2013 году, а массовые поставки машины начнутся в 2015 году. По словам главкома Сухопутными войсками России Александра Постникова, в настоящее время на вооружении страны стоят бронетранспортеры БТР-82А и БТР-80. lenta.ru
-
За 2011 год утечка капиталов из России увеличилась почти вдвое по сравнению с предыдущим годом, достигнув уровня в 84,2 миллиарда долларов. Руководство российского Центробанка неоднократно объясняло такое явление неблагоприятным инвестиционным климатом в стране, засильем бюрократии и давящими на предприятия налогами.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/erterwtryt1-300x20021.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ვალერი გელბახიანის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საქალაქო სასამართლოს პრესამსახურიდან აცნობეს. გელბახიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა. პროკურორის სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ ვალერი გელბახიანი ხელს შეუშლიდა გამოძიებას და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, “ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა”. “საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული – შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება”,- აცხადებენ სამინისტროში. იხილეთ epn.ge