Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Бывшего старшего следователя ГУ МВД РФ по Москве Нелли Дмитриеву, которая осенью 2011 года была арестована по обвинению в коррупции, отпустили из-под стражи под подписку о невыезде. Источник российских информагентств, знакомый с ходом расследования, уточнил, что Дмитриеву освободили "по состоянию здоровья". lenta.ru
  2. 22 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო ‘რედისონში’ გაიმართება წინასატენდერო შეხვედრა ტენდერში მონაწილე კომპანიებთან, რომლებიც შემდგომ ‘სენაკი 1,2′-ის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებენ. 22 თებერვალს, 11.00 საათზე, ‘საკანონმდებლო მაცნეს’ მთარგმნელობით ცენტრში მუშაობის მსურველები ინგლიურ ენაში ტესტირებას გაივლიან. მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24 (მთავარი პროკურატურის შენობა) 22 თებერვალს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ‘ქრისტიან-დემოკრატების’ წევრები ინგა გრიგოლია, ზაზა გაბუნია და ჯაბა სამუშია მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსთან შეხვედრას გამართავენ, რომელსაც დაინტერესებული მოქალაქეებიც დაესწრებიან. თემა: ‘სოციალური საცხოვრისები უსახლკაროთათვის’. 22 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№637) 22 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული განვითარების ტრენინგების ციკლის ბოლო სესიას გახსნიან. 22 თებერვალს, 12.00 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ID ბარათებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან მეურვეობისადა მზრუნველობის ორგანო გათავისუფლდება. 22 თებერვალს, 12:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, რესტორანი ‘ფაეტონში’ ‘ქართული დესერტის დღე’ აღინიშნება. 22 თებერვალს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ოფისში, პარტიის ერთ–ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘სოფლის სკოლის დახურვა’. მის: ორთაჭალა, ჟ. კალანდაძის ქ. #3 საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49 22 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუ’ საქართველოს სწრაფი ფულადი გზავნილების ბაზრის კვლევის პრეზენტაციას გამართავს. მის: გ. წერეთლის ქ. #2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, ილიას უნივერსიტეტი, G 106 აუდიტორია 22 თებერვალს, 14:00 საათზე, პოლიტიკური პარტია ‘სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზის’ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ხელისუფლება ცდილობს გიგანტური ჰესების მშენებლობა პიარით გაამართლოს’. მის: ბარნოვის ქ. #60 22 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება. თემა: ‘საქართველოს კანონის პროექტის ‘საერთო სასამართლოების შესახებ’ კანონში ცვლილებები’. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 22 თებერვალს, 16:00 საათზე, კავკასიის მედიის სკოლასა და რადიო `თავისუფლების’ მედიის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მის: კოსტავას ქ. #77 (ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის უკან) საკონტაქტო პირი ხატია ალფაიძე – 595 90 73 53 22 თებერვალს, 17:00 საათზე, ‘თიბისი ბანკის’ სათავო ოფისში ახალი საგამოფენო სივრცე – ‘თიბისი არტ-გალერეა’ გაიხსნება. მის: მარჯანიშვილის ქ. #7 იხილეთ epn.ge
  3. კიკვიძის პარკში კვლავ აქცია გაიმართა- ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის სხვა უბნებში მცხოვრებლებიც შეუერთდნენ. მოქალაქეების ნაწილის თქმით, ისინი აპირებენ ბაღის დაცვას, რომ დარჩენილი ხეებიც არ გაჩეხონ და ხეების დასაცავად ღამის გათენებას აპირებენ. იმ ხეების ნაწილი, რომლებიც უკვე მოიჭრა, დაჭრეს და სახლში წაიღეს: “როცა გაჭირვებულ ადამიანს სახლს დაგიწვავენ, ხელები მაინც უნდა გაითბოო, სანამ თვითონვე გაზიდავენ ამ ხეებს, ჯობია ჩვენ წავიღოთ”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა ერთ–ერთმა ქალბატონმა. აქციაზე ასევე ნაძალადევის რაიონის მცხოვრები ტატიანა რედკოც მოვიდა. მისი თქმით, ყველა იმ აქციას ესწრებოდა, რომელიც როდესმე ყოფილა თბილისში ბუნების დასაცავად: “აქცია რომც არ გაემართათ, მე ყველგან მივდიოდი, სადაც ხეები იჩეხებოდა, თითოეული ადგილიდან ხის თითო ნაფოტი მომქონდა სამახსოვროდ. მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ნაფოტების კოლექციით მთელი ჩემი სახლი გაივსო. ასე თუ გააგრძელეს, მალე ქალაქში გამწვანებული ადგილი არ დარჩება”, – განაცხადა ტატიანა რედკომ, რომლის კოლექციასაც დღეს კიდევ ერთი ტოტი შეემატა. დღევანდელ აქციას კრეატიული მოძრაობა “ხელოვნება ცვლილებებისთვის” წევრებიც შემოუერთდნენ, მათ მუყაოს ქაღალდებზე ნახატები და სლოგანები დაწერეს. აქციის მონაწილეებმა დარჩენილი ხეებიც დანომრეს და იმედი გამოთქვეს, რომ დანომრილი ხეებიდან არც ერთი აღარ მოიჭრება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. /get_img?ImageId=6450 საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა და მან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მოამზადა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტარი ლევან ვეფხვაძეა. განმარტებით ბარათში კანონპროექტის მიღების მიზეზად შემდეგი გარემოება სახელდება: “კანონპროექტის მიზანი გახლავთ ის, რომ ამ ორგანული კანონით დადგენილი რეგულაციებით სამართლიანად და ზუსტად იქნას დადგენილი ყველა სუბიექტის (საარჩევნო სუბიექტის, ფიზიკური და იურიდიული პირების) უფლება–მოვალეობანი და, ამავდროულად, მაქსიმალურად გამოირიცხოს კანონის ურთიერთსაპირისპირო ინტერპრეტაციის ალბათობა. მეტად იყოს გაცნობიერებული და დაცული თავის უფლება–მოვალეობებში ყველა ის სუბიექტი, ვისაც ეს ორგანული კანონი ეხება,” – ნათქვმია განმარტებით ბარათში. რა ცვლილებების შეტანას ითხოვს ვეფხვაძე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტი წარმოადგენს კოლოსალურად დიდ თანხას და 251 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის რეგულაციისას უნდა მოხდეს მისი განახევრება. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესხებ” კანონში 251 მუხლის პირველი პუნქტი შემდეგნაირად განიმარტება: „მუხლი 251 1. პარტიის და მასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების, შემოწირულებებისა და კანონით დაშვებული სხვა ფორმებით მიღებული შემოსავლის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს, ისევე, როგორც პარტიის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს”. რაც შეეხება ამავე მუხლის მე–4 პუნქტს, მიგვაჩნია, რომ სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში (12 თვის განმავლობაში) პარტიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საჩუქრად გასცეს არაუმეტეს 60 000 ლარის ღირებულების ნივთები, ამასთან, თითოეული ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. რამეთუ წლის განმავლობაში პარტიის მიერ 5 000 ლარის ღირებულების ნივთების გაჩუქება სადღესასწაულო ღონისძიებებისას მეტად უმნიშვნელო, არაეფექტური და მიზერულია. „მუხლი 251 4. პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარისა”. 261 1–ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი საჭიროებს შეცვლას იმ ფორმულირებით, რაც წარმოდგენილ პროექტშია, რადგან არ დაირღვას პირთა კანონიერი უფლებები, ხოლო 261 მუხლის მეორე პუნქტი ამოღებულ უნდა იქნეს – ნათქვამია კანონპროექტში. 261 მუხლის 1–ლი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით. 261 მუხლის მეორე პუნქტი: ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: 2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს. ასევე დროული და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებაწარმოდგენილი ორგანული კანონის 271 პირველ და მეორე პუნქტებთან დაკავშირებით, რამეთუ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შაბათობით ბანკებს აქვთ არასრული სამუშაო დღე კვირა დღე საერთოდ უქმეა. ასევე არსებობს საღესასწაულო დღეებიც, როცა საბანკო სისტემა არ მუშაობს და მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მისი დროული განხორციელება შესაძლოა ამ მიზეზით შეფერხდეს. „მუხლი 271 1. შემოწირულების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას. 2. თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 3 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. კანონპროექტში გამოთქმულია შენიშვნა 33 1 მუხლთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზეც. იგი სრულად და ზუსტად ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესებს გარიგების ბათილად მიჩნევასთან დაკავშირებით, რამეთუ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონითდადგენილ წესსა და აკრძალვებს. ამდენად გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი დარღვევა კანონისა და არა მისი „თავის არიდება“.ამასთან, გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა აღდგეს ე.წ.„სტატუს ქვო“ ანუ საწყისი მდგომარეობა. თანხის ან ქონების ბიუჯეტში მიქცევა მიგვაჩნია სამართლებრივად არასწორად. შესამცირებელია და საკითხისადმი უფრო რელევანტური უნდა იყოსამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ვადაც. რაც შეეხება თანხის დაყადაღებას, მიგვაჩნია, რომ ნაკლები ოდენობის ან თუნდაც არსებითად უმნიშვნელო ოდენობის თანხასთან დაკავშირებული დავის გამო არ შეიძლება პარტიას დაუყადაღდეს მთელი საბანკო ანგარიში და მნიშვნელოვანი დროის მანძილზე იყოს პარალიზებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება საარჩევნო პერიოდს. ანგარიშის დაყადაღება უდა იყოს შესაძლებელი იმ ოდენობით,რასაც ითვალისწინებს კანონის ქმედების სანქციის სახით. „მუხლი 331 ბათილია გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს ამ თავით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. კანონპროექტის მიღება არ ეწინაარმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. კანონპროექტის მომზადების პროცესში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისოორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთი არ არსებობს. ლევან ვეფხვაძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ჩასწორებები არასამთავრობოებთან კონსულტაციების შემდეგ შეიძლება მოხდეს. “ეს კანონპროექტი მე დამოუკიდებლად მოვამზადე, რაღაცეები მსგავსია არასამთავრობოების პოზიციის, რაღაცეები განსხვავებული. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული დამატება კიდევ შევიდეს ამ კანონპროექტში. თუ რაიმე პრინციპული საკითხი იქნება დასამატებელი არასამთავრობოების ჩათვლით, დავამატებთ, ხოლო რაც შესაცვლელია, მზად ვართ, მათთან შეთანხმებით შევცვალოთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვეფხვაძემ. მისი თქმით, ეს ჯერ პირველი მოსმენით არ გასულა. კანონპროექტი ორშაბათს დარეგისტრირდა და ახლა საკომიტეტო მოსმენებს ელოდება. შეგახსენებთ, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში („საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „სამართლიანი არჩევნები” და კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის”), პარლამენტში 17 თებერვალს მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს და განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი, რომელიც ამ წინადადების განხილვაზე იქნება პასუხისმგებელი, ამის შემდეგ კომიტეტს აქვს 20 დღის ვადა წინადადების განხილვისთვის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. Президент Афганистана Хамид Карзай официально пригласил "Талибан" на прямые переговоры с его правительством и попросил пакистанские власти поддержать его в этом вопросе и помочь диалогу. Ранее талибы неоднократно заявляли о готовности переговоры только при участии США и других союзников Кабула. lenta.ru
  6. "Норникель" выиграл суд у "Русала", который требовал предоставить финансовую документацию. Арбитраж разрешил горно-металлургической компании сохранить данные в тайне от акционера. В алюминиевой компании, которая выиграла суд весной, утверждали, что документы нужны для проверки добросовестности менеджеров ГМК. lenta.ru
  7. /get_img?ImageId=6449 საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, 33%-ით შემცირდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ეს არის იმ ომის შედეგი, რომელიც სახელმწიფომ ნარკორეალიზატორებს გამოუცხადა. შემცირებული ნარკოდანაშაულის სტატისტიკა საქართველოში ნარკოტიკული ვითარების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს, 21 თებერვალს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამართა. შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2011 წელს ნარკოდანაშაული, 2010 წელთან შედარებით, 32-ით შემცირდა, 2007 წელთან შედარებით კი, კლება 53%-ია. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული დანაშაულის კლება უშუალო კავშირშია ყველაზე გავრცელებული ე.წ. ”მძიმე ნარკოტიკების” შავ ბაზარზე შემცირებულ ბრუნვასთან. კონკრეტულად, 2011 წელს სტაბილურად დაბალი იყო შავ ბაზარზე ”ჰეროინის,” ”სუბოტექსისა” და ”მეთადონის” ბრუნვა. 2011 წელს ნარკოტიკულ თრობაზე სამართალდამცავებმა 27 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს, რომელთაგან 9181 ადამიანს დაუდგინდა ნარკოტიკული ზემოქმედება. 2010 წელს მსგავსი პირების რაოდენობა 14 166 იყო. საქართველოს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას თქმით, ”მძიმე ნარკოტიკები” ბაზარზე ”მსუბუქმა ნარკოტიკებმა” ჩაანაცვლა. მაგალითად, 2010 წელს სუბოტექსის მოხმარება 8.2% იყო, 2011 წელს კი, მხოლოდ 1.9%. ჰეროინს 2010 წელს ნარკომომხმარებელთა 7% მოიხმარდა, 2011-ში კი, 2.2%. აღნიშნული მონაცემებისგან განსხვავებით, გაიზარდა მარიხუანას მომხარებელთა რაოდენობა. 2010 წელს მარიხუანას მოიხმარდა 40%, 2011 წელს კი - 47%. ე.წ. ნიანგს 2010 წელს 13% მოიხმარდა, 2011 წელს - 21.6%. ოფიციალური ინფორმაციით, ”შავ ბაზრზე” გაიზარდა მარიხუანას ბრუნვა. 2007 წელს მარიხუანას ბრუნვა იყო 1400 გრამი, 2011 წელს კი– 32 124 გრამი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე განმარტავს, რომ ”შავ ბაზარზე” არსებული დეფიციტისა და გაზრდილი ფასის გამო მომხმარებლები ძვირადღირებული ”მძიმე ნარკოტიკებიდან” შედარებით იაფ, ადვილად მოსაპვოვებელ ”მსუბუქ ნარკოტიკზე” გადადიან. საყვარელიძის თქმით, ”მარიხუანას” ხვედრითი წილის ზრდა იმანაც გამოიწვია, რომ ნარკოდანაშაულის შემცირების გამო ”მძიმე ნარკოტიკებზე” მომუშავე სამართალდამცავებში რესურსი გამოთავისუფლდა და ისინი ”მსუბუქი ნარკოტიკების” აღმოჩენაზე გადაერთნენ, რამაც გაზარდა დაფიქსირების სიხშირე და რაოდენობა. ომი ნარკორეალიზატორებს საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ამ პოლიტიკამ გამოიღო ეს შედეგი - ნარკოდანაშაულის შემცირება. ზოდელავას მიაჩნია, რომ პნარკოდანაშაულს მიმართ მთავრობის მკაცრ პოლიტიკას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ამის დასტურად მთავარ პროკურორს მოჰყავს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პროკურატურის დაკვეთით 2012 წლის 6-8 თებერვალს ჩატარდა და გამოიკითხა 1028 ადამიანი. კვლევის შედეგად, 77% იზიარებს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ მთავრობა ზედმეტად მკაცრი არ არის, ხოლო ნარკორეალიზატორთა სრული სიმკაცრით დასჯას 82% მიიჩნევს. მთავარი პროკურორის მაოდგილემ დავით საყვარელიძემ თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ძალიან მკაცრია ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით, მათ არ იცოდნენ, რომ სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებულია. რამდენიმე გამოკითხულმა ისიც კი თქვა, რომ ნარკორეალიზატორები სიკვდილით უდნა დაისაჯონ. ”პირველადი მოთხოვნა ჩვენი საზოგადოებისა არის ის, რომ ჩვენ მკაცრად ვებრძოლოთ ამ დანაშაულს, რომ მან არ შეაღწიოს კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული ოჯახის ცხოვრებაში და არ დაანგრიოს ის. ბოლო ორი ათეული წელია ნარკოდანაშაულმა დაიწყო მნიშვნელოვანი კლება. ეს არის პირდაპირი დამსახურება იმ მკაცრი პოლიტიკისა, რომელიც სახელმწიფომ გაატარა ამ კუთხით. ჩვენ ფაქტიურად ომი გამოვუცხადეთ ნარკორეალიზატორებს, შედეგად კი შეიზღუდა რეალიზება,” - განაცხადა მურთაზ ზოდელაავმ. მთავარი პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი პოლიტიკა არ შეიცვლება, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სფეროში გარკვეული ლიბერალური პოლიტიკის პროექტები განხორციელდება, მაგალითად, როგორიცაა არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა, ”უფროსი მეგობარი” და ა.შ. მსგავსი პროექტები იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ხელისუფლება დაადგენს, რომ ეს არ გამოიღებს ცუდ შედეგებს და არ დაზიანდება საზოგადოების ინტერესი. მურთაზ ზოდელავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სახელმწიფო დაიწყებს ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას, რაშიც მნიშვნელოვანი რესურსები ჩაიდება. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა მიერ გადახდილი ჯარიმების მნიშვნელოვანი პროცენტული წილი ამავე ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას მოხმარდება. შემოსული ჯარიმებიდან ჯარიმის გადამხდლთა მკურნალობის აუცილებლობაზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა. ”ჯარიმებიდან შემოსული თანხა აუცილებლად მოხმარდება ნარკომანების მკურნალობას. დღეს ჩვენ რეალისტები თუ ვართ, უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანონით გათვალისწინებული თუნდაც ერთხელ მკურნალობის უფლება არ არის რეალიზებული. ჩვენ დღეს არ გვაქვს ასეთი დახმარება. ნარკოდამოკიდებულთა სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მკურნალობა საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და აქ მხოლოდ მცირე მასშტაბის დეზინტოქსიკაციის ცენტრები არსებობს. გვინდა, ეს ხელმისაწვდომობა გაჩნდეს. დონორებს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხებში,” - განაცხადა გიგი წერეთელმა. პარლამენტარს მიაჩნია, რომ იმ ”რეპრესიულმა პოლიტიკამ, რომლიც წინა პლანზე იყო წამოწეული, მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები.” გიგი წერეთელის თქმით, ნარკოტიკთა მიწოდება სამართალდამცავთა აქტიურობის შედეგად შემცირდა, თუმცა მოთხოვნა არ შემცირებულა. მისი აზრით, ნარკოტიკზე მოთხოვნის შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. პარლამენტარს მიაჩნია, რომ უფრო ეფექტური უნდა იყოს ჯანდაცვა და საგანმანათლებლო სისტემა, რომ მოხდეს პრევენცია. მთავარი პროკურატურა, ასევე, პარლამენტარი გიგი წერეთელი მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზებაზე. მათი აზრით, ქვეყანა ამისათვის ჯერ მზად არ არის. პროკურატურის იდეა ნარკომომხმარებელთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” ხელმძღვანელის, ნატო შავლაყაძისთვის. ”უკვე წლებია ვთხოვთ, ვცდილობდით, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ხელისუფლება, სარეაბილიტაციო პროგრამები ნარკოდამოკიდებულებისთვის აუცილებლად გახსნილიყო და გვიხარია, რომ მომწიფდა მოთხოვნა და გაიხსნება სარეაბილიტაციო ცენტრები,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ნატო შავლაყაძემ. ნატო შავლაყაძეს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა რეალობას ასახავს, რადგან ”ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს” ნარკომომხმარებლებთან ყოველდღიური შეხება აქვს და, შესაბამისად, ორგანიზაცია ანალოგიურ ინფორმაციას ფლობს. ”ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლაში მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს. ”საზოგადოების დამოკიდებულება ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ საზოგადოება ამ ადამიანებს მიიჩნევდეს არა კრიმინალებად, არამედ ავადმყოფებად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,” - ამბობს ნატო შავლაყაძე. მისივე თქმით, ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებამდე აუცილეებლია სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა. მას იმედი აქვს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნის შემდეგ ხელისუფლება ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებაზეც იფიქრებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. Финансирование "Новой газеты" приостановлено, поскольку на личном счете бизнесмена Александра Лебедева, с которого перечислялись средства, не осталось денег. Лебедев объяснил это тем, что сотрудники Национального резервного банка, где у него открыт счет, не могут работать из-за проверки, устроенной Центробанком. lenta.ru
  9. На странице московского клуба Stadium Live в Facebook появилось сообщение о двух концертах Guns N' Roses, которые состоятся на этой площадке. Выступления запланированы на 11 и 12 мая 2012 года. Сообщается, что участники Guns N' Roses уже подтвердили концерты, при этом на сайте группы анонсов пока нет. lenta.ru
  10. Кандидат в президенты РФ Михаил Прохоров объявил, что начинает создавать независимую правую партию прямо в ходе предвыборной кампании "Эта сила охватит всю страну. Отделения партии станут развертываться сразу после дня голосования", - сказал он. Прохоров также заявил, что его партия будет "куда больше партии власти". lenta.ru
  11. ხვალ 17:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში ახალი საგამოფენო სივრცე - „თიბისი არტ-გალერეა“ გაიხსნება. გალერეას გახსნის საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
  12. ავტორი თეონა ისაშვილი 17:06 08.02.2012 ქართველი ოლიმპიური ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს დოპინგის გამოყენების გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 3 თვიანი დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რომელიც 19 თებერვლიდან 19 აპრილამდეა განსაზღვრული. http://2.bp.blogspot.com/-U-kqWzKDQLI/T0JUzJgFJ8I/AAAAAAAAGOM/c0eA1-6WxbY/s200/598953188.jpgროგორც ირკვევა, ქართველ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი, შემოწმებიდან 2 თვეში გახდა ცნობილი. დისკვალიფიკაციის გარდა, ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულაც ჩამოერთვა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  13. ავტორი თეო ისაშვილი 17:06 21.02.2012 მაყურებელმა და ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებულ კონკურსანტს შორის გამარჯვებული გამოვლინეს. შიდა შესარჩევი ტური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცედურა კონკურსანტების გამოსვლის შემდეგ დაიწყო და 15 წუთი გაგრძელდა. http://1.bp.blogspot.com/-fOonPqWQgK0/T0Ox7Mmf0SI/AAAAAAAAGPU/YBmoBuridRE/s200/anri-joxadze-069840.jpgრიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ზერბაიჯანი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის ნახევარფინალები ბაქოში 22 და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება. წელს კონკურსში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ანრი ჯოხაძე ბაქოს „Crystal Hall”-ში 24 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  14. Генеральная прокуратура Украины официально отказалась принимать меры в связи с разоблачениями, с которыми недавно выступил оппозиционный депутат Верховной Рады Роман Забзалюк. В прокуратуре заявили, что криминала в действиях депутатов группы "Реформы ради будущего" (прозванных "тушками") не обнаружено. lenta.ru
  15. ფრანგმა სამართალდამცავებმა მსოფლიო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დომინიკ სტროს კანი კვლავ დააკავეს. ის ქალაქ ლილის პოლიციის განყოფილებაში… ლინკი მედიანიუსზე
  16. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი პარლამენტის წევრ პაატა ლეჟავასთან ერთად ვანის… ლინკი მედიანიუსზე
  17. ირანის საფეხბურთო კლუბმა “სეპაჰანმა” სერბულ “პარტიზანთან” დანიშნული ამხანაგური მატჩი ბელგრადული კლუბის მთავარი მწვრთნელის ნაციონალობის გამო გადადო. ამის… ლინკი მედიანიუსზე
  18. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე… ლინკი მედიანიუსზე
  19. Управление МВД по экономической безопасности заподозрило структуры Вексельберга и Минрегион в мошенничестве при купле-продаже здания торгпредства Венгрии в Москве. Об этом юрист Алексей Навальный сообщил в своем блоге. Ранее блогер обвинил Вексельберга в перепродаже недвижимости властям по завышенной цене. lenta.ru
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/257_34173_847583-300x200.jpgმთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შედის. მთავრობის საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტი ტურისტული საწარმოს დეფინიციის შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას, სასტუმროს აქტივების ან მისი ნაწილის სხვა პირზე მიწოდებას მისი უკან იჯარით მიღების მიზნით და უზრუნველყოფს მისი, როგორც სასტუმროს ფუნქციონირებას არანაკლებ 8 წლის განმავლობაში. მისივე განცხადებით, მთავრობა ცდილობს შეიმუშაოს რიგი ინიციატივები, რომელიც ბიზნესის წახალისებას და სტიმულირებას მოხმარდება და წარმოდგენილი ცვლილებებიც ამ ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილია. კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან იგი ხელს შეუწყობს საკურორტო ზონებში სასტუმროს ტიპის შენობების მშენებლობას. ხუროშვილმა “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიც წარმოადგინა. ცვლილებების თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლები. ხუროშვილმა ასევე, კომიტეტს შეთანხმებისთვის მთავრობის დადგენილების პროექტი “მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების, რომლებიც არ იბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის № 415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” წარუდგინა. ცვლილებები ფიქსირებული გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, პურის საცხობი თონეების მფლობელები ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის დაბეგვრის გადასახადს გადაიხდიან. ამასთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებს საშუალება ექნებათ ადგილმდებარეობის გათვალისწინებით არაუმეტეს 50%-ის ოდენობით შეამცირონ ან გაზარდონ ფიქსირებული გადასახადი. კომიტეტის სხდომაზე II მოსმენით “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საპარტნიორო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ კი III მოსმენით “სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტები წარმოადგინა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს. იხილეთ epn.ge
  21. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgკრემლი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოპოზიციონერებზე ზეწოლას განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯამბოლატ თედეევს მოსკოვის დატოვების უფლება არ მისცეს. ის უკრაინაში მიფრინავდა. ლაინერი გამგზავრებიდან ერთ საათში კვლავ მოსკოვის აეროპორტში დააბრუნეს. თედეევი ბორტიდან ჩამოსვეს და დააპატიმრეს. თუმცა აეროპორტიდან გამოყვანისთანავე გაათავისუფლეს. თედეევის მოკავშირე ალა ჯიოევას კი გასამართლებით ემუქრებიან. ე.წ. პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯიოევას ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვას აპირებს. თავად ჯიოევა კი არ გამორიცხავს, რომ საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ის პატიმრობაშიც აღმოჩნდეს. View the full article
  22. Когда Андре Виллаш-Боаш выглянет этим утром из окна гостиницы и увидит внушительную крепость Кастель дель Ово в Неаполитанском заливе, то он может подумать про себя, что даже самым мощным фортификационным сооружениям иногда нужно усиление.
  23. /get_img?ImageId=6437 საქართველოში ახალი, თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის მიუხედავად, პაციენტებისთვის, რიგ შემთხვევებში, ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა, შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების არქონის ან დაავადებების სირთულის გამო, შეუძლებელი ხდება. პაციენტები და მათი ახლობლები გამოსავალს საზღვარგარეთ მკურნალობაში ხედავენ. „მე თვითონ ექიმი ვარ. ჩემი დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნეა. წყალწაღებულივით ვეჭიდები ყველა შესაძლებლობას. ამიტომ მინდა განვითარებულ ქვეყანაში წასვლა და მკურნალობა,“-ამბობს ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრში რამდენიმე დღით ჩამოსულ უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციისთვის რიგში დგას. პაციენტებისა და მათი ახლობლების, დაახლოებით, 30-კაციანი რიგი ამჯერად იაპონელ პროფესორთან, ონკოლოგთან, მძიმე პროტონული ნაწილაკებით დაბომბვის სპეციალისტთან, იროიკო ცუჯისთან და ღვიძლის გადანერგვის სპეციალისტთან, კიოჩი ტანაკასთან დგას. კიოჩი ტანაკა პირველი ქირურგია, რომელმაც ღვიძლი წარმატებით გადანერგა. „თავად იაპონელებს მათთან კონსულტაცია 1500 აშშ დოლარი უჯდებათ. დღეს ისინი თბილისში სრულიად უფასოდ უწევენ საქართველოს მოქალაქეებს კონსულტაციებს. თუ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ პაციენტი მათ ქვეყანაში მკურნალობას დაექვემდებარება, ის პაციენტი იაპონიაში გაემგზავრება,“ - ამბობს საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ცინცაძე. იაპონელი სპეციალისტები თბილისში არსებული საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის მოწვევით იმყოფებიან. აღნიშნული ცენტრი ერთადერთია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უწევს მსოფლიოში ცნობილ კლინიკებთან შუამავლობას - თბილისში არსებულ ცენტრს მეზობელი ქვეყნების პაციენტებიც მიმართავენ. პაციენტები, ძირითადად, ამერიკაში, გერმანიაში, ისრაელსა და იაპონიაში მიდიან. "ასევე, ჩვენი მეზობელი თურქეთი, სადაც ბოლო წლებში შესამჩნევად განვითარდა მედიცინა. ხარისხი საკმაოდ მაღალია სტამბულში, მათ მედიკოსებს დასავლეთის წამყვან კლინიკებში აქვთ კვალიფიკაცია მიღებული. ამასთან, ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, თურქეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ხელსაყრელია ჩვენი პაციენტებისთვის," - ამბობს ცინცაძე. ონკოლოგია, ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ორთოპედია, ხელოვნური განაყოფიერება, პედიატრია, დერმატოლოგია, გინეკოლოგია, ჰეპატოლოგია, იმუნოლოგია, უშვილობის მკურნალობა, ნეიროონკოლოგია, დიალიზი, ოტოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პლასტიკური ქირურგია, რადიოლოგია, ფიზიოთერაპია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ენდოკრინოლოგია - ცენტრი ძირითადად ამ მიმართულებებით ეხმარება პაციენტებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის დროს. თუმცა პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც ონკოლოგიური დაავადებები და ღვიძლის გადანერგვაა. „ძირითად შემთხვევებში, საქართველოშივე ამ ადამიანებს უკვე ბევრი სამედიცინო მანიპულაცია აქვთ გაკეთებული და ამ გზით ეძებენ ბოლო იმედს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეეცვლებათ," - ამბობს ცენტრის ექიმი გელა ყურაშვილი. როდესაც პაციენტი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს მიმართავს, უკვე თან უნდა ჰქონდეს გამოკვლევების შედეგები და საქართველოში დასმული პირველადი დიაგნოზი, რომელსაც საკონსულტაციო განყოფილება შეისწავლის და დაამუშავებს მას ევროპული სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ უკვე დიაგნოზი ითარგმნება და იმ ქვეყნების კლინიკებში იგზავნება, სადაც არის შესაბამისი განყოფილებები. გათვალისწინებულია პაციენტის სურვილი ქვეყნის არჩევის დროს. მონაცემების გაგზავნის შემდეგ კლინიკიდან მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ. როგორც წესი, საზღვარგარეთ მკურნალობა პაციენტებს, დაახლოებით, ორჯერ მეტი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების დროს იაპონიაში კარბონის იონით დასხივება, ტრასპორტირების ხარჯების გარდა, პაციენტს 40 000 აშშ დოლარი უჯდება. თუმცა, ცენტრის თანამშრომელთა თქმით, ჰყოლიათ ისეთი პაციენტებიც, რომელთა მკურნალობაც პრეზიდენტის და პირველი ლედის ფონდებიდან, ან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდანაც დაფინანსებულა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. Главред Муратов уверяет, что газета продолжит выходить, однако выплату зарплат сотрудникам на один месяц могут приостановить. Связано это с проблемами со счетом владельца - главы Национального резервного банка Александра Лебедева. Он утверждает, что из-за проверок его банк парализован. newsru
  25. ხვალ და ზეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) საერთაშორისო დონის ღონისძიებას უმასპინძლებს. სფფ-ს ცნობით, საუბარია უეფას ეგიდით… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...