planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Обвиняемым в России в 99% случаев суды выносят обвинительные приговоры. Часто такой результат обеспечивают верные Кремлю женщины-судьи, хорошо интегрированные в систему. «Для того, чтобы добиться в России оправдательного приговора, нужно оказывать давление на суд», - говорит адвокат Москаленко. Общественное внимание, например, может сыграть свою роль, считает она.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/ilia6-300x193.jpgდღეს საქართველოს კათოლიკოს- -პატრიარქი, ილია მეორე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება. მანამდე კი, პატრიარქი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე, რეუვენ (რუბი) რივლინთან გამართავს შეხვედრას. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის და რეუვენ (რუბი) რივლინსის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს. დღესვე, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. ხვალ, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცებენ; ასევე, მოილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საქართველოსმართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად, წმინდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალსგაემგზავრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili21-300x19911.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში მაასტრიხტის უნივერსიტეტს ესტუმრა. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის მთავარი თემა საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რეგიონში მისი როლის ზრდა იყო. პრეზიდენტმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება. „რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია – ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ“, – განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა. პრეზიდენტსა და აუდიტორიას შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, მათ შორის, მოლაპარაკებებეს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივას, საქართველოს ნატო-ში მისწრაფებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. იხილეთ epn.ge
-
В КНР начнется масштабный кризис, если правительство не начнет экономические реформы, направленные, в том числе, на снижение доли государства в экономике. Такие выводы содержатся в докладе Всемирного банка, подготовленном вместе с китайскими экспертами. Авторы документа призвали власти страны начать приватизацию. lenta.ru
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/prezident-Vladimir-Putin-300x210.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის თქმით, აშშ შეცდომას უშვებს, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ამაღლებს და თბილისს აფრთხილებს, განმეორებითი აგრესიისგან თავი შეიკავოს. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა შეიარაღებული ძალების დივიზიებისა და ბრიგადების მეთაურებთან შეხვედრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამართულ ამერიკა-საქართველოს სამიტზე თბილისისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. მისი თქმით, ამერიკა შეცდომას უშვებს და იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ იარაღს ახალი აგრესიული ქმედებისთვის არ გამოიყენებს. “მე მაგიდასთან არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ. თუმცა ალბათ, ჩვენებიდან იქ ვინმე იქნებოდა და მოგვიყვება. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. მათთან ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ვიმედოვნებ, ქართულ მხარეს კეთილგონიერება ეყოფა, ის გაკვეთილი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ავანტიურისტულ ქმედებას მოჰყვა, უკვალოდ არ ჩაივლის და ეს იარაღი ახალი აგრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული არ იქნება”,- განაცხადა პუტინმა. პრემიერ–მინისტრის განცხადებითვე, ამერიკის მხრიდან ქართილი არმიის გადაიარაღებით, უდიდესი შეცდომა დაუშვა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. “ხომალდების გადაადგილება, ტვირთების მოცულობა, ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად კონტროლდება კოსმოსური და დაკვირვების სხვა საშუალებებით. რამდენიმე ასეთი მაგალითი დღესაც მიჩვენეს. აშშ-მა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისთანავე ქართული არმიის გადაიარაღება დაიწყო. ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მკვეთრად აგრესიულ პოლიტიკას ატარებს. შეიარაღების მიწოდება ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, გარდაუვლად ყველგან და ყოველთვის უბიძგებს და ახალისებს მას აგრესიული ქმედებებისკენ”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ კუთხით ამერიკელები სერიოზულ შეცდომას უშვებენ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba3-300x199.jpgკამპანიის – “ეს შენ გეხება” ფარგლებში, დღეს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრები დღეს, 13:00 საათზე, ერთდროულად საქართველოს 8 ქალაქსა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, გურჯაანი, ბოლნისი) და თბილისის 7 უბანში დაიწყება. აქციები გაიმართება საქართველოს ქალაქებში – ბათუმში – შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ქუთაისში – ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ზუგდიდში – გამსახურდიას გამზირზე; ოზურგეთში – მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან; გორში – კინოთეატრ “გამარჯვებასთან”; თელავში – ერეკლე II-ის მოედანზე; გურჯაანში – ნონეშვილის ქუჩაზე; ბოლნისში – ადგილობრივ ტელევიზიასთან. ხოლო, თბილისში – მეტროს სადგურ “თავისუფლებასთან”, “რუსთაველთან, “ვარკეთილთან”, “ახმეტელთან”, “ვაგზლის მოედანზე” “ბავშვთა სამყაროს” მხრიდან; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან და ბუკიას ბაღში. ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების შესახებ; ინფორმირება კამპანიის – “ეს შენ გეხება” – შესახებ და მათი ჩართვა კამპანიაში; ასევე, კანონის შეცვლის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება; შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა (ტელეკომპანია “კავკასია”, ტელეკომპანია “მაესტრო”, გაზეთი “ალია”, გაზეთი “რეზონანსი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სტუდია “რე”, “რეგიონალური პრესის ასოციაცია”, ია მამალაძე, ზვიად ქორიძე და სხვები) წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა გვერდი Facebook-ზე, ხოლო ვებ-გვერდი www.esshengexeba.ge; www.esshengekheba.ge მალე ამოქმედდება. ასევე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პეტიცია , რომელსაც უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა. იხილეთ epn.ge
-
აფხაზურმა მილიციამ გალის რაიონის სოფელ სიდის მკვიდრი ჯაყო შარია დააკავა.როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, ეს ფაქტი ბოლო დროს გალის რაიონის სოფელ თაგილონში მომხდარ ყაჩაღობებს უკავშირდება."როგორც ჩანს, დაზარალებულმა ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით იჩივლა, რის გამოც აღნიშნული პიროვნება დააკავეს. როგორც ამბობენ, კიდევ ექვსი პირის დაკავება იგეგმება", - განუცხადა "ივერონს" წყარომ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
/get_img?ImageId=6481 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად ბარაკ ობამამ ჰოლივუდის ვარსკვლავი ევა ლონგორია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს. ლათინოამერიკული წარმოშობის მსახიობი ევა ლონგორია სერიალ ”სასოწარკვეთილ” დიასახლისებში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მსაციოხბი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერია და ბარაკ ობამას მხარს 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც უჭერდა. გარკვეული დროის მანძილზე ლონგორია თეთრი სახლის საზოგადოებრივი ჩართულობის ოფისშიც მუიშაობდა. ევა ლონგორიას გარდა ობამას საარჩევნო შტაბში ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი კალ პენიც მუშაობს. სპეციალისტების შეფასებით, საარჩევნო შტაბში ჰოლივუდის ვარსკვლავების აქტიურად ჩართვით ბარაკ ობამა ცდილობს მხარდაჭერის მოპოვებას როგორც ჰოლივუდში, ისე აშშ-ის ლათინოამერიკული წარმომავლობის მოქალაქეების ხმების მოგროვებას. ცნობილი ფაქტია, რომ როცა ბარაკ ობამა 2008 წელს პრეზიდენტის პოსტზე პირველად იყრიდა კენჭს, ლათინოამერიკული წარმოშობის მოქალაქეებს მათთვის ხელსაყრელი საემიგრაციო რეფორმების განხორციელებას დაპირდა, რისი შესრულებაც პირველ საპრეზიდენტო ვადაში ვერ შეძლო აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში ოთხი ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.… ლინკი მედიანიუსზე
-
Россия рассматривает вариант ограничения полетов европейских компаний над Сибирью в рамках принятия возможных ответных мер против решения Европейского Союза обязать авиакомпании платить за выбросы С02. В ходе двухдневных переговоров в Москве представители 29 стран подписали декларацию против европейского закона. Страны согласовали свои действия в ответ на меры ЕС, которые вступили в силу в этом году.
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60078.jpgშიდსის ვირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა თბილისში. ორივე მათგანი საშუალო ასაკის მამაკაცი იყო. ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა. ბოლო ორი თვის განმავლობაში იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული 9 ადამიანი დაიღუპა. სულ კი 2012 წელს შიდსით 64 ადამიანი დაინფიცირდა. View the full article
-
</p>/get_img?ImageId=6476 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებას. “სიმბოლურია, რომ მან (პუტინმა) ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე ისაუბრა სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას. ძნელი წარმოსადგენია, ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად. რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად ვ.პუტინის ქმედებების შედეგად ასეულობით ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად. მათი სახლები ან მიწასთან არის გასწორებული რუსული სამხედრო ტექნიკით, ან უკანონოდ არის დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და ათასი ჯურის კრიმინალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად,” – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების მეთაურებთან შეხვედრაზე რუსეთ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა. “ჩვენ არასდროს ვაიგივებდით საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. იმედი მაქვს, რომ ეს მოძმე ერი საბოლოოდ გააცნობიერებს, რომ რუსეთი მტერი კი არა, მეგობარია და ურთიერთობები კვლავ აღდგება," – აღნიშნა პუტინმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
შეკითხვაზე, თუ ვინ მიაჩნიათ აშშ-ს უდიდეს მტრად, ამერიკელები ყველაზე ხშირად ასახელებენ ირანს. "გელაპის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32%-ს მიაჩნია, რომ დღესდღობით ირანია აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი, ხოლო 23%-ის აზრით, ეს არის ჩინეთი. "მტერი ქვეყნების" ხუთეულში ამერიკელები მოიაზრებენ, ასევე, ჩრდილოეთ კორეას (10%), ავღანეთს (7%) და ერაყს (5%). ამერიკელების მხოლოდ 2% მიიჩნევს რუსეთს ქვეყნის მტრად, ასევე, 2% - პაკისტანს, 1%-ის აზრით კი აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი თავად ამერიკაა. კვლევის ავტორების თქმით, შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი აშშ-ში, რომლებიც ირანს მიიჩნევენ ქვეყნის მტრად: მაგალითად, 2011 წელს ასე გამოკითხულთა მხოლოდ 25% ფიქრობდა. /get_img?ImageId=6478 განსხვავებულია ქვეყნის მტრების აღქმის მაჩვენებლები "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის: მაგალითად, ირანი ქვეყნის უდიდესი მტერია ამერიკელი "რესპუბლიკელების" 37%-ისთვის და "დემოკრატების" 30%-ისთვის, ჩინეთი - "რესპუბლიკელების" 28 და "დემოკრატების" 18%-ისთვის, ჩრდილოეთ კორეა - "რესპუბლიკელების" 8 და "დემოკრატების" 10%-ისთვის, ავღანეთი - "რესპუბლიკელების" 4 და "დემოკრატების" 11%-ისთვის, ხოლო ერაყი - "რესპუბლიკელების" 7 და "დემოკრატების" 2%-ისთვის. გელაპის კვლევა აშშ-ში ჩატარდა მიმდინარე წლის 2-5 თებერვალს სატელეფონო ინტერვიუების გზით. გამოკითხული იქნა აშშ-ს 50-ვე შტატში მცხოვრები 1029 18 წელს ზემოთ ადამიანი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60077.jpgრუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტამანის მოტომსროლელ ბრიგადაში ვიზიტისას რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა. პუტინი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება. პუტინის განცხადებით, რუსეთი არასდროს აიგივებს ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებასთან. `ვფიქრობ, რომ მოძმე ქართველი ხალხი საბოლოოდ გაიაზრებს, რომ რუსეთი მათი მტერი არ არის და ურთიერთობაც აღდგება,`- განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ ურთიერთობების გაფუჭება რუსეთის ბრალი არ არის. `ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი,`- აღნიშნა მან. პუტინმა ასევე `წარუმატებელი` უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის დაწყებულ პროგრამებს და გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ მორიგი სამხედრო აგრესიისგან`თავი შეიკავოს. სამხედროებთან შეხვედრისას მან ვრცლად ისაუბრა რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობებზე და ისიც აღნიშნა, რომ დღეს რუსეთთან მეგობრობა ამ ქვეყნებისთვის მომგებიანია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/02_12/60076.jpgოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრები ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება. ალექსანდრე ანქვაბზე თავდამსხმელების ძებნა აფხაზეთის მთიან რაიონებში მიმდინარეობს. ძებნაში ჩართულია ვერტმფრენები. მომხდარის გამო, წუხელ სოხუმში ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ანქვაბი დაესწრო. მისი თქმით, თავდასხმის მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. მომხდარის ორგანიზატორებად და შემსრულებლებად ჯერჯერობით ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს მიიჩნევენ. ადგილზე ნაპოვნია თავდამსხმელების იარაღი და ჭურვებიც. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით გუშინ დილით დაცხრილეს. ანქვაბი არ დაშავებულა. გარდაცვლილია მისი დაცვის 2 წევრი. ოკუპირებული რეჟიმის მეთაურს უკვე ესაუბრა ტელეფონით დიმიტრი მედვედევი და გამოძიებაში დახმარებაც აღუთქვა. რუსეთის საგარეო უწყებაში კი მომხდარ ფაქტს ოკუპირებულ აფხაზეთში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. View the full article
-
Россия решила не давать больше газ в Европу через Украину. Официальный представитель «Газпрома» Сергей Куприянов пояснил, что проект «Южный поток» планируют запустить на максимальную мощность. Речь идет о 63 миллиардах кубометров газа ежегодно. Следовательно, как только труба, которая идет в обход Украины, заработает, украинская газотранспортная система «Газпрому» будет совершенно не нужна.