planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
/get_img?ImageId=6492 აქცია ქუთაისში დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მასში სხვადასხვა არასამთვრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციის მიზანი საარჩევნო კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. "ნამდვილად არ ვეთანხმები ახალ კანონში შეტანილ ცვლილებებს და ვფიქრობ, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს სიტყვის თვისუფლების უფლება, მაქვს უფლება, მხარი დავუჭირო ღიად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ასე რომ, კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს ჩემს უფლებებს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას," - აცხადებს თორნიკე ხურციძე, რომელიც ქუთაისში გამართულ დღევანდელ აქციაში მონაწილეობდა. აქციის წევრები მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებდნენ. ნებისმიერ მათგანს საკუთარი პროტესტი შეეძლო პეტიციაზე ხელმოწერით დაეფიქსირებინა. "ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომ შეუერთდნენ აქციის ორგანიზატორების პოზიციას და ამ აქციების საშუალებით ჩვენ შევძლებთ, რომ რეალურად პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში," - ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. აქცია "ეს შენ გეხება" ერთდროულად მიმდინარეობდა საქართველოს 8 ქალაქსა და თბილისის 7 უბანში. ორგანიზატორეწბის თქმით, 2011 წლიის დეკემბერში მიღებული კანონმდებლობა აუარესებს საარჩევნო გარემოს და არათანაბარ პირობებში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს, ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, განუსაზღვრელ და არაკონსტუტიციურ უფლებამოსილებას ანიჭებს კონტროლის პარტიას. პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი უკვე წარადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ქუთაისში მიმდინარე აქციაში იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო საინფორმაციო ასოციაცია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საზოგადოება "საჩინო", მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი, ფონდი "სოხუმი", "განათლება და სამყარო", სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდნენ. ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული ხელმოწერები კი მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით პარლამენტს წარედგინება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
На юге Москвы в четверг, 23 февраля, загорелся рыбокомбинат. Площадь пожара достигла тысячи квадратных метров, идет открытое горение. По некоторым данным, в горящем помещении могут находиться горючие вещества. Пожару присвоена вторая степень сложности, спасатели эвакуировали с предприятия 16 человек. lenta.ru
-
Еврокомиссия ожидает рецессии в еврозоне в 2012 году, причем отрицательный рост будет наблюдаться по итогам всего года. По сообщению аналитиков Еврокомиссии, восстановление экономики региона после кризиса приостановилось в конце 2011 года. Негативные тенденции продолжатся и в первом полугодии 2012 года. lenta.ru
-
Президент США Барак Обама отправил президенту Афганистана Хамиду Карзаю письмо с официальными извинениями за сожжение Корана солдатами НАТО. Американский лидер уверил Карзая, что поступок был совершен не намеренно, и пообещал расследовать дело. Инцидент с сожжением Корана произошел 20 февраля. lenta.ru
-
Организаторы церемонии вручения "Оскаров" запретили актеру Саше Барону Коэну появляться на мероприятии. Поводом для запрета стали полученные Американской киноакадемией сведения о том, что актер намеревается явиться на церемонию в костюме генерала Аладина, главного героя новой комедии "Диктатор". lenta.ru
-
/get_img?ImageId=6489 აქცია გორში გორის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გამართეს აქცია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. ახალგაზრდები ქუჩაში გამვლელებს ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, პარლამენტის მიერ 2011 წლის დეკემბერში, კანონში “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში მიღებული ცვლილებების გასაცნობად. აქცია „ეს შენ გეხება“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კამპანიაა და მიზანად ისახავს საკანონმდებლო ცვლილებების მიღწევას. აქცია დღეს, თბილისის გარდა, საქართველოს 8 ქალაქში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არამარტო პოლიტიკური პარტიების არამედ რიგითი მოქალაქეების უფლებებსაც ლახავს. თუ მოქალაქემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ან გააკეთა განცხადება პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან პოლიტიკურად აქტიურ პირს მოსთხოვა, ან მისგან მიიღო ფინანსური დახმარება, შესაძლებელია, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით დაეკისროს. თუ პოლიტიკურად აქტიურ, ან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ, ვინმეს, შესაძლოა ვეღარ მიიღოს სესხი ბანკისგან. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ უფლებაშემლახველი კანონის წინააღმდეგ ხმა საზოგადოებამაც უნდა აიმაღლოს. მისი აზრით, იზღუდება ადამიანის უფლებები და ამიტომ აქციის ორგანიზატორებმა მოსახლეობამდე ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა მიიტანონ, თუ რა საფრთხეს შეიცავს აღნიშნული კანონი. მისი თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს. კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 17 თებერვალს პარლამენტში პეტიცია შეიტანეს, რომლითაც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში 2011 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. პეტიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ორგანოს ამ კანონის ალტერნატიული ვარიანტიც წარუდგინეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/haker-300x270.jpgახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ და ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე“-ზე ჰაკერული თავდასხმები ხორციელდება. როგორც საიტების მომსახურების ჩეხური კომპანიიდან „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, ორივე მედიასაშუალებაზე თავდასხმა 20 თებერვალს ღამით დაიწყო. ჰაკერმა რამდენიმე ფაილში კოდირება მოათავსა, რამაც საიტის შეფერხება, ზოგ შემთხვევაში გათიშვა გამოიწვია. ფაილის მიგნების და ამოღების შემდეგ, იგივე განმეორდა 21 -23 თებერვალს. „ შესაძლოა ამას აკეთებდეს ე.წ „ექსტრიმ ჰაკერი“, მის მიზანს არ წარმოადგენს „ექსპრესნიუსის“ სრულად გათიშვა, იგი ქმნის ლოკალურ პრობლემებს, რათა საიტებმა გამართულად ვერ იმუშაოს“-აღნიშნავენ ჩეხეთში. 22 თებერვალს ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე-ს“ სკრიპტებში შეტანილი იქნა ცვლილება რის შემდეგაც საიტი მწყობრიდან გამოვიდა. ორივე საიტზე ჰაკრემა შეცვალა მთავარი გენერატორის პაროლები. ორივე საიტს ჰოსტინგით უზრუნველყოფს ამერიკული კომპანია. სარედაქციო კოლეგიამ წერილით მიმართა, სერვერის ადმინისტრაციას, დაადგინონ შემოსვლის წერტილი, ასევე IP მისამართი, მომხმარებელი და პროვაიდერი, რათა მოხდეს თავდამსხმელის ინდეტიფიცირება. აღნიშნული მონაცემების მიღების შემდეგ სარედაქციო კოლეგია სამართალდამცველ სტრუქტურებს მიმართავს. ამ დროისთვის სპეციალისტები ცდილობენ პრობლემა გადაჭრილი იქნას. შექმნილი პრობლემების გამო ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ და ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი“ შეფერხებით მუშაობენ, რის გამოც მკითხველს ბოდიშს ვუხდით. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს მომხმარებლებისათვის რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი Facebook - ის ქსელში მიუწვდომელია. კრემლის ადმინისტრაციას ამ ნაბიჯზე წასვლა მოუწია ”თბილისის ფორუმის” (Forum.Ge ) ინიციატივით განხორციელებული ქართველი ბლოგერების დღევანდელი აქციის გამო.ამ ქსელური აქციის ფარგლებში ჩაფიქრებული იყო რუსეთის ფედერაციაში ”მამულის დაცვის დღე” (ყოფილი ”საბჭოთა არმიისა და სამხედრო საზღვაო ფლოტის დღე) აღნიშვნის თარიღი გამხდარიყო პროტესტის გამოხატვისა და საქართველოდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
В четверг 23 февраля в Москве прошла акция сторонников кандидата в президенты России Владимира Путина под лозунгом «Защитим отечество!». Митинг в Лужниках собрал, по данным московских властей, около 130 тысяч человек, стадион оказался полностью заполнен людьми. Как и ожидалось, на митинг в Лужниках приехал сам Владимир Путин.
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image18-300x199.jpgპენიტენციურ სისტემაში საგანმანათლებლო – სარეაბილიტაციო სახლების ამოქმედების შედეგად მსჯავრდებულები შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს ეუფლებიან. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, მათ სხვადასხვა პროფესიას უნივერსიტეტების წარმომადგენლები ასწავლიან. სწავლების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულები იღებენ სერთიფიკატებს, რომელსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ადვილად ინტეგრაციას. სამინისტროს ცნობითვე, ”საგანმანათლებლო – სარეაბილიტაციო სახლები”, ეტაპობრივად, ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება. შესაბამისად, პროფესიული განათლება ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/parlamenti7-300x225.jpgცვლილება აღნიშნულთან დაკავშირებით, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, პირის იდენტიფიცირების მიზნებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ დოკმენტის გამოყენება იქნება შესაძლებელი, რომელშიც მითითებულია ამ პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. კანონპროექტის მიხევით, დაწესებულია გარკვეული სახის შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს აღნიშნული დოკუმენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმებული იქნება შესაბამისი სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან. აღნიშნული უფლებით სარგებლობა საქართველოს მოქალაქების გარდა, საქართველოში მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქესაც შეეძლება. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. იხილეთ epn.ge
-
საპარლამეტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე აპირებს უკან გაიტანოს საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე. “გუშინ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე გამოვიტანო ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა. განსხვავებები, რომლებიც ამ ორ ინიციატივაში არის, შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს იმისათვის, რომ მოახერხოს ვაჭრობა ამ ორი კანონპროექტით. ამიტომ მე მზად ვარ უკან გამოვიტანო ეს საკანონმდებლო ინიციატივა და დარჩეს ერთი. აღნიშნულის შესახებ მე პარასკევს შევიტან განცხადებას,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვეფხვაძემ. ის, ასევე, იმედს იტოვებს, რომ არასამთავრობოები გაიზიარებენ მის პრინციპულ პოზიციებს, რომლებიც მისეულ კანონპროექტში იყო წარმოდგენილი. “რაც შეეხება ჩემს პრინციპულ პოზიციებს. მე, ბუნებრივია, ამ პოზიციებს შევინარჩუნებ და იმედი მაქვს, რომ არასამთავრობოები ჩემს აზრს გაიზიარებენ,” – აღნიშნავს ვეფხვაძე. კამპანია “ეს შენ გეხება”–ს წარმომადგენელი ოთხი არასამთავრობო ორგნიზაცია (“საერთაშორისო–გამჭვირვალობა, საქართველო”, “ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისათვის”) დადებითად აფასებს ვეფხვაძის განცხადებას კანონპროექტის გატანასთან დაკავშირებით. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, ვეფხვაძის კანონპროექტი მიუღებელი იყო მათთვის, შესაბამისად, დადებითად ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას. ამ მომენტისთვის პარლამენტში ალტერნატიული სახით არსებული საკანონმდებლო დოკუმენტად დარჩება მხოლოდ ის ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაქვს,” – აღნიშნავს ხატისკაცი. შეგახსენებთ, გუშინ გაიმართა შეხვედრა ვეფხვაძისა და არასამთავრობო ორგანიზაციების. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობოებმა არ იცოდნენ ერთმნიშვნელოვნად რა ცვლილებები განხორციელდებოდა ვეფხვაძისეულ კანონპროექტში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
Ежегодно 23 февраля блогосфера начинает воевать: одни доказывают, что День защитника Отечества – это праздник только тех, кто служил в армии, другие призывают поздравлять всех мужчин. Попутно возникают споры о том, стоит ли идти в армию, что делать с коррупцией в вооруженных силах и пора ли переходить на контракт. Как же, по мнению молодежи, нужно реформировать российскую армию?
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download6.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯუდით გოფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images11.jpgკორეაში საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან: ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსებისმინისტრი ალექსანდრე ხეთაგური შეხვედრებს მართავენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვდერები სავაჭრო პალატაში, კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციაში, სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროში, EXIMBANK-ის შტაბ-ბინაში, კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების სააგენტოში, კორეის ინდუსტრიების ასოციაციებთან და კორეის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. შეხვედრების ფორმატში განიხილება თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება: კორეის დაფინანსება მსხვილი საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსახორციელებლად, საქართველოში კორეიდან კერძო ინვესტიციების მოზიდვა. შეხვედრების ფორმატში კორეულ მხარეს მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს კლიმატის და ქვეყანაში განხორციელებულ სტრუქტურულ-ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. იხილეთ epn.ge
-
თბილისში შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი განიხილეს თურქეთის შს მინისტრმა და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა. როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს პრეს-სამდივნომ განაცხადა, იდრის ნაიმ შაჰინმა გიგა ბოკერია დაარწმუნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ანკარის მხრივ თბილისის მხარდაჭერაში. თავის მხრივ, ბოკერიამ ხაზი გაუსვა ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას და თურქეთის დადებით ზემოქმედებას საქართველოს განვითარებაზე. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/shekhvedra-kirgizetis-delegaciastan-23.021076-300x179.jpgსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას მინისტრის მოადგილე ადილ კასიმალიევი ხელმძღვანელობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორ,აციით, საქართველო-ყირგიზეთის ეკონომიკის უწყებათა წარმოომადგენლების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ბოლო წლებში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელთა გაზიარების სურვილიც ყირგიზეთის მხარემ გამოთქვა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ორივე მხარის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მხრივ არსებული პროგრესის მიუხედავად, კიდევ დიდი პოტენციალია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საქართველოსა და ყირგიზეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გრძელდება.ამ ხნის განმავლობაში ყირგიზეთის დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან. კერძოდ, უკვე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba3-300x1992.jpgკამპანიის – “ეს შენ გეხება” ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები, 13:00 საათზე, ერთდროულად საქართველოს 8 ქალაქსა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, გორი, გურჯაანი, ბოლნისი) და თბილისის 7 უბანში დაიწყო. შეხვედრები მიმდინარეობდა საქართველოს ქალაქებში – ბათუმში – შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ქუთაისში – ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; ზუგდიდში – გამსახურდიას გამზირზე; ოზურგეთში – მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან; გორში – კინოთეატრ “გამარჯვებასთან”; თელავში – ერეკლე II-ის მოედანზე; გურჯაანში – ნონეშვილის ქუჩაზე; ბოლნისში – ადგილობრივ ტელევიზიასთან. თბილისში – მეტროს სადგურ “თავისუფლებასთან”, “რუსთაველთან, “ვარკეთილთან”, “ახმეტელთან” და “ვაგზლის მოედანზე“. რამდენიმე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს. შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების შესახებ და რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ამ კანონის შესაბამისად მოქალაქეებს. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ გარკვეულ სიტუაციებში. ამიტომ, თუ ჩვენ აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერებს მოვაგროვებთ, იმედი გვაქვს, პარლამენტი, რომელიც ჩვენი იდეებსა და სურვილებს უნდა აკმაყოფილებდეს, კანონში ცვლილებებს თავიდან შეიტანს”,- აცხადებენ ისინი. მათივე განცხადებით, ასევე შეხვედრის მიზანია ინფორმირება კამპანიის – “ეს შენ გეხება” – შესახებ, მათი ჩართვა კამპანიაში და კანონის შეცვლის მოთხოვნით შემუშავებულ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება; არასამთავრობო ორგანიზაციის “არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელ მაგდა პოპიაშვილის თქმით კი, ცვლილებები, რომლებიც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შევიდა, დემოკრატიული ქვეყნის არსს მთლიანად ეწინააღმდეგება. “ეს კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რაც არადემოკრატიულია და დემოკრატიული ქვეყნის არსს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვაქვს პეტიცია და საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც პარლამენტს უკვე მივმართეთ და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სოლიდარობის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო იძულებული იქნება, შეცვალოს უკანონო კანონი”, – განაცხდა პოპიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა (ტელეკომპანია “კავკასია”, ტელეკომპანია “მაესტრო”, გაზეთი “ალია”, გაზეთი “რეზონანსი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სტუდია “რე”, “რეგიონალური პრესის ასოციაცია”, ია მამალაძე, ზვიად ქორიძე და სხვები) წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა გვერდი Facebook-ზე, ხოლო ვებ-გვერდი www.esshengexeba.ge; www.esshengekheba.ge მალე ამოქმედდება. ასევე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პეტიცია , რომელსაც უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით პეტიცია და საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა. იხილეთ epn.ge