Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 21-23 თებერვალს ერევანში ჩატარდა სომხურ-ქართული სამეთაურო-საშტაბო სწავლებები ”მასობრივი იარაღის ტრანსპორტირების აღმოჩენა-აღკვეთაზე”. მეცადინეობები ტარდებოდა აშშ - ს მთავრობის პარტონაჟითა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით.როგორც ერევნის მედიასაშუალებები იუწყებიან, სომეხი და ქართველი ექსპერტები ამერიკელი კოლეგების მონაწილეობით სწავლობდნენ, მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შემადგენელი ელემენტების ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაზიდვის გამოვლენას, ას... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  2. </p> /get_img?ImageId=6506<p>ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს ხელოვნურ განაყოფიერებამდე დადებული სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის. სპეციალისტების შეფასებით, ეს ცვლილება, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის #18 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, ანონიმურობას გამორიცხავს. ამასთანავე, წყვილს და სუროგატ დედას შორის სამოქალაქო რეესტრში წარსადგენი, განაყოფიერებამდე დადებული სანოტარო ხელშეკრულება წყვილს დამატებით ხარჯებს აკისრებს. ცვლილებების განხორციელებამდე ხელშეკრულებას კერძო სააგენტო აფორმებდა, ერთი მხრივ, წყვილთან და მეორე მხრივ - დონორთან. ასეთი ტიპის ხელშეკრულებაში, ძირითადად, წამოყენებული იყო ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ დონორი თანახმაა ჩაიტაროს გამოკვლევა, არ დალიოს, არ მოწიოს და სხვა; ან წყვილი ითხოვს, მაგალითად, ქერათმიან, უმაღლესი განათლების მქონე დონორს და ა.შ. საქართველოში დონორებს, წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით 3 ორგანიზაცია მუშაობს, ესენია: Human Georgia, New Life Georgia და საქართველოს სამედიცინო ტურიზმის კომპანია. Human Georgia-ს ხელმძღვანელის, თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება შეამცირებს დონაციას საქართველოში, რადგან არც ერთ დონორს არ უნდა წყვილთან ერთად ნოტარიუსში დაჯდეს და მისი საპასპორტო მონაცემები გაუმხილოს. შესაბამისი სურვილი არც წყვილებს აქვთ: “ეს ცვლილება ქართველი წყვილებისთვის დონაციას მოსპობს. იმ დონორებიდან, ვისაც მე ცვლილებები გავაცანი, ყველა აღნიშნავს, რომ ქართველი წყვილებისთვის დონაციაზე უარს იტყვიან, უცხოელებისთვის დონაციაზე კი, შესაძლოა, თანხმობა განაცხადონ”. იმავეს ამბობს “საქართველოს სამედიცინო ტურიზმის კომპანიის” ხელმძღვანელი ქეთევან რობაქიძეც: “მიუხედავად იმისა, რომ სუროგაციაც და დონაციაც კომერციული საქმიანობაა, არავინაა დაზღვეული, როდის გაიღვიძებს დონორში მშობლის ინსტინქტი, ამიტომ წყვილების მთავარი მოთხოვანაა, დაცული იყოს მათი ანონიმურობა დონორისთვის. ამ შემთხვევაში დონაცია, ჩემი აზრით, მოკვდება საქართველოში და ისედაც გაწამებული წყვილები კიდევ უფრო დაიტანჯებიან”. New Life Georgia–ს პაციენტების კოორდიანტორის სოფო უკლებას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემას არ ქმნის. მისი განმარტებით, New Life Georgia–ს პრაქტიკიდან გამომდინარე, მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, ვინ არის დონორი და საკმაოდ ხშირად წყვილსა და დონორს შორის ურთიერთობა ისედაც დგება: “ეს ინდივიდუალურია. რაც შეეხება იმას, რომ დონორს შეუძლია მომავალში წყვილს პრობლემები შეუქმნას, ასე მარტივადაც არ არის საქმე. პირველ რიგში, არ გვქონია ისეთი შემთხვევა, როცა განაყოფიერების შემთხვევაში სპერმაც და კვერცხუჯრედიც დონორია. ასე ყველას შეუძლია, მივიდეს ბავშვთან და უთხრას, მე შენი მშობელი ვარო”. წყვილს, რომელიც დონორით ან სუროგატი დედით სარგებლობს, კანონმდებლობა იცავს: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ ბავშვის დაბადების შემთხვევაში, მშობლად წყვილი ითვლება. აქედან გამომდინარე, დონორს ან სუროგატ დედას არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება. თუმცა სპეციალისტები კანონს მიღმა წარმორჩენილ პრობლემებზე საუბრობენ. ინვიტრო განაყოფიერების ცენტრში არსებობს სპერმის ბანკი. ცენტრის დირექტორის გოგიტა კარანაძის განცხადებით, ცვლილებების გამო პროგრამა შეჩერებულია. სპერმის დონაცია დონორის მხრიდან კომერციული საქმიანობაა და თითო დონაციაში მამაკაცი 100 ლარს იღებს. კარანაძის თქმით, ეს ცვლილება, დონორზე მეტად, წყვილისთვისაა პრობლემა: “ეს ცვლილება წყვილისთვის უფრო მეტი პრობლემაა, თუმცა დონორისთვისაც არასასურველია. დონორი ფულს იღებს, ახალგაზრდები არიან... 10 წლის მერე რა ჭკუაზე დადგება, არავინ იცის. როცა იცის, ვისთან არის მისი გენეტიკური შვილი, შესაძლოა, ოჯახში მივიდეს, შანტაჟი დაუწყოს, ამისგან დაზღვეული უნდა იყოს წყვილი”. ნოტარიულად დამტკიცების შემთხვევაში, არსებობს იმის შანსი, რომ წყვილმა და დონორმა ერთმანეთი არ გაიცნონ და დოკუმენტს ხელი ცალ-ცალკე მოაწერონ, თუმცა ხელშეკრულება ორმხრივი სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა: “ყველა ვარიანტში, დონორის ნაცვლად მისმა წარმომადგენლმა რომც მოაწეროს ხელი, მინდობილობაც რომ ჰქონდეს, მინდობილობის გამცემს აქვს ვალდებულება, ხელშეკრულების ეგზემპლარი მისცეს. იქ ხომ წერია, ვინ არის მეორე მხარე, ამის არჩაწერა არ შეიძლება ხელშეკრულებაში. ის მაინც გაიგებს, როცა მოუნდება, ვინ არის კონტრაგენტი ამ ხელშეკრულების,” - აღნიშნავს გოგიტა კარანაძე. “ნეტგაზეთმა” შეკითხვით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, თუ რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა, იმის გათალისწინებით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ანონიმურობას. სააგენტოში აცხადებენ, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერება მხარეთა ნების გამოხატვის საფუძველზე ხორციელდება, დონორი კი აღნიშნნული სამართალურთიერთობის ერთ–ერთი მონაწილეა: “შესაბამისად, მის მიერ ნების გამოხატვა კანონმდებლობით დადგენილი სანოტარო წესით უნდა დამოწმედეს,” – განმარტავენ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. რაც შეეხება სუროგატ დედასა და წყვილს შორის ხელოვნურ განაყოფიერებამდე ხელშეკრულების გაფორმებას, სპეციალისტების განცხადებით, კანონის ეს მოთხოვნა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს წყვილისთვის და დისკომფორტს შექმნის უცხოელი წყვილებისთვის. ძველი კანონმდებლობით, წყვილს, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით აჩენდა შვილს, დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისას უნდა წარედგინა სუროგატ დედასა და გენეტიკურ მშობლებს შორის ნოტარიული წესით დადებული ხელშეკრულება. კანონში არ იყო მითითება ხელშეკრულების გაფორმების დროზე. ახალი რედაქციით კი, ხელშეკრულება განაყოფიერებამდე უნდა დაიდოს და იგი ნოტარიულადაც განაყოფიერებამდე უნდა დამოწმდეს. გოგიტა კარანაძის განცხადებით, სწორია, როდესაც ხელშეკრულება განაყოფიერებამდე იდება და მათი პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონის მხრიდან შეუზღუდავობის მიუხედავად, ასეც ხდებოდა, რადგან ორივე მხარისთვის უკეთესია იცოდნენ და ესმოდეთ მათი მოვალეობები. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულება ნოტარიულად მას შემდეგ მოწმდებოდა, როცა ორსულობას იღებდნენ. ხელოვნურად განაყოფიერებული ემბრიონის სხეულში გადატანის შემდეგ, პირველ ცდაზე, ორსულობის მიღების 35-40%-იანი ალბათობა არსებობს. სპეციალისტების განცხადებით, ეს არცთუ მაღალი მაჩვენებელია. წყვილი ხშირად ცვლის სუროგატ დედას, ახალი ცვლილებების გამო ყოველ შეცვლილ დედაზე წყვილს ნოტარიულად დამოწმებისთვის ხელახლა მოუწევს თანხის გადახდა. ეს ციფრი ინდივიდუალურია, ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე, თუმცა საშუალოდ 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. სუროგატი დედის აყვანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, სუროგაციის კომპენსაციის თანხა 11 000-დან 12 000 დოლარამდე მერყეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის ფონზე ზედმეტად დახარჯული, შესაძლოა, რამდენიმე 200 ლარი წყვილისთვის დამატებითი დისკომფორტია. თამარ ხაჭაპურიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება უცხოელებისთვის უფრო ქმნის უხერხულობას, რადგან მათ შესაძლოა, რამდენჯერმე მოუწიოთ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ყოველი წარუმატებელი შედეგისას, სუროგატი დედის შეცვლის შემდეგ, ხელახლა უნდა გააფორმონ კონტრაქტები და ნოტარიულადაც დაამოწმონ. საკითხს პრობლემურად არ მიიჩნევს სოფო უკლება. მისი თქმით, ისეთი წყვილისთვის, ვისაც შვილი 10-15 წლის მანძილზე არ ჰყავს, არაფერი ქმნის დისკომფორტს, რაც კანონის ფარგლებში ხდება და მათთვის მთავარი შედეგია. საქართველოში ამ ეტაპზე სამი სააგენტოა, სადაც დონორებისა და სუროგატების ბაზები არსებობს; 6 კლინიკა, სადაც ხელოვნური განაყოფიერება ტარდება, სპერმის დონაციის ფასი 80 ლარიდან იწყება და მაქსიმუმი 300 ლარია, ხოლო კვერცხუჯრედის დონაციისთვის მაქსიმალური თანხა 1500-დან 2000 ლარამდე მერყეობს. იუსტიციის მინისტრის #18 ბრძანება ძალაში მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შევიდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. /get_img?ImageId=6505 მთავრობის დადგენილებით, თონეების ბიზნესი „ფიქსირებული გადასახადის“ დაბეგვრის ქვეშ მოექცა. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები, რომლებიც თონეებს ფლობენ, ბიუჯეტში თვეში ერთხელ ფიქსირებულად 100 ლარს გადაიხდიან. ბიზნესის მეორე სეგმენტი, რომელიც „ფიქსირებული“ გადასახადის დაფარვის ზონაში მოექცევა, სილამაზის სალონებია. სალონის ერთ სავარძელზე მესაკუთრე ფიქსირებულად 100 ლარს გადაიხდის. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, „მთავრობამ თონეებისათვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. მთავრობის დებულებამ კანონპროექტის სახე მიიღო და პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. პროექტი საპარლამენტო სესიაზე გავა და მისი დამტკიცებისთანავე ამოქმედდება,“– ამბობს ხუროშვილი. მისივე თქმით, გადასახადი ნებაყოფლობითი იქნება და მისი არჩევის შემთხვევეაში, მეწარმე სალარო აპარატის მოხმარებისაგან თავისუფლდება. მას მხოლოდ ობიექტის იჯარის და ხელფასების გადახდა მოუწევს. რაც შეეხება სალონების ბიზნესს, ამ სფეროსთვის „ფიქსირებული გადასახადის“ განაკვეთს მთავრობა მომავალ კვირას დაამტკიცებს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ შესაძლოა მოხდეს ფიქსირებული გადასახადის განახევრება უბნების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მიიღებებენ. თონეებისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღებას ამ ბიზნესის წარმომადგენლები არაერთგვაროვნად ხვდებიან. გიორგი შონიამ თონის პურის ბიზნესი რამდენიმე თვის წინ წამოიწყო. ინვესტიცია პირადი დანაზოგებიდან განახორციელა და დღეს თბილისის რამდენიმე უბანში სამ თონეს ფლობს: „ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ ახლახან შევიტყვე. ამ გადასახადის არჩევის შემთხვევაში მცირე მეწარმე სალარო აპარატს აღარ გამოიყენებს და ყველა გადასახადისაგან თავისუფლდება, იჯარის და საშემოსავლო გადასახადის გარდა. ეს მისაღები იქნება იმ მეწარმეებისათვის, ვისაც აქვს მცირე საცხობი და პურს მხოლოდ ადგილზე ყიდის და არ ახორციელებს მის დისტრიბუციას. თუმცა ამ შემთხვევაში შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ეს თონეები პრაქტიკულად გაკოტრების პირას არიან.“ გიორგი შონიას მიაჩნია, რომ ამ პროექტს აქვს ნაკლი და ბიზნესისთვის წარმატებული ვერ იქნება. მეწარმე ფიქრობს, რომ „ფიქსირებული გადასახადის“ არჩევის შემთხვევაში მეწარმეებს ბიზნესის გაფართოვების და განვითარების საშუალება არ ექნებათ. „მე ვერ ავირჩევ ფიქსირებულ გადასახადს, რადგან პურს ადგილზეც ვაცხობ და მის დისტრიბუციას ვახორციელებ. ამ შემთხვევაში მაქვს ურთიერთობა სავაჭრო ობიექტებთან და რესტორნებთან. ამ დროს კი სალარო აპარატის გამოყენება აუცილებელია, რადგან სავაჭრო ობიექტებს შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი ქვითარი უნდა მისცე.“ მეწარმის აზრით, თონეების მეპატრონეები ფიქსირებულ გადასახადს მასობრივად არ აირჩევენ. სოსო მექვევრიშვილი თონის მეპატრონეა, მას საგადასახადო ხარჯებთან ერთად, სოლიდური კომუნალური გადასახადები უგროვდება: “ჩემი ბიზნესი ბრუნვიდან 5%–ით იბეგრება. რა თქმა უნდა, თუ ფიქსირებულ გადასახადს ჩემი შემოსავლები გაწვდება, მირჩევნია, რადგან სალარო აპარატის მოხმარების გამო მუდმივად დაძაბული ვარ და მეშინია, არ დამაჯარიმონ.“ სალონებისათვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ „ნეტგაზეთმა“ თბილისში რამდენიმე სალონის მეპატრონე გამოკითხა. სილამაზის სალონ „ელეგიას“ მეპატრონე მარინა იაშვილი ამბობს, რომ მან სალონების სავარძლებისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების შესახებ საგადასახადო აგენტისაგან შეიტყო: „100 ლარი სავარძელზე, ვფიქრობ, ძალიან მაღალი გადასახადია. არ ვიცი, ავირჩევ თუ არა, ჯერ კარგად უნდა გავთვალო ხარჯები“. სილამაზის სალონ „ა სტუდიოს“ მენეჯერი ნანა მელია ამბობს, რომ ერთ სავარძელზე 100 ლარი თვეში საკმაოდ მაღალი გადასახადია. „სალონი იხდის იჯარას ყოველ თვეში 1500 ლარს, გავცემ ხელფასებს. ამ ხარჯებს ემატება წყლის, დენის და დასუფთავების გადასახადი. გასაგებია, რომ სალარო აპარატს აღარ გამოიყენებ, მაგრამ 100 ლარი, ჩემი ხარჯების გათვლებით, საკმაოდ მაღალი ტარიფია. ახლა ბრუნვიდან ვიბეგრები და ბიუჯეტში 5 პროცენტს ვიხდი“. ფიქსირებული გადასახადის შემოღების იდეა ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს, ჯაბა ებანოიძეს ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახური 2005 წლის დეკემბერში დაწყებულ რეფორმას დაუპირისპირდა, როცა პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 2006 წლის 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებოდათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევდათ. მცირე ბიზნესის და ოპოზიციის წინაღმდეგობის მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მოგვიანებით ადმინისტრირება კიდევ უფრო გაამკაცრა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის საჯარიმო სანქციები გაიზარდა (პირველ ჯერზე 500 ლარი, შემდგომ 1000 და 15000 ლარი). 2011 წელს კი საგადასახადო შემოსავლების სამსახურმა ახალი ჯიპიარეს სისტემის სალარო აპარატები დანერგა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯა. 2012 წლის 1 თებერვლიდან ჯიპიარეს სისტემის აპარატები ბიზნესისთვის სავალდებულო გახდა. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აპარატები მიკრობიზნესს უფასოდ გადაეცა, ხოლო სხვა სტატუსის მქონე ბიზნესებმა სალარო აპარატებში 290 ლარი გადაიხადეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შეიქმნა.… ლინკი მედიანიუსზე
  5. სომხეთის ტოროსგიუხ-გიუმრის საგზაო მონაკვეთზე გადაბრუნდა სატვირთო ავტომობილი ქართული სანომრე ნიშნებით (OHO 975), რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა. სომხური… ლინკი მედიანიუსზე
  6. თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი მერიის გამწვანების, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებისგან კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობაზე განმარტებებს… ლინკი მედიანიუსზე
  7. თურქეთში უძველესი ბიბლია იპოვეს, რომელიც მეცნიერების ვარაუდით, 1500 წლის წინაა დაწერილი. იგი ტყავის თხელ ფურცლებზე არამეულ და… ლინკი მედიანიუსზე
  8. ჟურნალისტ გიორგი სანაიას დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა. დღეს გიორგი სანაიას საფლავთან მისი ოჯახის წევრები და მეგობრები… ლინკი მედიანიუსზე
  9. Ан-148 авиакомпании "Россия" с неисправным шасси благополучно приземлился в аэропорту "Пулково". На борту находились 44 человека, в том числе 37 пассажиров. Никто из них не пострадал. Лайнер, следовавший в Санкт-Петербург из Берлина, потерял одно из колес шасси при разгоне в аэропорту вылета. lenta.ru
  10. Юлия Тимошенко серьезно больна, и украинский режим намеренно недооценивает информацию о состоянии ее здоровья, считает евродепутат Зузана Роитова). Из-за опасений за здоровье находящейся в заключении экс-премьера евродепутат поехала на Украину. Медика по образованию и бывшего министра здравоохранения на Украину позвали родственники Тимошенко.
  11. Бывший начальник РОВД Шигонского района Самарской области Михаил Чичельник подал в суд на депутата Госдумы РФ и журналиста "Московского комсомольца" Александра Хинштейна иск о защите чести и достоинства по поводу публикации "Кущевка самарского масштаба". Чичельник проходит в качестве обвиняемого по делу о хищении. lenta.ru
  12. В Афганистане продолжились протесты местных жителей против действий американских военных, которые на свалке сжигали старые Кораны. В Герате при разгоне демонстраций были убиты семь человек, еще 50 получили ранения. В Хосте полицейские убили двух протестующих, число раненых не сообщается. lenta.ru
  13. საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა დღეს ქუთაისში დღის ცენტრი გახსნა. 30 ბავშვზე გათვლილი ცენტრი 18 წლამდე… ლინკი მედიანიუსზე
  14. “ქრისტიან-დემოკრატები” კონტროლის პალატის მიერ პარტიის ანგარიშებისთვის ყადაღის დადების წესის შეცვლას ითხოვენ. შესაბამისი ცვლილებების შეტანას ისინი მოქალაქეთა პოლიტიკური… ლინკი მედიანიუსზე
  15. ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებზე კოსოვოს და სერბეთის წარმომადგენლებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, ოფიციალური ბელგრადი… ლინკი მედიანიუსზე
  16. В генеральную прокуратуру Белоруссии поступил запрос из прокуратуры Норвегии об оказании содействия в расследовании уголовного дела террориста Андерса Брейвика. В частности, норвежскую сторону интересует информация об обстоятельствах пребывания Брейвика в Белоруссии в 2008 году, в том числе о его "контактах и местах пребывания". lenta.ru
  17. Кандидатов в депутаты горсовета Лермонтова, объявивших голодовку 21 февраля, оштрафуют за незаконное проникновение в здание городской администрации. Сумма штрафа составит от 100 до 3 тысяч рублей. В голодовке продолжают принимать участие 12 человек. Двоим из них понадобилась помощь врачей. lenta.ru
  18. В Баден-Бадене вручат Немецкую медиапремию бывшему советскому подполковнику Станиславу Петрову, который в 1983 году помешал началу атомной войны. Помимо него, лауреатами премии стали афганская правозащитница, врач из Конго и палестинский христианский священник. Вручать премию будет экс-президент ФРГ Роман Херцог. lenta.ru
  19. В аэропорту "Пулково" готовится сесть пассажирский лайнер с неисправным шасси. Ан-148 авиакомпании "Россия" потерял одно из колес при разгоне в аэропорту Берлина. Сообщается, что из-за неисправности самолет не смог сесть и теперь вырабатывает топливо перед повторным заходом. На борту находятся 44 человека. lenta.ru
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/20003154685917-300x199.jpgდღეს, პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“, წარმომადგენელმა საკრებულოში, ნათელა მაჭავარიანმა, საკრებულოს სხდომაზე მოითხოვა, დეპუტატებს ემსჯელათ, კიკვიძის ბაღის გაჩეხვის საკითხზე და მიეღოთ გადაწყვეტილება ქალაქში მწვანე ნარგავების მასიური ჩეხვის პროცესის შეჩერების შესახებ. „ კიკვიძის ბაღი არ არის პირველი შემთხვევა სადაც მასიურად იჭრება ხეები სხვადასხვა შენობების ასაშენებლად. საკრებულოს დადგენილებაში ნათლად გვაქვს გაწერილი თუ რეკრეაციულ ზონა 2 ში რა ტიპის მშენებლობებია დასაშვები, ჩამონათვალში არ არის პოლიციის შენობა!“–, განაცხადა ნათელა მაჭავრიანმა. მისივე თქმით, პარტია „სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზა“ აპირებს, ხეების ჩეხვის პროცესის გასაჩივრებს. „ დარწმუნებული ვარ საქმეს მოვიგებთ, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ცდილობთ ყველაფერში პოლიტიკა დაინახოთ და არ ცდილობთ პრობლემას თვალი გაუსწოროთ, 3 ღამეა ბაღის დასაცავად მოსახლეობა ქუჩაში ღამეს ათევს, ნუთუ ადგილობრივ მაჟორიტარს არ შეეძლო მისულიყო, და ხალხის გასაჭირი მოესმინა, აცხადებთ რომ ყველა მოჭრილი ხის სანაცვლოდ ნერგებს რგავთ, სად რგავთ, რას რგავთ, რომელმა ხემ გაიხარა, ახალი ხის გაზრდას 10 წელი მაინც ჭირდება, მანამდე რა ვქნათ, ჟანგბადის ბალიშებით ვისუნთქოთ?“ იხილეთ epn.ge
  21. ძველი წელთაღრიცხვით XXVII-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტაზე ყვაოდა ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია- მინოა. ეს ცივილიზაცია მჭიდრო კავშირში იყო ძველ ეგვიპტესთან და საბერძნეთთან, მაგრამ ჰქონდა მათგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა, რაც პირველ რიგში ყველა საკითხში მატრიარქატით გამოიხატებოდა. გთხოვთ გააგრძელეთ კითხვა… ძველი ბერძნული გადმოცემის თანახმად კუნძულ კრეტაზე სამეფო დააარსა მეფე მინოამ და საფუძველი დაუდო ... View ucnauri.com
  22. 1. ადგილის ყვალაზე მოკლე დასახელება არის — «Å», ის მდებარეობს შვედეთში და ნორვეგიაში. სკანდინავიურად «Å» ნიშნავს მდინარეს. ეს ნიშნული ახალი შეცვლილია, მას ხშირად იპარავენ სუვენირისათვის.2. მეორე ყველაზე უფრო გრძელი გეოგრაფიული დასახელებაა «Taumatawhakatangihangak oauauotamateaturipukaka pikimaungahoronukupokaiwhe nua kitanatahu» (85 ასობგერა), რომელიც ეწოდება მთას ახალ ზელანდიაში და მაორის ... View ucnauri.com
  23. გაინტერესებთ როგორ გომოიყურება ღამით განათებული დიდი ქალაქები კოსმოსიდან? მაშინ გადახედეთ NASA -ს მიერ გაკეთებულ ფოტოებს. სურათები მართლაც შთამბეჭდავია.მილანიჩრდილოეთის ნათება ევროპის თავზედუბაიქეიფთაუნი, ს ა რსან-პაულუ ბრაზილიატოკიომდინარე ნილოსი და სინაის ნახევარკუნძულიევროპამონრეალისტამბოლიჩრდილოეთ-დასავლეთი ევროპაიტალია-საფრანგეთის საზღვარზეახალი ორლეანი, აშშმოსკოვილას-ვეგასი, ნევადაქაირო და ალექსანდრია, ეგვიპტებრაზილია, ბრაზილიასან-ფრანცისკო , კალიფორნიაინოდოეთ-პაკისტანის საზღვარიხმელთაშუაზღვის რივიერაფლორიდა View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...